IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
> მასწავლებლის როლი
likka
პოსტი Apr 19 2007, 11:53 PM
პოსტი #61


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ჩემი სამსახური ნამდვილად არა, მაგარმ საქმე კი მომენატრა....;(

"ბავშვები" (ბევრი მათგანი სულაც არ იყო ბავშვი..wink.gif ) მომენატრნენ....


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2007, 07:44 PM
პოსტი #62


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მე ვთვლი, რომ ნამდვილი პედაგოგობა გმირობაა, უფლისგან ბოძებული ნიჭია.. ყველას არ შეუძლია იყოს პედაგოგი..

დიდი, თანდაყოლილი ნიჭია მოსწავლეებს უყვარდე, საგანს სწავლობდნენ და ამავდროულად კლასში, გაკვეთილზე, ბუზის გაფრენის ხმა ისმოდეს.. smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Apr 20 2007, 07:50 PM
პოსტი #63


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ნამდვილად ეგრეა....
და მერე როგორი კარგი გრზნობააა (კარგი მსუბუქად ნათქვამია...smile.gif ) როცა შენი გაცემული ყურადღება და შრომა უკან გიბრუნდება სითბოს, სიყვარულის, დაფასების სახით....

ვერ აღვწერ, მართლა ეგრეა.....

მთავარია გული ჩადო და გიყვარდეს ის რასაც აკეთებდ...
ცოტა გამომგონებელი იყო, ცოტა ხუმარა, ცოტა "ზმაკაცი", ცოტა "მარჯვენაწარბაწეული დეიდა tongue.gif, ცოტა მკაცრი და პლიუს კიდე ცოტა ენთუზიზმიც და სუპერ! tongue.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Apr 24 2007, 11:38 AM
პოსტი #64


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ამ წუთას წავიკითხე ახალციხიდან მოსული სტატია (ჩემს სამსახურში ვიღებთ სტატიებს რეგიონებიდან). 23 წლის ისტორიის მასწავლებელმა, გოგომ, სცემა ბავშვი, მეშვიდე კლასელი ბიჭი ისე რომ სერიოზული ტვინის შერყევა მიიღო, ბავშვი ვეღარ ხედავს კარგად და თავის და თვალის ტკივილები დარჩა.

კომენტარი თქვენთვის მომინდია. ჰო, ის გოგო ისევ მასწავლებლობს ბედნიერად და აღიარებს რომ მართლა ცემა.


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2007, 03:44 PM
პოსტი #65


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღზრდის საქმეში მასწავლებელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ შეიძლება სკოლაში შემთხვევითი ადამიანები მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ამას ჩვენთან არ ექცევა სათანადო ყურადღება, რის გამოც ყველაზე მეტად მომავალი თაობა ზიანდება.

მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს და მშობელივით უნდა მოექცეს მათ. ამასთან, თვითონაც უნდა შეაყვაროს მათ თავისი თავიც და თავისი საგანიც. ამასთან, აუცილებელია, რომ იგი არ შემოიფარგლოს მხოლოდ საგნის სწავლებით და ცხოვრებისათვისაც მოამზადოს ისინი. ამ მიზნით მოსწავლეებთან უნდა ჩაატაროს კლასგარეშე შეხვედრები და საუბრები იმ პრობლემებზე, რომლებიც ახალგაზრდებს ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეთ. ასწავლოს ავისა და კარგი გარჩევა, ასწავლიდეს სწრაფი რეგირების კულტურის.

მიმაჩნია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი საშუალო და უმაღლესი სკოლების პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი აყალიბებენ ქვეყნისა და ერის მომავალს და არ არსებობს ამაზე მეტად საპასუხისმგებლო სხვა პროფესია. ეს საქმიანობა უნდა იყოს პრესტიჟული და ეს წოდებაც დიდი შრომის ფასად უნდა მიენიჭოს ამა თუ იმ ადამიანს.

თუ ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, გავზრდით მოაზროვნე, გონიერ, ანალიტიკური უნარის მქონე თაობას, რაც დაეხმარება მათ ზნეობრივად ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბებაშიც, რადგან ადამიანი, შეგნებულად თუ არ ემსახურება ბოროტებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად გააცნობიერებს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ გამოცდაა და მომზადებაა მარადიულობისათვის და უარს აღარ იტყვის ყველაზე ძვირფასზე - უფლის სიყვარულზე."

ილია II


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2023, 08:37 PM
პოსტი #66


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



პირველი ზარი

პირველი ზარი,
პირველი კლასი,
პირველი მერხი -
ასო პირველი,
მასწავლებელი წიგნით
და ცარცით -
ჩვეუელბრივი,
თან საკვირველი.
სკოლა - სილაღე,
სკოლა - სიმაღლე.
სკოლა - ღიმილი,
ლაღი ბავშვობა,
სკოლა, რომელსაც
უფრო ვინატრებთ,
რაც წლებით უფრო
მეტად დაგვშორდა.
სკოლა - სიწმინდე,
სკოლა - სინდისი,
სკოლა - ბავშვობის ფუძე,
საყრდენი,
იმდენს ვინ მოსთვლის,
იმდენს ვინ იტყვის,
სკოლა - სიკეთე
კიდევ რამდენი!
დღეს იმიტომ ვარ
საღი და მთელი,
მზის მოყვარული -
მხნე და გულადი,
რომ ბავშვობიდან
მომყვება ფრთები,
ფრთები, რომლებსაც
სკოლას ვუმადლი.

/ლეილა ბაგრატიონ-ბაბადიში/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2023, 03:40 PM
პოსტი #67


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალი კარგი პედაგოგია. როგორც მასწავლებელი, როცა ხედავს, რომ ბავშვს აქვს სწავლის სურვილი, მაგრამ გარკვეულწილად ზარმაცი და გულუბრყვილოა, სწავლისკენ უბიძგებს ხოლმე, აიძულებს, მეტი იკითხოს, უფრო მეტ გაკვეთილს აძლევს, ზოგჯერ აშინებს კიდეც იმით, რომ ესა და ეს უკეთ სწავლობსო. მასწავლებელი ხედავს, როგორ წარემატება მისი მოსწავლე, იცის მისი შესაძლებლობები ამიტომ, თუ მას უყურადღებოდ დატოვებს, ფაქტობრივად, ზიანს მიაყენებს. მასწავლებელი უბიძგებს მას კიდევ უფრო დიდი ცოდნის შეძენისკენ. ასე აკეთებს ღმერთი, რომელიც ხედავს ადამიანის მაძიებელ სულს, ხედავს, რომ ჩვენ ხანდახან გვაქვს კარგი მისწრაფება და სურვილი, მაგრამ არ გვაქვს ძალა და ნება, მეტის გაკეთება არ გვინდა, სიზარმაცე და სხვა მსგავსი რამ გვადამბლავებს. და ღმერთი, თავისი "პედაგოგიური ხერხებით" - სიმშრალით, გამოცდით, მწუხარებით, განსაცდელებით, გულისთქმებით - ისე მოაწყობს, რომ ადამიანი მუდმივ სულიერ მღვიძარებაში იმყოფება და წინ მიიწევს"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2024, 12:10 PM
პოსტი #68


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მასწავლებელი მარტო იმას კი არ უნდა ამოწმებდეს, კარგად ისწავლეს თუ არა ბავშვებმა გაკვეთილი, არამედ, სხვა საკითხებსაც ყურადღებით უნდა ეკიდებოდეს, მაგალითად - მოსწავლეების სათნოებებსა და ხასიათის დადებით შტრიხებს. შეფასება, რომელსაც ღმერთი უწერს ბავშვებს, ყოველთვის არ შეესაბამება მასწავლებლის მიერ დასმულ ნიშნებს. ვიღაცის ორიანი შესაძლოა ღვთისთვის ხუთიანი პლუსით იყოს, ხოლო, ვიღაცის ხუთიანი პლუსით ღვთისთვის იქნებ ორიანიც კი აღმოჩნდეს"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 11:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი