IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 4 5 6 7 >  
Reply to this topicStart new topic
> ფსიქოლოგია მართლმადიდებლურ ფორუმზე...
ნონა
პოსტი Sep 10 2009, 10:33 PM
პოსტი #101


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(ანნო @ Sep 10 2009, 10:27 PM) *

ბოლოს და ბოლოს შეიძლება ჟურნალისტი არ იყო და ეს საქმე პროფესიით ჟურნალისტზე უკეთ გესმოდეს,იურისტი არ იყო და მაინც ბევრ იურისტს ჯობდე და ა.შ...

ჰო ჯურნალისტებთან ხშირად ხდება მასე, მონატესავე პროფესიებიდან იჭრებიან ხშირად biggrin.gif
იურისტების რა გითხრა აბა განეც smile.gif რაცხა ვერ ვიგებ როგორ შეუძლიათ... თუმცა ალბათ იშვიათიიი გამონაკლისები კი იქნებიან


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Sep 10 2009, 10:49 PM
პოსტი #102


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ციტატა(ნონა @ Sep 10 2009, 11:33 PM) *


იურისტების რა გითხრა აბა განეც smile.gif რაცხა ვერ ვიგებ როგორ შეუძლიათ... თუმცა ალბათ იშვიათიიი გამონაკლისები კი იქნებიან



არიან ნამდვილად არიან... a075.gif


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 26 2010, 08:26 AM
პოსტი #103


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



აქ თუ არის ფსიქოლოგი გვითხრას ადამიანებს ჩიპები ელანდება თუ მართლა არსებობს..ეს მოლანდებები შეიძლება მტერმა ცუდად გამოიყენოს.. isrebi.gif


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 26 2010, 10:53 AM
პოსტი #104


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



elusia
ციტატა
ადამიანებს ჩიპები ელანდება თუ მართლა არსებობს


რად უნდა ჩიპების არსებობას ფსიქოლოგის მიერ დადასტურება ან უარყოფა. ჩიპები არსებობს, შიში ბუნდოვანებიდან და ნოვაციიდან გამომიდნარე გაქვს. ვინ როგორ გამოიყენებს მას მომავალში, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება გამოვტქვათ. დღეს დიდი საშიშროება არ უნდა იყოს, თუმცა არის მასში რაღაც, რაც არასასიამოვნოა.

ამ ფორუმზე არაერთხელ დადო აფხაზმა ისტორიული ცნობები, რომლებიც ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ არა მხოლოდ მე-20 საუკუნეში არამედ, მე-4 და შემდგომაც, ადამიანები ელოდებოდნენ მეორედ მოსვალს. ამასთან დაკავშირებით ყოოველვის იყო მღელვარება, წინასწარმეტყყველებები, რომლებიც არ შესულდა და აშ. ამიტომ, გასაოცარი და ახალი აქ არაფერია. არც სხვაზე ჭკვიანები და ძლიერები ვართ.

ფაქტია, რომ იქნება მეორედ მოსვლა და როგორც კაიროსმა თქვა ერტხელ, ყოველი დღე კიდევ უფრო გვაახლოებს იმ დღეს ქე რომ ყველა ელის ამაღლებიდან დღემდე.

ეხ ჩემო გუ... თუ ელუსია, მოვა, მოვაააა smile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 26 2010, 11:21 AM
პოსტი #105


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



მხევალი ნინო
ხო მაგრამ კაიროსი ამბობს რომ ფობიები აქვს ამ ხალხსო, ზღაპრებს შეეშვითო..


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 26 2010, 11:37 AM
პოსტი #106


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



elusia
ციტატა
ხო მაგრამ კაიროსი ამბობს რომ ფობიები აქვს ამ ხალხსო, ზღაპრებს შეეშვითო..



ნუ, რადგან კაიროსი ამბობს biggrin.gif





--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 26 2010, 11:48 AM
პოსტი #107


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



მხევალი ნინო
ერთი ანეგდოტია..,, კაცი მიდის მილიციაში და ეუბნება ჩემს ბინაში ნიანგიაო.. მუშაკი ეუბნება შენ ფსიქოლოგი გჭირდება ,,ბინაში ნიანგს რა უნდაო..და გაუშვებს.
მეორე დღესაც მოვა ეს კაცი და ისევ ნიანგიაო.. ისევ ექიმთან გაუშვებენ..მესამე დღეს მოდის და ისევ ნიანგიო.. ჰოდა უყვირეს და გააგდეს.. მერე ეს კაცი არ მოვიდა, თავად მილიციელს დააინტერესა და ბინაზე მიაკითხა,, იქ რომ იკითხა ეს კაცი სად არისო.. ეგ კაცი ნიანგმა შეჭამაო..


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Apr 26 2010, 12:13 PM
პოსტი #108


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



elusia
ისე რა ტიპი ხარ smile.gif
ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი მომწონხარ 2kiss.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 26 2010, 01:23 PM
პოსტი #109


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ერთი ანეგდოტია..,, კაცი მიდის მილიციაში და ეუბნება ჩემს ბინაში ნიანგიაო.. მუშაკი ეუბნება შენ ფსიქოლოგი გჭირდება ,,ბინაში ნიანგს რა უნდაო..და გაუშვებს.
მეორე დღესაც მოვა ეს კაცი და ისევ ნიანგიაო.. ისევ ექიმთან გაუშვებენ..მესამე დღეს მოდის და ისევ ნიანგიო.. ჰოდა უყვირეს და გააგდეს.. მერე ეს კაცი არ მოვიდა, თავად მილიციელს დააინტერესა და ბინაზე მიაკითხა,, იქ რომ იკითხა ეს კაცი სად არისო.. ეგ კაცი ნიანგმა შეჭამაო..

გოგო elusia, რამ შეგაშინა? მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო, არ იცი ანდაზა? biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Apr 26 2010, 07:41 PM
პოსტი #110


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



მართლმადიდებელს რომ საფსიქოლოგოთ გაუხდება საქმე....... ეეეჰ sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 27 2010, 05:11 PM
პოსტი #111


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



A.v.B
იცი რა ჩიპები და ეგ ყველაფერიო ზღაპრები და ჰალუცინაციებიაო..

არადა მეც კი ვიცი რომ ეგრე არ არის..


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jun 24 2010, 12:34 AM
პოსტი #112


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ძლიერ მაინტერესებს ადამიანის ფსიქოლოგია და მსგავს თემაზე რამე მომაწოდეთ რომ გავეცნო, თუ მოგეპოვებათ


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jun 24 2010, 12:51 AM
პოსტი #113


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



უიღბლოს ფსიქოლოგია

ფაქტია – თუ იღბლიანობა ხშირად წარმოადგენს კვლევისა და განხილვის საგანს (ეს გასაგებიცაა – ყველას ეხალისება რჩევების დარიგება იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიო წარმატებას ), უიღბლობას გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა და, როგორც წესი, ბრალდება გარემოებას ან ბედს, ანუ იმ ობიექტურ ფაქტორებს, რომელსაც ვერ შეებრძოლები.

ხანდახან ადამიანი ერთგვარი გამბედაობითა და თავმოწონებითაც კი აღიარებს ხოლმე, რომ ის უიღბლოა, “looser“–ია, მაგრამ არასოდეს იტყვის, რომ ყველაფერში თვითონაა დამნაშავე ( როგორ აღიაროს თვითშემმეცნებელმა და თვითშემფასებელმა გონებამ თავი სუსტად? ის ხომ თვითონ არის საკუთარი თავის საზომი და მისით შეიმეცნებს სამყაროს).

1) წარუმატებელი ადამიანების პირველი, ყველაზე საინტერესო და „შხამიანი“ სახეობა – ეს არის ადამიანი, რომლის ინტელექტიც (ასევე, გაგებისა და ანალიზის უნარი) უფრო მაღალია, ვიდრე მისი რეალურად გამოყენების შესაძლებლობა, ბევრად მაღალი, ვიდრე ამავე ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობები.
როგორც ერთი ოდესღაც არც თუ ისე ცუდი პოეტი, დღეს კი არყისა და ბილიარდის მოყვარული, იტყოდა: „მას ისე არ გამოსდის, როგორც უნდა და ისე არ უნდა, როგორც გამოსდის“.

ასეთი ადამიანი დროთა განმავლობაში ხდება კრიტიკული და შურიანი. ის ბევრ სფეროშია გათვითცნობიერებული, მაგრამ შინაგანად ღრღნის ფაქტი, რომ ღირებულს ვერაფერს ქმნის. მას რაიმეს სერიოზულად გაკეთების სურვილი უქრება, რადგან იცის, რომ სხვებზე უკეთესად მაინც არ გამოუვა, ცუდად გაკეთება კი ეთაკილება. ასეთ ადამიანს ეზიზღება ყველა ის, ვინც ძალას არ ზოგავს მიზნის მისაღწევად, რაც თავისთავად , ამ ჩვენი უიღბლოსთვის, არასაკადრისია. მისი მოწოდებაა – იყოს სამზარეულოს, ან სალონის მოლაყბე: აი, აქ კი ბრწყინავს, ამსხვრევს ავტორიტეტებს, აზანზარებს სამყაროს და საჩვენებელი, „გამნიღბავი“ თითით მიანიშნებს კლასიკოსების ლაფსუსებსა და მზის ლაქებზე.

მართლაც, რომ „ვაი, ჭკუისაგან!“ – რომ ყოფილიყო სულელი და გონებაშეზღუდული, დაკმაყოფილდებოდა ბევრად უფრო ნაკლებით: იმუშავებდა, მწვერვალისკენ წავიდოდა, სიამოვნებას მიიღებდა მიღწეული პატარ–პატარა გამარჯვებებისაგან. ასე კი: „მეფე ვერ ვიქნები, ჰერცოგობა – არ მეკადრება – მე უიღბლო ვარ!… დავლიოთ ბატონებო!“.

ზოგჯერ, უბრალო კაცთმოყვარეობის გამო მოგინდება, ასეთ ადამიანებს მოაკლო ინტელექტი, რომ ნაკლებად იფიქრონ ამ ქვეყნის უბადრუკობაზე და რამის კეთება მაინც დაიწყონ. ასეთი უიღბლოების ავადმყოფური, საცოდავ–აგრესიული სახის გამომეტყველება აუტანელია, როგორც გადამდები ავადმყოფობით დაავადებული ძაღლის თვალები – ერთდროულად გინდება მათი გამოკვებაც და მათგან განზე გასვლაც.

2) მეორე სახეობა – ეს არის უიღბლოების ყველაზე საინტერესო და ტრაგიკული ტიპი და მასში შედიან ადამიანები, რომელთაც ბუნებისგან ყველაფერი ებოძათ: არიან ლამაზები, ჭკვიანები, მომხიბვლელები, ნიჭიერები. ყველაფერი იოლად ეძლევათ და ამიტომ განსაკუთრებულად არც არაფერი სურთ!!! მათ ბავშვობიდან უწინასწარმეტყველებენ წარმატებულ კარიერას სხვადასხვა სფეროში, ისინი იოლად ასრულებენ წამოწყებულ საქმეს და მიიწევენ ზემოთ; გზაზე არ ხვდებათ რთული წინააღმდეგობები და სწორედ ამიტომ, მიაღწევენ რა ზრდასრულ ასაკს (არა 50 წელს, არამედ სრულწლოვანებას), აღმოჩნდება, რომ არ აქვთ ისეთი მნიშვნელოვანი თვისება, როგორიცაა უნარი, დაიხარჯო ბოლომდე შენს საქმეში, მიიღო სიამოვნება მძიმე და ზოგჯერ მონოტონური შრომისგანაც კი. თავიანთი ნიჭიერების „წყალობით“ ასეთმა ადამიანებმა არ იციან, რას ნიშნავს დაძაბული მუდმივი მუშაობა და როდესაც ცხოვრებაში ნამდვილად რთულ წინააღმდეგობებს წააწყდებიან, შინაგანად ტყდებიან, ან იოლად იხევენ უკან შემდეგი მოტივით: „რატომ დავიდგა წელებზე ფეხი, როდესაც შეიძლება სხვა საქმის იოლად და წარმატებულად კეთება?!“

როდესაც ადამიანს არ აქვს მნიშვნელოვანი მოტივი ძალების მობილიზებისთვის, არ აქვს მიზანი, ის შინაგანად ინგრევა და სავალალო შედეგამდე მიდის – გადის ოცი წელი და დგება პიროვნების კრიზისი…კომპანიის საყვარელი თანამშრომელი, თაყვანისმცემლების კერპი – სულ იოლად ლოთდება და ნელ–ნელა ქვემოთ ეშვებია: „ყველამ რაღაცას მიაღწია, მე კი, ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი, რას წარმოვადგენ ახლა?… ვინ ვარ?….ჰეი, თაყვანისმცემლებო, ვის გაქვთ დასალევი?!“

ეს არის ზღაპარი მწევარზე, რომელიც ფეხზე მიბმულ ბირთვს დაათრევს, რომ ძალიან სწრაფად არ ირბინოს. ის ისე სწრაფად დარბის, რომ შეუძლია, დაიძინოს, სანამ სხვები გარბიან და როცა დანარჩენები მიზანს მიუახლოვდებიან, მაშინ იხსნის ბირთვს და გარბის რაც ძალა და ღონე აქვს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სხვებმა უკვე მიასწრეს და ჯილდოც აღებულია.

ბრძენმა და მომთმენმა ხალხმა იაპონელებმა ტყუილად არ აღიარეს მიზნის მიღწევის სიმბოლოებად ლოკოკინა და კუ: „ნელ–ნელა იცოცე, ლოკოკინავ, ფუძიამას ფერდობზე… მაღლა, მწვერვალისაკენ! “

3) უიღბლოების ყველაზე ღირსეული ნაირსახეობა – რომანტიკოსები. ისინი ხშირად არარეალურ, საფუძველსმოკლებულ საგნებზე ოცნებობენ. თვალები უციმციმებთ, მათი სული „მღერის“ და, სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ ასეთი ადამიანები ხშირად იქცევიან ნაძირლების სასურველი და იოლ ნადავლად. ისინი ცუდად ერკვევიან ცხოვრებაში, რადგან, როგორც წესი, სხვა ადამიანებზე მსჯელობენ საკუთარი თავიდან გამომდინარე. ისინი მუდამ სხვების გაბედნიერებაზე, რაიმე დიდებულის შექმნაზე ფიქრობენ, მაგრამ, როგორც წესი, მათი კეთილშობილებით ხშირად ცუდად სარგებლობენ. დიახ, ესენი არიან კეთილშობილი უიღბლოები.

რაც უფრო დიდ გეგმებს დაისახავს ადამიანი, მით მეტია შანსი, რომ წარუმატებლობა განიცადოს: დაბრკოლება ბევრია, მიზანი – რთული და ძნელად მისაღწევი, რაც უფრო ღრმად შედიხარ ტყეში, მით მეტი წინააღმდეგობა გხვდება; ბევრი შრომაა საჭირო, რისკიც მეტია და კონკურენციაც.

4) არსებობენ ნევროტული უიღბლოებიც – მათ ისეთი მძაფრი სურვილები აქვთ, ისინი ისე ცდილობენ, ფორიაქობენ, რომ სიჩქარეში მცდარ ნაბიჯებს დგამენ და საქმეს აფუჭებენ. მათ ისე სურთ მიზნის მიღწევა, ისე განიცდიან, რომ ვეღარ ხვდებიან, რეალურად რა და როგორ უნდა გააკეთონ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ადამიანები, როგორც წესი, საკმაოდ ჭკვიანები არიან, გადაჭარბებული მონდომების გამო უსაზღვროდ ნერვიულობენ, ერთგვარი აფექტის მდგომარეობაში ვარდებიან და სულელებს ემსგავსებიან.

ასეთ უიღბლოებს შორის გვხვდებიან „უვნებელი ხეპრეები“, რომლებიც სიცილს იწვევენ და ხშირად ბელეტრისტების საყვარელ პერსონაჟებად გვევლინებიან. ისინი ვერ განიხილავენ პრობლემას კომპლექსურად, ვერ ხედავენ მიზეზშედეგობრივ კავშირს საწყის ქმედებებსა და საბოლოო შედეგებს შორის.

5) უიღბლოთა ყველაზე „სავალალო სახეობა“ – ადამიანი, რომელიც „ყველაფერს სწორად აკეთებს“, მაგრამ ცუდი და გაუთვალისწინებელი მოვლენები ამსხვრევენ მის გეგმებს. ასეთი უიღბლოები ემსგავსებიან აზარტულ მოთამაშეს, რომელიც არა მარტო საკუთარ, არამედ ნათესავებისა და ახლობლების ქონებასაც ანიავებენ: ისინი ხომ წესების დაცვით თამაშობენ. უიღბლობა კი რისკის არსებობის ვერშეფასებაა. მათ აკლიათ ინტუიცია, როგორც თვისება, უნარი, შეაფასო, გაითვალისწინო ფაქტების ერთობლიობა და შეძლო რთული სიტუაციის მართვა. და საერთოდ, ეს არის არასწორი თვითშეფასების შედეგი.

უიღბლო ადამიანი ერთი–ორი წარუმატებლობის შემდეგ ყველას მწუხარებით უყვება საკუთარი უიღბლობის შესახებ. წარუმატებლობა ხომ ყველაფერს ხსნის: “ მე კი ლომივით ვიბრძოდი, მაგრამ ღმერთების წინააღმდეგ ვერ წახვალ“ – ვერაფერს იტყვი, სასიამოვნო და იოლი პოზიციაა.

6) უიღბლოების ყველაზე ტრაგიკული სახეობა. ადამიანის ამ ტიპის უიღბლოდ ჩამოყალიბება გარდატეხის ასაკში ხდება – როდესაც მოზარდს ყველაფერი ეძლევა, ყველაფერი აქვს დადებითი ემოციების მისაღებად, არ აწყდება გარემოს წინააღმდეგობას და სწორედ აქ ჩნდება საინტერესო ფსიქოლოგიური მომენტი – სურვილი ყველა ტიპის შეგრძნებების (როგორც დადებითის, ისე უარყოფითის) მიღებისა. ამ დროს მოზარდის ჯერ კიდევ ბავშვური ტვინი იწყებს ძებნას, თუ რას მიეკედლოს, სად არის „ცუდი და განსხვავებული“, რა არის ტრაგიკული? (გაიხსენეთ პატარა ბუდა.)

ამგვარად, ცნობიერშიც და არაცნობიერშიც იჭრება უარყოფითის ფაქტორი: ხშირად ეს არის ფიქრი ტრაგიკულ სიკვდილზე, სიძნელეებსა და სავალალო ბედზე, რასაც რეალურად არავითარი საფუძველი არ აქვს. ასეთი ადამიანი მომავალი წარუმატებლობების შესახებ მტანჯველი აზრებისგან თავს იცავს იმით, რომ წინასწარ ეგუება, ფსიქოლოგიურად ამზადებს თავს ამისთვის. ეს არის ადამიანი, რომელსაც სუსტი, არამყარი ფსიქიკა და ცვალებადი ხასიათი აქვთ.

ასეთ უიღბლობას შეგვიძლია, დავარქვათ იღბლიანობის შიში: ადამიანი ხვდება წარმატების შენარჩუნების სირთულეს და ირჩევს მითს უიღბლო მომავლის შესახებ.

თუ თქვენ წინასწარ განეწყობით წარუმატებლობისთვის, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას.
საჭიროა, გვახსოვდეს, რომ უნარი „ბედი დაიჭირო კუდით“, ეს არის უნარი, ფეხზე წამოდგე ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც დაეცემი.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Jun 24 2010, 12:54 AM
პოსტი #114


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ესა ვინ მოიფიქრა ??
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jun 24 2010, 12:55 AM
პოსტი #115


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



A.v.B
წაიკითხე მეგობარო ჯერ


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Jun 24 2010, 12:56 AM
პოსტი #116


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



ნეტა ამას ვინ კითხულობს biggrin.gif


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Jun 24 2010, 01:02 AM
პოსტი #117


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ikanosi

ხო და რაშია ეხლა საქმე აბა ? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jun 24 2010, 01:05 AM
პოსტი #118


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



A.v.B
საკუთარი თავი თუ ნახე?
რაშია და დაგეხმარება ადამიანები უფრო შეიცნო და დაუახლოვდე


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Jun 24 2010, 01:17 AM
პოსტი #119


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ikanosi

ვერა... smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jun 24 2010, 01:25 AM
პოსტი #120


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



პროფესიული ფსიქოფიზიკური გადაწვის პროფილაქტიკის ფსიქოთერაპიული პრინციპი(ამის კითხვის გამო ენას ნუ მოიტეხთ tongue.gif )

შესავალი ანუ შინაგანი ღიმილის თეორია


ჩვენ ვეჭიდებით მოთხოვნილებებს, ვნებებს, ლტოლვებს, მთელს ჩვენს
სიცოცხლეს ყველა ჩვენი ძლიერი თუ სუსტი წერტილებით, ვებრძვით პრობლემებს, ვმოძრაობთ, დავრბივართ, ვფიქრობთ და ვაზროვნებთ, ვეჭიდებით უმძიმეს სირთულეებს, შედეგად, ბოლოს და ბოლოს ვიგებთ ამ ბრძოლაში, იმიტომ კი არა რომ ისინი სუსტები არიან, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძლიერნი და შეგვწევს ძალა მივიღოთ ახალი გამოცდილება, რეალიზება მოვახდინოთ ჩვენი შესაძლებლობების და მივიღოთ ღმერთის სიყვარული, მისი სიმშვიდე და ვიყოთ ბედნიერნი...

ფ. ნიცშე


სიცოცხლე სტრესის გარეშე წარმოუდგენელია ისევე, როგორც მეეზოვე ცოცხის გარეშე. ადამიანის დღევანდელი აქტიურობა გაჟღენთილია დაძაბული სიტუაციებით, რთული ცხოვრებისეული მომენტებით, რომლებსაც უდიდესი ზიანი მოაქვს ჩვენი ფსიქისა თუ სხეულისათვის. დღევანდელი ადამიანი შეიძლება ითქვას სტიგმატიზირებულია სტრესით და მისი მრავალფეროვნებითი შემადგენლობით თუ აგებულებით. ყოველ სიცოცხლის მშვენიერ წამს ადამიანს უწევს ჭიდილი და ბრძოლა გადარჩენისათვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ბრძოლა სიცოცხლის მთავარი კანონია და ჭეშმარიტება. ყველაფრის მიზეზი კი დროა, რომელიც ისე სწრაფად გარბის, რომ ჩვენი აღქმის ელემენტები მის გაშინაგნებასა და გათავისებას ვერ ასწრებენ, რის შედეგადაც ძალიან ბევრი ტკბილი, ულამაზესი და სასიამოვნო ცხოვრიბესეული წამი ღრმად იტენება ქვეცნობიერის უდაბნოში. დღევანდელი ცხოვრების რიტმი ძლიერ არის აჩქარებული, ადამიანს უწევს გაეკიდოს იმას რისი დაჭერის შესაძლებლობა და უნარი არ გააჩნია. ადამიანი მისდევს 100 კილოგრამს, როდესაც მისი ფიზიკური შესაძლებლობები მხოლოდ ორი თუ სამი კილოგრამის დაძლევისთვის არის განკუთვნილი. ასეთ დამიკიდებულებას კი ძალზედ მძიმე უკუჩვენებები გააჩნია.
ადამიანი, როგორც ერთიანი ფსოქოფიზიკური სისტემა, შესაძლებელია მწყობრიდან გამოიყვანოს მისდამი არასწორმა დამიკიდებულებამ და ამის მაგალითები დღესდღეობით უამრავია. სტრესი ბევრი ადამიანისათვის ცხოვრების სტილია. ასეთ ადამიანებს ქვეცნობიერად აქვთ სტრესისადმი ბრმად ჩამოყალიბებული ლტოლვა და სტრესის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ერთი მხრივ ასეთი ადამიანები შექებასაც კი იმსახურებენ, მაგრამ მეორე მხრივ არ დაგვავიწყდეს თუ რა მოვლენასთან და მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. სტრესისადმი ბრმა ლტოლვამ შესაძლებელია შიზოფრენიამდეც კი მიგვიყვანოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ, სტრესი მავნებელია. სტრესი შესაძლებელია მეტი მოტივაციისა და პიროვნული ზრდის მთავარ გამშვებ მექანიზმად მოგვევლინოს, თუ რა თქმა უნდა მისდამი სწორ დამოკიდებულებას ვისწავლით. დაიმახსოვრეთ, ცხოვრება ბრძოლაა, სადაც მილიარდი სტრესი მდგომარეობს და ბუდობს. ცხოვრება სტრესის რიტმია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა დანებდეს თუ მას არ შეუძლია ამა თუ იმ დროის მონაკვეთში დასძლიოს სტრესული სიტუაცია. ადამიანის შინაგანი სულიერი მდგომარეობის კანონი შეიცავს ბრძოლას გადარჩენისათვის. ბრძოლას, რომელიც მთელი საუკუნეების და ერთი დროის მანძილზე, არ მოშორებია არც ერთ სულიერ თუ უსულო სუბსტანციას. სიცოცხლის ევოლუციურ პროცესმა, ადამიანი ახალი გამოცდილებების და ახალი უნარჩვევების შეძენის წინაშე დააყენა. ადამიანს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა სტრესის შედეგად. ყოველ წამს ჩვენი დამოკიდებულებები იცვლება და ახალ რიტმზე გადადის. ჩვენი ძველი ქცევის სტრატეგიები იცვლება ახალი სტრადეგიებით, არჩევანის ახალი მიმართულებებით. ყოველ წამს ჩვენ უპირისპირდებით ახალ პრობლემებს და ამოცანებს, რომლის გადასაჭრელად ჩვენ ქცევის, აზროვნების, გრძნობიების ახალი მექანიზმები გვჭირდება. ევოლუციის შედეგად ჩვენში და ჩვენს გარშემო ყველაფერი იცვლება. იცვლება ინტერესები, მოთხოვნილებები, მიზნები, რომლებსაც ჩვენი ფსიქოფიზიკური აქტივობა სხვა რიტმზე, სხვა სიჩქარეზე გადაჰყავს. ადამიანი იცვლება ყოველ წამსა და წუთს, საათს თუ დღეს, ეს ცხოვრების წესია და კანონი, რომელიც სიცოცხლის არსებობის მანძილზე უწყვეტია. ეს არის ცხოვრების რიტმი სადაც ადამიანი უდიდეს როლს ასრულებს, რა თქმა უნდა თუ ის ცნობიერად უპირისპირდება საკუთარ თავს და გარემოს.
ადამიანის სწორი ცხოვრებისეული რიტმი, სადაც მას არ ექმნება მძიმე ფსიქოფიზიკური პრობლემები, დამოკიდებულია საკუთარი პიროვნებისადმი ცნობიერი დამიკიდებულებით. როდესაც პიროვნებას გააჩნია სწორი ინფორმაცია საკუთარ შესაძლებლობებზე, თუ რისი უნარი გააჩნია მას, რისი გაკეთება შეუძლია და საერთოდ ვინ არის ის პიროვნულად, მხოლოდ ამ დროს აქვს მას შესაძლებლობა იმოძრაოს სწორი რიტმით, იმ გზით, სადაც უამრავი საბრძოლო სიტუაცია იჩენს თავს. იმისათვის რომ, ადამიანი გაუმკლავდეს პიროვნულ სტიგმებს, კომპლექსებს, შიშებს და სხვა შემაფერხებელ ნევროტულ ტიკებს, ადამიანს უნდა შეეძლოს სწორად შეაფასოს საკუთარი თავი, გარემო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მოძრაობა და პიროვნული ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ სოციალური ზრდა.

გაგრძელება იქნება


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 4 5 6 7 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 03:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი