თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ ქრისტიანული სექტები

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 6 2012, 09:22 PM

მოგესალმებით ახალ თემაში!

http://www.radikal.ru


ამ თემის მიზანი არის ის, რომ წარმოაჩინოს ჩვენი (მართლმადიდებლების) პიროვნული ურთიერთობა სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან.
მე ვიცი, რომ უამრავ თქვენგანს ჰქონია შეხება სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან და მინდა ამ თემაში ერთმანეთს გავუზიაროთ მათთან შეხვედრისას დარჩენილი შთაბეჭდილებები.

მე მინდა, რომ ეს თემა არ იყოს მაინცდამაინც იმისათვის განკუთვნილი, რომ ისინი მათს ცრუ სწავლებებში ვამხილოთ (ამას შეიძლება ზოგადად გავუსვათ ხაზი), უბრალოდ გადმოვცეთ მათთან შეხვედრის ეპიზოდები, საუბრის თემები.

აღვნიშნოთ, თუ როგორ გარემოში და რა კუთხით წარიმათა საუბარი, რომელი საკითხები იქნა განხილული და ა.შ.



ეს თემა განსხვავდება იმ სხვა თემებისგან, რომლებიც აპოლოგეტიკური შინაარსისაა და პოლემიკა მიმდინარეობს მართლმადიდებლებსა და სექტანტებს შორის.
როგორც აღვნიშნე, აქ უნდა გადმოიცეს მათთან უშუალო ურთიერთობის ეპიზოდები და სასუბრო თემები.



მე დღეს საღამოს შევხვდი ერთ-ერთი ქრისტიანული სექტის - მორმონთა (როგორც ისინი უწოდებენ "უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის") წარმომადგენლებს.
აგრეთვე, მომავალ კვირებში დაგეგმილი მაქვს პროტესტანტებთან და ორმოცდაათიანელელბთან შეხვედრები, რომლის დეტალებსაც შემდგომში გაცნობებთ.

აგრეთვე, არაქრისტიანულ მიმდინარეობებზეც შეიძლება დაიწეროს რაიმე.
არაა აუცილებელი მაინცდამაინც ქრისტიანული იყოს.

მე არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ამ თემას ჩემს სექტანტებთან მოღვაწეობას ვუძღვნი.
ყველას გაქვთ შესაძლებლობა (მე კი დიდი სურვილი) რომ მოგვიყვეთ სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებთან ურთიერთობების შესახებ (ზოგს საახლობლოში გყავთ არამართლმადიდებელი ადამიანები, ზოგი შემთხვევით შეხვედრილხართ, ან უბრალოდ მათ შეკრებებს დასწრებიხართ).



მოკლედ ასე, რაც მინდოდა ვთქვი და ინტერესით ველოდები თქვენს პოსტებს.
თუ ნებას დმრთავთ, დღევანდელი შეხვედრის ამსახველ ფოტოებსაც დავდებ smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 6 2012, 09:59 PM

George Leluashvili
კარგი თემაა და მადლობა.
თუმცა ახლა გადაღლილი ვარ მიაფიზიტების თემაში საუბრით და ამიტომ დღეს ვერაფერს დავწერ.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Sep 6 2012, 10:57 PM

ციტატა(George Leluashvili @ Sep 6 2012, 09:22 PM) *

მოგესალმებით ახალ თემაში!

http://www.radikal.ru


ამ თემის მიზანი არის ის, რომ წარმოაჩინოს ჩვენი (მართლმადიდებლების) პიროვნული ურთიერთობა სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან.
მე ვიცი, რომ უამრავ თქვენგანს ჰქონია შეხება სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან და მინდა ამ თემაში ერთმანეთს გავუზიაროთ მათთან შეხვედრისას დარჩენილი შთაბეჭდილებები.

მე მინდა, რომ ეს თემა არ იყოს მაინცდამაინც იმისათვის განკუთვნილი, რომ ისინი მათს ცრუ სწავლებებში ვამხილოთ (ამას შეიძლება ზოგადად გავუსვათ ხაზი), უბრალოდ გადმოვცეთ მათთან შეხვედრის ეპიზოდები, საუბრის თემები.

აღვნიშნოთ, თუ როგორ გარემოში და რა კუთხით წარიმათა საუბარი, რომელი საკითხები იქნა განხილული და ა.შ.
ეს თემა განსხვავდება იმ სხვა თემებისგან, რომლებიც აპოლოგეტიკური შინაარსისაა და პოლემიკა მიმდინარეობს მართლმადიდებლებსა და სექტანტებს შორის.
როგორც აღვნიშნე, აქ უნდა გადმოიცეს მათთან უშუალო ურთიერთობის ეპიზოდები და სასუბრო თემები.
მე დღეს საღამოს შევხვდი ერთ-ერთი ქრისტიანული სექტის - მორმონთა (როგორც ისინი უწოდებენ "უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის") წარმომადგენლებს.
აგრეთვე, მომავალ კვირებში დაგეგმილი მაქვს პროტესტანტებთან და ორმოცდაათიანელელბთან შეხვედრები, რომლის დეტალებსაც შემდგომში გაცნობებთ.

აგრეთვე, არაქრისტიანულ მიმდინარეობებზეც შეიძლება დაიწეროს რაიმე.
არაა აუცილებელი მაინცდამაინც ქრისტიანული იყოს.

მე არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ამ თემას ჩემს სექტანტებთან მოღვაწეობას ვუძღვნი.
ყველას გაქვთ შესაძლებლობა (მე კი დიდი სურვილი) რომ მოგვიყვეთ სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებთან ურთიერთობების შესახებ (ზოგს საახლობლოში გყავთ არამართლმადიდებელი ადამიანები, ზოგი შემთხვევით შეხვედრილხართ, ან უბრალოდ მათ შეკრებებს დასწრებიხართ).
მოკლედ ასე, რაც მინდოდა ვთქვი და ინტერესით ველოდები თქვენს პოსტებს.
თუ ნებას დმრთავთ, დღევანდელი შეხვედრის ამსახველ ფოტოებსაც დავდებ smile.gif

მართლა საინტერესო იყო მათთან შეხვედრა და სულმოუთქმელად ველი მორმონთა წიგნის ქართულად გამოცემას რომელიც 3 წელიწადში იქნება , როგორც გვითხრეს. საინტერესო ის იყო კიდევ რომ ხე ნაყოფით სცანითო_ ეს უFლის სიტყვები რომ დააციტირეს, რავიცი გარეგნულად კარგი ხალხი ჩანს მაგრამ შეიძლება ეს მოჩვენებითი იყოს გიო, იმიტომ რომ თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს _ როგორც პავლე მოციქული ბრძანებს. მოკლედ სიმართლე გითხრა Aღფრთოვანებული ვერ დავრჩი იმიტომ რომ ბიბლის ცოდნა ვერ გამოავლინეს და ერთი მუხლი მომიგდეს მკვახედ და ისიც ვერ ან არ განმარტეს blink.gif . მოკლედ ვინც ბიბლიის გარდა სხვა რაიმეს მთავაზობს და ღვთის სიტყვად ასაღებს , ინტერესი მეკარგება მის მიმართ unsure.gif

პოსტის ავტორი: ლოლუა თარიღი: Sep 6 2012, 11:00 PM

George Leluashvili
შენ მორმონებს რო შეხვდი რაზე ილაპარაკეთ?

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 6 2012, 11:09 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
სულმოუთქმელად ველი მორმონთა წიგნის ქართულად გამოცემას რომელიც 3 წელიწადში იქნება

ისე, 3 წელიწადში სულ გადამავიწყდება ეგ სექტა biggrin.gif

ციტატა
გარეგნულად კარგი ხალხი ჩანს მაგრამ შეიძლება ეს მოჩვენებითი იყოს გიო, იმიტომ რომ თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს _ როგორც პავლე მოციქული ბრძანებს.

არაა, ამაში ვერ დაგეთანხმები.
ადამიანს ეტყობა როცა ფარისევლობს და როცა მართლა გულიანია.
ეგენი კი მართლა კარგი ადამიანები არიან შინაგანად.

ციტატა
ერთი მუხლი მომიგდეს მკვახედ და ისიც ვერ ან არ განმარტეს

რომელ მომენტს გულისხმობ? biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
მოკლედ ვინც ბიბლიის გარდა სხვა რაიმეს მთავაზობს და ღვთის სიტყვად ასაღებს , ინტერესი მეკარგება მის მიმართ

მით-უმეტეს ჯოზეფ სმიტის ნაბოდვარს biggrin.gif

ლოლუა
ციტატა
შენ მორმონებს რო შეხვდი რაზე ილაპარაკეთ?


თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ მათი სახელმძრვანელო წმინდა წერილი მხოლოდ ბიბლიით არ შემოიფარგლება.
ბიბლიის თანასწორ წმინდა წერილად აღიარებენ ე.წ. "მორმონის წიგნს", რომელიც ვითომდა ბიბლიის პარალელურად იწერებოდა ამერიკის კონტინენტზე და მოგვითხრობს იქ მცხოვრებ "წინასწარმეტყველებსა" და "პატრიარქებზე". აგრეთვე გადმოგვცემს იესო ქრისტეს ცხოვრების ისეთ დეტალებს, რომლებიც არაა მოცემული ოთხ სახარებაში.


დღეს ვუყურეთ ფილმს იოსებ სმიტის შესახებ, თუ როგორ იხილა ვითომდა მამა და ძე ღმერთი, რომლებმაც "უთხრეს", რომ რც ერთი ეკლესია არ იყო ჭეშმარიტი და თავად მას დაავალა ახალი ჭეშმარიტი ეკლესიის დაარსება.

ვცდილობ, რომ პოლემიკაში არ შევიდე, რადგან წმინდა წერილი ნაკლებად ესმით და თანაც არ მინდა ურთიერთობის გამწვავება, თორე მათი ჩაჭრა ძალიან ადვილია.
ამბობენ ისეთ რაღაცეებს, რასაც საერთოდ არ გააჩნია ბიბლიური საფუძველი.

პოსტის ავტორი: ლოლუა თარიღი: Sep 6 2012, 11:11 PM

George Leluashvili
ისე უფლის ორ ბუნებოვნებას აღიარებენ? ან ჯვრის სწამთ?

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 6 2012, 11:21 PM

ლოლუა

ციტატა
ისე უფლის ორ ბუნებოვნებას აღიარებენ? ან ჯვრის სწამთ?

არც ერთი და არც მეორე.

აღიარებენ სამებას, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ.
ლოცვით მხოლოდ მამა ღმერთს მიმართავენ.

ჩვენ შეიძლება უფრო ღრმად განვიხილოთ მათი სწავლებები და თითოეული დეტალი.


პოსტის ავტორი: ლოლუა თარიღი: Sep 6 2012, 11:23 PM

George Leluashvili
ხოო რა,მოდი ვისაუბროთ მაგ თემაზე რა smile.gif
მე მაგათზე არ ვიცი არაფერი და ამიხსენი ცოტა რაღაცეები კაი?

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 7 2012, 12:05 AM

.

პოსტის ავტორი: ლოლუა თარიღი: Sep 7 2012, 12:09 AM

George Leluashvili
გიო ეხლა უნდა გავიდე და ხვალ გავაგრძელოთ კარგი?

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 7 2012, 12:09 AM


ლოლუა

ციტატა
გიო ეხლა უნდა გავიდე და ხვალ გავაგრძელოთ კარგი?

კარგიa075.gif
ღამე მშვიდობის.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2012, 12:10 AM

George Leluashvili
როდის იყო ეგ შეხვედრა ?

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 7 2012, 12:12 AM

A.V.M

ციტატა
როდის იყო ეგ შეხვედრა ?

დღეს საღამოს.

პოსტის ავტორი: ლოლუა თარიღი: Sep 7 2012, 11:20 AM

George Leluashvili
ჰა სხვა სექტებზეც ვილაპარაკოთ მოდი smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2012, 11:33 AM

ციტატა
ჰა სხვა სექტებზეც ვილაპარაკოთ მოდი

ჯერ ეს თემა ამოვწუროთ...

რა ენაზე ლაპარაკობდით?

პოსტის ავტორი: ლოლუა თარიღი: Sep 7 2012, 12:17 PM

A.V.M
არამგონია იმათ ქართული ცოდნოდათ,ალბათ ინგლისურად smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2012, 12:23 PM

ციტატა
არამგონია იმათ ქართული ცოდნოდათ,ალბათ ინგლისურად

მე კი არა მგონია გიორგას ცოდნოდა ინგლისური იმ დონეზე რომ აპოლოგეტიკა-ეგზეგეტიკა-დოგმატიკაზე ელაპარაკა.
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლოლუა თარიღი: Sep 7 2012, 12:26 PM

A.V.M
აბა მაშინ თარჯიმანი ყავდა წაყვანილიი :დ

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 7 2012, 03:09 PM

A.V.M
ლოლუა

ციტატა
რა ენაზე ლაპარაკობდით?

ქართული ძალიან მაგრად იციან, განსაკუთრებით შედარებით მაღალმა. ეგ კი არა, მეგრულიც კი შეისწავლეს biggrin.gif
ჟარგონული სიტყვებიც კი იციან biggrin.gif

და ამ ყველაფრის შესწავლას ანტონმა წელიწადი და სამი თვე მოანდომა. ფაქტიურად ქართულს სხლავს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2012, 08:51 PM

George Leluashvili
ვა....

კიდე როდის ხვდებით?

პოსტის ავტორი: puskuu თარიღი: Sep 7 2012, 09:10 PM

ციტატა(George Leluashvili @ Sep 7 2012, 12:05 AM) *

ლოლუა

კარგი, თან სურათებსაც მოვაყოლებ biggrin.gif

ეს ვართ მე და შმაგი (esre ars cheshmariteba)

http://www.radikal.ru

მათ აქვთ მკრეხელური სწავლებები, როგორიც არის იესო ქრისტეს შობა არა მამა ღმერთისგან, არამედ მამა ღმერთის ცოლისგან (ღმერთმა მომიტევოს ამის გამეორება).

აგრეთვე ასწავლიან, რომ მამა ღმერთს აქვს ჩვენი მსგავსი სხეული, მაგრამ ის არ ექვემდებარება ხრწნას.

http://www.radikal.ru

ასწავლიან, რომ მოციქულების გარდაცვალების შემდეგ დადგა "დიდი განდგომა", რაც გულისხმობს სახარების დაკარგვას მთელი 19 საუკუნის განმავლობაში და ჭეშმარიტი ეკლესიის არ არსებობას იოსებ სმიტამდე.

უხუცესები ლი რედფილდი და ანტონ სტეგელი.
http://www.radikal.ru

მართლმადიდებლობისაგან განსხვავებულად ასწავლიან სამოთხისეულ საფეხურებს, რომლებსაც კონკრეტული დასახელებები აქვთ და სხვადასხვა რჯულისა და ცოდვილობის ხარისხის ადამიანები იმკვიდრებენ იქ.

ასწავლიან, რომ მე-19 საუკუნეში ღვთის დავალებით იოსებ სმიტმა აღმოაჩინა ოქროს ფირფიტებზე დაწერილი "მორმონის წიგნი", რომელშიც აღწერილია იესო ქრისტეს ცხოვრების ისეთ დეტალები, რომლებიც არაა მოცემული ოთხ სახარებაში. აგრეთვე ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები "წინასწარმეტყველები" და მათი თავგადასავლები, რომლებიც ზღაპარსუფრო გავს.

http://www.radikal.ru

და ეს წიგნი თანაბრმნიშვნელოვანია ბიბლისა, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

მათ აქვთ ჩვეულებრივი ღვთისმსახურება, რომელიც შედგება ბიბლიის კითხვის, გალობის და ზიარებისგან.
აზიარებენ პურითა და წყლით...

http://www.radikal.ru
ურთიერთობა გვაქვს ძალიან თბილი და მეგობრული.
მართლა კარგი ადამიანები არიან.
რუსთავში სულ 6 მორმონია, რომლებიც ამერიკიდან არიან სამქადაგებლო მისიით გამოგზავნილნი (ერთი მათგანი ინგლისელია, ერთიც მექსიკელი).

http://www.radikal.ru

ეს ვაშკაცებნი ჩემი მეზობლები არიან smile.gif)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2012, 10:56 PM

ციტატა
ეს ვაშკაცებნი ჩემი მეზობლები არიან

ალბათ ამ სიმღერას უმღერი ხოლმე:

,,მეზობელი კარისაო , სინათლე ხარ თვალისაო.''
biggrin.gif

პოსტის ავტორი: puskuu თარიღი: Sep 7 2012, 10:59 PM

A.V.M
გარეგნობით კი, შეიძლება ითქვას. სულ ესე "გამოწკეპილები" დადიან, სექტანტები რო იყვნენ ვიცოდი მაგრამ თუ მორმონები იქნებოდნენ არ მეგონა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2012, 11:01 PM

ციტატა
გარეგნობით კი, შეიძლება ითქვას. სულ ესე "გამოწკეპილები" დადიან, სექტანტები რო იყვნენ ვიცოდი მაგრამ თუ მორმონები იქნებოდნენ არ მეგონა

გიორგა რომ გამაცნობს ,,ზმანზე უნდა დავებაზრო'' და იმ ,,ზმანით'' სემინარიაSი ვიარო...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 8 2012, 12:23 AM

A.V.M

ციტატა
კიდე როდის ხვდებით?

ოთხშაბათს კი ვხვდები, მაგრამ ინგლისურის გაკვეთილზე, რელიგიურ თემებზე კი, ორ კვირაში.
იქით კვირას პროტესტანტებს ვხვდები და მერე მაგათ შევხვდები. ზუსტად არ მაქვს დაგეგმილი.

ეგენი ნებისმიერ დღეს თანახმა არიან.

puskuu
ციტატა
ეს ვაშკაცებნი ჩემი მეზობლები არიან )

მეგობრობაზე ცხოვრობ?

ციტატა
გიორგა რომ გამაცნობს ,,ზმანზე უნდა დავებაზრო'' და იმ ,,ზმანით'' სემინარიაSი ვიარო...

იქით კვირას თუ აქ იქნები, შენ დღე მითხარი, როდის გეცლება და არაა პრობლემა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 8 2012, 12:48 AM

George Leluashvili
მოკლედ თბილისსი ვარ უკვე და თუ რამეა რელიგიური (არ აქვს მნიშვნელობა ვისთან შეხვედრა) გამაგებინე რა...

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 8 2012, 12:55 AM

A.V.M

ციტატა
მოკლედ თბილისსი ვარ უკვე და თუ რამეა რელიგიური (არ აქვს მნიშვნელობა ვისთან შეხვედრა) გამაგებინე რა...

იქით კვირას ვხვდებით პროტესტანტებს.
ანდაც, თუ მოეწყო ფორუმული შეხვედრა, უფრო დაწვრილებით აგიხნი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 8 2012, 12:57 AM

George Leluashvili
ოკ.

პოსტის ავტორი: ლოლუა თარიღი: Sep 8 2012, 01:52 PM

George Leluashvili
შენ ასე ხშირად რატო ხვდები სექტანტებს?

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 8 2012, 01:57 PM

ლოლუა

ციტატა
შენ ასე ხშირად რატო ხვდები სექტანტებს?

სექტოლოგიით ვარ დაინტერესებული და ეს სფერო ჩემთვის ყველაზე საინტერესოა.
ასევე, მინდა კარგად ვიცოდე მართლმადიდებლობა, ანუ იმდენად, რომ ნებისმიერ სექტანტთან დავამოწმო ჭეშმარიტება და ავუხსნა, თუ რაში მდგომარეობს ზოგადად, ქრისტიანობის არსი.


ეს ყველა მართლმადიდებელს უნდა ესმოდეს, რომ არ გახდეს სექტანტების დასაცინი – თქვენ თქვენი რელიგიის ჭეშმარიტების დამოწმება და მასზე საუბარი არ შეგიძლიათო.

პოსტის ავტორი: ლოლუა თარიღი: Sep 8 2012, 02:12 PM

George Leluashvili
ხო,ეგეც მართალია და ისე სად სწავლობ?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 8 2012, 04:02 PM

ციტატა(George Leluashvili @ Sep 7 2012, 01:09 PM) *

A.V.M
ლოლუა

ქართული ძალიან მაგრად იციან, განსაკუთრებით შედარებით მაღალმა. ეგ კი არა, მეგრულიც კი შეისწავლეს biggrin.gif
ჟარგონული სიტყვებიც კი იციან biggrin.gif

და ამ ყველაფრის შესწავლას ანტონმა წელიწადი და სამი თვე მოანდომა. ფაქტიურად ქართულს სხლავს.


რამდენ ფულს და ენერგიას დებენ ხალხის გამოშტერებაში...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Sep 8 2012, 05:58 PM

George Leluashvili
გიორგი ეს გახსოვდეს და გაითვალისწინე:

მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თჳთ დაშჯილ. (ტიტ.3.10,11)

მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი. (ტიტ.3.10,11)

პოსტის ავტორი: puskuu თარიღი: Sep 8 2012, 10:54 PM

George Leluashvili
კი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 9 2012, 07:24 PM

ციტატა
შენ ასე ხშირად რატო ხვდები სექტანტებს?

შენ კიდე რა იცი ...biggrin.gif


k@the
ციტატა

რამდენ ფულს და ენერგიას დებენ ხალხის გამოშტერებაში...

ვა...კოტე...რავა ხარ?
რამდენი ხანია არ ,,მინახიხარ.''

დედა სამშობლოში ხარ კიდე?

(მეტი რა საქმე და საფიქრალი აქვთ)

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 10 2012, 11:27 PM

ციტატა(lingvo @ Sep 8 2012, 06:58 PM) *

George Leluashvili
გიორგი ეს გახსოვდეს და გაითვალისწინე:

მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თჳთ დაშჯილ. (ტიტ.3.10,11)

მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი. (ტიტ.3.10,11)

კარგად ვიცი ეს ციტატები, ნუ დარდობ smile.gif

რაც სექტოლოგიასთანაა დაკავშირებული და რაც სექტანტებთან ურთიერთობაში ეკლესიის მიერაა რეკომენდირებული, შესწავლილი მაქვს, მით - უმეტეს მოძღვარი მყავს სექტოლოგი და მისი რჩევებით და კურთხევებით ვმოქმედებ, ამიტომ არაფერია საგანგაშო.

პოსტის ავტორი: ხრიდოლიონი თარიღი: Sep 12 2012, 08:47 PM

ვა გიო პონტში გაჩითულხარ biggrin.gif

უქადაგე და ღმერთი გფარავდეს,თუ მაგათ მარტო კუბო უშველის,ერთ ხეზე მომუშავეს ვიცნობ კარგ კუბოებს შეუკრავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 12 2012, 08:49 PM

ციტატა
მაგათ მარტო კუბო უშველის,ერთ ხეზე მომუშავეს ვიცნობ კარგ კუბოებს შეუკრავს

ჯერ ბენედიქტე მოკალი , ახლა მაგათაც კუბო შეუკარი...

უბიცა ხარ სიმონ?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხრიდოლიონი თარიღი: Sep 12 2012, 10:30 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 12 2012, 09:49 PM) *

ჯერ ბენედიქტე მოკალი , ახლა მაგათაც კუბო შეუკარი...

უბიცა ხარ სიმონ?
biggrin.gif

თუ დააკვირდი,ჩემი ხელები სისხლში არცერთ ვარიანტში არ გამისვრია biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 13 2012, 12:21 AM

ციტატა
თუ დააკვირდი,ჩემი ხელები სისხლში არცერთ ვარიანტში არ გამისვრია

ტარიელმაც უსისხლოდ მოკლა სასიძო მარა ხო გაართხმევინა სული...ეგაა მთავარი...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 13 2012, 12:45 PM

ხრიდოლიონი

ციტატა
მაგათ მარტო კუბო უშველის

მეგობარო, აქ ქუჩის ბირჟა არ არის! გთხოვ ისაუბრო ისე, როგორც შეეფერება ქრისტიანს!
ეს ადგილი დიალოგისთვისაა განკუთვნილი და არა ლანძღვისთვის.

პოსტის ავტორი: lasha_k თარიღი: Sep 15 2012, 08:31 PM

George Leluashvili

ციტატა
მე მინდა, რომ ეს თემა არ იყოს მაინცდამაინც იმისათვის განკუთვნილი, რომ ისინი მათს ცრუ სწავლებებში ვამხილოთ (ამას შეიძლება ზოგადად გავუსვათ ხაზი), უბრალოდ გადმოვცეთ მათთან შეხვედრის ეპიზოდები, საუბრის თემები.აღვნიშნოთ, თუ როგორ გარემოში და რა კუთხით წარიმათა საუბარი, რომელი საკითხები იქნა განხილული და ა.შ.


მხოლოდ იეჰოვას მოწმეებთან ვარ შეხვედრილი ისიც 8-9 წლის წინ ........სიმართლე გითხრა კარგად არ ვიყავი ჩახედული მართლმადიდებლურ მრწამში, მაგრამ რატომღაც მაინც გავუბი ლაპარაკი smile.gif.....პირველი ჩემი გაოცება ის იყო რომ ერთი საერთო ბიბლია გვქონდა .....ერთი სიტყვით ასე დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრეთ.....საუბარი შეეხო თუ რატომ ვუწოდებთ მამაოს, სული არ არსებობს და ასე შემდეგ ......ასევე მახსოვს საუბრისას ბევრჯერ გამაწითლეს, ხმა ვერ ამომაღებინეს და გამაჩუმეს smile.gif .....ბოლო ძლივს ამოვღერღე რომ მოვრჩეთ საუბარს და დატოვეთ აქაურობა მეთქი .......აი იმ დღიდან დავიწყე მართლმადიდებლობაში ღრმად ჩახედვა, ვკითხულობდი ყველაფერს რაც ხელში მომხვდებოდა, რა წიგნსაც ვერ ვყიდულობდი (ფინანსების გამო) ეკლესიაში საათობით ვიდექი და ვეცნობოდი სხვადასხვა ლიტერატურას და წმინდა მამათა განმარტებებს.......ასე თუ ისე ეხლა მოწმეების რისხვა ვარ მხოლოდ ფორუმში biggrin.gif ამაში თავად დარწმუნდებით როცა ფორუმ.გე -ში შემოიჭყიტინებთ biggrin.gif.......(შეხვედრას მაინც გავურბივარ .....და რატომღაც არც მაქვს სურვილი)

გიო შენი ნიჭით,ცოდნით და შემართებით აღფრთოვანებული ვარ ....კეთილი შურით მშურს შენი 2kiss.gif ....ეგრე გააგრძელე smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 15 2012, 09:02 PM

lasha_k
გარგო წამალმა?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 15 2012, 11:39 PM

lasha_k

ლაშას გაუმარჯოს!
მომენატრა შენი პოსტები... დაიკარგე რაღაც smile.gif
იმედია მაგრად ხარ a075.gif

ციტატა
მხოლოდ იეჰოვას მოწმეებთან ვარ შეხვედრილი ისიც 8-9 წლის წინ ....

მე კი ლამის ყოველ დღე ვხვდები, ლამის მთელი რუსთავის სექტას ვიცნობ.
თბილად მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს და თუ რაიმე საკითხი შემთხვევით წამოიჭრა, პოლემიკასაც ვმართავთ smile.gif

ციტატა
მახსოვს საუბრისას ბევრჯერ გამაწითლეს, ხმა ვერ ამომაღებინეს და გამაჩუმეს .....ბოლო ძლივს ამოვღერღე რომ მოვრჩეთ საუბარს და დატოვეთ აქაურობა მეთქი ...

ასეა, როცა გაუცნობიერებელ ადამიანებს ჩაიგდებენ ხელში...
გააბრუებენ ხოლმე ციტატებით და ისინიც გაოგნებულნი და გაორებულნი შესჩერებიან.
ძალიან მეცოდება ასეთი ხალხი... ისეთ ადამიანებს აცდუნებენ, რომლებმაც მხოლოდ ის იციან სანთელი როგორ დაანთონ და პირჯვარი როგორ გამოისახონ.

ციტატა
აი იმ დღიდან დავიწყე მართლმადიდებლობაში ღრმად ჩახედვა, ვკითხულობდი ყველაფერს რაც ხელში მომხვდებოდა, რა წიგნსაც ვერ ვყიდულობდი (ფინანსების გამო) ეკლესიაში საათობით ვიდექი და ვეცნობოდი სხვადასხვა ლიტერატურას და წმინდა მამათა განმარტებებს...

ჩემი თავი წარმომიდგა biggrin.gif

ციტატა
ამაში თავად დარწმუნდებით როცა ფორუმ.გე -ში შემოიჭყიტინებთ

წავიკითხე შენი პოსტები მოწმეების წინაამდეგ და სხვათაშორის, ძალიან კარგად ხარ გაცნობიერებული სექტოლოგიაში... მართლა მომეწონა, კარგად უმკვლავდები a075.gif

ციტატა
გიო შენი ნიჭით,ცოდნით და შემართებით აღფრთოვანებული ვარ ....კეთილი შურით მშურს შენი ....ეგრე გააგრძელე

გაიხარე, მადლობა. ვეცდები მართლა ისეთი გავხდე, როგორადაც დამახასიათე smile.gif

პოსტის ავტორი: ხრიდოლიონი თარიღი: Sep 15 2012, 11:45 PM

იმ დღეს სწორედ ეს ტიპები ვნახე თბილისის მეტროში,იდგნენ რამოდენიმე წუთი შემდეგ გავიფიქრე მეთქი მივალ ვინები ხართთქო,მაგრამ მერე მეთქი გამიბამენ ლაპარაკს და აღარ მივაქციე ყურადღება,მერე ერთი მართლმადიდებელი მივიდა და თუ შეიძლება გავისაუბროთო!!!

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 15 2012, 11:59 PM

ხრიდოლიონი

ციტატა
იმ დღეს სწორედ ეს ტიპები ვნახე თბილისის მეტროში

ხო, ძალიან მომრავლდნენ ეგენიც.

ციტატა
მერე ერთი მართლმადიდებელი მივიდა და თუ შეიძლება გავისაუბროთო!!!

ვაა ჩემნაირებიც ყოფილან biggrin.gif

შენ არ მოგისმენია საუბარი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 16 2012, 01:03 AM

ციტატა
ვაა ჩემნაირებიც ყოფილან

ერთი შენნაერი მოგემატება მალე...
და რამესი თუ გამოტოვე და არ შეეხმიანე მოგიწყობს არმაგედონს...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 16 2012, 01:06 AM

A.V.M

ციტატა
ერთი შენნაერი მოგემატება მალე...და რამესი თუ გამოტოვე და არ შეეხმიანე მოგიწყობს არმაგედონს...

ვაა საინტერესოა biggrin.gif


ხოო მართლა პროტესტანტებთან ვიყავი წინა კვირას და საოცარი შთაბეჭდილებებით წამოვედი...
როკ-მუსიკას (მაგათ ლოცვას) გადავუღე ვიდეო და მინდოდა იუტუბზე ამეტვირთა, მაგრამ ისე ნელა ტვირთავს 20 საათი სჭირდებაო მიწერს, არადა ნახევარ საათიანიც არაა.

იმ ვიდეოსთან ერთად მინდოდა დამეწერა მაგათზე და აქამდე იმიტომ შევიკავე თავი...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 16 2012, 01:08 AM

ციტატა(A.V.M @ Sep 9 2012, 05:24 PM) *

k@the

ვა...კოტე...რავა ხარ?
რამდენი ხანია არ ,,მინახიხარ.''

დედა სამშობლოში ხარ კიდე?

(მეტი რა საქმე და საფიქრალი აქვთ)


რაც ფორუმის ადმინისტრაციიდან გამოვედი, მხოლოდ კოტე გავხდი? biggrin.gif ასეა, ასე, საქართველოში უმეტესად თანამდებობებს სცემენ პატივს და არა ადამიანებს. smile.gif

საქართველოში შვებულებით ვიყავი 1 თვით. ეხლა ისევ აქ ვარ და ვმუშაობ. smile.gif თავად ხომ კარგად ხარ?

პ.ს. უკაცრავად OFF.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 16 2012, 01:21 AM

ციტატა
რაც ფორუმის ადმინისტრაციიდან გამოვედი, მხოლოდ კოტე გავხდი?

შენს თავმჯდომარეობას არ მოვსწრებივარ, მაგრამ სენატორობის დროს იცოცხლე...ხან რას გთხოვდი ხოლმე ხან რას...biggrin.gif
ციტატა
ასეა, ასე, საქართველოში უმეტესად თანამდებობებს სცემენ პატივს და არა ადამიანებს.

გადმოხედეს ხალხმა უცხოეთის თვალით და დაგვინახეს ნაკლები...
biggrin.gif
ციტატა
თავად ხომ კარგად ხარ?

მადლიობა...
მშვენივრად გახლავარ...
ციტატა
პ.ს. უკაცრავად OFF.

ეგ არაფერი...
ერთს ვიცნობ.ადრე სენატის თავმჯდომარე იყო,მერე სენატორი.ახლა სამსახურიდან გადადგა მარა ადმინისტრაციაში ნაცნობები გვყავს და ,,გაგვიტარებენ.''
biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 16 2012, 01:26 AM

A.V.M

ციტატა
გადმოხედეს ხალხმა უცხოეთის თვალით და დაგვინახეს ნაკლები...
biggrin.gif


ნაკლს, მანდ ყოფნისასაც მშვენივრად ვამჩნევდი. აქ წამოსვლა, უბრალოდ განსხვავებას გაგრძნობინებს კარგად. : )

ნაცნობობით მე ადმინისტრაციაში ყოფნისას არავის ვასარგებლებდი და არც სხვისგან ვითხოვ. smile.gif)) ეგ "ნაცნობობანაც" ერთ-ერთი ჩვენი ზოგჯერ არც ისე კარგი მოვლენაა.

პოსტის ავტორი: Lucrezia Borgia თარიღი: Sep 16 2012, 06:07 PM

პროცენტული მაჩვენებლები არის სადმე საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტია გაწევრიანებული მსგავს სექტემში. ძალიან მაინტერესებს

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 16 2012, 09:59 PM

Lucrezia Borgia

ციტატა
პროცენტული მაჩვენებლები არის სადმე საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტია გაწევრიანებული მსგავს სექტემში. ძალიან მაინტერესებს

რთულია ზუსტი რაოდენობის გადმოცემა.
შესაძლებელია გაირკვეს თუ რომელ სექტაში რამდენი ადამიანია გაწევრიანებული.

რუსთავში მაგალითად, იეჰოვას მოწმეთა რაოდენობა 2 000 აღემატება.

პოსტის ავტორი: Lucrezia Borgia თარიღი: Sep 19 2012, 05:12 AM

George Leluashvili
ვავა... ამდენი თუ იყო ნამდვილად არ მეგონა...

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 19 2012, 02:22 PM

ციტატა(Lucrezia Borgia @ Sep 19 2012, 06:12 AM) *

George Leluashvili
ვავა... ამდენი თუ იყო ნამდვილად არ მეგონა...

ამ სექტაში კრებების რაოდენობა დღითი – დღე იზრდება!



როგორ მეცოდებიან გაუცნობიერებელი და რელიგიურად გაუნათლებელი ხალხი... ადვილად ებმებიან სექტანტების მახეში...

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Oct 13 2012, 11:22 PM

ციტატა(George Leluashvili @ Sep 19 2012, 02:22 PM) *

ამ სექტაში კრებების რაოდენობა დღითი – დღე იზრდება!
როგორ მეცოდებიან გაუცნობიერებელი და რელიგიურად გაუნათლებელი ხალხი... ადვილად ებმებიან სექტანტების მახეში...

ფაქტი სახეზეა რომ მხოლოდ ამ ჯგუფზე თუ შეიძლება ითქვას რომ სრულდება ისაიას 60:22 _ მცირე ათასად გარდაიქცევა და უმრწემესი ძლიერ ხალხად- მე უფალი თავის დროზე დავაჩქარებ ამას! რა საოცარია რა რასელიდან და რამდენიმე კინკილა კაციდან დღეს უკვე 8 მილიონ ადამიანთან გვაქვს საქმე და კიდევ პერსპექტივაშია 16 მილიონი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 14 2012, 12:56 AM

ციტატა
რა საოცარია რა რასელიდან და რამდენიმე კინკილა კაციდან დღეს უკვე 8 მილიონ ადამიანთან გვაქვს საქმე და კიდევ პერსპექტივაშია 16 მილიონი

შმაგი!
ან შენ აბოლებ გიორგას , ან კიდევ ის მე.
biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 14 2012, 01:38 PM

დაახლოებით 7 წლის წინ ბებიაჩემის მეზობლად ცხოვრობდნენ მთელი ოჯახი იაღოველები იყვნენ. მშობლებიც და შესაბამსად ბავშვებიც. 15-16 წლისები იყვნენ. რაღაცნაირად თითქოს სცხვენოდათ მათ თავიანთი მშობლების იცით? მახსოვს რამდენჯერმე ჩამოვაგდე მაგაზე საუბარი, იქნებ ამათ მაინც თქვან უარი იეღოველობაზეთქო მაგრამ სულ სხვა რამეზე გადაჰქონდათ საუბარი. მაშინ მეც პატარა ვიყავი პრინციპში და რას გავაწყობდი. მერე გადავიდნენ სხვაგან საცხოვრებლად და აღარც მსმენია მათზე რამე.
ხო კიდე ქისტებს შევხვედრივარ, რამდენიმე კვირის წინ ახმეტაში ვიყავი, წირვას იქ დავესწარი და მერე მამაო ლიტანიობით გამოემართა ქალაქის საკურთხებლად. ბაზართან უნდა გამოგვევლო სადაც ძაან ბევრი ქისტები იყვნენ რა და ასხურებს მამაო ნაკურთხ წყალს და ზოგი სად იმალებოდა ზოგი სად. ავტობუსში ისხდნენ ზობი, სასწრაფოდ ფანჯრები დაკეტეს.
ერთი ჩემი ნათესავი იყო კიდევ 60იანელები თუ გაგიგიათ მაგ სექტის წევრი. მერე არ ვიცი როგორ, მადლობა ღმერთს, დაუბრუნდა ისევ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ახლა მესანთლედაც კი მუშაობს ერთ ერთ საკათედრო ტაძარში და მისი ქმარი მგონი მორჩილადაა მონასტერში.

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Oct 14 2012, 02:05 PM

ციტატა(A.V.M @ Oct 14 2012, 01:56 AM) *

შმაგი!
ან შენ აბოლებ გიორგას , ან კიდევ ის მე.
biggrin.gif

))) ისე თუ დაბოლებაზეა საკითხი თქვენ ორს შორის, ყველაზე რეალურია თვითონ იყოს დაბოლილი .. ისეთ რაღაცეებს წერს .. ))
რას შოულობს ამისთანას )))

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Oct 14 2012, 02:16 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
ფაქტი სახეზეა რომ მხოლოდ ამ ჯგუფზე თუ შეიძლება ითქვას რომ სრულდება ისაიას 60:22 _ მცირე ათასად გარდაიქცევა და უმრწემესი ძლიერ ხალხად- მე უფალი თავის დროზე დავაჩქარებ ამას!


მეგობარო შმაგი, ჩემთვის კი იცი რომელი წინასწარმეტყველება სრულდება?

"მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს.

მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს.
(მათე 24, 10-11)

"თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია,ანდა რომ მიიღოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარება,რომელიც არ მიგიღიათ, მაშინ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით"(IIკორ.11,4)

"თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს"(გალ.1,7-9)

"ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი. ხოლო თქვენ, საყვარელნო, რაკიღა წინასწარ იცით ეს, ფრთხილად იყავით, რათა არ ჩაგითრიოთ უკეთურთა ცთომილებამ და არ გიღალატოთ თქვენმა სიმტკიცემ." (2 პეტრე 3,16-17)

ციტატა
რა საოცარია რა რასელიდან და რამდენიმე კინკილა კაციდან დღეს უკვე 8 მილიონ ადამიანთან გვაქვს საქმე და კიდევ პერსპექტივაშია 16 მილიონი

ციცერონს ვენაცვალე, რა მაგარი რაღაც თქვა smile.gif

აი ზუსტად შეესაბამება შენ ნათქვამს a075.gif

"არ არსებობს ისეთი სისულელე, მიმდევრები რომ არ გამოუჩნდეს".

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 14 2012, 02:58 PM

ციტატა(Lucrezia Borgia @ Sep 16 2012, 06:07 PM) *

პროცენტული მაჩვენებლები არის სადმე საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტია გაწევრიანებული მსგავს სექტემში. ძალიან მაინტერესებს

http://imageshack.us/photo/my-images/266/27982813440628330801612.jpg/

Uploaded with http://imageshack.us ეს 2002 წლისაა და მეტი არ ვიცი

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Oct 14 2012, 03:00 PM

qetevano
რა სისულელეა!
არ ვენდებო მაგ მაჩვენებელს. მოწმეები სად არიან?

დავიჯერო, იუდაისტები უფრო მეტნი არიან ვიდრე იეჰოვას მოწმეები?


პ.ს. შენ კი არ გეჩხუბები, მაგარი სულელურადაა შედგენილი biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 14 2012, 03:03 PM

ციტატა(George Leluashvili @ Oct 14 2012, 03:00 PM) *

qetevano
რა სისულელეა!
არ ვენდებო მაგ მაჩვენებელს. მოწმეები სად არიან?

დავიჯერო, იუდაისტები უფრო მეტნი არიან ვიდრე იეჰოვას მოწმეები?
პ.ს. შენ კი არ გეჩხუბები, მაგარი სულელურადაა შედგენილი biggrin.gif

ეგ 10 წლის წინანდელია თან. უბრალოდ მეტი ვერ ვიპოვე ნეტში.

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Oct 14 2012, 03:06 PM

qetevano

ციტატა
ეგ 10 წლის წინანდელია თან. უბრალოდ მეტი ვერ ვიპოვე ნეტში.

ჰო, დავაფიქსირე, მაგრამ მაინც ძალიან არარეალურია...

რაოდენობა კიდე, არ ნიშნავს ხარისხს. ამდენნი ვიყოთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ხო აყვავდა ეკლესია...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 14 2012, 03:21 PM

ციტატა(George Leluashvili @ Oct 14 2012, 03:06 PM) *

qetevano



რაოდენობა კიდე, არ ნიშნავს ხარისხს. ამდენნი ვიყოთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ხო აყვავდა ეკლესია...

ხოო, მეც ეგ უნდა მეთქვა წეღან, მაგ მართლმადიდებლებიდან ღმერთმა იცის ნამდვილი რამდენიათქო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 26 2012, 11:32 PM

დღეს ჩვეულებისამებრ ქაშუეთში ვიყავი მორიგე სტიქაროსანი . ხოდა ვზივარ ,,ტრადიიულ'' ადგილთან და მოვიდა 4 უცხოელი . (სამოსზე ეტყობოდათ კათოლიკე სასულიერო პირები რომ იყვნენ) ხოდა რუსულად მეკითხებიან წმ.ნინოს ჯვარი სადაა აქო. მეც რუსულადვე ავუხსენი რომ მათ ქაშუეთი კი არა სიონი უნდოდათ და.ა.შ. და მერე უკვე ინგლისურად გავაგრძელეთ საუბარი . კაი ხანი რომ –,,ვიჭუკჭუკეთ'' . წასვლის დროს იმათი ,,წინამძღვარი'' მობრუნდა და (ალბათ სტიქრით რომ მხედავდა სასულიერო პირი ვეგონე ) სურათის გადაღება მთხოვა , ჩვენც ,,ჩავკარტოჩკდით'' , ჩამოვართვით ხელები და დავემშვიდობეთ...

(მოკლედ მშვენივრად ვურთიერთობ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან)
biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2012, 12:57 PM

ციტატა(A.V.M @ Nov 27 2012, 12:32 AM) *

დღეს ჩვეულებისამებრ ქაშუეთში ვიყავი მორიგე სტიქაროსანი . ხოდა ვზივარ ,,ტრადიიულ'' ადგილთან და მოვიდა 4 უცხოელი . (სამოსზე ეტყობოდათ კათოლიკე სასულიერო პირები რომ იყვნენ) ხოდა რუსულად მეკითხებიან წმ.ნინოს ჯვარი სადაა აქო. მეც რუსულადვე ავუხსენი რომ მათ ქაშუეთი კი არა სიონი უნდოდათ და.ა.შ. და მერე უკვე ინგლისურად გავაგრძელეთ საუბარი . კაი ხანი რომ –,,ვიჭუკჭუკეთ'' . წასვლის დროს იმათი ,,წინამძღვარი'' მობრუნდა და (ალბათ სტიქრით რომ მხედავდა სასულიერო პირი ვეგონე ) სურათის გადაღება მთხოვა , ჩვენც ,,ჩავკარტოჩკდით'' , ჩამოვართვით ხელები და დავემშვიდობეთ...

(მოკლედ მშვენივრად ვურთიერთობ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან)
biggrin.gif


ტოლერანტო mpua.gif

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Nov 29 2012, 08:56 PM

ციტატა(George Leluashvili @ Oct 14 2012, 02:16 PM) *

esre ars cheshmariteba

"არ არსებობს ისეთი სისულელე, მიმდევრები რომ არ გამოუჩნდეს".
ნამდვილად სწორია. აი კაცი იძახის ქრისტე ვარო და მიმდევრებიც ყავს.
http://www.youtube.com/watch?v=kshYBxfTXbA

პოსტის ავტორი: zvare თარიღი: Jan 19 2013, 11:57 PM


სახარება ლუკასაგან

თავი 9


49. მიუგო იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგჳდგს ჩუენ. 50. ჰრქუა მას იესუ: ნუ აყენებთ, რამეთუ რომელი არა არს ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს.

blink.gif blink.gif blink.gif

პოსტის ავტორი: ზვარე თარიღი: Jan 20 2013, 02:04 AM

QUOTE(zvare @ Jan 19 2013, 11:57 PM) *

სახარება ლუკასაგან

თავი 9


49. მიუგო იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგჳდგს ჩუენ. 50. ჰრქუა მას იესუ: ნუ აყენებთ, რამეთუ რომელი არა არს ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს.

blink.gif blink.gif blink.gif

QUOTE(zvare @ Jan 19 2013, 11:57 PM) *

სახარება ლუკასაგან

თავი 9


49. მიუგო იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგჳდგს ჩუენ. 50. ჰრქუა მას იესუ: ნუ აყენებთ, რამეთუ რომელი არა არს ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს.

blink.gif blink.gif blink.gif


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 20 2013, 09:08 PM

ზვარე
დაგვიწერე რაღაცა შე კაი კაცო რომ გავიგოთ რას გვთხოვ...biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 21 2013, 09:00 AM

ციტატა(A.V.M @ Nov 26 2012, 10:32 PM) *

დღეს ჩვეულებისამებრ ქაშუეთში ვიყავი მორიგე სტიქაროსანი . ხოდა ვზივარ ,,ტრადიიულ'' ადგილთან და მოვიდა 4 უცხოელი . (სამოსზე ეტყობოდათ კათოლიკე სასულიერო პირები რომ იყვნენ) ხოდა რუსულად მეკითხებიან წმ.ნინოს ჯვარი სადაა აქო. მეც რუსულადვე ავუხსენი რომ მათ ქაშუეთი კი არა სიონი უნდოდათ და.ა.შ. და მერე უკვე ინგლისურად გავაგრძელეთ საუბარი . კაი ხანი რომ –,,ვიჭუკჭუკეთ'' . წასვლის დროს იმათი ,,წინამძღვარი'' მობრუნდა და (ალბათ სტიქრით რომ მხედავდა სასულიერო პირი ვეგონე ) სურათის გადაღება მთხოვა , ჩვენც ,,ჩავკარტოჩკდით'' , ჩამოვართვით ხელები და დავემშვიდობეთ...

(მოკლედ მშვენივრად ვურთიერთობ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან)
biggrin.gif


კარგია smile.gif ხო ნახე რომ არ გიკბინეს ა? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 22 2013, 12:57 AM

sergi_glaxa

ციტატა

კარგია ხო ნახე რომ არ გიკბინეს ა?

მე რატომ დამიწერე ეგ სიმართლე გითხრა ვერ ვხვდები სერგი...
სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და მექნება. ყველანაირად ვცილობ დიდხანს ვისაუბროთ , აზრები გავცვალოთ და.ა.შ ქრისტიანობა ესაა და არა ის რომ ჩავიკეტოთ სადღაც , დავიჭიროთ მკლავის სიმსხო სანთლები და ,,გასხივოსნებული'' სახეებით ვუყურებდეთ წვერებიან ხალხს...

უფალმა როგორც თავად გვითხრა ბევრი სხვა ფარეხებიც აქვთ და ჩვენ უნდა ვცდილობდეთ ამ ,,პატარა ფარეხებიდან'' ერთ დიდ-ნათელ-დიდებულ ფარეხსი შევიკრიბოთ ყველა , რომ ვიყოთ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 22 2013, 08:23 AM

A.V.M

ციტატა
მე რატომ დამიწერე ეგ სიმართლე გითხრა ვერ ვხვდები სერგი...სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და მექნება. ყველანაირად ვცილობ დიდხანს ვისაუბროთ , აზრები გავცვალოთ და.ა.შ ქრისტიანობა ესაა და არა ის რომ ჩავიკეტოთ სადღაც , დავიჭიროთ მკლავის სიმსხო სანთლები და ,,გასხივოსნებული'' სახეებით ვუყურებდეთ წვერებიან ხალხს...უფალმა როგორც თავად გვითხრა ბევრი სხვა ფარეხებიც აქვთ და ჩვენ უნდა ვცდილობდეთ ამ ,,პატარა ფარეხებიდან'' ერთ დიდ-ნათელ-დიდებულ ფარეხსი შევიკრიბოთ ყველა , რომ ვიყოთ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.


სიმართლე რომ იწერებას ეგ იმას კი არ ნიშნავცს რომ შენ მტყუანი იყავი?! smile.gif

მომწონს შენი მასეთი დამოკიდებულება !

მე დიდი ხასნი დამჭირდა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის სხვა (უკეთესი) თვალით შემეხედა..იმიტომ რომ როდესაც მე თინეიჯერი ვიყავი და პროტესტანტულ ეკლესიაში დავიწყე სიარული, ძალიან აგრესიული იყო მაშინ სამღვდელოების ბევრი წარმომადგენელიც და მრევლისაც...

მაგრამ როცა გავიცანი მართლმადიდებლები პირადად და მათ მე გამიცნეს, სრულიად სხვა , კარგი შეხედულებები ჩამოგვიყალიბდა...
და ეს ჩარჩ .ჯეს დიდი დამსახურებაა..იმკიტომაა რომ ამ ფორუმს ვერ ვშორდები smile.gif

პოსტის ავტორი: ზვარე თარიღი: Jan 24 2013, 12:16 AM


მართლმადიდებლებმა ვიხილეთ ვინმე (სექტანტი, კათოლიკე, პროტესტანტი), რომელი სახელითა ქრისტესითა ეშმაკთა განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგჳდგს ჩუენ..... გვრქუა ჩვენ იესუ: ნუ აყენებთ, რამეთუ რომელი არა არს ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 24 2013, 02:01 AM

ზვარე

ციტატა

მართლმადიდებლებმა ვიხილეთ ვინმე (სექტანტი, კათოლიკე, პროტესტანტი), რომელი სახელითა ქრისტესითა ეშმაკთა განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგჳდგს ჩუენ..... გვრქუა ჩვენ იესუ: ნუ აყენებთ, რამეთუ რომელი არა არს ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს.

მაგ მუხლის რომელ განმარტებას ემხრობი?

პოსტის ავტორი: ზვარე თარიღი: Jan 24 2013, 10:46 AM

QUOTE(A.V.M @ Jan 24 2013, 02:01 AM) *

ზვარე

მაგ მუხლის რომელ განმარტებას ემხრობი?



მშვიდობას



წინააღმდეგი ვარ ანათემების, რადიკალიზმის და ,,იეღოველიზაციის'' (ჩემთვის ისინი სხვის არმოსმენასთან ასოცირდებიან)...........

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 24 2013, 10:32 PM

ზვარე
კაი ეგრე იყოს...biggrin.gif

პოსტის ავტორი: Alterego თარიღი: Jan 27 2013, 02:55 AM

ხალხნო კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები ვინ არიან? სექტაა რამე თუ რას წარმოადგენენ? იქნებ მითხრათ ვინმემ?

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jan 28 2013, 03:34 PM

ციტატა(Alterego @ Jan 27 2013, 03:55 AM) *

ხალხნო კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები ვინ არიან? სექტაა რამე თუ რას წარმოადგენენ? იქნებ მითხრათ ვინმემ?

კოპტები არიან ეგვიპტელი ქრისტიანები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს სერიოზული ქრისტიანული თემი და უდიდეს რაოდენობას მოიცავს ეგვიპტეში.
ისინი ჭეშმარიტ ეკლესიას გამოეყვნენ მე–5 საუკუნეში, როდესაც მონიფიზიტურ იდეათა გამო ქალკედონის კრებამ ანათემას გადასცა.

პოსტის ავტორი: Alterego თარიღი: Jan 28 2013, 05:38 PM

ციტატა(George Leluashvili @ Jan 28 2013, 03:34 PM) *

კოპტები არიან ეგვიპტელი ქრისტიანები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს სერიოზული ქრისტიანული თემი და უდიდეს რაოდენობას მოიცავს ეგვიპტეში.
ისინი ჭეშმარიტ ეკლესიას გამოეყვნენ მე–5 საუკუნეში, როდესაც მონიფიზიტურ იდეათა გამო ქალკედონის კრებამ ანათემას გადასცა.


როგორც ვიცი მხოლოდ ეგვიპტეში არ არიან კოპტები არა? მე პირადად ვიცნობ ვენესუელაში მოღვაწე იქაურ კოპტური ეკლესიის მოძღვარს და შემდეგ ვნახე და საგალობლებს გიტარით ასრულებს რაღაცეები და მაგიტო შემდეგ შემეპარა ეჭვი მართლმადიდებლობაში მერე გავიგე კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარიაო და დამაინტერესა შემდეგ კოპტებმა

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Jan 28 2013, 07:15 PM

Alterego

ციტატა
კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარიაო

კოპტები მართლმადიდებლები არ არიან.

პოსტის ავტორი: Alterego თარიღი: Jan 28 2013, 09:30 PM

ციტატა(zaz @ Jan 28 2013, 07:15 PM) *

Alterego

კოპტები მართლმადიდებლები არ არიან.



რავი კოპტიკ ორთოდოქსიო ესე უწერიათ და ვერ გავიგე

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jan 28 2013, 09:35 PM

Alterego

ციტატა
როგორც ვიცი მხოლოდ ეგვიპტეში არ არიან კოპტები არა?

რათქმაუნდა მიმდევრები ყველგან შეიძლება ჰყავდეთ, მაგრამ ფესვები ეგვიპტიდან აქვს და თუ არ ვცდები ახლაც ოფიციალურ რელიგიად ითვლება.

ციტატა
რავი კოპტიკ ორთოდოქსიო

მასე ინდუისტებსაც აქვთ ეს სიტყვა "ორთჰოდოქს" smile.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Feb 3 2013, 05:08 PM

მამა იაკობს გეგმაში აქვს გამოსცეს წიგნი ყველანაირი ქრისტიანული სექტისა, თუ რელიგიის შესახებ, რომელიც იქნება მხოლოდ ინფორმაციული სახის და არა აპოლოგეტიკური ხასიათის.

გუშინ მითხრა, შენ ერთი საქმე უნდა დაგავალოო smile.gif
ჰოდა, უნდა მოვიძიო ინფორმაციები მათ შესახებ, ჩამოვაყალიბო და გადავცე ჩემ მოძღვარს.

გამორჩეულად ახსენა კრიშნაიზმი და იეჰოვას მოწმეები.

რავიცი, ძალიან მიხარია ამ საქმის შესრულება smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 3 2013, 06:47 PM

George Leluashvili
კია გიო...
ოღონს ეგ წიგნი ,,ლიჩნად'' შენი მხრიდან უნდა მივიღო და არა სემინარიიდან...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Feb 3 2013, 10:29 PM

ციტატა(A.V.M @ Feb 3 2013, 07:47 PM) *

George Leluashvili
კია გიო...
ოღონს ეგ წიგნი ,,ლიჩნად'' შენი მხრიდან უნდა მივიღო და არა სემინარიიდან...
biggrin.gif

იმედია გამოგვივა ეგ საქმე smile.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 3 2013, 11:35 PM

ისე იაღოველებს რომ აკრიტიკებენ იმაზე, რომ სულის უკვდავებას უარყოფენ, ახლახანს წავიკითხე მეცნიერული სტატია ეკლესიის ისტორიაში სულის უკვდავების იდეაზე და საინტერესო რამეები ეწერა.

პირველი ის, რომ ძველად ეკლესიაში უმრავლესობა წმინდანებისა(და საერთოდ ეპისკოპოსებისა) თვლიდა, რომ რეალური სამსჯავრო აღდგომის მერე ხდებოდა და არა სიკვდილის მერე. ამიტომ ფაქტიურად ყველასთვის სამოთხე და ჯოჯოხეთი მხოლოდ დროებითი სამყოფელი იყო.

თითქმის უმრავლესობა ასევე თვლიდა, რომ სული სხეულის გარეშე ვერ იარსებებდა სრულყოფილად, ამიტომ ცხონება მხოლოდ აღდგომის მერე მოხდებოდა.

მხოლოდ სირიელი მამები - წმ. ეფრემ ასური, წმ. აფრაატი, წმ. ისააკ ასური და სხვები წავიდნენ უფრო რადიკალური მიმართულებით და სულის ძილის იდეა წამოაყენეს.


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 4 2013, 12:55 AM

Otherguy
ოხ ლაშა , ლაშა...biggrin.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 4 2013, 08:44 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 4 2013, 12:55 AM) *

Otherguy
ოხ ლაშა , ლაშა...biggrin.gif


მე მხოლოდ სამეცნიერო სტატიებს ვკითხულობ, უფრო ობიექტურები არიან და ცოდნაც კარგი აქვთ. biggrin.gif

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ჩაძირულია დღეს კორუფციაში და ამბებში, მაგრამ ისტორია და ბიბლიური მეცნიერება მაინც მყარად დგას.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 5 2013, 01:38 AM

George Leluashvili
ამ წამს გავიდა ჩემი ოთახიდან მამა იაკობი...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Feb 8 2013, 08:09 PM

ციტატა(A.V.M @ Feb 5 2013, 02:38 AM) *

George Leluashvili
ამ წამს გავიდა ჩემი ოთახიდან მამა იაკობი...
biggrin.gif

? dntknw.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 8 2013, 09:19 PM

George Leluashvili
რა გაგიკვირდა?
სად ვცხოვრობ დაგავიწყდა?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Feb 9 2013, 12:08 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 8 2013, 10:19 PM) *

George Leluashvili
რა გაგიკვირდა?
სად ვცხოვრობ დაგავიწყდა?
biggrin.gif

აა, გასაგებია smile.gif
იცნობ მამა იაკობს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 9 2013, 12:22 AM

George Leluashvili

ციტატა
იცნობ მამა იაკობს?

თავისთავად...

სხვათა შორის ერთი 2 თვის წინ შენზე ვკითხე და რამდენიმე ხანია არ გამოჩენილაო.
biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Feb 10 2013, 02:49 PM

ციტატა(A.V.M @ Feb 9 2013, 01:22 AM) *

George Leluashvili

თავისთავად...

სხვათა სორის ერთი 2 თვის წინ სენზე ვკითხე და რამდენიმე ხანია არ გამოჩენილაო.
biggrin.gif

ხო, მაგ დროისთვის არ ვიყავი მისი სულიერი შვილი და ვერც ხშირად ვნახულობდი ხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 25 2013, 09:12 PM

ციტატა(George Leluashvili @ Feb 8 2013, 08:09 PM) *

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.


George Leluashvili


ნამეტანი უკიდურესი ხედვა და დამოკიდებულება დევს მაგ სიტყვებში და ჩემთვის მიუღებელია. რა მოგეწონა მაგ სიტყვებში არ ვიცი. dntknw.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: May 15 2013, 05:24 AM

ციტატა(■გიორგი■ @ Apr 25 2013, 10:12 PM) *


George Leluashvili


ნამეტანი უკიდურესი ხედვა და დამოკიდებულება დევს მაგ სიტყვებში და ჩემთვის მიუღებელია. რა მოგეწონა მაგ სიტყვებში არ ვიცი. dntknw.gif

მთლად პირდაპირაც ნუ აღიქვამ მეგობარო smile.gif

მთელი ქრისტიანული იდეა დევს ამ სიტყვებში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 16 2013, 12:22 AM

George Leluashvili
თუ სექტებზე არ დაგიწერეს არ შემოხვიდე ისე ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: May 16 2013, 01:13 PM

ციტატა(A.V.M @ May 16 2013, 01:22 AM) *

George Leluashvili
თუ სექტებზე არ დაგიწერეს არ სემოხვიდე ისე ...
biggrin.gif

ჩაგეთვალა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2022, 10:36 PM

"იეღოველებსა და სხვა ერესის მიმდევრებზე მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] ამბობდა: ისინი ხილული ეშმაკები, სატანის მიმდევრები არიან, მაგათთან კამათი როგორ შეიძლებაო. როგორც სახარებაში წერია "ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუ დაუფენთ მარგალიტსა თქვენსა ღორთა, ნუუკუე დასთრგუნონ იგი ფერხითა მათითა". და დასძენდა: "ღმერთი აერთებს, ეშმაკი განაბნევს".

/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2023, 04:58 PM

"აი, კიდევ მაგალითი - ეს შემთხვევა ჩვენს მხარეში ერთ ახალგაზრდა ქალს შეემთხვა. მოხდა ისე, რომ ის და მისი და-ძმა იეღოველებმა აცდუნეს და უკვე მათთან შეერთებას აპირებდნენ. სექტანტების ცრუ სწავლებას მიენდნენ და წმინდა ხატებს ურწმუნოდ და ჯეროვანი პატივისცემის გარეშე ეპყობოდნენ.

ეს რომ შევიტყვეთ, შევეცადეთ ამ ღვთისმგმობი გატაცებისგან თავის დაღწევაში როგორმე დავხმარებოდით. მათ დიდი ზომის მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები (ნაბეჭდი, საპატრიარქოს მიერ გამოცემული) გადავეცით. მართლმადიდებლური ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის, იესუს ლოცვის, "მამაო ჩვენო..." "ღვთისმშობელო ქალწულო..." და სხვა უმთავრესი მართლმადიდებლური ლოცვების შესახებ ვესაუბრეთ. დიდება ღმერთს, რამდენიმე საუბრის შემდეგ ეს ადამიანები მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს დაუბრუნდნენ.

რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ჩამოვედით სოფელში და ქალმა მის თავს მომხდარი ასეთი ისტორია გვიამბო: "ერთ საღამოს დაახლოებით ათი ადამიანი სამზარეულოში ვისხედით. კავკასიაში არსებობს ასეთი ჩვეულება: საღამოობით ნათესავები, ნათესავები, მეზობლები, მეგობრები, ნაცნობები სამზარეულოში, ანთებულ ღუმელთან იკრიბებიან და საუბრობენ. ასე ვსაუბრობთ, მე კი ხატებს შევყურებ და შინაგანად ვლოცულობ, იესუს ლოცვას ვამბობ. უეცრად ვეღარ ვხედავ და არც მესმის რაიმე, ხოლო ლოცვა დამიტკბა და სიამეს მგვრიდა. უეცრად ფანჯრის იქით ხმა გაისმა:

- უ-უ-უ! ქრისტიანებო, ვის მიმართ ლოცულობთ!.. ქაღალდს ევედრებით! ლოცვით ვის მიმართავთ!...

შევკრთი, მივიხედ-მოვიხედე, - მეგონა ეს ხმა ყველამ გაიგონა.

- რაიმე გაიგონეთ? - ვეკითხები.

- არა, არაფერი გაგვიგია. რა მოხდა?

- და მივხვდი, ჩემ გარდა ეს ხმა არავის სმენია".

აი, ერში მცხოვრები ქალის მაგალითი, რომელსაც გულწრფელად სურდა ყურადღებით ელოცა და მიეცა კიდეც. უფალმა უშურველად მიანიჭა მას ამგვარი ლოცვითი გამოცდილება. ხოლო გაავებულმა ეშმაკმა, რომელიც მასზე იმის გამო გაბოროტდა,რომ იეღოველთა საცდურს დაეხსნა და თვით სამზარეულოს ხმაურშიც გულმოდგინედ ლოცულობდა, თავისი ღვთისმგმობი შეძახილით მისი ლოცვის დარღვევა სცადა. რა თქმა უნდა, ეს ღმერთის ნებით, ამ ქალის რწმენის გასაძლიერებლად მოხდა".

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2023, 06:15 PM

"ერთი სექტანტი მეუბნებოდა, რომ მათ მთელი წმინდა წერილი ზეპირად იციან. თუმცა მათი ცოდნის არ მიკვირს: ფარისევლებმაც მთელი წერილი ზეპირად იცოდნენ, მაგრამ არ ცხოვრობდნენ წერილის მიხედვით და ვერ შეიმეცნეს ჭეშმარიტება, უფალი ჯვარს აცვეს"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2023, 07:54 PM

"ქართველი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს იმ სექტების წევრი, რომლებიც ასე უხვად შემოდიან დღეს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის განსაცდელი, ჩვენი გამოცდა. ეს უნდა გვახსოვდეს. ქართველი კაცი თუ უღალატებს უფალს, იგი აუცილებლად დაისჯება. ღმერთმა გვაშოროს ეს!"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2024, 08:19 PM

"მე მომეცა შესაძლებლობა, სამი თვის განმავლობაში ინკოგნიტოდ მევლო ბაპტისტთა შეკრებებზე იმ მიზნით, რომ შემესწავლა სექტანტები მათზე უშუალო დაკვირვებით, რადგან ეს მესაჭიროებოდა, როგორც ეპისკოპოსს.

მათი მრავალი ქადაგება მოვისმინე, მაგრამ არცერთი არ შეეხებოდა სინანულსა და თავმდაბლობას"

/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)