თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ შიშები (ფობიები)

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 20 2008, 08:33 PM

მოკლედ, დიდი ხანია მინდოდა ამაზე თქვენთან საუბარი და როგორც იქნა გადავწყვიტე smile.gif თითქმის ყველას ალბათ, აქვს რაღაც შიშები ბავშვობიდან ან მერე შეძენილი, ფობიის დონეზეც კი. მე პირადად მაქვს, რაც ასაკის ერთად იმატებს, თან ძალიან მწვავე ფორმებში, რაც თავი მახსოვს ეს ფობია მაწამებს და სიმართლე გითხრათ, რაღაცით ზღუდავს ჩემი ინტერესების, მოწონების, ჰობის თუ საერთოდ ნორმალური ცხოვრების ხარიხსს. ხშირად მიოცნებია, რომ ნეტავ როგორ იქნება, რომ არ მეშინოდეს და შევნატრი იმათ, ვისაც ეს ფობია (ნამდვილად ფობია და არა რაიმე მყისიერი შიში) არ აქვს. მოკლედ, თქვენ რას იტყვით, შეიძლება თუ არა ამის მეცნიერული ახსნა ან თუნდაც რაიმე სულიერ მდგომარეობასთან ხომ არ არის დაკავშირებული (ფსიქოლოგიურ-რელიგიურს ვგულისხმობ). გავრცელებულია აზრი, რაც მე მსმენია, რომ თითქოს ეს ფობიები ყალიბდება რაიმე ცხოვრებისეული შემთხვევის , გამოცდილების ან უწყვეტი დაშინების შედეგად. ჩემს შემთხხვევაში ეს ასე არ არის...

მოკლედ, მაინტერესებს თქვენი აზრი smile.gif თორემ მე ალბათ მაინც არ მეშველება არაფერი, ისეა გამჯდარი ეს ოხერი ფობია biggrin.gif sad.gif

პ.ს. აქვე დავსძენ, რომ ხშირად როცა ამაზე ვფიქრობ, მგონია რომ ერთადერთი მაშინ ვიქნები გულადი ამ შიშის წინააღმდეგ, თუ ეს "საფრთხე" ჩემს შვილებს შეეხება.

დაწერეთ თქვენი აზრი და მეც შემოგიერთდებით, იქნებ გავამხილო კიდეც რაა a075.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: May 20 2008, 08:44 PM

ფსიქოლოგიურ რელიგურზე რა მოგახსენო მაგრამ ხანგრძლივი ხასიათის მატარებელი ფობიები სერიოზული "ფიზიოლოგიურ - სულიერ " ძვრებს იწვეს ადამიანში ...
ფობიებს ხალხურ ენაზე " შიშის ჭამას" ეძახიან ეს ის შიში რომელიც ორგანიზმს რაღაც მზარდი პარაზიტივით ეყრება და თუ არ გამოდევნე წლიდან წლამდე იზრედება ბოლოს სტიქიურ ხასიათს იღებს და მოსვენებას უკარგავს ადამიანს

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 20 2008, 08:48 PM

ციტატა
და თუ არ გამოდევნე წლიდან წლამდე იზრედება ბოლოს სტიქიურ ხასიათს იღებს და მოსვენებას უკარგავს ადამიანს


ლილიანა,

მადლობა ლილი smile.gif სამწუხაროდ, რაც გიწერია საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. თუმცა გამოდევნის მცდელობები მქონდა, მოვსინჯე, მხოლოდ უშედეგოდ... sad.gif ზამთარში ვარ მაგალითად უფრო მოსვენებული, წელიწადის სხვა დროები კი გულისფანცქალით გადიან ...თუმცა, თუ ქალაქში ვარ, მაშინ სულერთია (თითქმის) ზაფხული იქნება თუ ზამთარი...

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: May 20 2008, 08:48 PM

ფობია ეს ტრამვა რომელმაც სრულიად თავისუფლად შესალებელია ორგანიზმს ზიანი მიაყენოს გამოვლინებები : ნერვოზი , შფოთი , უხასიათებო , გაუწონასწორებელი ხასიათი , ემოციურობა რაც უფრო მეტად ამძიმებს ფონს
სხვა დაავადებებს აღარ ჩამოვთვლი tongue.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 20 2008, 08:51 PM

ციტატა
ნერვოზი , შფოთი , უხასიათებო , გაუწონასწორებელი ხასიათი , ემოციურობა



ეჰ sad.gif დახუნძლული ვარ

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: May 20 2008, 08:52 PM

ციტატა
ზამთარში ვარ მაგალითად უფრო მოსვენებული

შენ წარმოიდგინე ანალოგიურად მეც smile.gif ყოველთვის უკვირთ ჩემი როცა ვამბობ რო ზამთარი მიყვარს ზაფხული კი მღლის smile.gif
ზამთარი უფრო მყუდრო საბუდარია მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანისთვის ....
ზაფხულს კი მეტი მოთხოვნილებები აქვს უფრო პრეტენზიულია და გარემო პირობა იმაზე მეტს ითხოვს რაც შესაძლაო ჩვენ ბუნებაში არ ჯდებოდეს ამიტომ დაღლილობა რაღაც ქრონიკული ავადმყოფობასავით ეყრებათ ხოლმე

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 20 2008, 08:53 PM

გე<ტანხმები, ლილიანა, სამწუხაროზე მეტად მასეა sad.gif ადრენალინის ფრქვევა უაზროდ ძალიან მოქმედებს ორგანიზმზე ... ყველანაირად...

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 20 2008, 08:53 PM

ციტატა
ზამთარში



აუ ვერ ვიტან ზამთარს... მზე როცაა სულსაც უხარია... არ მიყვარს ზამთარი საშინლად... sad.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: May 20 2008, 08:54 PM

ციტატა
ადრენალინის ფრქვევა უაზროდ ძალიან მოქმედებს ორგანიზმზე

ამიტომ წერენ მამები ბევრს " დაყუდებულ გონებაზე " სიმშვიდის სათნოებაზე ... პირადად მე მათი სწავლებების კვალზე ვახერხებ მდგომარეობიდან გამოსვლას და იმას რო არ დავკარგო ხალისი განწყობა სიმსუბუქე და სილაღე smile.gif

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 20 2008, 08:55 PM

მე ზაფხული სხვა მიზეზების გამო მაწამებს ... გაგიკვირდებათ ალბათ,თავისუფალ ბუნებაში სიარული ხომ ფრონტის წინა ხაზზე დგომაზე ნერვებსაწეწი გამხდარა ჩემთვის... მულტფილმი რომაა "თაგუნა". -> ვეფხვს რომელსაც თაგვის გული აქვს .. biggrin.gif დაახლოებით მასეა.

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: May 20 2008, 08:55 PM

მეც მეშინია ხოლმე რაღაცეების biggrin.gif
მაგალითად:სახლში ღამე მარტო დარჩენის ,წყალში ღრმად შესვლის,სიბნელის,გზაზე გადასვლის sad.gif (არც ვაკეთებ ამას biggrin.gif) ,ძაღლების და გველების......

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 20 2008, 08:57 PM

ციტატა
ამიტომ წერენ მამები ბევრს " დაყუდებულ გონებაზე " სიმშვიდის სათნოებაზე ... პირადად მე მათი სწავლებების კვალზე ვახერხებ მდგომარეობიდან გამოსვლას და იმას რო არ დავკარგო ხალისი განწყობა სიმსუბუქე და სილაღე


ლილი,

იქნებ მეც მასწავლო ეგ, ოღონდ შენი სწავლება მაშინ იქნება შედარებით შედეგიანი, თუ ერთდაიგივე საკითხზე ვსაუბრობთ smile.gif ანუ, იქნება არის რაღაც, რაც ამ ფობიურ განწყობას შველის და გამიზიარო, ძალიან მადლიერი ვიქნები და ნებისმიერ რჩევას მივირებ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: May 20 2008, 08:57 PM

ციტატა
ფრონტის წინა ხაზზე დგომაზე

მე მგონი ნანა შენ შემთხვევაში შენი პროფესია ყველაფრის თავი და თავი თუ ვცდები ?

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 20 2008, 08:58 PM

მე მეშინია: ჩხუბის, კამათის, დაძაბულობის, გაუგებრობის... გული ისე მიხათქუნებს ხოლმე რო sad.gif მერე წნევაზეც მაგრა მოქმედებს და თუ არ წამოვქექი გევიშხლართები sad.gif

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 20 2008, 09:01 PM

ციტატა
მე მგონი ნანა შენ შემთხვევაში შენი პროფესია ყველაფრის თავი და თავი თუ ვცდები ?



არა, ლილიანა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, სულ სხვა რამე და ამ სხვა რამეს ნებისმიერი ქვეწარმავლის შიში ქვია: დაწყებული ვაშლის ჭიიდან გველით დამთავრებული.

საოცარია ის, რომ აი, დიდი გველებიდან არ მეშინია, ძალიან დიდები რომ არიან მახრჩობელები,ძალიან საინტერესო ფენომენია,ამას მეც ვხვდები...

ბავშვობაში, დილით როცა წვიმდა, მამაცემს ვკიდებდი შარვალზე ხელს და სკოლაში ისე მივდიოდი, ჭიაყელების შიშით და ძალიან აღელვებული, ანერვიულებული ვიყავი მტელი დღე, იმაზე ვფიქრობდი გაკვეთილების პერიოდში, სახლში როგორ უნდა დავბრუნდე და როცა ამის გაკეთება მარტო მიწევდა, 1 მეტრიანი ხტომებით ატირებული , ატკინებული მივრბოდი სახლში ...

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: May 20 2008, 09:01 PM

მე მეშინია იმის რისი განსაზღვრის შეცვლის მართვის საშუალებაც არ მეძლევა ...
ოღონდ არ ვგულისმობ დროს smile.gif
უფრო ადამიანები არიან ჩემ გარშემო რომელთა ხასიათი და მდგომარეობა ხშირად სტიქიასავით საშიში ხდება ხოლმე ჩემთვის

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: May 20 2008, 09:02 PM

ძალიან საინტერესო თემაა...

დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ფსიქოლოგიურ-რელიგიურ და ფიზიოლოგიურ ასპექტში განხილულ ნაშრომებს..
ერთი-ორი მეც უნდა მქონდეს,კარგად გადავჩიჩქნი კომპს და თუ მივაგენი დავდებ..

ციტატა
გავრცელებულია აზრი, რაც მე მსმენია, რომ თითქოს ეს ფობიები ყალიბდება რაიმე ცხოვრებისეული შემთხვევის , გამოცდილების ან უწყვეტი დაშინების შედეგად. ჩემს შემთხხვევაში ეს ასე არ არის...


შესაძლოა ქვეცნობიერში დალექილმა რაიმე ემოციამაც გამოიწვიოს,რომლესაც ვერ აშინაარსებ ან საერთოდ არც დაგიფიქსირებია..

ხშირად,ბავშვთა ასაკში მიღებული ტრავმის შედეგიცაა..



პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 20 2008, 09:12 PM

ერთხელ პოლიგონზე ვიყავით მე და ჩემი მეგობარი.სროლების მერე ქალაქში ფეხით ვბრუნდებოდით და ტყე უნდა გამოგვევლო, ბილიკი გადიოდა ამ ტყეში. უცებ შეჩერდა ჩემი მეგობარი და მეც თვალები ეძებს თითქოს, დავინახე ბილიკზე გადმოსული პატარა გველი იკლაკნება, ერთი დავაწივლე, ცავალე ხელი მეგობარს და ვექაჩები, 140 კმ/სთ განვავითარე, ვწივივარ "აი, ხომ ხედაააავ" ასეთებს გავკივი, მოკლედ, როგორც იქნა გამოვედით რაღაც პარკის შესასვლელთან ასე სირბილით, ხალხი გვიყურებდა, უხუერხულიც იყო. მეგობარი მეუბნება, რად გინდა ეგ რევოლვერი ტყუილად, იმ პატარასი გეშინია, შენს კივილზე უკან რომ შესრიალდა შიშითო... ამიტომ მეშინია ალბათ პატარების, რა ვიცი, დიდებს მგონია უკიდურეს შემტხვევაში ვესვრი და მოვკლავ... ნუ აზრები მიჩნდება ამ დროს, მეც მრცხვენია ხოლმე მერე... sad.gif

პ.ს. ძირიტადად ტყეში ცხადია მაღალი სამხედრო ჩექმებით დავდივარ და ამის გამო თითქოს გულიც მეძლევა რა ვიცი... ბუნება მიყვარს, მაგრამ ვერ ვტკბები მისი აღმატებულებით ამ ფობიის გამო, დაზაბული ვარ...

ციტატა
ხშირად,ბავშვთა ასაკში მიღებული ტრავმის შედეგიცაა..


სალი,

მე ეს ვარიანტი გამოვიძიე smile.gif დედაჩემი ამტკიცებს, რომ არანაირი შემთხვევა არ მქონია, რომ ეს მიღებული შიშის შედეგად ჩამომყალიბებოდა. მტაში ვარ გაზრდილი, სიმწვანეში, წარმოიდგინეთ, როგორი "უბედური" ვიყავი მუდმივი შიშის ქვეშ...

არავის ჩვენს ოჯახში ეს არ გააჩნია, ჩემი მერაბი პატარაობიდან ხელში იყვანდა გველებს და ფერთხავდა მერე.მე ამის მოყოლასაც ვუშლიდი, რომ გული არ წამსვლოდა...

ისე, ვიტყვი, რომ 2-3 შემთხვევის გარდა მე ეგ არსებები ცხოვრებაში პირდაპირ არ შემხვედრია, ისიც 1 საქართველოში და ორჯერ აქ....

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 20 2008, 09:15 PM

ციტატა
უფრო ადამიანები არიან ჩემ გარშემო რომელთა ხასიათი და მდგომარეობა ხშირად სტიქიასავით საშიში ხდება ხოლმე ჩემთვის



sad.gif sad.gif ჩემთვისაც რატომღაც

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: May 20 2008, 09:36 PM

ხო მე უცნაური ბავშვობა მქონდა ახალი წლის მოსვლის მეშინოდა მეგონა რო ყოველი ახალი წელი ისე ახლოვდებოდა რო სახლში ვერაფრის სამზადის ვერ ვასწრებდი ერთი თვით ადრე მეწყებოდა შფოთი მესიზმრებოდა რო დედა ვერაფრის გაკეთებას ვერ ასწრებდა და სახალწლო სუფრაც მუდამ ცარიელი იყო : ) უცნაურია ხო ? ეს ისე მტანჯავდა ბავშობაში მერე სხვა პერიოდი დადგა ჩემი ჰობიეი გარდამავალი თვისებით ხასიათდებიან ზრდის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რამეების მიმართ შიში მიჩდება რაც ავადმყოფურად მაწვალებს და რისი გაანალიზების განდევნის ეტაპიც ძალიან რთულად და გვიან მიდგება ხოლმე : )

ხო მე მღრღნელების შიში მკლავს ..........

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: May 20 2008, 09:39 PM

მეც მეშინია მაგ:წყალში ღრმად შესვლის,სიბნელეში მარტო სიარულის(ვცდილობ მარტო არ ვიმგზავროsad.gif ),ცეცხლსასროლი იარაღის დანახვის(როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეს დავუნახავ მგონია რო ტრაგედია უნდა მოხდეს.პატრულზე რეაქცია არ მაქვს biggrin.gif),კალიების,ტარაკნების და გველების.
მეშინოდა ასევე ლიფტში მარტო ჩაჯდომის,რომელიც 2 წელია უკვე დავძლიე და ზევით-ქვევით უპრობლემოდ ვსარგებლობ laugh.gif

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 20 2008, 09:43 PM

ციტატა
ხო მე მღრღნელების შიში მკლავს ..........


ლილი,

ამ შიშს ფობიას თუ უწოდებ? თუ მხოლოდ ზიზღია ან "პატარა შიში" ?

როგორც სხვა თემაში დავწერე, 10 მაისს ფრანკფურტში ჩატარდა ქართული წირვა და 16 წლის მერე დავესწარი sad.gif მოკლედ, იქ მამა თამაზმა იქადაგა მერე,დაახლოებით ასეთი რამ თქვა, რომ ყველა სახის შიში სიკვდილის შიშია. მაგრამ მე ვიკვლევ ხოლმე საკუთარ თავს (biggrin.gif ) და ჩემთვის ეს ჩემი ფობია არანაირად არ არის სიკვდილის შიში, ანუ ვიცი, რომ მაგალითად ტყეში ან ბალახში,ან ხრიოკ ადგილებში ისე არ წავალ, რომ რაღაცნაირად კბენისგან დაცული არ ვიყო (ჩაცმულობა-აღჭურვილობას ვგულისხმობ), ვუკვირდები საკუთარ აზრებს შიშის დროს და არანაირად არ არის ეს სიკვდილის შიში... რაღაც სხვა რამეა, ვერ ავღწერ... იქნება ზიზღისგან ჩამოყალიბდა? რა ვიცი აბა, თქვეთან როგორაა ამ მხრივ საქმე, მაგალითად ვირთხების შემთხვევაში.

რაც შეეხება სტენოფობიას, მე ფობია არ მაქვს, მაგრამ ვიწრო სივრცეებს ვუფრთხი დახუთვის შიშით, ოღონდ ეს არაა ფობია...

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: May 20 2008, 09:48 PM

ციტატა
მაგალითად ვირთხების შემთხვევაში.

ზიზღი და მე ჩემი შიში მღრნეების მისამართით ჰობიებში არ გამყავს
ეს უბრალოდ და მარტივად არის ზიზღი ...

ჰობია უფრო ემოციის სფეროა რომელის ნერვიულ ფონზე ვითარდება და რომელიც ხშირ შემთხვევაში ანალიზის უნარის პარალიზებას ახდენს
ვირთხას გვერდს აუვლი დაიკივლებ გაიქცევი
ემოცია კი თუ სხეულს გაუჯდა თავს ვერ ახწევ

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 20 2008, 09:52 PM

ციტატა
ზიზიღი და მე ჩემი შიში მღრნეების მისამართით ჰობიებში არ გამყავს
ეს უბრალოდ და მარტივად არის ზიზღი ...



აჰა, გასაგებია, ძალიან კარგია რათქმა უნდა. ფობია უფრო მძიმე შემტხვევაა, სურათების, ტელევიზორში დანახვის და ა.შ. ანუ არაპირდაპირი შეხვედრის დროსაც მძაფრია ეს განცდა ჩემთვის.

ბავშვებისთვის ადრე პატარები რომ იყვნენ, ბერტელსმანში ენციკლოპედიები შევუკვეთე, 10 ტომი იყო, ისტტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია და ა.შ. ერთი ტომი იყო "ქვეწარმავლები" და ფოსტიდან რომ ვღებულობდი პაკეტს, რადგან არ ვიცოდი რომელი ტომი იყო, ბავშვები ხსნიდნენ და ამოწმებდნენ, რომ თუ ქვეწარმავლებია, უკან დაებრუნებინათ smile.gif sad.gif გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ჟურნალი "ნეშნელ ჯიოგრაფიკ" და P.M. (წლების მიხედვით მაქვს დაარქივებული გამოცემები), მაგრამ სანამ კიოსკში ვიყიდი, ვთხოვ ხოლმე გამყიდველს შეამოწმოს, თუ სადმე გველის სურათია, ამოხიოს ის გვერდი და ისე მომცეს biggrin.gif sad.gif ღმერთს მადლობა, მხოლოდ ღიმილით მისრულებენ ამ თხოვნას...

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: May 20 2008, 09:59 PM

ციტატა(nana_007 @ May 20 2008, 09:52 PM) *

ბავშვებისთვის ადრე პატარები რომ იყვნენ, ბერტელსმანში ენციკლოპედიები შევუკვეთე, 10 ტომი იყო, ისტტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია და ა.შ. ერთი ტომი იყო "ქვეწარმავლები" და ფოსტიდან რომ ვღებულობდი პაკეტს, რადგან არ ვიცოდი რომელი ტომი იყო, ბავშვები ხსნიდნენ და ამოწმებდნენ, რომ თუ ქვეწარმავლებია, უკან დაებრუნებინათ smile.gif sad.gif გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ჟურნალი "ნეშნელ ჟიოგრაფიკ" და P.M. (წლების მიხედვით მაქვს დაარქივებული გამოცემები), მაგრამ სანამ კიოსკში ვიყიდი, ვთხოვ ხოლმე გამყიდველს შეამოწმოს, თუ სადმე გველის სურათია, ამოხიოს ის გვერდი და ისე მომცეს biggrin.gif sad.gif ღმერთს მადლობა, მხოლოდ ღიმილით მისრულებენ ამ თხოვნას...

დაახლოებით, ეგეთი დამოკიდებულება აქვს ჩემს ბებოსაც ქვეწარმავლების მიმართ, ტელევიზორში და წიგნშიც კი არ შეუძლია მათი ყურება. მეც მაქვს უფრო ზიზღი, ვიდრე შიში ქვეწარმავლების და მატლების მიმართ, მაგრამ გაცილებით მსუბუქ ფორმებში, საბედნიეროდ smile.gif

ისე, დღემდე ვერ დავძლიე მარტო დარჩენის შიში, 25-ს ვარ და ჯერ ღამით მარტო არ დავრჩენილვარ სახლში.

დიდხანს კი პანიკურად მეშინოდა ლიფტით მგზავრობის, მაგრამ ამას მიზეზი ჰქონდა... ერთხელ ბავშვობაში ლიფტში მარტონი გავიჭედეთ მე და ჩემი და. მთელი ოჯახი კიბეებზე ვარბენიეთ ზევით-ქვევით, ხან რას ვაჭერდით ხელს და ხან რას biggrin.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 20 2008, 10:02 PM

ციტატა
ემოცია კი თუ სხეულს გაუჯდა თავს ვერ ახწევ


sad.gif

პოსტის ავტორი: ekato თარიღი: May 20 2008, 11:11 PM

nana_007
ერთი მეგობარი მყავს, რომელიც ზუსტად თქვენნაირ მდგომარეობაშია, ქვეწარმავლის სურათიც რომ დაინახოს ცუდად ხდება, ცდილობს რამენაირად ებრძოლოს ამ ფობია, მაგრამ არაფერი არ გამოსდის sad.gif ალბათ რა ძნელია huh.gif


მე ძალიან მეშინია მიწისძვრის sad.gif მაგ დროს პანიკაში ვვარდები და არ ვიცი რას ვაკეთებ sad.gif
არც კი ვიცი ამას რა ჰქვია, უბრალოდ შიში თუ ფობიაა ესეც huh.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: May 20 2008, 11:23 PM

nana_007

ნან,მსგავსი შიში მქონდა გველების...ერთ წელს სოფელში ვისვენებდი და ამეკვიატა რომ აუცილებლად სადღაც შEმხვდებოდა..საშინელი,პანიკური შიში მქონდა...არადა მაგრად მიყვარს ბალახებში,ორღობეებში,ტყეში ხეტიალი,მაგრამ ძალიან მეშინოდა ღია ფეხსაცმელით სიარული..
მოკლედ,გაფართოებული თვალებით ვავირდბოდი ყველაფერს და სულ ვფიქრობდი :ახლა შემხვდბა და გაიკლანება ჩემს ფეხებთაბთქო და ასეც მოხდა... ეზოში გავედი შუადღით და საპირფარეშოს კარებზე იყო გაწოლილი...საშინელ დღეში ჩავვარდი sad.gif ისტერიკა,კანკალი,ვეღარ ვჩერდებოდი..

და მერე რა მოხდა იცი..ამ დიდი განცდების მერე გადამიარაა...ახლა აღარ მეშინია და სადმე რომ დავინხო,რა თქმა უნდა,არ მესიამოვნება,მაგრამ პანიკაში აღარ ჩავვარდები..

ანუ გველთან პირისპირ ''შეხვედრამ'' ამ ფობიისგან მიხსნა..უცნაურია თითქოს,მაგრამ ესეა smile.gif



პოსტის ავტორი: ekato თარიღი: May 20 2008, 11:30 PM

S a l l y
უი რა საინტერესო შემთხვევააა, კარგია რომ აღარ გეშინია smile.gif
აბა მე იმ დიდმა მიწისძვრამაც ვერ მიშველა, იმის მერე უფრო მეშინია biggrin.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: May 20 2008, 11:42 PM

ციტატა(ekato @ May 20 2008, 11:30 PM) *

S a l l y
უი რა საინტერესო შემთხვევააა, კარგია რომ აღარ გეშინია smile.gif
აბა მე იმ დიდმა მიწისძვრამაც ვერ მიშველა, იმის მერე უფრო მეშინია biggrin.gif


biggrin.gif ხო,მიწისძვრის შEმთხვევასი ჩემი მაგალითი არ გამოგადგება biggrin.gif


საერთოდ,როცა რაღაც ფობია ამეკიდება,ვცდილობ რაღაცნაირად დავამარცხო..
აი,მაგალითად ასე ვამუშავებ ხოლმე თავს:გამომდინარე იქიდან,რომ ერთადერთი შიში რაც ადამიანს უნდა ქონდეს არის უფლის შიში,და სხვა შიშები არაა მისთვის ბუნებრივი და თანდაყოლილი..თუ რამე გენეტიკური პრობლემა არ უდევს საფუძვლად,აუცილებლად შეძლება მის დამარცხება..ასეთი ტრეინინგის მერე მემატება რწმენა იმისა რომ ეს პროობლემა დაძლევადია და შიში-დამარჩხებადი..მერე მომდევნო ეტაპზე გადავდივარ..
ვთქვათ,მეშინია სიბნელის...დავმუშავდები ზემოთ აღნიშნული მეთოდით და მერე ფრთიხალ შევდივარ ბნელ ოთახში..მეშინია,მაგრამ თავს ვარწმუნებ,რომ არ უნდა მეშინოდეს..და ამის უამრავი არგუმენტი მოდის თავისით თავში(რაღაც დამცველობითია smile.gif ) მერე უკვე ვარწმუნებ თავს რომ აღარ მეშინია და გადავდივარ თამამ მოქმედებებზე..რაღაცნაირად ვთავისუფლდები..სხვათაშორის,ამ დროს ადრენალინის მოჭარბებას ვგრძნობ და ერთგვარი ექსტრიმის შეგრძნებას გავს biggrin.gif ...ასე ვაკეთებ რამდენჯერმე.. და საბოლოოდ აღარ მეშინია smile.gif

ეს სადღაც 12 წლის ასაკში ვქენი და გაამართლა smile.gif სიბნელის ნამდვილად აღარ მეშინია smile.gif

იმედია,გიჟად არ შემრაცხავთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ekato თარიღი: May 20 2008, 11:47 PM

S a l l y
კარგი რჩევაა მარა მე მაინც არ მადგება tongue.gif biggrin.gif
ძალით ხომ არ გამოვიწვევ მიწისძვრას რომ შევებრძოლო და მოვუგო biggrin.gif
ხოდა იმედი მაქ რომ შემდეგ მიწისძვრას (ღმეთმა არ ქნას) მედგრად შევხვდები biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: May 21 2008, 12:41 AM

S a l l y

ციტატა
საერთოდ,როცა რაღაც ფობია ამეკიდება,ვცდილობ რაღაცნაირად დავამარცხო...

სალომე და უაზროდ რომ ბრაზდება ადამიანი და ამის ნიადაგზე სისულელეების კეთებას იწყებს იმის წამალი არ იცი? fiqri.gif 003.gif

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: May 21 2008, 01:30 AM

ახლა ძალაინ ვჩქარობ, მაგრამ იმის თქმას კი მოვასწრებ, რომ ფობია საკმაოდ ადვილად იძლევა;
როგორ - ეს ინდივიდუალურია, გააჩნია მდგომარეობას.
ხვალ-ზეგ დავბრუნდები თემაში და მეტს დავწერ.

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 01:39 AM

ციტატა
ანუ გველთან პირისპირ ''შეხვედრამ'' ამ ფობიისგან მიხსნა..უცნაურია თითქოს,მაგრამ ესეა smile.gif


სალი.

მეც მიფიქრია მაგაზე და მეგობრებიც მეუბნებიან, რომ მაგალითად ფსიქოლოგთან მივიდე, იქ "შემაჩვევენ", მაგრამ ამის წარმოდგენაც მზარავს. ახლა ცხადია, როცა "საშიშროებას" ვხედავ,კი არ ვიბნევი ან მეკარგება აზროვნების უნარი: პირიქით, ვავითარებ დიდ სისწრაფეს (biggrin.gif ), ვეძებ სასწრაფო გამოსავალს... მაგრამ სალომე, მე მგონია, მასე ხშირი შეჩეხვებიც კი არ მიშველის, პირიქით, უფრო დავიზმენდები... რა ვიცი, ბავშვობაში "ვვარჯიშობდი" , მარა უშედეგოდ თქვა დავწერე უკვე. ისე,ხომ გითხარით, არის სიტუაციები ჩემს აზროვნებაში შექმნილი, რომლის დროსაც უნდა შემეძლოს ამ ფობიის გადალახვა და "ბრძოლა", თუ ეს საშიშროება ჩემს ახლობლებს ეხება, მაგ დროს ვერაფერი ვერ გამაჩერებს, იქნება ხელითაც შევეხო კიდეც...სხვისი დაცვითი ინსტიქტი ბავშვობიდან მქონდა, ვიდრე საკუთარი თავის... ანუ-> ნუ გეშინია, მეც მეშინია <----

ეკატო,

მიწისძვრის შიში ბევრად მარტივია დამიჯერე, იმიტომ, რომ მაგას ვერც გამოიწვევ, ვერც "შეხვდები" და ალბათობაც მცირეა , რომ მაგ სიტუაციაში მოხდე. მაგრამ აი, რომ აიკვიატო, ახლა მიწისძვრა იქნება და შენობაში ვერ გაჩერდე, ეგ იქნება უკვე მართლა ფობია...

მადლობა ყველას, რომ წერთ გამოცდილებებს smile.gif

maZiebeli,

გელოდებით smile.gif საინტერესო იქნება 2kiss.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: May 21 2008, 01:47 AM

სიმაღლის შიშზე რას იტყოდით? და ასევე თვითმფრინავით ფრენის შიშზე?

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: May 21 2008, 01:48 AM

მე ერთი ყველაზე დაუძლეველი შიში მაქვს და მეეჭვება ოდესმე დავძლიო,აქ არცერთი ნაცადი ხერხი არ მშველის..

სულ მეშინია რომ ჩემებს რაღაც მოუვათ..ეს ბავშვობიდან მომდევს..

როცა გზაში მიდიოდნენ ად როცა აგვიანდებაბოდათ ყოველთვის ცუდზე ვფიქრობდი..განვიცდიდი..

ახლა ძალიან ვცდილობ თავი ვაკონტროლო და ცუდი ფიქრები მოვიცილო..მაგრამ მაინც სულ მაქვს მათი დაკარგვის შიში user.gif

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 01:55 AM

ციტატა
სულ მეშინია რომ ჩემებს რაღაც მოუვათ..ეს ბავშვობიდან მომდევს..


სალი,

ეგ მე დამჩემდა მას მერე, რაც დედა გავხდი ... რაც იზრდებიან და ასაკი ემატებათ, უფრო მძაფრდება ეგ შიში, პანიკას უფრო დავარქმევდი...


გიორგი,

ჩემი აზრით, სიმაღლის და თვითმფრინავის შიში მეტად გავრცელებული ფობიებია...

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: May 21 2008, 01:57 AM

nana_007

გავგიჟდები შვილებზეც რომ იგივე დამემართოოს user.gif




პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: May 21 2008, 02:12 AM

nana_007

ციტატა
ჩემი აზრით, სიმაღლის და თვითმფრინავის შიში მეტად გავრცელებული ფობიებია...

მე მაგალითად სხვები რომ მიფრინავენიმის მეშინია, ვშიშობ რაიმე არ მოხდეს... საკუთარ თავზე არა. no.gif

აეროპორტის დისპეტჩერები მცნობენ უკვე ხმაზე... ki.gif a075.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 21 2008, 10:02 AM

ციტატა
სულ მეშინია რომ ჩემებს რაღაც მოუვათ..ეს ბავშვობიდან მომდევს..



ციტატა
გავგიჟდები შვილებზეც რომ იგივე დამემართოოს


მე ალბათ გადავირევი . ზუსტად ასე ვარ.. ბავშვებზე რა დამემართება არ ვიცი.. ალბად გავგიჟდები sad.gif

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: May 21 2008, 10:35 AM

მე სიმაღლის შიში მაქვს, ვერაფრით დავძლიე sad.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 21 2008, 10:39 AM

ციტატა(maZiebeli @ May 21 2008, 01:30 AM) *

ახლა ძალაინ ვჩქარობ, მაგრამ იმის თქმას კი მოვასწრებ, რომ ფობია საკმაოდ ადვილად იძლევა;
როგორ - ეს ინდივიდუალურია, გააჩნია მდგომარეობას.
ხვალ-ზეგ დავბრუნდები თემაში და მეტს დავწერ.


იქნებ მასწავლო კლაუსტროფობია როგორ დავძლიო? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 21 2008, 11:40 AM

ციტატა
კლაუსტროფობია


წყლის შიშია ხომ ? smile.gif ყველაფერი ფსიქოლოგიის ამბავია tongue.gif ან გადატანილი ტრავმის.. მე მაგალითად ბავშვობაში მანქანა მოგვისრიალდა და კინაღამ გადავიჩეხეთ "პერევალზე" smile.gif იმის მერე მეშინია დიდი სიჩქარით რომ მოძრაობს მანქანა... თან გააჩნია მძღოლს თუ ვერ ვენდობი 20 ითაც რო იაროს დაძაბული ვზივარ smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 21 2008, 01:46 PM

ციტატა(leluka @ May 21 2008, 11:40 AM) *

წყლის შიშია ხომ ? smile.gif ყველაფერი ფსიქოლოგიის ამბავია tongue.gif ან გადატანილი ტრავმის.. მე მაგალითად ბავშვობაში მანქანა მოგვისრიალდა და კინაღამ გადავიჩეხეთ "პერევალზე" smile.gif იმის მერე მეშინია დიდი სიჩქარით რომ მოძრაობს მანქანა... თან გააჩნია მძღოლს თუ ვერ ვენდობი 20 ითაც რო იაროს დაძაბული ვზივარ smile.gif


არა...ეს არის ჩაკეტილი სივრცის შიში. ლიფტში ჯდომის არ მეშინია, მაგრამ აი თუ გაჩერდააა....და მალე ვერ გამოვედი..ძალიან ცუდი შეგრძნება მეუფლება...
უფრო სწორად რომ ვუკვირდები , რამდენიმე შიში შეიძლება ერთ კატეგორიაში განვათავსოთ: მაგალითად: იგივე კლაუსტროფობია, სიმაღლის შიში, საზოგადოების შიში (social anxiety) შეიძლება ითქვას ერთი რამიდან მომდინარეობს: ეს არის მომენტი, როცა სიტუაცია შენ არ გექვემდებარება: ანუ ჩაიკეტე და ვერ გამოდიხარ, ხალხის მასაში ხარ და თავს ვერ აღწევ, თვითმფრინავში ხარ და რა უნდა ქნა ხომ ვერ გადახტები... ( თვითმფრინავი მიყვარს smile.gif )

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 21 2008, 02:06 PM

ციტატა
ლიფტში ჯდომის არ მეშინია, მაგრამ აი თუ გაჩერდააა....და მალე ვერ გამოვედი..ძალიან ცუდი შეგრძნება მეუფლება...



იცი საერთოდ არ მეშინია ლიფტში გაჭედვის... რომც გაჭედილა არც მაშინ... ზოგს ჰგონია რომ რადგან გაჩერდება ნანახი აქვთ ფილმი ლიფტი smile.gif და ჩავარდებიან smile.gif ყველანზე ნაკლებად ვუშვებ ჩაწყვეტის მომენტს გონებაში და ამიტომ.... : ) თუნდაც მიწისძვრა რომ ხდება რაღაც ყველას რომ ეშინია მე არა : ) რაღაც მომწონს ის მომენტი ... რავიცი ეს რა უნდა იყოს : ) ანუ არ მეშინია რაა... რაღაც სულ მგონია რო არ დაინგრევა და ა.შ მთავარი ჩემი აზრით უნდა დაარწმუნო ადამიანმა თავი და გაგივლის : )

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 21 2008, 02:56 PM

ციტატა(leluka @ May 21 2008, 02:06 PM) *

იცი საერთოდ არ მეშინია ლიფტში გაჭედვის... რომც გაჭედილა არც მაშინ... ზოგს ჰგონია რომ რადგან გაჩერდება ნანახი აქვთ ფილმი ლიფტი smile.gif და ჩავარდებიან smile.gif ყველანზე ნაკლებად ვუშვებ ჩაწყვეტის მომენტს გონებაში და ამიტომ.... : ) თუნდაც მიწისძვრა რომ ხდება რაღაც ყველას რომ ეშინია მე არა : ) რაღაც მომწონს ის მომენტი ... რავიცი ეს რა უნდა იყოს : ) ანუ არ მეშინია რაა... რაღაც სულ მგონია რო არ დაინგრევა და ა.შ მთავარი ჩემი აზრით უნდა დაარწმუნო ადამიანმა თავი და გაგივლის : )


არა არა..შენ ამას ვერ გაიგებ smile.gif
ლიფტში გაჭედვისას ჩაწყდომაზე არ ფიქროობს ის ვისაც კლაუსტროფობია აქვს..უბრალოდ გეშინია, გული გიჩქარდება...და მიზეზი არ იცი რა არის smile.gif

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 03:22 PM

გლახა,

მეც მაქვს ვიწრო სივრცის შიში ანუ ვერ ვიტან, მგონია ვიხუთები, მაგრამ არა ფობია. ერთხელ კომპიუტერტომოგრაფიას ვიკეთებდი და მილში რომ შემაცურეს,მითხრეს თვალები არ გაახილოო, თან ნაუშნიკები გამიკეთეს ყურებზე მუსიკა იყო ჩართული აპარატის გრუხუნის გამო. ხოდა, მე როგორც ცნობისმოყვარე ბარბარამ, "ჩრდილოეთის დათვის" ფენომენისაც არ იყოს, დავჭყიტე თავლები და ვაი იმას, მერე რაც დამემართა: ეს იყო თითქოს ცოცხლად დამარხვა, საფლავში მეგონა თავი, რაცხა სხვა სამყაროში, ავტეხე ამბავი , გამომიყვანეს, ცოცხალი თავით აღარ შევდიოდი, მერე რაღაცნაირად გავუბედე, ოღონდ იმ პირობით, რომ მილის მეორე მხარეს, სადც თავი იყო მოთავსებული, მდგარიყო სამედიცინო და და ხელი მოეკიდა ჩემთვის სახეზე ან თავზე. ასე წამებით გავატარე 15 წუთი, დახუჭული თვალებით...არადა, ტრუბებში რამდენჯერ გავმძრალვარ, ეს შეგრძნება არ მქონია...

მე მგონი, გლახა, ეგ საზოგადოების ფობია ყველაზე ცუდი იქნება, ალბათ, შეუძლებელია მაგის გამო ნორმალური ცხოვრება sad.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: May 21 2008, 03:47 PM

sergi_glaxa

ციტატა
ეს არის მომენტი, როცა სიტუაცია შენ არ გექვემდებარება


კარგი რამე თქვი,ზუსტად ეგაა ყველა მგ შიშის საფუძველი..რომ შეიძლებოდეს თვითმფრნავის გაჩერება შენი სურვილით დარწმუნებული ვარ არ შეგეშინდება..

ვფიქრობ,ამ შიშების ფონი ნევროზია..რომელიც ძალიან საინტერესო ფენომენია..და ძალიან ღრმა და საინეტერო ეტიოლოგიური ფაქტორები უდევს საფუძვლად.. სადაც ადამიანის რელიგიური ცნობიერება საკმაოდ დიდ როლს თამაშობს


პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 21 2008, 05:14 PM

nana_007

ციტატა
მე მგონი, გლახა, ეგ საზოგადოების ფობია ყველაზე ცუდი იქნება, ალბათ, შეუძლებელია მაგის გამო ნორმალური ცხოვრება

გააჩნია რა ფორმით გამოიხატება და გააჩნია რა პროფესიისაა ადამიანი...პროფესიისა იმიტომ, რომ თუ ხალხის წინ ხშირად გიწევს ყოფნა, ურთიერთობა, სიტყვით გამოსვლა...აი მასინ მართლა ძნელია
ამის საფუძველიც არის ნერვიულობა...თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც ბავშვობიდან არ უყვართ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა...მაგალითად სკოლასი კლასის წინ გამოსვლა და გაკვეთილის მოყოლა....ბევრ ადამიანს ამის გამო ცხოვრება ჯოჯოხეტად ექცევა ხოლმე...და თავად ეს ფობია იწვევს მერე ნევროზსაც...
ამიტომ არსებობს თავის არიდება..როცა იცი რომ ესა თუ ის სიტუაცია სენზე დამანგრევლად მოქმედებს უნდა მოერიდო....ამის გამო ტრანკვილიზატორების დალევა არ მიმაჩნია მართებულად..ასევე ზოგიერთი ფობია შეიძლება გაქრეს, შეიძლება ვინმემ ცხოვრების ამათუ იმ ეტაპზე შეიძინოს მიზეზთა გამო...

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 05:21 PM

ციტატა
ვფიქრობ,ამ შიშების ფონი ნევროზია..რომელიც ძალიან საინტერესო ფენომენია..და ძალიან ღრმა და საინეტერო ეტიოლოგიური ფაქტორები უდევს საფუძვლად.. სადაც ადამიანის რელიგიური ცნობიერება საკმაოდ დიდ როლს თამაშობს


მართალი ხარ, სალი , მაგრამ ეს ისეთი შიშების შემთხვევაა, შენ რომ დაწერე ახლობლებზე და მე მაგალითად შვილებზე . რასაც ფობია ქვია, მაგალითად ჩემს შემთხვევაში არ მესმის რელიგიური სულიერი ყოფა საერთოდ გავლენას ახდენდეს.
მაგალითად, სიბნელის ან ღამის შიში ყველას აქვს მეტ-ნაკლებად და მათ შორის მეც, მაგრამ მაგ დროს მშველის იესოს ლოცვა, ჩემი ფობიის შემთხვევაში სხვანაირადაა საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვამბობ მაგ ლოცვას. მემგონი, როცა რეალურ სიტუაციას ეხება , ანუ სიბნელის გვეშინია ალბათ სულების, ცომბების, საშინელი ქმნილებების გამო, რომლებზეც წარმოდგენაც ბავშვობაში გვიყალიბდება და შეუცნობლად მაინც მოიცავს გონებას დიდობაშიც, ამ დროს უხილავთან გვაქვს საქმე და ლოცვა ალბათ მიტომ მშველის, მაგრამ რაიმე ცხოველის შიშს ასე ლოცვით ალბათ ვერ დავძლევთ... unsure.gif თუ კი...? ...


ციტატა
ტრანკვილიზატორების დალევა არ მიმაჩნია მართებულად


ფობიაზე მგონი არ მოქმედებს არანაირი -ზატორი sad.gif ალბათ,ახლა, თუ ექსტაზშია კაცი და კიდია ყველაფერი, ეგ არ ვიცი, არ გამომიცდია...ანტიდეპრესივა კი ზოგადად ვითომ ნერვოზს შველის, მაგრამ დროებით.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 21 2008, 05:22 PM

ეს საინტერესო ლინკია საზოგადოებრივ ფობიასთან დაკავშირებით. მაპატიეთ რომ ინგლისურადაა და ქართულად თარგმნის დრო არ მაქვს..

http://www.socialphobia.org/whatis.html

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 05:25 PM

ციტატა( გიორგი @ May 21 2008, 02:12 AM) *

nana_007

მე მაგალითად სხვები რომ მიფრინავენიმის მეშინია, ვშიშობ რაიმე არ მოხდეს... საკუთარ თავზე არა. no.gif

აეროპორტის დისპეტჩერები მცნობენ უკვე ხმაზე... ki.gif a075.gif


გიორგი,

ეს არ არის სიმაღლის ან ფრენის შიში,არამედ რაც სალიმ და მე დავწერეთ იმის ექვივალენტია: ახლობლებზე შიში. ალბათ, ითვლება რა ფრენა პოტენციურად "საშიშროების" ფაქტორად, შენ ეგ იზმენა გივითარდება მაგ დროს... რა საინტერესოა ისე ადამიანის ფსიქიკა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 21 2008, 05:29 PM

S a l l y

ციტატა
კარგი რამე თქვი,ზუსტად ეგაა ყველა მგ შიშის საფუძველი..რომ შეიძლებოდეს თვითმფრნავის გაჩერება შენი სურვილით დარწმუნებული ვარ არ შეგეშინდება..


თვითმფრინავის არანაირად არ მეშინია, პირიქით ;)
მეშინია სიმაღლის, რომელსაც არ აქვს ზღუდე...რომელიც დაგიცავს გადავარდნისგან...
ბაკურიანში კოხტა გორაზე რომ საბაგიროზე დავჯექი (ძველზე) არ მეგონა ცოცხალი თუ ჩამოვიდოდი :) ეგ იყო პირველი და უკანასკნელი :) აი ახალზე, შემიძ

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 05:45 PM

ციტატა
მეშინია სიმაღლის, რომელსაც არ აქვს ზღუდე...რომელიც დაგიცავს გადავარდნისგან...


ეგ შიში ყველას აქვს, სერჟ 2kiss.gif ოღონდ ზოგს პანიკური ,ზოგს ვაჟკაცურად დამალული biggrin.gif ექსტრემალური პროფესიიების ხალხს უფრო მეტი შიში აქვს, ვიდრე სხვას გონია, მხოლოდ გამოჩენას არ ახდენენ და ეცდებიან დაიმორჩილონ. სიკვდილის შიში ყველას აქვს...რაღაც გარკვეულ ზღვრამდე, მერე ეს ზღვარი ქრება ანუ სულერთი ხდება ბოლო მომენტში (ჯარისკაცების სინდრომი).

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 21 2008, 05:46 PM

მე ტარაკნების და მწერების მეშინია sad.gif

აზრს ვკარგავ ისე ძალიან... sad.gif

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 05:54 PM

ციტატა
მე ტარაკნების და მწერების მეშინია sad.gif


ეგ ჩემსაზე უარესია, კატ sad.gif უფრო მეტი შანსია ყოველდღიურ ცხოვრებაში მწერებს გადაეყარო, ვიდრე კობრას ...

და რასაკეტებ მერე? წარმომიდგენია რა ძნელია sad.gif

ჩემი ერთი ნაცნობი გერმანელი გოგო ობობის დანახვაზე იბნიდებოდა, მე შემიძლია ობობა ხელში ავიყვანო და არასოდეს არ მომიკლავს, ვიღებ ხელში და გარეთ ვაგდებ. თუმცა, ერთხელ მეც დამსტუკეს ობობებმა: კლინიკაში ვმუშაობდი ასე 10 წლის წინ და არქივში უნდა ავსულიყავი, სადღაც ჭერში და ჰოი საოცრებავ! ზღაპარი მიმიქარავს, იმდენი ობობა იყო მიბმულ-ჩამოპორწიალებული, ქსელები, ზაფები, ესენი უთვალავი რაოდენობის... მერე მტვერსასრუტი ამოვიტანე და ისეგავათავისუფლე ეს ოთახი, თუმცა მერე არ ვიცი ნერვიულობის გამო თუ რა, რაღაც ალერგიული ფხანა ამიტყდა და სიწითლე, სანამ არ დავიბანე და რაღაც სპეცკრემი არ წავისვი...

დიდი ობობები , მაგ. "შავი ქვრივი" და მსგავსები შხამიანები არიან და ამდენად საშიშნიც.

დაწერეთ, ექსტრემალური შიშების დროს როგორია თქვენი ყოველდღიურობა, როგორ ახერხებთ ნორმალიზაციას? იქნებ რაღაცით დავეხმაროთ ერთმანეთს.

პოსტის ავტორი: ekato თარიღი: May 21 2008, 06:03 PM

არამგონია ჩემ დაზე მეტად ობობის ვინმეს ეშინოდეს, დატანჯულია მაგის გამო sad.gif
მესამე კურსზე უფლისციხეში ვიყავით წასულები ერთი კვირით პრაქტიკებზე და იქ უნდა გენახათ რა დღეში იყო, რომ ჩავედით და იმდენი ობობები და მწერები დაინახა, თანაც ძველ ხის სახლში, წარმოიდგინეთ რამდენი იქნებოდა, მამაჩემს დაურეკა ტირილით გეხვეწები ჩამოდი და წამიყვანე აქედანო, გადარია მამა biggrin.gif მერე არ გინდოდა იმის ახსნა მამისთვის რომ არაფერი არ იყო იქ საშიში და ვერგასაძლები, ლამის მართლა ჩამოვიდა და წამოგვიყვანა ორივე სახლში biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 21 2008, 06:05 PM

nana_007

ციტატა
დაწერეთ, ექსტრემალური შიშების დროს როგორია თქვენი ყოველდღიურობა, როგორ ახერხებთ ნორმალიზაციას? იქნებ რაღაცით დავეხმაროთ ერთმანეთს

მე არანორმალურივით ვიქნევ ხელებს და ფეხებს laugh.gif

და ვკივი ხმით, რომელიც სანამ გავაცნობიერებ რომ ჩემია, ძალიან საშიშად მეჩვენება laugh.gif

მე რომ მანდ მოვხვედრილიყავი, ნანა, ჩემი დუხი არ იქნებოდა ამ დუნიაზე ახლა biggrin.gif

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 06:08 PM

ekato,

ძნელია :(

რაც არ უნდა პრიმიტიულად მიგვაჩნდეს ჩვენ სხვისი შიში , მაინც უნდა გავუკეთოთ აქცეპტირება და შევუწყოთ ხელი, რომ უკეთ იგრძნოს თავი და არავიტარ შემთხვევაში არ ჩავაჯინდეთ იყოს იმ სიტუაციაში, რაც მას აშინებს.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 21 2008, 06:09 PM

afxazi
laugh.gif

რა ვქნა, ასეა და laugh.gif

ერთხელ ბავშვობაში, გადავწყვიტე რომ გმირული გოგო ვიყავი, ხოდა ამასობაში რაკიღა ჩემს დას ბიოლოგიაში გაკვეთილად "ტარაკანა" ჰქონდა, მეც ავდექი და დავუჭირე ერთი კოლოფი ტარაკნები...

შედეგად ის რომ ერთი კვირა მესიზმრებოდა, როგორ დაცოცავდნენ sad.gif

არა რა...

ერთხელ, ბზიკთან რაინდულად დამარცხებული კალია დავკრძალეთ ბავშვებმა პატივით, "ასტრის" კოლოფით გავასვენეთ, მარა მაინც ვერ შევიყვარე laugh.gif

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 06:12 PM

ციტატა
მე რომ მანდ მოვხვედრილიყავი, ნანა, ჩემი დუხი არ იქნებოდა ამ დუნიაზე ახლა biggrin.gif


მჯერავს, ეკატერინე, მაგრამ იქნებ არ ყოფილიყო მასე საქმე, ექსტრემალურ სიტუაციაში ჯერ კიდევ არ ვიცით რისი მაქნისები ვართ პოტენციურად...

აი, იფიქრე იმაზე რაც მე ვთქვი: როცა წარმოვიდგენდი, რომ ეს "საშიშროება" რაც მე მაშინებს ჩემს ახლობელს, შვილს ან პატარა დაუცავ არსებას ეხება, მაგ დროს ვფიქრობ, რომ სხვაგვარად მოვიქცევი... ღმერთს მადლობა ქვეწარმავლების შემთხვევაში ეს სიტუაცია არ გამომიცდია,სხვა სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციები მაქვს გამოვლილი და ვიცი, რომ სხვისი დაცვა შემიძლია ინსტიქტურად თუ შეგნებულად, სულერთია...

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: May 21 2008, 06:14 PM

ციტატა(kato_Bato @ May 21 2008, 06:46 PM) *

მე ტარაკნების და მწერების მეშინია sad.gif

აზრს ვკარგავ ისე ძალიან... sad.gif


მე კიდევ გაპურტყული ქათმის მეშინია, IPB-ს სურათი სხვა თითქმის არაფრის. IPB-ს სურათი მაგრამ ზუსტად ვიცი ჩემ ამ შიშს არაფერი ეშველება, ამიტომ რჩევასაც არ გკითხავთ, რა ვქნა მეთქი IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 21 2008, 06:18 PM

nana_007

ციტატა
მჯერავს, ეკატერინე, მაგრამ იქნებ არ ყოფილიყო მასე საქმე, ექსტრემალურ სიტუაციაში ჯერ კიდევ არ ვიცით რისი მაქნისები ვართ პოტენციურად...

აი, იფიქრე იმაზე რაც მე ვთქვი: როცა წარმოვიდგენდი, რომ ეს "საშიშროება" რაც მე მაშინებს ჩემს ახლობელს, შვილს ან პატარა დაუცავ არსებას ეხება, მაგ დროს ვფიქრობ, რომ სხვაგვარად მოვიქცევი... ღმერთს მადლობა ქვეწარმავლების შემთხვევაში ეს სიტუაცია არ გამომიცდია,სხვა სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციები მაქვს გამოვლილი და ვიცი, რომ სხვისი დაცვა შემიძლია ინსტიქტურად თუ შეგნებულად, სულერთია...


სხვას როცა საფრთხე ემუქრება, მეც მავიწყდება ჩემი თავი, ვფიქრობ როგორ ვუშველო, ტვინი და გული მარტო საიმისოდ მუშაობს, ვისაც უჭირს...

აი საშიშროება რომ ჩაივლის, მერე მეწყება კოშმარი biggrin.gif

უფალმა დამიფაროს საშიში სიტუაციისგან და ან მაგ შემთხვევაში დაბნევისგან sad.gif

პ.ს. აუ, ზღვის სუნი მომივიდა... მე მგონი მომენატრა...

ზღვის გახსენებაზე, მედუზების ისე მეშინია, შუა ზღვაშიც რომ ვიყო, ტალღებზე ზევიდან მოვრბივარ, წყალს არ ვეხები, მედუზა რომ დავინახო...

მაკუნა
ციტატა
მე კიდევ გაპურტყული ქათმის მეშინია, სხვა თითქმის არაფრის. მაგრამ ზუსტად ვიცი ჩემ ამ შიშს არაფერი ეშველება, ამიტომ რჩევასაც არ გკითხავთ, რა ვქნა მეთქი

არ გააკეთებ ჩახოხბილს და ეგ იქნება biggrin.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 07:19 PM

ახალგაზრდებო, ეტყობა არაფრის არ გეშინიათ თქვენ biggrin.gif და შეგაშინებთ ახლა!!!!! დავით, მომეხმარე smile.gif

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

პ.ს. ხუმრობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს პატარებო და ლამაზებო 2kiss.gif მარა თან საქმე .... მაძიებელი დაგვპირდა საინტერესო პოსტს და მე პირადად მოუთმენლად ველი...

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 21 2008, 07:28 PM

შიში უცნაური ფენომენია, და თავისი ზღვარი გააჩნიაა. შიშის დამარცხება ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არა. ამ სიტყვების სიმართლეში რომ დაგარწმუნოთ გავიხსენებ სავაჭრო ცენტრის აფეთქების ამბავს, როგორ ხტებოდა ხალხი წარმოუდგენელი სიმაღლიდან. მათ იმ წუთში არ ეშინოდათ ამ სიმაღლის , რომელიდანაც ისევ მას შეიძლება ცოტა ხნის წინ გადმოხედვაც შეშინებოდა.... უცნაურია ხომ? მაგრამ მე მგონი მათ იმ წუთში სიმაღლის შიში დაკარგეს, მაგრამ რის ხარჯზე? ნანგრევებში გარდაუვალი სიკვდილის ხარჯზე. ხომ იქაც სიკვდილი ხვდებოდა? მაგრამ მაინც გადმოხტომა ამჯობინეს.
მე არ მინდა აქ სურათი დავდვა გუშინწინდელი პაციენტის (ცუდად არ გახდეთ) რომლის აწყობის დროს ვერავითარ შიშს ვერ ვგრძნობდი(ალბათ არ მეცალა ამისთვის) , ორი ასისტენტი ისე შენაცვლებია ერთმანეთს ვერც გავიგე. შემდგ კომპში რომ გადავიტანე ოპერაცია მაგრად შემეშინდა. ასეთი უცნაურია ეს ამბავი. თითქმის აუხსნელი.
აი კიდევ დაქირავებული ჟარისკაცი მიდის 50%-იან სიკვდილზე ვინ აძალებს? არავინ ხომ? მაინც მიდის და იქ სიკვდილის სულ არ ეშინია. მაგრამ აბა დააჯინე სტომატოლოგთან... ბოდიში და ქვეშეფსია გახდება წამსვე. აი აუხსნელი უცნაურობა.
პატივისცემით აბო.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 21 2008, 07:29 PM

შიში უცნაური ფენომენია, და თავისი ზღვარი გააჩნიაა. შიშის დამარცხება ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არა. ამ სიტყვების სიმართლეში რომ დაგარწმუნოთ გავიხსენებ სავაჭრო ცენტრის აფეთქების ამბავს, როგორ ხტებოდა ხალხი წარმოუდგენელი სიმაღლიდან. მათ იმ წუთში არ ეშინოდათ ამ სიმაღლის , რომელიდანაც ისევ მას შეიძლება ცოტა ხნის წინ გადმოხედვაც შეშინებოდა.... უცნაურია ხომ? მაგრამ მე მგონი მათ იმ წუთში სიმაღლის შიში დაკარგეს, მაგრამ რის ხარჯზე? ნანგრევებში გარდაუვალი სიკვდილის ხარჯზე. ხომ იქაც სიკვდილი ხვდებოდა? მაგრამ მაინც გადმოხტომა ამჯობინეს.
მე არ მინდა აქ სურათი დავდვა გუშინწინდელი პაციენტის (ცუდად არ გახდეთ, შემიძლია მსურველს გაუგზავნო) რომლის აწყობის დროს ვერავითარ შიშს ვერ ვგრძნობდი(ალბათ არ მეცალა ამისთვის) , ორი ასისტენტი ისე შენაცვლებია ერთმანეთს ვერც გავიგე. შემდგ კომპში რომ გადავიტანე ოპერაცია მაგრად შემეშინდა. ასეთი უცნაურია ეს ამბავი. თითქმის აუხსნელი.
აი კიდევ დაქირავებული ჟარისკაცი მიდის 50%-იან სიკვდილზე ვინ აძალებს? არავინ ხომ? მაინც მიდის და იქ სიკვდილის სულ არ ეშინია. მაგრამ აბა დააჯინე სტომატოლოგთან... ბოდიში და ქვეშეფსია გახდება წამსვე. აი აუხსნელი უცნაურობა.
პატივისცემით აბო.

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 07:37 PM

ციტატა
აი კიდევ დაქირავებული ჟარისკაცი მიდის 50%-იან სიკვდილზე ვინ აძალებს? არავინ ხომ? მაინც მიდის და იქ სიკვდილის სულ არ ეშინია. მაგრამ აბა დააჯინე სტომატოლოგთან... ბოდიში და ქვეშეფსია გახდება წამსვე. აი აუხსნელი უცნაურობა.
პატივისცემით აბო.


გეთანხმები, აბო , მეტად საოცარი ფენომენია. იქნებ როგორც ექიმმა უფრო მეტი საინტერესო რამ მოგვაწოდო ამ თემის ირგვლივ.

ასევე ვთხოვ ყველას, ვისაც რაიმე საინტერესო ინფორმაცია გააჩნია, იქნება დავეხმაროთ რაღაცით ერთმანეთს.

გავიმეორებ: იქნებ რაიმე რელიგიური თვალსაზრისით არსებობს ახსნა და "ხსნა", ასევე ფსიქოლოგების აზრიც კარგი მოსასმენი და გასათვალისწინებელი იქნება, თუ არ ვცდები, ქეთუს აქვს რაღაც შეხება ამ სფეროსთან, ასევე ბევრ ფორუმელს, რომლებმაც "ჩვენს პროფესიებში" თავი გაგვაცნეს.

მადლობთ წინასწარ.

პ.ს.იმაზე რას იტყვით,რაც წინა პოსტებში მეწერა, რომ თიტქოს ფობია ყველანაირად სიკვდილის შიშით არის გამოწვეული ( მაგალითად, მაკუნას შემთხვევა ცოტა მაეჭვებს ამაში).

პოსტის ავტორი: neo თარიღი: May 21 2008, 07:45 PM

მე მაქვს ორი ფობია, აქედან ერთი გადავლახე:

მოკლედ მეშინოდა დახურული სივრცის, ბავშვობაში წყლის არხში ტრუბაში შევძვერი და გავიჭედე, ჩემი გაჭედვა კი წყალს აბუგებდა და ვერაფრით ვერარ გამოვდიოდი, მოკლედ მაგრად შემეშინდა და ვინ გამომიყვანა ან როგორ არ მახსოვს...

შემდეგ დამჩემდა დახურული სივრცის შიში, არ ვიცი რამდენად სწორია ამ ორ მოვლეანს შორის მიზეზ შედეგობრივი კავშირის დანახვა მაგრამ მე რატომრაც ვხედავ... წლების განმავლობაში მქონდა ეს შიში შემდეგ,


სიზმარი ვნახე, თითქოს მიწისძვრა იყო და მიწა ისე დამეყარა დავიმარხე smile.gif, ისე ვიყავი გაჭედილი მიწაში ვერ ვინძრეოდი, ტავიდან მაგრად მეშინოდა, შემდეგ ნელნელა დავწყნარდი და სიტუაციას შევეგულე, ბოლოს სულ დამვმშვიდდი...

ამ სიზმარი შემდეგ დახურული სივრცის შიში მომეხსნა...


პოსტის ავტორი: tako თარიღი: May 21 2008, 08:15 PM

საშინლად მეშინია ლიფტის თუ რატო არ ვიცი sad.gif არასდროს გავჭედილვარ, მაგრამ მაინც, ნუ დახურული სივრცე კი მბოჭავს მაგრამ ეგ არაფერ შუაშია, აი რო იზვრება და ჩერდება ლიფტი მაგ მომენტზე საშინლად ვარ ვკივივარ ხოლმე, ნუ როცა შევდივარ, ეს ძააან იშვიათად ხდება, მარტო ვერასდროს შევდივარ sad.gif ასეთი უაზრო შისი მაქვს

პოსტის ავტორი: tako თარიღი: May 21 2008, 08:15 PM

საშინლად მეშინია ლიფტის თუ რატო არ ვიცი sad.gif არასდროს გავჭედილვარ, მაგრამ მაინც, ნუ დახურული სივრცე კი მბოჭავს მაგრამ ეგ არაფერ შუაშია, აი რო იზვრება და ჩერდება ლიფტი მაგ მომენტზე საშინლად ვარ ვკივივარ ხოლმე, ნუ როცა შევდივარ, ეს ძააან იშვიათად ხდება, მარტო ვერასდროს შევდივარ sad.gif ასეთი უაზრო შისი მაქვს

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: May 21 2008, 09:35 PM

ადრე ყოველ ღამე, ძილის წინ მეგონა , რომ ვიღაც აუცილებლად შემოვიდოდა, გადაცმული, იარაღით დაგვაყაჩაღებდა ან რავი რა... აი ყოველ დღე ხდებოდა ეს, მერე უკვე ჩვევად მქონდა, რომ არ მეფიქრა არ შემეძლო sad.gif ეხლა უკვე აღარ smile.gif ამ ჟამად მხოლოდ ერთი ადამიანის მეშინია, სახლში რომ მოდის უკვე საშინელი წიკებიც კი მემართება, და მასთან ერთად ვერ ვჩერდები, კანკალიც კი მიტანს ხოლმე sad.gif(

პოსტის ავტორი: ekato თარიღი: May 21 2008, 09:38 PM

ციტატა(q-e-T-i @ May 21 2008, 09:35 PM) *

ამ ჟამად მხოლოდ ერთი ადამიანის მეშინია, სახლში რომ მოდის უკვე საშინელი წიკებიც კი მემართება, და მასთან ერთად ვერ ვჩერდები, კანკალიც კი მიტანს ხოლმე sad.gif(

blink.gif ohmy.gif
თუ ასე გაშინებს ის ერთი ადამიანი უთხარი რომ აღარ მოვიდეს unsure.gif

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: May 21 2008, 09:39 PM

ვერ ვეტყვი გენაცვალე sad.gif მე წავალ მალე a025.gif

პოსტის ავტორი: ekato თარიღი: May 21 2008, 09:48 PM

ციტატა(q-e-T-i @ May 21 2008, 09:39 PM) *

ვერ ვეტყვი გენაცვალე sad.gif მე წავალ მალე a025.gif

უი, ვინაა ნეტა ამისთანა? huh.gif

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: May 22 2008, 12:11 AM

ციტატა(S a l l y @ May 21 2008, 01:48 AM) *

მე ერთი ყველაზე დაუძლეველი შიში მაქვს და მეეჭვება ოდესმე დავძლიო,აქ არცერთი ნაცადი ხერხი არ მშველის..

სულ მეშინია რომ ჩემებს რაღაც მოუვათ..ეს ბავშვობიდან მომდევს..

როცა გზაში მიდიოდნენ ად როცა აგვიანდებაბოდათ ყოველთვის ცუდზე ვფიქრობდი..განვიცდიდი..

ახლა ძალიან ვცდილობ თავი ვაკონტროლო და ცუდი ფიქრები მოვიცილო..მაგრამ მაინც სულ მაქვს მათი დაკარგვის შიში user.gif

მეც ყოველთვის მეშინია ჩემებს რამე არ მოუვიდეთ... sad.gif (ამ შიშზე პატარაობიდანვე ერთმა ფაქტორმა იქონია გავლენა) cray.gif
რაც შეეხება დაგვიანებას,ამ შემთხვევაში მგონი ყველა ნერვიულობს და ცუდზე ფიქრობს,რადგან მგზავრობისას არსებობს იმის ალბათობა რომ ცუდი რამ მოხდეს და მაგიტომაც გვეშინია. sad.gif
უფალმა ყველა დაგვიფაროს ახლობლების დაკარგვისაგან girl_angel.gif
mpua.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 22 2008, 12:44 AM

ციტატა
..უბრალოდ გეშინია, გული გიჩქარდება


ასე ვარ ვინმე თუ ჩხუბობს sad.gif და კამათია ოჯახში ან რავიცი....

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: May 22 2008, 02:43 AM

ხო, მეც ჩაკეტილი სივრცის შიში მაქვს, ოღონდ, ძალიან ვიწრო სივრცის.. ლიფტების მეშინია... ბავშვობაში ხშირად გავჭედილვარ ლიფტში sad.gif

ეხლა თითქოს გამოსწორდა, მაგრამ გააჩნია ლიფტს biggrin.gif

და კიდევ ხანდახან სიმაღლის შიში მახსენებს თავს biggrin.gif

ვიცი ეს ჩემი ბავშვობიდან მოდის, ფსიქოლოგიურია.. smile.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: May 22 2008, 06:04 AM

nana_007

ციტატა
დიდი ობობები , მაგ. "შავი ქვრივი" და მსგავსები შხამიანები არიან და ამდენად საშიშნიც.

აი სწორედ ეგ ობობა, ეგრეთ წოდებული ,,შავი ქვრივი'' გახდა ჩემი ფობიის მიზეზი.
ობობების შიშს არაქნოფობია ეწოდება.
დაახლოებით 17-18 წლის წინ დამეწყო, მანამდე ობობას დანახვაზე არანაირი რეაქცია არ მქონდა.
ზაფხულზე, სოფელში დასასვენებლად ჩასული ჩემს ბიძაშვილს ვეხმარებოდი სახლში ფანჯრების დაწმენდაზე, გარედან ვწმენდდით, იმერეთის სახლები კი გეცოდინებათ, შუშაბანდს რომ ეძახიან, პატარ-პატარა, ფიგურებიანი ფანჯრებით რომაა.
დავინახე დიდი შავი ობობა, ზურგზე თეთრი ჯვარით, ბიძაჩემმა ცოცხი გაუსვა არ მოვკლავ, ისე ჩამოვიყვანო, აშკარად ვიგრძენი სადღაც ზურგზე რომ დამეცა, არსად არააო კი მიმტკიცებდნენ, მაგრამ რაღაც საშინელი გრძნობა მქონდა და ბოლოს კისერზე რომ ამოცოცდა აი მაშინ დამემართა ისტერიკა, რა საშინელი შეგრძნება იყო ვერ გადმოგცემთ.
ბიძაჩემმა სასწრაფოდ კი მომაშორა, შეეშინდა არ გიკბინოსო, შხამიანიაო.
კბენაზე და შხამზე ფიქრის თავიც არა მქონდა, ციებიანივით მაკანკალებდა, კარგა ხანს ვერ დამაწყნარეს, მერე სიცხეც მომცა, 2 დღე 39-40 გრადუსი მქონდა, თუ ჩამეძინებოდა სიზმარშიც კი ვხედავდი როგორ მაცოცდებოდნენ მოზრდილი ობობები სხეულზე და ატირებული ვიღვიძებდი.
ჩემებიც კარგად დავაფრთხე მაგ დროს sad.gif
აი მაგ დღის შემდეგ საშინლად მეშინია ობობების, თუნდაც პატარა იყოს, რომ დავინახავ ზუსტად ისეთი გრძნობა მიჩნდება როგორც მაშინ და კანკალი მეწყება.
ძალიან ცუდი გრძნობაა, დამღალა უკვე sad.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: May 22 2008, 08:43 AM

მე გველების ფობია მჭირს smile.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 22 2008, 02:04 PM

არ ვიცი ეს ფობიაა თუ უბრალოდ შიში,მაგრამ საშინლად მეშინია არა წყლის,არამედ წყლის სიღრმის sad.gif უცნაურია არა?მაგრამ საშინლად მეშინია და ზღვაზეც ვერასდროს ვერ შევდივარ ღრმად წყალში.ფეხი თუ არ მიდგას მიწაზე უაზრო პანიკა მეწყება sad.gif
კიდევ სიბნელის და სიმაღლიდან ვარდნის შიში მაქვს....

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: May 22 2008, 02:16 PM


მე ობობის მეშინია,ვაიმე იცით როგორ მეშინია biggrin.gif ,ვერ ვიტან მაგ არსებას.

სიბნელისაც მეშინია ,ნეტავ სულ დღე იყოს ,მერე რიღას შემეშინდებოდა?

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 22 2008, 06:21 PM

nini_1,
საინტერესო და ამავე დროს სამწუხაროა რაც დაწერე.

m16,

ნოდარ, რამ გამოიწვია ეგ ფობია გახსოვს? თუ მუდამ მასე იყავი?

nino_ni

ეგ შიშები გავრცელებულია ზოგადად, წლის სიღრმის შიში ალბათ მისი იდუმალებით არის გამოწვეული, თუ უფრო დახრჩობის გამო? ე.ს. თითქოს აქაც ზოგადად სიკვდილის შიშტან მივდივართ..?

makiki

აქ ვინც დაპოსტა, უმრავლესობა ობობების და მწერების შიში იყო. ძნელია, იმიტომ რომ პოტენციურად მეტია ალბათობა ყოველდღიურობაში გადაეყარო მათ sad.gif

სიბნელის შიში ძირითადად ყველას აქვს მეტ-ნაკლებად, მე ვფიქორბ, ეგეც ბავშვობიდან ყალიბდება ძირითადად...

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 22 2008, 06:25 PM

ციტატა
მე კიდევ გაპურტყული ქათმის მეშინია


მეც ვერ ვეკარები ხელს ვერ ვკიდებ sad.gif


q-e-T-i


ბედნიერებას გისურვებ 2kiss.gif







































sad.gif ეჰ

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: May 22 2008, 06:30 PM

nana_007

ნან,შენ ადრე დაწერე რომ თუ იგივე საფრთხე შEნიანს დაემუქრა,მაშინ ყველაფერი გავიწყდება და შიშს სძლევ..

ეს ბუნებრიავია,რადგან უფრო ძლიერი აღმგძნები ''ჩრდილავს'' შიშს..ანუ შენ შემთხვევაში,სხვებისათვის საფრთხის საშიშროება უფრო ძლიერი აღმგზნებია ვიდრე შენი შიში....ასეთ სიტუაციაში უფრო ძლიერი აღმგზნები გადართავს ტვინს ამ უანასკნელისაკენ და შიში ქრება,იჩრდილება..იგივე შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა დადებითმა ემოციამაც..

მოკლედ,ეს ერთგვარ მკურნალობის ტაკტიკადაც შეიძლება გამოდგეს...

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 22 2008, 06:46 PM

S a l l y,

გამოდის რომ მასეა... ისედაც, არავინ უწყის ექსტრემალურ სიტუაციაში როგორ იმოქმედებს კაცი...განსაკუთრებით ქალები არიან ცნობილი მოულოდნელი გულადობით გაუთვალისწინებელ,რთულ სიტუაციებში...

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 22 2008, 07:13 PM

nana_007

ციტატა
nino_ni

ეგ შიშები გავრცელებულია ზოგადად, წლის სიღრმის შიში ალბათ მისი იდუმალებით არის გამოწვეული, თუ უფრო დახრჩობის გამო? ე.ს. თითქოს აქაც ზოგადად სიკვდილის შიშტან მივდივართ..?

არ ვიცი,დახრჩობის შიშია თუ რა,მაგრამ მართლა საშინელება მემართება მიწას,რომ ვეღარ ვგრძნობ ფეხების ქვეშ sad.gif
ბევრჯერ დავფიქრებულვარ რატომ მეშინია,მაგრამ არ ვიცი smile.gif
და ამის შიშის გამო,ზუსტად ვიცი ცურვას ვერასდროს ვისწავლი......
და სიკვდილის შიში რომ ახსენე,ეგეთი რაღაც მეც მაქვს მოსმენილი ფსიქოლოგებისგან,რომ ფობიების დიდი ნაწილი სიკვდილის შიშიდან მოდისო.......სიკვდილის ყველას გვეშინია ხო?მაგრამ რატო მარტო წყლის შიში?ხომ შეიDლება ხიდან გადმოვარდნით მოკვდე,მაგის რატომ არ მეშინია?მთელი ბავშვობა ხეზე მაქვს გატარებული biggrin.gif

პოსტის ავტორი: - თეკლა - თარიღი: May 22 2008, 11:15 PM

ციტატა(kato_Bato @ May 21 2008, 05:46 PM) *

მე ტარაკნების და მწერების მეშინია sad.gif

აზრს ვკარგავ ისე ძალიან... sad.gif




biggrin.gif მეც - განსაკუთრებით კალიის ohmy.gif ohmy.gif ohmy.gif , მაგრამ ეს ალბათ, უფრო ზიზღია, ვიდრე შიში biggrin.gif

2kiss.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: May 22 2008, 11:18 PM

ციტატა
ნოდარ, რამ გამოიწვია ეგ ფობია გახსოვს? თუ მუდამ მასე იყავი?

ბავშვობიდან მიყვარდა ენციკლოპედიების კითხვა(laugh.gif), ერთ ერთ ტომში გველების დიდი სურათი იყო და პატარაობისას შემეშინდა მაგრად, იმის მერე მეშინია გველების....
მაგრამ საქმე საქმეზე ალბათ გადავლახავ შიშს...
მამაცი ის კი არაა ვისაც არაფრის ეშინია, არამედ ის ვისაც შიშის გადალახვა ძალუძს...

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: May 22 2008, 11:27 PM

ციტატა(S a l l y @ May 22 2008, 06:30 PM) *

nana_007

ნან,შენ ადრე დაწერე რომ თუ იგივე საფრთხე შEნიანს დაემუქრა,მაშინ ყველაფერი გავიწყდება და შიშს სძლევ..

ეს ბუნებრიავია,რადგან უფრო ძლიერი აღმგძნები ''ჩრდილავს'' შიშს..ანუ შენ შემთხვევაში,სხვებისათვის საფრთხის საშიშროება უფრო ძლიერი აღმგზნებია ვიდრე შენი შიში....ასეთ სიტუაციაში უფრო ძლიერი აღმგზნები გადართავს ტვინს ამ უანასკნელისაკენ და შიში ქრება,იჩრდილება..იგივე შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა დადებითმა ემოციამაც..

მოკლედ,ეს ერთგვარ მკურნალობის ტაკტიკადაც შეიძლება გამოდგეს...

ყოჩაღ კოლეგა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: May 23 2008, 12:22 AM

მე სულ მეშინია რამე ცუდი არ მოხდეს და ახლობლებს რაიმე არ მოუვიდეთ. ზოგჯერ ძალიან შემომიტევს ხოლმე ეს ფიქრები sad.gif კიდევ სიბნელის მეშინია და ოთახში კომპიუტერი ან ტელევიზორი თუ არ არის ჩართული, მარტო ვერ დავრჩები ღამით.

და ამ ბოლო დროს რაღაც უაზრო შიში თუ რავიცი ამას რა დავარქვა, დამჩემდა: სულ მგონია პირადობა დამეკარგება და გამოცდებზე ვერ შევალ. unsure.gif

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 23 2008, 12:25 AM

tinka 2kiss.gif

ღმერთს მადლობა ეგ ფობია არაა და გაივლის, ქვეშეუცნობლად ნერვიულობ გამოცდებზე ალბათ და მაგის გავლენაა.

ახლობლების შიში,ისევე სიბნელის, ჩვეულებრივი მოვლენაა და ხშირი თან. ქალებს ახასიათებთ უფრო. ფობია სხვა რამეა უფრო, იმან "პარდონი" არ იცის...

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: May 23 2008, 02:10 AM

ძალიან ვწუხვარ, რომ დიდი სურვილის მიუხედავად ვერ ვაქტიურობ sad.gif როგორც იტყვიან, თავს ზემოთ ძალა არაა... 4-5 საათი მძინავს ბოლო ხანს, მაგრამ მეტს მაინც ვერ ვასწრებ.

ის ფობიები, რაც აქაა ჩამოთვლილი, ჩემში ისეთივე გრძნობებს აჩენენ, როგორსაც მონადირეში მოულოდნელად გამოჩენილი მელა თუ ტახი smile.gif

ობობებთანაც ბევრი შემირიგებია (ნამდვილ ფობიას ვგულისხმობ), სიბნელესთანაც, სიმაღლესთანაც და ა. შ.

ბევრი ვიფიქრე, რა შეიძლება დაიწეროს ჩემგან ისეთი, რაც წაადგება ვინმეს... ალბათ არის ასეთებიც, მაგრამ გამოცდილებიდან ვიცი, რომ ასეთ პრობლემებზე ინდივიდუალური მუშაობაა საჭირო, მქონია ჯგუფურიც, მაგრამ ჯგუფის წევრებთანაც უშუალო კავშირის საშუალებაა და მოულოდნელად გაჩენილ აზრს, ეჭვს, კითხვას და ა. შ. პასუხიც ეცემა.
პოსტების დონეზე, მით უმეტეს, რომ არ მაქვს გარანტია იმისა, რომ ხვალაც მოვახერხებ რამეს დაწერას, ვერ ვრისკავ.

იმდენი რამე დაგვიწერია ჩვენ-ჩვენი ფობიების შესახებ, მგონი შეიძლება მართლა შევიკრიბოთ ვისაც გვაინტერესებს მათგან გათავისუფლება.

რაც შეეხება ქვეყნის გარეთ მყოფებს, მათ სკაიპით შემიძლია დაველაპარაკო, ასე შედეგიც იქნება და იატროგენიისგანაც დაცული ვიქნებით (იატროგენია - იატრო=ექიმი - ექიმის მიზეზით წარმოშობილი პრობლემაა). ხშირად უთქვამთ პაციენტებს, თუ როგორი შოკი იყო მათთვის ესა თუ ის განცხადება, რომელიც თავისი მკურნალი ექიმისგან გაიგეს. ამით ჩრდილი არ ადგებათ ცალკეულ ექიმებს, უფრო იმის თქმა მინდა, რომ საფრთხილო თემაა და მოვერიდები უშუალო კავშირის გარეშე წერას.

ნანა, თუ მოიცალო, დამამატე სკაიპში (davidandghuladze) და რაც კითხვა დაისვა, ყველაზე გაგცემ პასუხს სიამოვნებით.

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 23 2008, 02:34 AM

maZiebeli

დიდი მადლობა smile.gif 2kiss.gif იქნებ მოიცალო და მაინც ჩაგვერთო საერთო დისკუსიაში smile.gif ადრე იქნება თუ გვიან, მაინც კარგი იქნება ამას თუ მოახერხებ.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 23 2008, 09:16 AM

ციტატა(tinka @ May 23 2008, 12:22 AM) *


და ამ ბოლო დროს რაღაც უაზრო შიში თუ რავიცი ამას რა დავარქვა, დამჩემდა: სულ მგონია პირადობა დამეკარგება და გამოცდებზე ვერ შევალ. unsure.gif



ვფიქრობ რომ ეს შიში არც არის smile.gif ყოველ შემთხვევაში ფობია არ უნდა იყოს ჩემი აზრით...

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 23 2008, 04:40 PM

sergi_glaxa

ციტატა
ვფიქრობ რომ ეს შიში არც არის smile.gif ყოველ შემთხვევაში ფობია არ უნდა იყოს ჩემი აზრით...


კი, მადლობა უფალს დროებითი მოვლენაა. ღმერთმა ყველას აშოროს ფობია რასაც ქვია, სულერთია რისი..

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 23 2008, 04:45 PM

აუ კალიები ისე მიყვაარს... მართლა.. ერთხელ ცეკვიდან დასასვენებლად ვიყავით წასულები ბანაკში. კოჯორში ხოდა... მთელი მოედანი იყო დაფარული კალიებით სულ ავავსე სასაპნე smile.gif წამოვიღე მერე დაა ბალიშის ქვეშ დავიდე მერე ავხსენი თავი და ერთი გადმოხტა...იმ ერთის შიშით ვერავინ დაიძინა ოთახში.მხოლოდ მე biggrin.gif დილას ავხადე სასაპნეს თავი დაა დაუჭმიათ ერთმანეთი . უომიათ...ზოგს თავი არ ქონდა ზოგს ფეხი biggrin.gif biggrin.gif ვაბშე არ მეშინია




აი შიში არ ვიცი მარა თაგვი მეზიზღებაააააა უუუფ

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 28 2008, 08:50 PM

ციტატა
სტომატოლოგოფობია


თუ არ ვცდები დენთოფობია ქვია და განსაკუთრებით მამრობითი სქესის შიშებია(ო)...

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 28 2008, 09:11 PM

მე გაგონილი მაქვს და ზუსტად მახსოვს სადღაც ამოვიკითხე,რომ არსებობს უცხოელების ფობია sad.gif
ძალიან უცნაური ფობიაა არა? smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 28 2008, 09:20 PM

ციტატა
ძალიან უცნაური ფობიაა არა?


საკმაოდ უხერხული ჩემი აზრით...

პოსტის ავტორი: argani თარიღი: May 28 2008, 09:27 PM

ციტატა(nana_007 @ May 20 2008, 07:33 PM) *

მე პირადად მაქვს, რაც ასაკის ერთად იმატებს, თან ძალიან მწვავე ფორმებში, რაც თავი მახსოვს ეს ფობია მაწამებს და სიმართლე გითხრათ, რაღაცით ზღუდავს ჩემი ინტერესების, მოწონების, ჰობის თუ საერთოდ ნორმალური ცხოვრების ხარიხსს.

მაგ შემთხვევაში ან წამალი უნდა მიიღო ან გარკვეული ფსიქოთერაპიული ჩარევა თუ არ გინდა რომ ცხოვრების შეზღუდული ხარისხით დაიტანჯო.

ციტატა(nana_007 @ May 20 2008, 08:43 PM) *

ვიწრო სივრცეებს ვუფრთხი დახუთვის შიშით, ოღონდ ეს არაა ფობია...


აბა კლაუსტროფობია რას ქვია? ჩაკეტილი სივრცის ან გახსნილი სივრცის შიში სწორედ რომ უსაფუძვლო, ირაციონალური შიშია, განზოგადებული შფოთის და პანიკის მსგავსად. არ გაქრება, თუმცა მისი მართვა გარკვეულწილად შესაძლებელია.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 28 2008, 09:28 PM

კიდევ გაგებული მაქვს,რომ არსებობს ზანგების შიში smile.gif
თანამდებობის პირების შიში smile.gif
ფეხმძიმე ქალების შიში smile.gif
ბევრია უცნაური ფობიები...საინტერესო იქნება მგონი ასეთი უცნაური ფობიებიც,რომ დავწეროთ

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: May 28 2008, 09:32 PM

გველის მეშინიაsad.gif ოღონ ისე რომ არც მინახავს წესიერად, რომ დავინახო ალბათ გული გამისკდება...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 28 2008, 09:36 PM

nino_ni

ციტატა
კიდევ გაგებული მაქვს,რომ არსებობს ზანგების შიში smile.gif
თანამდებობის პირების შიში smile.gif
ფეხმძიმე ქალების შიში smile.gif


ისე, გასაკვირი შიშები არაა biggrin.gif რაღაც მოტივის გამო სამივე გასაგებია ჩემთვის.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 28 2008, 09:42 PM

staywhite

ციტატა
ისე, გასაკვირი შიშები არაა რაღაც მოტივის გამო სამივე გასაგებია ჩემთვის.

მართლა? biggrin.gif რატო?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 28 2008, 09:46 PM

nino_ni

ციტატა
მართლა? biggrin.gif რატო?


ზანგების მეც მეშინოდა ბავშვობაში, პირველად მოსკოვში დავინახე 12 წლისა ვიყავი და წივილ-კივილით ავიკელი იქაურობა, რაღაცას ვყიდულობდი და ჩემს უკან დადგა. უხერხული იყო მაგარი, მარა ასე იყო...

ორსული ქალებისაც გასაგებია, იცვლებიან ფიზიოლოგიურად, გარეგნულად, პატარებს უფრო იქნება შეეშინდეთ. მე რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ნათია მეკითხებოდა, საზამთრო გადაყლაპეო? biggrin.gif არ დაიხრჩოო და ტიროდა .

თანამდეგობის პირებისგან შიშიც გასაგებია, მაგალითად, სამსახურიდან დათხოვნის, სიმკაცრის, დაჭერის, ან რამე არ შემეშალოს ფიქრის და ა.შ. მოსაზრებების გამო არც თუ ისე გასაკვირია.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 28 2008, 10:12 PM

staywhite
საზამთრო გადაყლეპეო ეს მომეწონა biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 28 2008, 10:20 PM

ციტატა(nino_ni @ May 28 2008, 08:12 PM) *

staywhite
საზამთრო გადაყლეპეო ეს მომეწონა biggrin.gif


კი, პრიკოლი ბავშვი იყო ნათია 2kiss.gif თემას გადავუხვევ და დავწერ ერთ უმაგრეს ამბავს biggrin.gif

მოკლედ, მულტფილმი "ტომი და ჯერი" რომ იწყებოდა, მოემზადებოდა საყურებლად, ჩაჯდებოდა ოთახის შუაგულში თან, სოსკით პირში და განაცხადებდა სოსკის გამოუღებლად : "მე კატისკენ ვარ..." biggrin.gif

ეს შემორჩენილი მაქვს და როცა იმას ვუჭერ მხარს, ვინც სხვას არ მოსწონს, თქმა, რომ მე კატისკენ ვარ უკვე ნათელს ხდის ჩემს პოზიციას biggrin.gif

პ.ს. იქნებ ისიც დავწეროთ, ვინ როგორ უმკლავდება ფობიებს, და რა შედეგებია smile.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: May 28 2008, 11:24 PM

მე პატარაობაში მახსვოს ასეთი შიშები რო ვიძინებდი გვერდულად ხო ვიწექი და უცებ თითქოს ვიღაც ხელს მომადებდა ზურგზე და უცებ ვფხიზლდებოდი და შეშინებული ვიყავი ...

და ყველა ასეა ისე პატარაობაში? თითქმის სიზმრების 80 90% პატარაობაში სუ მაჯლაჯუნები შავი აჩრდილბი და რაღაცეები მომდევდნენ sad.gif

მერე კიდე რო გარბიხარ მარა ვერ გარბიხარ laugh.gif

შიშები მქონდა კიდე ღამე ოთახში თითქოს ფარდის უკან ვიღაც იმალებოდა biggrin.gif

და ეხლა კიდე სიბნელის მეშინია ხოლმე biggrin.gif მარა იესოს ლოცვით აღარ :|

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 28 2008, 11:26 PM

ციტატა
და ყველა ასეა ისე პატარაობაში? თითქმის სიზმრების 80 90% პატარაობაში სუ მაჯლაჯუნები შავი აჩრდილბი და რაღაცეები მომდევდნე


ეგ ყველას აქვს მეტნაკლებად ბავშვობაში, ზღაპრების გავენაა. ხშირად მშობლების ბრალიცაა, აქ შესაშინებლად ყავთ "შავი კაცი ან შავი ხელი", თან ბავშვები ახალშობილობიდან ცალკე ოთახში იძინებენ და უფრო მეტია ეს შიშები, რაც ფსიქიურ ცვლილებებსაც იწვევს sad.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: May 28 2008, 11:28 PM

ციტატა
ეგ ყველას აქვს მეტნაკლებად ბავშვობაში, ზღაპრების გავენაა. ხშირად მშობლების ბრალიცაა, აქ შესაშინებლად ყავთ "შავი კაცი ან შავი ხელი", თან ბავშვები ახალშობილობიდან ცალკე ოთახში იძინებენ და უფრო მეტია ეს შიშები, რაც ფსიქიურ ცვლილებებსაც იწვევს

ხოო sad.gif კიდე მქონა ერთი უსაშინლესი სიზმარი რომლზეც სუ ტირილით ვიღვიძებდი ხშირად რაღაც ჯანდაბაში იჭყლიტები და იჭყლიტები :| biggrin.gif ნუ მეც ვიჭყლიტებოდი და ასე ტრაგედიული სიზმრები მქონდა :| biggrin.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 28 2008, 11:57 PM

llaasshhaa

ციტატა
შიშები მქონდა კიდე ღამე ოთახში თითქოს ფარდის უკან ვიღაც იმალებოდა

უი ჩემნაიროოოოოოოო biggrin.gif მეც მჭირდა ხოლმე მასეთი რაღაცეები biggrin.gif
და კიდე მესიზმრებოდა თითქოს ვარდებოდი ხიდან,კლდიდან.....
ერთხელ რა დამესიზმრა:თითქოს დიდ ტრუბაში ვიჯეQი და ის ტრუბა დაგორდა მეც მასთან ერთად...რო გამომეღვიძა თავბრუ მეხვეოდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ალბათასეთი რაღაცეები უწყობს ხელს მომავალში ფობიების ჩამოყალიბებას

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: May 29 2008, 12:00 AM

ციტატა
უი ჩემნაიროოოოოოოო მეც მჭირდა ხოლმე მასეთი რაღაცეები
და კიდე მესიზმრებოდა თითქოს ვარდებოდი ხიდან,კლდიდან.....
ერთხელ რა დამესიზმრა:თითქოს დიდ ტრუბაში ვიჯეQი და ის ტრუბა დაგორდა მეც მასთან ერთად...რო გამომეღვიძა თავბრუ მეხვეოდა
ალბათასეთი რაღაცეები უწყობს ხელს მომავალში ფობიების ჩამოყალიბებას

ლოლ biggrin.gif ხოო sad.gif


და ეხლაც მჭირს ხოლმე ასეთი რაღაც .. რო ძლში შევდივარ და უცებ თითქოს წავიბორძიკე სიზმარში და უცებ მეღვიძება და ვფართხალებ ხოლმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 29 2008, 12:06 AM

llaasshhaa

ციტატა
და ეხლაც მჭირს ხოლმე ასეთი რაღაც .. რო ძლში შევდივარ და უცებ თითქოს წავიბორძიკე სიზმარში და უცებ მეღვიძება და ვფართხალებ ხოლმე

biggrin.gif მაგარია........ ნეტა ეხლა რატო აარ მესიზმრება ეგეთი სიზმრები?
პ.ს. ბავშვობაში მატყუებდნენ ეგ იმიტომ გესიზმრება,რომ ძილში იზრდებიო biggrin.gif

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Jun 1 2008, 01:43 AM

სიზმრები ცნობიერების დაუსრულებელი სერიალია smile.gif)) მართლა ოღონდ a075.gif შეგიძლიათ თქვენ თავს შეუკვეთოთ სასურველი სიზმარი, ასევე მართოთ სიზმარი, დათრგუნული და განდევნილი აზრები ზლის დროს იცენენ თავს და იცოცხლე გულაობენ მერე... შეგიძLიათ pm-

pm-ზე მომწეროთ თქვენი სიზმრები a075.gif გაგიშიფრავთ

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jun 1 2008, 01:46 AM

tustusa-gogo

ციტატა
შეგიძლიათ თქვენ თავს შეუკვეთოთ სასურველი სიზმარი

და რა ღირს თქვენთან, ფრანგულ პოლინეზიაში, "ბორა-ბორას" კუნძულებზე მოგზაურობის დაახლოებით ერთსაათიანი სიუჟეტის დასიზმრების შეკვეთა? rolleyes.gif smile.gif biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jun 1 2008, 01:47 AM

ციტატა(tustusa-gogo @ Jun 1 2008, 12:43 AM) *

შეგიძლიათ თქვენ თავს შეუკვეთოთ სასურველი სიზმარი,

არ შეიძლება საკუთარ თავს რო შევუკვეთო სიზმარი რო გაქრეს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 1 2008, 01:50 AM

ციტატა(tustusa-gogo @ May 31 2008, 11:43 PM) *

სიზმრები ცნობიერების დაუსრულებელი სერიალია smile.gif)) მართლა ოღონდ a075.gif შეგიძლიათ თქვენ თავს შეუკვეთოთ სასურველი სიზმარი, ასევე მართოთ სიზმარი, დათრგუნული და განდევნილი აზრები ზლის დროს იცენენ თავს და იცოცხლე გულაობენ მერე... შეგიძLიათ pm-

pm-ზე მომწეროთ თქვენი სიზმრები a075.gif გაგიშიფრავთ


დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის smile.gif

მაგრამ ეს თემა ეხება ფობიებს, სიზმრების და ინტუიციის თემაც არსებობს და ამ პათოსით იქ "გაგრძელდით" biggrin.gif

თვენი პროფესიული აზრი კი ფობიებთან დაკავშირებით (დაძლევის შესაძლებლობა და იმედი) საინტერესო იქნება ამ თემაში :

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jun 1 2008, 01:52 AM

ისე ყველაზე მეტად მეშინია სიზმრის და თვითონ შიშის სხვა რამის მიმართ რომ გამიჩნდეს, იმიტომ რო თუ შიში გაგიჩდა ძნელია შემდეგ საკუთარი თავი გააკონტროლო sad.gif

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Jun 1 2008, 01:54 AM

ფობიების მოხსნა შრომატევადი საქმეა, თუმცა შესაძლებელი smile.gif აი, მაგ. გველის ფობიას ასეკ ურნავენ: ჯერ აჩვენებნ გველის ფოტოს პაციენტს, რომ შეეჩვევა მერე აჩვენებენ გველუკას 30 მეტრიდან, შემდეგ მოაახლოვებენ, ანუ სტიმულის დასწავლაზეა აქ საქმე... ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, რომ სეეჩვევა პაციენტი შემდეგ იხსნება ფობიაც smile.gif))) ფობია შიშისგან იმით განსხვავდება რომ მაშინაც კი გეშინია, როცა შიშის ობიექტი არ ჩანს წინაშე თვალთა tongue.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 1 2008, 01:59 AM

ციტატა
ფობია შიშისგან იმით განსხვავდება რომ მაშინაც კი გეშინია, როცა შიშის ობიექტი არ ჩანს წინაშე თვალთა tongue.gif


tustusa-gogo

ნამდვილად, მიახლოებულზე ზუსტი განმარტებაა . სამწუხაროდ მასეა.

შენ რაც გიწერია მაგ. გველთან "დამეგობრება", ცოტა უფრო რთული იქნება , ვიდრე რამდენიმე წინადადება მოიცავს. ვფიქრობ მეტად შრომატევადი და ძალისხმევის შემცველი აქცია იქნება. თუ საერთოდ შედეგს მოიტანს ეგეც საკითხავია (ერთეულებს არ ვგულისხმობ).


პ.ს. მასე გველუკები რომ მინახავს თუნდაც 30 მეტრში, იმიტომ გავქცეულვარ 140 კმ/სთ სიჩქარით user.gif

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Jun 1 2008, 02:01 AM

staywhite
გველუკასთან დაკავშირებით უხეში მაგალითი მოვიყვანე,სულო smile.gif მჩვევია ყველაფრის უტრირება a075.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jun 1 2008, 02:04 AM

staywhite

ციტატა
იმიტომ გავქცეულვარ 140 კმ/სთ სიჩქარით

მოიცა, მე შენ ზებგერითი მეგონე... sad.gif smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jun 1 2008, 02:05 AM

tustusa-gogo
შიშის შიში რო არ გაგვიცდეს რა უნდა ვქნათ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 1 2008, 02:06 AM

გიორგი

ციტატა
მოიცა, მე შენ ზებგერითი მეგონე...


ეგ სხვა დროს a075.gif

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Jun 1 2008, 02:06 AM

შოთაძე
ლუმინალი, 3-ჯერ დღეში თუ ამანაც არ გაჭრა, მაშინ ბაწარი tongue.gif whistling.gif ჩებურაშკა სკაზალა ვეშჩ tongue.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 1 2008, 02:08 AM

tustusa-gogo

იქნებ გვითხრა, რა შეიძლება იყოს ფობიის მიზეზი. არის თუ არა ფობია, და საერთოდ რომელიმე სახის დამთრგუნველი შიში ზოგადად სიკვდილის შიში (თუნდაც ეს პირდაპირ არ ჩანდეს) ?

პ.ს. ღადავის გარეშე ახალგაზრდებო smile.gif

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Jun 1 2008, 02:10 AM

staywhite
გააჩნია ეს სიკვდილის შიში რა ფორმიტაა გამოხატული... რა სიმპტომები აქვს... ანუ შენთვის ჩუმად გულში გეშინია tongue.gif თუ ორგანიზმზე აისახება?...

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jun 1 2008, 02:11 AM

tustusa-gogo

ციტატა
ლუმინალი, 3-ჯერ დღეში

მადლობთ ამ რჩევისთვის მაგრამ არ მიყვარს აფთიაქს წამლებს რუ ვუსაღებ ხოლმე biggrin.gif

ციტატა
მაშინ ბაწარი tongue.gif

ევტანაზიის მომხრე ხართ? biggrin.gif მადლობთ ამ იდეის მოწოდებისთვისაც მაგრამ მაინც არ მინდა ბაწარი tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 1 2008, 02:13 AM

tustusa-gogo

ციტატა
გააჩნია ეს სიკვდილის შიში რა ფორმიტაა გამოხატული... რა სიმპტომები აქვს... ანუ შენთვის ჩუმად გულში გეშინია tongue.gif თუ ორგანიზმზე აისახება?...


მე ეს შენ შეგეკითხე: ზოგადად არის თუ არა სიკვდილის შიშთან ასოცირებული, თორემ ჩემთვის არ არის ანუ აუხსნელია ეტიმოლოგიაც და ტენდენციაც.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 1 2008, 02:17 AM

tustusa-gogo

პატარავ smile.gif 2kiss.gif მე ვკითხულობ : რას ამბობს ფსიქოლოგია ამის შესახებ, რომ თითქოს ყველანაირი შიში არის სიკვდილის შიშისგან წარმოშობილი. უშუალოდ სიკვდილის ფობიას არ ვგულისხმობ,არამედ ფობიების საფუძველი არის თუ არა სიკვდილის შიში.

კარგი, მოემზადე, ძალიან საინტერესო იქნება. ბევრს აინტერესებს და როცა მოახერხებ მაშინ გვითხარი რაც იცი ამ საკიტხზე.

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 14 2008, 04:35 PM

მეტროფობია იცით რა არის? არა, არა, მეტროს შიში არაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოეზიის შიში ყოფილა... მეც გამიკვირდა რომ წავიკითხე, როგორ შეიძლება პოეზიის ეშინოდეს ადამიანს?! 003.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jun 14 2008, 04:40 PM

აბა თუ იცით პენტეროფობია რომელია?კიდევ გლობოფობია?სხვათაშორის ორივე ძალიან უცნაური და სასაცილო ფობიებია!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 14 2008, 04:41 PM

მართა
დაწერე ორივეზე smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jun 14 2008, 04:47 PM

staywhite
ჯერ ხომ არ დავაინტერესოთ 'პუბლიკა" ? biggrin.gif tongue.gif
არა ხო დავწერ, პენტეროფობია ახალი შესწავლილი ფობიაა ფსიქოლოგიაში და არის სიდედრების მიმართ შიში,ნუ ეს რომ წავიკითხე ძალიან დიდხანს ვიცინე,აი მეორე კი საჰაერო ბურთების მიმართ განვითარებული შიშია...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 14 2008, 06:03 PM

მართა

ციტატა
არის სიდედრების მიმართ შიში


ეგ ყველგან გავრცელებულია, დამიჯერე საზღვარგარეთ უფრო biggrin.gif

"ი ტვაია მამა, მაია ტიოშა დაჟე რადა, პერეკრისტილას იზბავლენიემ ოტ მენია..." biggrin.gif

პ.ს. დედამთილებზე არ ვრცელდება? unsure.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jun 14 2008, 08:20 PM

-ამ საკითხში დიდი არაფერი გამეგება,მაგრამ მაინც დავწერ:პირველ რიგში განვმარტოთ,რა არის ფობია;
-ფობია [ბერძ.phobos შიში] - (მედიც.). აკვიატებული შიში; ვითარდება ზოგი ფსიქოზის დროს. რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ვისიმე, რისამე სიძულვილს, ვისიმე, რისამე წინაშე შიშს. მაგ., ჰიდროფობია. კლაუსტროფობია.
1.ჰიდროფობია [ბერძ. hydor წყალი და photos შიში] - (მედიც.). წყლის შიში, ცოფი (დაავადება).
2.კლაუსტროფობია [ლათ.claustrum დახურული სათავსი და ბერძ.phobos შიში]-დახურულ შენობაში მარტო ყოფნის აკვიატებული შიში.
3.ანდროფობია [ბერძ. aner (andros) მამაკაცი და phobos შიში, სიძულვილი] - მამაკაცების სიძულვილი. (ეს შიში, განსაკუთრებით შეიძლება ახასიათებდეთ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს).
-ისე,კი შიში სხვადასხვანაირია და სხვადასხვა რამის, ან ვინმეს მიმართ შეიძლება გააჩნდეს ადამიანს.

p.s. ცნობისათვის,რომ იცოდეთ კანუდოსელი საკმაოდ განსწავლულია ამ საკითხში და ის უკეთ მოგახსენებთ.

პოსტის ავტორი: GR1992 თარიღი: Jun 22 2008, 08:19 PM

xornabujeli


სიმაღლის შიშს რა ქვია?

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Jun 22 2008, 09:47 PM

ხალხმრავლობის შიში არსებობს საერთოდ??ღია სივრცეშიც და დახურულშიც...

პოსტის ავტორი: natia. თარიღი: Jun 22 2008, 10:20 PM

ამ ბოლო დროს ყველაზე მეტი შიში მაწუხებს, გამიწყალეს გული, მგონი შიშებს ჩემი გაგიჟება უნდათ.მეშინია რწმენა არ დამეკარგოს და იმედი. მეშინია მომავლის, და ისეთი რაღაცეების რაც ჯერ არ მომხდარა, სულ მეშინია რამე ცუდი არ მოხდეს. ვინმემ ცუდი არ მითხრას, ან ცუდი არ იფიქროს...მეშინია ვინმესთან კონფლიქტის, მეშინია ვინმემ არ მაწყენინოს ან მე არ ვაწყენინო ვინმე...მეშინია უბედური არ ვიყო..და ყველასგან მიტოვებული, არ ვიცი რა მემართება

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 22 2008, 10:26 PM

zedela

ციტატა
ხალხმრავლობის შიში არსებობს საერთოდ


კი, არსებობს და სახელიც ქვია: აგოროფობია .

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Jun 22 2008, 10:40 PM

wow..
არა ეგეთები მეც კი მჭირს.მარა მთლად ეგეთი დოზით არაsmile.gif

staywhite
გაიხარე smile.gif
კიდევ კაი..თორე მეგონა რომ მარტო მე ვიყავი მაგით დაავადებულიbiggrin.gif


პოსტის ავტორი: ekato თარიღი: Jun 23 2008, 12:37 AM

ციტატა(მართა @ Jun 14 2008, 04:47 PM) *

პენტეროფობია ახალი შესწავლილი ფობიაა ფსიქოლოგიაში და არის სიდედრების მიმართ შიში

ვაიმე ასეთიც თუ არსებობდა ნამდვილად არ ვიცოდი biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: natia. თარიღი: Jun 23 2008, 12:41 AM

ციტატა
პენტეროფობია ახალი შესწავლილი ფობიაა ფსიქოლოგიაში და არის სიდედრების მიმართ შიში


biggrin.gif biggrin.gif მართლა სასაცილოა, მაგრამ არსებობს ალბათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jun 23 2008, 12:50 AM

რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინეთ ასეთი ფობია მე და ზედელამ,არსებობს სანთლების ფობიაც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
პ.ს. ზედელ დამეთანხმე,თორე არ დამიჯერებენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Jun 23 2008, 01:11 AM

nino_ni
მართალ არს ეს ბავშვი..მთელი ლოცვა ვერ მოისვენა ქალმაbiggrin.gif
თავად აღიარა მეშინია სანთლებისოbiggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jun 23 2008, 07:05 AM

ციტატა(GR1992 @ Jun 22 2008, 07:19 PM) *

xornabujeli
სიმაღლის შიშს რა ქვია?

smile.gif სიმაღლის შიშს ჰქვია ალტოფობია,ანუ აკროფობია.

-აკროფობია(ბერძნ. ἄκροφοβία „მწვერვალის შიში“ — ἄκρος აკროს – „მწვერვალი, უკიდურესი“ და φόβος ფობოს – „შიში“) ნიშნავს სიმაღლის შიშს.
აკროფობიით შეპყრულ ხალხს ეშინიათ მაღალ ადგილებზე ასვლის, როგორიცაა შენობა, ან თუმდაც ხე. სიმაღლეზე მათ ემართებათ პანიკური შიში, და დიდი ღელვის გამო ვერ ახერხები დაბლა ჩამოსვლას. სიმაღლეზე ყოფნისას, მათ იქიდან გამოხტომის ძლიერი სურვილი უჩნდებათ, მიუხედავათ იმისა რომ ისინი შეიძლება არ იყვნენ სუიციდით შეპყრობილნი.





პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 23 2008, 08:22 PM



მხოლოდ შიშთა სახეობაზე რომ წერთ, ეგება უფრო მეტი დაწეროთ სერიოზული მიდგომით, როდიდან შეამჩნიეთ, რას უკავშირებთ (თუ გახსოვთ), როგორ ებრძვით და როგორია პროგნოზი.

მადლობთ smile.gif

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Jun 23 2008, 08:25 PM

მე პირადად მეტროში ესკალატორზე ჩასვლისას შიში მიპყრობს და მგონია რო ჩავგორდები unsure.gif

პოსტის ავტორი: qetevani* თარიღი: Jul 4 2008, 05:14 AM

სიმაღლის მეშინია. თQვენ წარმოიდგინეთ იმედენად მეშინია, რომ მაქსილამულად ვცდილობ არ მომიწიოს თუნდაც მეხუთე სართულზე ცხოვრებამაც კი.

ამ ბოლო დროს ბევრი ხალხის შიშიც შევნიშნე. განსაკუთრებით მეტროში.

იკნებ შეძლოთ და მოგვაწოდოთ ლიტერატურა ან გამოცდილება როგორ შევძლოთ ამ ფობიის დაძლევა .

გმადლობ

smile.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jul 4 2008, 07:20 AM

არაფრის შიში არ მაქვს. უშიში ვარ, ვითარცა უხორცო! biggrin.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jul 4 2008, 08:55 AM

staywhite

ციტატა
მხოლოდ შიშთა სახეობაზე რომ წერთ, ეგება უფრო მეტი დაწეროთ სერიოზული მიდგომით, როდიდან შეამჩნიეთ, რას უკავშირებთ (თუ გახსოვთ), როგორ ებრძვით და როგორია პროგნოზი.

მადლობთ

კია 20 წლის ჩემი ფობია, ეხლახანს ჰქონდა იუბილე biggrin.gif
კი დავწერე როგორც დაიწყო, მეშინია არა მხოლოდ როცა ვხედავ ობობას,
არამედ რომ წარმოვიდგენ მაშინაც მგონია გული გამიჩერდება. sad.gif

ჩემს შიშს, ანუ ობობების შიშს არაქნოფობია ჰქვია.

პოსტის ავტორი: tigri თარიღი: Jul 4 2008, 09:20 AM

მეშინია შიშს არ გადავეჩვიო და არ დავკარგო ეს გრძნობა... ყოველგღიურობაში მხვდება სხვადასხვა გამოხატულებით და ჩემს ქცევებსაც ნაწილობრივ "აწონასწორებს". შიში მიმაჩნია რომ სიყვარულსაც უკავშირდება და ალბათ იმიტომაც მეშინია. მოკლედ,ხშირად მეშინია...smile.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jul 4 2008, 09:35 AM

tigri

ციტატა
მეშინია შიშს არ გადავეჩვიო და არ დავკარგო ეს გრძნობა... ყოველგღიურობაში მხვდება სხვადასხვა გამოხატულებით და ჩემს ქცევებსაც ნაწილობრივ "აწონასწორებს". შიში მიმაჩნია რომ სიყვარულსაც უკავშირდება და ალბათ იმიტომაც მეშინია. მოკლედ,ხშირად მეშინია...

ეგ სულ სხვა რამეა რასაც შენ ამბობ smile.gif
აქ ისეთ შიშზეა საუბარი რომელსაც ვერ უმკლავდები ვერანაირად.
აქ ძირითადად ფობიებზეა მსჯელობა smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jul 4 2008, 07:09 PM

ფობისთან გამკლავების ერტადერთი გზა მგონია რომ ფობიასტან დამეგობრებაა... პირველ ეტაპზე უნდა დაადგინო შიში რაციონალურია ტუ არა... თუ რაციონალურია ე.ი. ნორმალურიცაა... ტყეში დათვის გეშინოდეს ნორმალურია რა smile.gif... მეორე მხრივ იმისათვის რომ გაიგო რაციონალურია თუ არა უნდა შეისწავლო... მაგალიტად თუ ობობის გეშინია უნდა აიღო ენციკლობედია და ობობების შესახებ შეისწავლო ყველაფერი და ნახავ რომ არ არის საშიში და გაგივლის...

სხვა გზებიც არსებობს - მაგალითად მე რომ მარტო ტყეში ფოცხვერთან შეხვედრის მეშინოდა დანით დავდიოდი და აღარ მეშინოდა... smile.gif

კიდევ შესაძლოა ეს ფობია მოხსნა ზუსტად იმ სიტუაციაში მოხვედრამ რისაც გეშინია, მაგრამ ეს გზა ძალიან ძნელი გასავლელია და მე ერთხელ გავიარე... მომეხსნა ფობია...

აჰა ბატონო დავწერე smile.gif





პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 4 2008, 07:55 PM

neo

ციტატა
მაგალიტად თუ ობობის გეშინია უნდა აიღო ენციკლობედია და ობობების შესახებ შეისწავლო ყველაფერი და ნახავ რომ არ არის საშიში და გაგივლის...


ნეო, ფობია იმიტომ არ ყალიბდება, რომ მართლაც საშიშია ისე, რისიც გეშინია. ენციკლოპედიის დათვალიერება კი გულის გახეთქვის ტოლფასია, რამეთუ დასურათებულია ძირითადად smile.gif მე რისი ფობიაც მაქვს, იმათზე ყველაფერი ვიცი, მარა ვრიატ ლი...

სიტუაციებში მოხვედრა რაღაცით იქნებ აგულადებს ადამიანს, მაგრამ არა ყოველთვის და არა ყველას. შეიძლება გულის გახეთქვაც გამოიწვიოს. მე ადრეც დავწერე, მხოლოდ იმ შემთხვევებში არ დავიხევ უკან, თუ ეს საშიშროება, რისგანაც მე მეშინია, ჩემს შვილებს ან ჩემზე სუსტს ემუქრება -> ნუ გეშინია მეც მეშინია <- ეს ხშირად მუშაობს ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის.

თუ ფობია ცხოველთა,ფრინველთა და მსგავსების მიართ არის, გეთანხმები, რომ შეაიარაღება მეტწილად აფერხებს ამას. მაგრამ აბსტრაქტული ფობიების დროს ცოტა სხვანაირად გვაქვს საქმე.

ციტატა
აჰა ბატონო დავწერე


კაი ბიჭი ხარ, როგორც ყოველთვის kiss1.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Jul 4 2008, 09:52 PM

neo

ციტატა
ფობისთან გამკლავების ერტადერთი გზა მგონია რომ ფობიასტან დამეგობრებაა...

ციტატა
მაგალიტად თუ ობობის გეშინია უნდა აიღო ენციკლობედია და ობობების შესახებ შეისწავლო ყველაფერი და ნახავ რომ არ არის საშიში და გაგივლის...


მე ხალხს დავუმეგობრდე??biggrin.gif და მასზე გავიგო რამე??
არა როგორ დავდზლიო ეს ფობიააა....ზააან ცუდიაააsad.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jul 4 2008, 09:54 PM

neo

ციტატა
ფობისთან გამკლავების ერტადერთი გზა მგონია რომ ფობიასტან დამეგობრებაა...

აი მე რომ ტარაკნებს და კალიებს დავუმეგობრდები, ალბათ, სული აღარ მედგება პირში და მნიშვნელობაც აღარ ექნება, მარტო ისინი დამიმეგობრდნენ თუ მეც იმავე გრძნობით ვპასუხობ.... biggrin.gif

პოსტის ავტორი: T_I_L_I თარიღი: Aug 31 2008, 11:32 AM

თემისთვის არ გადამიხედავს მაგრამ ახლა დავწერ მე ჩემს აზრს:
არანაირი მეცნიერულ-რელიგიური ახსნა არ უნდა ამ ამბავს... ფობია იგივე შიში ნებისმიერი რამის არის უბრალოდ ადამიანის ნაკლი... ადამიანი ხომ მით უფრო უნაკლოა რამდენადაც ახლოა უზენაესთან? ფობიები კი დამერწმუნებით გვაშორებს უზენაესს ჰოდა ეგაა და ეგ რა...
ჰო და კიდევ ძალიან მიკვირს იმ ადამიანების (ასეთები კი ნამდვილად არსებობენ) გულის სიღრმეში რომ ეამაყებათ რამინაირი ფობია მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ სხვებისგან გამორჩეულები არიან...

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 31 2008, 01:23 PM

ციტატა
არანორმალურად დიდი სურვილი მაქვს პარაშუტით გადმოხტომის



ვაა მეც smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Aug 31 2008, 01:38 PM

T_I_L_I

ციტატა
კიდევ ძალიან მიკვირს იმ ადამიანების (ასეთები კი ნამდვილად არსებობენ) გულის სიღრმეში რომ ეამაყებათ რამინაირი ფობია მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ სხვებისგან გამორჩეულები არიან...


ხოო, ეტყობა მართლა არ გადაგიხედავს თემისთვის და მიტომ წერ ამას. თუ ვინმე ფობიით ამაყობს მას აშკარად ფობიის გარდა სხვა ფსიქოლოგიური მოშლილობები უნდა აწუხებდეს. მე პირველად მესმის ასეთი რამ. წაიკითხე და ნახავ, რომ ყველა,ვინც აქ დააფიქსირა მისი ფობია (რომელიც ჩვეულებრივ შიშისგან განსხვავდება) ყველა სწუხს, რომ ამის გამო მათი ცხოვრება "დამძიმებულია". ნუ გიყვართ რა ყველაფერში ცუდის ძებნა და დადანაშაულება.

მემაყება არა ხახვი, მოხარული ვიქნები,რომ არ ქონდეს და შემეძლოს იმის შერგება, რაც ძალიან მიყვარს.

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Aug 31 2008, 01:47 PM

საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიშს რა ქვია არ იცით?

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 31 2008, 02:17 PM

ციტატა
საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიშს რა ქვია არ იცით?


რავიცი სახელი აქვს მაგას ? sad.gif

მეც მაგრა მეშინია

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Aug 31 2008, 02:26 PM

leluka
მგონი მაგის ყველას ეშინია...
ამ შიშის გარეშე ერთ წამსაც არ მინდა სიცოცხლე... smile.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 31 2008, 02:31 PM

syd

ციტატა
მგონი მაგის ყველას ეშინია...ამ შიშის გარეშე ერთ წამსაც არ მინდა სიცოცხლე...



ხო, ყველას, მარა აი ასეთ ფრაზას რომ გავიგონებ: ზოგს ქმარი მოუკვდა, შვილი , ცოლი გადაიტანაო.... sad.gif


ცოცხალი იქნები მაგრამ რა... ეგეთI თქმა არ შეიძლება გადაიტანა არა იხვი, ხოდა ეგრე ვინც საუბრობს... მასეთ არ ეშინია, ან უბრალოდ არ ფიქრობს რომ ოდესმე ვინმეს დაკარგავს, მეც გამუდმგებით მეშინია

პოსტის ავტორი: T_I_L_I თარიღი: Aug 31 2008, 02:45 PM

staywhite
მოდი გავაჩაღოთ ცხარე დისკუსია... : D

ნებისმიერი რაღაცის დამტკიცება ან უარყოფა (პრინციპში უარყოფაც რაღაცის დამტკიცებაა) ხდება მსჯელობით რომელიც დამყარებულია რაღაც თავდაპირველ მოსაზრებებზე... ჩვენს შემთხვევაში ასეთ მოსაზრებებად მივიღოთ შემდეგი: "ნებისმერი შიშის მოშორება ყველა ადამიანს შეუძლია"... ახლა ვიმსჯელოთ, რადგან შეუძლია მაშინ თუ კი მოინდომებს გააკეთებს... გამოდის რომ თუ ვერ იშორებს ესეიგი არ ინდომებს რაღაცის გამო და ხშირ შემთხვევებში ის "რაღაც" ზუსტადაც რომ გულის სიღრმეში სიამაყეა სხვებისგან გამორჩეულობის გამო... თუ გაქვს სხვა ვარიანტი რა შეიძლება იყოს ის "რაღაც" მაშინ კაი ბატონო გაგვიმხილე, მაგრამ ის "რაღაც" ყველა ვარიანტში, რომ ეშმაკისგანაა და ცუდია მგონი არ უნდა ლაპარაკი... რადგან როგორც უკვე ვთქვი თუ ადამიანს არაფერი ამქვეყნიურის შიში არ აქვს ის ემსგავსება ღმერთს, შესაბამისად როცა ადამიანს სურს მოიშოროს შიში ის ღვთის მოსაწონ საქმეს აკეთებს, და ღვთის მოსაწონ საქმეს თუ რამე ეწინააღმდეგება მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკი... ასე რომ მე კი არ ვეძებ ყველაფერში "ცუდს" (მე ვიტყოდი ბოროტს) , უბრალოდ ამ ქვეყნად მართლა ყოველ ნაბიჯზე გვხვდება ცუდი (მე ისევ ვიტოყდი ბოროტი) : )

პ.ს თუ "თავდაპირველ მოსაზრებაში" არ მეთანხმები ეგ ცალკე თემაა მაგაზეც ვიმსჯელოთ თუ გინდა მაგრამ თუ მეთანხმები მაშინ მგონი რაც დავწერე ყველაფერში უნდა მეთანხმებოდე...

პ.პ.ს არ გეგონოთ, რომ ჩემს აზრებს გახვევდეთ თავს... ეს აზრი სულაც არ არის ჩემი, მე უბრალოდ ვეთანხმები ამ აზრს

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Aug 31 2008, 02:46 PM

უკაცრავად და ტარაკანების უზომო შიშს რა ქვია? ისე მეშინია მათი ვერც კი ვკლავ smile.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 31 2008, 02:50 PM

T_I_L_I

რაღაცეებში გეთანხმები ხო იცი


ზღვარი მინდა/არ მინდას შორის გადის

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Aug 31 2008, 03:00 PM

ციტატა
გამოდის რომ თუ ვერ იშორებს ესეიგი არ ინდომებს რაღაცის გამო და ხშირ შემთხვევებში ის "რაღაც" ზუსტადაც რომ გულის სიღრმეში სიამაყეა სხვებისგან გამორჩეულობის გამო...

T_I_L_I

არანაირ დისკუსიას არ ვაპირებ, ჯერ ერთი, ამ მომენტში არ ვარ მაგ სიტუაციაში,რომ დიდი პოსტები ვწერო და ვიკამათო,მერე კიდევ შეიძლება.

რაის სიამაყე, ჩემი ფობიის გამო მე ბევრ რამეზე მიხდება უარის თქმა, სწორედ ისეთ რამეებზე,რაც სწორედ რომ მშვენიერია და ბედნიერი ვიქნებოდი,ამ მშვენიერებით დატკბობა ადრენალინის გარეშე რომ შემეძლოს.

იქნებ ეშმაკისგანაცაა, მაგას არც ვუარვყოფ, მაგრამ იმაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები,რომ ეს ფობია კი არ მაწუხებს,არამედ მააყამებს, ბოდიში და ამხელა სისულელე ჯერ მე არც გამიგონია ,არათუ წარმომიდგენია. ჩემი მუდმივი შიშის გამო ჩემი ცხოვრება რაღაცით არ არის სრულყოფილი და ამით უნდა ვამაყობდე? ვამაყობ კი არა ვნატრობ, რომ იქნებ ოდესმე დადგეს დრო, რომ ამისგან გავთავისუფლდე.

დაძლევაზე კი იმას გეტყვი, რაც ადრეც მეწერა (თემის ავტორი მე ვარ, უბრალოდ სხვა ნიკი მქონდა მაშინ ტექნიკური მიზეზების გამო), მე მაშინ შემიძლია ფიზიკურად ვიბრძოლო შიშის გამომწვევი ობიექტის (რომელის აბსტრაქტული არაა) გასანადგურებლად, თუ ეს საშიშროება ჩემზე სუსტს ან ჩემს ახლობლებს ეხება, ანუ თუ ის მათ უქმნის საშიშროებას.

როცა იარაღი მაქვს თან, ეს შიში არსებობს , მაგრამ ვიცი, რომ საჭიროების შემტხვევაში შემეძლება თავის დაცვა.

სხვა რა გითხრა, ბავშვობიდან მომსდევს და რეალურად არ მახსოვს ,როდის ჩამოყალიბდა,რაც თავი მახსოვს ასე ვიყავი და არ მერგებოდა ცხოვრება.

პოსტის ავტორი: T_I_L_I თარიღი: Aug 31 2008, 03:10 PM

staywhite
ოკ : ) მალე მენახე მაგ ფობიაზე გამარჯვებული : )


ციტატა
მაგრამ იმაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები,რომ ეს ფობია კი არ მაწუხებს,არამედ მააყამებს

ამაში ვერც დამეთანხმები და ვერც შემეწინააღმდეგები... რაიმეს რომ დაეთანხმო ან არ დაეთანხმო ჯერ ის რაიმე უნდა არსებობდეს : ) მე კიდევ ეგ წინადადება არ მითქვამს...

საზოგადოდ კი გეთანხმები, რომ სისულელეა მაგრამ ცოტაა სულელი? : ) ალბათ მე უფრო მეტ სულელთან მქონია ურთიერთობა : )

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Sep 7 2008, 07:04 PM

რამდენი ადამიანი,მოვლენა და საგანია იმდენი ფობია არსებობს..უამრავია

მეც მაქ ერთი-ორი ფობია მარა რავიცი დისკომფორტს არ მიქმნის ..
თუ უქმნის ადამიანს უნდა განიკურნოს :ია ტაკ დუმაიუ:

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Sep 7 2008, 10:20 PM

staywhite

ციტატა
რაის სიამაყე, ჩემი ფობიის გამო მე ბევრ რამეზე მიხდება უარის თქმა, სწორედ ისეთ რამეებზე,რაც სწორედ რომ მშვენიერია და ბედნიერი ვიქნებოდი,ამ მშვენიერებით დატკბობა ადრენალინის გარეშე რომ შემეძლოს.

იქნებ ეშმაკისგანაცაა, მაგას არც ვუარვყოფ, მაგრამ იმაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები,რომ ეს ფობია კი არ მაწუხებს,არამედ მააყამებს, ბოდიში და ამხელა სისულელე ჯერ მე არც გამიგონია ,არათუ წარმომიდგენია. ჩემი მუდმივი შიშის გამო ჩემი ცხოვრება რაღაცით არ არის სრულყოფილი და ამით უნდა ვამაყობდე? ვამაყობ კი არა ვნატრობ, რომ იქნებ ოდესმე დადგეს დრო, რომ ამისგან გავთავისუფლდე

გეთანხმები 100% smile.gif
ძალიანაც მინდა წყლის სიღრმის არ მეშინოდეს და ოდესმე ცურვითდავტკბე,მაგრამ იმდენად მეშინია სიღრმის რომ ცურვის სწავლაზეც კი არ მინდა ფიქრი sad.gif დავიჯერო ეს შეიძლება მეამაყებოდეს და მიხაროდეს?!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 8 2008, 12:23 AM

ციტატა
რამდენი ადამიანი,მოვლენა და საგანია იმდენი ფობია არსებობს..უამრავია

მეც მაქ ერთი-ორი ფობია მარა რავიცი დისკომფორტს არ მიქმნის ..
თუ უქმნის ადამიანს უნდა განიკურნოს :ია ტაკ დუმაიუ:




ფობია სხვაა და ჩვეულებრივი შიში სხვა.ამის განმარტება წერია წინა გვერდებზე. თუ დისკომფორტს არ გიქმნის,ე.ი. ფობია არ ყოფილა.

nino_ni

ნამდვილად, საამაყო რა არის, ცხოვრება არასრულყოფილი ხდება რაღაცით...

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Sep 10 2008, 11:44 PM

არაქნოფობია
დაავადება არაქნოფობია აღნიშნავს ობობების პანიკურ შიშს. თვით სიტყვის პირველი ნაწილი უკავშირდება ბერძნულ მითოლოგიას და წამოსულია გმირი ქალის არაქნის სახელიდან. ქალღმერთმა ათენამ იგი ობობად გადააქცია.

ამ ფობიისაგან განკურნება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური თერაპიით, რომლის დროსაც პაციენტს აპირისპირებენ მისი შიშის გამომწვევ ობიექტთანს, ამ შემთხვევაში,ობობასთან. თავდაპირველად ავადმყოფი ეგუება ობობის ფოტოს, ხოლო შემდეგ ხვდება რეალურ არაქნიდს. ასეთი მეთოდით იკურნება სხვა ფობიებიც, მაგალითად ქსენოფობია, ზოოფობია და ა.შ.


პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Sep 11 2008, 12:08 AM

ჩემი შიშის გამო იმდენ კაი რამზე ვთქვი უარიი...sad.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 11 2008, 12:11 AM

zedela

მასე ვარ მეც, არ მერგება ის, რაც მომწონს და მახარებს sad.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Sep 11 2008, 12:19 AM

zedela
რის შიში გაქვს რო?

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Sep 11 2008, 12:24 AM

nino_ni
აი ის გაიხსენე რიყეზე ერთ ქლას რო ავაცოცდი და მერე იქნებ გაგახსენდესbiggrin.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Sep 11 2008, 12:31 AM

zedela
biggrin.gif უი მახსოვს biggrin.gif
აქვე დავამატებდი რომ საშინელი შიში თუ ზიზღი მაქვს პეპლების sad.gif ფოტოებშიც კი რო ვხედავ ცუდად ვხდები sad.gif Fუუუუუუუუ ეხლაც კი მაჟრიალებს sad.gif
განსაკუთრებით ღამის პეპლებს ვერ ვიტან

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Sep 11 2008, 12:58 AM

ციტატა
ზიზღი მაქვს პეპლების



რათაა ? საყვარლები არიან ,შენ ლამაზი პეპლების სურათი უნდა განახო ეხლა


http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img233/butterflysl7.jpg/1/


ამისი გეშინია ?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 11 2008, 01:01 AM

leluka

ციტატა
სურათი უნდა განახო ეხლა


პეპელა მარტლაც ლამაზია smile.gif

მაგრამ თუ ვინმეს მაგის ფობია აქვს, ძალიან ცუდი იქნება აქ ასეთების სურათების დადება. ამიტომ უმორჩილესად ვთხოვ ყველას, ამ თემაში არანაირი სურათი არ დაიდოს. მადლობა ყველას გაგებისათვის, იმედია არ მიწყენთ, ეს დიდ ფსიქიკურ დატვირთვასთან და ცუდ შედეგებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

მადლობთ კიდევ ერთხელ.

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Sep 11 2008, 01:03 AM

ციტატა
მაგრამ თუ ვინმეს მაგის ფობია აქვს, ძალიან ცუდი იქნება აქ ასეთების სურათების დადება. ამიტომ უმორჩილესად ვთხოვ ყველას, ამ თემაში არანაირი სურათი არ დაიდოს. მადლობა ყველას გაგებისათვის, იმედია არ მიწყენთ, ეს დიდ ფსიქიკურ დატვირთვასთან და ცუდ შედეგებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.



ვიცი ნან , იმედი მაქვს ძალიან არ შეეშინდება sad.gif

ნუთუ ასეთ რამეზეც ცუდი რეაქცია ექნება, არადა აშკარად ყველაზე ლამაზი ამოვარჩიე smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 11 2008, 01:09 AM

leluka

ციტატა
ნუთუ ასეთ რამეზეც ცუდი რეაქცია ექნება, არადა აშკარად ყველაზე ლამაზი ამოვარჩიე smile.gif


იმედია მხოლოდ ეზიზღება და არ ეშინია, ფობია რომ ქონდეს, წარმომიდგენია გვერდის გახსნით რა დღეში ჩავარდება- ეს ვივი და მიტომ ვითხოვე, რომ სურათები არ დაიდოს აქ არანაირი kiss1.gif

პოსტის ავტორი: poligloti თარიღი: Jun 6 2009, 12:00 PM

მე ყველანაირი არსებები მიყვარს თუ რამეა დედამიწაზე ღმერთის შექმნილი.
მხოლოდ მეცნიერების შექმნილი არსებები უფრო საშიშია

გარეული ცხოველებისგან მიყვარს მგელი და მელა .
შინაური ცხოველებისგან მიყვარს ცხენი და ცხვარი.
ჭიაღუებისგან მიყვარს აბრესუმის ჭია და მრავალფეხა.
ფრინველებისგან მიყვარს ბეღურა და მტრედი
შინაური ფრინველებისგან მიყვარს ქათამი და იხვი
ქვეწარმვლებიდან მიყვარს გველი და ხვლიკი
ყველა სახეობა მიყვარს რას რამე არსებობ დედამიწაზე, ცაში და ზღვაში.
მხოლოდ ერთი რამ არ მიყვარს - ადამიანების მიერ ქმნილებები

ამიტომ არ მეშინია რას არსებობენ მაგრამ მეშინია რომ საშიშია.

არ მინდა იმის თქმა რისიც სმენას ვერ გაუძლებ , არ მინდა რომ განახო რითაც გული ვერ გაუძლებ და არ მინდა რომ ყველაფერი აგიხნსა რითას ცხოვრება გაგიჭირდეს.

ამიტომ რწმენის იცხოვრე და რწმენის გაგიადვილებ ცხოვრება

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Jun 6 2009, 12:15 PM

ყველა ფობიის, შიშის სათავე (დედა ასე ვთქვათ) არის სიკდვილის შიში..საბოლოოდ აქამდე დადის

პოსტის ავტორი: poligloti თარიღი: Jun 6 2009, 12:22 PM


სილამაზეს მხოლოდ თვალი ხედავს გული კი გრძნობით ყვარობს
ხელით შეხებით გულსა ეამბორება საგრძნობლად კი გონთანა
ეს გონება ხან კარგია ხან ცუდია ამიტომ ნუ დააშინებ გულსაო
რამდენად უძლურია ადამიანი იმდენად ძლიერია გონება



სიკვდილისა არ მეშინია რომ მოვკვდე ან მზად ვიყო თავი მოვიკლა მხოლოდ მაშინებ ის რომ ცოდვა არ მქონდეთ ღმერთის წინასე.

სიკვდილისა არ მეშინია რომ მოვკვდე ან მზად ვიყო თავი მოვიკლა მხოლოდ მაშინებ ის რომ ცოდვა არ მქონდეთ ღმერთის წინასე.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 6 2009, 12:31 PM

poligloti

ციტატა
სიკვდილისა არ მეშინია რომ მოვკვდე ან მზად ვიყო თავი მოვიკლა მხოლოდ მაშინებ ის რომ ცოდვა არ მქონდეთ ღმერთის წინასე.

გაფიცებ უკვე ახლა თქვი, რატომ აოFFებ თემას და რაღაც შეუსაბამობებს წერ მედიცინის თემაში ? გადადი ძმა "მამათა გამონათქვამებში" და იქ დაიოკე ეგ ჟილკა, რას ანაგვიანებ ამ მეცნიერების თემებს ოდითგანვე არ მესმის...

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jun 6 2009, 01:08 PM

ამ წამს მაქვს
არდარეკავენფობია =))

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 6 2009, 05:28 PM

ციტატა(subterranean @ Jun 6 2009, 01:08 PM) *

ამ წამს მაქვს
არდარეკავენფობია =))

biggrin.gif = ))

პოსტის ავტორი: poligloti თარიღი: Jun 6 2009, 05:31 PM

ციტატა(staywhite @ Jun 6 2009, 01:31 PM) *

poligloti

გაფიცებ უკვე ახლა თქვი, რატომ აოFFებ თემას და რაღაც შეუსაბამობებს წერ მედიცინის თემაში ? გადადი ძმა "მამათა გამონათქვამებში" და იქ დაიოკე ეგ ჟილკა, რას ანაგვიანებ ამ მეცნიერების თემებს ოდითგანვე არ მესმის...


ვერ მივხვდი რა მომწერე და რას ითხოვ ჩემგან? მარტივად მომწერე გასაგებ ენაზე

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Jun 6 2009, 06:02 PM

არ ვიცი ფობიაა თუ არა მაგრამ საშინლად მეშინია მწერების, პეპლების, ჭიანჭველების და ჭიამაიების გარდა ყველა მწერი მონსტრი მგონია sad.gif

ადრე ეზოში რომ ვიყავით ზაფხულში ბიჭები თმაში აყრიდნენ გოგოებს კალიებს, მე კიდე თავს ისე ვიჭერდი ვითომ არ მეშინოდა პირიქით... არადა დანახვაზეც ცუდად ვხდებოდი biggrin.gif
მეზიზღება კიდეც მაგრამ უფრო მეშინია
ზაფხულს მაგ ერთი მიზეზის გამო ვერ ვიტან sad.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 6 2009, 11:07 PM

სახლის ტელეფონის ფობია მაქ biggrin.gif

ვერ ვეგუები ბავშვობიდან biggrin.gif

მაგას მობ მირჩევნია,....

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 24 2009, 01:28 PM

*ana*

ციტატა
ზაფხულს მაგ ერთი მიზეზის გამო ვერ ვიტან

მესმის და თანაგიგრძნობ sad.gif ფობიაა ეგ უკვე... ძალიან ნაცნობი სიტუაციაა ზაფხულთან დაკავშირებით...
ქევანა
ციტატა
ვერ ვეგუები ბავშვობიდან

ეგ არაა ფობია, ჯარისკაცო biggrin.gif

პ.ს. poligloti
ციტატა
ვერ მივხვდი რა მომწერე და რას ითხოვ ჩემგან? მარტივად მომწერე გასაგებ ენაზე

კაი : შენი ბოლოს წინანდელი პოსტინგი თემის შინაარს არ შეესაბამება და მოვითხოვე თხოვნით, რომ დარჩე თემის ჩარჩოებში smile.gif yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jun 24 2009, 01:33 PM

მეშინია ტარაკნების, მცოცავების, ხვლიკების ხოჭოების ..
ისევ მეშინია, არა უფრო მეტად მეშIნია sad.gif
რაც მე ამ ზაფხულში ეგენი ვხოცე სურამში, თქვენ არ იცით მე ამით შვილს როგორ "ვიცავდი" biggrin.gif და რა "თავგანწირვა" იყო ეს ყველა "ჭყყყყ" ჩემგან sad.gif

ერთი დაჟე იმხელა იყო, შემეშIნდა ჩუსტი აქეთ არ ჩამარტყას მეთქი biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 24 2009, 03:01 PM

kato_Bato

ციტატა
რაც მე ამ ზაფხულში ეგენი ვხოცე სურამში, თქვენ არ იცით მე ამით შვილს როგორ "ვიცავდი"

sad.gif ეგ დავწერე მეც, ერთადერთი რაც მაგ შიშს დამაძლევინებს , ის არის რომ შვილები რომ შემექმნას დასაცავი თქვა . მაგრამ ახლა დიდები არიან და აქეთ დამიცავენ smile.gif

შენ კი შემეცოდე sad.gif 2kiss.gif მოკლედ, არ შეგერგება რა კაცს არაფერი წესიერად ...რაღაცის გამო მაინც...

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Jun 25 2009, 04:04 PM

ციტატა
მეშინია ტარაკნების, მცოცავების, ხვლიკების ხოჭოების ..
ისევ მეშინია, არა უფრო მეტად მეშIნია

როგორ მესმის შენი sad.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jul 16 2009, 02:51 PM

მე ვირთხების მეშინიაsmile.gif და კიდევ მკვდარი გველის... მოსაკლავად შემიძლია გავეკიდო და მერე მოკლულის მეშინიაsmile.gif ყველა დამცინის ამას რომ ვამბობbiggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jul 16 2009, 03:45 PM

თიტქმის ყველა შიში დავძლიე, მაგრამ ამ ძაღლებს და სიყვარულს ვერაფერი მოვუხერხე biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 11 2009, 10:53 AM

გაუთხოვარ ქალების მეშინია... გუშინ დავსკვენი...

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Aug 11 2009, 11:07 AM

ციტატა(kato_Bato @ Jun 24 2009, 02:33 PM) *

მეშინია ტარაკნების, მცოცავების, ხვლიკების ხოჭოების ..
ისევ მეშინია, არა უფრო მეტად მეშIნია sad.gif
რაც მე ამ ზაფხულში ეგენი ვხოცე სურამში, თქვენ არ იცით მე ამით შვილს როგორ "ვიცავდი" biggrin.gif და რა "თავგანწირვა" იყო ეს ყველა "ჭყყყყ" ჩემგან sad.gif

ერთი დაჟე იმხელა იყო, შემეშIნდა ჩუსტი აქეთ არ ჩამარტყას მეთქი biggrin.gif

ohmy.gif ohmy.gif ვაიმე შეურცხვათ მაგათ თავები!!
სად იყავი ასეთ ადგილზე?ტარაკანი ჩემს სიცოხცლეში პირველად თბილისში ვიხილე,მილებს ამოყვა ეტყობა და იმხელა წივილი იყო ჩემს სახლში მიმიქარავს მეგრული დატირება.

ვაი,როგორ მეშინია მეც,შიშისგან შეიძლება მოვკვდე sad.gif

მაშიკო

ციტატა
გაუთხოვარ ქალების მეშინია... გუშინ დავსკვენი...


მე კი არ მეშინია,არამედ მეცოდებიან,ასევე ყველაზე მწარედ იკბინებიან ისინი,ვინც ახლახანს შეუდგა გაუთხოვრობის მოწამეობივ გზას,ძალიან რომ უნდათ გათხოვება თუ არა, სულ მცირე რამ მაინც, და ვერ ახერხებენ smile.gif
ხო,მე ისიც შევამჩნიე კიდევ ახლახანს,რომ მასეთები შურიანები და აგრესიულეი არიან და განსაკუთრებულად ვერ იტანენ გათხოვილ ქალებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 11 2009, 11:20 AM

ციტატა(inaina @ Aug 11 2009, 12:07 AM) *

განსაკუთრებულად ვერ იტანენ გათხოვილ ქალებს biggrin.gif

ვერც გასათხოვრებს ვერ იტანენ... და კიდევ ყოველთვის ეჩვენებათ რომ დასციიან და მასზე ზურგს უკან ლაპარაკობენ... ვეტ იტანენ რომ გაიგენბენ ვიმე გათხოვდა ან შეყვარებულ ყავს, სამაგიეროდ უხარიათ შეყვარებულს თუ დაშორდება ვინმე...
რატომ ხდება ასე რა საინტერესოა, და ისინი რატომ არ არიან ბოღმიანები მაგალითად ვინც ვერ გათოხვდა და ვთქვათ ვინმემ შეაცდინა?
თან მეტ ნაკლებად უბერავს ყველა

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Aug 11 2009, 11:30 AM

ციტატა(მაშიკო @ Aug 11 2009, 12:20 PM) *

ვერც გასათხოვრებს ვერ იტანენ... და კიდევ ყოველთვის ეჩვენებათ რომ დასციიან და მასზე ზურგს უკან ლაპარაკობენ... ვეტ იტანენ რომ გაიგენბენ ვიმე გათხოვდა ან შეყვარებულ ყავს, სამაგიეროდ უხარიათ შეყვარებულს თუ დაშორდება ვინმე...
რატომ ხდება ასე რა საინტერესოა, და ისინი რატომ არ არიან ბოღმიანები მაგალითად ვინც ვერ გათოხვდა და ვთქვათ ვინმემ შეაცდინა?
თან მეტ ნაკლებად უბერავს ყველა

ეჰ,ჩემო მაშო,ამიტომაა,რომ სადღაც წავიკითხე,ჯოჯოხეთი სავსეა ქალიშვილებითო.ეს სიმართლეა,რადგან პირველი ცოდვა,რომელიც მოხდა სამყაროში იყო შური,როდესაც ერთ-ერთ უძლიერეს ანგელოზს შეშურდა ღვთისა,და მას განუდგა,გაამპარტავნდა და მოინდომა სამყაროს მართვა.ამას მოყვა კაცობრიობის დაღუპვა და არა სხვა რამეს,ამიტომაცაა,შური ძნელად აღმოსაფხვრელი და მძიმედ განსაკურნელი ცოდვა,შური ყოველ ჩვენთაგანშია,იმალება და არ ვიცით როდის გაითავისუფლებს თავს და წარმოაჩენს თავს,ამიტომ ყოველთვის ვეცადოთ ვუარვყოთ აზრები,რომლებიც შურის გასაღვიძებლად საუკეთესო საშუალებაა.(ეს სერიოზულად)
ხუმრობით კი:
გასათხოვარ ქალეში შური თავს ვერ მალავს,რადგან შეკავებული ემოცია,რომელიც უნდა დაიხარჯოს,გზას იკვლევს და ასეთი სახით გვევლინება,მათი ხასიათი განუხორციელებელი მისწრაფებების კომპენსაციაა,რომლის გარეშეც ჭკუიდან შეიშლებიან biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 11 2009, 01:00 PM

staywhite

ციტატა
ეგ არაა ფობია, ჯარისკაცო

ამოვისუნთქე biggrin.gif თორე, მე მგონია რომ ფობია მჭირს biggrin.gif 2kiss.gif

ციტატა
გაუთხოვარ ქალების მეშინია

ანუ შინაბერების? biggrin.gif
მაგათ ფსიქიკასაც თავისი გასაღები აქვს, იპოვე, გააღე და აღარ შეგეშინდება biggrin.gif

ხოდა, კაი გამახსსენდა, მონაზვნებიც აბა ვინ არიან? : ) მათ გათხოვების უფლება არ აქვთ, სასულიერო ცხოვრებით ცხოვრობენ, ...

ტყუილად გეშინია : )

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 11 2009, 01:04 PM

ვაიმეე, აი, ვაიმეეეეე biggrin.gif გათხოვილი და ღვარძლიანი არ გინახავთ თქვენ? გასათხოვარს რომ ამრეზით უყურებს და ყველა წვრილმანზე ეკიდება... biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 11 2009, 03:43 PM

ციტატა(ქევანა @ Aug 11 2009, 02:00 AM) *

ხოდა, კაი გამახსსენდა, მონაზვნებიც აბა ვინ არიან? : ) მათ გათხოვების უფლება არ აქვთ, სასულიერო ცხოვრებით ცხოვრობენ, ...

მე ერში მცხოვრებ შინაბერებს ვგულისხმობდი... ვერიდები მათთან ურთიერთობას...
ზოგჯერ ხდება ხოლმე რომ გათხოვილს ისეთი ხასიათი აქვს, რომ მიფიქრია რა ეტყობა ამას გათხოვილისთქო...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 11 2009, 03:50 PM

მეჩვენება თუ თემაის მიმართულება გადაიღუნა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Aug 11 2009, 03:54 PM

ციტატა(kato_Bato @ Aug 11 2009, 04:50 PM) *

მეჩვენება თუ თემაის მიმართულება გადაიღუნა? biggrin.gif

აშკარად გადაღუნულია biggrin.gif
მაგრამ პოსტს ნუ წამიშლი მაინც
გულიდან ვწერდი smile.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Aug 11 2009, 04:00 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Aug 11 2009, 02:04 PM) *

ვაიმეე, აი, ვაიმეეეეე biggrin.gif გათხოვილი და ღვარძლიანი არ გინახავთ თქვენ? გასათხოვარს რომ ამრეზით უყურებს და ყველა წვრილმანზე ეკიდება... biggrin.gif

კი ცქნაფო, მასეთი სადედამთილოები არიან ხოლმე ხშირად სარძლოების მიმართ laugh.gif laugh.gif laugh.gif

აუ მაგრად მაცინეთ biggrin.gif ოხ ინა ინა biggrin.gif
გაუთხოვრების თუ შინაბერების (არ ვიცი რა ქვიათ) ნამდვილად არ მეშინია, გულწრფელად მეცოდებიან უბრალოდ sad.gif

რომ არ გავაოფო, ფობიები (ფართო გაგებით biggrin.gif )მადლობა ღმერთს ნამდვილად არ მჭირს. პატარ-პატარა მწერების და რაღაცა ეგეთების კი მეშინია ხოლმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 11 2009, 04:04 PM

inaina
არა, მე არ ვარ აქ მოდერი biggrin.gif

ერთიც, და მეორეც, რა ვიცი, პატივი ვცეთ თემის ავტორს და იმ ხალხს ვინც სათაურს მიჰყვება.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 11 2009, 04:31 PM

მე ანაქროფობია მჭირს, ობობების მეშინიაააააა

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 11 2009, 04:38 PM

kato_Bato
ჩემი ბრალია ისეთი თემა წამოვჭერი დისკუსიაც გაიმართა, ბოდიშს ვიხდი...

ამჯერად აღარ გადავუხვევ თემას და ფობიებზე დავწერ... მეშინია ადიდებული მდინარის და ძალიან დიდი სიმაღლიდან რომ ვიხედები შიში მიპყრობს, აქედან გამომდინარე საბაგიროთი მგზავრობის მეშინია და როცა მიწევს ხოლმე გული ხელით მიჭირავს...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 11 2009, 08:54 PM

მე მეშინია საზოგადოების, რაღაც ასპექტში, სოციოფობია ქვია ამას ხომ?

მეშინია არ "მიკბინონ", არადა რომ მიკბენენ ცუდი დღე ადგებათ, მაგრამ ძალიან მეშინია მაინც..

მიმკურნალეთ biggrin.gif

ან მესალბუნეთ biggrin.gif

გულს ნუ მატკენთ

თქვენი საზიზღარი იხვის ჭუკი laugh.gif

მაშიკო
ოფები სწევენ თემის რეიტინგს, მაგრამ კარგი საუბრები უფრო მეტად kiss1.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 11 2009, 09:14 PM

kato_Bato

2kiss.gif

საზოგადოების რეაქციის გეშინია თუ ბევრი ხალხის? მე მაგალითად - ბევრი ხალხის sad.gif და მათში რომ მე ვარ, ასე მგონია დავპატარავდი და ჩავიკარგე : |

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 11 2009, 09:21 PM

kato_Bato
ქევანა

მეც ბევრი ხალხი მიქმნის დისკომფორტს... sad.gif

და ზუსტად იგივე მიზეზით რითიც კატო-ბატოს...

არადა მიჭირს იმის გახსენება თუნდაც ბავშვობაში მაინც თუ მიეცა რეალური საფუძველი ჩემს ასეთ ფობიას...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 11 2009, 09:40 PM

ქევანა
ნონა
ერთი, ბევრი, სულერთია smile.gif
თუ გვერდით არავინ მყავს, ვისი აზრითაც კაი ტიპი ვარ, სამოოცენკა თუ რა ქვია ამას, დაბალი მაქვს ხოლმე biggrin.gif.
სულ არა, მაგრამ ხანდახან biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 11 2009, 09:48 PM

ციტატა(kato_Bato @ Aug 11 2009, 09:40 PM) *

თუ გვერდით არავინ მყავს, ვისი აზრითაც კაი ტიპი ვარ, სამოოცენკა თუ რა ქვია ამას, დაბალი მაქვს ხოლმე biggrin.gif.
სულ არა, მაგრამ ხანდახან biggrin.gif



მაღალი თვითშეფასება მე საერთოდ არ მიიმაჩნია სასრგებლო თვისებად, თუმცა დაბალი ბედნიერებას ემუქრება huh.gif ...
აუტოტრენინგი ჩაიტარე უკვე?
ამ დაურწმუნებლობას რა უდევს საფუძვლად იცი უკვე?

გამოხატვა და თვითრეალიზება გიჭირს? (ჩემთან იყო მასე და ამიტომაც პირველი ეგ გამახსენდა) smile.gif

უფ, რა ცოტა კითხვა დაგისვი biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 11 2009, 09:55 PM

ნონა

ციტატა
მაღალი თვითშეფასება მე საერთოდ არ მიიმაჩნია სასრგებლო თვისებად, თუმცა დაბალი ბედნიერებას ემუქრება ...
აუტოტრენინგი ჩაიტარე უკვე?
ამ დაურწმუნებლობას რა უდევს საფუძვლად იცი უკვე?

გამოხატვა და თვითრეალიზება გიჭირს? (ჩემთან იყო მასე და ამიტომაც პირველი ეგ გამახსენდა)


რა ვიცი, მგონია, რომ შემჭამენ biggrin.gif laugh.gif
ახალგაზრდობაში ბევრ დაუმსახურებელ შენიშვნას ვიღებდი biggrin.gif და შიში გამომყვა ეტყობა.
ამიტომ მე არასდროს არ ვაძლევ შენიშვნას ან მეგობარს, ან დას biggrin.gif
ნუ პირდაპირ ვეუბნები "ხომ არ გააფრინეთი" biggrin.gif
ეგრე ჯობია, უმისამართო შეგონებებს.
ხოდა რას ვამბობდი.

მგონია რომ რაღაც რიგზე ვერ მაქვს, ვიღაცას არ დავევასები, ან ცოდნა არ მყოფნის ან რაღაც biggrin.gif

ისე, რომ დავუფიქრდები, რაში მაწუხებს დავევასები თუ არა, აქეთ არ მომწონს ეგება თქო და მეშვება biggrin.gif

გასაღებს ვეძებ ხოლმე და ვპოულობ.
ადრე ძალიან ძნელი იყო, პატარა როცა ვიყავი.
არ მესმოდა, უსაფუძვლოდ რომ იციან უფროსებმა რაღაცეები biggrin.gif

პ.ს. ბავშვთა სახლში არ გავზრდილვარ biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 11 2009, 10:04 PM

ზოგს რისი ეშინია და ზოგს რისი....
მე კი მეშინია ხალხმრავალ ოჯახში ცხოვრების...
9 წელია მე და ჩემი ძმა მართპ ვცხოვრობთ და მშობლებთან როცა ერთად ჩავდივართ, უკვე მგონია რომ ბევრნი ვართ 4ადამიანი

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 11 2009, 10:22 PM

ციტატა(kato_Bato @ Aug 11 2009, 09:55 PM) *

ნონა
მგონია რომ რაღაც რიგზე ვერ მაქვს, ვიღაცას არ დავევასები, ან ცოდნა არ მყოფნის ან რაღაც biggrin.gif

ისე, რომ დავუფიქრდები, რაში მაწუხებს დავევასები თუ არა, აქეთ არ მომწონს ეგება თქო და მეშვება biggrin.gif

გასაღებს ვეძებ ხოლმე და ვპოულობ.
ადრე ძალიან ძნელი იყო, პატარა როცა ვიყავი.
არ მესმოდა, უსაფუძვლოდ რომ იციან უფროსებმა რაღაცეები biggrin.gif

პ.ს. ბავშვთა სახლში არ გავზრდილვარ




კი გიშველია საკუთარი თავისთვის და... biggrin.gif

ქუჩაში რო ვმუძრაობ რატომღაც ხალხის გამორჩეულ ყურადღებას ვგრძნობ და ერთხელაც იქნება წავიქცევი უხერხულობისაგან biggrin.gif
უხერხულობას კი იწვევს კონკრეტული წვრილმანი დეტალები, რომლებიც რატომღაც მხოლოდ მაშინ მახსენდება როცა ქუჩაში ათობით წყვილი თვალი მაცილებს biggrin.gif

ამ ტიპის კომპლექსების ღრმა ანალიზი აჩვენებს რომ რაღაც შეგვემთხვა ისეთი რაც დღეს უკვე ჩვენი ქცევის მსაზღვრელია ქვეცნობიერად...

კომპლექსის გავლენის (შესაძლოა მზარდი) როლი განპირობებულია საკუთარი სოციალურ-ფსიქოლოგიური სახის ბოლომდე ვერ აღიარება-მიღებით.


წაიკითხე ამასთან დაკავშირებით ამერიკელი სოციოლოგის ირვინ გოფმანის "თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში".
ახალი და საინტერესო ხედვაა საკუთარი თავის როგორც სოციუმის ნაწილისა.
წიგნი გაყიდვაშია და ძვირიც არ ღირს
მე ძალიან მომეწონა smile.gif a075.gif

ეს არ არის ფსიქოლოგიური ლიტერატურა, მაგრამ ფილოსოფიურ დონეზე საკითხის გაანალიზებისათვის მშვენიერია thumbs.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 11 2009, 10:35 PM

ნონა
kiss1.gif
ვიყიდი ამ დღეებში smile.gif
ელ. ვერსია არ აქვს smile.gif

დაჟე "კარგ" რამეს რომ ვაკეთებ, არ მჯერა რომ უანგარო ვარ biggrin.gif
ამიტომ არ, ან ზერელედ ვიღებ მადლობას biggrin.gif
ამას არ ვმკურნალობ, ვუფრთხილდები biggrin.gif
თვითკმაყოფილება მაღიზიანებს

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 11 2009, 10:49 PM

kato_Bato

ციტატა
მეჩვენება თუ თემაის მიმართულება გადაიღუნა?

მგონი ისევ გადმოიღუნა,
ეტყობა ,,პავაროტში'' იდგა და ვერ გაეგო რომელ მხარეს გაეხვია biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 11 2009, 11:04 PM

ციტატა(kato_Bato @ Aug 11 2009, 10:35 PM) *

ნონა
kiss1.gif
ვიყიდი ამ დღეებში smile.gif
ელ. ვერსია არ აქვს smile.gif

დაჟე "კარგ" რამეს რომ ვაკეთებ, არ მჯერა რომ უანგარო ვარ biggrin.gif
ამიტომ არ, ან ზერელედ ვიღებ მადლობას biggrin.gif
ამას არ ვმკურნალობ, ვუფრთხილდები biggrin.gif
თვითკმაყოფილება მაღიზიანებს



ელ.ვერსია მე არ მინახავს და ვერ გეტყვი sad.gif

-მაგას რა მკურნალობა უნდა არ გადამრიოთ ახლა...
ქვეყანა მიაქვს პატივმოყვარეობას და ანგარებას

ჰოდა ამ ფონზე მითუფრო თამამად შეგასხი ქება kiss1.gif




პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 14 2009, 12:15 PM

ვალების მეშინია.....

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 14 2009, 12:17 PM

ადამიანების მეშინია...

პოსტის ავტორი: Sagittarius1980 თარიღი: Aug 14 2009, 12:26 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Aug 14 2009, 12:17 PM) *

ადამიანების მეშინია...



მე იმის მეშინია, ჩემი რომ არ ეშინოდეთ biggrin.gif

(ისე სწორად დავწერე ნეტავი????)

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 14 2009, 12:28 PM

ციტატა(Sagittarius1980 @ Aug 14 2009, 12:26 PM) *

მე იმის მეშინია, ჩემი რომ არ ეშინოდეთ biggrin.gif

(ისე სწორად დავწერე ნეტავი????)

რატო უნდა შეეშინდეთ, ობობა ხარ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Sagittarius1980 თარიღი: Aug 14 2009, 12:31 PM

ციტატა(Ligia @ Aug 14 2009, 12:28 PM) *

რატო უნდა შეეშინდეთ, ობობა ხარ? biggrin.gif




არა, კაციჭამია ბაჭია ვარ მე biggrin.gif ბიძია თომამ და ცქნაფომ შემარქვეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 14 2009, 12:33 PM

ციტატა(Sagittarius1980 @ Aug 14 2009, 12:31 PM) *

არა, კაციჭამია ბაჭია ვარ მე biggrin.gif ბიძია თომამ და ცქნაფომ შემარქვეს biggrin.gif



ხო მაშინ მე ნაღდად არ შემეშინდება შენი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Sagittarius1980 თარიღი: Aug 14 2009, 12:36 PM

ციტატა(Ligia @ Aug 14 2009, 12:33 PM) *

ხო მაშინ მე ნაღდად არ შემეშინდება შენი biggrin.gif




უი, სიტყვა არ არ დამინახავს და კინაღამ ჩამოვყარე ყურები biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 14 2009, 12:56 PM

ციტატა(Sagittarius1980 @ Aug 14 2009, 12:36 PM) *

უი, სიტყვა არ არ დამინახავს და კინაღამ ჩამოვყარე ყურები biggrin.gif


აწიე, აწიე smile.gif

პოსტის ავტორი: Sagittarius1980 თარიღი: Aug 14 2009, 01:00 PM

ციტატა(Ligia @ Aug 14 2009, 12:56 PM) *

აწიე, აწიე smile.gif



კი არ უნდა ავწიო, უნდა დავცქვიტო! და ახლა ოფისთვის ისევ ჩამომაყრევინებს მოდერი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 14 2009, 01:10 PM

ციტატა(Sagittarius1980 @ Aug 14 2009, 01:00 PM) *

კი არ უნდა ავწიო, უნდა დავცქვიტო! და ახლა ოფისთვის ისევ ჩამომაყრევინებს მოდერი biggrin.gif


მეც მიმაყოლებს

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 14 2009, 01:12 PM

Sagittarius1980


საშიში არ ხარ a075.gif
ხო დამშვიდდი? 002.gif

მაგრამ ყურების დაცქვეტა რა უბედურებაა, მაგას ისევ ჩამოყრილი ყურები ჯობია, ჩემის წარმოდგენით ნაკლებშესამჩნევი მაინც იქნება თუ სხვა ვერაფერი ხეირი biggrin.gif biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 14 2009, 01:15 PM

ბავშვობიდან მეშინია უკურნებელი სენით არ დაავადდე... მგონი გავაფრინე....

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 14 2009, 01:15 PM

ციტატა(Sagittarius1980 @ Aug 14 2009, 12:31 PM) *

არა, კაციჭამია ბაჭია ვარ მე biggrin.gif ბიძია თომამ და ცქნაფომ შემარქვეს biggrin.gif

მარხვაშიც???

სიცივის მეშინია.
ზამთარი წელიწადის შავი ლაქაა.
მგონია სახლიდან რომ გავდივარ, უკან ვეღარ შემოვალ.
თითქოს სისხლი აღარ მიმოძრავებს... და სადღაც მიყინულს მიპოვიან sleep.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 14 2009, 01:16 PM

tamuna m
ეგ შისი ადვილი დასაძლევია,,, თბილად ჩაიცვი გენც და აღარ მოიყინები....
არ მითხრა ეხლა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსოbiggrin.gif

პოსტის ავტორი: Sagittarius1980 თარიღი: Aug 14 2009, 01:22 PM

ციტატა(მაშიკო @ Aug 14 2009, 01:15 PM) *

ბავშვობიდან მეშინია უკურნებელი სენით არ დაავადდე... მგონი გავაფრინე....




მაგისი ყველას ეშინია biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 14 2009, 01:32 PM

ციტატა(მაშიკო @ Aug 14 2009, 01:16 PM) *

tamuna m
ეგ შისი ადვილი დასაძლევია,,, თბილად ჩაიცვი გენც და აღარ მოიყინები....
არ მითხრა ეხლა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსოbiggrin.gif


შუა გაზაფხულზე ხელები რომ მო ( და არა - გა ) გეყინება... user.gif user.gif user.gif
პ. ს. აი ნახავთ, სიცივე მომკლავს tongue.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 14 2009, 01:32 PM

Sagittarius1980
მე კი მეგონა მარტო მე მეშინოდა...
ეხლა უკვე დავმშვიდდდიsmile.gif

პოსტის ავტორი: ninela თარიღი: Aug 16 2009, 03:16 PM

გველების და სიმაღლის მეშინია ძალიან sad.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 18 2009, 04:27 PM

რევიზიის მეშინიააააა...

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Apr 8 2010, 10:45 AM

ნებისმიერი შიში შეიძლება ორი რამით დაითრგუნოს:

1. გიყვარდეს და ზრუნავდე ვინმეზე. თუ ის (სიყვარულის ობიექტი) შენ გვერდითაა მაშინ შიშის გამოვლენის შანსი ძალიან დაბალია, მით უმეტეს ჩნდება დაცვის ინსტიქტი (დავიცვა ის, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს) და მეტიც, ამ დროს თავს არათუ არ გრძნობ მარტო, არამედ საკუთარ თავში გრძნობ მის ძალასა და ენერგიას, მის სუნთქვას და გულის ცემას, საერთოდ ყველაფერს, თითქოს ერთი სისხლი და ხორცი გამხდარხართო. ეს ის დროა, როდესაც "მე" საერთოდ ქრება. ხოლო თუ ის (სიყვარულის ობიექტი) შენ გვერდით არ არის, ჩნდება შემდეგი სახის შეგონება: "მე მას ასეთი არ მოვეწონები", "ჩემი გრძნობა არ უნდა უშვებდეს ასეთ მწირ ხმას", "ნუთუ საკმარისად არ მიყვარს?!" და ასე შემდეგ.

2. უნდა მოხდეს შემდეგი ფაქტის ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა - ყოვლისშემძლე, მოწყალე და მოსიყვარულე უფალი ყველგანაა!!! ამაზე დიდი მშველელი, მეგობარი, ახლობელი, მამა და საერთოდ ყოველგვარი დადებითის უშუალო შემოქმედის გვერდით ყოფნა უკვე აბსოლუტურად კმარა რომ ერთი ჩაიღიმო და თუნდაც ავტომატებით შეიარაღებულ ბანდასთან გიწევდეს მარტოს, უიარაღოს შერკინება, არავითარი შიში აღარ გექნება, რადგან შენ გვერდით არის თვითონ ღმერთი, რომელიც განსაცდელში არცერთ შემთხვევაში არ მიგატოვებს და მეტიც, მასთან ერთად შეუძლებელი არაფერია, თვით სიკვდილის დამარცხებაც კი.

და საერთოდაც სიყვარული და რწმენა იმდენად დიდი იარაღია, მათი მართლაც მდოგვის მარცვლის ოდენობაზე "მწყობრში მოყვანა" თუ შეძლო ადამიანმა შიში კი არა ეშმაკიც შეძრწუნდება.

და კიდევ: თუ რაიმე საშინელ განსაცდელში ხარ (სიტუაციურ განსაცდელზე მაქვს საუბარი), სჯობს ერთხელ წარმოთქვათ სიტყვები (გულით): "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ამინ!" და ეს სავსებით საკმარისი იქნება დაიწყოთ მოქმედება.

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 12 2010, 09:03 AM

სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს.

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jan 2 2013, 10:28 PM

ჩემთვის აქტუალური - თემა, აწ უკვე smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 3 2013, 02:05 PM

leluka

როგორ ხარ ლელუკა? რატომ გაგიხდა აქტუალური ეს თემა?

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jan 3 2013, 09:14 PM

k@the

ციტატა
როგორ ხარ ლელუკა? რატომ გაგიხდა აქტუალური ეს თემა?

კარგად- თქო ვაპირებდი დაწერას: ) შენ როგორ ხარ?

ნევროზი, ისიც ვეგეტო : ) რომელმაც უამრავი შიში გამიჩინა, აქამდეც მქონდა, მაგრამ მძაფრად, ვერ ვსუნთქავ შემიძლია სულ ვიმეორო როცა უკვე კვირები გადის და ვარსებობ .რავიცი აბა

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Jan 4 2013, 05:06 AM

leluka

ახლობელს ჰქონდა ვეგეტო-ნევროზი და ახლა კარგადაა. ნუ გეშინია, ყველაფერს მოევლება smile.gif

თუ სურვილი გექნება გირჩევ იოგას ერთ სისტემას, რომელიც აუცილებლად გიშველის.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 4 2013, 03:59 PM

ციტატა(leluka @ Jan 3 2013, 07:14 PM) *

k@the

კარგად- თქო ვაპირებდი დაწერას: ) შენ როგორ ხარ?

ნევროზი, ისიც ვეგეტო : ) რომელმაც უამრავი შიში გამიჩინა, აქამდეც მქონდა, მაგრამ მძაფრად, ვერ ვსუნთქავ შემიძლია სულ ვიმეორო როცა უკვე კვირები გადის და ვარსებობ .რავიცი აბა

ნერვოზი, ალბათ ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ჩვენს ხანაში. ძალიან სწრაფი ცხოვრების ტემპი, მაღალი მოთხოვნები და შეზღუდული შესაძლებლობები... ცუდია.
მკურნალობ? დიდი ხანია რაც გაქვს?


Atm@n
ციტატა
თუ სურვილი გექნება გირჩევ იოგას ერთ სისტემას, რომელიც აუცილებლად გიშველის.


როგორ არ მესიმპატიურები ატმან, შენი ჭკუისწავლებებით, დამრიგებლური მეტყველების მანერით და დახმარების "რეცეპტებით", რომლებიც ყოველთვის არამართლმადიდებლური ხასიათისაა. smile.gif მეტასტაზებივითაა შენი პოსტები ამ ფორუმზე გაბნეული. საერთოდ მაინტერესებს სხვა რაიმე ინტერესი თუ გაგაჩნია რეალურ ცხოვრებაში არარელიგიური, თუ შენი თავი მიუძღვენი მაგ საქმეს და ვირტუალურ რეალობაში ხალხის დაბოლებას?


პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Jan 4 2013, 04:36 PM

k@the

ციტატა
როგორ არ მესიმპატიურები ატმან,


როგორმე გადავიტან.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 4 2013, 04:46 PM

k@the

ციტატა
საერთოდ მაინტერესებს სხვა რაიმე ინტერესი თუ გაგაჩნია რეალურ ცხოვრებაში არარელიგიური, თუ შენი თავი მიუძღვენი მაგ საქმეს

ტამტამები ჰქონდა მაგას და მეზობლებს შლიდა ჭკუაზე :DDD

ახლა რა უყო არ ვიცი biggrin.gif

პ.ს ფობიებიო და
ნახეთ პრემიერ მინისტრს რომ უკანა ფონის ნაძვისხეზე ხატები ეკიდა? :0
წარმოუდგენელია ჩემთვის, რა არის ხატები სათამაშო როდიდან გახდა? : (

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 4 2013, 05:15 PM

ციტატა
ნახეთ პრემიერ მინისტრს რომ უკანა ფონის ნაძვისხეზე ხატები ეკიდა? :0
წარმოუდგენელია ჩემთვის, რა არის ხატები სათამაშო როდიდან გახდა? : (

სურათები დაგვიდე აბა...
არ ვიცი...
(არ ვუყურებ ტელევიზორს)

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 4 2013, 05:32 PM

Atm@n

ციტატა
როგორმე გადავიტან.

გადასატანიც არაფერია.


ქევანა
ციტატა

პ.ს ფობიებიო და
ნახეთ პრემიერ მინისტრს რომ უკანა ფონის ნაძვისხეზე ხატები ეკიდა? :0
წარმოუდგენელია ჩემთვის, რა არის ხატები სათამაშო როდიდან გახდა? : (

ვნახე და საშინლად არ მომეწონა. კათოლიკებზე მეღიმებოდა შობას რომ ეკლესიაში ნაძვისხეებს რთავენ და ეს რაღა საჭირო იყო ვერ გავიგე. ამ ეკლესიის სახელით სპეკულირება ცოტა გამაღიზიანებელია, ყველამ რომ უკან ფონზე ხატები უნდა გამოაჩინოს საუბრისას.

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Jan 4 2013, 06:18 PM

A.V.M

ციტატა
სურათები დაგვიდე აბა...


პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jan 4 2013, 09:09 PM

Atm@n

ციტატა
ახლობელს ჰქონდა ვეგეტო-ნევროზი და ახლა კარგადაა. ნუ გეშინია, ყველაფერს მოევლება თუ სურვილი გექნება გირჩევ იოგას ერთ სისტემას, რომელიც აუცილებლად გიშველის.

smile.gif გაიხარე, იმედია მეც გამოვალ ჩემით

k@the
ციტატა
ნერვოზი, ალბათ ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ჩვენს ხანაში. ძალიან სწრაფი ცხოვრების ტემპი, მაღალი მოთხოვნები და შეზღუდული შესაძლებლობები... ცუდია.მკურნალობ? დიდი ხანია რაც გაქვს?


ნუ რავიცი ძალიან ცუდი შეგრძნებები მაქვს, უაზროდ უუუუ0 გამოიწვია, გადაღლამ, დატვირთვამ, კომპიუტერთან ხშირად ყოფნამ და მუშაობამ, უსიხარულობამ : ) უუუ ყველაფერობამ : ) ასე გაძლიერებულად თითქმის სამი თვეა. ხან რაზე გავესინჯე ხან რაზე, ისე ადრე მითხრეს როცა შაკიკი დამიდგინეს, მაშIნ მითხრეს ვეგტო ნევროზი. ბოლოს უკვე შიშები ნაირნაირი : ) მაგრამ არაუშავს, ვარსებობ და იქნებ გადამავიწყდეს.

პოსტის ავტორი: kokhi თარიღი: Jan 8 2013, 02:21 AM

მეც მქონდა და ახლაც მააქვს რაღაც დონეზე და

ვარჯიში შველის რაღაც დონეზეsmile.gif)

მაგრაამ საბოლოოდ ვერაფერი გავუგე როგორ დავამარცხო

ასევე კომპლექსებიცsmile.gif)

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 9 2013, 02:17 PM

leluka

ციტატა
ნუ რავიცი ძალიან ცუდი შეგრძნებები მაქვს, უაზროდ უუუუ0 გამოიწვია, გადაღლამ, დატვირთვამ, კომპიუტერთან ხშირად ყოფნამ და მუშაობამ, უსიხარულობამ : ) უუუ ყველაფერობამ : ) ასე გაძლიერებულად თითქმის სამი თვეა. ხან რაზე გავესინჯე ხან რაზე, ისე ადრე მითხრეს როცა შაკიკი დამიდგინეს, მაშIნ მითხრეს ვეგტო ნევროზი. ბოლოს უკვე შიშები ნაირნაირი : ) მაგრამ არაუშავს, ვარსებობ და იქნებ გადამავიწყდეს.


თუ არაფერს შეცვლი, გადავიწყება - არ მგონია მოგიხერხდეს.
კარგი იქნება თავს თუ აიძულებ და ყოველ დღე მინ 1 საათი მაინც სუფთა ჰაერზე, სადმე პარკში თუ გაისეირნებ. ღამე კომპიუტერს თუ აიკრძალავ, თუ ვერ გეძინება რაიმე წიგნი აიღე და ის იკითხე, თუნდაც უყურადღებოდ იკითხო, კომპს მაინც ჯობია. აიძულე თავი იფიქრო შენზე და გაანალიზო, რატომ ხარ ეგეთ მდგომარეობაში, რამ მიგიყვანე ასეთ სტრესამდე, რა გააკეთე არასწორად და რისი შეცვლა შეგიძლია ეხლა. თუნდაც მოიძიე ინფორმაცია, რამდენი ადამიანია შენზე უფრო ცუდად, ფიზიკურად, მატერიალურად და სულიერად. არ ვიცი ეხლა მე შენ რა გიჭირს და რა გილხინს, ამიტომ რთულია სხვა რამე გირჩიო, უბრალოდ სიტუაციის ანალიზი და ჭარბი რაოდენობით ჟანგბადი კარგია. ალბათ პოზიტიური გრძნობებიც უნდა შეუქმნა თავს, რაც უფრო მეტად შეზღუდავ რეალურ ახლობლებთან რეალურ ცხოვრებაში კონტაქტს, მით უფრო ცუდი იქნება ეგ ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ვირტუალურ უცნობ-ნაცნობებთან კონტაქტი ვერაფერი ხეირია. ცოცხალი რომ ხარ ის გაიხსენე და იგრძენი. smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2013, 02:32 PM

ყველაზე ბევრი ფობია ბავშვებს აქვთ...

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jan 9 2013, 10:00 PM

k@the

სამსახურში კომპიუტერთან მიწევს ყოფნა, სტრესი სამსახურში და ა.შ, როცა გარეთ გამოვდივარ ძალიან როცა მიჭირს სუნთქვა, დირექტორის აღსანიშნი ხდება smile.gif ნიავდებიო. არადა ლამის ფეხი დავკრა და გამოვიქცე ხოლმე.

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Jan 9 2013, 10:12 PM


leluka

ქეთიმ სწორად გირჩია, ფიზიკური დატვირთვა, სეირნობა, ცურვა ზოგჯერ შველის და ამსუბუქებს მდგომარეობას.

ექიმმა დაგინიშნა რამე მედიკამენტი?

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jan 9 2013, 10:30 PM

athos

ციტატა
ქეთიმ სწორად გირჩია, ფიზიკური დატვირთვა, სეირნობა, ცურვა ზოგჯერ შველის და ამსუბუქებს მდგომარეობას.ექიმმა დაგინიშნა რამე მედიკამენტი?

ვიცი ვიცი, მედიკამენტებს არ ვიღებ, არ მინდა
მარტო, კორსიზი, ვალერიანი.

პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 21 2013, 04:43 PM



ახალი შიში აღმოაჩინეს და ასე ჰქვია: ფობიაფობია

ზუსტად არ ვიცი ქართული სიტყვაა ფობია თუ არა მაგრამ აღნიშნავს შიშს შიშისსადმი

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 14 2013, 09:55 PM

მე მაქვს გველის შიში. რამდენიმე წლის წინ სახლში მარტო ვიყავი, უკვე გავდიოდი თან გარეთ და მაშინ ვნახე, მაგიდის ქვეშ იყო. აი მაშინ უნდა გენახეთ... მთელი მეზობლების ბრიგადა გამოვიძახე, თან იმ გველს ვყარაულობდი სხვაგან არ შემზვრალიყო თორე მერე რაღა იპოვიდა იმას. იმ მომენტში არ მეშინოდა მაგრამ რომ მოკლეს მერე დამეწყო, იმდენი ვიტირე biggrin.gif ეხლა მეცინება მაგრამ მაგდაგვარ რამის დანბახვაზე სულ ის მახსენდება და იგივე გრძნობა მეუფლება.

პოსტის ავტორი: ნუცი55 თარიღი: Jan 6 2015, 01:29 PM

კლაუსტროფობია საშინელაბაა დამეთანხმებიან ის ადამიანები ვისაც გამოცდილი აქვთ ან დღემდე აწუხებთ. საშინელებაა. მაგრამ არსებობს ჩემში ერთი მეტად უფრო საშინელება ჩემთვის, მარტო მგზავრობის შიში მაქვს. თუ უცხო ქალაქში ვარ და ჩემს გვერდით ვერ ვხედავ ჩემს ახლობელს ვინმეს, ესევე მეწყება გულის აჩქარება, გაბუჟება, ჰაერის უკმარისობა. ეს ყველაფერი მე თვითონ მომყავს ოღონდ ამას ვგრძნობ. როცა მარტო ვრჩები ფიქრებს მივყავარ? ეხლა რომ ცუდათ გავხდე გბერდით არავინ მყავს. იმას არ ვფიქრობ იმ მომენტში ჯანმრთელი ადამიანი რატომ უნდა გავხსე ცუდათ. მაგრამ ასეთი ფიქრებით მერე ცუდათ ვხდები. ზოგისთვის სასაცილოც შეიძლება იყოს მაგრამ ჩემთვის ეს საშინელებაა. sad.gif იქნებ ვინმემ რამე მითხრათ არ ვიცი ;( მაგრამ ძალიან გამიხარდება თუ ერთი სიტყვით მაინც მირჩევთ რამეს. ;( არ მინდა ამ ასაკში ასეთი რაგაცეები მჭირდეს. თავს ხელში ვიყვან მაგრამ რამოდენიმე წუთის მერე ისევ ისე მემართება, და მერე ისტერიკული ტირილი მეწყება. რატომ მემართება ასე რა დავაშავე. მთელი ცხოვრება ასე ვერ ვიცხოვრებ და ა.შ. ;(

კლაუსტროფობია საშინელაბაა დამეთანხმებიან ის ადამიანები ვისაც გამოცდილი აქვთ ან დღემდე აწუხებთ. საშინელებაა. მაგრამ არსებობს ჩემში ერთი მეტად უფრო საშინელება ჩემთვის, მარტო მგზავრობის შიში მაქვს. თუ უცხო ქალაქში ვარ და ჩემს გვერდით ვერ ვხედავ ჩემს ახლობელს ვინმეს, ესევე მეწყება გულის აჩქარება, გაბუჟება, ჰაერის უკმარისობა. ეს ყველაფერი მე თვითონ მომყავს ოღონდ ამას ვგრძნობ. როცა მარტო ვრჩები ფიქრებს მივყავარ? ეხლა რომ ცუდათ გავხდე გბერდით არავინ მყავს. იმას არ ვფიქრობ იმ მომენტში ჯანმრთელი ადამიანი რატომ უნდა გავხსე ცუდათ. მაგრამ ასეთი ფიქრებით მერე ცუდათ ვხდები. ზოგისთვის სასაცილოც შეიძლება იყოს მაგრამ ჩემთვის ეს საშინელებაა. sad.gif იქნებ ვინმემ რამე მითხრათ არ ვიცი ;( მაგრამ ძალიან გამიხარდება თუ ერთი სიტყვით მაინც მირჩევთ რამეს. ;( არ მინდა ამ ასაკში ასეთი რაგაცეები მჭირდეს. თავს ხელში ვიყვან მაგრამ რამოდენიმე წუთის მერე ისევ ისე მემართება, და მერე ისტერიკული ტირილი მეწყება. რატომ მემართება ასე რა დავაშავე. მთელი ცხოვრება ასე ვერ ვიცხოვრებ და ა.შ. ;(

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)