თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფოლკლორი _ ანსამბლი "ნანინა"

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Sep 23 2008, 05:02 PM

ქალთა ფოლკლორული ანსამბლი "ნანინა" მსმენელის წინაშე პირველად 2004 წელს გამოვიდა. ანსამბლის წევრები ქართველ ქალთა ტრადიციულ სიმღერებს ასრულებენ. მათ შორის მღერიან ქართული ფოლკლორული სიმღერების იმ მივიწყებულ ვარიანტებს, რომელიც ანსამბლის წევრებმა მოიძიეს და შეისწავლეს smile.gif

ანსამბლის ხელმძღვანეია თეა კასაბული. "ნანინაში" მღერიან: მაია გელაშვილი, ვიქტორია სამსონაძე, მაკა ხარძიანი, ლია გაბიდაური, ქეთი ბანცაძე, ნინო თუშიშვილი, ნატო ჩაკვეტაძე.

"ნანინას" პირველი კომპაქტ-დისკის პრეზენტაცია 2008 წლის ივნისში გაიმართა smile.gif




სიმღერების ლინკებს ვეშაპოს მივანდობ cool.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 23 2008, 07:17 PM

IPB-ს სურათი




ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა 'ნანინამ' 2004 წელს, თბილისში გამართულ 'ქუჩის ფესტივალზე', პირველი საჯარო გამოსვლისთანავე მიიქცია მსმენელის ყურადღება გამორჩეული რეპერტუარით, თავისებური საშემსრულებლო სტილითა და მანერით. წარმატებული დებიუტი არაერთ ფესტივალსა და საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობით გაგრძელდა. ანსამბლს დიდი წარმატება ხვდა წილად ლატვიაში გამართულ ბურდონული მრავალხმიანი მუსიკის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე, 2007 წლის ზაფხულში.

'ნანინას' წევრები სტუდენტობის წლებიდან მეგობრობენ, თითქმის ყველანი ეთნომუსიკოლოგები არიან. ანსამბლის ხელმძღვანელია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტი, ანსამბლ 'მზეთამზის' წევრი, თბილისის თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მგალობელ-რეგენტი, ეთნომუსიკოლოგი თეა კასაბური. 'ნანინაში' მღერიან: მაია გელაშვილი, ვიქტორია სამსონაძე, ანა ყელბერაშვილი, ლია გაბიდაური, ქეთი ბანცაძე, ნინო თუშიშვილი, მაკა ხარძიანი, ნატო ჩაკვეტაძე.

http://www.link.ge/file/112511/Nanina---mecxvaris-simgera--tusheti-.mp3.html


© www.Alazani.ge

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Sep 24 2008, 12:41 AM

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img76/dscf4471jp2.jpg/1/

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Sep 25 2008, 03:26 PM

მე მომეწონა

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Sep 25 2008, 05:53 PM

: )
კიდევ დადეთ სხვა სიმღერებიც რა.. : )


პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Sep 26 2008, 12:19 PM

ქალთა ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლი smile.gif
iisperiTOVLI
ავატარზე შენ ხარ? tongue.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 26 2008, 01:20 PM

http://alazani.ge/?act=showteam&id=44&j=0&lang=geo

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Oct 18 2008, 05:26 PM

რა საყვარლები არიან ... ბათუმში ერთად მოგვიწევს წასვლა ფესტივალზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 24 2009, 04:39 PM

ამ ზაფხულს ანსამბლი იყო ლატვიაში ფესტივალზე, "ჯვარულთან" ერთად smile.gif

ამჟამად იყვნენ ბათუმის IV ხალხური და სასულიერო მუსიკის ფესტივალზე smile.gif

წარმატებები და შემოქმედებითი წინსვლა ამ ანსამბლის smile.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 24 2009, 09:24 PM

აუ ძაან მიყვარს ეს ანსამბლი რა.
მაგარი ხმები აქვთ.
ვიქტორია მაგრად მღერის ძაან. smile.gif

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Oct 24 2009, 10:05 PM

QUOTE(მატასი @ Sep 23 2008, 06:02 PM) *

"ნანინას" პირველი კომპაქტ-დისკის პრეზენტაცია 2008 წლის ივნისში გაიმართა smile.gif
სიმღერების ლინკებს ვეშაპოს მივანდობ cool.gif



აუუ რა მაგარიააა. მხოლოდ 5 სიმღერაა დისკზე?

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 24 2009, 10:11 PM

იაკობ

ციტატა
აუუ რა მაგარიააა. მხოლოდ 5 სიმღერაა დისკზე?

არა მეტია და შეგიძლიათ შეიძინოთ tongue.gif

სად ამას ვეშაპო გვეტყვის ალბათ smile.gif

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Oct 26 2009, 04:28 PM

ციტატა(ნანინა @ Oct 24 2009, 11:11 PM) *

იაკობ

არა მეტია და შეგიძლიათ შეიძინოთ tongue.gif

სად ამას ვეშაპო გვეტყვის ალბათ smile.gif


ნეტა როდის გვეტყვის ?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)