ფარდობითობის თეორია, ჩემი უსაყვარლესი თეორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფარდობითობის თეორია, ჩემი უსაყვარლესი თეორია |
m16 |
Dec 14 2007, 08:17 PM
პოსტი
#1
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
რახან ამ განყოფილების სათაურია "მეცნიერება და განათლება"ფარდობითობის თეორია ზუსტად მეცნიერებას ეხება და თემაც ამიტომ გავხსენი....
მოკლედ ვინც იცის რამე,ოღონდ აქ მართლა არ გვინდა ოფები. მე რაღაც წარმოდგენა მაქვს, მაგრამ მისი ჭეშმარიტი სახის დანახვა მინდა ზოგადათ მიმოვიხილოთ ფარდობითობის თეორია,ძირითად ნაწილებს შევეხოთ თორემ დეტალებს თუ ჩავუღრმავდით ნადვილად გავფრინდებით... -------------------- :)
|
k@the |
Dec 14 2007, 09:42 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ძალიანაც დაკავებული ვარ, მაგრამ თუ მათემატიკასთან რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, დროს ყოველთვის გამოვნახავ ბავშვებო თქვენთვის! არ მესმის რატო გაგაბრაზათ ამ თემამ? ყოველთვის ყველაფერს წიგნიდან ვერ ისწავლი. ხანდახან საჭიროა ვინმეს კითხო და მარტივი ახსნილი მოისმინო. აკადემიური ენით ნაწერი წიგნები ჩემთვისაც რთულია, მითუმეტეს თქვენთვის. ასე რომ ნურავის მოგერიდებათ კითხვის დასმა! ეს განყოფილებაც სწორედ კითხვებისთვისაა! სადაც კითხვა ჩნდება, იქ პასუხის ძიებაც უფრო საინტერესო და მრავლისმომცემია. თემა საინტერესოა. ვერ ვხედავ მისი დახურვის აუცილებლობას. ფორუმზე გვყავს ხალხი, ვისაც ერთი-ორი საიტერესო პოსტის დაწერა შეეძლება ამ საკითხზე და სიამოვნებით გავეცნობი. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
guest |
Dec 19 2007, 08:17 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
დროისა და სივრცის დამოკიდებულება ფორუმილით,რა სახით მოიცემა? პრაქტიკული კითხვებიდან აქ გადმოვიტანე შენი კითხვა, რამდენადაც გავიგე ამ თემას ეხება, თუ სხვანაირად ფიქრობდი,მაშინ იქ დაწერე ზუსტად რა გაინტერესებს. ანუ სივრცედროის დამოკიდებულება შეიძლება ამ ფორმულით ვაჩვენოთ: c = სინათლის სიცქარე, 300 000 კმ/წმ (ფორმულაში უნდა გამოიყენო მ/წმ) t = დროისკორდინატი, წამებში ct-ს აქვს განზომილება მ (მეტრი) , რამეთუ სიჩქარისა და დროის ნამრავლია, ისევე როგორც სივრცული კოორდინატები: x, y , z უნდა ცასვა ფორმულაში მეტრებით (SI- სისტემა) . პ.ს. ნოდარ, ალბათ გეცოდინება, რომ ფარდობითობის თეორიით ფიზიკაში შემოვიდა სივრცე-დროის "კოორდინატთა" ღერძი, ანუ "მეოთხე განზომილება". |
m16 |
Dec 19 2007, 09:14 PM
პოსტი
#4
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
ციტატა ნოდარ, ალბათ გეცოდინება, რომ ფარდობითობის თეორიით ფიზიკაში შემოვიდა სივრცე-დროის "კოორდინატთა" ღერძი, ანუ "მეოთხე განზომილება". მეოთხე განზომილება როგორც ვიცი თავად დროა ხო? ამ ფორუმულიდან r რა არის? ცე ტე კვადრატი რატომ აკლდება? იქს კვადრატი,იგრეკ კვადრატი და ზეტ კვადრატი წარმოადგენს სივრცეს სადაც ტე მუდმივია. -------------------- :)
|
ლალი |
Dec 20 2007, 12:38 AM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 979 რეგისტრ.: 25-December 06 წევრი № 742 |
m16
ციტატა ამ ფორუმულიდან r რა არის? ოთხგანზომილებიანი სივრცის რადიუს-ვექტორი. |
m16 |
Dec 20 2007, 12:42 AM
პოსტი
#6
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
ადამიანი
-------------------- :)
|
guest |
Dec 20 2007, 12:29 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ცე ტე კვადრატი რატომ აკლდება? იქს კვადრატი,იგრეკ კვადრატი და ზეტ კვადრატი წარმოადგენს სივრცეს სადაც ტე მუდმივია. ფარდობითობის თეორიის მიხედვით ნაწილაკის (ან სხეულის) "მდებარეობას" საზღვრავს დროითი კორდინატი t და სივრცული კოორდინატები (x,y,z), დროის კოორდინატი აქ "გამოიყენება" c სინათლის სიჩქარის ერთად ანუ ct ნამრავლად, რომ ქონდეს მას იგივე განზომილება რაც (x,y,z)-ს. ყველაფერი ამის ერთობლიობას გამოსახავს ე.წ. ოთხ-ვექტორი , რომლის "მოდულიც" ზედა ფორმულაში წერია. აქ შემოდის ევკლიდეს სივრცეებისგან განსხვავებული სივრცეების ცნებები,მაგ. მინკოვსკის სივრცე და ა.შ., რისი აღწერაც აქ კომპლეკსურია და აზრი არ აქვს, შემოდის კიდევ მათემატიკური სიდიდე ტენზორი, რომელიც არის გეომეტრიული ობიექტი და "შედგენილია" სკალარული და ვექტორული სიდიდეების ერთობლიობისაგან. მაგალითად, 0 ხარისხის ტენზორი არის სკალარი და 1 (პირველი) ხარისხის ტენზორი არის ვექტორი ჩვეულებრივი. მინუს ნიშანი ზედა სივრცე-დროის ფორმულაში იმის შედეგია, უფრო რომ გაიგო ასე ვიტყვი დაახლოებით: ის r ვექტორი წარმოიდგინე რომ დააპროექციო x,y,z და ct ღერზებზე, როდის არის მინუს ნიშანი? როცა ღერძის მიმართულების საწინააღმდეგოდაა მიმართული ხომ? ალბათ გაიგე, აქ ვერ დავხაზავ რომ თუნდაც სიბრტყის შემთხვევაში ვაჩვენო. ეს პრიმიტული განმარტება, საკითხი უფრო რთულია, შემოდის სხვადასხვაგვარი გარდაქმნები, ერთერთი ცნობილი კი ლორენცის გარდაქმნებია, ასევე გამოიყენება ზემოთ ხსენებული ტენზორული აღრიცხვა და ასევე მატრიცებიც მრავლობენ. მოკლედ, ამ თეორიის მიხედვით, სივრცულ და დროით კოორდინატებს მუდამ აქვთ განსხვავებული ნიშანი. მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევაში კი, როდესაც შავ ხვრელებთან გვაქვს "საქმე", ამ დროს მატრიცის ნიშანი იცვლება და შესაბამისად დრო და სივრცე იცვლიან ნიშნებს, რაც სხვა არაფერი თუ არა იმის წარმოდგენა , რომ ისინი მათ მნიშვნელობას, არსს " უცვლიან ადგილებს ". მარტივად სათქმელია ასეც : რაც სწრაფად მოძრაობს სისტემა, მასში დრო უფრო ნელა გადის, ანუ ე.წ. ტყუპების პარადოქსი, წარმოიდგინე ორი ტყუპი, ერთი დედამიწაზე დარჩეს, მეორე კი რაკეტით დიდი სიჩქარით გააფრინონ ."მიწიერი დროის " მიხედვით ვთქვათ 20 წლის მერე რომ დაბრუნდეს გაფრენილი ტყუპი დედამიწაზე, ის უფრო ახალგაზრდა იქნება,ვიდრე მიწაზე დარჩენილი. საიდან გაგახსენდა შენაც ეს ფარდობითობის თეორიაც შე კაცო ბოლოში თვით აინშტაინიც ვეღარ და აღარ უგებდა მაგას. მე არ მაქვს პედაგოგიური ნიჭი ნოდარიკო ამ საკითხში ეგება უფრო D.P , ზაზა ან სხვები უკეთ დაგეხმარებიან. |
m16 |
Dec 20 2007, 02:47 PM
პოსტი
#8
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
ციტატა მე არ მაქვს პედაგოგიური ნიჭი ნოდარიკო ამ საკითხში არა ყველაფერი გავიგე დიდი მადლობა შენ :D:D -------------------- :)
|
კანუდოსელი |
Dec 24 2007, 01:30 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
m16
დიდი დრო არ მაქვს და შევეცდები მოკლედ გითხრა: განვიხილოთ ერთი სივრცითი განზომილება X და დრო T მაშინ მაგ დროში სინათლე გაივლის მანძილს X=CT, ანუ სინათლისთვის X^2-(CT)^2=0, მოდი ამ ნულს დავარქვათ S^2(=0), ანუ ზოგადად X^2-(CT)^2= S^2, ხოლო სინათლისთვის ის გამოსახულება უდრის ნულს - ეს არის მინუსის ასე ვთქვათ შემოტანის მიზეზი. გეომეტრიული შინაარსი კი ის არის, რომ ის 4 განზომილებიანი ზეაპირი არ არის ე.წ. ევკლიდის ზედაპირი, ანუ ზედაპირი, სადაც ევკლიდის გეომეტრიაა ძალაში. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 05:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი