IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> გელათის აკადემიას „სხუად ათინად“,, ან „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ მოიხსენიებდნენ.
Georg
პოსტი Sep 24 2006, 10:26 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



გელათისა და იყალთოს აკადემიები

გელათის აკადემიის შენობა

XI-XII საუკუნეები ქართული სახელმწიფოს აღმავლობის და გაძლიერების ხანაა. პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური აყვავების შედეგად ქვეყანაში დიდად დაწინაურდა კულტურის თითქმის ყველა დარგი, უპირველეს ყოვლისა, ქართული მეცნიერება.
საქართველოში მეცნიერება სახელმწიფო პოლიტიკის რანგამდე იყო აყვანილი. ქართველი მეფეები დიდ ყურადღებას უთმობდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო და მეცნიერული კერების შექმნას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

1106 წელს დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით გელათის მონასტერთან დაარსდა აკადემია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოძღვართ-მოძღვარი. იგი უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა მთელს საქართველოში და სამეფო კარზე. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწეოდ მოიწვია სწავლული ქართველები, მეცნიერ-ფილოსოფოსები იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, იოანე ტარიჭისძე და სხვები.

თანამედროვენი გელათის აკადემიას „სხუად ათინად“, ან „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ მოიხსენიებდნენ. სასწავლო პროგრამა მოიცავდა შვიდ უმთავრეს საგანს, რომელსაც საერთოდ ასწავლიდნენ შუა საუკუნეებში საერო სკოლებში: გეომეტრია - „ქვეყნის საზომლოჲ“, არითმეტიკა - „რიცხუნი“, მუსიკა - „სამუსოჲ“, ფილოსოფია, რიტორიკა*, გრამატიკა და ასტრონომია - „ვარსკვლავთმრიცხველობა“.

გელათის აკადემიაში არსენ იყალთოელს უთარგმნია „დიდი სჯულისკანონი“, იოანე პეტრიწს - ნემესიოს ემესელის თხზულება „ბუნებისათვის კაცისა“. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერძნული ენიდან თარგმნილი იოანე ქსიფილინოსის ჰაგიოგრაფიული კრებული, რომლის ორიგინალიც დაკარგულია.

სამეცნიერო-მთარგმნელობითი საქმიანობა გელათის აკადემიაში მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა, თუმცა საგრძნობლად შენელდა. XIII საუკუნეში აქ მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფი არსენ ბულმაისიმისძე, ფილოსოფოსი და რიტორი პეტრე გელათელი. XIV საუკუნეში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი „გარიგება ხელმწიფის კარისა“ და საისტორიო წყარო „გელათური ქორონიკონი“.

იყალთო

იყალთოს აკადემიის დაარსებაც დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. აკადემიის პირველ რექტორად მეფემ დაადგინა ცნობილი მეცნიერი და ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი, რომელიც იმ დროისათვის ფრიად განსწავლული პიროვნება ყოფილა. მას განათლება ბიზანტიაში კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია. „ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ანატომოსი, ალიღორიკულთა შეთხზვათა შინა ქებული, უცხო და მაღალი მესტიხე და საეკლესიო ტიპიკონთა მეტყუელი“ - ასე ახასიათებენ მას თანამედროვენი. სწორედ ასეთ პიროვნებას ჩააბარა დავითმა კახეთში ახლადგახსნილი აკადემია. სწავლება იყალთოს აკადემიაშიც იმავე პროგრამით მიმდინარეობდა, როგორითაც გელათში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ დამატებით ასწავლიდნენ კიდევ მჭედლობას, კერამიკას და მევენახეობა-მეღვინეობას.

გამოყენებული ლიტერატურა:
ნ. ასათიანი „საქართველოს ისტორია“, 2004
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, 5
*რიტორიკა - მეცნიერება მჭევრმეტყველების ხელოვნების შესახებ.



http://children.gol.ge/main_xaki.htm


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 01:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი