IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 28 29 30 31 32 >  
Reply to this topicStart new topic
> მამა გაბრიელი
marine
პოსტი Jun 13 2022, 02:09 PM
პოსტი #581


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წელს, თებერვალში, მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] ჟილეტი კვლავ მობრძანდა ჩვენთან - თავის დღესასწაულზე (ნაწილთა აღმოყვანებაზე). ამჯერად - სამი დღით.

ჩვენ დიდი ხნით ადრე ვიცოდით, რომ ეს სიწმინდე მობრძანდებოდა და მთელი ამ ხნის მანძილზე მოუთმელნად ველოდით 22 თებერვლის დადგომას. იმის აღწერას აღარ შევუდგები, თუ რა სიხარული, რა ნუგეში მოგვიტანა მან, მხოლოდ ერთ ამბავზე შევჩერდები.

დღესასწაულამდე ორი-სამი დღით ადრე ჯერ ჩვენს ერთ-ერთ დას - დედა ისიდორას შეეყარა ვირუსი, შემდეგ კი - მეც. ორივეს ისეთი სისუსტე გვქონდა, რომ როგორც კი ზედმეტი მოძრაობა ან ზედმეტი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევდა, მაშინვე გული გვიჩქარდებოდა და უნდა დავმსხდარიყავით. ავის მომასწავებელი აზრებით მოცული, ჩემთვის ვფიქრობდი: "ნუთუ ღამისთევას ვერ დავესწრები? მამა გაბრიელ, ასე დამსჯი? შენი წმინდა ჟილეტი ჩვენთან მობრძანდება, და მე?.." თუმცა არც იმის იმედი მტოვებდა, რომ მამა გაბრიელი არ "გაგვწირავდა".

და აი, ჩამობრძანდა. ყველანი ემაზდებიან შესახვედრად, მე კი მამა გაბრიელს ვევედრები: "მამა გაბრიელ, მომეცი ძალები, რომ ჭიშკრამდე მივიდე, მერე - ეკლესიამდე, მერე - სენაკამდე..." ასეთ მდგომარეობაში წავლასლასდი შესახვედრად. თურმე დედა ისიდორაც ჩემ დღეშია.

ისევ ისე დავხვდით, როგორც რამდენიმე წლის წინ, პირველად რომ მობრძანდა - ლიტანიობით. გავშალე წმინდა ჟილეტი იმავე სარეცელზე და დებს გადავხედე: ვეძებ დედა ათანასიას, იერარქიულად უფროს მონაზონს, რომ ჟილეტის წაბრძანებაში დამეხმაროს. უცბად მზერით დედა ისიდორას შევეჩეხე და გაუაზრებლად დავუძახე, ასე ვთქვათ, შემთხვევით. ისიც მოვიდა, ჟილეტი ერთად ავწიეთ, თავზე დავიდეთ და დავიძარით. მივდივართ გალობით ტაძრისკენ და ამ დროს უბერავს თებერვლის ცივი ქარი, მე კი სულ მთლად გაოფლილი ვარ. მომდის აზრი: "აჰა, გასაგებია, რომ ფილტვების ანთება ხელში მიჭირავს! მაგრამ ოღონდაც ღამისთევა შევძლო და მერე აღარ დავეძებ, თუ ღვთის ნებაა, იყოს ფილტვების ანთებაც".

მეორე დღეს (ესე იგი, ღამისთევის დღეს) დედა ისიდორა მეუბნება:

- იცი, განვიკურნე!

- მართლა? - ვეკითხები გახარებული, - როდის, როგორ?

თან ჩემთვის ვფიქრობ: "ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მამა გაბრიელი ისე არ დაგტოვებდა". საინტერესო ისაა, რომ ამ დროს ერთი წუთითაც კი არ გამხსენებია საკუთარი ავადმყოფობა.

- აი, ჟილეტი რომ დავიდეთ თავზე და წამოვედით, მაშინ განვიკურნე, - მპასუხობს გაბადრული.

მე სიხარულს ვერ ვფარავ, ეს გამოჯანმრთელებული დედა ისიდორაც აგრძელებს დეტალების მოყოლას და უცბად... თავში დამკრა: "კი მაგრამ მე?" - და იმ წამს აღმოვაჩინე, რომ თურმე მეც სრულიად ჯანმრთელი ვყოფილვარ. სახტად დავრჩი. გაღიმებული, უფრო სწორად, გაოგნებული შევყურებ დედა ისიდორას და უკვე აღარ მესმის, რას მელაპარაკება. "როგორ? - ვფიქრობ, - ასე როგორ განვიკურნე, რომ ვერც გუშინ და ვერც დღეს ვერაფერს მივხვდი? მამა გაბრიელ, ასე როგორ განმკურნე, რომ ჩემი მეხსიერებიდან თვით ავადმყოფობის ხსოვნაც კი ამოშალე?"

ესეც შენი ვირუსი! ესეც შენი სისუსტე! ესეც შენი ფილტევების ანთება!"

/იღუმენია პარასკევა/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2022, 03:27 PM
პოსტი #582


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენს მონასტერში ბევრი, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] მიერ აღსრულებული სასწაულებრივი კურნებისა, მაგრამ ერთი დის მონათხრობი ძალზე საინტერესოდ მომეჩვენა და გადავწყვიტე გადმომეცა. აი, რა გვიამბო მან:

"ბოლო წლებში გამუმდებით მაწუხებდა ქუსლების ტკივილი. ვერც იმას ვხვდებოდი, რისი ბრალი იყო, და ვერც იმას, თუ რა უნდა მეღონა. განსაკუთრებით ძლიერდებოდა ეს ტკივილი ახალგაღვიძებულზე, ფეხებს თითქმის ვერ ვადგამდი იატაკზე. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ძლივს გადავადგილდებოდი ხოლმე. თითქმის იგივე მემართებოდა, თუ დიდხანს მომიწევდა ფეხზე დგომა. ერთი სიტყვით, გასაჭირში ჩავვარდი. კარგა ხანს ვითმინე და ბოლოს გადავწყვიტე მამა გაბრიელისთვის მიმემართა.

დავიწყე მისი წმინდა ზეთის ცხება და - არაფერი. შედეგი არ ჩანდა. ზეთს საჩვენებელი თითით ვისვამდი მტკვნეულ ადგილებზე და ზოგჯერ მომდიოდა აზრი: "კი მაგრამ, მამა გაბრიელმა ხომ თქვა - ნეკა თითითო?" მაგრამ ამ აზრს ყურადღებას არ ვაქცევდი. ზეთმა რომ "ვერ მიშველა", მაშინ მამა გაბრიელის ხატიდან თუ სურათიდან გადმოდენილი მირონი ავიღე და მისი ცხება დავიწყე. როგორც კი საჩვენებელ თითს შევახებდი მირონს, მაშინვე მომდიოდა ისევ ის აზრი: "კი მაგრამ..." და ამ დროს გულში ვფიქრობდი: "არა უშავს, თითი - თითია". ვერ წარმომედგინა, თუ ნეკა თითს ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა.

და აი, რა მოხდა. გავიდა სამი დღე და ტკივილი ისე გამიძლიერდა, რომ ძლივსღა დავდიოდი, თანაც დღითი დღე მატულობდა. მეოთხე დღეს ვიფიქრე: "აქ რაღაცაშია საქმე, კიდევ რომ გაძლიერდეს, უბრალოდ ვეღარ გავუძლებ". და უცბად მივხვდი მიზეზს: "თითი - თითია"!

ამის შემდეგ კეთილი ვინებე და ნეკა თითით დავიწყე მირონის ცხება. ერთი ფეხი პირველი ცხებისთანავე განმეკურნა. თვალებს არ ვუჯერებდი და სირცხვილისგან ვიწვოდი: "აი, შენი თითი, აი, თუ არა უშავს!" - ვაყვედრიდი საკუთარ თავს. მეორე ფეხზე ნელ-ნელა იკო ტკივილმა და ცოტა ხანს კიდევ გასტანა, - ალბათ იმისთვის, რომ კარგად დამემახსოვრებინა ეს შემთხვევა და კარგად გამეგო: თითი მართლაც რომ თითია, ორივე ჩემია და რომელსაც მინდა, იმას გამოვყიყენებ, მაგრამ აქ ხომ მთავარი მორჩილება იყო? თავმდაბლობისა და მორჩილების მოძღვარმა ვერ აიტანა ჩემი ქედმაღლობა და კარგადაც განმსწავლა. მას შემდეგ ქუსლები, შეიძლება ითქვას, აღარ მაწუხებს"

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2022, 03:51 PM
პოსტი #583


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისეთი ლაპარაკი და ქცევა ჰქონდა [ღირს მამა გაბრიელს], ნებისმიერ მსახიობს შეშურდებოდა მისი. ხმაც ხომ ხელს უწყობდა - მჟღერი, მკაფიო, ძლიერი ტემბრით. ჩვენ ყველა მის ქმედებას მსახიობობად და სპექტაკლად ვთვლიდით და ყველაფერზე გვეცინებოდა. არ ვიცი, იქნებ თვითონაც ეს მიზანი ჰქონდა, რომ სულ მხიარულად ვყოფილიყავით? მაგრამ განა მართლა ყოველთვის მსახიობობდა?

ერთხელ, მაგალითად, ტაძარში ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის წინ დაჩოქილი მოთქვამდა. იქვე რამდენიმე და ვიდექით და ჩუმად ვიცინოდით. მერე დაიწყო თავის მიწაზე დარტყმა. ამასაც ისე "მსახიობურად" აკეთებდა, რომ ჩვენ უკვე სიცილს ვეღარ ვფარავდით. თან იმხელა ხმა ჰქონდა ამ დარტყმებს, რომ, ერთი შეხედვით, მართლაც სასაცილო იყო. მაგრამ სულ მალე უკვე შევშფოთდით - ამ ხმას ხომ მისი შუბლი გამოსცემდა და არა უსულო საგანი. ცოტა ხანს ურტყა თავი ასე ძლიერად იატაკს, თან ტიროდა და რაღაცას ამბობდა, და მერე გაჩერდა. მეორე დღეს მის შუბლზე შევნიშნეთ რამდენიმე ახალთახალი ნაიარევი და ზედ შემხმარი სისხლი. ესეც შენი "სპექტაკლი": მამა გაბრიელი ლოცვისას სისხლსაც ღვრიდა! ახლა ვხვდები, რომ მაშინ ის სულით რაღაც დიდ განსაცდელს ჭვრეტდა და ამის გამო მოთქვამდა"

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2022, 09:15 PM
პოსტი #584


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აქ მინდა მამა გაბრიელის ერთ სასწაულს შევეხო, რომელიც მას მონასტერში ჩვენს მისვლამდე აღუსრულებია. ამ კოშკში ერთი ძველისძველი, დანჯღრეული როიალი იდგა. მაშინ არ ვიცოდი, საიდან გაჩნდა ეს როიალი, ან მონასტერს რაში სჭირდებოდა, ან იქ ვინ შეიტანა. ისე, სწორედაც რომ მამა გაბრიელის შესაფერისი იყო: ცარიელი სენაკი - და შიგ დიდი შავი როიალი. ჩემი ყურადღება მაშინვე ერთმა გარემოებამ მიიპყრო. კოშკს საკმაოდ ვიწრო და დაბალი კარი ჰქონდა. სულ ვფიქრობდი - ეს როიალი აქ როგორ შემოიტანეს-მეთქი. რამდენჯერ თვალითაც გავზომე, ხან აქედან შემოვუარე, ხან იქიდან. ნაწილ-ნაწილადაც რომ შემოეტანათ, მაინც არ შემოეტეოდა. ამ ფაქტმა იმდენად გამაოგნა, რომ სხვა დებსაც ვაჩვენე და ისინიც გაოცდნენ. ბოლოს ერთ-ერთმა მათგანმა თქვა:

- ალბათ ჯერ როიალი დადგეს და მერე ზედ დააშენეს კოშკი!

ასე ვხუმრობდით და მერე სულ მიმავიწყდა ეს ამბავი.

და აი, ცოტა ხნის წინ გავიგე პასუხი იმაზე, რამაც მაშინ ყველანი გაგვაკვირვა. თურმე მამა გაბრიელს თვითონ შეუტანია. როგორ? მისთვის დრო, სივრცე, მანძილი, განზომილებები ხომ არ არსებობდა. ჯვარს გადასახავდა და - მორჩა! შეუტანია ეს როიალი, თავისი სალოსობის სამკაული, და მისი გარდაცვალების შემდეგ, როდესაც გამოტანა დასჭირვებიათ, სულ პატარა ნაწილებად დაუნაწევრებიათ და ისე გამოუტანიათ".

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2022, 09:42 PM
პოსტი #585


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სამთავროდან რომ მოვდიოდი, დედა ქეთევანმა უამრავი საჩუქარი გამომატანა. მათ შორის იყო დედა ნანას (ქუთათელაძის) დაწერილი მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] პატარა ხატები, ფიცარზე დაკრული - ძალიან ბევრი. საღამოს გვიან დავბრუნდი ჭიათურაში. დრო არ იყო, რომ საჩუქრები იღუმენიასთვის გადამეცა, გარეთ ვერ დავტოვებდი და სენაკში შემოვიტანე მეორე დილამდე. ყველაფერი დავათვალიერე. დედა ნანას დაწერილი ხატებიც ამოვიღე ყუთიდან და ისევ უკან ჩავდევი: არეულად, როგორც მომიხერხდა, - შეიძლება ითქვას, ჩავყარე ყუთში, რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი და აზროვნებაც კი მიჭირდა. მეორე დილით, ყუთი რომ გავხსენი, საოცარი სურათი ვიხილე: ხატები ძალიან ლამაზად, აკურატულად იყო დალაგებული და გამწკრივებული. იმდენ ხატს მე, უბრალოდ, ასე ვერ ჩავაწყობდი მწკრივში. ეს მამა გაბრიელის სასწაული იყო. მას ხომ ძალიან უყვარდა ხატები და არასდროს არავის მისცემდა მათი ოდნავი შეურაცხყოფის ფულებას."

/მონაზონი ათანასია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2022, 03:42 PM
პოსტი #586


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"2018 წლის აპრილში ახალ სენაკში გადმოვედი საცხოვრებლად. ხატების დაკიდებას რამდენიმე დღე მოვანდომე, მაგრამ ვერაფრით ვერ დავკიდე ისე, რომ ცატათი მაინც მომწონდებოდა განლაგება: სულ რაღაც ასიმეტრია გამოდიოდა. მეტი გზა არ იყო, ხელი ჩავიქნიე და შევეცადე შევგუებოდი ამ მდგომარეობას. მაგრამ გავიდა ერთი-ორი თვე, და ვიგრძენი, რომ ვერაფრით ვერ ვეგუებოდი - რაღაცა უნდა გამომესწორებინა. დავიწყე გამოსწორება, მაგრამ რამდენადაც არ ვეცადე, არაფერი გამოვიდა. მთელი დღე ვიხლაფორთე და ბოლოს იმდენად გადავიღალე და იმდენად მომბეზრდა ეს საქმიანობა, რომ სასოწარკვეთილმა შევძახე:

- მამა გაბრიელ, ეხლა მიშველე!

იმავე წამს აზრი გამინათდა და სულ რაღაც ორი ხატის ქვემოთ ჩამოწევა გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ყვეალფერი თავის ადგილზე დალაგებულიყო და სასურველი სიმეტრიაც მიმეღო"

/მონაზონი ათანასია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2022, 08:33 PM
პოსტი #587


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ, ეს იყო ზატიკში, ეზოში ვიყავით, კაკლოვანის მახლობლად, და მოულოდნელად მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] მიბრძანებს:

- 40 მეტანია!

უნდა გამოვტყდე, რომ მეტანიების კეთება ზოგადად მიჭირდა. მესამე მეტანიაზე გული მიჩქარდებოდა, მეხუთეზე სხეული ისე მიმძიმდებოდა, რომ დანარჩენს უკვე გაჭირვებით, ქოშინ-ქოშინით ვაკეთებდი. ყველაზე ბევრი - ეს იყო 10 მეტანია. ამის შემდეგ აღარაფრის თავი არ მქონდა. მაგრამ მისი ეს ბრძანება როგორც ჯილდო, ისე მივიღე. გახარებულმა დავიწყე მეტანიების კეთება. თან ისეთ ადგილას ვიდექი, სადაც დაღმართი იწყებოდა. არც სწორი ადგილი მიძებნია, არც მიფიქრია რამეზე, პირდაპირ დავიწყე ჩქარ-ჩქარა კეთება. მაშინ ვერ მივხვდი და ახლა კი ვაცნობიერებ, რომ ის 40 მეტანია "ერთი ამოსუნთქვით" შევასრულე. როგორ, რანაირად? - რაღა თქმა უნდა, მამა გაბრიელის ლოცვით. ერთადერთი აზრი, რაც მაშინ გონებაში მიტრიალებდა - ჩქარა და კარგად შემესრულებინა ნაბრძანები. ვხვდებოდი, რომ მცდიდა, და ამგვარი გამოცდები ჩვენთვის, ახალმოსულებისთვის, ძალზე სასიხარულო იყო. გულმოდგინედ ვითვლიდი და მეორმოცე რომ დავასრულე, აწითლებული მისკენ შევბრუნდი. არ ვიცი, რა გამომეტყველება მქონდა მე, მამა გაბრიელი კი, უაღრესად კმაყოფილი, გამარჯვებული და გაღიმებული სახით, დოინჯშემოყრილი მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა. ხმა აღარ ამოუღია. მე კი ბედნიერი ვიყავი, რომ მშვიდობიანად შევასრულე კურთხევა.

გაზაფხული იდგა. მახსოვს, ამის შემდეგ ძლიერი ალერგია დამეწყო, რადგან ბალახებში ვიდექი და მთელი გულმოდგინებით ძირს რომ ვემხობოდი, სახე ბალახებში მეფლობოდა. მაგრამ მაშინ არც ეს მადარდებდა. მამა გაბრიელს გვერდით არაფერი აღარ გადარდებდა, არაფრის გეშინოდა, არაფერი გინდოდა, თავს საიმედოდ დაცულად გრძნობდი. სიტყვით ვერ ახსნიდი: რატომ, რისთვის გინდოდა მის გვერდით ყოფნა, რა გიზიდავდა მისკენ, რატომ იყო ჯილდო შენთვის რთულად შესასრულებელი კურთხევა; და საერთოდ, არსებობდა კი რაიმე სიმძიმე, რაიმე გასაჭირი მის გვერდით?- არავითარი. რატომ? - არ ვიცი, და ასე კი იყო".

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2022, 09:31 PM
პოსტი #588


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეორე დღეს, ბრწყინვალე ორშაბათს, მგონი ტრაპეზის შემდეგ, მამა გაბრიელმა გამოაცხადა, სასაფლაოზე პანაშვიდი უნდა გადავიხადოთო. ო, რა გავიხარეთ! ეს იყო ჩვენთვის ზეიმი. წავიღეთ ანალოგია და დაწყობილები ჩავედით სასაფლაოზე. მამა გაბრიელმა [აღმსარებელი და სალოსი] საკურთხევლიდან დიდი კურთხევანი გამოიტანა, სრულ საბერო შესამოსელში გამოეწყო და სულ მალე ყველანი საფლავებს შორის განვლაგდით. ის შუაში დადგა, ანალოგიასთან, ჩვენ - მის მახლობლად. უნდა ითქვას, რომ ეს საბერო შესამოსელი ერთიანად ცვლიდა მამა გაბრიელს, სულ სხვა ხდებოდა. განსაკუთრებით კუნკულ-ბარტყული აძლევდა დიდებულ იერს და უკვე ეჭვი აღარ გეპარებოდა, რომ ის სხვა სამყაროდან იყო მოსული.

ბედნიერი წუთები! მოვემზადეთ, ველოდებით როდის იტყვის ასამაღლებელს, რომ პირველი "ამინი" ვიგალობოთ, აი, წიგნიც გადაშალა და უცბად...

- ეს რა არის! ჯადო! - შესძახა მთელი ხმით.

- რა ჯადო, რის ჯადო? - ავჩოჩქოლდით ჩვენ.

- ჯადო, ჯადო! - და ერთი ამბავი ატეხა.

მივცვივდით წიგნს და ვხედავთ, მოჭრილი თმები დევს, უცნაურად მომრგვალებული, მგონი შიგ თეთრი ძაფებიც იყო გაყრილი. ეჭვი არავის შეგვპარვია, რომ ნამდვილად ჯადოსთან გვქონდა საქმე. თუმცა პირადად ჩემთვის წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იყო - მონასტრის წიგნში ჯადო. თან ეს თმები პანაშვიდის განგებაში იდო, ესე იგი, ერთ ადამიანს მეორის მეორის სიკვდილი უნდოდა. დავიწყე ფიქრი: "ვის უნდა ჩაედო, რაღაც შეცდომაა, ალბათ ვიღაც ერის ადამიანმა გააკეთა". ერთი სიტყვით, თვალით ვხედავ, რომ ჯადოა, მაგრამ გულით არ მჯერა, გული ვერ იღებს. მამა გაბრიელი კი ამასობაში ერთ ამბავშია. ვიღას ახსოვს პანაშვიდი? ბოლოს გამოაცხადა:

- წაიღეთ და გალავნის გარეთ დასწვით!

ასე დამთავრდა ეს ამბავი. მაშინ, რასაკვირველია, ვერაფერს მივხვდით, მაგრამ ახლა ვხვდები: ჩვენ პანაშვიდისთვის არ ჩავსულვართ სასაფლაოზე, ჯადოსთვის ჩაგვიყვანა მამა გაბრიელმა. ხომ შეიძლებოდა ის ჯადო დაგვეწვა და მერე ჩაგვეტარებინა პანაშვიდი, რისთვისაც იქ ვიყავით შეკრებილები? მაგრამ - არა. რატომღაც ამ გზით ისურვა იმ ჯადოს მოშორება. არ ვიცი, ვინ ამხილა ამ საქციელით, მაგრამ, ცხადია, თვითონ ყველაფერი კარგად იცოდა. მთელი მონასტერი შეიძრა იმ დღეს: ჯადო კურთხევანში!"

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 16 2022, 11:16 AM
პოსტი #589


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ-ერთ მორჩილს, რომელიც ცოტა სულით ავადმყოფი იყო, ეჩვენებოდა, რომ მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] მას სხვანაირად, ანუ ავხორცულად უყურებდა და ამაზე ჩვენთანაც ჩიოდა ხოლმე. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვჯეროდა და სიტყვაც კი არავისთან დაგვიძრავს ამის შესახებ. ერთ დღეს მე და ეს მორჩილი სახელოსნოში ვისხედით, მეორე სართულზე. სახელოსნოსთან ახლოს ჩვენი სენაკებიც იყო და მამა გაბრიელი აქ არასდროს გამოჩენილა. და, აი, სრულიად მოულოდნელად, კარი გაიღო და სახელოსნოში მამა გაბრიელი შემოვიდა, ჩვენ წინ დადგა და პირდაპირ მორჩილს მიაჩერდა. რამდენიმე წამი უყურა, შემდეგ უხმოდ გატრიალდა და წავიდა. არასოდეს დამავიწყდება მისი სახის გამომეტყველება იმ მომენტში. ეს იყო უსიტყვო მხილება, უსიტყვო შეხება ადამიანის სინდისზე. მის სახეზე თითქოს აღბეჭდილი იყო დანანება, განცვიფრება, ლმობიერება, საყვედური.

რა თქმა უნდა, მამა გაბრიელს არ შეიძლებოდა სცოდნოდა ამ საშინელი ცილისწამების შესახებ. მით უფრო, არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ზუსტად იმ წუთებში მორჩილი სახელოსნოში იჯდა. მან ეს ყველაფერი სულით იგრძნო და ცხოვრებაში პირველად შემოაღო ჩვენი კორპუსის კარი (ესე იგი, რაც ჩვენ იქ დავსახლდით). იმ დღის შემდეგ მორჩილს თითქოს ენა ჩაუვარდა - ამ საკითხზე აღარასოდეს ულაპარაკია".

/მონაზონი ათანასია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 16 2022, 11:35 AM
პოსტი #590


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იმ პერიოდებში, როცა მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] ხალსხ ღვინის მსმელად არ აჩვენებდა თავს, იგი იყო უაღრესად თამდაბალი, მყუდრო, მლოცველი; შეუმჩნევლად შემოდიოდა ტაძარში და, სვეტს ამოფარებული, დადგებოდა ღვთის განგებით იმ ადგილას, სადაც ამჟამად მისი წმინდა ნაწილები განისვენებენ. თვალს ვერ მოაშორებდა კაცი, ისეთი არაამქვეყნიური იყო. ლოცვის დროს, ქედადდრეკილი, თვალებდახრილი, ძველ ასკეტს მოგაგონებდათ. ვნებებისგან დაცლილი და განწმენდილი მისი სული ზეციურ ნათელს ჰფენდა მის სპეტაკ, წმინდა სახეს. ჩვენ გაკვირვებულები შევყურებდით და ყველანი გულში ვამბობდით: "აი, ჭეშმარიტი ბერი, აი, ამქვეყნიური ანგელოზი".

/მონაზონი ნინო/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 16 2022, 11:55 AM
პოსტი #591


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ოთხწელიწად-ნახევარი ვიცხოვრეთ სამთავროში და ისე ვიყავით ჩვენი თავით და ათასი ამაო საზრუნავით დაკავებული და გარემოცული, რომ ერთხელაც არ შეგვტოკებია გული და არ გვიფიქრია, მოგვეკითხა, საჭმელი მიგვეწოდებინა მამა გაბრიელისთვის [აღმსარებელი და სალოსი], მისგან სულიერ დახმარებას კი ტონობით ვიღებდით ყველანი. საქათმეში ეძინა ზამთარში, კოშკში გადასვლის მერეც უმკაცრეს პირობებში ცხოვრობდა - სიცივეში, მშიერ-მწყურვალი. დიდ ლოთად მოჰქონდა თავი, მაგრამ მიკვირდა: მის გვერდით ყოფნისას ღვინის სუნი არასოდეს მიგრძვნია; არც ჭუჭყის, დაუბანლობის სუნი ჰქონდა, - შინაგანი სისუფთავე და სიწმინდე მის სხეულზეც აღიბეჭდეობდა. ეს ყოველთვის ძალიან მიკვირდა. რაღაც გახლეჩილი მდგომარეობა მქონდა სულში: ამხელა მადლი - და რომ სვამს? როგორ თავსდება ეს ორი ერთად; ან რომ კივის? რაღაც საიდუმლოებას აქვს აქ ადგილი. მე ვერ გავიგებ მაინც... აქ ვჩერდებოდი".

/მონაზონი ნინო/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2022, 01:24 PM
პოსტი #592


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ძველ სატრაპეზოში ვიყავით, ახალმოსულები - ყველანი, მგონი სხვა დებიც იყვნენ, და მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] ჩვენზე, ახალმოსულებზე, წინასწარმეტყველებდა, რომ მონაზვნები გავხდებოდით. სათითაოდ გვლოცავდა და იქვე აყოლებდა წინასწარმეტყველებას. მე ამ ყველაფერს გვერდიდან ვუყურებდი. თვითონ როგორ მივედი კურთხევაზე, ან რა მითხრა - საერთოდ არ მახსენდება. განსაკუთრებით ორი დის დალოცვა ჩამრჩა გონებაში. ერთს უთხრა:

-შენ უბრალო მონაზონი იქნები და მონასტერში მოკვდები.

მეორეს კი ასე მიმართა:

-მოდი ჩემთან, მონაზონო, ოღონდ 12 წლის შემდეგ მონაზონო, მოდი!

ეს დაც მიუახლოვდა და დალოცა.

საერთოდ ჩვენ, ახლები, შიშისგან „ვკანკალებდით“ მონაზვნობის ხსენებაზე. ვერ წარმოგვედგინა, რომ ეს ოდესმე მოხდებოდა, სულ გვეშინოდა, რომ ვერ შევძლებდით - გაგვყრიდნენ, არ გამოვიდოდა ჩვენი მონაზვნობა. არადა, როგორ გვინდოდა, ეს მარტო ღმერთმა იცის. ამიტომ მამა გაბრიელის სიტყვები - „მონაზონო“, „შენ მონაზონი იქნები“ - ჩვენთვის დიდი ნუგეში იყო, ჩვენი გამხნევება, განმტკიცება, ჩვენი მოშურნეობის გაღვივება, თუ რა ვთქვა. ერთი მხრივ, თითქოს წინასწარმეტყველების არ მჯეროდა, რადგან მაშინ ვფიქრობდი, რომ წინასწარმეტყველები უკვე აღარ იყვნენ. მეორე მხრივ კი, როცა თქვა - თორმეტი წლის შემდეგ მონაზონოო, გულში ვიფიქრე: „რა ამბავია თორმეტი წელი, რა უნდა აკეთოს თორმეტი წელი, რატომ თორმეტი? რატომ გამოყო ეს და? ამას რას ამბობს?“

და რა მოხდა? ერთი-ორი წლის შემდეგ, როცა პირველი აღკვეცა მზადდებოდა, ის დაც აღსაკვეცთა რიგში იდგა, შესამოსელიც მზად ჰქონდა, აღკცევის დღეც უკვე დანიშნული იყო, და მოულოდნელად, გარკვეულ მიზეზთა გამო, უწმინდესის კურთხევით, უარი ეთქვა აღკვეცაზე. ეს იყო ტრაგედია მონასტერში. მის გარდა ყველანი აღვიკვეცეთ. მისი აღკვეცა 12 თვით* გადაიდო, შემდეგ წელს აღიკვეცა“.

/იღუმენია პარასკევა/

*ზოგჯერ წმინდანების წინასწარმეტყველებებში არის სიმბოლური ნიშნები. აქ მთავარი იყო ის, რომ აღკვეცა გადაიდებოდა, ჩვენთვის კი ის 12 თვე ნამდვილად 12 წელიწადს უდრიდა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2022, 01:47 PM
პოსტი #593


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„1991 წლის დიდმარხვა ყველაზე განსაკუთრებული იყო ჩვენს ცხოვრებაში. იმ წელიწადს ბრწყინვალე საუფლო დღესასწაულს ხარებაც ემთხვეოდა. საეკლესიო კალენდარში ასეთი დამთხვევები იშვიათად გვხვდება და მას კირიოპასექს უწოდებენ. სწორედ იმ დიდმარხვაში შედგა ჩვენი თაობის მონაზვნების პირველი აღკვეცაც.
არასდროს დამავიწყდება აღკვეცის შემდეგ უწმიდესის მიერ წარმოთქმული ძალზე მოკლე, მაგრამ გულში ჩამწვდომი ქადაგება, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყებოდა:
-ცხრა მონაზონი, ცხრა კელაპტარი, ცხრა ანთებული სანთელი...

დედების აღკვეციდან სულ რაღაც ორ-სამ კვირაში საბერძნეთიდან ნაცნობი გოგონა გვესტუმრა, ნიკი ერქვა. დავათვალიერებინეთ იქაურობა, ახლო-მახლო მონასტრებიც მოვატარეთ. მას ძალიან აინტერესებდა რომელიმე ღვთივგანბრძნობილ ბერთან შეხვედრ და საუბარი. ჰოდა, ავიყვანეთ შიომღიმეში, გავაცანით მამა იოანე და კიდევ ერთი-ორი ბერი, მაგრამ მან რატომღაც სასაუბროდ მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] ამოირჩია. ერთი კი გავიფიქრე, რად უნდა, ვერ ხედავს, რა გალეშილია-მეთქი? მაგრამ აღარ დავუშალე და კურთხევაზე მივიყვანე.

ბერი კოშკთან იჯდა. როგორც კი ნიკი დაინახა, თითქოს შეეშინდაო, უკან დაიხია და იძახის:

-უი, რამხელა მადლი მაიტანა, არ დამწვას!

მე რუსულად მაინცდამაინც კარგად არ ვლაპარაკობდი, მაგრამ ვიფიქრე, მამა გაბრიელს კი ვაჯობებ-მეთქი, და თარჯიმნობა ჩემს თავზე ავიღე. ნიკის ძირითადად აინტერესებდა ერთი საკითხი: ოჯახი შეექმნა თუ მონასტერში წასულიყო.

მამა გაბრიელის პასუხები ახლა სიტყვა-სიტყვით არ მახსენდება. აზრი ეს იყო, რომ ამის გადაწყვეტაში თვითონ ნამდვილად ვერ დაეხმარებოდა, და რომ ეს საკითხი ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს თავისივე მისწრაფების მიხედვით. მაგრამ ნიკი მაინც არ ეშვებოდა, კონკრეტული პასუხის მიღება უნდოდა. ბერი კი ისევ ერთსა და იმავეს უტრიალებდა. ბოლოს, რაკიღა ნახა, რომ ნიკი ისევ თავისაზე დგას, მამა გაბრიელმა პირი აღაღო და ლაპარაკი რუსულად დაიწყო.

-Апостол Павел говорит: Добро есть безбрачие. Аще не удержатся да венчаются (პავლე მოციქული ბრძანებს: კეთილ არს უქორწინებლობა. უკეთუ ვერ დაითმენენ, იქორწინნედ).

აღარ მახსოვს, რა რეაქცია ჰქონდა ამ სიტყვებზე ნიკის, ეს კი კარგად მახსოვს, რომ შემრცხვა და ენა ჩამივარდა. მე ბერი უვიცი მეგონა, ის კი სლავურად ამეტყველდა. ამის შემდეგ მისთვის თარჯიმნობის გაწევის სურვილი სრულიად დამეკარგა“.

/მონაზონი აგლაიდა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2022, 02:06 PM
პოსტი #594


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შემდეგი იყო მისი [ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი] წმინდა ჟილეტის მობრძანება.

აქ უნდა აღვნიშნო, რომ მამა გაბრიელს ყოველთვის ეცვა ჟილეტი. თვითონ ამ სიტყვას არასდროს ხმარობდა, ბერის ანაფორას ეძახდა.

-ეს ბერის ანაფორაა, უსახელო ანაფორა, - იტყოდა ხოლმე, - ეს აუცილებლად უნდა ეცვას ბერსა.

და აი, ჩვენ, ბაირაღებით, ლამპრებით და ლიტანიობისთვის განკუთვნილი სხვა აღჭურვილობით, შემოსასვლელ კართან დავხვდით, თან მის ტროპარს ვგალობდით. შემდეგ ლამაზ სარეცელზე გავშალეთ მისი წმინდა ჟილეტი (როგორც კი დავხედე, გული ამიჩუყდა: იმწამსვე ვიცანი, მაშინ ყველას ერთნაირი ჟილეტები გვეცვა) და ასე წავაბრძანეთ ტაძრისკენ. განა შეიძლება იმის აღწერა, თუ რას განვიცდიდით იმ ორი დღის განმავლობაში, სანამ ჟილეტი ჩვენთან იმყოფებოდა? ჟილეტი კი არა, თავად მამა გაბრიელი იყო შუა ტაძარში დაბრძანებული, ცოცხალი მამა გაბრიელი. ორი დღე სულიერი ზეიმი გვქონდა.

სხვათა შორის, ამ ჟილეტს თან ახლდა მისი მფლობელიც, მამა გაბრიელის სულიერი შვილი, რომელმაც გვითხრა:

-მამა გაბრიელს რაღაც საქმე აქვს თქვენს მონასტერში, ეს ჟილეტი ტყუილად არ მოვიდოდა. მე არაფერი დამიგეგმავს, არც ვაპირებდი თქვენთან ჩამოსვლას. მამა გაბრიელმა თვითონ მოაწყო ისე, რომ აქ მოვხვედრილიყავი.

მართლაც, სულ ორიოდ კვირაში გაირკვა რა საქმე ჰქონია მამა გაბრიელს ჩვენს მონასტერში.

რამდენიმე წელი ჩვენთან ცხოვრობდა ჩვენი ერთ-ერთი მონაზვნის, დედა ისიდორას, მოხუცებულ დედა - ნათელა. იმ დროს ის უკვე 90 წლის ხდებოდა. მაგრამ მონაზვნობას რატომღაც ვერ წყვეტდა, ეტყობა, ეშმაკი აბრკოლებდა. და აი, მამა გაბრიელის ჟილეტის სტუმრობის შემდეგ მოულოდნელად გადაწყვიტა და კიდევაც აღიკვეცა. მას თეკლა დაერქვა.

საინტერესო ისაა, რომ ჩვენამდე მამა გაბრიელის ჟილეტი ბურიანის მონასტერში მიბრძანდა, თურმე იქაც გაუთვალისწინებლად. იქ რაღა საქმე ჰქონდა? იქაც ცხოვრობდა ერთი მოხუცებული: იღუმენია ანთიას დედა - ლილი, და ისიც ვერ წყვეტდა მონაზვნობას. მამა გაბრიელმა დაინახა მისი სურვილი, მივიდა, დაეხმარა მას ამ ნაბიჯის გადადგმაში და ისიც აღიკვეცა თეოდორას სახელით. კიდევ ის გახლდათ საინტერესო, რომ რა თანმიმდევრობითაც მოიარა მამა გაბრიელმა ჩვენი მონასტრები, იმავე თანმიმდევრობით „აღკვეცა“ ორი მოხუცი.

დედა თეკლა აღკვეციდან სამ თვეში გარდაიცვალა, დედა თეოდორამ კი ორი წელიწადი კიდევ იცოცხლა“

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2022, 12:09 PM
პოსტი #595


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რასაც სხვას უსურვებ, ის მოგიბრუნდება... პატიობ?! გეპატიება! გიყვარს?! ეყვარები! გძულს?! შეგიძულებს! ეხმარები?! დაგეხმარება!.. ნუ მოსთხოვ სხვას, იყოს მაღალი დონის ქრისტიანი!.. ეს ჯერ შენ შეძელი... შენ დადექი ყველა წყენაზე, გაბრაზებაზე, შეურაცხყოფაზე მაღლა!.. თითებზე ნუ ჩამოითვლი, ვის უყვარხარ, ვის არა!... შენ შეეცადე, თუ ყველა არ გეყვარება, ერთიც არ გძულდეს!... ნუ გაბრაზდები სხვის არაადეკვატურ მიდგომებზე... მას ასე ესმის... მისი გონება მეტს ვერ სწვდება!.. პირიქით, შეიცოდე და სიკეთე უსურვე... არ მოიცალო ლანძღვისთვის, გინებისთვის... არ მოუსმინო, არ დაინახო... დროზე გაეცალე აგრესიულ გარემოს!.. ზეციდან ყველა ჩვენგანი მივიღებთ პასუხს.."

/წმ. გაბრიელ სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2022, 07:39 PM
პოსტი #596


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შევიძინე წიგნი მამა გაბრიელზე და ვკითხულობდი. სათვალის გარეშე კითხვა არ შემეძლო. წიგნის კითხვის დროს მისი გარდაცვალება ისე განვიცადე, რომ ბევრი ვიტირე. სათვალე რომ მოვიხსენი მის მერე კარგად ვხედავ"

/ირაკლი მაჭავარიანი, 2010 წ./


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 12 2022, 10:09 AM
პოსტი #597


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ჩემთან ჩემი უნივერსიტეტის მეგობრები მოვიდნენ - ნინო და ნათია. მონასტრისკენ ამავალ კიბეებზე შევხვდი. მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] კიბის თავში იდგა, კოშკთან. ნათია ხელზე ჩამომეყრდნო და რამდენიმე წამს ასე ვსაუბრობდით. ამ დროს მამა გაბრიელმა კიბის თავიდან დაიქუხა:

-არ გაბედო მონაზვნის შეხება!

და ახლა ვხვდები, რამხელა სითავხედე იყო ჩემი მხრიდან, როცა მამა გაბრიელს მრისხანებით ვამხილებდი ხოლმე: „შეიძლება დედათა მონასტერში კაცების სიარული?!“ მან ჩემზე უკეთ იცოდა, რა შეიძლებოდა და რა არ შეიძლებოდა, და მისი ლოცვით არც არავითარი განსაცდელი არ დაუშვია ჩვენზე ღმერთს. მან იცოდა, რომ ღმერთი მის გამო არ განგვცდიდა, და ამიტომაც იყო ასე მშვიდად“.

/დედა ათანასია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 16 2022, 12:28 PM
პოსტი #598


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] და დედა რაქილი - მაინც რა იყო ეს ორი პიროვნება, ეს ძვირფასი წყვილი! ძველი დროიდან “შემორჩენილი“, ძველი წრთობის ორი მონაზონი! ორივემ იცოდა ერთმანეთის ფასი, ორივე უდიდეს პატივს მიაგებდა ერთმანეთის ღვაწლს. მამა გაბრიელი ყველას დაამდაბლდებდა, ყველას მისწვდებოდა, თვით იღუმენიასაც კი, მაგრამ დედა რაქილს - არასდროს. არც დედა რაქილისთვის შემინიშნავს ოდესმე რაიმე უკმაყოფილება მაამ გაბრიელის მიმართ. ერთმანეთთან მოლაპარაკეც არ მახსოვს, მათ რაღაც სხვა ენა ჰქონდათ, სხვა ურთიერთობა, ჩვენთვის დაფარული. ზოგჯერ ტაძარში გვერდი-გვერდ ისხდნენ ხოლმე, ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ამ დროს მათ შორის გულითადი საუბარი იყო გამართული.

ამრიგად, ეს ორი სურნელოვანი ყვავილი, ეს ორი სპეტაკი შროშანი - მამა გაბრიელი და „დედა რაქილი... და ტატიანა“ - უდავოდ ჩვენი მონასტრის სიქადული და მშვენება გახლდათ“

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2022, 12:05 PM
პოსტი #599


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ სამთავროში ხუთი მღვდელი ჩამოვიდა (თეთრი სამღვდელოება). მათ შორის ჩვენი მოძღვარიც იყო - დეკანოზი ზურაბი ანთაძე, მეუფე დანიელის ძმა, ამჟამად - წმინდა ბასილი დიდის სახელობის ძალაანთხევის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ბასილი. სატრაპეზოში გავუშალეთ სუფრა, სადაც ერის ხალხს ვატრაპეზებდით ხოლმე. ის იყო, უნდა დამსხდარიყვნენ, რომ საიდანღაც მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] გაჩნდა, არავისთვის შეუხედავს, პირდაპირ ჩვენს მოძღვართან მივიდა, გადაეხვია და კოცნა დაუწყო: ხან ერთ, ხან მეორე ლოყაზე ჰკოცნიდა. ეს გასაკვირი იყო, რადგან მამა გაბრიელს თითქოს ასეთი საქციელი არ ახასიათებდა, შერისხვით კი ხშირად შერისხავდა ხოლმე სამღვდელო პირებს. გავიდა წლები და ჩვენი მოძღვარი ბერად აღიკვეცა (მანამდე მას ცოლ-შვილი ჰყავდა და ერის ეკლესიაში მსახურობდა). დანარჩენი ოთხი მღვდლიდან არც ერთი არ აღკვეცილა და, მგონი, არც აპირებენ აღკვეცას. ალბათ მამა გაბრიელმა სულიერი თვალით დაინახა ჩვენი მოძღვრის მომავალი ხვედრი და იმიტომაც გამოარჩია ხუთ მღვდელში“.

/მონაზონი ათანასია/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2022, 10:26 AM
პოსტი #600


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იმას ხომ საერთოდ ვერ ვეგუებოდით, რომ მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი], როგორც მამაკაცი, ცხოვრობდა ჩვენს გვერდით. ვერ ვხვდებოდით, რომ ეს იყო რაღაც ფენომენი, გამონაკლისი, ყოველგვარი ამქვეყნიური საზომებიდან ამოვარდნილი, აღმატებული შემთხვევა, მეტი რომ აღარასდროს, აღარასდროს განმეორდება...

იტყოდა ხოლმე - სამი პატრიარქის კურთხევით მაქვს კოშკში ცხოვრების უფლებაო. და, რაკი ჩვენს აგრესიას ხედავდა, იძულებული ხდებოდა, ეს კურთხევა ხშირად შეეხსენებინა ჩვენთვის“.

/მონაზონი აგლაიდა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 28 29 30 31 32 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 10:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი