IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

16 გვერდი V « < 14 15 16  
Reply to this topicStart new topic
> ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე
marine
პოსტი Jul 19 2017, 11:29 AM
პოსტი #301


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ვკითხულობთ წმინდა წერილს, ფაქტობრივად ვიკვებებით მისით".

/მამა კახაბერ კურტანიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2017, 03:00 PM
პოსტი #302


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მღვდელმთავარი [იოანე ოქროპირი] გვაფრთხილებს, ეშმაკი სასულიერო ლიტერატურის გაცნობის სურვილს რომ ხედავს, ცდილობს, ჩვენი გონება ამქვეყნიური საზრუნავისკენ წარმართოს. თუკი წმინდა წერილის კითხვისას დაგებადება აზრი, ადგე და სხვა საქმეს შეუდგე, იცოდე - ეს ეშმაკისგანაა, რომელმაც, სულიერი საზრდოს ძიებაში რომ გიხილა, გადაწყვიტა, მოეწყვიტე სულიერი სარგებლისგან და ხორციელისკენ მიეპყრო შენი ყურადღება. ასეთ შემთხვევაში, გვირჩევს წმინდა მამა, არ უნდა დავეთანხმოთ ჩვენს თავს, ბოროტი ძალის თანაზიარნი რომ არ გავხდეთ, არამედ მეტი გულმოდგინებით განვაგრძოთ კითხვა. მივემსგავსოთ მოწყურებულ ირემს, რომელიც წყურვილის მოსაკლავად წყაროსკენ მიიჩქარის."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2020, 09:20 PM
პოსტი #303


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- როდესაც მაცხოვარი პეტრეს სიდედრის განკურნების შემდეგ უამრავ სნეულს განკურნავს, მათ შორის მრავლად არიან ეშმაკეულნი, მათგან გამოსული ბოროტი სულები ყვირიან და ამბობენ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა! როგორც სახარება მოგვითხრობს, უფალი რისხავდა მათ და უკრძალავდა საუბარს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტეა იგიო. პეტრეს სიდედრის განკურნებამდე მაცხოვარი სინაგოგაში იმყოფებოდა. მისი ქადაგების მოსმენისას არაწმინდა სულით შეპყრობილმა კაცმა ხმამაღლა იყვირა: "რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? ვიცი ვინცა ხარ, ღვთის წმინდავ". ვიცით, რომ დაცემული ანგელოზების წინაშე დაფარული იყო ღვთის განკაცების საიდუმლი, ბოროტმა სულებმა დანამდვილებით ჯვარცმის წინაც კი არ იცოდნენ, რომ იესო იყო მაცხოვარი, განკაცებული ღმერთი, სულიერად გამომხსნელი კაცობრიობისა. როგორ უნდა გავიგოთ ეს სახარებისეული მონათხრობი?

- დაცემულმა ანგელოზებმა იცოდნენ, რომ იესო იყო ღვთის წმინდა, წმინდა ადამიანი, მაგრამ განკაცებული ღმერთი თუ იყო, არ იცოდნენ. ბოროტმა სულებმა იცოდნენ ისიც, რომ მესია მოვიდოდა, რომელიც მათაც შეებრძოლებოდა და დაამარცხებდა, მაგრამ მესია თუ განკაცებული ღმერთი იქნებოდა, ეს მათ წინაშე დაფარული იყო, მათაც ისეთივე წარმოდგენა ჰქონდათ მესიაზე, როგორიც იუდეველებს. ე.ი. როდესაც დაცემული სულები იესოს აღიარებენ ღვთის წმინდად, ძე ღვთისად და ქრისტედ, იგულისხმება, რომ მათ იცოდნენ, რომ ეს იყო წმინდა კაცი, ღვთისგან მოვლენილი, მესია, ანუ ძე ღვთისა, მაგრამ ძე ღვთისაში ისინი არ გულისხმობდნენ, რომ ის იყო ძე ღვთისა, ღმერთი, არამედ ადამიანური მიმართებით ღვთის ძეს, ისევე როგორც, ვთქვათ, ძენი ღვთისანი არიან მოხსენიებულნი ბიბლიაში, რაც მიემართებოდა ღვთისმოსავ ადამიანებს. ანუ იცოდნენ, რომ იესო მხსნელი იყო, მაგრამ თუ მხსნელი იქნებოდა თავად განკაცებული ღმერთი, ეს არ იცოდნენ.

დაცემული ანგელოზების უპირველესი თვისება რა არის? - ამპარტავნება. განკაცება რა არის? - განკაცება არის უაღრესი თავმდაბლობა. მათ ამპარტავნებას არ შეეძლო წარმოედგინა ესოდენი თავმდაბლობა, რომ ღმერთი მოვიდა განკაცებული. როდესაც უფალმა ჯვარცმის დროს განხეთქა ჯოჯოხეთის ბჭენი, მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ იესო ქრისტე იყო ღმერთი, თორემ შეუძლებელი იყო თვითონ მისულიყვნენ ამ დასკვნამდე, რადგამ მათი ამპარტანება ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას არ მისცემდათ."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2020, 08:55 PM
პოსტი #304


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ წმინდა წერილისგან განსხვავებულად არ უნდა ვიაზროვნოთ"

/წმ. პორფირე კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2020, 07:38 PM
პოსტი #305


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც მკვდრეთით აღადგინა ნაინელი ქვრივის გარდაცვლილი ძე. სახარების ამ საკითხავის გააზრებისას წმიდა ბასილი დიდმა თავს კითხვა დაუსვა: „რამ მიიყვანა ეს ჭაბუკი ასეთ ნაადრევ სიკვდილამდე?”. ხოლო წმიდა ამბროსი მედიოლანელი მიუთითებს ოთხ „კუბოსმტვირთველზე“, რომლებსაც ახალგაზრდების ცხედრები საფლავებისკენ მიაქვთ. მისი სიტყვით ეს იყო 1) ზედმეტობა საჭმელ-სასმელში, 2) გარყვნილება, 3) მშობლის დაუჯერებლობა და 4) აულაგმავი მრისხანება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2020, 06:04 PM
პოსტი #306


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გადატეხილ ლერწამს არ დაულეწავს -

ეს არის მეტაფორული გამოთქმა, რომელიც აჩვენებს მომავალი მესიის უდიდეს შემწყნარებლობას, გულმოწყალებასა და მზრუნველობას. მესია თანამგრძნობი და მზრუნველი იქნება სუსტი, გატეხილი ადამიანების მიმართ, აგრეთვე - ყურადღებიანი ისეთი ხალხის მიმართ, რომელთა რწმენის სიმტკიცე ჰგავს გატეხილ ლერწამს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

16 გვერდი V « < 14 15 16
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 10:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი