IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> განათლების სისტემა-სამსჯავროზე!, სხვათა გამოცდილება - ჩვენთვის გაკვეთილი
შოთაძე
პოსტი Sep 24 2007, 09:27 PM
პოსტი #1


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



რეფორმები... ბოლო ხანებში ხშირად საუბრობენ მათ შესახებ სხვადასხვა სფეროში და რატომღაც უცხოური მოდელების გადმოღება-გადმონერგვას გულისხმობენ.

ჩვენ ამჯერად გვაწუხებს რეფორმა განათლების სისტემაში. ამიტომაც, ვბეჭდავთ ფილიპ მარკუსის ამ წერილს, როგორც გამაფრთხილებელს, რადგან ვიდრე ამერიკულ ორიენტაციასთან ერთად მათი განათლების სისტემის მოდელსაც გადმოვიღებთ, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ თავად ამერიკული სკოლა ჩიხშია და გამოსავალს ეძებს, რომ განათლების ამერიკული სისტემა „ღრმა კრიზისშია“ და თანამედროვე ამერიკელთა სერიოზულ საფიქრალად ქცეულა.

ცნობისათვის: ისინი გამოსავალს ტრადიციული განათლებისაკენ მიბრუნებაში ხედავენ, მაშინ, როდესაც ჩვენ ტრადიციულიდან... ამერიკულისკენ ვიხედებით და თან ამას რეფორმას ვუწოდებთ?..

ფილიპ მარკუსი

განათლების სისტემა - სამსჯავროზე!

სხვათა გამოცდილება - ჩვენთვის გაკვეთილი


სკოლა ამერიკელთა ყურადღების ცენტრში მოექცა, „მოსწავლე - მასწავლებლის“ ურთიერთობა ბევრი გონიერი ადამიანის საფიქრალი გახდა, რაც ნამდვილად შეჰფერის ახალ ერს, რომელსაც მიზნად სრულყოფა დაისახავს. ამერიკული საზოგადოების ზრდასთან ერთად სკოლა იქცა პატარა ცენტრად, რომლის ირგვლივ შეიკრიბა ადმინისტრატორთა თუ ოფიციალურ პირთა მთელი ფენები, რომ დაკვირვებოდნენ, განესაჯათ და ემართათ ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა.

... „ამერიკის ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა თავის არსებობის მანძილზე ყველაზე ღრმა კრიზისშია“, - განაცხადა 1947 წელს „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიმომხილველმა განათლების საკითხებში ბენჟამინ ფაინმა. ასეთივე განცხადებით დაიწყო დიანა რავიჩმა თავისი ოსტატურად დაწერილი „ბოლო თაობის ისტორია“. პასუხად, 80-იან წლებში შეიქმნა მოქალაქეთა და პედაგოგთა განცხადებების შემსწავლელი ათეულობით საზოგადოებრივი კომისია. განათლების ხარისხის ნაციონალური კომისიის განცხადებით, ეს გამოწვეული იყო „სიმდარის შიშის“ ზრდით. რამაც, ფაქტობრივად, წარმოშვა განათლების ხარისხისადმი ინტერესის ახალი ტალღა.

საბოლოო კრიზისი განათლებაში 70-იან წლებში დაიწყო, როდესაც ამერიკულმა „მოძრაობამ განათლების ხარისხისათვის“, რომელსაც ამ დროისათვის უკვე ნეტ-ნაკლებად ფართო ხასიათი ჰქონდა, მოუწოდა განაწყენებულ და ლამის სასოწარკვეთილებამდე მისულ მშობლებს, გაერთიანებულიყვნენ, რომ როგორმე ეხსნათ საკუთარი შვილები უბადრუკი სახელმწიფო განათლებისაგან. საზოგადოების ეს გადამწყვეტი ძალისხმევა ასაზრდოებს თანამედროვე კომპანიებსაც, რომლებიც განათლების დაბალი ხარისხის წინააღმდეგაა მიმართული. პოლიტიკოსები საჩქაროდ გაერთიანდნენ როგორც ადგილობრივ, ისე სახელმწიფო დონეზე. შეიმუშავეს მინიმალური კომპეტენტურობის ტესტები, როგორც გარანტი, რომ, ბოლოს და ბოლოს, კურსდამთავრებულს შესძლებოდა უმარტივესი არითმეტიკული მოქმედების შესრულება, იმედნად მაინც, რომ საკუთარი საბანკო წიგნაკისათვის მოევლო და სამსახურში მიღებისას განცხადება დაეწერა; 1980 წელს აშშ 20-მა შტატმა პედაგოგებზე დიპლომების გაცემა გაამკაცრა, 1983 წელს კი აშშ განათლების დეპარტამენტმა მოისმინა გარდნერის ცნობილი მოხსენება „ერი საფრთხის პირასაა“. „თუ ჩვენ განათლების ხარისხის აღსადგენად გადამწყვეტ ზომებს არ მივიღებთ, მაშინ საფრთხე, რომელიც ჩვენს სკოლებში შეიქმნა, იმდენად სერიოზული გახდება, რომ ის მთელ ერს დაემუქრება“, - განაცხადა გარდნერმა. ამ მოხსენებას მთელი პედაგოგიური საზოგადოებისათვის შოკის ეფექტი ჰქონდა, არა იმდენად მასში მოყვანილი ფაქტებისა თუ მოხსენების საგანგაშო ტონის გამო, რამდენადაც იმ შედეგის გამო, რომელიც გარდნერის ამ ანგარიშს მოჰყვა: საზოგადოებრივმა აზრმა აიძულა პოლიტიკოსებიც და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც, რომ განათლების სისტემაში შექმნილ მდგომარეობაზე ალაპარაკებულიყვნენ და თანაც - საკმაოდ მაღალი ტრიბუნებიდანაც! - ნამდვილი კრიზისიც განათლების სფეროში აქედან დაიწყო: მამაცი ადამიანების წყალობით, განათლების მიზნებზე არცთუ დიდი ხნის წინ დაწყებულმა ომმა საჯარო ხასიათი მიიღო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჩვენს მცდელობას - შევქმნათ თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე ფართო, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი განათლების სისტემა, - რამდენიმე თაობა შეეწირა. ჩვენ ეროვნულ პედაგოგებს ვერ ვუწოდებთ იმათ, ვინც პედაგოგიკის ნგრევის პირას მისულ შენობას იცავს, მაშინ, როცა სახეზე ასეთი მძიმე შედეგები გვაქვს. ერთი სიტყვით, „დუმილის შეთქმულება“ დაირღვა, თუმცა, მასწავლებლები ჯერ კიდევ არ იყვნენ კრიტიკის ყურადღების ცენტრში - ეს ცოტა მოგვიანებით მოხდა.

დიანა რავიჩის კატალოგში თავმოყრილია კოლეჯებისა თუ უნივერსიტეტებისათვის განკუთვნილი მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავენ განათლების სისტემის რამენაირად მოწესრიგებას, რომ როგორმე გამკლავებოდნენ უწიგნურ მოსწავლეთა ლამის მთელ ურდოებს, მაგრამ თვით დიანა რავიჩიც კი, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა განათლების სფეროს კრიზისული მდგომარეობის შესახებ, დუმილს ამჯობინებს იმაზე, რომ სწორედ მათ მიერვე გამარტივებულმა პროგრამებმა და შემცირებულმა კრიტერიუმებმა დააზარალა ეს სფერო.

ფირმები და სამუშაოთა დამკვეთები სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ - მათ საქმე ჰქონდათ კურსდამთავრებულებთან, რომლებიც ელემენტარულ არითმეტიკულ მოქმედებას ვერ ასრულებდნენ და მარტივ წინადადებას ვერ წერდნენ და კითხულობდნენ... ამიტომაც, თავად დაიწყეს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომ როგორმე შეესწავლებინათ ასეთი კურსდამთავრებულისათვის პროფესია. ისინი ამას აკეთებდნენ ჩუმად, ხმაურის გარეშე; ფედერალური თუ შტატების კანონმდებლებიც ვიწრო პროფესიული განათლების მომხრენი იყვნენ, თვით სასამართლოებიც კი, რომლებიც მოწოდებულნი არიან დაიცვან ბავშვების უფლებები, ჩათრეული აღმოჩნდნენ განათლების სისტემის „გამოშიგვნაში“; პრესა ამ „სისულელემდე დაყვანილ“ სახელმძღვანელოებს და სხვა ბარბაროსობას საჯაროდ იცავდა და ყველა ერთად ამ ყოველივეს ბაზრის მოთხოვნილებით ხსნიდა.

მოგვიანებით, კრიტიკის ქარცეცხლმა ყველა უწყება მოიცვა.

60-იანი წლების დასაწყისიდანვე, განსაკუთრებით კი - 70-იან წლებში, სასკოლო მიღწევების ტესტის (როგორც მათემატიკის, ისე - ვერბალურის) მიხედვით, რეალური სურათი ასეთი იყო: სულ უფრო და უფრო კლებულობდა საშუალო მაჩვენებელი, ვიდრე 1981 წელს ქვედა ზღვარს არ მიაღწია. ყველაზე აღმაშფოთებელი ის იყო, რომ 1981 წელს მოსწავლეების ტესტის შევსებსაც კი აღარ ცდილობდნენ - დაიწყებდნენ ელემენტარულით და საშუალო დონეს აღარც კი ცდიდნენ. მკვეთრად გაუარესდა საუკეთესო მოსწავლეთა მაჩვენებლებიც.

1972-1982 წლებში, იმ მოსწავლეთა რიცხვი, რომლებმაც შეასრულეს ვერბალური ტესტები და დააგროვეს 750 ქულა (ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია), შემცირდა - 47%-ით; 650 ქულიანებისა (ესეც მაღალი მაჩვენებელია) - 45%-ით; შესაბამისად დაეცა მათემატიკის ტესტის მაჩვენებლებიც - 750 ქულიანები - 23%-ით, 650 ქულიანები - 26%-ით; - შეგახსენებთ, რომ ჩვენს საუკეთესო მოსწავლეებზე ვსაუბრობთ...

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შესამჩნევი ზრდა იგრძნობა, ჰენფორდის აზრით, თუ ზრის ტემპი არ შენელდა, მაშინ 2000 წელს ჩვენ მივაღწევთ... 1963 წლის დონეს მათემატიკაში და ცუდი არ იქნება, თუ ვერბალურში 1963 წლის მაჩვენებელს მომავალ საუკუნეში მაინც დავიბრუნებთ!..

მეტად მძიმე პერსპექტივაა! პირველად ნაციის არსებობის მანძილზე უნდა ველოდოთ, რომ მოსწავლეთა ახალი თაობა კიდევ უფრო ცუდად მომზადებული იქნება, ვიდრე - მისი წინამორბედი.

ამერიკული ხასიათის კლასიკური ტიპებია ჰეკლბერ ფინი და ტომ სოიერი. ისინი ჩვენი ნაციონალური ხასიათის ორ პოლუსს გამოხატავენ. ჩვენც ამ პოლუსებს შორის მოგვიწევს გავაკეთოთ არჩევანი: მარტოხელა მეოცნებე რომანტიკოსი თუ ფხიზელი სამრეწველო მუშაკი? (სწორედ ამ ვერსიებს ეყრდნობა თანამედროვე ინტელექტუალური ბრძოლა პრაგმატიზმსა და მის ურჩ ალტერნატივას შორის, რომელიც დღეს ასე იწოდება: „მოძრაობა განათლების მაღალი ხარისხისათვის!“).

მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, ამ არჩევანის აღიარებასაც კი ავარიდოთ თავი - არა მხოლოდ იმიტომ, რომ 60-იანი წლებიც გადავიტანეთ და ისიც, რაც ამ წლებმა მოგვიტანა განათლებასა და ინტელექტუალურ ცხოვრებაში, არამედ იმიტომაც, რომ ამ წლების ვნებები მივიღეთ. „აი, ეს არის ყველაფრის ღერძი, რაც დღეს ხდება. სწორედ 60-იან წლებში მოხდა ადრეული ტენდენციების რადიკალიზაცია“, - წერს ბლუმი.

ჩვენი იმპულსიც, „ვაკეთოთ ის, რაც გვახასიათებს“, სწორედ მაშინ ამოქმედდება, როდესაც ავტორიტეტულ მორალისტთა და პოლიტიკოსთა მოთხოვნები თვითგამოხატვის უნარის აუცილებელი განვითარების შესახებ, უსაფუძვლოდ ჩაითვლება (ზოგ სკოლაში ის განათლების მიზნის იდენტურადაც ითვლება). სამუდამოდ ნაბოძები თავისუფლება 80-იანი წლების ამერიკელებს არასაიმედო და შელახული ეჩვენათ, იმ მძიმე შედეგების გამო, რომელიც სწორედ ზედმეტმა თავისუფლებამ მოიტანა. მხოლოდ მცირერიცხოვან ინტელიგენციას შესწევდა უნარი, მოესმინა ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი სახალხო კრიტიკისათვის; სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს უკვე ვიცით, რომ სკოლებს საფრთხე ემუქრება იქიდან, რასაც საულ ბელოუმ ამერიკული რწმენა - „მსუბუქი ზნეობრიობა“ უწოდა და რომელიც სინამდვილეში ცხოვრების ნებისმიერი სტილის ქედმაღლურად მიღებისა და ეგოიზმის ნაზავია. ასეთი „ზნეობრიობა“ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობასაც კი უარყოფს. კეთილგონიერების ხელსაყრელი ამერიკული რწმენა არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ პედაგოგიური შედეგები გავაუმჯობესოთ განათლებაში ინვესტიციების გზით; სინამდვილეში კი ეს არის კიდევ ერთი გამოვლენა იმ ინსტიქტისა, რომელსაც სჩვევია „დააბნელოს“, რომ მერე გულწრფელად ვეღარ დავინახოთ, რაც არ მოგვწონს ან გვაწუხებს. ჩვენ ერთმანეთს ვადარებთ 60-იან და 80-იან წლებს, როგორც ორ მოვლენას - 60-იან წლებს, როგორც პედაგოგიური სტანდარტების რღვევის - და 80-იან წლებს, როგორც განათლების შედეგებისადმი ინტერესის აღორძინების პერიოდებს და, რაღა თქმა უნდა, მივდივართ დასკვნამდე, რომ ყველაფერი სწორად მიდის. ეს, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილო და ზედაპირული დასკვნა, სინამდვილეში თვით პრობლემის არსებობასაც უარყოფს და შესაბამისად, მცდელობაც, გამოვარკვიოთ განათლების დაცემის მიზეზები, სრულიად ზედმეტი ხდება, არადა, ასე კარგად ვიცით მის შესახებ ჩვენივე გამოცდილებიდან. ჩვენი სკოლის სუსტ წარმატებებზე რომ გავამახვილო მკვლევართა ყურადღება, ქვემოთ ამონაკრების სახით წარმოგიდგენთ საუკეთესოს წიგნიდან: „კარგი ამბები“ ამერიკულ განათლებაში“. მართლაც, უკანასკნელი წლების მანძილზე ჩვენს სასკოლო სისტემაში არსებითი რაოდენობრივი ცვლილებები მოხდა.


„კარგი ამბები“ განათლებაში...

დემოკრატიის დამცველი ბენ უოტენბერგი კარგად ხედავს ამერიკული განათლების რაოდენობრივ ექსპანსიას და წერს კიდეც ამის შესახებ თავის ნაშრომში „კარგი ამბები ყოველთვის არ არის ცუდი ამბები“, სადაც გვიჩვენებს, თუ რის მიღწევა შევძელით განათლების სისტემაში.

1970 წელს სკოლამდელი განათლებით სარგებლობდა დაახლოებით 1/3 (3-დან 5 წლამდე ასაკის ამერიკელ ბავშვთა 38%); 1982 წელს - დაახლოებით 52%; ეროვნული უმცირესობებისთვის დახმარების სკოლამდელი პროგრამით ისარგებლეს შავკანიან დიასახლისთა შვილებაც, მათი დასწრება (იძულებით) საწყის და საშუალო სკოლებში შეადგენდა 98%-ს.

ამჟამად საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა ნორმა (25-29 წელი) 86%-ს შეადგენს (1950 წელს იყო - 50%), ე.ი. მხოლოდ 14% ვერ იღებს საშუალო განათლებას (1960 წელს ვერ იღებდა 36%).

კოლეჯში მუდმივად დამსწრეთა პროცენტი 18-დან 43-მდე გაიზარდა, იმათი კი, ვინც ოთხ, ან მეტწილად კურსებს ამთავრებს - 11-დან 22-მდე; არსებითია კოლეჯში მოსწავლეთა შემადგენლობის ცვლაც - ქალთა წილი 1/3-დან 1/2-მდე გაიზარდა, შავკანიანთა რაოდენობა - 95000-დან 314000-მდე, 1950-დან 1982 წლამდე იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც კოლეჯში შედიან, 2,7 მლნ-დან 12,3 მილიონამდე გაიზარდა.

მას შემდეგ, რაც გ. ბილმა უმაღლესი განათლების დემოკრატიზაცია დაიწყო, კოლეჯების რიცხვი გამოთხმაგდა, კურსდამთავრებულებისა - გასამმაგდა; ამ ნაკადისთვის რომ გაეძლო, კოლეჯებში ფაკულტეტების რიცხვი 266000-დან 633000-მდე გაიზარდა (1974 წ.), მაგისტრის ხარისხი მიიღო 296000-მა ადამიანმა (1982 წ.), რაც 1970 წლის მაჩვენებლის 42%-ით აღემატება და ასე, 60-იანი წლებიდან მოყოლებული ყოველ კვირას ახალი კოლეჯის გახსნას გვამცნობდნენ; ახლა განათლების სისტემის გაფართოება უკვე კორპორაციის სფეროშიც შეინიშნება. მაგალითად, ფირმა IBM წელიწადში თავის მოსამსახურეების განათლებაზე 700 მილიონ ამერიკულ დოლარს ხარჯავს, კარნეგის ფონდის პროგრამები წელიწადში 60 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს! განათლების ეს ნაკლებ ცნობილი სისტემა 8 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს და სახელმწიფო თუ კერძო, რეგისტრირებულ კოლეჯებს უტოლდება, მისი ბიუჯეტიც ნაციონალური კოლეჯებისთვის გამოყოფილ თანხებს უთანაბრდება. ერთი სიტყვით, ჩვენი უზარმაზარი და ძვირადღირებული განათლების სისტემის შიგნით არსებობს განათლების მეორე, გაუკონტროლებელი სისტემა. ერნესტ ბოიერის თქმით, განათლების ეს კორპორაციული საწარმო აუცილებლად შექმნის „პოლიტიკურ პრობლემებს“. პროფესიონალმა პედაგოგიურმა კადრებმაც შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი. მინისტრმა ბოიერმა შემოიტანა წინადადება, შექმნილიყო ნახევრად სახელმწიფო, ნახევრად საზოგადოებრივი განათლების სტრატეგიული საბჭო, რომელიც შეიმუშავებდა მაკოორდინებელ რეკომენდაციებს ამ, ასე ვთქვათ, ორი სისტემისათვის. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს „კოორდინაცია“ იმ საფრთხის მოხსნას გულისხმობს, რომელსაც ტრადიციულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს უქმნის განათლების კორპორაციული საწარმო.

დოქტორი იურიჩი წერდა: „სასაცილო არ იქნებოდა, რომ სწავლების შესახებ ახალი იდეები წამოვიდეს არა აკადემიიდან, არამედ წარმოებიდან და ბიზნესიდანო“, არადა, ეს შესაძლებელია; მეტიც, ეს მგონი აუცილებელიც ხდება.

ეჭვგარეშეა, ამერიკული პედაგოგიკის შესაძლებლობები სულ უფრო მწირი ხდება, რაღაც აუცილებლად არის მოსაფიქრებელი. ფული პრობლემა არ არის (პრობლემა მგონი, მისი სიჭარბე უფროა), რომ აღარაფერი ვთქვათ კორპორაციის სფეროს 60 მილიარდ დოლარზე, ჩვენი სისტემის განვითარებისთვის წელიწადში 215 მილიარდი დოლარი იხარჯება (1983 წ.), ეს 1970 წელთან შედარებით 20%-ით მეტია; მოსწავლეთა რაოდენობაც ერთ მასწავლებელზე 17-მდე შემცირდა (21-29-დან) და ნაცვლად იმისა, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა მჭიდრო გამხდარიყო, მათ შორის სიძულვილმა დაისადგურა.

თვით დისციპლინის მდგომარეობა სკოლებში, კიდევ ერთხელ გვაიძულებს ვიფიქროთ, ჩვენი განათლების სისტემაზე. საკმარისია გავიხსენოთ ორი მაგალითი: 1984 წელს ერთ-ერთ მოსწავლეს თავს დაესხნენ და კინაღამ მოკლეს. ნურკლინის სკოლის დირექციამ სკოლის შესასვლელში მეტალოდეტონატორი დაამონტაჟა, რომ ამ გზით გამოევლინათ ის მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში პიტოლეტებით, დანებითა და სხვა სიცოცხლისათვის საშიში იარაღებით დადიოდნენ. მოსწავლეებმა ბუნტი მოაწყვეს და დირექცია იძულებული გახდა, დეტონატორი აეღო. მოგვიანებით „ნიუ-იორკ თაიმსი“ იტყობინებოდა, რომ სკოლებში იარაღის ტარების ფაქტი 30%-ით შემცირდა, მაგრამ მაინც გრძელდება, რადგან მოსწავლეები საფრთხეს გრძნობენო.

კალიფორნიაში, მილპიტასის ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ 14 წლის გოგონა მოკლა მეგობარმა. გოგონას ნახევრადშიშველ სხეულს რამდენიმე დღის განმავლობაში ათვალიერებდნენ სხვა მოსწავლეებიც, ამახინჯებდნენ, ბილწავდნენ და არცერთს დირექციისთვის არ შეუტყობინებია, რადგან ერთ-ერთმა დაიქადნა: „აბა, ვინ ჩაუშვებსო“...

შეხედეთ ტაბულას, რომელზეც აღბეჭდილია სასკოლო პრობლემები 1940 და 1982 წელს, არადა, 40 წელი, არც ისე ბევრია...

სკოლის პრობლემები

1940 წელი
1. ლაპარაკი
2. საღეჭი რეზინა
3. ხმაური
4. დერეფანში სირბილი
5. რიგის დაუცველობა
6. სხვისი ტანსაცმლის ტარება
7. ქაღალდების ძირს დაყრა

1982 წელი
1. გაუპატიურებები
2. ძარცვები
3. თავდასხმები
4. ქურდობები
5. ხანძრის გაჩენა
6. ბომბების აფეთქება
7. მკვლელობები
8. თვითმკვლელობები
9. გაცდენები
10. ვანდალიზმი
11. გამომძალველობა
12. ნარკომანია
13. ალკოჰოლიზმი
14. ბანდებს შორის ომი
15. ფეხმძიმობა
16. აბორტები
17. ვენერიული დაავადებები


ამ პათოლოგიებმა ასეთ დონეს ახლა მიაღწია, არადა, პედაგოგებისათვის ისინი გაცილებით ადრე, 60-იანი წლებიდანვე იყო ცნობილი. ხასიათი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დისციპლინა, ხასიათის მაჩვენებლებს განეკუთვნება რწმენა, ცხოვრებისეული ღირებულებები, კარგი ქცევის ჩვევა - ეს უფრო განისაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას, ვიდრე კანონები და წესები.

ედუარდ ვინმა შეკრიბა მონაცემები, რომლებიც მეტყველებენ მკვლელობების, თვითმკვლელობების, უკანონო მშობიარობების ინდექსის თანმიმდევრულ, სახიფათო და მკვეთრ ზრდაზე. ზემოთ მოყვანილ ტაბულაზე აღწერილი სიმპტომები, „დისციპლინარული პრობლემები“ არ არის, იმის მიუხედავად, რომ სამართალდარღვევები და სოციალური პათოლოგიაც არანაკლებ არის გავრცელებული. თომას გობსი თვლის, რომ ადამიანის ბუნების ისეთი თვისებები, როგორიცაა „სისაძაგლე, უხეშობა და სიმდაბლე“ ახალგაზრდებში უფრო ვლინდება.

ეს პედაგოგებს თვითდამშვიდების უფლებას არ აძლევს. დავხუჭოთ თვალი რეალობაზე და უმოქმედოდ განვაცხადოთ, რომ ეს მანკიერებანი სკოლაში ქუჩიდან შემოდის, რომ მოსწავლე საზოგადოების სარკეა, რომ საჭიროა ჭეშმარიტი ღირებულებების ქადაგება და სექსუალური აღზრდა, - ვერაფერი გამართლებაა. მეტიც; ეს არის პედაგოგიური პასუსხიმგებლობიდან გაქცევა და თვით განათლების არსის უარყოფა. გვინდა არ გვინდა, ისევ მივდივართ განათლების ხარისხის გამო ატეხილ ხმაურთან და ტრადიციული განათლების აღდგენის აუცილებლობასთან. ბოლოს და ბოლოს, დასასმელია კითხვა: ვის სჭირდება განათლება - მხოლოდ გონებას თუ მთლიანად ადამიანს? მხოლოდ თავს თუ გულსაც?

ახლა ისევ მომდინარეობს კამათი. პედაგოგები მოითხოვენ გაწეული სამუშოს ხარისხის მიხედვით ხელფასის მომატებას, სხვები - პედაგოგებისა და ხელმძღვანელი მუშაკების კომპეტენციის ტესტირებას... ეს კამათი შემთხვევითი არ არის. მას, შესაძლოა, მართლაც შეუძლია განათლებისათვის „კოსმეტიკური რემონტის“ ჩატარება, მაგრამ მთავარ პრობლემას, ისევ და ისევ, გვაცილებს. ფაქტობრივად, ეს არის პრობლემის არსში პრინციპული ჩაურევლობის პოლიტიკა. ის ზნეობრივი მიზნები, რომლითაც სკოლას მოკავშირეების გაჩენა შეუძლია, დამატებით პრობლემებს გვიქმნის და ამას კიდევ უფრო შევყავართ ჩიხში. რა აზრთა სხვადასხვაობაც არ უნდა იყოს სასკოლო ლოცვებზე, ბიბლიოთეკის შემადგენლობაზე, საერო ჰუმანიზმზე ან სექსუალურ აღზრდაზე, და განსხვავებულადაც არ უნდა აისახებოდეს ეს „სოციალურ შეკვეთებში“ თუ პედაგოგიურ თეორიებში, ეს მაინც მეორეხარისხოვანია.

ადელსონმა სტატიაში „რატომ არ შეიძლება ჩვენი სკოლის მდგომარეობა გავხადოთ უკეთესი?“ შეაჯამა თანამედროვე განათლების პრობლემები და დაასკვნა: გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმდენად პედაგოგიური პროცესის ხარისხის აბსოლუტურ დონეს, რამდენადაც მოსწავლეთა თვითგამოხატვას. ამ უპირატეს იდეას მოწინააღმდეგენი გამოუჩნდნენ ძირითადად უილიამ ბენეტისა (განათლების მდივანი) და რიჩარდ ეკმანის - განათლების ნაციონალური კომისიის საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების დირექტორის სახით, ვისი ბრწყინვალე ხელმძღვანელობითაც განათლების ნაციონალურმა კომისიამ დაამტკიცა, რომ განათლების ხარისხი შეიძლება ამაღლდეს. გამოკითხეს 500-ზე მეტი პედაგოგი (ძირითადად ჰუმანიტარული საგნების). კითხვა ასეთი იყო: დაასახელეთ 10 საუკეთესო კლასიკური ნაწარმოები, რომლებსაც საშუალო სკოლის მოსწავლეები უნდა კითხულობდნენ. შედეგების მიხედვით 4 - ანტიკური კლასიკიდან იყო, 6 - ახალი დროის, - აქედან მეოცე საუკუნეში დაწერილი - მხოლოდ ერთი.

აი ისინიც:

1. შექსპირი
2. ამერიკის ისტორიის რჩეული დოკუმენტები
3. მარკ ტვენის „ჰეკლბერ ფინის თავგადასავალი“
4. ბიბლია
5. ჰომეროსი „ილიადა“, „ოდისეა“
6. დიკენსი „დიდი იმედები“, „ზღაპარი ორი რჩეულის შესახებ“
7. პლატონი „რესპუბლიკა“
8. სტაინბეკი „მრისხანების მტევნები“
9. ჰოთორნი „ალისფერი ასო“
10. სოფოკლე „ოიდიპოს მეფე“

როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკა წამოვიდა არა პედაგოგებიდან, არამედ განათლების სფეროს ოფიციალურ პირთა მხრიდან (პედაგოგებმა შესაშური ერთსულოვნებაც კი გამოიჩინეს), ხელისუფლებაში მათი ლობისტებიდან და სხვ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მოსწავლეებს ამ ნაწარმოებების გაგება არ შეუძლიათ, რომ ეს ჩამონათვალი არ ასახავს სექსუალურ და ეთნიკურ თემებს, რომ ის არ ითვალისწინებს ეროვნული უმცირესობის ინტერესებს, რომ ის ნამეტანი პატრიოტულია... ბენეტის კრიტიკოსები გააცოფა იმ აზრმა, რომ ზოგი ნაწარმოები შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვნად, ზოგი კი - არა. ამ განხეთქილების მიზეზი, როგორც ადელსონიც ვარაუდობდა, გახანგრძლივებულ რელატივიზმშია, რომელიც სულ უფრო მეტად მოიცავს განათლებას და თითქმის არ გვიტოვებს მიზნის არჩევის შესაძლებლობას.

განათლების ნაციონალური პალატის ანგარიში „To Reclaim a legacy“ - კოლჯებში ჰუმანიტარული მეცნიერებების შესახებ - უარყოფს საბაზო სწავლების გეგმებს, რომლის შენარჩუნებასაც ცდილობს ოდენი. უკანასკნელი 40 წლის მანძილზე ბაკალავრის ხარისხი მიიღო კოლეჯების კურსდამთავრებულთა 86%-მა ისე, რომ რომისა და საბერძნეთის კლასიკური ცივილიზაციები არ შეუსწავლია; 75%-მა ეს ევროპის ისტორიის შესწავლის გარეშე შეძლო, 72%-მა კი - ამერიკის ისტორიისა და ლიტერატურის შესწავლის გარეშეც... მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა უცხო ენების შესწავლაშიც: 1966 წელს კოლეჯების 90%-მა საერთოდ უარი თქვა უცხო ენის შესწავლაზე, ახლა მათი 50% მოითხოვს, რომ ისევ აღდგეს...

საკუთარი გზის პოვნა

განათლების ნაციონალური პალატის ანგარიშის მიხედვით, მიღწეულია კონსენსუსი. პირველი: სკოლებმა უნდა აღზარდონ მოსწავლეებში აკადემიური განათლებისადმი ინტერესი; მოსწავლეები უნდა დარწმუნდნენ რომ ფილოსოფიის საფუძვლების ცოდნა აუცილებელია ნაციისა და ცივილიზაციისათვის. მეორე: ჭეშმარიტი განათლება არის ყოველი მოსწავლისათვის სამართლიანობის ძირითადი აქტი; სკოლებმა უნდა შეძლონ მოსწავლეთა ძირითადი ნაკლის (დაბადების პირობების, აღზრდის...) აღმოფხვრა და მისცეს მას არჩევანის შესაძლებლობა, დაეხმაროს დასახული მიზნების მიღწევაში.

ამ ჭეშმარიტი ღირებულებების გამარჯვება განამტკიცებს განათლების რაღაც ზნეობრივ დონეს, მის მორალურ ეფექტს. უკვე აღარ არის აუცილებლობა, ვაიძულოთ მოსწავლეები გააკეთონ არჩევანი ტექნოკრატიულ განათლებასა (რომელიც ჰუმანიზმის სულს ანადგურებს) და „ემოციურ ლიცენზიას“ (ვაკეთოთ მხოლოდ ის, რის კეთებაც გვსიამოვნებს) შორის. განათლების სფეროში ჩვენი დიდი მიზნები უნდა დაემყაროს „გონებრივი დისციპლინის“ აუცილებლობას, როგორც ამას განათლების ტრადიციული სისტემა გვკარნახობს. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, დაუჭერს თუ არა განათლების მაღალ ხარისხს მხარს საზოგადოება, თუკი ლამის ინტელექტუალურ საოცრებად ქცეული „თანასწორობა“ და „სამართლიანობა“ ტრადიციულ განათლებას დაუპირისპირდება.

დროა, ვაღიაროთ, რომ განათლების პროგრესულობის მითი, დიდხანს, დიდხანს გვიშლიდა ხელს, დაგვენახა ჩვენი განათლების დამანგრეველი შედეგები. ჰატჩინსმა და ბესტონმა ჯერ კიდეც 50-იან წლებში შენიშნეს განათლების სფეროში არსებული ის გახანგრძლივებული კრიზისი, რომლის სამწუხარო ფინალის მოწმენიც ჩვენ ვართ. მით უფრო მტკივნეულია, უყურო, თუ ეს „დაავადმყოფებული“ იდეები როგორ მოქმედებენ დღესაც (და კიდევ იმოქმედებენ!), არადა, ისინი დიდი ხანია მხილებულნიც არიან და თითქმის უარყოფილნლიც.

წიგნიდან: „განათლების სისტემა - სამსჯავროზე: მომავლის სტრატეგია“
(მცირეოდენი შემოკლებით)
თარგმნა ირინე ჩომახაშვილმა
ჟურნალი „რწმენა და ცოდნა“ № 1, 2000 წ.


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Sep 27 2007, 04:11 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



განათლებას ადამიანი ძველთაგანვე მართლმადიდებლურ ქვეყნებში ღებულობდა,ადამიანს რომელსაც შეგნებული აქვს თუ რა არის ქრისტიანობა,იმასაც ხვდება თუ რა არის განათლება.
დამეთანხმებით,რომ დავით აღმაშენებლის დროს ბრწყინავდა "განათლების ატმოსფერო".
ე.ი ამისათვის არა რეფორმა,არამედ ძვ.კერების აღდგენა და მართლმადიდებელი ხელმძღვანელი სჭირდება.
უბრალოდ დღესდღეობით ხდება მიბაძვა სხვა ქვეყნებისა,რაშიც ჩვენთვის ქონდათ მისაბაძი,ხოლო ამასობაში ვკარგავთ ჩვენს ფასეულობებს.
რაც კარგია უნდა ავიღოთ,მაგრამ ჩვენ პირიქით ვაკეთებთ.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 11:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი