IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რელიგიის დევნა საქართველოში
marine
პოსტი Apr 25 2007, 01:30 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ოკუპაციისთანავე კომუნისტები შეუდგნენ ეკლესიების რბევას და ქართველი ხალხის რელიგიური მრწამსის აღმოფხვრას. პირველი ნაბიჯი იყო საეკლესიო ქონების კონფისკაცია. ეკლესიების დიდი ნაწილი ან საერთოდ აღგავეს პირისაგან მიწისა, ანდა სახელმწიფო და პარტიულ დაწესებულებათა შენობებად, კლუბებად, საწყობებად და თვით ფარეხებადაც კი აქციეს. ასეთი ხვედრი ხვდა წილად ქართველისათვის სათაყვანებელ მრავალ ძველ სამლოცველოს, კათედრალსა და ეკლესია-მონასტერს, მათ შორის ჯვრის მონასტერს, კათედრალებს თბილისში, ნიკორწმინდაში, ბედიაში, მოქვსა და ჯუმათში (რომელსაც ჯვრის ნაცვლად ლენინის ბიუსტი დაადგეს) და სხვა. გაზიდეს ჯვრები, შანდლები, ხატები და სხვა საეკლესიო ინვენტარი. ნაწილი მუზეუმებს გადასცეს, მაგრამ უმეტესობა საბჭოთა რუსეთში გაიტანეს. გაიტაცეს ძვირფასი თვლები, ხოლო ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები გადაადნეს.

ოკუპაციისთანავე შეიქმნა "მებრძოლ ათეისტთა საბჭო", რომელსაც მიეცა დიდძალი ფულადი ფონდი, შენობები, პრესა და ა.შ. და დაევალა ანტირელიგიური პროპაგანდა, ლენინის მიერ ჯერ კიდევ 1905 წელს ნათქვამი სიტყვების თანახმად: "რელიგია ხალხის ოპიუმია. რელიგია არის ერთგვარი სულიერი არაყი, რომლისთაც კაპიტალის მონები კარგავენ ადამიანურ სახესა და ღირსების გრძნობას."

კომუნისტების შემოსვლამდე საქართველოში, მრავალი ათასი ეკლესია იყო, ოკუპაციიდან ერთი წლის შემდეგ, 1922 წელს კი კათოლიკოსი ამბროსი ჩიოდა, რომ საქართველოში მხოლოდ 1500 ეკლესია მოქმედებსო. 1951 წელს კათოლიკოსმა კალისტრატემ "ნიუ-იორკ ტაიმსის" კორესპონდენტთან ჰარისონ ე. სეილსბერისთან საუბრისას თბილისში აღნიშნა, მხოლოდ ასი ეკლესია დაგვრჩაო. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, აქედანაც ნათელია, რა უყვეს კომუნისტებმა ქართულ ეკლესიას.

იდევნება რელიგიური წეს-ჩვეულებები. აკრძალულია ბავშვების მონათვლა ანდა საეკლესიო ჯვრისწერა (ამ მხრივ მეტი შეღავათები იყო მეორე მსოფლიო ომის დროს). თუ როგორ შეხვდა ქართველი ხალხი ამ აკრძალვებს, ეს ჩანს მღვდლის შვილის ვალერიან სანგულიასმიერ 1954 წლის 13 ოქტომბერს ჩვენამდე ფიცით მოცემეული ჩვენებიდან:

"მინდა აღვნიშნო, რომ კომუნისტები არა მხოლოდ სამღვდელოებას დევნიდნენ, არამედ პრაქტიკულად მათ ყველა ეკლესია-მონასტერი გააჩანაგეს. მოგეხსენებათ, ქართული ეკლესია IV საუკუნიდან იღებს სათავეს. იმ დროიდან მოყოლებული ქართველ ხალხს არ უღალატია თავისი რწმენისათვის, მთელი საქართველო მოფენილი იყო ტაძრებით, მონასტრებითა და ეკლესიებით.

დაიპყრეს თუ არა საქართველო, კომუნისტებმა იერიში მიიტანეს ეკლესიებზე. ზოგი მათგანი მთლიანად დაანგრიეს, მაგალითად კათედრალური ტაძარი თბილისში, ხოლო ზოგი კლუბებად ან თავლებად აქციეს და ყოველნაირად შებღალეს.

მე ვარ იმის მომსწრე, რომ ერთ ცნობილ და ძალიან ძველ ეკლესიას ჯვარი მოხსნეს და ზედ ლენინის ქანდაკება დაადგეს; დიახ, ლენინის ბიუსტი ჯვრის ნაცვლად.

კომუნისტებმა არა მხოლოდ დაანგრიეს და შემუსრეს ეკლესიები, არამედ გაძარცვეს ისინი ყოველგვარი განძეულობისაგან, რაც იქ საუკუნეების მანძილზე ინახებოდა. ქართველები ღრმად მორწმუნე ხალხია. ქართველი მეფეები, დიდებულები და უბრალო ხალხი ათასგვარ ძვირფას ნივთს სწირავდნენ ეკლესიას. კომუნისტებმა დააცარიელეს ეკლესიები და მთელი განძეულობა რუსეთში გაგზავნეს.

ერთი მაგალითი: დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მონასტრიდან გაიტანეს დიდად ცნობილ ქართველ მეფესთან დაკავშირებული განძეულობა. ამის გამო პროტესტი გაეგზავნა საქართველოს მთავრობას და ითხოვდნენ წაღებული ნივთების დაბრუნებას. მათ ცინიკურად განუცხადეს, რომ განძეულობა მოსკოვშია გაგზავნილი სარესტავრაციოდ. ამის შემდეგ ეს განძეულობა აღარავის უნახავს.

ტერორისა და დევნის მიუხედავად, კომუნისტებმა ვერ შეძლეს ქართველ ხალხში რელიგიური გრძნობის მოსპობა. ბევრჯერ ვყოფილვარ იმის მოწმე არა მხოლოდ ჩემს მშობლიურ სოფელში, არამედ სხვაგანაც, როდესაც საიდუმლოდ მოსულან მამაჩემთან და ბავშვის მონათვლა ან სხვა რელიგიური წესის აღსრულება უთხოვიათ. ასეთ შემთხვევაში ყველა კარსა და ფანჯარას ვკეტავდით, რომ კომუნისტს ან ინფორმატორს არაფერი გაეგო. მაგრამ მამაჩემს განსაკუთრებით უჭირდა, როდესაც ზიარებისათვის იძახებდნენ. დღისით წასვლა სახიფათო იყო, ამიტომ ღამეს ამჯობინებდა. მახსოვს ასეთი შემთხვევაც: ადგილობრივი დიდი თანამდებობის პირის, კაპიტან თორიას ცოლი ქმრისგან უჩუმრად მივიდა ბავშვის მოსანათლად. მაგრამ მოგვიანებით ეს ფაქტი გამჟღავნდა და ცოლიც და ქმარიც დააპატიმრეს. ქმარი გაათავისუფლეს თანამდებობიდან, გარიცხეს პარტიიდან და სადღაც გააქრეს."

ოკუპაციის პირველი დღიდანვე დაიწყო სამღვდელოების დევნა. ათასობით ქართველი მღვდელი, ბერი და მონაზონი დააპატიმრეს, გადაასახლეს, აწამეს და დახვრიტეს. აი, რას გვიამბობს ამის შესახებ ვალერიან სანგულია:

"კომუნისტები მოვიდოდნენ რომელიმე სოფელში და ხალხს უბრძანებდნენ შეკრებილიყვნენ მოედანზე ან საფიხვნოზე (ვაი იმას, ვინც არ მოვიდოდა). შემდეგ ხალხს მიმართავდნენ პროპაგანდისტები და რელიგიას აძაგებდნენ. ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობდნენ: "რელიგია ოპიუმია, საწამლავია; იგი ხალხის დასამონებლად არის მოგონილი ექსპლუატატორებისა და მდიდრების მიერ; იმქვეყნიური სიკეთის აღთქმით იმორჩილებენ ღარიბებსა და უპოვართ; მჩაგვრელები ეუბნებიან ხალხს, რაც უფრო მეტად გაიტანჯებით ამქვეყნად, მით უფრო ნეტარნი იქნებით იმ სოფლად; ეკლესია იმპერიალისტებსა და მდიდრებს ემსახურება, ყველა მღვდელი ხალხის მტერია; ამიტომ არის, რომ ჩვენ, კომუნისტები, ხალხის ინტერესების ჭეშმარიტი დამცველნი, ვებრძვით ეკლესიასა და სამღვდელოებას. დაუსწორდით თქვენს მოღალატეებსა და უსასტიკეს მტრებს" და ა.შ. ამის შემდეგ მათი აგენტები იწყებდნენ ყვირილს: "მღვდელი, მღვდელი, მოღალატე მოვიყვანოთ აქ!" მიდიოდა 10-15 აგენტი და მოათრევდა მღვდელს შეკრების ადგილას, ხელებშეკრულს ყელზე თოკი ჰქონდა გამობმული. კომუნისტები დაუნდობლად ურტყამდნენ მუშტებსა და წიხლებს. სამოსელს შემოახევდნენ, წმინდა ჯვარს ჩამოგლეჯდნენ, ტალახში ათრევდნენ და წვერს გაპარსავდნენ.

ძალით თავმოყრილი ხალხი გარინდებული იდგა. ადრე ზოგი ცდილობდა გამოჰქომაგებოდა და მიშველებოდა უმწეო მსხვერპლს, მაგრამ ასეთებს ადგილზე კლავდნენ და ამის შემდეგ ხმას არავინ იღებდა. ზოგჯერ დედაბრები თუ წამოიტირებდნენ სასოწარკვეთილებისა და სიბრალულისაგან.

იგივე ხვედრი ერგო მამაჩემს და ბევრ სხვა მღვდელს. როდესაც მამაჩემი სახლიდან გაათრიეს, საბარლო დედაჩემი თან გაჰყვა და მეც თან წამიყვანა. პატარა ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მახსოვს. მახსოვს აგრეთვე, მამაჩემს ერთი მეგობარი ჰყავდა, - ისიც მღვდელი იყო - მ. ხარებავა. კომუნისტებმა იგი სასიკვდილოდ სცემეს, ხოლო შემდეგ წვერზე ცეცხლი წაუკიდეს. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ყოველთვის, როდესაც კომუნისტები სცემდნენ და აწამებდნენ მღდლებს ხითხითით ეკითხებოდნენ: "სად არის თქვენი ღმერთი ახლა? რატომ არ გეხმარებათ?"

კომუნისტები ყველაფერს აკეთებდნენ ხალხში რელიგიური გრძნობის დასათრგუნავად და მათ გამოსავლენად, ვინც კვლავ იცავდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. ვალერიან სანგულია განაგრძობს:

"მახსოვს, შობის, აღდგომისა და სხვა რელიგიური დღესასწაულების დროს სკოლაში კომუნისტები მოდიოდნენ და მოსწავლეებს გვეკითხებოდნენ, რა კერძები გვქონდა შინ იმ დღეს. შავ დღეს დააყრიდნენ ოჯახს, თუ ბავშვი იტყოდა რომ სადღსასწაულოდ ჰქონდათ რაიმე მომზადებული. აღდგომის მეორე დღეს კომუნისტების შვილებს ხელებს უსინჯავდნენ და ვაი მას, ვისაც თითები წითლად, ლურჯად ან სხვა ფერად ჰქონდა შეღებილი. ეს იმას ნიშნავდა, რომ სააღდგომოდ კვერცხები შეეღებათ. ასეთი ბავშვების მშობლებს სასტიკად სჯიდნენ, ჩვეულებრივ - გადასახლებით."

მაგრამ ამ სასტიკმა დევნამ სულიერად მაინც ვერ გატეხა ქართველი სამღვდელოება. მან მრავალ განსაცდელს გაუძლო და ეკლესიის ისტორიაში იშვიათი სიმტკიცე გამოამჟღავნა. სხვათა შორის, როდესაც წითელმა არმიამ საქართველო დაიპყრო, ვისაც კი შეეძლო, თავს შველოდა, უცხოეთში მიეშურებოდა, მაგრამ არც ერთ სასულიერო პირს საქართველო არ დაუტოვებია. ისინი მრევლთან დარჩენასა და მისი ხვედრის გაზიარებას ამჯობინებდნენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   რელიგიის დევნა საქართველოში   Apr 25 2007, 01:30 PM
შოთა   საოცრება ისაა, რომ ...   Apr 29 2007, 08:04 AM
ზესქვი_უჩა   ექვსკურსიაზე გაიჟ...   May 2 2007, 04:30 AM
afxazi   ზესქვი_უჩა არ დაიჯ...   May 2 2007, 04:53 PM
Floyd   ზესქვი_უჩა იცი უჩა...   May 3 2007, 09:52 AM
დათიკო   afxazi Floyd საინტერესოა რ...   May 4 2007, 01:21 AM
Floyd   დათიკო იცი სტალინი...   May 4 2007, 10:05 AM
ქავთარაძე   Floyd ეხლავე დავდებ მა...   May 4 2007, 10:22 AM
natia83   ეხლავე დავდებ მამ...   May 4 2007, 11:25 AM
შოთა   ქავთარაძე გირჩევდ...   May 4 2007, 11:31 AM
ნათია   natia83 მილიონობით ხალ...   May 27 2007, 11:32 PM
ქავთარაძე   შოთა რატომ ენდობი ...   May 4 2007, 01:48 PM
შოთა   ქავთარაძე მე ვერ ჩ...   May 4 2007, 02:14 PM
Lenus   შოთა, რამდენი მილ...   May 4 2007, 07:37 PM
ირგე   არამართლმადიდებლ...   May 27 2007, 07:51 PM
marita26   ირგე რომელს გულისხ...   May 27 2007, 07:55 PM
ketino   დააკონკრეტე.   May 27 2007, 07:58 PM
ირგე   marita26 ketino ყველას. წარმ...   May 27 2007, 10:14 PM
marita26   ირგე არავინ არ დას...   May 27 2007, 11:00 PM
ირგე   marita26 წარმართებიდან ...   May 27 2007, 11:03 PM
marita26   ირგე მერე მე დაგიწ...   May 27 2007, 11:08 PM
ირგე   marita26 გაეცანი სუბარი...   May 27 2007, 11:13 PM
marita26   ირგე მაგას ზუსტად ...   May 27 2007, 11:16 PM
ირგე   marita26 გაეცანი მოხსენ...   May 27 2007, 11:18 PM
marita26   ირგე მასიური ნიშნა...   May 27 2007, 11:19 PM
ირგე   marita26 ბევრგან და ხში...   May 27 2007, 11:21 PM
marita26   ირგე არც მოხსენება...   May 27 2007, 11:23 PM
ირგე   marita26 ანუ არ გაინტერ...   May 27 2007, 11:26 PM
marita26   ირგე სუბარის მოხსე...   May 27 2007, 11:29 PM
ირგე   marita26 აბა რა გაიგე სხ...   May 27 2007, 11:30 PM
marita26   ირგე ხო ჯერ ჩემი სა...   May 27 2007, 11:33 PM
ირგე   marita26 მდააა. ნეტა ყვე...   May 27 2007, 11:39 PM
ketino   ირგე და როდიდან გა...   May 27 2007, 11:54 PM
ნათია   ირგე და ეგრი ? :unsure:   May 28 2007, 12:02 AM
marita26   ირგე საუბრით პატრი...   May 28 2007, 12:03 AM
marine   ირგეს გასაგონად ვა...   May 28 2007, 12:22 PM
afxazi   ირგე როგორც ჩანს შ...   May 28 2007, 02:37 PM
ირგე   marineს გასაგონად ვამბ...   May 28 2007, 04:46 PM
marine   marineს გასაგონად ვამ...   May 28 2007, 04:57 PM
afxazi   ირგე აბა რატომ დავ...   May 28 2007, 05:10 PM
ირგე   marine იყო. შეცვალე თე...   May 28 2007, 05:26 PM
marine   ირგე გთხოვ, ბოლომდ...   May 28 2007, 05:28 PM
afxazi   ირგე ძალიან დაკონ...   May 28 2007, 05:34 PM
a-l-e-q-s-a-n-d-r-e   რელიგია იდევნება კ...   May 28 2007, 05:47 PM
ირგე   marine რომელი? afxazi ხო ეგ...   May 28 2007, 05:50 PM
afxazi   ირგე პირველ ორში ა...   May 28 2007, 06:03 PM
ირგე   afxazi მაინც? მხოლოდ მ...   May 28 2007, 06:23 PM
afxazi   ირგე ეხლა თან არ მა...   May 28 2007, 06:42 PM
ირგე   afxazi საინტერესო ინფ...   May 28 2007, 07:45 PM
კანუდოსელი   afxazi საინტერესო ინფ...   May 29 2007, 01:16 PM
ulvashi   როგორც ადამიანს ვე...   May 29 2007, 09:30 AM
ირგე   ulvashi შენ უცხოეთიდან ...   May 29 2007, 10:05 AM
ulvashi   ირგე რატომ მეკითხ...   May 29 2007, 10:43 AM
ირგე   ulvashi ოზურგეთში არ ირ...   May 29 2007, 12:21 PM
ulvashi   ირგე კი ირღვევა, რა...   May 29 2007, 12:32 PM
ირგე   ulvashi არცერთი არ მინდ...   May 29 2007, 12:50 PM
ulvashi   ulvashi არცერთი არ მინ...   May 29 2007, 01:04 PM
ირგე   ulvashi თლა ეგრე არაა, მ...   May 29 2007, 01:06 PM
afxazi   ulvashi ფერიის მთის ტაძ...   May 29 2007, 01:08 PM
ulvashi   afxazi რომელიმე ადგილ...   May 29 2007, 01:16 PM
ირგე   კანუდოსელი სალამი....   May 29 2007, 01:25 PM
afxazi   ulvashi ყოველშემთხვევ...   May 29 2007, 01:36 PM
ulvashi   ზუსტი ინფორმაცია ...   May 29 2007, 02:03 PM
afxazi   ulvashi ეს კი ნამდვილად...   May 29 2007, 02:18 PM
ulvashi   როგორ მოუვლიან, ში...   May 29 2007, 02:21 PM
afxazi   ulvashi ზუსტად ეხლა მიჭ...   May 29 2007, 02:28 PM
ulvashi   ახლა რა ვქნათ, რახა...   May 29 2007, 02:30 PM
afxazi   ulvashi ვინ არ უშვებს? მ...   May 29 2007, 02:33 PM
ulvashi   სახელმწიფო არ უშვე...   May 29 2007, 02:35 PM
afxazi   ulvashi მართლა არ მესმი...   May 29 2007, 02:39 PM
ulvashi   სახალხო დამცველის...   May 29 2007, 02:40 PM
afxazi   ulvashi აბა იქნებ ფაქტე...   May 29 2007, 02:45 PM
ulvashi   1 წლის წინანდელი ფა...   May 29 2007, 02:47 PM
afxazi   ulvashi კარგი მომიყევი ...   May 29 2007, 02:49 PM
ulvashi   ადამიანს საკუთარ ე...   May 29 2007, 02:53 PM
afxazi   ulvashi კარგი დიდი მადლ...   May 29 2007, 03:09 PM
ირგე   afxazi ეგეც დარღვევაა, ...   May 29 2007, 03:21 PM
afxazi   ირგე იყო ასეთი შემ...   May 29 2007, 03:37 PM
ირგე   afxazi რა გითხრა აბა. ა...   May 29 2007, 03:47 PM
afxazi   ირგე აბა გამარკვიე...   May 29 2007, 03:55 PM
ირგე   afxazi ნაღდად ვერ გეტყ...   May 29 2007, 04:04 PM
afxazi   ირგე აი ეხლა ორგზი...   May 29 2007, 04:21 PM
ulvashi   afxazi მე არ მითქვამს, მ...   May 29 2007, 04:31 PM
ირგე   ulvashi ვისი საკუთრები...   May 29 2007, 04:33 PM
afxazi   ulvashi ამაშეი ძნელია ა...   May 29 2007, 04:38 PM
ulvashi   ამ შემთხვევაში სა...   May 29 2007, 04:42 PM
afxazi   ირგე შენ რა გითხარ...   May 29 2007, 04:46 PM
ირგე   ulvashi დარწმუნებული ხ...   May 29 2007, 04:52 PM
ulvashi   ulvashi მშენებარე ეკლე...   May 29 2007, 04:52 PM
ulvashi   პასუხისმგებლობა ფ...   May 29 2007, 05:14 PM
ირგე   ulvashi დარწმუნებული ხ...   May 29 2007, 05:26 PM
afxazi   ირგე ეს სხვა რამეა,...   May 29 2007, 05:53 PM
ulvashi   ირგე საკუთრების და...   May 30 2007, 09:28 AM
ირგე   ulvashi სულ ტყუილად. ზო...   May 30 2007, 09:56 AM
ulvashi   რატომაა სხვა საკი...   May 30 2007, 10:17 AM
ირგე   ulvashi თემასთან კი. სა...   May 30 2007, 10:24 AM
ulvashi   ბოლო პოსტი კარგად ...   May 30 2007, 11:20 AM
ირგე   ulvashi შეზღუდვების გა...   May 30 2007, 11:27 AM
Lenus   ანუ, პრიორიტეტული ...   May 30 2007, 11:46 AM
ulvashi   ეგ ბუნებრივია, მაგ...   May 30 2007, 11:47 AM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 05:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი