საპატრიარქოს განცხადება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საპატრიარქოს განცხადება |
შოთაძე |
Oct 22 2007, 01:49 PM
პოსტი
#1
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
საპატრიარქო გმობს ზოგიერთი არხის ტენდენციურობას და მაღალ შეფასებას აძლევს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობას
საქართველოს საპატრიარქო შეშფოთებას გამოთქვამს ზოგიერთი ტელეარხის მიერ მასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის დამახინჯებული გაშუქების გამო. მედიის მიერ ამ თანამშრომლობის ნეგატიურად გაშუქების მცდელობა ”მიმართულია ჩვენი თანამშრომლობის საწინააღმდეგოდ”, აცხადებს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე, პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი. ”გამოვხატავ მადლიერებას იმ ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთგაგებისათვის, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს საპატრიარქოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივ კომისიაში მუშაობისას,” - წერს გიორგი გამრეკელი სამინისტროსათვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში. რამდენიმე კვირის წინ ზოგიერთი ტელეარხი ავრცელებდა სიუჟეტებს იმის შესახებ, რომ თითქოსდა სამინისტრო ზღუდავდეს რელიგიურ სკოლების დაარსებას. ეს ინფორმაცია სრულიად საფუძველმოკლებულია, რასაც შემდეგი ფაქტები ადასტურებს: 2005-07 წლებში სამინისტრომ საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ რელიგიურ სკოლებზე გასცა ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის 16 ლიცენზია და სააღმზრდელო საქმიანობის 1 ლიცენზია. 2005-2007 წლებში საქართველოს მთავრობამ, რელიგიური სკოლების ფუნქციონირებისათვის საპატრიარქოს 8 შენობა უსასყიდლოდ გადასცა. რელიგიური სკოლების მოსწავლეები, ისევე, როგორც სხვა კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები, ვაუჩერის ფორმით იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას 2 მილიონამდე ლარის ოდენობით. 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, სასულიერო განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოზე გათვალისწინებულია 4 მილიონამდე ლარის მოცულობის გრანტი. საქართველოს მთავრობას, და კერძოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თავისი წვლილი შეაქვს მშობელთა თავისუფალი არჩევანის განხორციელებაში - თავიანთ შვილებს განათლება ლიცენზირებულ რელიგიურ სკოლებში მისცენ. წყარო: http://www.mes.gov.ge/files/600_1726_81387...arqo-relizi.doc -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
კანონისტი |
Oct 22 2007, 01:52 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კაი რაღაც გახსენი
სხვათა შორის, დიდი ხანია ამას ვამბობ.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
შოთაძე |
Oct 22 2007, 01:54 PM
პოსტი
#3
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
მოდერატორს ვთხოვ არ დაახუროს და შესაბამის განყოფილებაში გადაიტანოს
-------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th April 2024 - 07:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი