IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

19 გვერდი V « < 16 17 18 19 >  
Reply to this topicStart new topic
> თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“
marine
პოსტი Jun 16 2023, 08:14 PM
პოსტი #341


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარი უშურველად გასცემდა საბოძვარს, თვითონ კი სჯერდებოდა თავის ძველ მამულს, რადგან "შორად განიოტა წურბელის მსგავსი ვერმაძღრისობა". გულმოწყალე მეფემ ეკლესიებთან სამზრუნველონი დააარსა და ნუგეშისსსაცემად მსგავსად დიდი პაპის დავით აღმაშენებლისა, თავად აკითხავდა სნეულთ. თამარის დროს სახელმწიფოში მცხოვრები თვით ყველაზე უმნიშვნელო პირიც კი არ შეიძლება გამხდარიყო ძალმომრეობისა და უსამართლობის მსხვერპლი. "მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა" - ამბობდა ღიმილით მეფე. თამარის დროს სახელმწიფოს შემოსავლის ერთი მეათედი მარცვლის მოუკლებლად ღარიბებსა და გლახაკებს ურიგდებოდათ"

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.52/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2023, 10:56 AM
პოსტი #342


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მისი, ვითარცა მანათობელი დედოფლისა, მხოლოდღა თამარის ქება ამოდიოდა ქართველთა პირიდან" - შენიშნავს მემატიანე. წმინდა თამარი იყო საკვირველად თავმდაბალი, გულმოწყალე, შემწყნარებელი. მოსაუბრე "სიტყვითა ოქრონექტარითა". ზნეობრივად სათნო და სპეტაკი. გარეგნობით "ქმნულ-კეთილი" და "ყოვლითურთ უნაკლო".

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.53/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 19 2023, 05:29 PM
პოსტი #343


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შუა საუკუნეების მუსლიმურ სამყაროში მიაჩნდათ, რომ თამარი გრძნეული ქალი იყო, რომელიც მუსლიმთა ლაშქარს გრძნებით ამარცხებდა... ძველ ეგვიპტურ მუსლიმურ სიმღერებში ის ბახთუს ქართველთა დედოფალადაა წოდებული. ეგვიპტური წარმოშობის ფრანგმა მუსიკოსმა, ხალილ შაჰინმა, ქართველთა გრძნეულ დედოფალს მუსიკალური ნაწარმოებები მიუძღვნა. თამარზე არსებული პოპულარული წარმოდგენები, ძირითადად, "ლამაზი დედოფლის" მითოლოგემას ვერ სცდება. თუმცა ძალიან ბევრი წყარო კონკრეტულად აღწერს მასთან დაკავშირებულ რეალიებს, მათ შორის, საკმაოდ დაწვრილებით, მის გარეგნობასაც".

"მეფის სამლოცველო სავსე ყოფილა ბაჯაღლო ოქროს ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ჯვრებით, ოქროსყდიანი და ძვირფასთვლიანი სახარებებით, "რომლის მსგავსიც არსად იყო და რომლის ფასიც არავინ იცოდა". თამარის სახარების მინაწერიდან ირკვევა, რომ დედოფლის კარის ეკლესიაში საბაწმინდის შავმთური ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ"

/"ისტორიანი" N2, 2023, ზაფხული, გვ.32-34/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2023, 07:47 PM
პოსტი #344


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შუა საუკუნეებში დიდუბეში, რომელიც ქალაქის სანახებს წარმოადგენდა, მეფის სასახლე იდგა. აქვე იყო ეკლესიაც, რომელშიც 1189 წელს დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა.

საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი, ღვთისმშობლის ხატი თამარ მეფის მიერ არის შეწირული".

/"თვენი", წიგნი N25, გვ. 237/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2023, 08:17 PM
პოსტი #345


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გადმოცემით, წმინდა მეფე თამარი ხშირად ჩამოდიოდა ზაფხულობით ბეთანიაში, რათა სულიერად მოესვენა, განმარტოებულიყო და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მისცემოდა.

ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე დიდი ფრესკაა - მეფეთა პორტრეტები. სწორედ აქ არის წმიდნა მეფე თამარის ფრესკა"

/"თვენი", წიგნი N25, გვ. 229/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 17 2023, 07:01 PM
პოსტი #346


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხახულის ეკკლესია, თორთომისკენ ართვინიდგან 5 დღის სავალზე, იშხანა და პარხალი ესენი დღეს სულ ჯამეებათ არის დაკეთებული. ამათზე იტყვიან შემდეგს: "ხახულის ეკლესიის სილამაზე, იშხნის სიჭრელე და პარხლის დაჯდომა და დასვენებაო". ეს ეკკლესიები თამარ მეფეს გაუკეთებია, ამის გაკეთებისთვის მას ფული დაკლებია. ამიტომ თავის ნაწნავი თმები მოუჭრია, ის გაუყიდნია და იმით ანაღები ფულით შეუთავებია ხსენებული მონასტრები"

/"კარიბჭე" ზამთრის ნომერი 2023-2024, გვ.30/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2023, 03:33 PM
პოსტი #347


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტბეთის ეკკლესია ამ მხარეში პირველი ეკლესია არის, ასეთ ეკკლესიას კაცი ვერსად ნახავს. მე ბევრი ეკკლესია მინახავს, ბევრად ამაზე დიდი, მაგრამ ასეთი კოხტა, ლამაზი ეკკლესია კი არსად მინახავს. ამბობენ, რომ ეს ეკკლესია თამარ დედოფალს გაუკეთებიაო. ჩვენში ძველი კაცებიც იტყოდნენ ხოლმე, რომ თამარ მეფეც შიგ ამ ეკკლესიაში მარხიაო. თამარ დედოფალს აქ, შავშეთში უცხოვრია, ეს ადგილები და ხალხი ძლიერ ჰყვარებია. ამ სოფლის ადგილები და ტყეები სულ შავშეთის ხალხისათვის დაუმტკიცებია. იგი ძალიან კარგი ხელმწიფე ყოფილა. იმის სიკვდილის შემდეგ აქ ოსმალები მოსულან და ყველაფერი სოფლები და ადგილები აუღიათ. ხალხი თავის ნებით ჩაბარებია. ჩხუბი არ უქნიათ. მერე მაჰმადიანობაც შემოსულა. ჩვენები მალე გამაჰმადიანებულან. ამათ ოსმალოსთვის უთხოვნიათ ასე: - ჩვენ გავმაჰმადიანდებით, თქვენს ბრძანებას შევასრულებთ, მხოლოდ თქვენთან ერთი სათხოვარი საქმე გვაქვს; თუ ამას შეგვისრულებთ, მაშინ უფრო ერთგულნი ვიქნებით თქვენიო.

- ბრძანეთ, სთქვით, - უთხრეს ოსმალთა.

- ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენ გამაჰმადიანების შემდეგ ტბეთის ეკკლესია არ დააქციოთ, რადგანაც იმ ეკკლესიაში ჩვენი თამარ დედოფალი მარხია. იქ არის მისი მეზელუხი. თუ ის დაგვიქციეთ, ჩვენ ამას ვერ მოვითმენთ, მთლად გავწყდებით.

- ძლიერ კარგი, სალოცავს სახლის კედლებთან რა ხელი გვაქვს, რომ დავაქციოთ? იყოს მაგრე. ჩვენ ხელს არ ვახლებთ. ჩვენ ისევ თქვენს სალოცავად გავაკეთებთ, ჯამეთ გადავაკეთებთ.

- ნუ, შენი ჭირიმე, ჩვენ სხვა სალოცავს გავაკეთებთ, ეგ მაგრე დარჩეს და დაკეტილი იყოს მისი კარები. გადაკეთებით იქნება ჩვენ ღმერთი გავარისხოთ, - მიუგო ხალხმა...

ამბობენ, ეკკლესიაში რომ დიდი ქვა ძევს, მის ქვეშ მარხია თამარ მეფეო"

/"კარიბჭე", ზამთრის ნომერი 2023-2024, გვ.30-31/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2024, 01:13 PM
პოსტი #348


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარადიულია ტანჯვაც და მარადიულია ნეტარებაც! სწორედ მარადიული ნეტარი ცხოვრებისაკენ მიჰყავდა თამარს თავისი ერი; სათნოებათა სათნოებებით: ღვთისადმი შიშით, რწმენით, სასოებითა და სიყვარულით აზიარა მან თავისი წილი საქართველო ზეციურ იერუსალიმს და ეს წილი საქართველოა დღესაც რომ შეეწევა მიწიერ საქართველოს და გაქრობის საშუალებას არ აძლევს - გიხაროდენ სულთა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო!"

/"მრევლი" N240, 2024, გვ.12/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2024, 04:01 PM
პოსტი #349


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარი რუქნადინის წიგნის წაკითხვისას არ აჩქარდა, მხოლოდ "განმარტა იგი წინაშე ღმრთისა". შემდეგ გულის სიღრმიდან "სულთითქუნა" და ცხელი ცრემლებით ატირებულმა, ღმრთის მიმართ სასოების დამდებელმა, მოუწოდა ყველას, ვინც ახლო-მახლო ჰყავდა და... ქროდნენ ბრძანების წიგნები მალემსრობლთა მთელს ქვეყანაზე, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, და სულ მცირე ხანში შეიკრიბდნენ "ვეფხვნი სიკისკისითა" და "ლომნი გულითა". დრო აღარ დაახანეს და მსწრაფლ მიმართეს "ტაძარს, ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისას ვარძიისა". ცრემლით ევედრებოდნენ დედა-ღვთისმშობელს დავით სოსლანი და მისი სპა, და დროშა "ბედნიერად ხმარებული" - ანუ ბრძოლებში მრავალნაცადი და გამარჯვებული, ეწინამძღვრა ვარძიისკენ მიმავალ ქართველთა ლაშქარს...

ჰოი, სასოება ღვთისა! თამარი, ფეხშიშველი, მიუძღოდა ლაშქარს, ლაშქარი მდუმარედ მიუყვებოდა მის ნატერფალს, რწმენითა და ცრემლებით სავსეს... და იკურთხებოდა კიდეც ამ ცრემლებით - "გიხაროდენ ლოცვითა განშვენებულო!"

/"მრევლი" N240, 2024, გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 4 2024, 07:08 PM
პოსტი #350


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჯერ კიდევ როდის დაებარებინა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს - ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსო - ეს ანდერძი მოწოდება იყო იმისა, რომ სამშობლოსათვის თავგანწირვით ცათა სასუფეველი დაემკვიდრებინათ; თამარის ფერხთ შეყრილი მეომრები ყველანი ქრისტესთვის სიკვდილის მაძიებლები იყვნენ, მათთვის საკუთარი ცხონების საქმის მიწაზე ღვაწილით აღსრულების დრო დამდგარიყო. ეს ღვაწლი ახლა მეომრებს ბრძოლის ველზე უნდა გაეწიათ. ბრძოლის ველზე კი სამშობლოს ბედი წყდებოდა. ქრისტესთვის სიკვდილის მაძიებლები ახლა ყველაზე მეტად თავის ქვეყანას ადგებოდნენ; წარმოიდგინეთ, რა შემართებით გავიდოდნენ ისინი ბრძოლის ველზე სარწმუნოებისა და სამშობლოს დასაცავად! თუ იქიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდნენ, ქრისტესთივს სიკვდილმოპოვებულები ხდებოდნენ და პირდაპირ ცათა სასუფეველს იმკვიდრებდნენ; ამის რწმენა ამამაცებდა და შეუპოვარს ხდიდა მათ, ამის რწმენა "აბევრებდა" მათ მტრის თვალში, ამიტომ იძლეოდნენ მტრის მრავალრიცხოვანი ურდოები ქართველთა მცირერიცხოვანი რაზმებით"

/"მრევლი" N240, 2024, გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2024, 02:55 PM
პოსტი #351


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულთანი თავის კარავში ნებივრად იყო, დარაჯები არ ეყენა, შიში არაფრის ჰქონდა. საპასუხო წიგნით მოციქული ჯერ არ ჩანდა... რუქნადინს შეიძლება, ვერც მოესწრო იმ წიგნის წაკითხვა, რომცა წაეკითხა, მაინც არ დაიჯერებდა, რომ სპათა ფერხნი თამარისანი მართლაც მის კართან იდგნენ... არადა იდგნენ! ეს დავით სოსლანმა ურჩია თამარს, მოციქული ლაშქართან ერთად ვატაროთ, დრო მოვიგოთ და მტერს მოულოდნელად დავესხათ თავსო... ასეც მოიქცნენ"

/"მრევლი" N240, 2024, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2024, 08:06 PM
პოსტი #352


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პირველად დავით სოსლანი მიეჭრა ლაშქრით, შემდეგ ზაქარია მხარგრძელმა მოუსწრო ფიცხელ ომს; პირველსავე შეტაკებაზე ქართველებმა საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს, ჯვარზე მსასოებლებს წყალობით მოხედა ღმერთმა, კიდევ ერთხელ განადიდა თამარისა და დავითის სახელი ვარძიის ღვთისმშობელმა და "იხილვებოდა საქმე საკვირველი" - ანაზდად მტრის ესოდენ დიდი სიმრავლე "განსქდა, იძლია, დაიპანტა" - თითო ქართველს მტრის ოცი მეომარი მოჰყავდა ტყვედ ერთმანეთზე თუ თმით, თუ ცხენის ძუით თუ აღვირით გადაბმულები, "ვითარცა თიკანნი".

ასე აღსრულდა წინასწარმეტყველება ევლოგისი, რომელიც მას ჩვენებით მიეცა, თუ როგორ მიჰმადლა ესოდენ დიდი გამარჯვება ღმერთმა "ცრემლთა და სასოებისა სიტკიცეთა თამარისთა". ხოლო თუ რა ჩვენება ეხილა ევლოგის, ქართველთა ლაშქარში ჯერ არავინ უწყოდა... არც ის უწყოდა ვინმემ, რა მოხდა ისეთი, რამაც ბრძოლის ბედი მეყვსეულად გადაწყვიტა; ეს რომ ქართველებს თუნდაც მოგვიანებით შეეტყოთ, თამარის მემატიანე უთუოდ გვამცნობდა, მაგრამ ის არაფერს გვეუბნება. სამაგიეროდ, ღვთის გაგნებით, ერთმა თურქმა ქრონოგრაფმა შემოგვინახა, როგორც ცნობა, რათა დაფარული გაცხადებულიყო. რუქნადინის საქართელოში შემოჭრის ამბავი მოკლედ აღწერა ვინმე ამირა ნასსირ ედდინ იაჰიამ; რუქნადინი მთასავით მღალ ცხენზე მჯდარა (ალბათ ყოველი მხრიდან სახილველი რომ ყოფილიყო)... ომის ამბებს იქვე განაპირა ადევნებდა თვალს, გვერდით მსახური ახლდა, ასევე ცხენზე ამხედრებული, საჩრდილობლით ხელში; რას წარმოიდგენდა რუქნადინი, ხიფათი იქვე რომ ელოდა... გამარჯვების სასწორი აშკარად მისი მეომრებისკენ იხრებოდა და ის-ის იყო ყიჟინა უნდა დაცე, რომ... "მსახურის ცხენს ერთი ფეხი ცხოველის სოროში ჩაუვარდა, მხედარი ჩამოვარდა და საჩრდილობელიც მიწაზე დაეცა. მაჰმადიან ჯარისკაცებს ეგონათ, რომ თვით სულტანს მტრისგან უბედურება შეემთხვა და მაშინვე შეშინებულნი გაიქცნენ ბრძოლის ველიდან. საქმე უკუღმა დატრიალდა და ამირები ტყვედ იქცნენ" (ნასსირ ედდინ იაჰიამ).

"ჰოი, ნუქარდინ!" - ამაოდ არ გითვლიდა თამარი, - მოვდივარ არა შენი თაყვანისცემისთვის, არამედ შენი ზვიადი და ამპარატავანი გულის დასამხობად, რათა ისევ ღვთისგან "განისწავლო, არღარა გმობად სახელსა მისსა".

რომელ პატარა ცხოველს გაეთხარა იქ ჩვენი გამარჯვებისთვის სორო?!... ჭეშმარიტად შეუცნობელია გზანი უფლისანი! - "გიხაროდენ ღმრთისაგან საფარველმოძარცვილთა შემმუსვრელო!"

/"მრევლი" N240, 2024, გვ.16/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2024, 08:13 PM
პოსტი #353


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მხოლოდ ერთი ეზინკელი დაახანა თავისთან, ცოტა ხანს კიდევ აპატივა და შემდეგ მოულოდნელად "ეგოდენი სახელოვანი კაცი და დიდებული გაყიდა ნალად ცხენთა" - მემატიანე წერს, რომ ეს თამარმა ჩაიდინა თავისი სამეფო სახლის პატივისა და დიდებისთვის, რომლის შელახვასაც არავის აპატიებდა. ვინ იყო ეს ეზინკელი და რატომ იყო ეგოდენ დიდებული და სახელოვანი? ეზინკელი რუქნადინის ერთ-ერთი ძმა აღმოჩნდა. ამ მოქმედებით თამარმა სინამდვილეში თავად რუქნადინი გაყიდა ცხენის ნალის ფასად... "ჰოი, ნუქარდინ", რაღა ის ჩასაფრებული სორო და რაღა ეს ნალი! ეტყობა, შენი მსახურის ცხენს ჩარჩა იმ სოროში - "გიხაროდენ, რომელმან ღმრთისმიერითა მით შეწევნითა სიონისა მოძულენი არცხვინე!"

/"მრევლი" N240, 2024, გვ.18/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2024, 07:28 PM
პოსტი #354


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს ეკლესიას მშვენიერ ბაღს თუ შევადარებთ, მაშინ თამარ მეფე სამეფო ვარდი იქნება ამ ბაღნარში, თუ საუნჯეს - ოქროს გვირგვინად გამოჩნდება ამ საგანძურში"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
"მრევლი" N225, 2022, გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2024, 07:56 PM
პოსტი #355


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარ მეფე სქემოსანივით ხანგრძლივ ლოცვებში ატარებდა უძილო ღამეებს, მისი ცრემლები, ხან გამჭვირვალე, როგორც ალმასი, ხან სისხლიანი, ვითარცა ძოწი, მიწას ერთხმოდა და მირონივით ეფინებოდა. მისი მგზნებარე ლოცვა დემონებსაც და მტრებსაც ისე აფრთხობდა, როგორც დანთებული ჩირაღდანი გარეულ ცხოველს, იმ მგლების მსგავსად, ცეცხლთან ახლოს რომ ვერ მიდიან და შორიახლოს ყმუიან მხოლოდ"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
"მრევლი" N225, 2022, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2024, 01:18 PM
პოსტი #356


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ის, ვინც ლოცვით მიმართავს თამარს, მას ქრისტეს მტრებზე გამარჯვების ზარები ესმის და საქართველოს ცის კამარაზე განთიადს ხედავს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
"მრევლი" N225, 2022, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2024, 05:34 PM
პოსტი #357


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარ მეფისთვის სხვა სახელი რომ მიგვეცა, "გულმოწყალებას" დავარქმევდით, მისი მეფობა ერთი სიტყვით რომ განგვესაზღვრა, მაშინ ეს სიტყვა "კეთილშობილება" იქნებოდა. ერი და ისტორია მას "დიდ თამარს" უწოდებს, მაგრამ ეს მხოლოდ მისი გამარჯვებების დიდება როდია, არამედ მისი ქრისტიანული სულის სიდიადეც არის, რომელმაც საუკუნეთა ბურუსშიც გამოაღწია და მზესავით ბრწყინავს ჩვენთვის. ქრისტეს ჯვარივით აიღო ხელში თამარ მეფემ სკიპტრა, ავიდა ტახტზე და თქვა: "მე ვარ მამა ობოლთა და დედა ქვრივთა". თამარი არა მხოლოდ მეფე, არამედ მთელი საქართველოს დედა და მფარველი ანგელოზი გახდა. მადლიერმა ერმა მას ბრძენი უწოდა. სიყვარული ადამიანს არამიწიერი სიბრძნით აჯილდოებს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
"მრევლი" N225, 2022, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 30 2024, 10:58 AM
პოსტი #358


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა თამარის ცხოვრება უხილავი ჯვარცმა იყო თავისი ერისთვის. სალოსები განჭვრეტის მადლს შეშლილობით ნიღბავდნენ, ნეტარები თავის ასკეტურ ცხოვრებას უდაბნოში ან მონასტრის კედლებს მიღმა მალავდნენ, ხოლო ივერიის გვირგვინოსანს თავისი სულიერი ღვაწლი ქვეყნის თვალთაგან მიწისქვეშეთზე უფრო ღრმად ჰქონდა დამარხული, სამეფო ბზინვარებისა და იმ ოქრო-ვერცხლის გროვების უკან, რომელიც აღმოსავლეთის დედაქალაქებს მის ფერხთ მიჰქონდათ"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
"მრევლი" N225, 2022, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 30 2024, 12:55 PM
პოსტი #359


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარი სხვა სჯულის უცხო ტომთა მიმართაც კი გულღია და ხელგაშლილი იყო; მშიერის ვინაობას არ კითხულობდა და ღატაკის სარწმუნოებას არ იძიებდა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
"მრევლი" N225, 2022, გვ.17/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2024, 10:17 AM
პოსტი #360


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“სიყმაწვილეში წმინდა თამარს სიზმარი უნახავს: ვითომ ფრთები შესხმია და საქართველოს თავზე მაღლა ცაში აფრენილა. და ხედავს მის დასავლეთით შავ ზღვას, რომლის ტალღებშიც, როგორც ტბაში გედები, თეთრი აფრების ფრიალით ბიზანტიური და გენუის გემები დაცურავენ.

სამხრეთით ერთმორწმუნე ბიზანტიაა. მართლმადიდებლობის ციხე-სიმაგრე - კონსტანტინოპოლი - გოლიათივით ჩამდგარა ბოსფორის ორ მხარეს.

ჩრდილოეთით მოჩანს ეკლესიის გუმბათებივით მოელვარე კავკასიონის მწვერვალები, რომლებიც ცაზე შეჩერებულ თეთრ ღრუბლებს ჰგვანან. გადაიხედა აღმოსავლეთით და სრულიად სხვა სურათს ხედავს: მრისხანე კასპი მძვინვარებს, ჭაღარა ტალღებს ყალყზე აყენებს და კლდეებს ანარცხებს, თითქოს ტალღები, აქოჩრილნი, კავკასიონის ქედს დაჰყურებენ და ვეებერთელა სასმისის მსგავსად მის თავზე ჩამოქცევას აპირებენ. კასპიის ზღვა ლამობდა, მთელი კავკასია მორევში შთაენთქა, ოკეანის ძირად გარდაექმნა, როგორც ნოეს დროს, და საქართველო აზვირთებულ ტალღათა შორის დიდ უფსკრულში სამუდამოდ ჩაეძირა.

წმინდა თამარმა თავისი ქვეყნის გადარჩენა ღმერთს შეავედრა. და იხილა სამი ანგელოზი ჭაბუკთა სახით. ისინი, ცხენებზე ამხედრებულნი, კასპიის ნაპირისკენ მიქროდნენ. შეჩერდნენ და ზღვაში ცეცხლოვანი ისრების სროლა დაიწყეს. დაიგრგვინა... კავკასიონის მთები ჩამოიქცა თითქოს. ზეცაში ცეცხლის სვეტი ავარდა, როგორც სოდომის დაღუპვის დროს და მთელი კასპიის ზღვა ნავთობის ჭაობის მსგავსად ცეცხლის ალივით აბრიალდა. და იხილია ისევ ზღვა მხცოვანის სახით, რომელიც კვნესოდა და შეწყალებას ითხოვდა.

დიდ მწუხარებაში გამოეღვიძა თამარ მეფეს. მიხვდა, რომ აღმოსავლეთიდან დიდი საფრთხე იყო მოსალოდნელი, მაგრამ მის სიცოცხლეში უფალი საქართველოს დაიფარავდა, როგორც მართალი მეფე ეზეკიას გამო ასურელთა და ბაბილონელთა შემოსევისგან იუდეა გადაარჩინა. თამარ მეფის დროს საქართველომ თავისი დიდების მწვერვალს მიაღწია. ერი ლოცავდა თავის მეფეს“

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
„მრევლი“ N225, 2022 წ. გვ.16/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

19 გვერდი V « < 16 17 18 19 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th September 2024 - 02:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience