IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია
გლახა
პოსტი Nov 17 2006, 11:07 AM
პოსტი #181


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



შეხვეწილი


ციტატა
ხო, რაც მთავარია, ახლა ნოსტალგიით შეპყრობილებმა რომანტიკულად არ დაუწყოთ ჩვენებურ ცას ცქერა და არ გააზვიადოთ ქართული ცის ამბები იმერულად.


ანდრო ბიჭი ქართლელია ქართლელი... wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Nov 17 2006, 09:28 PM
პოსტი #182


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



რომელია მანდ ფიზიკოსი?
დამეთანხმება რომ მთიან მასივებში ჰაერი უფრო გამჭვირვალეა,რადგან მაღლა ხარ,ჰაერი გაიშვიატებულია,ორთქლი მოწმენდილ ამინდში ნაკლები,ობსერვაღორიებსაც სწორედ მთებში აშენებენ.
ამერიკა #1 გამომბოლქვავია მსოფლიოში, ამიტომაა მათი ცა მეტად დაბურული.ისე როგორც მსოფლიო ურბანისტულ ცენტრებში.
ჩვენი ზეცა კი საბჭოეთის დაშლის მერე საერთაშორისო ავიამაგისტრალად იქცა.
თბილისის ცაზე ზაფხულში ღამით რომ აიხედოთ შეგეშინდებათ ისეთი ინტენსიური ფრენაა, მაგრამ ეს ხდება ძალიან მაღლა (ალბათ 10 კმ).
ეს როგორ იმოქმედებს ჩვენ ვარსკვლავიან ცაზე და კლიმატზე არ ვიცი.
მაგრამ ჯერ ჯერობით ვარსკვლავეთის თაღი გვადგას.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Nov 18 2006, 08:31 PM
პოსტი #183


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



გერმანიის ცა ნამდვილად არ მინახავს ისეთი მოჭედილი ვარსკვლავებით, როგორც საქართველოში. თუნდაც ძალიან მოწმენდილ ცაზე და კარგ დარში.
ეს კითხვა ჩემს ნაცნობ გერმანელ ფიზიკოს უნდა დაუსვა, საინტერესოა რა პასუხს გამცემს. biggrin.gif
ისე კი მშობლიური ცა სხვა არის ისე როგორც მიწა ხომ გაგიგონიათ და ყველას თავისი უყვარს და მოსწონს. smile.gif


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნა
პოსტი Nov 19 2006, 04:11 AM
პოსტი #184


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-November 06
წევრი № 494



ციტატა(mnate @ Aug 19 2006, 11:36 PM) *

მარადიული თემა, მარადიული ტკივილი, მარადიული ნოსტალგია. . .

საქართველო ყოველთვის ელოდა თავის შვილებს, ყოველთვის იყვნენ ადამიანები რომლებიც მეგრულ "ნანას" და გურულ "კრიმანჭულს" ნატრულობდნენ, იქ სადღაც ცრემლი ყოველთვის იღვრებოდა, იქ სადღაც დასალიერში ქართველი სამშობლოს უნახავად კვდებოდა, მაგრამ გულში ყოველთვის ისმოდა ხმა "მე შვილი ვარ საქართველოსი"

და ახლაც ისტორიულმა ბედკრულობამ, ეკონომიკურმა დუხჭირმა თუ ოჯახურმა პირობებმა ქართველი მოწყვიტა თავის მიწას და სადღაც დასალიერში დაასახლა. . . მაგრამ იქ სადღაც სამშობლოს სიყვარულის ცეცხლი კვლავ გიზგიზებს. . .
ეს ადამიანები სიყვარულს ელიან, ყოველგვარი ქართულის მონატრებით და დიდი პატრიოტიზმით.


გაიხარე მათე ესეთი თბილი სიტყვებისტვის

დიდი მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Nov 21 2006, 02:22 AM
პოსტი #185


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22




ეს ლექსი შემთხვევით ვნახე, არ ვიცი ვისი დაწერილია, მაგრამ ძალიან გულზე მომხვდა და მომეწონა , ვფიქრობ სხვა ემიგრანტებსაც მოეწონება .. smile.gif

როცა დავშორდი საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი,
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი

სჯობს ღარიბობა ჩემს სამშობლოში
სჯობს რომ მესმოდეს ენა ქართული
ისეთი სწრაფად მიფრინავს წლები
თითქოს თამაშით ვიყო გართული

როდესაც გავხდი მე ემიგრანტი
შევიწროვება ვიგრძენი მაშინ
უცხო კანონებს ვემორჩილები
დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი

ჩემს ქვეყანაში მე ფრთები მესხა
და პატრიოტი ქართველი მერქვა
მე იქ შემეძლო ჩემი ლექსები
ხალხის წინაშე ხმამაღლა მეთქვა

სადაც ვიქნები სულ მეყვარება
ჩემი მთები და ჩემი ბუნება
რაც მთავარია მემახსოვრება
”ენა მამული სარწმუნოება”

როცა დავშორდი ჩემ საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი




--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Nov 21 2006, 02:50 AM
პოსტი #186


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



გუშინ იყო ქართული კინო ფესვები ძალიან მიყვარს ეგ კინო,ამით იმის თქმა მინდა რომ იქ ერთ მომენტში ასეა ნათვქმი ჩვენ დაგვაგვიანდა საქართველოში წასვლაო, ეს სიტყები მუდამ მახსოვს მგონი დასაფიქრებელია,ნუ დაკარგავთ საქართველოს სიყვარულს გფარავდეთ უფალი!


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Andria
პოსტი Nov 22 2006, 02:39 AM
პოსტი #187


God bless Georgia
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 29-August 06
მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA
წევრი № 120



ლექსი მართლა მაგარია შოთა, მეც მაგრად მომხვდა გულზე...


--------------------
IPB Image
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teo..
პოსტი Nov 23 2006, 10:40 PM
პოსტი #188


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 17-November 06
მდებარ.: USA
წევრი № 486



ციტატა(Sexvewili @ Nov 16 2006, 05:45 PM) *

გაიხარე, ამ სიტყვებისთვის.
საქართველოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა გადმოგეხუროთ საფარველად უცხოობაში მყოფებს ყველას, მათ შორის ბიძაჩემსა და ნათლიაჩემს!

ველი დანარჩენ მერცხლებს:
აბა დაპოსტეთ, როგორია მანდაური ცა? წყვარამი და კუნაპეტი, თუ კავკასიონურად გაკაშკაშებული.

ხო, რაც მთავარია, ახლა ნოსტალგიით შეპყრობილებმა რომანტიკულად არ დაუწყოთ ჩვენებურ ცას ცქერა და არ გააზვიადოთ ქართული ცის ამბები იმერულად.

მე ობიექტური პასუხები მაინტერესებს!




შენს მიერ ნათქვამ მერცხლებზე გამახსენდა smile.gif საოცარი რა არის იცით ?? მე 1998 წლიდან ამერიკაში ვცხოვრობ და არც ფლორიდაში და არც ნიუ-იორკში მერცხალი თვალით არ მინახავს. ყოველ გაზაფხულს (ჩვეულებისამებრ ) ველი მერცხლების მოფრენას მაგრა...

გაზვიადებად არ ჩამომართვათ მაგრამ არც ცა არ არის ისეთი, როგორიც საქართველოშია, მანდ მყოფები ვერ ამჩნევთ რა საოცრად ახლოა ცა საქართველოს თავზე, როგორი კამკამაა და ვარსკვლავებიანი... აქ ისეთივე შორია ცა და ვარსკვლავები როგორც საქართველო... და ისე მენატრება მერცხლის ჭიკჭიკი როგორც მშობლიურ ენაზე მოსმენილი საგალობელი...

ეს გაზვიადება არ არის, ეს სიმართლეა, ისევე როგორც დიაგნოზი: - ქართველ ერს თანდაყოლილი დაავადება აქვს, ამ დაავადებას - "ნოსტალგია" ქვია smile.gif

ამ ლექსებს თქვენ გიძღვნით ჩემო უცხოეთში მცხოვრებო საქართველოს შვილებო (ქართველებო და საქართველოზე შეყვარებულო არაქართველებო)

ჩემო თბილის ქალაქო

მე შენს ქუჩებს,ფეხშიშველი შემოვირბენ, ჩემო თბილის-ქალაქო,
ჩემო ჭაღარა მთაწმინდავ, სასუფეველო წმინდანთა,ჩემო სულის მალამო
ვენაცვალე, შენს მთა-ველებს, სილამაზე, თვალს მეტი რა ვანახვო,
უცხოეთის ცის ქვეშეთშიც, მონატრებად მოვლენილო ზღაპარო...
უფლის წმინდა ტაძრებად და სალოცავად აღმართულო ალამო,
მითხარ! შენი სილამაზე, გულში ჩუმად, როგორ უნდა ვატარო,
როცა იქნეს მივიცვალო, ჩემი ნეშტი, შენს თბილ მიწას, მინდა, რომ მიაბარო,
ჩემი სული, საქართველოს, ცის ლაჟვარდზე ატარო,
მე შენს ქუჩებს, ფეხშიშველი შემოვირბენ, ჩემო თბილის-ქალაქო,
უცხოეთის ცის ქვეშეთშიც, მონატრებად მოვლენილო ზღაპარო...

08.03.1998
თეა კანდელაკი




მ ა შ ი ნ, რ ო დ ე ს ა ც . . .

ახლა, სამშობლოს მოწყვეტილი, ვემსგავსე კუნძულს -
ვრცელ ოკეანის შუაგულში უსასოდ შთენილს.
მაშინ, როდესაც, მზეც კი კარგავს მცხუნვარე სხივებს,
მაშინ, როდესაც, მთვარის სირმა ცის ტატნობს კვეთავს...
ჩემი ფიქრები, უერთდება შორით ტატნობებს...
ჩემი სხეული, გათანგული, უძრავი ხდება
და მხოლოდ, ლოცვად გარდაქცეულს, შევიცნობ ჩემს სულს,
იქ, სადაც ცათა ტალანები წყალს უერთდება...

და ჰორიზონტზე, იბადება ტკივილი მწველი,
სულს ჩაბუდრული მონატრება მიდაღავს სხეულს...
მე, საქართველოს ნაწილი ვარ, ის სისხლის წვეთი,
დილის ცვარად რომ პოულობენ, ხან ნისლად ქცეულს...
თავს ჩამოწოლილ - ბუმბერაზი მთების ქედებზე,
ხან, კი, მივყვები ქარიშხალთა უსაზღვრო ქროლვას,
ხან, დავიბურავ, ყაყაჩოთა წითელ სამოსში -
თვალებს ცრემლიანს და მანდილით ვიფარავ თრთოლვას...

მაშინ როდესაც, მზეც კი კარგავს მცხუნვარე სხივებს,
მაშინ, როდესაც, მთვარის სირმა ცის ტატნობს კვეთავს...
მთელი არსებით, საქართველოს ნაწილი ვხდები,
ჩემი სხეული, გათანგული, უძრავი ხდება...

03.18.05
თეა კანდელაკი


თქვენის ნებართვით ამ ლექსებსაც პოეზიის გვერდზე გადავიტან


--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Nov 24 2006, 02:48 PM
პოსტი #189


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



თიკა შენი ლექსები სხვა ფორუმზეც მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს. გამიხარდა აქაც რომ გიპოვე. მგონი იგივე თიკა ხარ.
ერთი შეკითხვა მაქვს შენთან ''ცისფერ ცრემლთა ძოწისფერი ნაფეხურები'' გადმოვიწერე ადრე სხვა ფორუმიდან მაგრამ ავტორის მიწერა დამავიწყდა.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teo..
პოსტი Nov 26 2006, 01:34 AM
პოსტი #190


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 17-November 06
მდებარ.: USA
წევრი № 486



ციტატა(iako @ Nov 24 2006, 01:48 PM) *

თიკა შენი ლექსები სხვა ფორუმზეც მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს. გამიხარდა აქაც რომ გიპოვე. მგონი იგივე თიკა ხარ.
ერთი შეკითხვა მაქვს შენთან ''ცისფერ ცრემლთა ძოწისფერი ნაფეხურები'' გადმოვიწერე ადრე სხვა ფორუმიდან მაგრამ ავტორის მიწერა დამავიწყდა.


გამარჯობა იაკო, გამახსენდა შენი ნიკი smile.gif რახან ეს ნაწარმოები წაგიკითხავს ესე იგი ის თიკა ვარ smile.gif " ცისფერ ცრემლთა ძოწისფერი ნაფეხურები"- ც ზუსტად საქართველოს მონატრებამ დამაწერინა და იმ გულისტკივილმა რომელიც მისგან წამოსულ ვაი-ქართველებში დავინახე სამწუხაროდ. თუ ავტორის მიწერა გინდა მიაწერე ჩემი სახელი და გვარი.

გაზაფხულზე თუ ღმერთი ინებებს წიგნის გამოცემა მაქვს დაგეგმილი და პრეზენტაციაც საქართველოში ჩატარდება ალბათ, თუ სურვილი გექნებათ ამ ფორუმიდან ყველას დიდი სიამოვნებით დაგპატიჟებთ, მანამდე კი საკმაო დროა, მაგრამ პირობა არ მავიწყდება.

სიყვარულით
თეა კანდელაკი


--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gio23/05
პოსტი Nov 26 2006, 08:41 AM
პოსტი #191


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 23-November 06
წევრი № 510



გამარჯობათ
მართალი ხართ მართლა ძნელია საქართველოდან შორს ყოფნა
მე თვითონ ვარ და ძალინ მიჭირს
და ძალიან მიხარია რომ ეს საიტი აგმოვაჩინე
მადლობა გმერთს რომ ბევრი ქართველი დაადგა ჭეშმარიტ გზას
გაიხარეთ და გმერთმა დაგლოცოთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Nov 26 2006, 01:31 PM
პოსტი #192


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



თეა
შენს ლექსებს ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. საოცარი სულია მათში ჩაქსოვილი. მოუთმენლად ველი შენი წიგნის გამოცემას.
გამიხარდა რომ აქაც გიპოვე.

gio23/05
ქართველი კაცისთვის ყოველთვის ძალიან ძნელი იყო სამშობლოს დატოვება.
უფალმა გაგაძლიეროს.მისი ნების გარეშე არაფერი არ ხდება. ყველაფერი ხომ მაინც ჩვენს სასიკეთოდ არის მოვლენილი.

და როგორც ჩემმა მოძღვარმა დამლოცა: იქ და ისე ემსახურე უფალს, სადაც და როგორც იგი მოგიწოდებსო.
ისევ უფალს შევთხოვოთ დახმარება ამის განსახორციელებლად.




--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 6 2006, 04:59 PM
პოსტი #193


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,497
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ეს მოთხრობა ემიგრანტის ცხოვრებაზეა და კონკურსში "ალუბლობა" გაიმარჯვა (www.alubloba.org.ge). ძალიან გულშიჩამწვდომია, ამიტომ მსურს რომ აქ განვათავსო და ჩვენმა ემიგრანტებმა წაიკითხონ.smile.gif

მარიამ ნატროშვილი /თბილისი. დაბ. 1987/

თბილისის დროით ნიუ-იორკში

მე არსად გავქცეულვარ.
მე, უბრალოდ, წავედი.
აჭრელებული ხის კარი ნაცნობი ჭრიალით დამემშვიდობა. არაფერში შემეშლება ეს გულისწამღები ხმა.
გულგრილად ჩავუარე ცარცის კედელზე ოდესღაც ამოფხაჭნილ ჩემ სახელს.
გულგრილად შევედი ყავისფერკარიან ლიფტში და ღილაკისთვის თითი არ მიმიჭერია, ისე დავეშვი დაბლა, მიწისკენ.
აჩქარებული ნაბიჯით გავიარე ავტოფარეხებით სავსე ეზო და წავედი. არსად გავქცეულვარ.
უბრალოდ, წავედი.
ბარგი არ მქონდა. მხოლოდ ერთი ხელჩანთა მეჭირა. შიგ კედლის საათი მედო, სამზარეულოს წითელი, მრგვალი კედლის საათი, რომელსაც გულდასმით დაეთვალა ჩემი ბავშვობის, ჩემი ცხოვრების ყოველი წამი. ახლაც კეთილსინდისიერად ასრულებდა მოვალეობას და ვინ იცის, უკვე მერამდენედ წრე მოეხაზე თავისი შავი, მომრგვალებული, მსხვილი ისრებით... გულისცემასთან შერწყმული წიკწიკით მახსენებდა, რომ ჩემს განუყოფელ ნაწილად ქცეულიყო.
თორმეტი საათი ოკეანის თავზე ვიფრინე.
ნელა მივფრინავდი.
ფიქრით მივფირნავდი.
ჩუმად მივფრინავდი.
ხმისამოუღებლად ვიჯექი დიდ "რკინის ჩიტში."
თორმეტ საათში ოკეანე გადავიფრინე.
უხმოდ გადავლახე აბობოქრებული, უძირო წყალი. თვითმფრინავის ილუმინატორიდან ვხედავდი, როგორ ღრიალებდა, ბღაოდა, ცდილობდა ტალღებით მომწვდომოდა.
უკან მოვიტოვე, უკან - წარსულში.
აი, უკვე აქ ვიყავი, შორეულ ნიუ-იორკში. უზარმაზარში, ხმაურიანში, გადავსებულში.
გარეუბანში ბინა ვიქირავე, ერთი ოთახი, უფრო სწორად ერთი ოთახი ერთი საწოლით, ერთი მაგიდით, ერთი სკამით.
მონაცრისფერო-მოყავისფრო-მომწვანო ოთახი. კედელზე ჩემი საათი დავკიდე - მრგვალი, წითელი.
სამსახურს ხან სად ვპოულობდი, ხან - სად. ჯერ მიმტანად ვიმუშავე რომელიღაც აჭრელებულ, გულისამრევ fast food - ში. მერე ეგრეთ წოდებულ "ბეიბისითერად", გაზეთებსაც ვყიდდი "საბვეის" ჯიხურში.
ვუცქერდი ამერიკელების გაღიმებულ, ცარიელ სახეებს. ვუცქერდი, მაგრამ ვერ ვხედავდი. თბილისში ნაყიდ ამერიკულ ჯინსებში "გახვეული" დავდიოდი ნიუ-იორკის ქუჩებში. ახლა უკვე აქ ვიყავი - ოცნებების, თავისუფლების ქვეყანაში, ოკეანის მიღმა. მეცინებოდა, რადგან ახლა ოცნებებისა და თავისუფლების ქვეყანად ჩემთვის შორეული, ჩაბნელებული საქართველო ქცეულიყო...
ყოველ საღამოს, სამსახურის შემდეგ, ქანცგაწყვეტილი ვბრუნდებოდი ჩემს ოთახში.
ჩემს წითელ საათს კი ერთი უცნაურობა დასჩემდა - მერამდენედ ვაყენებდი აქაურ დროზე, დილით კი მაინც თბილისის დროს მიჩვენებდა...
სახლში დავბრუნდებოდი თუ არა, საათს ვასწორებდი, მერე იაფფასიანი ვისკის ბოთლით ხელში სახურავზე ავდიოდი. ვუყურებდი გაბრდღვიალებულ, გაჩახჩახებულ მანჰეტენს. მერ დიდხნას ვაკვირდებოდი აქაურ ცას და ვცდილობდი, ის შორეული ოცნება მეპოვნა მასში, რომელმაც აქამდე მომიყვანა. ვერ ვპოულობდი...
გარეუბნის ნაცრისფერი კორპუსები უფრო მახსენებდა თბილისს, შორს, ჭუჭყიანს, მაგრამ ჩემსას.
სასმელით გაბრუებული ოთახში ვბრუნდებოდი, ცარიელი ბოთლით ვსრესდი ფანჯრის რაფაზე მოკალათებულ ტარაკანს და ვიძინებდი.
უქმ დღეებში ქუჩებში დავეხეტებოდი უმიზნოდ. შავ, დიდ შარფში გახვეული, თითებში სიგარეტით, მივაპობდი ხალხის ტალღას, უსასრულო, ერთფეროვანი სახეების მასას, მღვრიე ნიაღვარს. ღერს ღერზე ვეწეოდი, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი, რაღაცას ვეძებდი, მაგრამ ამოად.
დღის ბოლოს ვისკის ბოთლითა და ერთი კოლოფი მარლბოროთი შეიარაღებული სახურავზე მივცოცავდი და ვცდილობდი შორეული საქართველოს ცა დამენახა.
მერე, ძილის წინ, ჯიუტად ვაყენებდი ჩემს წითელ საათს აქაურ დროზე და ვცდილობდი, სიზმარში მაინც მომეკრა თვალი ჩემი ქვეყნისთვის.
ყოველ დილით მეტროსთან ერთი დაძონძილი, უსინათლო ბომჟი მხვდებოდა და ამდენ ხალხში მაინცდამაინც მე მეკითხებოდა დროს. მეც, მომვალეობის მოხდის მიზნით, გავხედავდი ხოლმე ცათამბჯენზე მიმაგრებულ ელექტრონულ საათს და გულგრილად ვპასუხობდი:
- რვა საათია.
იქ კი საღამოს ცხრა იქნება ალბათ... - ვამატებდი ჩემდაუნებურად.
დიდ ყურადღებას არც ვაქცევდი ამ ბრმა, უსახლკარო მოხუცს. უგზოუკვლოდ რომ დაძრწოდა უზარმაზარი ქალაქის ახლართულ, ლაბირინთივით ქუჩაში, მაგრამ მისი კითხვა: "რომელი საათია?" - რაღაცაზე მიმანიშნებდა, თავად არ ბომჟშიც რაღაც ნაცნობსა და ძალიან ახლობელს ვხედავდი. ამაზე ფიქრის დრო მხოლოდ მატარებლის ჩამოდგომამდე მქონდა. მერე ჭრელი რეკლამები ფიქრებს მირევდა, მიფანტავდა.
შესვენებაზე ვსვამდი კოკა-კოლას, ვეწეოდი მარლბოროს და ვფიქრობდი საქართველოზე.
და დრო გადიოდა...
გადიოდა ჩუმად, ხმისამოუღებლად, თვითონაც დღეში მხოლოდ რამდენიმე სიტყვას თუ ვამბობდი, ისიც ამერიკულად.
საათი კი ისევ არ მემორჩილებოდა. ყოველ დილით თბილისის დროს მიჩვენებდა, თითქოს რაღაცის შეხსენება უნდოდა ჩემთვის. როგორც იქნა, დრო გამოვძებნე და მესაათეს წავუღე. მექანიზმი არ იყო დაზიანებული. ვერაფერი გაუგეს. ბოლსო ერთ მოხუც მესაათესთან გამაგზავნეს: ის თუ გაუგებს რამეს, მაგ კაცს საათების ენა ესმისო.
ძლივს მივაგენი სახელოსნოს. საათი ვუჩვენე. გახსნა, შეამოწმა. მტვრიანი, ნაოჭებს შორის ჩაკარგული თვალებით ამომხედა და დამტვრეული, უცნაური ამერიკულით: "მე ამ საათს ვერაფერს ვუშველი, ამ საათის სული მექანიზმს არ ემორჩილებაო", - მითხრა. ხმა არ ამომიღია. მან კი მხოლოდ "წადი" დაამატა, ისე, რომ აღარც შემოუხედავს ჩემთვის. სადღაც შორს იყურებოდა, პლასტმასის, შუში ცივ შენობებს მიღმა.
უკან გამოვბრუნდი. სახლში საღამო ხანს მივედი. სახურავზე ავბობღდი. ცას ჩავაშტერდი. ცა ცათამბჯენებს დამხობოდა და უღრუბლო იყო. ცა - ცარიელი.
მივხვდი, სახლში მინდოდა, ჩემს ნამდვილ სახლში. ოთახში ჩასულმა საათი აღარ გავასწორე. თბილისში თენდებოდა...
მეორე დღეს ბილეთი ავიღე. კედლიდან საათი ჩამოვხსენი და ჩანთაში ჩავდე.
ბარგი არ მქონდა. კარი მოვიხურე და აჩქარებით ჩავუყევი ჭუჭყიან კიბეს. მეტროსთან ნაცნობი ხმა მომესმა:
- რომელი საათია?
ელექტრონულ საათა ავხედე, ოთხს უჩვენებდა, თბილისში კი ღამე იყო, ღამის სამი საათი ალბათ. ღამეა-მეთქი, სამი საათი, - ვუპასუხე და გავუღიმე. მანაც გამიღიმა. მერე უკვე შორიდან გამოვხედე, იდგა და მიყურებდა.
- მშვიდობით! - დამიძახა ქართულად.
- მშვიდობით! - ვუპასუხე მეც.
მშვიდად ვიყავი, ისიც დამშვიდებულიყო, ოკეანეც აღარ ღელავდა.
მე არსად გავქცეულვარ.
მე, უბრალოდ, წავედი.
შინ მეჩქარებოდა.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Dec 6 2006, 06:27 PM
პოსტი #194


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



დიდი მადლობა. იმედია ჩვენი საათიც მალე დარეკავს.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2006, 12:38 PM
პოსტი #195


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,497
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



iako

მეგობარი მყავს პორტუგალიაში, უკვე 5-6 წელია იქ ცხოვრობს და ეს მოთხრობა რომ გავუგზავნე და წაიკითხა, ინატრა: ნეტავი მასეთი საათი მეც მქონდესო.. smile.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შეხვეწილი
პოსტი Dec 7 2006, 06:47 PM
პოსტი #196


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



sad.gif


--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Andria
პოსტი Dec 9 2006, 10:44 AM
პოსტი #197


God bless Georgia
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 29-August 06
მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA
წევრი № 120



ფორუმელებო თქვენი დახმარება მჭირდება ძაან, ჩემი მეგობარი შობასთან დაკავშირებით პრეზენტაცის მართავს ამერიკაში და უნდა რომ ქართულ ალილოზე გააკეტოს power point-ი ხოდა ვისაც რაიმე ინფორმაცია გაქვთ ალილოსთან დაკავშირებით (საიდან მოდის ეს ტრადიცია და ასე შემდეგ). ან თუ სურათები გაქვთ, იქნება ამ მისამართზე გამომიგზავნოთ: anadiradze@yahoo.com


--------------------
IPB Image
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leli
პოსტი Dec 9 2006, 08:32 PM
პოსტი #198


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 9-December 06
წევრი № 661



ნამდვილი ქართველები მართლაც განიცდია საქართველოდან სიშორეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Andria
პოსტი Dec 11 2006, 01:05 AM
პოსტი #199


God bless Georgia
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 29-August 06
მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA
წევრი № 120



QUOTE(leli @ Dec 9 2006, 08:32 PM) *

ნამდვილი ქართველები მართლაც განიცდია საქართველოდან სიშორეს.


ეგ მართალია


--------------------
IPB Image
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tati87
პოსტი Dec 15 2006, 04:09 PM
პოსტი #200


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 10-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 666



ციტატა(mnate @ Aug 20 2006, 12:54 AM) *

იცი რა არის სალო ცნობილი პრაქტიკაა "ჩვენგან წავიდნენ რადგან არ ყოფილან ჩვენთაგანნი" ეს ადამიანები მართლა წავიდნენ, აი ადამიანი რომელიც გულში საქართველოს სიყვარუსლ ატარებს და ფეხში ქართული მიწა უყრია, აქედან არ წასულა, იგი აქაა. . .



და ზუსტად ეგეთი ადამიანი ზომავს ხის სიმაღლე ფესვებიდან !!!


--------------------
იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th February 2019 - 10:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი