თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტერი

პოსტის ავტორი: gio-gio99 თარიღი: Jun 27 2007, 03:29 PM

ვინ ხართ ნამყოფი შავნაბადაზე? დაწერეთ თქვენი აზრი...

ეს კი სურათია:











http://6fast.com/3d2e52937f.jpg

http://6fast.com/3d2e52937f.jpg
http://6fast.com/3d2e52937f.jpg

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jun 27 2007, 03:30 PM

სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი, არადა ძალიან მინდა ვნახოsad.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 27 2007, 05:34 PM

აუ მაგარი ადგილია ძალიან smile.gif მთელი თბილისი ხელისგულივით ჩანს.
ადრე ცოტა არ იყო კარგად გაკეთებული და ძნელი მისასვლელი იყო, მაგრამ ბოო რამდენიმე წელია რაც გააკეთეს და ლამაზადაა რაა...
ორი მისასვლელია, ერთი თელეთიდან და მეორე ტაბახმელიდან.
ჰო მართლა, მანდ ველოსიპედით ვარ ჩასული biggrin.gif tongue.gif ორი წლის წინ

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jun 27 2007, 07:38 PM

ჩანს კარგი ადგილი უნდა იყოს,ლამაზია,მე პირადად არ ვარ ნამყოფი.

ქავთარაძე

ციტატა
ეხლა ხანს ჩამოვედი მაქედან 10 დღე ვიყავი ... მერე დარიალში ვიყავი...

მერე მოგვიყევი გიო როგორი იყო,გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილებები smile.gif სურათებიც თუ გაქვს და დადებ, ხომ მთლად კარგი smile.gif

P.S. დიდხანს გაგყოლოდეს ეს მადლი...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 27 2007, 07:40 PM

არც მე ვარ ნამყოფი სამწუხაროდ sad.gif


იმედია ფორუმელები შავნაბადასაც დავლაშქრავთ ..

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jun 27 2007, 08:20 PM

http://img515.imageshack.us/my.php?image=f1020005bn8.jpg

ეს ტაძრის სამრეკლო


მამა შიოს დამსახურებაა ეს მონასტერი რომ არსებობს smile.gif უძლიერესი ადამიანია...

პოსტის ავტორი: gio-gio99 თარიღი: Jun 27 2007, 11:38 PM

მართალი ხართ ხალხნო,მე მანდ პირველად ნატესავმა წამიყვანა და ძალიან მომეწონა,მას მერე რამოდენიმეჯერ ავედი.ძალიან კარგი ადგილია,კარგი იქნება თუ მოინახულებთ...

ციტატა(sofi89 @ Jun 27 2007, 07:38 PM) *

ჩანს კარგი ადგილი უნდა იყოს,ლამაზია,მე პირადად არ ვარ ნამყოფი.

ქავთარაძე

მერე მოგვიყევი გიო როგორი იყო,გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილებები smile.gif სურათებიც თუ გაქვს და დადებ, ხომ მთლად კარგი smile.gif

P.S. დიდხანს გაგყოლოდეს ეს მადლი...


არ ხარ ნამკოფი,მაგრამ იმედი მაქვს ძალიან დიდი,რომ ახვალ ძალიან მოგეწონნება ადგილიც და მონასტერი ხომ რათქმაუნდა....

ციტატა(sofi89 @ Jun 27 2007, 07:38 PM) *

ჩანს კარგი ადგილი უნდა იყოს,ლამაზია,მე პირადად არ ვარ ნამყოფი.

ქავთარაძე

მერე მოგვიყევი გიო როგორი იყო,გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილებები smile.gif სურათებიც თუ გაქვს და დადებ, ხომ მთლად კარგი smile.gif

P.S. დიდხანს გაგყოლოდეს ეს მადლი...

მადლი უდიდესი იყო. სამწუხაროდ სურათები არ მაქვს მეტი,გადავიგე მაგრამ,სამწუხაროდ წამეშალა.სულ თავიდან რომ ავედი და რომ მოვილოცე,მართლაც რომ შვება ვიგრძენი რაგაცნაირი,მას მერეც,მაგრამ პირველად სულ სხვა იყო... ველას გფარავდეთ უფალი ღმერთი და წმინდა გიორგი.... ამინ

ეხლა შემოგთავაზებთ იმას , თუ რატომ დაერქვა შავნაბადა :

თბილისის მახლობლად, ერთ მთაზე დაფუძვნებულია ულამაზესი მონასტერი წმინდა გიორგის სახელობისა, რომელსაც ხალხში „შავნაბადას“ მონასტერს უწოდებენ. მისი დაარსების ისტორია დიდ სასწაულთანაა დაკავშირებული.

იდგა 1795 წელი. აღა-მაჰმად-დანის შემოსევისას ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II მცირერიცხოვან ქართველთა ლაშქართან ერთად თავგამოდებით იბრძოდა. მტრის მრავალრიცხოვნებით ძლეულმა ქართველებმა ქალაქი თბილისი დათმეს და მთებს შეეხიზნენ. მეფე ერეკლე და სამეფო ოჯახიც არაგვის ხეობაში გაემართა. აღმოსავლეთის ქვეყნებში სიმდიდრით ცნობილი ქალაქი თბილისი და მისი შემოგარენი მტერს საალაფოდ დარჩა. დამორჩილებულ ქვეყანას მტერი, როგორც წესი, რამოდენიმე კვირის მანძილზე ძარცვავდა ხოლმე. ომზე უფრო მეტად დამთრგუნველი თბილისისათვის მტრის ძარცვა-გლეჯვა აღმოჩნდა. რაც წასაღები იყო, ურმებზე აწყობდნენ, ცოცხლად გადარჩენილებს კი ატყვევებდნენ და სპარსეთში წასაყვანად ამზადებდნენ. სპარსელთა მოთარეშე არმია ბანაკში გვიან ღამით ბრუნდებოდა. ბანაკი მტკვრის მიმართულებით მარცხენა მხარეს, სოღანლუღის მიდამოებში, მაღლა მთაზე მდებარეობდა.

ნაძარცვით დაბრუნებულ ჯარს ყოველ ღამეს უჩვეულო განსაცდელი ატყდებოდა თავს: შუაღამისას მოსასვენებლად დაბინევებულ სპარსელთა ბანაკში ყიჟინით შემოიჭრებოდა შავნაბდიანი ცხენოსანი მხედარი, ბანაკს აყრიდა, მრავალს დახოცავდა, შიშით შეძრწუნებულებს მოულოდნელად დატოვებდა და გაუჩინარდებოდა. ასე მეორდებოდა თითმის ყოველ დღე. სპარსელებმა გადაწყვიტეს, ჩასაფრებოდნენ ღამის მხედარს და გასწორებოდნენ, მაგრამ შავნაბდიანი მხედრის შეპყრობა ან მოკვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეშინებულმა აღა-მაჰმად-ხანმა ჯარის სასწრაფოდ აყრა და საქართველოს დატოვება განიზრახა. საქართველოდან წასვლისას კი პირობა დადო, მომავალ წელს კვლავ შემოვესევი და ქვას ქვაზე არ დავტოვებო.

ქართველებმა იმ მთას, სადაც შავნაბდიანი მხედარი მტერს მიეჭრებოდა და არბევდა, შავნაბადას მთა უწოდა, ხოლო მთის წვერზე, ქართველთა შემწის, ზეციური მხედრის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააგო. ზეციური მინიშნებით ეს მხედარი სწორედ დიდმოწამე გიორგი იყო, რომელსაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ უხსნია დამპყრობელთა მძლავრობისაგან.

ერთი წლის შემდეგ აღა-მაჰმად-ხანმა მართლაც განიზრახა საქართველოს დასაპყრობად წამოსვლა, მაგრამ სალაშქროდ წამოსვლის წინა საღამოს საგულდაგულოდ დაცულ კარავში, სადაც ბუზიც კი ვერ შეფრინდებოდა, სპარსეთის მბრძანებელი, ყველასათვის გასაოცრად, მახვილით განგმირული იპოვეს. შავნაბადას მონასტერში კი, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან 1992 წელს დაარსდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით, ქართველები დღესაც გულმხურვალედ ავედრებენ უფალს მრავალ განსაცდელგამოვლილ ჩვენს ქვეყანას.


პოსტის ავტორი: kiki თარიღი: Jun 29 2007, 01:59 PM

მე 10 დღის წინ პირველად ვიყავი...... ოჯახის ახლობელია ბერი ილია და სანახავად ავედით ვერც კი წარმომედგინა ასეთი საოცარი ადგილი თუ იყოsmile.gif ამიერიდან სულ ვივლი მინდა წირვაზეც ავიდე.... იდეა მაქვს ფორუმელები ერთად დავესწროდ წირვას........

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 3 2007, 11:06 PM

აუ მამა შიო ძალიან კაი კაცია მარა სამწუხაროდ მე არ ვარ მანდ ნაყოფი მარა იმედი მაქვს წავალ მანდაც smile.gif ისე ყველა ტაძრის მოლოცვა მინდა საქართველოში მოქმედის და არამოქმედის ოგონდ მართლმადიდებლურის რა თქმა უნდა smile.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Sep 9 2007, 01:56 PM

http://church.ge/index.php?showtopic=2254&pid=164035&st=80&#entry164035

აქ დავგეგმოთ

ისე კაია რომ მოინდომეთ...

პ.ს. სიის გაკეთება არ მოხერხება, ნათიაც არაა აქ, ითავეთ ეხლა ვინმემ სია biggrin.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Sep 10 2007, 01:55 PM

lamazia shavnabada smile.gif chemtvis ulamazesic ki smile.gif

პოსტის ავტორი: ninoekimi თარიღი: Nov 29 2007, 12:51 AM

გიორგობას ვიყავი შავნაბადაზე smile.gif და ასეთი სილამაზე დამხვდა smile.gif


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: serapioni თარიღი: Jan 25 2008, 01:24 PM

იქნებ ვინმემ იცით უფრო დაწვრილებითი ისტორია ამ ტაძრისა...

ან, საიტი სადც შეიძლება რომ წავიითხო...

პოსტის ავტორი: xatuna თარიღი: May 5 2008, 02:56 AM

არ ვარ ამ ტაძარში ნამყოფი და ძალიან მინდა წასვლა.. ვინც ყოფილხართ თუ იცით რამე აღსარების ხატის შესახებ, აღნიშნულ ტაძარში ყოფილა..როგორც ვიცი რუსული ხატია და ულამაზესი.. იქნებ მომწეროთ? ან თუ გაქვთ იქნებ დადოთ სანამ წავალ ძალიან მაინტერესებს ნახვა smile.gif წინასწარ გმადლობთ.

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: May 5 2008, 08:50 AM

xatuna

ციტატა
ვინც ყოფილხართ თუ იცით რამე აღსარების ხატის შესახებ

ძალიან მაგარია smile.gif მარა რეპროდუქციაა მგონი smile.gif ისე ძალიან მაგარ ეფექტს მოახდენს რო იხილავ smile.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: May 5 2008, 08:57 AM

მეც ვარ ნამყოფი და ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს ამ მონასტერთან smile.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: May 5 2008, 10:07 AM

ართი ვარდი

ციტატა
მეც ვარ ნამყოფი და ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს ამ მონასტერთან

იიიიიიი ჩაქრი შენაააააა ammm.gif 002.gif

პოსტის ავტორი: xatuna თარიღი: May 5 2008, 11:00 AM

ციტატა(Floyd @ May 5 2008, 08:50 AM) *

xatuna

ძალიან მაგარია smile.gif მარა რეპროდუქციაა მგონი smile.gif ისე ძალიან მაგარ ეფექტს მოახდენს რო იხილავ smile.gif


ახლობელმა მითხრა 1 საათი ვუყურებდი ამ ხატს ისეთი ეფექტი მოახდინაო. ძალიან მაინტერესებდა მენახა სანამ თვითონ ტაძარში წავიდოდე smile.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: May 5 2008, 09:29 PM

ციტატა(ნათია @ Jun 27 2007, 06:40 PM) *

არც მე ვარ ნამყოფი სამწუხაროდ sad.gif
იმედია ფორუმელები შავნაბადასაც დავლაშქრავთ ..

sad.gif სამწუხაროდ,არც მე...
იმედია,მოვილოცავთ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: tolia თარიღი: Jul 7 2008, 11:26 PM

აუ ძალიან მაგარი ადგილიაthumbs.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jul 8 2008, 12:27 AM

kiki
ბერი ილია? ცოტა მოხუცებული, სათვალეებიანი კაცი ხომ არაა?

Floyd
მრცხვენია მაგრამ ... აღსარების ხატი რომელია? ან სად ასვენია მიმანიშნე

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Jul 26 2008, 07:15 PM

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Jul 26 2008, 07:42 PM

http://www.radikal.ru

ხედი შავნაბადას მონასტერიდან

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2023, 07:54 PM

" - საეკლესიო გადმოცემით, თითქოს საქართველოში წმინდა გიორგის სახელობის იმდენი ტაძარია, რამდენი დღც არის წელიწადში.

- ალბათ, ბევრად მეტია. თითქმის ყველა სოფელშია წმინდა გიორგის ტაძარი. ისეთი სიმრავლე ეკლესიებისა, რამდენიც საქართველოშია, მსოფლიოში არც ერთ მართლმადიდებელ ქვეყანაში არ არის"

/დეკ. ამირან ამირანაშვილი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)