IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> მასწავლებლის როლი
marine
პოსტი Nov 30 2006, 12:29 PM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



QUOTE(ninca @ Nov 12 2006, 10:51 PM) *

მოდი. ვისაუბროთ, როგორი უნდა იყოს მართმადიდებელი მასწავლებელი, მით უფრო ახლა, როცა განათლების სისთემაში ასეთი რეფორმებია.
მე თავად ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი მაღალ კლასებში.


"მშობელმა თუ მასწავლებელმა, უპირველეს ყოვლისა, მოზარდის სიყვარული უნდა დაიმსახუროს და გასაღებიც მის ხელში იქნება.. მაგრამ სიყვარული რომ დავიმსახუროთ, ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბავშვი ნამდვილი სიყვარულით. დიდებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის მოტყუება შეუძლებელია, იგი გაცილებით მეტს გრძნობს, ვიდრე ჩვენ გვგონია.. ბავშვის აღზრდისას ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი მშობლების პირადი მაგალითია..."

ილია II


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Nov 30 2006, 02:38 PM
პოსტი #42


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



საინტერესოა...თქვენს აზრებს გავითვალისწინებ მომავალში biggrin.gif blink.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Nov 30 2006, 03:10 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(iako @ Nov 26 2006, 03:42 PM) *

არ ვიცი რამდენად გარკვევით ავხსნი რა როლი შეიძლება ჰქონდეს მასწავლებელს დაკისრებული გარდა იმისა რომ საგანი ასწავლო.
მასწავლებელი პირველ რიგში უნდა იყოს ფსიქოლოგი, რადგან სკოლის ასაკის ბავშვის განსაკუთრებულად ფაქიზი გრზნობები აქვს და ადვილად აღქმადი.
მასწავლებელი სერიოზულად უნდა იყოს დაინტერესებული ბავშვის აღზრდაში არა ფორმალურად, რადგან ეს უბრალოდ მის მოვალეობაში შედის. ის ყოველთვის მზად უნდა იყოს თითოეული ბავშვის დასახმარებალდ,(საუბარია მორალურზე და სულიერზე).
მასწავლებლის როლისთვის ერთ მაგალითს მოვიყვან, რომლითაც მთელი გერმანიის ყურადრება იყო მიპყრობილი.გასულ ორშაბათს სკოლის შენობაში შეიჭრა ერთი ახალგაზრდა გარკვეული დროის განმავლობაში დაკავებული ჰქონდა სკოლის შენობა. დაჭრა სამნეო ნაწილის გამგე, მასწავლებელი და ზოგიერთი მოსწავლე მსუბუქად დაშაავა და შემდეგ თავი მოიკლა.
ისმება კითხვა: რატომ მაინცდამაინც სკოლა და მასწავლებელი?
პასუხები ათასგვარია. მასზე ამბობდნენ რომ იყო ჩაკეტილი, უმეგობრო ბავშვი, და რომ სკოლაში მასწავლებლებისგან ცუდი დამოკიდებულიბის მეტი არაფერი არ ახსოვს და რომ საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოახდინა რომ დაენახებინა ირგვლივ მყოფებისთვის საკუთარი რაობა. და ყველაზე დიდი წვლილი ამ ადამინის დამნაშავედ ჩამოყალიბებაში მოუძღვის კომპიუტერულ თამაშებს, რომლებიც სისასტიკით არიან სავსე.
დასკვნა რომელიც გაკეთდა აქედან თუმცა არიან უფრო რეალურად და საღად მოაზრობნე ადამიანებიც, აეკრძალად კომპიუტერული თამაშები, რომელშიც სისასტიკეა გადმოცემული.
რა იოლად შეიძლება ამ საქმის გადაწყვეტა, ასე უბრალოდ რომ გამოიყურებოდეს ყველაფერი, მაგრამ მასში უამრავი პრობლემაა ჩადებული რომელიც ჩვენი თაობას აწუხებს.
საინტერესო იქნება ამ თემის განხილვა, სერიოზულად როგორ მიგაჩნიათ დამნაშავე თამაშებია მხოლოდ?
და რა კავშირი აქვს ამას მასწავლებელთან შემდეგ მე მოგახსენებთ.და თუნდაც მასწავლებლის რელიგიურობასთან.


რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებს ვერ "დავადანაშაულებთ". შემთხვევითი არ უნდა იყოს მაინცდამაინც სკოლაში შეჭრა და მასწავლებლებზე იერიში, რადგან ყველაზე ფაქიზ ასაკში მასწავლებელმა შეიძლება დიდი სულიერი ტრავმა მიაყენოს მოზარდს.
საერთოდ ძნელია გადაჭრით რაიმეს თქმა, როცა არაფერი ვიცით ამ ახალგაზრდის ცხოვრების, მისი მშობლების, ბავშვობის შესახებ.
ძალიან კი შემეცოდა. წარმოვიდგინე, რა ჯოჯოხეთი უნდა ტრიალებდეს ასეთ დროს ადამიანის გულში.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Dec 2 2006, 01:15 PM
პოსტი #44


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ნეტარი ავგუსტინეს აზრი სწავლებასა და მასწავლებელზე!

აღარ მოვიდა დრო იმისა, რომ ღვთისმეტყველთ მაინც დავუთმოთ ყურადღება "მასწავლებლებმა"?


"ნება მიბოძე, გაგიმჟღავნო, უფალო ჩემო, რანაირ აბდაუბდას ვალევდი შენს მიერ ნაწყალობევ ნიჭსა და უნარს. ისეთ დავალებას მაძლევდნენ ხოლმე, რომ მთელ სულს მიმღვრევდა და მიფორიაქებდა: ასე მაგალითად, მე უნდა წარმომეთქვა განრისხებული იუნონას სიტყვა; ქალღმერთის რისხვა იმით იყო გამოწვეული, რომ "ვერ შესძლო იტალიისათვის თავიდან აეცილებინა ტევკრების მეფის შეჭრა"67. თუ დავალებას ღირსეულად გავართმევდი თავს, ჯილდოდ ქების შესხმა მელოდა, თუ არა და, სასჯელიც ცნობილი იყო: გაბიაბრება და გაწკეპვლა. მე საერთოდ არ გამიგია, რომ იუნონას ოდესმე წარმოეთქვას ამნაირი სიტყვა, მაგრამ ჩვენ გვაიძულებდნენ პოეტურ გამონაგონთა კვალდაკვალ გვებორიალა და პროზაული სიტყვით გადმოგვეცა ის, რაც პოეტს ლექსად გამოეთქვა. განსაკუთრებით აქებდნენ იმას, ვინც შესძლებდა ზუსტად და ხატოვნად წარმოესახა ღვთაების რისხვა თუ მწუხარება, მისი ღირსების შესაბამისად, და სათანადო სიტყვების გარსში მოექცია თავისი აზრი. რა შავ ქვად მინდოდა ყოველივე ეს, ღმერთო ჩემო, ჭეშმარიტო სიცოცხლევ ჩემო?! რა თავში ვიხლიდი იმას, რომ ჩემს სიტყვებს უფრო ერთსულოვანი ტაშით ხვდებოდნენ, ვიდრე ჩემი ტოლებისას თუ თანაკლასელებისას? რა არის ეს, თუ არა კვამლი და ქარი? განა სხვა თემა არსად იყო, რომ იმაში გამეწაფა ჩემი ენაც და გონებაც?

შენი ქება-დიდება, უფალო, შენი ქება-დიდება, შენივე წერილის მიხედვით, - აი, რა უნდა ყოფილიყო ჩემი ნორჩი გულის საყრდენი, როგორც ჭიგო - ვაზის ლერწებისა! მაშინ ხომ ასე ადვილად ვეღარ მიიტაცებდა ამაოება, როგორც ონავარი ჩიტების გუნდი იტაცებს ყურძნის მარცვლებს. მეამბოხე ანგელოსებს ხომ სულ სხვადასხვანაირად სწირავენ მსხვერპლს68."

+ + +


67. "ტევკრები" ეწოდებოდათ ტროელებს, მათი პირველი მეფის ტევკროსის სახელის მიხედვით. . ."ტევკრების მეფედ" აქ ენეასი (იხ.შენ.45) იგულისხმება. ტროელების მიმართ მტრულად განწყობილი იუნონა(ბერძნული მითოლოგიით - ჰერა) ყოველნაირად ცდილობდა, რომ ენეასს თავისი თანამგზავრებითურთ ვერ მიეღწია იტალიისათვის, სადაც მას, ბედის წინასწარგანჩინებით, დიადი სამეფო უნდა დაეარსებინა. . . ამნაირი "დავალება", რომელსაც ესოდენ უსიამო გრძნობით იხსენებს ნეტარი ავგუსტინე, ჩვეულებრივი რამ იყო დაწყებითსა თუ გრამატიკულ სკოლებში. მოწაფეს არა მარტო პროზად უნდა "გარდაეთქვა" "ენეიდის" მოცემული ნაწყვეტი (1, 36-75), არამედ, სახელგანთქმული რომაელი ორატორის კვინტილიანეს (დაახლ. 35-100 წ.) სიტყვებით რომ ვთქვათ, "მჭერმეტყველური ძალმოსილებაც მიენიჭებინა პოეტის აზრისათვის, გაესრულებინა ნაკლული ადგილები, სხარტად და მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა ის, რაც ბუნდოვანი ჩანდა. . . ეს უნდა ყოფილიყო პოეტთან პაექრობა და ჭიდილი"("შეგონებანი ორატორის მიმართ", X, 5, 4-5).

68. ანალოგიის აზრი გამჭვირვალეა: ნეტარ ავგუსტინეს არ ჰქონია რწმენა, ანუ "ჭიგო" თუ "საყრდენი", ამიტომაც იყო, რომ მის გულს ისევე ადვილად იტაცებდნენ დაცემული ანგელოზები, როგორც ონავარი ჩიტების გუნდი იტაცებს მიწაზე დაცვენილ ყურძნის მარცვლებს. "ეს ამაყი და უკეთესი სულები - ამბობდა ავგუსტინე მათზე, - კეთილსურნელოვანი კვამლით კი არ საზრდოობენ, როგორც ჰგონია ზოგიერთ ბრიყვს, არამედ ადამიანთა შეცდომებით" ("ფაუსტუსის წინააღმდეგ", 20,22).

+ + + + + + +

ნეტარი ავგუსტინე. აღსარებანი; წიგნი პირველი; XVII; 27.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Dec 2 2006, 08:45 PM
პოსტი #45


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ზუსტად პრობლემაა ეს არის,რომ იმისდა გაუთვლისწინებლად რა მდგომარეობასი შეიძლება ყოფილიყო ეს მოზარდი. ამჯობინეს გადაეტანათ ყურადღება სედარებით უმნიშვნელო საკითხზე და უამრავი ამასთან დაკავშირებული პრობლემაზე საუბრისას თავი აერიდებინათ.
რაც შეეხება მასწავლებლის როლზე, უმეტესად მასწავლებელი თავის საგნის სწავლებას ახდენს და ხშირად არ ფიქობენ იმ პიროვნებაზე, ვინც მათ არსაზრდელად მიანდეს. ხშირად არც კი ინტერესდება ამ ბავშვების პიროვნებად ჩამოყალიბებაზე.
მე მგონია უფრო მნიშვნელოვანია ბავშვის სულიერად სწორი აღზრდა, ვიდრე იმ მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც ხსირად სამუდამო დავიწყებას მიეცემა და ისწავლება მხოლოდ ნიშნის მიღების გამო.(ასეთი არც თუ ისე ცოტაა).
პირველ რიგში მოსწავლის აღქმა უნდა ხდებოდეს ჯერ როგორც პიროვნების, რომელიც მართლაც რომ ცხოვრების სწავლების პროცესშია და მასწავლებელსაც არც თუ მცირე როლი ენიჭება, მის სწორ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში.



--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NaNuKa
პოსტი Dec 3 2006, 12:55 AM
პოსტი #46


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 17-November 06
წევრი № 489



მასწავლებელი კეთილი და წყნარი უნდა იყოს და არა ისეტი რო გაჰკივის და მაგიდაზე ხელს აბრახუნებს smile.gif სამწუხაროთ ბევრი ასეთი მასწავლებელი მყავს. ბავშვები ჯინაზე მასწავლებლის ჯინაზე არ სწავლობენ ხოლმე. ყველაზე კარგი მასწავლებელი რელიგიაში მყავს wub.gif მოძღვარია და smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Dec 3 2006, 03:22 PM
პოსტი #47


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



რათქმა უნდა ძნელია წონასწორობა და სიმსვიდე შეინარჩუნო, მასწავლებელსაც ხომ აქვს სხვა პრობლემები ყოველდღიური და კიდევ როცა ბავშვები ცუდად იქცევიან გაკვეთილზე არ სწავლობენ და რამდენი კლასს ასწავლის. მოთმინება სჭირდება უზომო, ამიტომ თუ არ არის ამის მოწოდება, მხოლოდ იმიტომ რომ სამუშაო ერქვას არ ღირს ამ რთული ამ საქმის შეჭიდება.
მასწავლებლისთვის მოსწავლეებთან ურთიერთობა უდიდეს სიხარულს უნდა ანიჭებდეს, როგორ უხარია დედას საკუთარი შვილების აღზრდა ასევე უნდა იყოს პედაგოგიც ისიც ხომ მართლაც ყოველდღიურ მონაწილეობას იღებს უამრავ ვავშვთა აღზრდაში.
ექიმის პროფესიის სირთულეზე იყო ყოველთვის საუბარი, მათზე ხშირად ადამიანის სიცოცხლე არის დამოკიდებული. არანაკლები პასუხისმგებლობაა საჭირო მასწავლებლების მხრიდან, ხშირად დადავადებული სული უფრო რთული განსაკურნია, ვიდრე სხეული.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 3 2006, 03:29 PM
პოსტი #48


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



iako
ყველაფერში გეთანხმები.
ექიმის ყველაზე მძიმე შეცდომაზე სავალალო ხშირად მასწავლებლების, აღმზრდელების შეცდომებია...
თუ ჩვენს ქვეყანაში გვეყოლება, როგორც შენ აღნიშნე, ისეთი მოწოდების და საჭირო რაოდენობის პედაგოგები, ვფიქრობ, ბევრი პრობლემა მოგვარდება...


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatuli
პოსტი Jan 13 2007, 03:50 PM
პოსტი #49


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 39
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 767



ჩემი აზრით მასწავლებელი უნა იყოს მორწმუნე და ძალიან უნდა უყვარდეს და მოსწონდეს ბავშვებთან ურთიერთობა.

უნდა აფასებდეს მათ აზრს და შენიშვნასაც მშვენივრად უნდა იტანდეს ბავშვებისგან. ყოფილა შემმთხვევები როცა ნამდვილად სწორი შენიშვნა მოუციათ ჩემთვის ბავშვებს.

უნდა მეობრობდე მათტან. მაშინ ბავშვებს |ძალიან ეყვარები და გაკვეთილებიც ძალიან საინტერესო გახდება ორივე მხარისთვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 14 2007, 11:44 AM
პოსტი #50


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მასწავლებლად უნდა დაიბადო...
მასწავლებელი ვერ გახდები..
ნუ მე "მალიარობის" მასწავლებელს არ ვგულისხმობ ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tako
პოსტი Jan 14 2007, 01:53 PM
პოსტი #51


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 22-December 06
მდებარ.: Deutschland
წევრი № 732



მასწავლებელი უნდა იყოს მკაცრი, უნდა იცოდეს ბავშვებთან ურთიერთობა, უნდა ქონდეს დიდი ნების ყოფა, რაც ძალიან აკლიათ მასწავლებლებს.
დავეთანხმები გლახას მასწავლებელი უნდა დაიბადო, მასწავლებელი ვერ გახდები.


--------------------
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jan 14 2007, 01:57 PM
პოსტი #52


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

მასწავლებლად უნდა დაიბადო...
მასწავლებელი ვერ გახდები..
ნუ მე "მალიარობის" მასწავლებელს არ ვგულისხმობ ...

biggrin.gif
გამომივა რამე? mad.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Jan 14 2007, 04:50 PM
პოსტი #53


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



სანამ ადამიანი ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს თავისთავზე აღებას გადაწყვეტს, უნდა გაიზიეროს მისი მთელი სირთულე.
ხდება ხშირად რომ ამას ერთ-ერთ დასაქმების რიგით სფეროდ აღიქვამენ, მაგრამ შემდეგ მთელი რიგის სიზნელეების შეხვედრისას, არც ბნებისყოფა ყოფნით და არც ბავშვების სიყვარული.
საერთოდ ცნობილია რომ პედაგოგიკა ყველაზე მეტად დაუფასებელი პროფესიაა, როგორც ანაზღაურების მხრივ ისე აღიარების მხრივ. საზოგადოებაში ეს დიდად პრესტიჯულად არ ითვლება.
მაგრამ არა მგონია დღეს საქართველოში მოდის აყოლა ვინმესთვის მნიშვნელოვანი იყოს მაშინ როდესაც ამხელა პრობლემების წინაშე ვდგავართ.
უფალი შეეწიოს ნამდვილ პედაგოგს. მას დიდი სიმხნევე და სულიერი სიმტკიცე სჭირდება.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Jan 30 2007, 03:56 AM
პოსტი #54


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



maswavlebelma tbili da megobruli damokidebuleba unda ikonios tavis moswavlestan sheayvaros tavisi sagani..maswavlebels ertdroulad sheudzlia shayvaros moswavles sagani da aseve sheadzulos..me magalitad pizika namdvilad ar momwonda, arc msurda tavidan amis swavla, magram imdenad shemayvara maswavlebelma tavi rom misdami aseti damokidebulebit, yoveltvis vicodi gakvetili da udides pativs vcemdi.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini egriseli
პოსტი Apr 15 2007, 11:23 PM
პოსტი #55


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 13-April 07
წევრი № 1,645



როცა მომავალი სიტყვიერების მცოდნე დაბადებულა, მის აკვანთან 3 კეთილი ფერია დაშვებულა და უთქვამს ერთერთ მათგანს: ბედნიერი იქნები,შენი მოწაფენი გაჯობებენ შენ და არ არსებობსო ამაზე დიდი ბედნიერება.....


--------------------
უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;
უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი;
უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი Apr 15 2007, 11:34 PM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



იყო მასწავლებელი_დიდ პედაგოგიურ ნიჭს მოითხოვს, უნდა შეგეძლოს მეგობრული ურთიერთობის დამყარება ბავშვებთან, ასევე სიმკაცრის გამოჩენა, ბავშვს შენი რიდი ყოველთვის უნდა ქონდეს, თუ რიდი არ აქვს, შენი მეგობრული დამოკიდებულებით ხშირად ისარგებლებს, ერთდროულად რიდიც უნდა ქონდეს და მეგობრული განწყობა შენს მიმართ.
უნდა გქონდეს ცოდნა, და არა მარტო ცოიდნა, ახსნის და გადაცემის უნარი, მოცემული მასალა მიიტანო მოსწავლემდე და მისთვის გასაგები გახადო.თანაბრად ყურადღებიანი უნდა იყო ყველას მიმართ და ობიექტურიც. მოსწავლის არამარტო ერუდირებას, არა მარტო მის განათლებულ პიროვნებად ჩამოყალიბებას უნდა ეცადო, არამედ მის პიროვნებად ჩამოყალიბებად, რაც პირველზე მთავარია. უნდა ჩაუნერგო მაღალზნეობრივი პრინციპები და მასზე დაფუძნებით წარმართო მისი პიროვნების სულიერი და გონებრივი განვითარება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი Apr 16 2007, 09:04 PM
პოსტი #57


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



მე ამჟამად მასწავლებლის როლი მაქვს შეთავსებული.სასწავლებელში პრაკტიკები დაგვინიშნეს და სკოლებში გაგვანაწილესsad.gifდა მხოლოდ ეხლა გავიგე თუ რამდენად რთული ყოფილა მასწავლებლობა,და ამ გადმოსახედიდან უფრო დავაფასე ჩემი მასწავლებლები.მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა ბავშვების აგზრდა.ძალიან რთულად აღსაზრდელი თაობა მოდის,და ძალიან რთულია ყველას გაუგო და თავისებურად მიუდგე,მაგრამ ყველაზე მთავარია სიყვარულით მიუდგე ბავშვებს და ისინიც აუცილებლად შეგიყვარებენ.სხვათაშორის ძალიან ბევრი ვისწავლე მათგან,და ძალიან ბევრ რამეს მივხვდი მათთან ურთიერთობისას,ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ მათიsmile.gif


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini egriseli
პოსტი Apr 17 2007, 09:31 PM
პოსტი #58


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 13-April 07
წევრი № 1,645



ოოოოოოოოოოოოოოო ეგ თემა ნაცნობია ჩემთვის თან ძალიან.ჩემი აზრიტ მასწავლებელი უნდა იყოს ძალიან ყურადღებიანი.უნდა აკონტროლებდეს თითოეულ სიტყვას, უნდა იყოს ობიექტური,მორწმუნე(ქართულის მასწავლებლებისთვის აუცილებელია),ძალიან მოსიყვარულე და და ერთგული თავისი საქმის. მე მგონი ყველაფერი ვთქვი.(3 მასწავლებელი მყავს სახლში მერწმუნეთ ასეააააააააა)


--------------------
უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;
უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი;
უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Apr 19 2007, 12:42 AM
პოსტი #59


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



მაინტერესებს, რას იზამდით: მოდის ბავშვი და ატირებული გთხოვთ, რომ თქვენს განაყოფში დასვათ, იმიტომ , რომ მას უნდა უკეთესად ისწავლოს, მაგრამ იცით, რომ თქვენს კოლეგას, რომელიც განაყოფს ასწავლის, ეს ეწყინება. შენ ამას უხსნი ბავშვს, მაგრამ ის უკან არ იხევს, ორ ცეცხლს შუა ხარ.... ასე თუ მიიღებ, შეიძლება სხვებმაც წამოყონ თავი და აქ კი შენი მოყვასი" იჭყლიტება"? შეიძლება საერთოდ დაგემდუროს.. ტკივილს აყენებ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Apr 19 2007, 01:06 PM
პოსტი #60


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ninca
მე მგონი ეგ შეკითხვა მოძღვარს უნდა დაუსვათ.

მე მაგ ბავშვს ცალკე დავიბარებდი სახლში და უსასყიდლოდ ვამეცადინებდი თუ ამისი დრო მექნებოდა.

თან ვთხოვდი არავისთვის გაემხილა.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 04:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი