IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კანონისტისა და ალექსანდრეს ოფიციალური ვიზიტი :)), ბათუმსა და გონიოში
კანონისტი
პოსტი Jun 11 2007, 12:36 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მაშ ასე მეგობრებო....

წელსა 2007-სა ქრისტეს შობითგან თთუესა ივნისისასა, რიცხუსა მეცხრესა, დღესა შაბათსა, ჟამსა აღმატებულისა საქართველოის პრეზიდენტისა მიხეილისა და სუფევისა უწმიდესისა მამამთავრისა ილია მეორისასა მე და ალექსანდრე მივედით თბილისის რკინიგზის ცენტრალურ ვაგზალში......

ნუ მანამდე უნდა ითქვას, რომ სანდრომ ტრადიციულად 20 წუთით დააგვიანა... თუმცა არა არა, პირიქით, არატრადიციულად, იმიტომ რომ საათით ხომ მაინც უნდა დაეგვიანა!

ბილეთების სალაროში გაირკვა, რომ თურმე კუპირებული ორგვარი ბილეთი არსებობს - ჩვეულებრივი და მოდერნიზებული. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მოდერნიზებულს ტელევიზორი აქვსო, განგვიმარტეს. ნუ, ახლა ასეთ დიდ მომლოცველ ხალხს ტელევიზორი რაღად გვინდოდა და შევიძინეთ ჩვეულებრივი.... (რეალურად კი ფული დაგვენანა)

მატარებლის გასვლას ნახევარი საათი უკლდა, რომ კვლავ შევიკრიბეთ მე და სანდრო იგივე ადგილას, იოლად მოვძენბეთ N622 მატარებელი და კუპეში მოვთავსდით


IPB-ს სურათი
ჩვენი მატარებელი (ოღონდ უკვე მახინაჯურში)

ცოტა ხნის შემდეგ ფრიად "სასიამოვნო" სიურპრიზი გველოდა - მუსიკა ჩაირთო ისეთი, ერევნის გაჭირვებული კვარტლის ბოლო კორპუსის სარდაფში გახსნილ რესტორანშიც შერცხვებოდათ.... biggrin.gif კინაღამ შალახოს ილეთებით შევედით კუპეში მე და სანდრო....

როცაღა იყო და ჩაწყნარდა ეს რუწუნი, მე და სანდრომ ლოცვების კითხვა დავიწყეთ... ალექსანდრეს ჰქონდა ბედნიერება მოესმინა კანონისტის სამენოვანი ლოცვა (მერე იტყვიან მართლმადიდებლებმა ენებზე ლოცვა არ იციანო??!!) და ნეტარებასაც მისცემოდა ქართლის მინდვრების ცქერისას....

დაძინების დრომ რომ მოაწია, თეთრეულისთვის გამცილებელს მივაკითხეთ.... კუპეში კი ტომარში უაზროდ გაბნეული ბამბის გროვა გველოდა, რომელსაც რატომღაც ბალიში ერქვა.... laugh.gif რატომღაც ასეთი ფრაზა მომივიდა თავში - "რას გვიშვრება ეს ეზუგბაია!"


IPB-ს სურათი
ე.წ. "ბალიში"

ბოლოს როგორც იქნა ზემოთ მოვთავსდით... ნუ ქვემოთ არავინ იყო მაშინ და ჩვენც რაჭველები ხომ ვართ და შესაბამისად ვერავის გავუცვალეთ (თუმცა არ იდარდოთ, ის ადგილი მალევე შეივსო). მატარებელმაც სვლა განაგრძო

როცა დაბნელდა და კაციშვილმა არ იცოდა სად ვიყავით (სხვათაშორის კანონისტს 1 ლარი პრიზი ჰქონდა დაწესებული, ვინც ამას დაადგენდა მაგრამ სამწუხაროდ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა), ამ დროს კანონისტის მობილურზე სიგნალი გაისმა - შეტყობინენა ubralod_gio-საგან იყო.... მესიჯი მოკლე იყო, მაგრამ მრავლის მთქმელი - გიო დილით მახინჯაურში დახვედრას გვპირდებოდა. გულში სასიამოვნო გრძნობა შემოვიდა - ბათუმი გველოდა....

გამთენიისას კვლავ შემოვიდა გიოს მესიჯი - მახინჯაურიდან ფეხი არ გაადგათ, არ დამეკარგოთო. შავი ზღვაც უცნაურად შავი მოეჩვენა კანონისტს, მგონი ზღვა თავის სახელს იფერებდა


IPB-ს სურათი
კანონისტი მეორედ ხედავს ზღვას (ჰო, სინათლე გამოცხადება არ გეგონოთ, ფოტოაპარატის ნათებაა)

მატარებელი გაჩერდა და მეგობრებმა ორ წუთში ვიპოვეთ ერთმანეთი. რამდენიმე წუთიც კიდევ და უკვე ბათუმის გზაზე ვიყავით. გეგმის მიხედვით ჯერ გიოს ვესტუმრეთ სახლში, გავიცანით დედა და ძმა

გიო გემრიელად გაგვიმასპინძლდა - როგორც გაირკვა აქაც მზაკვრული გეგმა იყო: სეფისკვერი რომ არ გვეჭამა biggrin.gif


IPB-ს სურათი
ისტორიული შეხვედრა - კანონისტი და უბრალოდ გიო

IPB-ს სურათი
კანონისტი, უბრალოდ გიო, ალექსანდრე

ჰოოო, სხვათა შორის გიოს სახლში მე და სანდრომ მნიშვნელოვანი კომპრომატი ვნახეთ, რომელიც კანონისტის უდიდესი კაცთმოყვარებისა და შემწყნარებლობის გამო არ იქნა დაფიქსირებული... თუმცააა.....

გიოს სახლიდან პირდაპირ გოთიკური ხუროთმოძღვრების კათედრალში გავემართეთ. იქ გვირილა მარი და თინკა გველოდნენ


IPB-ს სურათი
ბათუმის საკათედრო ტაძარი

IPB-ს სურათი
ბათუმის საკათედრო ტაძრის კონქი

არ დამავიწყდეს აღნიშვნა, რომ გიოს საშუალება ჰქონდა სხალთაში უწმიდესის გვერდით ემსახურა (ეს კი ვიცით ყველა სტიქაროსნის ოცნებაა) და იგი ჩვენს გამო დარჩა ბათუმში, რისთვისაც დიდ მადლობას უკვე საჯაროდ ვუხდი ჩემ ძამიკოს 2kiss.gif

წირვის დასრულების შემდეგ უკვეთი სეფისკვერით გაგვიმასპინძლედნენ, ხოლო მგალობლებმა ჩვენს საპატივცემლოდ რამდენიმე გალობა შეასრულეს


IPB-ს სურათი
ბათუმელი მგალობლები

IPB-ს სურათი
ბათუმელ ფორუმელებთან და მგალობლებთან ერთად

წინ საოცარი ბედნიერება გველოდა - მოლოცვა წმ. ნიკოლოზის მირონმდინარე ხატისა, რომელსაც მირონი სულ რამდენიმე დღის წინ დასდინდა. მას უწმიდესმა თავისი პანაღია შესწირა.... ეს ხატი იმ ტაძარშია დაბრძანებული, სადაც პირველად აღავლენდა ღვთისმსახურებას ახლად ხელდასხმული მღვდელმონაზონი ილია (ჩვენი პატრიარქი)

IPB-ს სურათი
წმ. ნიკოლოზის ეკლესია


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
meri
პოსტი Jun 12 2007, 07:00 PM
პოსტი #2


meri
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 19-February 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,130



აუუუ უმაგრესი სურათებია. ძალიან მაგრები ხართ. wub.gif 2kiss.gif 2kiss.gif


--------------------
თუკი საქართველო დაივიწყებს წარსულს,ვერ გაიგონებს მდუმარებას მთებისას და ტაძრიდან მომდინარე ზეციურ ნათელს ვერ დაინახავს... მას ზეცაც დაივიწყებს!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   კანონისტისა და ალექსანდრეს ოფიციალური ვიზიტი :))   Jun 11 2007, 12:36 PM
მხევალი ნინო   ძალიან სასიამოვნო ...   Jun 11 2007, 12:42 PM
კანონისტი   ტაძრიდან ბილეთები...   Jun 11 2007, 12:48 PM
მნათე   აღმოსავლური სუნი ...   Jun 11 2007, 12:50 PM
თამარი_ცქნაფო   კანონისტი შენა შვი...   Jun 11 2007, 01:07 PM
იოანა   ძალიან კარგი იყო ა...   Jun 11 2007, 01:07 PM
კანონისტი   თამარი_ცქნაფო უუპ...   Jun 11 2007, 01:08 PM
თამარი_ცქნაფო   კანონისტი დაერხა ც...   Jun 11 2007, 01:10 PM
ალექსანდრე   ძალიან მაგარი დღე ...   Jun 11 2007, 01:21 PM
კანონისტი   უბრალოდ გიო კარგი ...   Jun 11 2007, 01:23 PM
marine   კანონისტი ალექსან...   Jun 11 2007, 01:24 PM
კანონისტი   ალექსანდრე გაიხსნ...   Jun 11 2007, 01:29 PM
მნათე   კანონისტ შვილი, ქუ...   Jun 11 2007, 01:34 PM
კანონისტი   მნათე და ალექსანდ...   Jun 11 2007, 01:42 PM
ubralod gio   კანონისტ დაგავიწყ...   Jun 11 2007, 01:50 PM
კანონისტი   ubralod gio რა კონტექსტში...   Jun 11 2007, 01:51 PM
მნათე   ისა, საკათედრო ტაძ...   Jun 11 2007, 01:51 PM
კანონისტი   :D :D აქეთობას არ იყო ...   Jun 11 2007, 01:53 PM
ubralod gio   მნათე წინიდან არა ...   Jun 11 2007, 01:54 PM
ალექსანდრე   ubralod gio კარგად ვიმგზა...   Jun 11 2007, 02:00 PM
ubralod gio   ალექსანდრე როგორ ი...   Jun 11 2007, 02:01 PM
ალექსანდრე   [b]ალექსანდრე როგორ...   Jun 11 2007, 02:08 PM
კანონისტი   სხვა ფოტოები: http://t.foto...   Jun 11 2007, 05:25 PM
sofi89   როგორც ვატყობ კარგ...   Jun 11 2007, 05:35 PM
კანონისტი   sofi89 ოოოF, 5 მეტრიანი კ...   Jun 11 2007, 05:48 PM
ალექსანდრე   მატათა მოციქულის ს...   Jun 11 2007, 06:05 PM
ალექსანდრე   ესც მე და უბრალოდ გ...   Jun 11 2007, 06:36 PM
ნათია   ძალიან კარგი ფოტოე...   Jun 11 2007, 06:59 PM
მაეასი   ვაააა რა დრო გიტარ...   Jun 11 2007, 07:10 PM
tinka   :lol: :lol: ლოლ მაგრა ვი...   Jun 11 2007, 08:12 PM
შოთა   კანონისტი მაგრა მა...   Jun 11 2007, 08:36 PM
shore   კანონისტი გაიხარ...   Jun 11 2007, 08:50 PM
ბექა.შუხოშვილი†   თოდრია ბიჯო კანონი...   Jun 11 2007, 08:58 PM
კანონისტი   ბექა.შუხოშვილი† თო...   Jun 11 2007, 09:06 PM
მნათე   კახელები კი არ გაა...   Jun 11 2007, 09:07 PM
ninore   shore ვაიი შენ და ზმუკ...   Jun 11 2007, 09:21 PM
::სალომე::   დედაააა რა კაი იყო...   Jun 11 2007, 11:06 PM
კანონისტი   მხევალი ნინო ეს მთ...   Jun 12 2007, 10:47 AM
ubralod ninka   dzalian kai suratebia,momecona da kai rom ertmanes...   Jun 12 2007, 01:26 PM
meri   აუუუ უმაგრესი სურა...   Jun 12 2007, 07:00 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 05:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი