IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 8 9 10  
Reply to this topicStart new topic
> მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
marine
პოსტი Apr 26 2023, 04:21 PM
პოსტი #181


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თავმდაბალ დავითს საკუთარი თავი "უსწავლელ", "მხედრობათა შინა აღზრდილ" კაცად მიაჩნდა, თუმცა მემატიანეს ცნობით, დავითი ღრმად განსწავლული და უებრო მჭევრმეტყველი ყოფილა"

/ნინო ტარყაშვილი, "საქართველოს წმინდა მეფენი", გვ.31/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2023, 03:42 PM
პოსტი #182


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...ყველა ამ მიზეზის გამო დავითი ჯვაროსნულ წრეებში სიცოცხლეშივე ლეგენდებით შეიმოსა და ეპოქის ევროპულ გმირთა გალერეაში დაიკავა ადგილი. შუა საუკუნეების ფრანგი ავტორის - ბენუა დე სან მორის თხზულების - "ტროას რომანის" XIII საუკუნის რედაქციის მინიატურებში დაცულია დავითის შთამბეჭდავი გამოსახულებებიც. უნდა ითქვას, რომ ეს არ არის წმინდა ისტორიული წყარო. დავითის ფიგურა ნაწარმოებში ჰეროიზირებულია, სადაც ის მიჩნეულია სომხეთის მეზობლად მდებარე საქართველოს სამეფოს (Royaume de Jorgie) ძლიერ მეფედ. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ესაა უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ისტორიოგრაფიისთვის - დავით ქართველთა მეფის ძველი ფრანგული მინიატურები!"

/"ისტორიანი" N1, 2023, გვ.10/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 16 2023, 08:05 PM
პოსტი #183


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თანაბრად უჭრიდა ჭკუაც და ხმალიც, სადაც საჭირო იყო, გონებას მოიკრებდა - სიბრძნით განსჯიდა. როცა საჭირო იყო, ხმალდახმალ მიუხდებოდა მტერს. სულიერ სიმშვიდესთან ერთად გარეგნული სიმშვენიერეც ამკობდა მეფეს"

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.25/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2023, 08:15 PM
პოსტი #184


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეფე საშობაოდ ადიოდა გელათში და ძღვენს სწირავდა.

ყოველი მეფე-დედოფალი თავის მოსახსენიებელ დღეს აწესებდა. წმინდა თამარსაც სპეციალური წესით იხსენიებდნენ, მადლს მიაგებდნენ მის სულს.

დავითის დროიდან ყოფილან გელათში მწირი ბერები, რომლებიც ერისთვის განსაკუთრებულად მკაცრი ტიპიკონით ლოცულობდნენ. უკანასკნელი მწირი მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში გარდაიცვალა"

/"თვენი", წიგნი 25, გვ.226/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 29 2024, 03:52 PM
პოსტი #185


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიტყვა "აღმაშენებელი", იმ შინაარსით რა შინაარსითაც ჰქვია დავით IV-ს, ზუსტად აქვს გადმოცემული ესაია წინასწარმეტყველს, სადაც ის აღწერს არამარტო რჩეული ერის ისრაელის, არამედ ზოგადად კაცობრიობის ხევედრს როგორც მართალთა, ისე ღმრთის სიტყვისაგან განმდგართა მიმართ, სადაც უფალი "აღმაშენებელის" სახელის მოცემას პირდება მას, ვინც შეასრულებს მის მიერ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:

10. "თუ სულს არ დაიშურებ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გულს მოუფონებ, წყვდიადში ამოგიბრწყინდება ნათელი და ბნელი შენი შუადღესავით იქნება.

11. უფლის მიერ იქნები მუდამ ნატარები და გვალვებში სულს დაგიამებს; ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლები არასოდეს დაშრება.

12. აგიშნედება ძველი ნაოხარნი, აღადგენ ძველისძველ საძირკვლებს და დაგერქმევა დანგრეულის აღმშენებელი, გზათა განმაახლებელი მკვიდრი ხალხისათვის" /ესაია 58, 10-12/.

ალბათ, სწორედაც ამ თვისებების გამო უწოდა ჩვენმა მადლიერმა და ღვთივგანბრძნობილმა წინაპრებმა დავითს "აღმაშნებელი", ასევე წმ. წერილს ეხმიანება მისი სახელები: "მესიის მახვილი" და უხორცო ზეცის წმ. ძალთა მიმსგავსებით: "უშიში, ვითარცა უხორცო".

ბედნიერია ის ერი, ვისაც დავით აღმაშენებლის დარი წინამძღვარი ჰყავს! უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა-ვედრება:

"წმ. მეფევ დავით, სულიერო პატრონო ჩვენო, ევედრე შენგან შეყვარებულს ქრისტესა ღმერთსა, შენდამი მობარებულ სულიერ სამწყსოსათვის - ჩვენ უღირსთა შთამომავალათა, ცოდვათა მოტევებისა და ცხონებისათვის. ამენ!

დიდება და მადლობა უფალს! ამენ!"

/წმ. ექვთიმე ღმრთისკაცის სახელობის ტაძარი, დეკ. ნიკოლოზ გობეჯიშვილი
"საპატრიარქოს უწყებანი" N3, 2024, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 8 9 10
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 08:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი