თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ გეორგიევსკის ტრაქტატი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 11 2006, 08:00 PM

გეორგიევსკის ტრაქტატი ცარიზმმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, გააუქმა გეორგიევსკის (1783 )ტრაქტატი და ცალმხრივი აქტით (მანიფესტი) თვითნებურად შეიერთა ქართლ-კახეთის სამეფო.
რას ფიქრობთ ამაზე?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 11 2006, 08:51 PM

რათ დუმხართ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Nov 11 2006, 09:23 PM

ქავთარაძე
"პატარა კაცსა დიდთანა როდის გასვლია მართალი"
smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 11 2006, 09:25 PM

ქავთარაძე

გეორგიევსკის ტრაქტატი "ნაკლები ბოროტების პოლიტიკის" ნაშობია wink.gif არჩევანი აღრ იყო თუმცაღა, რაც ვერ ქნა მონღოლობამ, თემურ ლენგმა და ა.შ ქნა რუსმა! (ერთმორწმუნეობის ილუზია ეჰ)....

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Nov 11 2006, 09:28 PM

mnate
გულ დასაწყვეტი მარტო ისა რომ საქართველო არასდროს ეგრე ადვილათ და თითქმის უომროთ არ დაუპყრიათ, როგორც ამ შემთხვევაში.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 11 2006, 09:37 PM

ციტატა
mnate
გულ დასაწყვეტი მარტო ისა რომ საქართველო არასდროს ეგრე ადვილათ და თითქმის უომროთ არ დაუპყრიათ, როგორც ამ შემთხვევაში.


მართალი ხარ. . ისტორიამ დაგვცინა. . რეჟიმის მთავარი დასაყრდენი რუსეთოს ობერპროკურორს დაქვემდებარებული ეკლესია იყო. . .რომელმაც გმო სულიწმიდა (!) გააუქმა მოციქულების_ანდრიას, სვიმონის, თადეოზისა და ბართლომეს დაარსებული ეკლესიის ავტოკეფალია და მცხეთის ტახტზე დასვა ანაფორიანი პოლიტიკანი ეგზარქატი!

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 11 2006, 10:00 PM

mnate
shota
ხო და ახლაც რუსეთის საპატრიარქო დუმს (დეპორტირებულებთან დაკავშირებით)
შოთა
გეთანხმები smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 11 2006, 10:02 PM

ციტატა
ხო და ახლაც რუსეთის საპატრიარქო დუმს


უჩვეულო არაფერი ხდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Nov 11 2006, 11:26 PM

bichebo am sakitxs mase nu vuyurebt da exla amaze saubari advilia aba im dros am gadacyvetilebis migeba rogori iyo? da me am traqtats naxevrad vetanxmebi da icit ratom? rom im dros sxva gamosavali ar iyo radgan chven isev qristianobi gveynis ugel qvesh gverchivna yofna vidre muslimimanis zegavlenis qveshi, radgan dges es gadacyvetileba rom ar migvego dges sheizleba saqartvelo arc ki yofiliyo msoflio politikur rukaze!

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 12 2006, 01:30 AM

beqa.shuxoshvili ეგეც მართალია,მაშინ ესე იყო საჭირო,მაგრამ იმ თავიდან დღემდე საქართველოს მაინც ავიწროვებენ,თავისუფლებას არ გვაძლევენ,მაშინ ეგ ტრაქტატი რომ არ დადებულიყო მუსულმანების ხელში აღმოვჩნდებოდით მაგრამ ვერც რუსებს წავუვედით

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Nov 12 2006, 01:47 AM

beqa.shuxoshvili
არც ეგრე არ არის საქმე რუსეთს რომ საქართველოს გადარჩენა ნდომოდა სპარსელებს არ ახროვინებდა თბილის, ანუ მან ჯერ დასერინა ჩვენი თვაი განადგურებინა საქართველო და არაფერი იღონა ჩვენს გადასარჩენათ, რაც შეხებე შენ ნათქვამს რომ მეტი გზა არ იყოვო არც მაგაში გეთანხმები საქართველო 18 საუკუნის გარეშე ცხოვრობდა რუსეთის გარეშე და მიუხედავათ მრავალი გასაჩირისა არ დაგვიკარგია ქართველებს ქართული კულტურა რწმენა და ენა ასევე იმედი მაქვს ის გამოყოფა რომელიც რუსეთმა წამოიწყო საქართველოს წინაღმდეგ და ვითომ რომ გონიათ მაგათ გარეშე დავიღუპებით იმედი მაქვს რომ მაგი ოცნებათ დაურჩებათ მარტო და ჩვენ კი ვაჟკაცურად გაუძლებთ ამ რეპრესიას იმიტომ რომ რამდენათაც ძნელი არ უნდა იყოს ეს არის თავისუფლების ფასი და ჩვენ შვილები პასუხს მოგთხვოვენ თუ ჩვენ გაზში გავჩვლით ჩვენ სამშობლოს.

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Nov 12 2006, 09:39 PM

shota მესმის შენი, მაგრამ იმ დროისათვის თუ დააკვირდები განსხვავებული სიტვაცია იყო ქართველებს იმის ძალა აღარ ჰქონდათ და არც იმედი, რომ ჩვენ რამეს შევძლებდით თორე მე განა რუსების მხარეს ვარ მაგრამ სამცუხარო ფაქტია რაც მოხდა მაგრამ რას ვუშველით ;(

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 12 2006, 10:11 PM

beqa.shuxoshvili
სხვა გამოსავალი რო არ იყო ეგ სხვა ამბავია მე ვამბობ რუსების მხრიდან უხეშ დარღვევაზე smile.gif

პოსტის ავტორი: likita თარიღი: Jun 30 2007, 11:03 AM


კი არ შეიერთა, დ ა ი პ ყ რ ო!!!!!!!!!!!!!!!!!! რას ეძახით შეერთებას?
ჯერ გეორგიევსკის ტრაქტატი რა იყო და იმას რომ დაარღვევდა სახელმწიფო რა იქნებოდა......... დღეს მაინც არ უნდა გვერიდებოდეს იმის ხმამაღლა თქმა,რომ რუსეთმა კი არ " გვიმფარველა"არამედ, დაგვიპყროოოოოოოოოოო!

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 30 2007, 11:08 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Nov 12 2006, 11:11 PM) *

beqa.shuxoshvili
სხვა გამოსავალი რო არ იყო ეგ სხვა ამბავია მე ვამბობ რუსების მხრიდან უხეშ დარღვევაზე smile.gif

ხო გიო მაგაში გეთანხმები სრულიად smile.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 30 2007, 11:21 AM

ამ ტრაქტატისა რა არ მოგწონთ?
თავისი დროის საუკეთესო შეთანხმება იყო.
სხვა საქმეა რომ გადაგვაგდეს.

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jun 30 2007, 12:46 PM

გეორგიევსკის ტრაქტატი

1. ქართლ-კახეთის მეფე აცხადებდა, რომ ის და მისი მემკვიდრეები არ ცნობენ არც ერთი სხვა სახელმწიფოს უზენაესობას და მფარველობას, რუსეთის გარდა.

2. რუსეთის იმპერატორი და მისი მემკვიდრეები ერეკლეს აღუთქვემდნენ სამუდამო მფარველობას.

3. ქართლ-კახეთის ტახტზე ასული ახალი მეფე დაუყოვნებლივ აცნობებდა ამის შესახებ რუსეთის იმპერატორს და მისგან მიიღებდა სამეფო ნიშნებს.

4. ერეკლესა და მის მემკვიდრეებს უცხო ქვეყნებთან მიმოწერა უნდა შეეთანხმებინათ რუსეთთან.

5. ერეკლეს ეყოლებოდა თავისი წარმომადგენელი რუსეთში, ისევე როგორც რუსეთს - ქართლ-კახეთში.

6. ქართლ-კახეთის საშინაო საქმეებში რუსეთი არ ჩაერეოდა.

7. ერეკლე, საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა რუსეთს ჯარით. ამა თუ იმ პირის დაწინაურებისას ერეკლეს უნდა გაეთვალისწინებინა მისი დამსახურებაც რუსეთის წინაშე.

8. კათოლიკოსი ხდებოდა რუსეთის სინოდის წევრი და რუსეთის ეპისკოპოსებს შორის მერვე ადგილს იჭერდა.

9. ქართველი თავადები და აზნაურებიუთანაბრდებოდნენ რუსეთის თავადაზნაურობას.

10. ქართველებს უფლება ეძლეოდათგადასახლებულიყვნან რუსეთში. გათავისუფლებული ქართველი ტყვეები თავის შეხედულებისამებრ შეიძლება დარჩენილიყვენენ რუსეთში ან დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.

11. ქართველი ვაჭრები რუსეთში ისარგებლებდნენ ისეთივე უფლებებით, როგორც რუსები და პირიქით.

12. ხელშეკრულება იდებოდა სამუდამოდ.

13.ხელშეკრულების რატიფიკაცია უნდა მომხდარიყო 6 თვეში.


ამასთან ერთად გაფორმდა 4 საიდუმლო მუხლი:

1. ერეკლეს უნდა დაემყარებინდა ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობა სოლომონ I-თან. მეფეებს ერთმანეთს შორის უთანხმოების შემთხვევაში უნდა მიემართათ რუსეთისთვის.
2. რუსეთს საქართველოში უნდა გამოეგზავნა ორი ბატალიონი და 4 ზარბაზანი.
3. ომის შემთხვევაში "კავკასიის ხაზის" მთავარსარდალს უნდა მიეღო Yველა ღონისძიება, რომ ქართლ-კახეთი დაეცვა მტრისგან.
4. რუსეთი ეცდებოდა დაებრუნებიბა ქართლ-კახეთისთვის მტრისგან მიტაცებული ქართული მიწები.




ივანე ჯავახიშვილი წერდა: "ტრაქტატმა ზიანი აუარებელი... კარგი კი ვერაფერი მოუტანა საქართველოს".sad.gif




მამფალი

ციტატა
თავისი დროის საუკეთესო შეთანხმება იყო.

ეს იყო საუკეთესო შეთანხმება?

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 30 2007, 12:55 PM

ციტატა
რუსეთის იმპერატორი და მისი მემკვიდრეები ერეკლეს აღუთქვემდნენ სამუდამო მფარველობას.

ციტატა
ქართლ-კახეთის საშინაო საქმეებში რუსეთი არ ჩაერეოდა.

ციტატა
ქართველი ვაჭრები რუსეთში ისარგებლებდნენ ისეთივე უფლებებით, როგორც რუსები და პირიქით

ციტატა
რუსეთს საქართველოში უნდა გამოეგზავნა ორი ბათალიონი და 4 ზარბაზანი.

ციტატა
ომის შემთხვევაში "კავკასიის ხაზის" მთავარსარდალს უნდა მიეღო Yველა ღონისძიება, რომ ქართლ-კახეთი დაეცვა მტრისგან.

ციტატა
რუსეთი ეცდებოდა დაებრუნებიბა ქართლ-კახეთისთვის მტრისგან მიტაცებული ქართული მიწები.

ეს იყო ცუდი შეთანხმება?

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Jun 30 2007, 12:58 PM

მნათე

ციტატა
(ერთმორწმუნეობის ილუზია ეჰ)....

დღესაც მასე მსჯელობენ საქართველოს ეკლესიის მეთაურნი. რუსეთი ერთმორწმუნეა და ჩვენი ძმაა. ამერიკელები მასონები არიან და ანადგურებენ ქართულ ცნობიერებას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ქავთარაძე
ციტატა
ხო და ახლაც რუსეთის საპატრიარქო დუმს (დეპორტირებულებთან დაკავშირებით)

არა მარტო მაგაზე. აფხაზეთში აგენტ მღვდლებსაც გვიგზავნიან და ქართველებს ეკლესიაში არ გვიშვებენ, მაგრამ რას ამბობ რუსეთის ეკლესია ხომ ჩვენი ძმაა, და გენერალ-პოლკოვნიკი ალექსი მეორე ჩვენი მამათა-მამა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე ეგზარქოსი თეოფილაქტე რომ მოგვივლინა რუსულმა დერჟავამ და გაგვიზიდა მთელი საეკლესიო განძეულობა და ეკლესიები "მასლიანი კრასკით" შეაღებინა ამაზე რასფიქრობთ? ესაა ერთმორწმუნოება?

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jun 30 2007, 01:10 PM

საუკეთესო არ იყო...

ციტატა
ქართლ-კახეთის ტახტზე ასული ახალი მეფე დაუყოვნებლივ აცნობებდა ამის შესახებ რუსეთის იმპერატორს და მისგან მიიღებდა სამეფო ნიშნებს.

ციტატა
ერეკლესა და მის მემკვიდრეებს უცხო ქვეყნებთან მიმოწერა უნდა შეეთანხმებინათ რუსეთთან.

ციტატა
ამა თუ იმ პირის დაწინაურებისას ერეკლეს უნდა გაეთვალისწინებინა მისი დამსახურებაც რუსეთის წინაშე.

ციტატა
კათოლიკოსი ხდებოდა რუსეთის სინოდის წევრი და რუსეთის ეპისკოპოსებს შორის მერვე ადგილს იჭერდა.



მე ვფიქრობ, რომ ერეკლეს სხვა გზა არ ჰქონდა უბრალოდ და მეტი არაფერი...
ჩიხში იყო
როცა საქართველოს მოსახლეობა 800 ათას კაცს არ აღემატებოდა და ამ ხალხშიც უამრავი მოღალატე იყო...

მაგრაფ ფაქტი ოხერია,
რაც რუსებმა გაგვიკეთეს, არც ერთ დამპყრობელს ასეთი რამ არ გაუკეთებია


ციტატა
2. რუსეთს საქართველოში უნდა გამოეგზავნა ორი ბატალიონი და 4 ზარბაზანი

4 ზარბაზანი ეყოფოდა გაღლეტილ ქვეყანას?

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 30 2007, 01:13 PM

_Matasi_

ციტატა
მე ვფიქრობ, რომ ერეკლეს სხვა გზა არ ჰქონდა უბრალოდ და მეტი არაფერი...
ჩიხში იყო

სწორედ ასეთი მდგომარეობიდან გამოდინარე ვამბობ რომ საუკეთესო შეთანხმება თავის დროზე.

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Jun 30 2007, 01:18 PM

ციტატა(მამფალი @ Jun 30 2007, 01:13 PM) *

_Matasi_

სწორედ ასეთი მდგომარეობიდან გამოდინარე ვამბობ რომ საუკეთესო შეთანხმება თავის დროზე.

უაზრობა. რუსეთი მაინც არ დაუთმობდა კავკასიას სხვა ქვეყანას. რომ არ მოგვეწერა ხელი შეიძლება უკეთესი პირობები შემოეთავაზებინა. თქვენ რა გგონიათ, რომ ტრაქტატის არ არსებობის შემთხვევაში სხვა ქვეყანა დაგვიპყრობდა? საქართველოზე გავლენას მაინც რუსეთი დაამყარებდა, უბრალოდ შეიძლებოდა უკეთეს პირობებში აღმოვჩენილიყავით.

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 30 2007, 01:22 PM

პატრიოტი
და როგორ უკეთესში?! შენ დაპყრობას რას ეძახი? რა გვიქნა თვითონ დაშლილმა ირანმა კრწანისში. ეს ტრაქტატი ერთგავრად მომზადება იყო რუსეთის მოსვლისა და რომ არ ყოფილიყო ტრაქტატი ალაბათ უკვე მასთან ომი არ აგვცდებოდა და ამ შემთხვევაში ქრისტიანთან გვექნებოდა ომი რაც ისედაც რწმენაშერყეულ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანდა.

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Jun 30 2007, 01:24 PM

ციტატა(მამფალი @ Jun 30 2007, 01:22 PM) *

პატრიოტი
და როგორ უკეთესში?! შენ დაპყრობას რას ეძახი? რა გვიქნა თვითონ დაშლილმა ირანმა კრწანისში. ეს ტრაქტატი ერთგავრად მომზადება იყო რუსეთის მოსვლისა და რომ არ ყოფილიყო ტრაქტატი ალაბათ უკვე მასთან ომი არ აგვცდებოდა და ამ შემთხვევაში ქრისტიანთან გვექნებოდა ომი რაც ისედაც რწმენაშერყეულ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანდა.

ეგ ტრაქტატი იყო და არ ზავი. ნათლად ჩანს რომრუსეთს ომი არ უნდოდა სამხრეთ კავკასიაში. ისედაც ბევრი პრობლემა ჰქონდა. გზა იყო გასაყვანი დარიალში და ასე შემდეგ

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 30 2007, 01:26 PM

გინდა თქვა რომ რუსეთი სახელმწიფოებრიობას შეგვინარჩუნებდა არიქა, ქართველები არ გამიდგნენო?

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Jun 30 2007, 01:27 PM

ციტატა(მამფალი @ Jun 30 2007, 01:26 PM) *

გინდა თქვა რომ რუსეთი სახელმწიფოებრიობას შეგვინარჩუნებდა არიქა, ქართველები არ გამიდგნენო?

ყოველშემთხვევაში ისე მაინც არ დაგვაჩმორებდა, როგორი დაჩმორებულიც ვიყავით. ეხლა ის გავლენა არ ექნებოდა საქართველოს მოსახლეობის ძალიან მცირენა ნაწილის და ეკლესიის უდიდეს ნაწილზე

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 30 2007, 01:31 PM

ახალი მეტრი მაგ დროს - ეგ ბოლო წ;ლები იქნებოდა საერთოდ.
საქართველოს ადგილი XIX საუკუნის დედამიწის რუკაზე არ იყო. თვით თურქეთი ევროპელების ნებით არსებობდა და ჩვენ ვიქნებოდით თავისუფლები?

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Jun 30 2007, 01:33 PM

ციტატა(მამფალი @ Jun 30 2007, 01:31 PM) *

ახალი მეტრი მაგ დროს - ეგ ბოლო წ;ლები იქნებოდა საერთოდ.
საქართველოს ადგილი XIX საუკუნის დედამიწის რუკაზე არ იყო. თვით თურქეთი ევროპელების ნებით არსებობდა და ჩვენ ვიქნებოდით თავისუფლები?

ხო კაი გავნადგურდებოდით და რუსეთი ჩვენი გადამრჩენელია. ვილოცოთ მათთვის დილა საღამოს მუხლმოყრილმა.

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 30 2007, 01:43 PM

მე არც რუსეთის მზეზე ვლოცულობ და შენ თუ გინდა ეგ არ ვიცი.
რუსეთმა რაც კარგი გააკეთა ეს მისდაუნებურად გააკეთა და სამადლობელიც არაფრია.
ერთია რაც გვინდა და მეორე რა შეგვიძლია.

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jun 30 2007, 03:19 PM

ციტატა
რუსეთი ეცდებოდა დაებრუნებიბა ქართლ-კახეთისთვის მტრისგან მიტაცებული ქართული მიწები.


როგორც ამ ბოლო დროს ვაკვირდები (არადა საკმაოდ წამიკითხავს ტრაქტატისა და მე-18 მე-19 საუკუნეების ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე) ეს იყო ყველაზე მთავარი რატომაც დადო ერეკლემ ტრაქტატი.

ძალიან მაგონებს მაშინდელი სიტუაცია დღევანდელს. რაც ჩვენთვის დღეს აფხაზეთია, იგივე იყო მაშინ მესხეთი (აჭარიანად) რაც თურქეთს ჰქონდა წართმეული და ერეკლე ყველა გზით ამ მიწების დაბრუნებას ცდილობდა.

სხვა საქმეა რომ რუსებმა გადაგვაგდეს.

თემა ისტორიის განყოფილებას "ეკუთვნის" !! smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: GOKA თარიღი: Jul 1 2007, 03:49 PM

გეორგიევსკის ტრაქტატი ჩემი დაკვირვებით ერეკლემ რამოდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით დადო. პირველი რასაც ვფიქრობ არის რომ ერეკლეს უნდოდა ჰყოლოდა თავადებისგან დამოუკიდებელი მუდმივი ჯარი ამ შემთხვევაში 4 ბატალიონი ერეკლეს არ ექვემდებარებოდა მაგრამ რუსეთთან შეთანხმებით შეიძლებოდა მათი გამოყენება ურჩების წინააღმდეგ. მეორე რასაც ვფიქრობ რომ ერეკლეს უნდოდა საარტირელიო საქმის მცოდნენი რათა საქართველოს ჯარი გათანაბრებულიყო თანამედროვე სტანდარტებთან.
არსებობს 1781 წლის წერილი რომის იმპერატორ იოსებ II -ის მიმართ სადაც ერეკლე მას სთხოვს სახელმწიფო სესხს რათა მან შექმნას მუდმივი ჯარი,მაგრამ სამწუხაროდ ელჩი გზაში გარდაიცვალა, 1782 წელს გაიგზავნა განმეორებითი წერილი მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ეს წერილი უპასუხოდ დარჩა. ამ მოვლენებმა და კიდევ მრავალმა დიდმა თუ მცირე ფაქტორმა გადაადგმევინა ერეკლეს ის ნაბიჯი რაც გეორგიევსკის ტრაქტატით დასრულდა. თუმცა ერეკლეს რუსეთთან ურთიერთობის გამოცდილება უკვე საკმაოდ დიდი ჰქონდა მან მაინც ერთმორწმუნეებს მისცა უპირატესობა. სხვა საკითხია თუ რატომ რა მიზეზებით ჩაბარდა საქართველო რუსეთს ასე უბრძოლველად.

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Jul 1 2007, 04:00 PM

ციტატა
კათოლიკოსი ხდებოდა რუსეთის სინოდის წევრი და რუსეთის ეპისკოპოსებს შორის მერვე ადგილს იჭერდა.

ციტატა
ხელშეკრულება იდებოდა სამუდამოდ.

თვით მეფემ გააუქმა ავტოკეფალია ანუ...
საბედნიეროდ მეფე ვერწყვიტავდა მაგ საკითხს და არასწორედ მოხდა ავტოკეფალიის გაუქმება.
მერე კიდე იტყვიან მეფობა აღდგესო.....

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jul 2 2007, 04:18 PM

ილია,

არ გესმის რას ამბობ.
მაგ მუხლით ავტოკეფალია არ გაუქმებულა.

მეფობა ანუ მონარქია კი აუცილებლად უნდა აღდგეს და აღდგება კიდევაც

პოსტის ავტორი: Homo Faber თარიღი: Jul 9 2007, 02:59 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Nov 11 2006, 07:00 PM) *

გეორგიევსკის ტრაქტატი ცარიზმმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, გააუქმა გეორგიევსკის (1783 )ტრაქტატი და ცალმხრივი აქტით (მანიფესტი) თვითნებურად შეიერთა ქართლ-კახეთის სამეფო.
რას ფიქრობთ ამაზე?


ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ვინ რა დაარღვია...
მარტო ქართული წყაროები, უფრო სწორად ვიღაც ბნელი მეცნიერების დასკვნებია.. smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2007, 12:43 PM

ნაწყვეტი გეორგიევსკის ტრაქტატის საიდუმლო მუხლებიდან (1783 წელი):

"დაცვისათვის სამფლობელოისა ქართლისა და კახეთისათა ყოვლით კერძო შეხებისაგან მეზობელთასა და სიმტკიცისათვის მხედრობისა მისისა უგანათლებულესობისა მეფისა, დიდებულება იმპერატორებისა მისისა აღჰსთქუამს შენახუად სამფლობელოთა შინა მეფისათა ორსა სრულსა ბატალიონსა ქუეითსა ოთხითა ზარბაზნითა.

დროსა ბრძოლისასა, უთავესი იგი მთავარი მესაზღურე მისისა იმპერატორების დიდებულებისა კერძოით ნიადაგ სრულისა ძალისა ქონებად თანამდებ არს... რათა უგანათლებულესობასა მისსა მეფესა ქართლისა და კახეთისასა ეთანხმოსმცა და დაჰსდუას ჰაზრი შეწევნისათვის თქმულთა მათ ქუეყანათა და წინააღდგომისა მტერთასა მოქმედებისათვის, რომელიცა არა სხუებრ, არამედ ვითარცა საერთოდ მტრად შერაცხუად სათანადო არს დიდებულება იმპერატორებისა მისისა აღჰსთქუამს, რათა დროსა ბრძოლისასა იხმაროსცა ყოველი შემძლებელობა მეცადინობისა ღონითა საჭურუელისათა.

ხოლო დროსა მშვიდობისასა დაზავებისა მიერ უკმოქცევისათვის ქუეყანისა, და ადგილთა მტერთაგან ქონებულთა, და ძუელადვე სამეფოისა მიმართ ქართლისა და კახეთისა შერაცხილთა, ესენი უკუე დაშთებიან სამფლობელოდ მუნებურთა მეფეთა, საფუძველსა ზედა თქმულთა ჰაზრთასა, რომელნიცა ითქუნენ მფარველობისათვის და უზენაესისა ხელმწიფებისა ყოვლისა რუსეთისა იმპერატორთა. ამათ სეპარატისა არტიკულთა აქუსთ ესევითარივე ძალი, ვითარცა თვით ზემო წერილნი იგი ტრაქტატნი.."

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jul 10 2007, 01:42 PM

მაინც ვერ გავიგე რა არ მოწონთ ამ ტრაქტატში.

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Jul 10 2007, 01:55 PM

1783 წლის ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სია, რომელიც დაერთო გეორგიევსკის ტრაქტატს. (ეს მხოლოდ ნაწილია)

ჩემი გვარია 21-ე

http://imageshack.us
Shot at 2007-07-10

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2007, 02:23 PM

ნაწყვეტი "ტრაქტატიდან ივერიელთა მეფეთა და მთავართა" (1790 წელი):

"ვინაიდგან ყოველთავე ივერიელთა, მსახლობელთა სამეფოსა შინა ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისათა, აქვსთ ერთმორწმუნება, არიან ძენი ერთისა კათოლიკე ეკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვსთ მავასხებლობითაც სიყვარული, ვითარცა სისხლით ნათესავთა და მოყვრობით შეკრულთა ურთიერთთა შორის, ამისთვის ჩვენ, ზემოთხსენებულთა ქვეყანათა ივერიისათა მეფენი და მთავარნი, დამამტკიცებელნი საუკუნისა ამის პირობისა, სახელითა ყოვლად ძლიერისა ღმრთისათა, აღუვსთქვამთ მტკიცესა ამას ერთობასა, რომელიც თითეულად შემდგომთა შინა ჰაზრთა ცხად იქმნების...

შევრაცხო ყოველი მტერი თქვენი მტრად ჩემდა და ყოვლისა სამეფოისა ჩემისა და ვიყო მტერი თქვენისა მტერისა და მოყვარე მოყვრისა. მაქვნდეს ზრუნვა დამშვიდებისათვის ქვეყანისა თქვენისა, და ყოვლისა შეძლებისა ჩემისაებრ ვიყო შემწე თქვენდა წინააღმდგომად მტერთა თქვენთა უკეთუ აღსდგეს მტერი ვინმე თქვენზედა, დიდი ანუ მცირე, მხედრობითა ჩემითა ანუ სხვითა ძალითა, სიტყვით და საქმით, შეძლებისა ჩემისაებრ, მზა ვიყო შემწედ თქვენდა.."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2007, 10:26 AM

ერეკლე იმედოვნებდა, რომ სუვერენიტეტის თვითშეზღუდვით სამეფოს შეინარჩუნებდა და ლეკიანობისაგან თავს დააღწევდა. სამწუხაროდ, იმედებმა არ გაამართლა.

გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით ქართლ-კახეთის სამეფომ ვერავითარი სარგებელი ვერ ნახა.

პირიქით, ტრაქტატის დადებამ მკვეთრად გააუარესა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა.

მალე ნათელი გახდა, რომ რუსეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას არ აპირებდა.

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jul 12 2007, 10:34 AM

ეს ყველაფერი დღევანდელი გადასახადიდანაა ასე თორე მაშინ ვთვლი რომ გამართლებული იყო.
რა ვიცი. ვერავინ ვერ იტყვის რომ ვთქვათ ხვალ თუ ნატოში შევედით ამით გვეშეშველება ანდა დავიღუპებითო. არის მხოლოდ ვარაუდები და რაღაც მოლოდინები. ამათი გამართლება კი დროის საკითხია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2007, 10:40 AM

ციტატა(მამფალი @ Jul 12 2007, 10:34 AM) *

ეს ყველაფერი დღევანდელი გადასახადიდანაა ასე თორე მაშინ ვთვლი რომ გამართლებული იყო.


XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისისათვის საქართველოს მეფე-მთავრების ურთიერთობას რუსეთთან უკვე სამსაუკუნოვანი ისტორია ჰქონდა.
განსაკუთრებით აქტიურობდნენ რუსეთთან ურთიერთობაში კახეთის მეფეები.
ამ სამი საუკუნის მანძილზე რუსეთს რეალური დახმარება საქართველოსათვის არასოდეს აღმოუჩენია.

რუსეთს საქართველო მაშინ ახსენდებოდა, როცა ეს მის ინტერესებს სჭირდებოდა.

ერეკლე II-ემ ეს ყველაფერი კარგად იცოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. თან არც ევროპიდან არ ჩანდა რეალური დახმარება.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 22 2007, 01:07 AM

Договор о признании царем Карталинским и Кахетинским Ираклием II
покровительства и верховной власти России
(Георгиевский трактат)




24 июля 1783 г.



Во имя Бога всемогущего единого в Троице святой славимого.

От давнего времени Всероссийская империя по единоверию с грузинскими народами служила защитой, помощью и убежищем тем народам и светлейшим владетелям их против угнетений, коим они от соседей своих подвержены были. Покровительство всероссийскими самодержцами царям грузинским, роду и подданным их даруемое, произвело ту зависимость последних от первых, которая наипаче оказывается из самого российско-императорского титула. Е.и.в., ныне благополучно царствующая, достаточным образом изъявила монаршее свое к сим народам благоволение и великодушный о благе их промысел сильными своими стараниями, приложенными о избавлении их от ига рабства и от поносной дани отроками и отроковицами, которую некоторые из сих народов давать обязаны были, и продолжением своего монаршего призрения ко владетелям оных. В сем самом расположении снисходя на прошения, ко престолу ее принесенные от светлейшего царя карталинского и кахетинского Ираклия Теймуразовича о принятии его со всеми его наследниками и преемниками и со всеми его царствами и областями в монаршее покровительство е.в. и ее высоких наследников и преемников, с признанием верховной власти всероссийских императоров над царями карталинскими и кахетинскими, всемилостивейше восхотела постановить и заключить с помянутым светлейшим царем дружественный договор, посредством коего, с одной стороны, его светлость, именем своим и своих преемников признавая верховную власть и покровительство е.и.в. и высоких ее преемников над владетелями и народами царств Карталинского и Кахетинского и прочих областей, к ним принадлежащих, ознаменил бы торжественным и точным образом обязательства свои в рассуждении Всероссийской империи; а с другой, е.и.в. такожде могла бы ознаменить торжественно, каковые преимущества и выгоды от щедрой и сильной ее десницы даруются помянутым народам и светлейшим их владетелям.

К заключению такого договора е.и.в. уполномочить изволила светлейшего князя Римской империи Григория Александровича Потемкина, войск своих генерал-аншефа, повелевающего легкой конницей регулярной и нерегулярной и многими другими военными силами, сенатора, государственной военной коллегии вице-президента, астраханского, саратовского, азовского и новороссийского государева наместника, своего генерал-адъютанта и действительного камергера, кавалергардского корпуса поручика, лейб-гвардии Преображенского полка подполковника, главного начальника мастеровой оружейной палаты, кавалера орденов Св. апостола Андрея, Александра Невского, военного Св.великомученика Георгия и Св. равноапостольного князя Владимира больших крестов; королевских прусского Черного и польского Белого Орлов и Св.Станислава, шведского Серафимов, датского Слона и Голстинского Св.Анны, со властию, за отсутствием своим избрать и снабдить полною мочью от себя, кого он за благо рассудит, который по тому избрал и уполномочил превосходительного господина от армии е.и.в. генерал-поручика, войсками в Астраханской губернии командующего, е.и.в. действительного камергера и орденов российских Св.Александра Невского, военного великомученика и победоносца Георгия и голстинского Св.Анны кавалера Павла Потемкина, а его светлость карталинский и кахетинский царь Ираклий Теймуразович избрал и уполномочил с своей стороны их сиятельств своего генерала от левой руки князя Ивана Константиновича Багратиона и его светлости генерал-адъютанта князя Гарсевана Чавчавадзева. Помянутые полномочные, приступив с помощью Божией к делу и разменяв взаимные полномочия, по силе их постановили, заключили и подписали следующие артикулы.

Артикул первый

Его светлость царь карталинский и кахетинский именем своим, наследников и преемников своих торжественно навсегда отрицается от всякого вассальства или под каким бы то титулом ни было, от всякой зависимости от Персии или иной державы и сим объявляет перед лицом всего света, что он не признает над собой и преемниками иного самодержавия, кроме верховной власти и покровительства е.и.в. и ее высоких наследников и преемников престола всероссийского императорского, обещая тому престолу верность и готовность пособствовать пользе государства во всяком случае, где от него то требовано будет.

Артикул второй

Е.и.в., приемля со стороны его светлости толь чистосердечное обещание, равномерно обещает и обнадеживает императорским своим словом за себя и преемников своих, что милость и покровительство их от светлейших царей карталинских и кахетинских никогда отъемлемы не будут. В доказательство чего е.в. дает императорское свое ручательство на сохранение целости настоящих владений его светлости царя Ираклия Теймуразовича, предполагая распространить таковое ручательство и на такие владения, кои в течение времени по обстоятельствам приобретены и прочным образом за ним утверждены будут.

Артикул третий

В изъявлении того чистосердечия, с каковым его светлость царь карталинский и кахетинский признает верховную власть и покровительство всероссийских императоров, поставлено, что помянутые цари, вступая наследственно на царство их, имеют тотчас извещать о том российскому императорскому двору, испрашивая чрез посланников своих императорского на царство подтверждения и инвеститурой, состоящей в грамоте, знамени с гербом Всероссийской империи, имеющим внутри себя герб помянутых царств, в сабле, в повелительном жезле и в мантии или епанче горностаевой. Сии знаки или посланникам вручены будут, или же чрез пограничное начальство доставлены будут к царю, который при получении их в присутствии российского министра долженствует торжественно учинить присягу на верность и усердие к Российской империи и на признание верховной власти и покровительства всероссийских императоров по форме, прилагаемой при сем трактате. Обряд сей и ныне исполнен да будет со стороны светлейшего царя Ираклия Теймуразовича.

Артикул четвертый

Для доказательства, что намерения его светлости в рассуждении толь тесного его соединения со Всероссийской империей и признания верховной власти и покровительства всепресветлейших той империи обладателей суть непорочны, обещает его светлость без предварительного соглашения с главным пограничным начальником и министром е.и.в., при нем аккредитуемым, не иметь сношения с окрестными владетелями. А когда от них приедут посланцы или присланы будут письма, оные принимая, советовать с главным пограничным начальником и с министром е.и.в., о возвращении таковых посланцев и о надлежащей их владетелям отповеди.

Артикул пятый

Чтоб удобнее иметь всякое нужное сношение и соглашение с Российским императорским двором, его светлость царь желает иметь при том дворе своего министра или резидента, а е.и.в., милостиво то приемля, обещает, что оный при дворе ее принимаем будет наряду с прочими владетельных князей министрами равного ему характера, и сверх того соизволяет и со своей стороны содержать при его светлости российского министра или резидента.

Артикул шестой

Е.и.в., приемля с благоволением признание верховной ее власти и покровительства над царствами Карталинским и Грузинским, обещает именем своим и преемников своих:

1. Народы тех царств почитать пребывающими в тесном союзе и совершенном согласии с империей ее и, следственно, неприятелей их признавать за своих неприятелей; чего ради мир, с Портой Оттоманской или с Персией, или иной державой и областью заключаемый, должен распространяться и на сии покровительствуемые е.в. народы.

2. Светлейшего царя Ираклия Теймуразовича и его дома наследников и потомков сохранять беспеременно на царстве Карталинском и Кахетинском.

3. Власть, со внутренним управлением сопряженную, суд и расправу и сбор податей предоставить его светлости царю в полную его волю и пользу, запрещая своему военному и гражданскому начальству вступаться в какие-либо распоряжения.

Артикул седьмой

Его светлость царь приемля с достодолжным благоговением толь милостивое со стороны е.и.в. обнадеживание, обещает за себя и потомков своих:

1. Быть всегда готовым на службу е.в. с войсками своими.

2. С начальниками российскими обращаясь во всегдашнем сношении по всем делам, до службы е.и.в. касающимся, удовлетворять их требованиям и подданных е.в. охранять от всяких обид и притеснений.

3. В определении людей к местам и возвышении их в чины отменное оказывать уважение на заслуги перед Всероссийской империей, от покровительства коей зависит спокойствие и благоденствие царств Карталинского и Кахетинского.

Артикул осьмой

В доказательство особливого монаршего благоволения к его светлости царю и народам его и для вящего соединения с Россией сих единоверных народов, е.и.в. соизволяет, чтоб католикос или начальствующий архиепископ их состоял местом в числе российских архиереев в осьмой степени, именно после Тобольского, всемилостивейше жалуя ему навсегда титул Святейшего Синода члена; о управлении же грузинскими церквами и отношении, каковое долженствует быть к Синоду российскому, о том составится особливый артикул.

Артикул девятый

Простирая милость свою к подданным его светлости царя, князьям и дворянам, е.и.в. установляет, что оные во Всероссийской империи будут пользоваться всеми теми преимуществами и выгодами, кои российским благородным присвоены, а его светлость, приемля с благодарностью толь милостивое к подданным его снисхождение, обязывается прислать ко двору е.в. списки всех благородных фамилий, дабы по оным можно было знать в точности, кому таковое отличное право принадлежит.

Артикул десятый

Постановляется, что все вообще уроженцы карталинские и кахетинские могут в России селиться, выезжать и паки возвращаться безвозбранно; пленные же, если оные оружием или переговорами у турок и персиян или других народов освобождены будут, да отпустятся восвояси по их желаниям, возвращая только издержки на их выкуп и вывоз; сие самое и его светлость царь обещает исполнять свято в рассуждении российских подданных, в плен к соседям попадающихся.

Артикул первый на десять

Купечество карталинское и кахетинское имеет свободу отправлять свои торги в России, пользуясь теми же правами и преимуществами, коими природные российские подданные пользуются; взаимно же царь обещает постановить с главным начальником пограничным или с министром е.в. о всемерном облегчении купечества российского в торге их в областях его или в проезде их для торгу в другие места; ибо без такого точного постановления и условие о выгодах его купечества места иметь не может.

Артикул второй на десять

Сей договор делается на вечные времена; но ежели что-либо усмотрено будет нужным переменить или прибавить для взаимной пользы, оное да возымеет место по обостороннему соглашению.

Артикул третий на десять

Ратификации на настоящий трактат долженствуют разменены быть в шесть месяцев от подписания его, или и скорее, буде возможно.

В достоверие чего нижеподписавшиеся полномочные по силе их полных мочей подписали сии артикулы и приложили к ним свои печати в Георгиевской крепости, июля 24-го дня 1783 г.

На подлинном подписано:

Павел Потемкин.

Князь Иван Багратион.

Князь Гарсеван Чавчавадзев.

СЕПАРАТНЫЕ АРТИКУЛЫ

Артикул сепаратный первый

Твердое е.и.в. намерение, дабы единоверные ей народы, толь тесными узами с империей ее соединенные, пребывали между собой в дружестве и совершенном согласии в страх завиствующим им соседям и в отражение соединенными силами всякого покушения на их свободу, спокойствие и благоденствие, побуждает е.в. преподать его светлости царю карталинскому и кахетинскому Ираклию Теймуразовичу дружественные советы и увещания о сохранении дружбы и доброго согласия со светлейшим царем имеретинским Соломоном и о постановлении всего того, что может только пособствовать пресечению различных распрей и к упреждению всяких недоразумений, обещая императорским своим словом не только споспешествовать стараниями своими событию сего толико полезного дела, но и на таковый мир и согласие дать свое ручательство.

Его светлость царь Ираклий, приемля с должной благодарностью великодушные е.в. попечения о соблюдении дружбы между народами единого происхождения и закона и высочайшее ее ручательство, исповедует сим, что в делах их взаимных со светлейшим царем Соломоном ныне и впредь признает е.и.в. совершенным арбитром, подвергая распри и недоразумения, между двумя владетелями паче всякого чаяния происходящие, ее верховному решению.

Артикул сепаратный второй

Для охранения владений карталинских и кахетинских от всякого прикосновения со стороны соседей и для подкрепления войск его светлости царя на оборону е.и.в. обещает содержать в областях его два полных батальона пехоты с четырьмя пушками, которым провиант и фураж по их штатам производиться будет в натуре от земли по соглашению его светлости с главным пограничным начальником за положенную в штатах цену.

Артикул сепаратный третий

На случай войны главный пограничный начальник всегда со стороны е.и.в. уполномочен быть долженствует с его светлостью царем карталинским и кахетинским согласить и положить на мере о защищении означенных земель и о действии против неприятеля, который не инако как за общего врага разумеем быть должен. Причем постановляется, что ежели бы часть войск карталинских и кахетинских употреблена была для службы е.и.в. вне пределов их, то оным имеет быть производимо полное содержание противу прочих войск е.в.

Артикул сепаратный четвертый

Е.и.в. обещает в случае войны употребить все возможное старание пособием оружия, а в случае мира настоянием о возвращении земель и мест, издавна к царству Карталинскому и Кахетинскому принадлежавших, кои и останутся во владении царей тамошних на основании трактата о покровительстве и верховной власти всероссийских императоров, над ними заключенного.

Сии сепаратные артикулы будут иметь такую же силу, как бы оные в самый трактат от слова в слово внесены были. Чего ради и ратификации на них в тот же срок вместе разменены быть долженствуют. В достоверие чего нижеподписавшиеся полномочные по силе их полных мочей подписали сии артикулы и приложили к ним свои печати в Егорьевской крепости июля 24-го дня 1783 г.

На подлинном подписано:

Павел Потемкин.

Князь Иван Багратион.

Князь Гарсеван Чавчавадзев.



ДОПОЛНИТЕЛЬНЫЙ АРТИКУЛ

Как карталинские и кахетинские цари от давних времен венчаются царским венцом и помазуются на царство святым миром, то е.и.в. именем своим и преемников своего императорского престола не только всемилостивейше дозволяет помянутым царям употребление сего священного обряда, но еще в вящее доказательство отличного своего благоволения жалует им сверх прочих знаков императорской на царствие инвеституры, в договоре положенных, обыкновенную царскую корону, которую как е.выс-во ныне владеющий царь Ираклий II употреблять, так и светлейшие его преемники той же венчаемы быть долженствуют.

Е.выс-во царь Ираклий, сию высочайшую милость е.и.в. с достодолжным благоговением и благодарностью приемля, обещает именем своим и преемников своих, что обряд священного тех преемников его на царство венчания и помазания не прежде совершаем будет, как по учинении положенной трактатом присяги на верность всероссийскому императорскому престолу и по получении утвердительной императорской грамоты с инвеститурой.

Сей артикул имеет почитаем быть принадлежащим к числу других, трактат составляющих, в достоверие чего уполномоченные к подписанию того трактата по данной им доверенности оный подписали и печатями укрепили в 24 ... месяца 1784 г.

Павел Потемкин.

Князь Иван Багратион.

Князь Гарсеван Чавчавадзев.




ОБРАЗЕЦ, ПО КОТОРОМУ ЕГО СВЕТЛОСТЬ

ЦАРЬ КАРТАЛИНСКИЙ И КАХЕТИНСКИЙ ИРАКЛИЙ ТЕЙМУРАЗОВИЧ

УЧИНИТ КЛЯТВЕННОЕ ОБЕЩАНИЕ НА ВЕРНОСТЬ

Е.И.В. САМОДЕРЖИЦЕ ВСЕРОССИЙСКОЙ И НА ПРИЗНАНИЕ

ПОКРОВИТЕЛЬСТВА И ВЕРХОВНОЙ ВЛАСТИ ВСЕРОССИЙСКИХ ИМПЕРАТОРОВ Н

АД ЦАРЯМИ КАРТАЛИНСКИМИ И КАХЕТИНСКИМИ


«Аз нижеименованный, обещаюсь и клянусь Всемогущим Богом пред святым его Евангелием в том, что хощу и должен е.и.в. всепресветлейшей и державнейшей великой государыне императрице и самодержице всероссийской Екатерине Алексеевне и ее любезнейшему сыну, пресветлейшему государю цесаревичу и великому князю Павлу Петровичу, законному всероссийского императорского престола наследнику, и всем высоким преемникам того престола верным, усердным и доброжелательным быть. Признавая именем моим, наследников и преемников моих и всех моих царств и областей на вечные времена высочайшее покровительство и верховную власть е.и.в. и ее высоких наследников надо мною и моими преемниками, царями карталинскими и кахетинскими, и вследствие того отвергая всякое надо мною и владениями моими, под каким бы то титулом или предлогом ни было, господствование или власть других государей и держав и отрицаясь от покровительства их, обязываюсь по чистой моей христианской совести неприятелей Российского государства почитать за своих собственных неприятелей, быть послушным и готовым во всяком случае, где на службу е.и.в. и государства всероссийского потребен буду, и в том во всем не щадить живота своего до последней капли крови. С военными и гражданскими е.в. начальниками и служителями обращаться в искреннем согласии. И ежели какое-либо предосудительное пользе и славе е.в. и ее империи дело или намерение узнаю, тотчас давать знать. Одним словом, так поступать, как по единоверию моему с российскими народами и по обязанности моей в рассуждении покровительства и верховной власти е.и.в. прилично и должно. В заключение сей моей клятвы целую слова и крест Спасителя моего. Аминь».

Сей образец имеет служить и будущим впредь царям карталинским и кахетинским для учинения клятвенного обещания при вступлении их на царство и при получении подтвердительной грамоты со знаками инвеституры, от российского императорского двора жалуемой.

В достоверие сего нижеподписавшиеся полномочные по силе их полных мочей тот образец подписали и приложили к нему свои печати в Егорьевской крепости июля 24-го дня 1783 г.

На подлинном подписано:

Павел Потемкин.

Князь Иван Багратион.

Князь Гарсеван Чавчавадзев.



Выверено по изданию: Под стягом России: Сборник архивных документов. М., Русская книга, 1992.

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jul 26 2007, 08:25 PM

არა, მაინც რას უწუნებთ ტო.?!

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Jul 30 2007, 03:21 PM

ციტატა(მამფალი @ Jul 26 2007, 08:25 PM) *

არა, მაინც რას უწუნებთ ტო.?!

შეიძლება შინაარსი კარგია, მაგრამ რუსებმა არ შეასრულეს dry.gif და რად გინდა ეგეთი ტრაქტატი? ჩარჩოში ჩავსვათ? wink.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jul 30 2007, 03:35 PM

ციტატა(ketino @ Jul 30 2007, 02:21 PM) *

შეიძლება შინაარსი კარგია, მაგრამ რუსებმა არ შეასრულეს dry.gif და რად გინდა ეგეთი ტრაქტატი? ჩარჩოში ჩავსვათ? wink.gif

კაცო ტრაქტატი იყო კაი და ეხლა რუსმა გადაგვაგდო ეგ სხვა საქმეააა.
პარტიკულარულად რა. tongue.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2007, 03:50 PM

"გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ავარდა ახალი, მძლავრი ანტიქართული ტალღა მეზობელ მუსლიმურ სახელმწიფოებსა და ხალხებში.

ოსმალეთმა ყველა მუსლიმს მოუწოდა წინ აღდგომოდნენ რუსეთის დამკვიდრებას სამხრეთ კავკასიაში.

დაიწყო მარბიელი ლაშქრობები ქართლ-კახეთზე.

რუსეთის ორი ბატალიონი ქართლ-კახეთს ვერ და არ იცავდა.

1785 წელს ხუნძახის მფლობელი ომარ-ხანი 20 000-იანი ლაშქრით შემოესია ქვეყანას.

ომარ-ხანმა ალაზანი გადმოლახა და ქართლისაკენ დაიძრა.

შემოდგომა იყო, მოსავლის აღების პერიოდი და ლაშქრის შეყრა სწრაფად ვერ მოხერხდა.

ომარ-ხანი კი სწრაფად მიიწევდა წინ.

მალე ის ახტალაში მივიდა, სადაც ერეკლეს სამთამადნო წარმოება ჰქონდა ორგანიზებული.

აქაურობის აოხრების, განადგურებისა და ტყვეების აყვანის შემდეგ ომარ-ხანი ახალციხეში გადავიდა.

ერეკლე II იძულებული გახდა, ომარ-ხანისათვის ერთდროულად 10 000 მანეთი მიეცა და ყოველწლიურად 5 000 მანეთის გადახდა ეკისრა და ამგვარად ეყიდა მშვიდობა.

ქართლ-კახეთის სამეფო კარზე ბევრი ხედავდა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი მხოლოდ რუსეთისთვის აღმოჩნდა სასარგებლო.

რუსეთი თითქოს განგებ არ ეხმარებოდა თავის მფარველობაში მყოფფ ქართლ-კახეთს, რათა უკიდურესად დაესუსტებინა იგი.

1786 წელს ერეკლე II-მ საგარეჯოში თათბირი მოიწვია.

თათბირზე საგარეო ორიენტაციის გადასინჯვის საკითხი იდგა, მაგრამ ერეკლემ ვერ გადაწყვიტა საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლა.

1787 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ახალი ომი.

იმავე წელს რუსეთმა ქართლ-კახეთიდან ჯარი გაიყვანა.

თავის მოქმედებას რუსეთი იმით ხსინდა, რომ თითქოს ჯარის გაყვანა ხელს შეუწყობდა ქართლ-კახეთის სამეფოს ურთიერთობის მოგვარებას მეზობლებთან.

ამდენად, რუსეთმა დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და მფარველობაში მიღებული პატარა ქვეყანა გაღიზიანებული მტრების პირისპირ მარტო დატოვა."

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Jul 30 2007, 05:39 PM

ციტატა(მამფალი @ Jul 30 2007, 03:35 PM) *

კაცო ტრაქტატი იყო კაი და ეხლა რუსმა გადაგვაგდო ეგ სხვა საქმეააა.
პარტიკულარულად რა. tongue.gif tongue.gif

მამფალ.....ახ, ახ....ნწუ, ნწუ,


აი მარინემ რა კარგად დაწერა smile.gif
ციტატა(marine @ Jul 30 2007, 03:50 PM) *

"გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ავარდა ახალი, მძლავრი ანტიქართული ტალღა მეზობელ მუსლიმურ სახელმწიფოებსა და ხალხებში.

ოსმალეთმა ყველა მუსლიმს მოუწოდა წინ აღდგომოდნენ რუსეთის დამკვიდრებას სამხრეთ კავკასიაში.

დაიწყო მარბიელი ლაშქრობები ქართლ-კახეთზე.

რუსეთის ორი ბატალიონი ქართლ-კახეთს ვერ და არ იცავდა.

1785 წელს ხუნძახის მფლობელი ომარ-ხანი 20 000-იანი ლაშქრით შემოესია ქვეყანას.

ომარ-ხანმა ალაზანი გადმოლახა და ქართლისაკენ დაიძრა.

შემოდგომა იყო, მოსავლის აღების პერიოდი და ლაშქრის შეყრა სწრაფად ვერ მოხერხდა.

ომარ-ხანი კი სწრაფად მიიწევდა წინ.

მალე ის ახტალაში მივიდა, სადაც ერეკლეს სამთამადნო წარმოება ჰქონდა ორგანიზებული.

აქაურობის აოხრების, განადგურებისა და ტყვეების აყვანის შემდეგ ომარ-ხანი ახალციხეში გადავიდა.

ერეკლე II იძულებული გახდა, ომარ-ხანისათვის ერთდროულად 10 000 მანეთი მიეცა და ყოველწლიურად 5 000 მანეთის გადახდა ეკისრა და ამგვარად ეყიდა მშვიდობა.

ქართლ-კახეთის სამეფო კარზე ბევრი ხედავდა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი მხოლოდ რუსეთისთვის აღმოჩნდა სასარგებლო.

რუსეთი თითქოს განგებ არ ეხმარებოდა თავის მფარველობაში მყოფფ ქართლ-კახეთს, რათა უკიდურესად დაესუსტებინა იგი.

1786 წელს ერეკლე II-მ საგარეჯოში თათბირი მოიწვია.

თათბირზე საგარეო ორიენტაციის გადასინჯვის საკითხი იდგა, მაგრამ ერეკლემ ვერ გადაწყვიტა საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლა.

1787 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ახალი ომი.

იმავე წელს რუსეთმა ქართლ-კახეთიდან ჯარი გაიყვანა.

თავის მოქმედებას რუსეთი იმით ხსინდა, რომ თითქოს ჯარის გაყვანა ხელს შეუწყობდა ქართლ-კახეთის სამეფოს ურთიერთობის მოგვარებას მეზობლებთან.

ამდენად, რუსეთმა დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და მფარველობაში მიღებული პატარა ქვეყანა გაღიზიანებული მტრების პირისპირ მარტო დატოვა."

wink.gif არ მესმის, რა აზრი აქვს ხელშეკრულების პირობებს, თუ არ შესრულდა ის? ტყუილად ხელი უნდა მოაწერონ...არ ეზარებათ? laugh.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jul 30 2007, 05:49 PM

კაცო, მე იმას კი არ ვამბობ ხელშეკრულება რატო არ შესრულდა, რა აზრი აქვს ხელშეკრულებასო ს\და ესეთს.
ერთი ეს თქვით: მთლიანად დაცვა რუსეთს ეს ტრაქტატი გვეშველებოდა თუ რა? ა? ხოდა ტრაქტატზე ვერ ამობენ ცუდს და ეგრევე იმაზე იტყვიან აი მტერი მოვიდაო და რუსმა გვიღალატაო.
ხო ამბობს ეკატერინე: თქვენი მტერი ჩემი მტერიო. ხოდა იმ თურქებსაც მიძუყნიდნენ და სპარსებსაც და ლეკებსაც. პოროსტა არ მოინდომეს და რომ არ მოინდომეს ეს ტრაქტატის ბრალი კი არა რუსული პოლიტიკის ბრალია.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Jul 30 2007, 06:01 PM

ციტატა(მამფალი @ Jul 30 2007, 05:49 PM) *

კაცო, მე იმას კი არ ვამბობ ხელშეკრულება რატო არ შესრულდა, რა აზრი აქვს ხელშეკრულებასო ს\და ესეთს.
ერთი ეს თქვით: მთლიანად დაცვა რუსეთს ეს ტრაქტატი გვეშველებოდა თუ რა? ა? ხოდა ტრაქტატზე ვერ ამობენ ცუდს და ეგრევე იმაზე იტყვიან აი მტერი მოვიდაო და რუსმა გვიღალატაო.
ხო ამბობს ეკატერინე: თქვენი მტერი ჩემი მტერიო. ხოდა იმ თურქებსაც მიძუყნიდნენ და სპარსებსაც და ლეკებსაც. პოროსტა არ მოინდომეს და რომ არ მოინდომეს ეს ტრაქტატის ბრალი კი არა რუსული პოლიტიკის ბრალია.

ზურა,
შეიძლება არც არაფერი გვშველებოდა....ეგ არის ჩვეულებრივი ტრაქტატი,არაფერი გასაგიჟებელი,
ციტატა
კაცო ტრაქტატი იყო კაი და ეხლა რუსმა გადაგვაგდო ეგ სხვა საქმეააა

ვითომ? რავი შეიძლება მეშლება.....მაგრამ.....

ვოტ
ციტატა
сим объявляет перед лицом всего света, что он не признает над собой и преемниками иного самодержавия, кроме верховной власти и покровительства е.и.в. и ее высоких наследников и преемников престола всероссийского императорского, обещая тому престолу верность и готовность


ოხხ. დროა არ მაქვს...თორე....
და ვინ გითხრა რომ ტრატატს ვიწონებ? მე დავწერე :
ციტატა
შეიძლება შინაარსი კარგია
smile.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jul 30 2007, 07:06 PM

ციტატა(ketino @ Jul 30 2007, 05:01 PM) *

ზურა,
შეიძლება არც არაფერი გვშველებოდა....ეგ არის ჩვეულებრივი ტრაქტატი,არაფერი გასაგიჟებელი,

ვითომ? რავი შეიძლება მეშლება.....მაგრამ.....

ვოტ

ოხხ. დროა არ მაქვს...თორე....
და ვინ გითხრა რომ ტრატატს ვიწონებ? მე დავწერე : smile.gif

კაცო გასაგიჟებელი არაა და არც მე ვარ გარდარეული სიყვარულის მქონე მის მიმართ, tongue.gif smile.gif მარა კაი ტრაქტატი იყო_თქვა.
ისე რა კაი ბუნებაა არა გარეთ? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Jul 31 2007, 12:29 AM

ციტატა(მამფალი @ Jul 30 2007, 07:06 PM) *

კაცო გასაგიჟებელი არაა და არც მე ვარ გარდარეული სიყვარულის მქონე მის მიმართ, tongue.gif smile.gif მარა კაი ტრაქტატი იყო_თქვა.
ისე რა კაი ბუნებაა არა გარეთ? rolleyes.gif

laugh.gif მაშ არა და?

ციტატა(მამფალი @ Jul 26 2007, 08:25 PM) *

არა, მაინც რას უწუნებთ ტო.?!


პ.ს. უკაცრავად, ახალგაზრდავ, რომელი საათია? biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2007, 10:39 AM

გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთი შეზღუდული სუვერენიტეტის ვასალურ სახელმწიფოდ გადაიქცა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2007, 11:07 AM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Misha_kartveli თარიღი: Oct 4 2007, 10:54 AM

უაღრესად საინტერესო საკითხია თანამედროვე საქართველოსთვის, რადგან რუსეთთან(ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფოსთან) ურთიერთობისას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ისტორიის საკითხების სათანადო დონეზე შესწავლასა და მეცნიერულ ანალიზს, რადგან ამ გზით თავიდან ავიცლოთ მრავალი შეცდომა. რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს, ჩემი მოკრძალებული აზრით იგი იყო იმ პერიოდის აუცილებლობა, რომელმაც ქართველი ერი ძალიან მძიმე მდგომარეობისაგან იხსნა, მართალია რუსეთის შემოსვლამ საქართველოში არანაკლები უარყოფითი შედეგი გამოიწვია, მაგრამ ერთი რამ სრულიად ცხადია, რომ ტრაქტატი არ ზღუდავდა ქართ-კახეთის სამეფოს სუვერენიტეტს შიდა საქმეებში.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)