ჩემი სოფელი, გაგვაცანით თქვენი სოფელი და მისი ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩემი სოფელი, გაგვაცანით თქვენი სოფელი და მისი ისტორია |
laziale |
Mar 19 2008, 11:03 AM
პოსტი
#21
|
ლაციალე ჯგუფი: Members პოსტები: 159 რეგისტრ.: 12-January 07 წევრი № 851 |
ჩემს სოფელზეც მოვიძიებ რამეს... გაგონილს არ მოვყვები.
-------------------- .........
|
marine |
Mar 19 2008, 11:19 AM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემს სოფელზეც მოვიძიებ რამეს... გაგონილს არ მოვყვები. წინასწარ მადლობა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
laziale |
Mar 20 2008, 11:10 AM
პოსტი
#23
|
ლაციალე ჯგუფი: Members პოსტები: 159 რეგისტრ.: 12-January 07 წევრი № 851 |
სოფელი კორბოული საჩხერის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილია და რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 18კმ-ით, რომლის ფართობი შეადგენს 7300 ჰა, მოსახლეობა კი-6200 კაცს. კორბოულის თემი აერთიანებს სამ სოფელს: კორბოული, ნიგვზარა, შომახეთი.
-------------------- .........
|
inaina |
Jan 28 2009, 03:53 PM
პოსტი
#24
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
ჩემი მშობლიური მხარეა სურამი.
სურამი გამოირჩევა ეკლესია-მონასტრების სიმრავლით სურამი - დაბა ხაშურის რაიონში. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ კალთებზე. სარკინიგზო შტოხაზით შეერთებულია ხაშურთან. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. მოსახლეობა 9,8 ათასი (2002). სურამი სამთო-კლიმატური კურორტია. აქ არის კულტურისა (ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმი) და განათლების დაწესებულებები, გადამამუშავებელი და მოპოვებითი მრეწველობის მცირე საწარმოები. ამ ადგილებში ადამიანს ადრინდელ ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია. XII ს - ში ფეოდალური ქალაქია და ქართლის ერისთავთა რეზიდენცია იყო. შუა საუკუნეებში ძლიერ ციხე-სიმაგრედ ითვლებოდა. ვახუშტის თქმით “არს ქალაქი სურამი და ამასა შინა მკვიდრობენ მართმადიდებელი ქართველნი, სომეხნი, ურიანი 200 კომლი”. დაბაში მდებარეობს სურამის ციხე და რამდენიმე ეკლესია: სურამის წმინდა გიორგის ტაძარი, სურამის ამაღლების ეკლესია, სურამის კვირაცხოვლის ტაძარი, სურამის სინაგოგა და ა. შ. სურამში 1996 წლიდან არის რუის-ურბნისის საეპისკოპოსო რეზიდენცია. სურამის წმინდა გიორგის ტაძარი- მდებარეობს დაბა სურამში თბილისი-ქუთაისის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. 1968 წელს გაუკეთდა რესტავრაცია. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (11,5 X 17,2 მეტრი), რომელსაც დასავლეთით სამრეკლო ეკვრის. ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. შიდა ჯვაროვანი სივრცე იქმნება ცენტრალური გუმბათქვეშა კვადრატიდან ოთხივე მხრივ გამოწვდილი მკლავებით. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული ღრმა აფსიდითა და ბემით. დანარჩენი მკლავები ოთკუთხაა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავები მოკლეა, დასავლეთისა შედარებით გრძელი. აფსიდის ღერძზე ერთი მაღალი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი შემაღლებულია და ბემის საზღვრებს სცილდება. საკურთხევლის ცენტრში სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით სათავსებია (სამკვეთლო და სადიაკვნე). ეკლესიის გრძივ კედლებში გაჭრილია ორ-ორი სარკმელი, ხოლო გუმბათის ყელში 12 დიდი თაღოვანი სარკმელია. გუმბათი ბემის შვერილებსა და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ბოძზე დაყრდნობილ ნახევარწრიულ თაღებზეა აღმართული. ეკლესიის ინტერიერი მოხატულია. ტაძრის სამრეკლო ოთხსართულიანია. შესასვლელი დასავლეთიდანაა, ეკლესიის კარის ღერძზე. ბოლო სართული პირამიდული სახურავით დასრულებული, თაღებით გახსნილი რვაწახნაგა ფანჩატურია, რომლის გუმბათის წყობაში გადებულია ზარების ჩამოსაკიდი ხის ძელები. სამრეკლოს ქვიშაქვის პროფილირებული ლავგარდანი აქვს. სურამის ამაღლების ეკლესია - ტაძარი დგას დაბა სურამის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, ე.წ. კვართისას მთაზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (10,7X5,9 მეტრი) ნაგებია ქვიშაქვის დიდი კვადრებით. წრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის თავზე ლილვებით გამოყვანილი ჯვარია. ეკლესიას ორფერდა სახურავი აქვს. სურამის კვირაცხოვლის ეკლესია - ტაძარი გუმბათიანია, მდებარეობს დაბა სურამში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გვერდით შემაღლებულ ბორცვზე, იმ ადგილას სადაც უწინ ტაძარი ყოფილა. აგებულია 1998 წელს. ტაძარში ერთ-ერთ კუთხეში ქვაზე ამოკვეთილია შემდეგი სტრიქონები: "ტაძარი ეს კვირაცხოვლისა აშენდა სადიდებლად ღვთისა, უფალო შეიწირე შრომა და ღვაწლი ქტიტორთა-ვალერი გელაშვილისა და ბეითან ნოზაძისა და შეუნდე ხუროთმოძღვარსა არჩილ მინდიაშვილსა. ქრისტე შობიდან 1998 წელი". სურამის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ქართლში, ახლანდელი ხაშურის რაიონის დაბა სურამის თავზე. ციხის აგების თარიღი არ არის ცნობილი, ფეოდალური ქალაქი სურამი კი XII საუკუნიდან არსებობს. XVII საუკუნის I მეოთხედში ირანის აგრესიის პირობებში გიორგი სააკაძემ ქართლის სხვა ციხეებთან ერთად სურამის ციხეც გაამაგრა. შემდგომში ერთხანს სურამის ციხე ოსმალთა ხელში იყო. XVIII საუკუნის 40-იან წლებში სურამის ციხე ირანის ბატონობის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის გამგებლის - გივი ამილახვარის ძირითადი დასაყრდენი იყო. 1745 გივი ამილახვარი დანებდა თეიმურაზ II-ს და სურამის ციხე დაანგრიეს. მალე იგი კვლავ არადგინეს. XVIII საუკუნის 70-იან წლებში სურამის ციხე ოსმალთა წინააღმდეგ მოქმედი ქართველებისა და რუსების ჯარის საყრდენი სიმაგრე იყო. მან შემდგომშიც შეინარჩუნა მნიშვნელობა: XIX საუკუნის დასაწყისში დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმების დროს მას თავს აფარებდა მახლობელი მოსახლეობა -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
inaina |
Jan 28 2009, 04:41 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
-------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
zedela |
Jan 28 2009, 09:08 PM
პოსტი
#26
|
chuvaaaaak:) ჯგუფი: Members პოსტები: 1,886 რეგისტრ.: 15-March 08 წევრი № 4,194 |
|
Funny_GiRL |
Jan 30 2009, 03:07 PM
პოსტი
#27
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 29-January 09 მდებარ.: TBILISI წევრი № 6,405 |
[b]მე მამა მყავს იმერელი და სოფელი აქვს ხარაგაულში ლაშეში მარა არ ვარ ნამყოპი არასდროს დედაჩემის სოფელში დავდივარ ხოლმე რაჭაში ხედეშელებში და უწერაში
|
ტარზანა |
Jan 30 2009, 03:19 PM
პოსტი
#28
|
ლაბლაბო... ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 |
ეჰ... სად არ მაქვს წინანდლის სურათები
-------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
inaina |
Jan 30 2009, 04:53 PM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
ეჰ... სად არ მაქვს წინანდლის სურათები წინანდალი მდენარეობს თელავის რაიონში. აქ ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელი იოანე ბაგრატიონთან ერთად. იგი იყო ერეკლე II-ის ელჩი რუსეთში. მეფე ერეკლემ უბოძა მას მამული ცივ გომბორის მთიდან კავკასიონის მთების სამხრეთ კალთამდე. ჭავჭავაძეთა გვარი კახეთში მეთვრამეტე საუკუნეში გადმოსახლდა. წინანდლის მამული მემკვიდრეობით მიიღო ქართული რომანტიზმის ფუძემდებელმა პოეტმა, საზოგადო მოღვაწემ ალექსანდრე ჭავჭავაძემ (1786—1846) იგი პეტერბურგში სამეფო კარზე გაიზარდა. იგი იყო ეკატერინე II-ისა და ალექსანდრე I-ი ს ნათლული. მუსიკოსი და ხელოვნების მოყვარული. ალექსანდრე ჭავჭავაძემ გადაწყვიტა 1835 წელს წინანდლის ახალი სახლისა და დეკორატიული პარკის მოწყობა. მას ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ყავდა. უფროსი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე რუსი პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე იყო, მეორე - ეკატერინე ჭავჭავაძე სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მეუღლე, ვაჟი - დავითი სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახდა, მეოთხე - სოფიო ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსს ბარონ ნიკოლაის. 1844 წელს, შამილის აჯანყების დროს, წინანდლის სასახლე დაარბიეს, და გადაწვეს ლეკებმა. ტყვედ წაიყვანეს დავით ჭავჭავაძის ოჯახი და ნათესავები — სულ 24 ადამიანი. შამილმა სანაცვლოდ მოითხოვა ჯემალ-ედინის გათავისუფლება და მილიონი მანეთი ბოლოს კი ეს თანხა 4000 შემცირდა. დავით ჭავჭავაძემ წინანდალი, მუკუზანი და ნაფარეული დააგირავა. 1887 წელს პარკის გადაკეთება შვედმა არნოლდ რეგელმა გადაწყვიტა და პროექტიც შეადგინა. 1897 წელს სასახლეში გაიხსნა სკოლა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სიცოცხლეში წინანდლის სასახლე იყო კულტურული კერა სადაც იკრიბებოდნენ ქართველი, რუსი პოეტები და ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადრენლები. აქ იკრიბებოდნენ 1832 წლის შეთქმულებიც რომელთა შორის ალექსანდრე ჭავჭავაძეც იყო, იგი გადაასახლეს და 1837 წელს გაათავისუფლეს. წინანდლის პარკს ნაგებობათა და სანერგის ჩათვლით 12 ჰექტარი უჭირავს მერქანიანი ნარგავების 400 სახეობიდან 150-ზე მეტი ეგზოტიკურია. უხვადაა იაპონური ზღმარტლი, ტკბილი ჰოვენია, იაპონური კომში, ხურმა, ზეთის ხილი, ქაღალდის ხე, ახალი ზელანდიის ხილი, შინდი, წაბლი, წიწვოვანი ხეები, კორპის მუხა, ქაფურის ხე, დაფნა, ცხენის წაბლი, ხეშავი, ხეჭრელი, წყავი და ა. შ. -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
ტარზანა |
Jan 30 2009, 09:36 PM
პოსტი
#30
|
ლაბლაბო... ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 |
წინანდალი მდენარეობს თელავის რაიონში. აქ ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელი იოანე ბაგრატიონთან ერთად. იგი იყო ერეკლე II-ის ელჩი რუსეთში. მეფე ერეკლემ უბოძა მას მამული ცივ გომბორის მთიდან კავკასიონის მთების სამხრეთ კალთამდე. ჭავჭავაძეთა გვარი კახეთში მეთვრამეტე საუკუნეში გადმოსახლდა. წინანდლის მამული მემკვიდრეობით მიიღო ქართული რომანტიზმის ფუძემდებელმა პოეტმა, საზოგადო მოღვაწემ ალექსანდრე ჭავჭავაძემ (1786—1846) იგი პეტერბურგში სამეფო კარზე გაიზარდა. იგი იყო ეკატერინე II-ისა და ალექსანდრე I-ი ს ნათლული. მუსიკოსი და ხელოვნების მოყვარული. ალექსანდრე ჭავჭავაძემ გადაწყვიტა 1835 წელს წინანდლის ახალი სახლისა და დეკორატიული პარკის მოწყობა. მას ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ყავდა. უფროსი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე რუსი პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე იყო, მეორე - ეკატერინე ჭავჭავაძე სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მეუღლე, ვაჟი - დავითი სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახდა, მეოთხე - სოფიო ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსს ბარონ ნიკოლაის. 1844 წელს, შამილის აჯანყების დროს, წინანდლის სასახლე დაარბიეს, და გადაწვეს ლეკებმა. ტყვედ წაიყვანეს დავით ჭავჭავაძის ოჯახი და ნათესავები — სულ 24 ადამიანი. შამილმა სანაცვლოდ მოითხოვა ჯემალ-ედინის გათავისუფლება და მილიონი მანეთი ბოლოს კი ეს თანხა 4000 შემცირდა. დავით ჭავჭავაძემ წინანდალი, მუკუზანი და ნაფარეული დააგირავა. 1887 წელს პარკის გადაკეთება შვედმა არნოლდ რეგელმა გადაწყვიტა და პროექტიც შეადგინა. 1897 წელს სასახლეში გაიხსნა სკოლა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სიცოცხლეში წინანდლის სასახლე იყო კულტურული კერა სადაც იკრიბებოდნენ ქართველი, რუსი პოეტები და ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადრენლები. აქ იკრიბებოდნენ 1832 წლის შეთქმულებიც რომელთა შორის ალექსანდრე ჭავჭავაძეც იყო, იგი გადაასახლეს და 1837 წელს გაათავისუფლეს. წინანდლის პარკს ნაგებობათა და სანერგის ჩათვლით 12 ჰექტარი უჭირავს მერქანიანი ნარგავების 400 სახეობიდან 150-ზე მეტი ეგზოტიკურია. უხვადაა იაპონური ზღმარტლი, ტკბილი ჰოვენია, იაპონური კომში, ხურმა, ზეთის ხილი, ქაღალდის ხე, ახალი ზელანდიის ხილი, შინდი, წაბლი, წიწვოვანი ხეები, კორპის მუხა, ქაფურის ხე, დაფნა, ცხენის წაბლი, ხეშავი, ხეჭრელი, წყავი და ა. შ. შენი ჭირიმე შენი სად მოძებნე ეს მასალა? -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
inaina |
Jan 30 2009, 11:24 PM
პოსტი
#31
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
შენი ჭირიმე შენი სად მოძებნე ეს მასალა? http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AC%E1%...%83%9A%E1%83%98 მეტი სურათები არ იყო სამწუხაროთ -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
tamara777442 |
Jan 31 2009, 12:11 AM
პოსტი
#32
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 19-May 08 წევრი № 4,861 |
|
ტარზანა |
Jan 31 2009, 12:14 AM
პოსტი
#33
|
ლაბლაბო... ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 |
იმდენი ხანია არ ვყოფილვარ ამ ტაძარში, გალავანი თუ აუშენეს არც ვიცოდი, და საერთოდ ჯერ მასალები მოჰქონდათ და რესტავრაციის დაწყებას აპირებდნენ ბოლოს რომ ვნახე -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
Amuza |
Feb 1 2009, 07:43 PM
პოსტი
#34
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
Amuza აკურელი ხარ?? მანდ ვიცნობ ერთს წელს გავიცანი და პირველად ვიყავ წელს აკურაში...ზემოთ მამა დავითის ტაძარი რომ არის იქ ავედით...ულამაზესი ადგილი იყოო...და საკმაოდ გაანსხავებული ეკლესიაც ულამაზესი ადგილი იყოო ასე ვთქვათ აკურელი, ვარ, თუ არ ჩავთვლით იმას რომ 3 წელი არ ვყოფილვარ ჩემს მშობლიურ სოფელში. და შენა, ვის, და რა გვარებს იცნობ იქ,დამიპიემე აბა -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
maare |
Feb 2 2009, 07:47 PM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 132 რეგისტრ.: 15-December 07 წევრი № 3,424 |
|
sergi_glaxa |
Mar 20 2009, 01:20 PM
პოსტი
#36
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
ჩემი სოფელია ვარიანი. გორის რაიონშია ეს სოფელი.
ალბათ ყველა თქვენთაგანი ყოფილხართ იქ ერთი მიზეზის გამო-იაკობ გოგებაშვილია აქ დაბადებული. ჩვენი სოფელი პატარა სოფელია... ძალიან მიყვარს..ძალიან..... სხვათა შორის ამ ომის დროს რუსები ჩვენთანაც იყვნენ..პოსტი ქონდათ ჩვენს სოფელში....ჩვენი სოფელიც დაზიანდა... სოფლის სიმდიდრეა წყაროები...თითქმის ყველა ჭა... იაკობ გოგებაშვილის მუზეუმი წყაროები |
inaina |
Mar 20 2009, 01:33 PM
პოსტი
#37
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
ვარიანი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირას, გორი-ნიქოზი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე. საკრებულოს ცენტრი (სოფლები: არაშენდა, ახალდაბა, საქაშეთი). ზღვის დონიდან 680 მეტრი, გორიდან 12 კილომეტრი.
-------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
mari-mari15 |
Mar 20 2009, 01:39 PM
პოსტი
#38
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,149 რეგისტრ.: 11-March 09 წევრი № 6,625 |
ჩემი სოფელი კავთისხევია,გამორჩეულად მოყვარს და ყველაზე კარგად აქ ვისვენებ , ამ სოფელშია ქვათახევი, რომელის შესახებაც მგონი იცით თუ არადა გაგაცნობთ. მეორე სოფელი ნიქოზია ,რომელიც აგვისტოს ამბების დროს დაზიანდა სულიერადაც და ფიზიკურადაც. ღვთის წყალობით იმედია ყველაფერი კარგად იქნება
-------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
zviadauri |
Mar 20 2009, 01:53 PM
პოსტი
#39
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 |
ეს არის სოფ. ლახირი, მესტიის რაიონიდან 7-8 კმ-ში. ეგრეთწიდებული მულახის თემის სოფელია. ულამაზესი, უძველესი და უძლიერესია რაზეც კოშკების რაოდენობა და სიძველეც მეტყველებს. ეს სოფელი ჩემი გვარის - იოსელიანების საგვარეულო სოფელია. ესეც მე ჩემი სოფლის ფონზე: მოგეწონათ? :-) აქ ერთხელ მაინც ჩამიყვანე ღმერთო და ჩემზე ბედნიერი კაცი არ ივლის დედამიწაზე..ერთადერთი სვნათის მონახულებაა ეხლა ჩემი სურვილი და ამ დროისათვის ოცნებად ქცეული..რა ლამაზი სოფელი გქონია ძამო |
inaina |
May 14 2009, 10:49 AM
პოსტი
#40
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
-------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი