IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 27 28 29 30 31 >  
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლური სასწაულები, დასტური ეკლესიის ჭეშმარიტებისა
marine
პოსტი Mar 16 2017, 10:55 AM
პოსტი #561


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სადაც ღმერთის განგებაა, იქ ბუნების კანონები მარცხდებიან".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2017, 10:15 PM
პოსტი #562


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იყო ათონზე ერთი დიდებული და მდიდარი კაცი, სახელად დოქიარი, რომელმაც ბერობა და ათონის მთაზე მონასტრის აშენება მოინდომა. ააგო წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, კელიები, შემოზღუდა გალავნით. მაგრამ ტაძრის გამშვენებისთვის ფული აღარ დარჩა. მოწყალე ღმერთმა აღასრულა მისი სურვილი. ათონის მთის მახლობელ კუნძულ ლუგზე ერთი სვეტი იდგა, რომელზეც ქანდაკება იყო აღმართული. სვეტზე ეწერა, - ვინც ზევით დამარტყამს, ბევრ ფულს იპოვისო. ბევრმა სცადა კერპისთვის თავის გაგდებინება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ერთმა მწყემსმა ბიჭმა მზის ამოსვლისას, სადაც კერპის ჩრდილი დაეცა, იმ ადგილას მიწა გათხარა და უზარმაზარ ლოდს წააწყდა. ქვაში ნახვრეტი იყო, საიდანაც ოქროს მონეტები მოჩანდა. ბიჭმა ხელი ჩაყო, რამდენიმე ცალი ამოიღო და ისევ მიწა მიაყარა. არავისთვის უთქვამს. ეშინოდა, არ მომკლანო და ათონის მთაზე ახალშექმნილი მონასტრის იღუმენს მოუყვა. იღუმენმა მას სამი ბერი გააყოლა. მათ ქვა გადასწიეს და უამრავი ოქრო იხილეს. მაგრამ ანგარმა ბერებმა ბიჭის მოკვლა გადაწყვიტეს, მოაბეს ქვა და წყალში გადააგდეს. მოწყალე ღმერთის ბრძანებით, მთავარანგელოზმა მიქაელმა წამისყოფაში ბიჭი ზღვის ფსკერიდან ამოიყვანა და ეკლესიის საკურთხეველში დააწვინა. დილით, როცა ღვთისმსახურები შევიდნენ საკურთხეველში, გალუმპული, კისერზე ქვამობმული ბიჭი ნახეს. იღუმენმა დამნაშავე ბერები მონასტრიდან გააძევა. ახალაგებული ტაძარი მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე აკურთხეს, წმინდა ნიკოლოზს კი სხვა ტაძარი აუშენეს. ბიჭის კისერზე მობმული ქვა ეკლესიის კედელში ჩაატანეს, ხოლო თვითონ ის მწყემსი ბიჭი შემდგომში ბერი ბარნაბა შეიქნა, დიდად მოღვაწე გახლდათ. იღუმენის სიკვდილის შემდეგ მის ადგილას იგი აირჩიეს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 16 2017, 11:18 AM
პოსტი #563


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოლოვეცკელმა იღუმენმა, ღირსმა ზოსიმემ მოსალოცად მონასტერში მოსულ ვაჭრებს სეფისკვერი აჩუქა, მათ კი ის დაკარგეს. მონასტრის ძმათაგან ერთ-ერთმა სეფისკვერები იპოვა - ძაღლი უპირებდა შეჭმას, მაგრამ ვერ ეკარებოდა, რადგან მისგან გამომავალი ცეცხლით იწვებოდა. "


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2017, 11:57 AM
პოსტი #564


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთმა სოფლელმა დედაკაცმა წმინდა კოზმას პირისნაბანი წყალი შუშის ჭურჭელში შეინახა. გარკვეული ხნის შემდეგ ჭურჭელში რომელიღაც მცენარე უფესვოდ გაიზარდა. ორად ორი ფოთოლი ჰქონდა და მთელი ჭურჭელი დაიკავა. მთელი წლის განმავლობაში მცენარეს ფერი არ შეუცვლია და აღაფრთოვანებდა მისი ნახვა. ჭურჭელში ნადგომი წყლისგან კი მრავალი კურნება აღესრულა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2017, 07:12 PM
პოსტი #565


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ათანასე ალექსანდრიელი მოგვითხრობს, რომ ქალაქ ბეირუთში, იქ, სადაც ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, ერთ ქრისტიანს თავისი ქოხის კუთხეში, კლდეზე, მაცხოვრის ხატი ესვენა. მერე სახლი ურიას მიჰყიდა. ხატის ჩამოხსნა არ გახსენებია. ამ ურიას ერთხელ თანატომელი ეწვია. ხატის დანახვაზე ერთი ამბავი ატეხა. მასპინძელი უმტკიცებდა, მისი არსებობისა არაფერი ვიცოდიო. მოკლედ, სტუმარი მაშინვე გაეშურა მღვდელმთავრებთან ნანახის შესატყობინებლად. დილით მთელი ებრაელობა ამ კაცის სახლში შეიკრიბა. ჩამოხსნეს მაცხოვრის ხატი, თავიანთი მამების მსგავსად, ძელზე მიალურსმეს. ერთმა მათგანმა ხატზე გამოსახულ მაცხოვარს მახვილი გვერდში უგმირა და უცებ იქიდან სისხლი წამოუდინდა, რომელმაც მთელი ჭურჭელი აავსო. შიშის ზარი დაეცა ყველას. უხუცესთა საბჭომ ითათბირა და დაადგინა, თუ ამ სახლიდან რაიმე სასწაულს ვნახავთ, ჯვარცმული იესო ვირწმუნოთო. დაბადებით კოჭლი მოიყვანეს, ფეხზე სისხლი სცხეს და მაშინვე განიკურნა. ხმა ამ სასწაულზე მთელ ქალაქში გავარდა. მოჰყავდათ - ყრუნი, განრღვეულნი, ეშმაკეულნი, კეთროვანნი და ყველა პოვებდა კურნებას. ქალაქის ყველა ებრაელი ქრისტესკენ მოიქცა. ტაძარიც კი ააშენეს სასურველი უფლისა და ჭეშმარიტი მესიის იესო ქრისტეს სახელზე."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 20 2017, 07:56 PM
პოსტი #566


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამბავი გარდაცვლილი ეპისკოპოსის დიდი სასწაულისა
"მანჯურიაში, ციმბირისა და ჩინეთის საზღვარზე, იქ, სადაც მოღვაწეობდა და აღესრულა ეპისკოპოსი იონა, ცხოვრობდა რუსული ოჯახი - ცოლ-ქმარი ვაჟითურთ. კაცი აღმოსავლეთის რკინიგზის მოხელე იყო. ვინაიდან ოჯახის თავი კომუნისტებს ემსახურებოდა, ამიტომ მისი ცოლ-შვილიც არ იჩენდა ინტერესს რწმენისა და ეკლესიისადმი. მაგრამ შვილი გაუხდათ ავად და რამდენიმე თვე ვერ გამოკეთდა - მას ფეხები წაერთვა. მშობლების მრავალგვარმა მცდელობამ ნაყოფი არ გამოიღო. სასოწარკვეთილი მშობლები ვაჟის სიკვდილს ელოდნენ.
ამასობაში, 1925 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა ეპისკოპოსი იონა. საყვარელი მღვდელმთავრის სიკვდილმა შეაძრწუნა მთელი ქალაქი.
დედამ ასაუზმა ლოგინს მიჯაჭვული შვილი და ქალაქში საქმეზე წავიდა. შინ დაბრუნებულს დაკუტებული ვაჟი გამოეგება და გახარებულმა მიაძახა, - დედიკო, გამოვჯანმრთელდიო. დედა თვალებს არ უჯერებდა. მოეხვია შვილს, დაკოცნა, სიხარულით ატირდა. ჰკითხა, ეს როგორ მოხდაო. შვილმა უამბო: "როცა შენ წახვედი, ჩამეძინა. სიზმარში გამომეცხადა სამღვდელო სამოსლით მოსილი კეთილი კაცი და მკითხა, - რატომ წევხარო. ვუპასუხე, - ფეხები წამერთვა-მეთქი. იმან - აჰა, შენ ჩემი ფეხნი - მე აღარ მჭირდება. აიღე და იარეო. დედამ დაწვრილებით გამოჰკითხა, როგორ გამოიყურებოდა ის კეთილი კაცი. შვილმაც აღუწერა.
მეორე დღეს დედა-შვილი ახალშესვენებული ეპისკოპოსის პანაშვიდზე წავიდა. ბიჭმა გარდაცვლილი მღვდელმთავრის სახე რომ დაინახა, იყვირა: დედიკო, აი, ეს კაცი გამომეცხადა ძილში და თავისი ფეხები მომცაო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2017, 02:34 PM
პოსტი #567


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა წმინდანის [ნექტარიოს პენტაპოლელის] საფლავი მოვილოცეთ, ასეთი სასწაული მოხდა. რამდენიმე წლის წინ მის საფლავთან ერთი რუსეთიდან ჩამოსული ქალბატონი ბრძანდებოდა. წმინდა ნექტარიოსს შვილიერებას სთხოვდა და მის საფლავზე ზეთი დაუტოვებია. იქ ასეთი წესია, წმინდანის საფლავზე ტოვებენ სხვადასხვა ნივთს, ზეთს და მერე მიაქვთ ხოლმე შინ. ამ ქალბატონმაც დატოვა ზეთი. თვითონ პარაკლისზე დასასწრებად შევიდა ტაძარში. უკან მიბრუნებულს თავისი ზეთი აღარ დახვდა, მხოლოდ ჩამწვარი ნაკმევი ნახშირი ნახა. იფიქრა, ალბათ ეს არის წმინდა ნექტარიოსის კურთხევაო. ნახშირი აიღო და გადაყლაპა. გარკვეული დროის შემდეგ ქალი დაფეხმძიმდა. სამწუხაროდ, ბავშვი კუტი დაიბადა. წლის თავზე ბავშვი მოინათლა. მან დაკრუნჩხული ხელი გაშალა. ხელისგულზე დედის გადაყლაპული ნახშირი ედო. საოცარი იყო ის, რომ წმინდა ნექტარიოსის საფლავის მოლოცვისას ეს ქალბატონი ვნახეთ - სამადლობელი ლოცვისთვის იყო მისული. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ისიც გავიგეთ, რომ წმინდანის საფლავზე დაბრძანებულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. მისი კანდელიდან ზეთს ვინც სვამს, ბავშვები ფითილით ხელში ებადება. როცა ნათლობის შემდეგ ხელს ხსნიან, ხელში ფითილი უჭირავთ. ძალიან დიდი წმინდანია წმინდა ნექტარიოსი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2017, 07:46 PM
პოსტი #568


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შეიძლება ადამიანმა ყველაზე სასწაულმოქმედი და ცნობილი ხატიდანაც ვერ მიიღოს ის მადლი, რაც სხვა ადამიანმა ხატი ჩამონაკიდები ლურსმნიდან, თუ რწმენით იქნება განწყობილი. ან ეს დამოკიდებულია ჩვენზე, რამდენად ვართ ღირსნი და მიმღებნი შეწევნისა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 1 2017, 12:47 PM
პოსტი #569


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვადიმი ავად გახდა, - ჰყვებოდა ოლგა, - მაშინ ის შვიდი წლის იყო. სუნთქვა უჭირდა. მაღალი სიცხე ჰქონდა. პროფესორმა - უნდა დავიცადოთ, რომ ზუსტად დადგინდეს, ქუნთრუშაა თუ დიფტერიაო. დრო არ იცდიდა, ამიტომაც სხვასაც აჩვენეს. მან თქვა, დიფტერიააო და სასწრაფოდ დიფტერიის საწინააღმდეგო შრატი დაუნიშნა. სანამ აფთიაქებში ამ შრატს ეძებდნენ, დაურეკეს იმ ძველ პროფესორს. ის წინ აღუდგა წამლის გაკეთებას. დახმარება სთხოვეს ნაცნობ მედდას. დაგვპირდა, მალე მოვალო. წავედი ტაძარში და ღვთისმშობელს გულისხმისყოფა ვთხოვე, ბავშვისთვის შრატი გამეკეთებინა თუ არა. სახლის კიბეებზე ავდიოდი, რომ პასუხი გულში ვიგრძენი - "არა". უარი ვთქვი შრატის გაკეთებაზე. როგორც გიჟს, ისე შემომხედეს, მაგრამ დამიჯერეს. ვადიმი ლოგინში ტრიალებდა. მთელი ღამე მის საწოლთან გავატარე. დილით თითქოს უკეთ გახდა, ჩაეძინა. მალევე გაიღვიძა და მითხრა:
- დედა, ჩვენთან ვინ იყო?
- არავინ.
- არა, დედიკო, სულ ახლახან იყო!
- ვინ, შვილო?
- მშვენიერი ქალბატონი, მეტად მშვენიერი.
ბოლოს ჩაეძინა. დილით ტანზე გამოაყარა. უკვე ჩანდა, რაც სჭირდა და მკურნალობა დავუწყეთ. მერე გვითხრეს: თქვენ რომ მაშინ ნემსი გაგეკეთებინათ, ვერ გადარჩებოდაო.
ზეციური დედოფლის სტუმრობაზე ვადიმი ყოველთვის დუმდა, ორი სიტყვით თუ იტყოდა რამეს - გულში საიდუმლოდ ინახავდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2017, 11:54 AM
პოსტი #570


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სასწაული ეგვიპტეში

"ერთმა მუსულმანმა ეგვიპტეში მოკლა საკუთარი ცოლი იმის გამო, რომ ის ბიბლიას კითხულობს, შემდგომ კი დამარხა იგი ცოცხალ შვილებთან ერთად, რომელთაგან ერთი ჩვილი იყო, მეორე კი - 8 წლის, - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო hickpoolenow.com.

ბავშვები ცოცხლად იქნენ დამარხულნი. შემდგომ მამამ პოლიციას გააგებინა, რომ ბავშვები ბიძამ დახოცა.

15 დღის შემდეგ გარდაიცვალა მათი კიდევ ერთი ნათესავი. როდესაც მას მარხავდნენ, აღმოჩნდა, რომ ორივე ბავშვი ცოცხალი იყო, ქვიშის უზარმაზარი შრის ქვეშ.

მთელი ეგვპიტე შესძრა ამ შემთხვევამ. ამ კაცს სიკვდილი მიუსაჯეს.

როდესაც უფროს გოგონას ჰკითხეს, თუ რამ გადაარჩინა ისინი, მან უპასუხა: - მოდიოდა კაცი თეთრი მბრწყინავი სამოსით, ხელებზე სისხლმდინარე ჭრილობებით და ის გვამჭმევდა. ის აღვიძებდა დედას, რომ მას ძუძუ ეჭმია პატარასთვის.

ამ ბავშვს ინტერვიუ ჩამოართვეს, რომელიც გადასცეს ეგვიპტის ნაციონალური ტელევზიით. კითხვებს უსვამდა ფარაჯით შებურვილი მუსულმანი დოქტორი ქალი, რომელმაც ვერ მოითმინა და აღიარა: - ეს იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტე. ამის გაკეთება მხოლოდ მას შეეძლო.

მუსულმანებს სწამთ რომ ისამ (იესომ) გააკეთა ეს, მაგრამ ჭრილობა მის ხელებზე ნიშნავს იმას, რომ ის რეალურად იქნა ჯვარცმული და სრულებით ცხადია, რომ ის ცოცხალია! ასევე უყუარია, რომ ბავშვს ამდენი რამის მოგონება არ შეეძლო და ისინი ვერაფრით გადარჩებოდნენ ნამდვილი სასწაულის გარეშე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 18 2017, 05:55 PM
პოსტი #571


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ ანტიოქიის პატრიარქმა წმინდა ეფრემმა შეიტყო, რომ იერაპოლის მხარეში ერთი მესვეტე ერესში ჩავარდა. მას თავისი მოღვაწეობის გამო დიდ პატივს სცემდნენ და ბევრის ცთუნება შეეძლო. ამიტომაც მესვეტესთან გაემგზავრა, მართლმადიდებლობაზე რომ დაებრუნებინა. მესვეტემ პატრიარქის სიმტკიცე რომ დაინახა, მისი შეშინება გადაწყვიტა. ეფრემს შესთავაზა, კოცონი ავანთოთ, მასში გავიაროთ და ვინც უვნებელი დარჩება, მისი რწმენა იქნება სწორიო. პატრიარქის ბრძანებით, ვეებერთელა კოცონი გააჩაღეს, მაგრამ მესვეტე მასში წმინდა ეფრემთან ერთად შესვლაზე არ თანხმდებოდა. მაშინ პატრიარქმა მოიხსნა ომოფორი და შეაგდო კოცონში. სამი საათი ენთო ცეცხლი, შეშა ჩაიფერფლა, მაგრამ ომოფორი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის შემდეგ მესვეტემ საჯაროდ აღიარა ცდომილება, მოინანია და შეუერთდა ქრისტეს სამწყსოს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 26 2017, 11:48 AM
პოსტი #572


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წამებულთა და ღირსთა მრავალი წმინდა სხეული არსებობს, თუმცაღა, მათ არ სდით მირონი, რადგან მირონის დენა არის უსაზღვრო სისუფთავის, ქალწულობისა და უბიწოების ერთგვარი დასტური და სარწმუნო ნიშანი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2017, 01:20 PM
პოსტი #573


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბევრი სნეული, რომელიც ქიუს-ქიუნჯუკში ყავარჯნებით მოდიოდა, ყავარჯნებს იქვე ტოვებდა და შინ გამოჯანმრთელებული ბრუნდებოდა. რუს ბერებს წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში ორმოცდაათი წყვილი ყავარჯენი დახვდათ. ამ ყავარჯნებს შემდეგ ღუმელში შეშად ხმარობდნენ. ასევე შეშად ხმარობდნენ იმ საწოლებს, რომლებსაც იქ განკურნებული სნეულები ტოვებდნენ, რომლებიც მანამდე ლოგინს იყვნენ მიჯაჭვულნი და საკუთარი ფეხით ბრუნდებოდნენ შინ".



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 21 2017, 06:29 PM
პოსტი #574


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ათონის სიწმინდეთაგან ყველაზე განსაცვიფრებელია წმინდა იოანე ოქროპირის ყური, რომელიც სრულიად აუხსნელი გზით არის მიმაგრებული მის თავის ქალაზე. ამ ყურის გარდა წმინდა მღვდელმთავრის ქალაზე კანის ერთი ფრაგმენტიც არ არის დარჩენილი. საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც ყური დარჩა უხრწნელი? შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხი წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრებამ გაგვცეს.

ერთხელ მისმა მორჩილმა პროკლემ მღვდელმთავრის კაბინეტის კარის ჭუჭრუტანიდან დაინახა უცნობი სათნო მოხუცებული, რომელიც ოქროპირს ზურგს უკან ედგა და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა. ასე გაგრძელდა ზედიზედ რამდენიმე ღამე. წმინდა მღვდელმთავარი ამ დროს პავლე მოციქულის ეპისტოლეების განმარტებაზე მუშაობდა. დროდადრო ეჭვი აწუხებდა, ვაითუ ჩემი ნაშრომი ღვთივსათნო არ იყოსო. შიშობდა, ვაითუ სწორად არ ესმოდა ეპისტოლეების გაუგებარი ადგილები...
პროკლემ ცნობისმოყვარეობის დაოკება ვეღარ შეძლო და გადაწყვიტა, ეკითხა ოქროპირისთვის, ვინ იყო ის მოხუცებული, რომელიც გაურკვეველი გზით ხვდებოდა მღვდელმთავრის ოთახში და ასევე იდუმალად ქრებოდა იქიდან. ოქროპირმა გაოცებით უპასუხა, რომ მასთან არავინ შესულა. პროკლე ყურადღებით დააკვირდა წმინდა იოანეს მაგიდის თავზე დაკიდებულ ხატს და საოცარი მსგავსება აღმოაჩინა იმ მოხუცებულსა და ხატზე გამოსახულ წმინდანს შორის. ეს მოციქულთა თავის პავლე მოციქულის ხატი იყო.

იოანე ოქროპირი მიხვდა: მოციქულის გამოცხადება ნიშნავდა იმას, რომ მისი ნაშრომი ღვთივსათნო იყო. ყური, რომლისკენაც არაერთხელ დახრილა პავლე მოციქული და უკარნახია მღვდელმთავრისთვის, თუ რას გულისხმობდა იგი თავისი ეპისტოლეების ამა თუ იმ ადგილას, ამ სასწაულის ნამდვილობის დასტურად უხრწნელი დარჩა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 7 2017, 10:43 PM
პოსტი #575


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სასწაული ისეთი მოვლენაა, რომელსაც ვერანაირი კაცობრივი ძალა ვერ აღასრულებს, იგი მხოლოდ საღმრთო ძალით შეიძლება აღსრულდეს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 14 2017, 11:39 AM
პოსტი #576


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გინდა ყოველდღე სასწაული იხილო? - ყოველდღე იფიქრე ქრისტეს განკაცებასა და ვნებაზე", - გვასწავლის წმინდა ტიხონ ზადონელი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2018, 11:05 AM
პოსტი #577


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სასწაული ტყეში

მე მომიწია მონაწილეობის მიღება კურსკთან წარმოებულ სასტიკ ბრძოლებში. მთელი ცხოვრება მეხსომება 1941 წლის 23 ნოემბერი. ჩვენ აღმოვჩნდით ალყაში. მიწა იწვოდა და თითქოს ფეხქვეშ გვეცლებოდა საარტილერიო შეტევისა და ავიაყუმბარებისგან. გამაყრუებელი სროლების და აფეთქებების ხმა - ყოველივე ეს ჯოჯოხეთს გავდა.

ცრიდა ცივი წვიმა, საღამოს კი მოთოვა. გადავრჩით. ერთადერთი ინსტიქტი შემოგვრჩა - თვითგადარჩენა, რის გამოც ტყეში ვეძებდით სამალავს.

იმ დღეს ზუსტად ამ ვითარებაში შევხვდით მებრძოლთა ჯგუფს - გათანგულ, ჭუჭყიან, მშიერ, მთლიანად გალუმპულ ჯარისკაცებს. შეიკრიბა 30 კაცი. ჩვენს შორის იყო ნოვოსიბირსკელი მეთაური. ჩვენ მის გარშემო შევიკრიბეთ ბრძანების მოლოდინში.

დაღამდა თუ არა, უფრო მეტად აცივდა. ცეცხლიც არ დავანთეთ, თავი რომ არ გაგვეყიდა. გვეჩვენებოდა, რომ გარდაუვალი დაღუპვა გველოდა. მტრის ტყვიას თუ გადავურჩებოდით, სიცივისგან და შიმშილისგან მაინც ამოვწყდებოდით. უცებ მეთაურმა ყოველგვარი ირონიის გარეშე მოგვმართა:

- ძმებო, ვინ იცით ლოცვა?

მე ვიცი, - ვუპასუხე. მე ნიკოლაი მელნიკოვი ვარ;

- მე კი გიორგი მქვია, - მითხრა მეთაურმა; - ე.ი. ჩვენთან ახლა ორი სასწაულთმოქმედი წმინდანია. ვევედროთ, რომ გადაგვარჩინონ.

და მან პირველმა დაიწყო ლოცვა, მეც ავყევი. დანარჩენები ან ჩურჩულით იმეორებდნენ, ან მუხლებზე იდგნენ და პირჯვარს იწერდნენ მეტანიებთან ერთად.

როცა ლოცვას მოვრჩით, სულ მთლად ჩამობნელდა. უცებ მარჯვნივ, ნაძვნარის უკან, რამოდენიმე მეტრში გამოჩნდა სინათლე. ჩვენ ყველა გავიქეცით იქით და დავინახეთ ქოხი, რომელშიც ნავთის ჭრაქი ენთო. დავაკაკუნეთ. მასპინძელმა თბილად მიგვიღო - არ დამზრახოთ, ჩაით და ორცხობილით გაგიმარსპინლდებით, თივის ქვეშაგებზე დაგაძინებთო. მართლაც ვახშმის მერე დილამდე გვეძინა.

როცა გავიღვიძეთ - ჰოი, საოცრებავ - ისევ ძველ ადგილას ვიყავით ტყეში, ქოხი კი ისე გამქრალიყო, თითქოს არც არასდროს ყოფილა.

მეთაურმა უფალს მადლობა გადაუხადა ამ სასწაულებრივი ღამისთევისთვის და სამჯერ მოიხარა თუ არ ქედი მზის ამოსვლის მიმართულებით, წარმოსთქვა:

- ამიერიდან, ძმანო, არ დაივიწყოთ ღმერთი. დაიცავით ქრისტეს ეკლესია, გახსოვდეთ და ილოცეთ ერთმანეთისთვის სიცოცხლის ბოლომდე.

ეს დამოძღვრა ჩვენ მივიღეთ მეორე სამხედრო ფიცივით. შემდეგ მოვახდინეთ გარემოში სწორი ორიენტაცია, გავუყევით გზას და ყველანი, ოცდაათივე იმავე დღეს შევუერთდით მშობლიურ ნაწილს.

/"ქვაკუთხედი" N2, 2018, გვ.33/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2018, 03:46 PM
პოსტი #578


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტრის ფარას მთაწმინდის გარეთ აძოვებდნენ. ამ ფარის წყალობით მონასტერში ყოველთვის იყო ცხვრის ყველი, რომელსაც სკიტელ მამებს ურიგებდნენ. ფარა მონასტერს ერთმა თურქმა შესწირა და აი, რისთვის:

ეს თურქი უშვილო იყო. მან ქალკედონელი ქრისტიანებისგან შეიტყო, რომ ზოგიერთი სულიერი მამა ათონს რამდენიმე დღით ტოვებდა ხოლმე და დამონებულ ბერძნებს სახლსა და ქონებას უკურთხებდა. ერთმა ბერძენმა უთხრა თურქს: - ძვირფასო აღა, წადი მთაწმინდაზე, წმინდა ანას სკიტში და წმინდანს სთხოვე, შვილი მოგცესო.

თურქმა დაუჯერა რჩევას, მივიდა სკიტში, სადაც მაშინ დიდსულიერი მამები ცხოვრობდნენ (ვფიქრობ, მათ შორის იყო მამა მინა ჩერნოგორიელიც). შვილიერებისთვის მლოცველს, სკიტის კანონით, უნდა მიეცეს ნაკურთხი წყალი და ანტიდორის ოთხმოცი ნაწილი კაცისთვის და მისი ცოლისთვის.

მამებმა გადაწყვიტეს, რადგანაც მავედრებელი სხვა რწმენისა იყო, არ მიეცათ მისთვის ნაკურთხი წყალი და ანტიდორი, მაგრამ რომ არ გაენაწყენებინათ, საერთო ტრაპეზიდან მისცეს პურის ოთხმოცი ნაწილი და წყალი - ტაძრის წინ მდებარე წყაროდან.

თურქმა აიღო ძღვენი და შინ გაბრუნდა. ცოლ-ქმარმა იხმია პური და წყალი. წმინდა ანამ მაშინვე ვაჟი აჩუქა. მადლიერმა კაცმა სკიტს დიდი ფარა აჩუქა. ყველი, რომელსაც მონაზვნები ჭამენ, ყოველთვის შეახსენებს მათ ამ სასწაულს. მან ასევე აჩუქა სკიტს ვერცხლის კანდელი, რომელიც ახლა წმინდა ანას სასწაულმოქმედი ხატის წინ კიდია."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2018, 04:40 PM
პოსტი #579


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირსი პეტრე ათონელის კელიაში, ჩვენი საუკუნის (XX ს.) დასაწყისში დაყუდებული იყო მეუდაბნოე მამა დანიელი.

მამა ისიდორეს თქმით, რომელიც ამ კელიაში ახლა მოღვაწეობს, ერთხელ ეს წმინდა მეუდაბნოე მღვდელმონაზონი თავისი კელიის ტაძარში წმინდა ლიტურიგიის ჩასატარებლად ემზადებოდა. ეს პატარა ეკვდერი ღირსი პეტრე ათონელის სახელზე არის ნაკურთხი. მღვდელმა, საღმრთო კანონების მიხედვით, წირვა მარტომ არ უნდა ჩაატაროს - საჭიროა ერთი მგალობელი მაინც, ამიტომ ქვემოთ მოღვაწე მეზობელს სთხოვა, მეორე დღეს ლიტურგიაზე მოსულიყო.

მეორე დღეს მამა დანიელი ჩვეულებისამებრ შეიმოსა სამღვდელმთავრო სამოსით, ცისკრის ლოცვები წაიკითხა და იწყო ლოდინი, როდის ამოვიდოდა მონაზონი. დიდხანს უცადა, აღელდა, დაიწყო ფიქრი, რა გაეკეთებინა. მეზობელი მონაზონი კი ავად გამხდარიყო...

უეცრად ეკლესიაში სამი უცნობი მონაზონი მოვიდა. მიესალმა მათ ბერი და გალობა შესთავაზა. ერთი მარცხენა კლიროსზე გალობდა, მეორე - მარჯვენაზე, მესამე კი მნათეობდა.

წირვის დასასრულს ჰკითხა, სადაურები ხართ, რა გქვიათო. ივერთა მონასტრიდან ვართ, ექვთიმე, იოანე და გიორგიო. მღვდელმონაზონმა მიიღო წმინდა ძღვენი და საკურთხევლიდან სტუმრებისთვის გასამასპინძლებლად გამოვიდა. ისინი უჩინო იქმნენ.

მიხვდა მამა დანიელი, რომ ისინი ივერიის მონასტრის მაშენებლები - ღირსი ექვთიმე, იოანე და გიორგი მთაწმინდელები იყვნენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 6 2018, 07:58 PM
პოსტი #580


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ ანტონი დიდის სანახავად მიმავალი წმინდა ამონი გზას ასცდა და დაღლილს მიეძინა, მერე წამოდგა და უფალს შესთხოვა: - გევედრები, უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დაღუპავ შენს ქმნილებასო. უცებ მის წინ გაჩნდა ჰაერში გამოკიდული კაცის ხელი, რომელიც გზას უჩვენებდა, მიუძღვა მამა ანტონის სენაკამდე და გაუჩინარდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 27 28 29 30 31 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი