“რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი” |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
“რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი” |
ზებედე |
Jun 19 2007, 04:32 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
კავშირი “რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი” რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2005 წელს, თუმცა საინიციატივო ჯგუფი არსებობდა და მოღვაწეობდა დიდი ხნის განმავლობაში.
კავშირის დამფუძნებლები არიან: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმასახური, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ზაზა თევზაძე, ჟურნალისტი მაკა ჯანაშია და რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი, ჟურნალისტი ვლადიმერ გოგიაშვილი. კავშირის მიზნები და ამოცანები: - რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; - სინდისისა და აღმსარებლობის სავისუფლების, როგორც დემოკრატიის ძირისადი პრინციპის რეალური განხორციელებისათვის ხელშეწყობა; - იმ კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებების, აქტებისა და სხვა დოკუმენტების პოპულარიზაცია და ცხოვრებაში გატარება, რომლებშიც ასახულია ადამიანის რელიგიური უფლებები და თავისუფლებები; - საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობა ქვეყანაში რელიგიური პრობლემების მოსაგვარებლად; - ლექცია-სემინარების ჩატარება; - ჟურნალების, გაზეთების, ბუკლეტების, ბროშურების, პრეს-რელიზების და სხვა აუდიო, ვიდეო და ნაბეჭდი პროდუქციის შექმნა, გავრცელება, თარგმნა; - თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან; - რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; - ამ სფეროში მომუშავე უცხოელი ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევა; - სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება; - ქვეყანაში მიმდინარე რელიგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი; 2005 წელს ჩვენი საინიციატივო ჯგუფის მიერ ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველო”-ს დაფინანსებით განხორციელდა პროექტი “რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი” რომლის ფარგლებშიც მოხდა აღნიშნული ცენტრის ჩამოყალიბება და დაფუძნება. ამჟამად ცენტრი ჰოლანდიური ფონდის “კორდეიდი”-ს დაფინანსებით გამოსცემს ჟურნალს “არჩევანი”, რომლის რედაქტორია აღმოსავლურ-ქრისტიანულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ ლადარია. “ცენტრი” აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ, ევანგელისტურ, კათოლიკურ, სომხურ სამოციქულო, ორმოცდაათიანულ, ადვენტისტურ ეკლესიებთან და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან, აგრეთვე ქვეყანაში მოქმედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებსა და ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს. ________________________________________________________________ იცნობთ ამ კავშირის წევრებს? ვფიქრობ, საინტერესო იქნება მათი გაცნობა, ვისაც სურვილი გაქვთ გავიცნოთ მამა ზაზა, ნარიყალაზე მსახურობს -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ლეონტი |
Jun 19 2007, 10:14 AM
პოსტი
#2
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
რად გინდა მაგათი გაცნობა?
არ ჯობია თავისუფლების ინსტიტუტის წევრები გავიცნოთ? -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
დათიკო |
Jun 19 2007, 10:25 AM
პოსტი
#3
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ციტატა გამოსცემს ჟურნალს “არჩევანი”, არ არსებობს ამაზე გესლიანი ჟურნალი. ციტატა რედაქტორია აღმოსავლურ-ქრისტიანულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ ლადარია. არ არსებობს ამაზე ტენდენციური ადამიანი. |
კანონისტი |
Jun 19 2007, 10:31 AM
პოსტი
#4
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ზებედე
თუ გინდა მე გაგაცნობ კავკასიის მუსლიმთა სულიერი მმართველის, შეიხ ულ-ისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადეს სრულუფლებიან წარმომადგენელს საქართველოში, თბილისის ჯამე-მეჩეთის ახუნდს აღა ალი ალიევს მაგარი კაცია.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ulvashi |
Jun 19 2007, 10:31 AM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
მამა ზაზას ქადაგებებს დავსწრებივარ ნარიყალას ეკლესიაში და ძალიან კარგი ქადაგებები აქვს
|
კანუდოსელი |
Jun 19 2007, 12:10 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მამა ზაზამ კარგად დაიწყო,მაგრამ ცუდათ ამთავრებს....თუმცა არ მინდა რომ ვინმემ ის მტრად შერაცხოს, ამ ადამიანსაც აქვს სიმართლე და სანამ გააკრიტიკებ, აჯობებდა მიხვიდე და კითხო (მამაო თუ გაკურთხებს )
დიდი განსხვავება არაა მარჯვენა და მარცხენა სქიზმას შორის...მეორე არაა მრავალრიცხოვანი, პირველი კი იცოცხლე, იმდენია, რომ ყოველ ნაბიჯზე ისეთ ქადაგებებს ვისმენ ხოლმე, რომ ლამის მთაში გავიქცე და მეორედ მოსვლას ველოდო -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
თამარი_ცქნაფო |
Jun 19 2007, 12:15 PM
პოსტი
#7
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
გუჯა, მთლად ნუ გადაიხარე ახლა, ასეც არ შეიძლება
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მარიტა |
Jun 19 2007, 01:04 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 |
ზებედე
კაი რაა გუჯა,ლადარიას მოსმენა და დაჯერება მისი როგორ შეიძლება.რეებს ლაპარაკობს ხოლმე -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
მნათე |
Jun 19 2007, 01:17 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მამა ზაზას ქადაგებებს დავსწრებივარ ნარიყალას ეკლესიაში და ძალიან კარგი ქადაგებები აქვს მამა ზაზას, რიტორი დაეწუნება... თუმცა რიგ საკითხებში სიმართლეს ამბობს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიტა |
Jun 19 2007, 01:25 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 |
მათთან ასევე დაახლოებულია ბექა მინდიაშვილი იცით ალბათ
-------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
ზებედე |
Jun 19 2007, 03:22 PM
პოსტი
#11
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მამა ზაზამ კარგად დაიწყო,მაგრამ ცუდათ ამთავრებს....თუმცა არ მინდა რომ ვინმემ ის მტრად შერაცხოს, ამ ადამიანსაც აქვს სიმართლე და სანამ გააკრიტიკებ, აჯობებდა მიხვიდე და კითხო (მამაო თუ გაკურთხებს ) დიდი განსხვავება არაა მარჯვენა და მარცხენა სქიზმას შორის...მეორე არაა მრავალრიცხოვანი, პირველი კი იცოცხლე, იმდენია, რომ ყოველ ნაბიჯზე ისეთ ქადაგებებს ვისმენ ხოლმე, რომ ლამის მთაში გავიქცე და მეორედ მოსვლას ველოდო 2 კვირის უკან, დეკანოზის ხარისხში აიყვანა პატრიარქმა მამა ზაზა -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
კანუდოსელი |
Jun 19 2007, 03:25 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
2 კვირის უკან, დეკანოზის ხარისხში აიყვანა პატრიარქმა მამა ზაზა ვაააააა, უკან წავიღებ ჩემ სიტყვებს მაშინ....უახლესი ინფო არ ვიცოდი... მადლობა, ძალიან გამიხარდა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
Jun 19 2007, 03:26 PM
პოსტი
#13
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ზებედე
ციტატა 2 კვირის უკან, დეკანოზის ხარისხში აიყვანა პატრიარქმა მამა ზაზა ციტატა კავშირის დამფუძნებლები არიან: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმასახური, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ზაზა თევზაძე რაღაც ხო არ გეშლება? არ იყო აქამდე დეკანოზი? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ზებედე |
Jun 19 2007, 03:28 PM
პოსტი
#14
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ზებედე რაღაც ხო არ გეშლება? არ იყო აქამდე დეკანოზი? არა, 2 კვირის უკან კი არა მგონი ნიკოლოზობას ეხლა -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
italieli-dato |
Jun 24 2007, 11:58 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 125 რეგისტრ.: 24-June 07 მდებარ.: georgia წევრი № 2,280 |
ეს კავშირი იცავს სხვა რელიგიებს. და აკრიტიკებს საპატრიარქოს.
მამა ზაზას ქადაგება მომისმენია. კარგად ქადაგებს. ის არ აკრიტიკებს საპატრიარქოს. ნოდარ ლადარიას რა უნდა ნეტა. |
ulvashi |
Jun 25 2007, 10:11 AM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ციტატა მამა ზაზას ქადაგება მომისმენია. კარგად ქადაგებს. ის არ აკრიტიკებს საპატრიარქოს. ნოდარ ლადარიას რა უნდა ნეტა. მამა ზაზა აკრიტიკებს ფილეტიზმს და მსგავს სიმახინჯეებს, რაც გვახასიათებს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2024 - 02:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი