თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: Apr 30 2010, 11:50 PM

ფორუმ.გე-ზე ყურადღებით ვადევნებდი თვალს თემას იერუსალმში ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ, რომელიც ხანგძლივი დებატების, 100 გვერდიანი თემის დახურვის და ახალი თემის გახსნის შედეგად დღემდე გრძელდება.

ბევრი არგუმენტები წავიკითხე, როგორც ამ სასწაულის დასამტკიცებლად, ასევე სასწაულის საწინააღმდეგო არგუმენტებიც მრავლად დაიწერა.
მე პირადად მრავალი არგუმენტებიდან გამომდინარე, არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ რომ ეს სასწაული დღემდე ნამდვილად ზეციდანაა მოვლენილი.

ვისაუბროთ ამ მოვლენის შესახებ, გამოვხატოთ საკუთარი შეხედულებები smile.gif

პ.ს. საინტერესო მასალაა http://forum.ge/?showtopic=34107730&view=findpost&p=19287143

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 30 2010, 11:53 PM

ქრისტე აღსდგა

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: Apr 30 2010, 11:55 PM

აკაკი

ციტატა
ქრისტე აღსდგა


ჭეშმარიტად აღსდგა

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: May 1 2010, 12:17 AM

ძალიან უსუსური არგუმენტებია, მეორე მხრიდან...

რავი მე ამ თემის განხილვის სურვილიც კი არ მიჩნდება, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე მწამს. smile.gif

იცი რა დასკვნა გამოვიტანე? ვინც ამტკიცებს რომ ცრუსასწაულიაო იმას აქვს მიზნად მართლმადიდებლური ეკლესიის დაკნინება და სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან გატოლება... რომ ჭეშმარიტება ყველგანაა იმ მოტივით.

ეს სასწაული ძალიან ბევრს აწუხებს და შიგნიდან ღრღნის თავისი რწმენიდან გამომდინარე. ამიტომ ცდილობენ გააქარწყლონ იგი და ცრუდ გამოაცხადონ... არავის სხვა რელიგიებიდან არ აწყობს მართლმადიდებელ პატრიარქის ხელით რომ გადმოდის ცეცხლი. ეს მათ ყველას სარწმუნოებას ეჭვქვეშ აყენებს... ამიტომაც ბოროტდებიან და ასეთ უაზრო რაღაცეებს იგონებენ...

მაგრამ დაიმახსოვრეთ რომ ჭეშმარიტება ერთია, შეილება საკუთარ თავს აბსურდები დააჯეროთ მაგრამ სასწაული ყოველთვის სასწაული იქნება და უფალი ყოველთვის დაანახებს ჭეშმარიტებას ხალხს...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 1 2010, 12:40 AM

Believer
მაშინ ცეცხლიც გადმოსულა შეკაცო smile.gif

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 1 2010, 01:18 AM

უჩა

ცეცხლის გარდამოსვლა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების დასტური კი არ არის, ღვთაებრივი სასწაულმოქმედების გამოვლინებაა smile.gif




პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: May 1 2010, 01:23 AM

Believer
მართლა? რა საინტერესოა. რატომ მაინც და მაინც მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულზე გადმოდის მაშინ ცეცხლი?
მაშინ ბუდას, ალაჰს და რა ვიცი კიდე სხვა "ღმერთსაც" მოეხდინა მსგავსი სასწაული rolleyes.gif
თუ ინტრიგანი არ ხარ მოიყვანე საწინააღმდეგო არგუმენტები, თუ არა და გამოდის რომ უბრალოდ თემა შემოაგდე smile.gif

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 1 2010, 02:10 AM

ნანინა

ციტატა
მართლა? რა საინტერესოა. რატომ მაინც და მაინც მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულზე გადმოდის მაშინ ცეცხლი?
მაშინ ბუდას, ალაჰს და რა ვიცი კიდე სხვა "ღმერთსაც" მოეხდინა მსგავსი სასწაული



მე ქრისტეზე ვსაუბრობ, სხვა ღმერთი რა შუაშია?


ციტატა
თუ ინტრიგანი არ ხარ


მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია, გთხოვთ თავი შეიკავოთ ასეთი მიმართვებისგან, მართლმადიდებლური ფორუმის co-Moderators არ გეკადრებათ, მით უმეტეს უნდა გესმოდეთ რომ თემა რომელიც აქტუალურია, მასზე საუბარი და განხილვა ინტრიგანობას არ ნიშნავს smile.gif

ციტატა
მოიყვანე საწინააღმდეგო არგუმენტები


თუ ბერძნული იცით, საინტერესო ვიდეოა...

http://www.youtube.com/watch?v=S66f87b05oM&feature=player_embedded


პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: May 1 2010, 04:11 PM

Believer

ციტატა
ცეცხლის გარდამოსვლა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების დასტური კი არ არის, ღვთაებრივი სასწაულმოქმედების გამოვლინებაა

ეს შენი პოზიციაა?

ჩემი აზრით ორივეა...

შეურაწყოფად არ მიიღო უბრალოდ დამაინტერესა. მართლმადიდებელი ხარ?

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: May 1 2010, 04:35 PM

Believer

ციტატა
ცეცხლის გარდამოსვლა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების დასტური კი არ არის, ღვთაებრივი სასწაულმოქმედების გამოვლინებაა


როგორც ვიცით აღდგომის დღესასწაული მოძრავია და მაინცდამაინც მართლმადიდებელთა აღდგომის წინა შაბათს ხდება ცეცხლის გარდამოსვლა. ეს მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების დასტურია, რა თქმა უნდა არა ერთადერთი... სხვა უამრავი ობიექტური არგუმენტი არსებობს მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების დამადასტურებელი...

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 1 2010, 04:35 PM

უჩა

ციტატა
მართლმადიდებელი ხარ?


კი, მართლმადიდებელი ვარ smile.gif


პოსტის ავტორი: აბე თარიღი: May 1 2010, 04:44 PM

Believer

ციტატა
მე პირადად მრავალი არგუმენტებიდან გამომდინარე, არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ რომ ეს სასწაული დღემდე ნამდვილად ზეციდანაა მოვლენილი.

ეჭვის საბაბი არ არსებობს, რადგანაც მართლმადიდებლობას იმდენი მტერი ჰყავს, ამდენი ხანი არ გაჩერდებოდნენ ჩუმად და იტყოდნენ, რომ ეს "ვითომ-სასწაული" მოწყობილია.

და მეორე, მართლმადიდებლობას არ სჭირდება სასწაულების შეთხზვა. რომელ შეთხზვაზეა საუბარი, როდესაც რეალურად აღმატებული ძალის მქონე წმინდანები არ ამჟღავნებდნენ თავის ძალას, რაც უფალმა მიანიჭა, აუცილებლობის გარდა არ იყენებდნენ თავიანთ ნიჭებს... ერთხელ მამა გაბრიელმა ჰკითხა ვიღაც ადამიანს, გინდა აი იმ მთას ადგილი მოვუნაცვლოვო. რას ამბობთ მამა გაბრიელ, ეგრე ხომ ყველაფერი დაინგრევაო?! არაფერიც არ დაინგრევა, უფლისთვის ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ არ არის შვილო საჭირო მთების გადაადგილება, განა ის უფრო დიდი სასწაული არ არის, რომ ძროხა მწვანე ბალახს ძოვს და რძე კი თეთრიაო...

ასე, რომ დაეჭვების საბაბი არ არსებობს. smile.gif

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 1 2010, 04:58 PM

აბე

ციტატა
ეჭვის საბაბი არ არსებობს, რადგანაც მართლმადიდებლობას იმდენი მტერი ჰყავს, ამდენი ხანი არ გაჩერდებოდნენ ჩუმად და იტყოდნენ, რომ ეს "ვითომ-სასწაული" მოწყობილია.



აქ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ამ სასწაულში მხოლოდ მართლმადიდებლები არ მონაწილეობენ, სომხებიც ჩართულნი არიან პროცესში და ისრაელის მთავრობაც.
ვინც ყოფილა ამ სასწაულის მომსწრე იერუსალიმში, ნახავდით რომ იქ უამრავი ტურისტი (არამართლმადიდებლებიც) ჩადის ამ სასწაულის სანახავად, ტელევიზიებიდანაც ვხედავთ რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩადიან ტურისტები, ეს ისრაელისთვის რა თქმა უნდა მომგებიანია, ასევე ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც საეკლესიო მაღაზიები აქვთ და ძალიან ძვირად ყიდიან ხატებს, ჯვრებს, და ა.შ.

ციტატა
ასე, რომ დაეჭვების საბაბი არ არსებობს.



არსებობს....

პოსტის ავტორი: neo თარიღი: May 1 2010, 05:19 PM

ვინ არის ჩართული იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას რა მიზნით არის ჩართული და რა ფუნქციას ასრულებს.

ეს ცეცხლი მანდ თუ არ ვცდები მეოთხე საუკუნეში გადმოვიდა პირველად და მის მერე გადმოდის.

თუმცა ცეცხლი ტავისტავად და განყენებულად არაფრის ჭეშმარიტებას არ ადასტურებს, ცეცხლს ანტიქრისტეც გადმოიყვანს რომ მოვა ასე წერია... სად წერია ზუსტად არ მახსოვს მაგრამ წერია...

მანდ იყო მცდელობები სხვა კოფესიების ხელში რომ გადმოსულიყო მაგრამ არ გადმოვიდა...

ქრისტემ ტქვა რომ სასწაულის გამო ნურაფერს ირწმუნებთო...


ადამიანს შეუძლია ,,მეცნიერული ახსნა" მოუძებნოს ნებისმიერ ფაქტს. ეს ცეცხლი რომ გადმოვიდეს ნახევარი საათი გაჩერდეს მერე წყლად გადაიქცეს და ისევ ცაში დაბრუნდეს... დარწმუნებული იყავით რომ მეცნიერულ ახსნას მალე მოუძებნიან ამა ქვეყნის ჰიპოთეტატორ თეორეტიკოსები...

ნაღდი მართმადიდებლები მანდ ცეცხლის როგორც სასწაულის სანახავად არ დადიან, არამედ უფალთან უფრო ახლოს მისასვლელად, მადლტან შესახებად...

ჩემი აზრით რა თქმა უნდა






პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 1 2010, 05:26 PM

ციტატა
ეს ცეცხლი მანდ თუ არ ვცდები მეოთხე საუკუნეში გადმოვიდა პირველად და მის მერე გადმოდის.


არა პირველად ცეცხლი მაცხოვრის აღდგომისას გადმოვიდამ და ის იყო უძLიერესი ატომურ აფეთქებაზე დიდი ნათება და ცეცხლი იყო თუმცა სუდარა არ დაწვა, უბრალოდ დიდი ნათებისგამო გადავიდა და აღიბეჭედა სხეული ზედ.

შემდეგ კი იერუსალიმი, რომ აიღეს და ა.შ ომებისას საფლავზე მიწა მოაყარეს და მოკლედ დარბიეს იაქაურობა შემდეგ მეოთხე საუკუნეში, დედოფალმა გაწმენდინა და მოაწესრიგა იქაურობა, ღვთისმსახურებისას ზეთI შემოაკლდათ კანდელზე და აღდგომის შემდეგ მაშინ გადმოვიდა ცეცხლი

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 1 2010, 06:33 PM

აკაკი

ციტატა
არა პირველად ცეცხლი მაცხოვრის აღდგომისას გადმოვიდამ და ის იყო უძLიერესი ატომურ აფეთქებაზე დიდი ნათება და ცეცხლი იყო თუმცა სუდარა არ დაწვა, უბრალოდ დიდი ნათებისგამო გადავიდა და აღიბეჭედა სხეული ზედ.



წყარო? საიდან გაიგეთ ეს ინფორმაცია? smile.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: May 1 2010, 07:28 PM

neo
გეთანხმები ნეო. smile.gif

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 1 2010, 07:37 PM

ციტატა
ცეცხლს ანტიქრისტეც გადმოიყვანს რომ მოვა ასე წერია..

კი წერია ,,იოანეს გამოცხადებაში..
ამბობენ ბოლო ჟამს ეს ცეცხლი არ გადმოვა ..
.მე კი ის უფრო მადარდებს აქამდე რომ ამ ცეცხლზე არავითარი ინფორმაცია არ იყო..

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 1 2010, 10:13 PM

Believer

წავიკითხე.. ინტერნეტშიც იქნება ალბათ smile.gif და კიდევ სიუჭეტია მომზადებული... იტალიელები ტურინის სუდარის გამოკვლევები, რომ ჩაატერეს ის ადამიანები ამტკიცებენ smile.gif

და ეს სიმართლეა smile.gif

მაცხოვრის აღდგომა ცეცხლოვანი იყო და პირველად მაშნ გადმოვიდა, ეს მოციქულთა და წმ. მამათა გადმოცემაა

http://children.wanex.net/sarcmunoeba/gvtaebrivi_cecxli.htm
http://www.ambebi.ge/politika/18659-mackhovris-saflavze-ghvthaebrivi-ceckhli-gadmovida.html

იმ გამსკდარ სვეტზე რას იტყვით?

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: May 2 2010, 02:21 PM

ციტატა(Believer @ May 1 2010, 05:58 PM) *

აქ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ამ სასწაულში მხოლოდ მართლმადიდებლები არ მონაწილეობენ, სომხებიც ჩართულნი არიან პროცესში და ისრაელის მთავრობაც.
ვინც ყოფილა ამ სასწაულის მომსწრე იერუსალიმში, ნახავდით რომ იქ უამრავი ტურისტი (არამართლმადიდებლებიც) ჩადის ამ სასწაულის სანახავად, ტელევიზიებიდანაც ვხედავთ რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩადიან ტურისტები, ეს ისრაელისთვის რა თქმა უნდა მომგებიანია, ასევე ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც საეკლესიო მაღაზიები აქვთ და ძალიან ძვირად ყიდიან ხატებს, ჯვრებს, და ა.შ.


თუ კომერციული მიზნით ეწყობა ბლეფი, მაშინ მითუმეტეს არ გაჩუმდებოდა ხალხი.
მერე რა, რომ რამოდენიმე კონფესიის წარმომადგენლები არიან იქ, სამაგიოროდ ასი იმდენი არ არიან, რომლებიც აუცილებლად გააკეთებდნენ მინიმუმ რაიმე რეპორტაჟებს ამ "ბლეფის" შესახებ.

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 23 2010, 02:04 PM

აბე

საკამათო საკითხია რა...

მე არც ვუარყოფ და არც უპირობოდ მჯერა ამ სასწაულის...



პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: May 23 2010, 02:12 PM

ვისაც გვჯერა გაგვატარეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 23 2010, 02:34 PM

ციტატა(Believer @ May 23 2010, 02:04 PM) *

აბე

საკამათო საკითხია რა...

მე არც ვუარყოფ და არც უპირობოდ მჯერა ამ სასწაულის...

პრინციპში მეც ეგეთი დამოკიდებულება მაქვს, მართალია ბოლო დროს ვიხრები უფრო სასწაულისკენ...თუმცა საინტერესოა ამ საკითხის განხილვა სრულ ისტორიულ კონტექსტში ყველა არგუმენტაციის მოშველიებით: როგორც მოწინააღმდეგეთა, ისე მომხრეთა არგუმენტაციისა.

პ.ს.
ზოგადად ამ სასწაულით არ დგინდება მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება, ისევე როგორც მისი არასასწაულებრივი ახსნით - არ კნინდება ჩვენი მრწამსი.

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 23 2010, 03:19 PM

ციტატა(Believer @ May 1 2010, 04:35 PM) *

უჩა
კი, მართლმადიდებელი ვარ smile.gif

კათოლიკეებიც პასუხობენ...მართლმადიდებლები ვართო...ისევე როგორც იეღოველები-ქრისტიანები ვართო

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 23 2010, 03:23 PM

kinoteli

ციტატა
კათოლიკეებიც პასუხობენ...მართლმადიდებლები ვართო...ისევე როგორც იეღოველები-ქრისტიანები ვართო




სად ნახულობ ასეთ შეშლილებს?

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 23 2010, 03:25 PM

ამ სამყაროში ამხანაგო

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: May 23 2010, 03:29 PM

ციტატა
კათოლიკეებიც პასუხობენ...მართლმადიდებლები ვართო...ისევე როგორც იეღოველები-ქრისტიანები ვართო

+1 biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 23 2010, 03:32 PM

ციტატა(llaasshhaa @ May 23 2010, 03:29 PM) *

+1 biggrin.gif

მე ეგრე შემიტყუეს ერთხელ სექტანტებმა თავის შეკრებაზე biggrin.gif მართლმადიდებლები ვართო laugh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 23 2010, 09:19 PM

კანუდოსელი

ციტატა
პრინციპში მეც ეგეთი დამოკიდებულება მაქვს, მართალია ბოლო დროს ვიხრები უფრო სასწაულისკენ...თუმცა საინტერესოა ამ საკითხის განხილვა სრულ ისტორიულ კონტექსტში ყველა არგუმენტაციის მოშველიებით: როგორც მოწინააღმდეგეთა, ისე მომხრეთა არგუმენტაციისა.



რა გეეჭვება ზაზა?> ცეცხლი, რომ ნამდვილად გადმოდის, თუ გადმოდინება, რომ არ უნდა აღვიქვად სასწაულად თუ რა ვქნათ ვეღარ გავიგე.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: May 23 2010, 09:24 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 23 2010, 09:19 PM) *

კანუდოსელი
რა გეეჭვება ზაზა?>

მგონი, ცეცხლის ღვთაებრიობას უნდა აყენებდეს ეჭვის ქვეშ...
ნუ როგორც წესი სწორედ ეს ხდება ეჭვის სამიზნე huh.gif

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: May 23 2010, 09:29 PM

არა რა არ ისვენებს ეს კაცი biggrin.gif biggrin.gif გადმოდის ღვთაებრივი ცეცხლი.. ეს არის დიდი სასწარული და წყალობა უფლისა.... ეს ცეცხლი კი მართლმადიდებლების ხელში გადმოდის და რამდენიც უნდათ იმდენი ი ტ ლ ი კ ი ნ ო ნ ..... სხვებმა და რაც უნდათ ის თქვან.................. ვააააააააააააააა

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 23 2010, 09:33 PM

ციტატა
მე ეგრე შემიტყუეს ერთხელ სექტანტებმა თავის შეკრებაზე მართლმადიდებლები ვართო

biggrin.gif

პ.ს. თემას რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ამ აზრს ვემხრობი
ციტატა
ზოგადად ამ სასწაულით არ დგინდება მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება, ისევე როგორც მისი არასასწაულებრივი ახსნით - არ კნინდება ჩვენი მრწამსი.


მაგრამ ჩემს გონებას სიამოვნებს ცეცხლის გარდამოსვლის სასწაული rolleyes.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 23 2010, 10:16 PM

მხევალი ნინო
ნონა
პრინციპში ეჭვი არ ჰქვია...პირიქით, უფრო იმისკენ ვიხრები რომ მართლა სასწაული ხდება, თუმცა არ ვარ დარწმუნებულითქო ეს ვთქვი, რადგან არის უამრავი ადამიანი მატ შორის სერიოზული თეოლოგები, ვინც ეჭვით უყრებენ მას და არიან ისინი ვინც ღვთაებრიობას აღიარებენ...

მოკლედ მე პირადად არ ვაფანატებ არცერთ ვარიანტზე რადგან სრულიად მართლმადიდებლობაში ამ ცეცხლისადმი დამოკიდებულება ორგვარია

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 24 2010, 12:24 AM

თუ ნებას მომცემთ, რუსულ ტექსტს დავდებ ამ საკითხთან დაკავშირებით smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 24 2010, 12:27 AM

Believer
translate.google-თ თარგმნე ენა არ მატეხინო რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 24 2010, 12:34 AM

ციტატა(Believer @ May 24 2010, 12:24 AM) *

თუ ნებას მომცემთ, რუსულ ტექსტს დავდებ ამ საკითხთან დაკავშირებით smile.gif


რა ნების მოცემა გინდა, დადე, ოღონდ, რამე მკრეხელური არ გაჩითო.

საინტერესოა.

პოსტის ავტორი: athos თარიღი: May 24 2010, 12:40 AM

terra

ციტატა
რამე მკრეხელური არ გაჩითო.საინტერესოა.

უსპენსკის სტატიას დადებს biggrin.gif
(მეტი არაფერი აქვთ და...)

Believer
აჰა, მაგის საწინააღმდეგო სტატიები:
http://www.pravoslavie.ru/put/080426153810.htm
http://www.pravoslavie.ru/guest/080426144233.htm
http://www.pravoslavie.ru/guest/080426144024.htm

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 24 2010, 01:04 AM

იერუსალიმის წმ. ცეცხლი, როგორც მართლმადიდებელ ფუნდამენტალისტთა მთავარი არგუმენტი სხვა ქრისტიანული ეკლესიების მადლმოსილების წინააღმდეგ


იერუსალიმის ამჟამინდელი პატრიარქი თეოფილე წმ. ცეცხლის შესახებ



“ქრისტიანები ახლა ნივთიერ ცეცხლს ეძებენ წმ. საფლავზე, თითქოს უკმაყოფილონი არიან იმ
ღვთაებრივი ნათლით, რომელიც ასე უხვად არის გადმოღვრილი წმ. წერილში”.

ნიკოლოზ უსპენსკი




როდესაც ამ რამდენიმე წლის წინ ჟურნალში “არჩევანი” (#1, 2006) დაიბეჭდა ცნობილი მართლმადიდებელი ლიტურგისტისა და ეკლესიის ისტორიკოსის, ნიკოლოზ უსპენსკის მიერ 1949 წელს ლენინგრადის სასულიერო აკადემიის სააქტო დარბაზში წაკითხული მოხსენების ქართული თარგმანი იერუსალიმის ზეციური ცეცხლის წარმოშობის შესახებ, მართლმადიდებლური სიწმინდის “დამცველთა” მხრიდან ატყდა სავსებით მოსალოდნელი აჟიოტაჟი ე. წ. “ეკლესიის მტრებისა” და “მკრეხელების” შესახებ.
მოხსენებაში ავტორი ისტორიული და საღვთისმეტყველო პერსპექტივიდან საკმაოდ კომპეტენტურად მსჯელობს ამ მოვლენის შესახებ. იგი მიუთითებს, რომ ძველ ისტორიულ წყაროებში არაფერია ნათქვამი ამ “სასწაულის” შესახებ, არც მსოფლიო ეკლესიის ხმა და არც რომელიმე ადგილობრივი კრების დადგენილება ახსენებს ამ “სასწაულს”. არც წმ. მამათა ნაშრომები იცნობს წმ. ცეცხლის ტრადიციას. ამის შესახებ დუმს თვით წმ. კირილე იერუსალიმელიც (მაშინ როცა წმ. კირილეს ხშირად უხდებოდა ზუსტად იმ ტაძარში ქადაგებების წარმოთქმა, სადაც დღეს ეს ცეცხლი “გადმოდის”).
არ ვაპირებთ ამ მოხსენების მთლიანი შინაარსის გადმოცემას, დაინტერესებულ
მკითხველს ვურჩევთ თავად გაეცნოს მას, სადაც ავტორი აგრეთვე ამ “სასწაულის” წარმოშობის საინტერესო მიზეზებზეც მიუთითებს. აქ მხოლოდ ერთ პასაჟს მოვიხმობთ ნაშრომის ბოლო ნაწილიდან, რომელიც უშუალო
კავშირშია ქვემოთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნაწყვეტებთან: “...რა დამოკიდებულება აქვთ პალესტინელ იერარქებსა და თვით იერუსალიმის პატრიარქს? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ ვპოულობთ ზემოთხსენებულ ეპისკოპოს
პორფირის დღიურში. მას მოჰყავს საუბარი ფილადელფიის ეპისკოპოს დიონისესთან (მოგვიანებით ბეთლემის მიტროპოლიტი), რომელშიც ეს უკანასკნელი ჰყვება წმ. ცეცხლის ანთების მეთოდზე. ეპისკოპოსი პორფირი წერს: “ყვებოდა რა ამას, მიტროპოლიტმა აღიარა, რომ ერთი მხოლოდ ღმერთისგან შეიძლება ველოდოთ ამ სათნო ტყუილის შეწყვეტას. მისთვის ცნობილი მეთოდებითა და გზებით უფალი თავად შეაგონებს და დაამშვიდებს აღტყინებულ ხალხს, რომელსაც ახლა დიდი შაბათის ცეცხლის სასწაულებრიობის სჯერა. ჩვენთვის შეუძლებელია ადამიანთა გონებებში ამ გადატრიალების მოხდენის დაწყებაც კი, რადგან ამის გამო მაცხოვრის საფლავთან ნაკუწებად გვაქცევენ”. ნათელია, რომ ოდესღაც არ მიეცა ხალხს
დროული და ენერგიული ახსნა-განმარტება წმ. ცეცხლის ტრადიციის ჭეშმარიტი მნიშვნელობის შესახებ. შემდგომში კი უკვე ვეღარ შეძლეს ამის გაკეთება ბნელი მასების ფანატიზმის მიერ სულ უფრო ზრდადი ობიექტური პირობების გამო. მათ ისღა დარჩენიათ აღასრულონ ეს წესი და დადუმდნენ, ანუგეშებენ რა
საკუთარ თავს იმით, რომ ღმერთი “მისთვის ცნობილი მეთოდებითა და გზებით თავად შეაგონებს და დაამშვიდებს ხალხს”
(ნ. უსპენსკი. წმ. ცეცხლი // არჩევანი#1, 2006, გვ. 38).

როგორც ჩანს, ამგვარი “გადატრიალება” იერუსალიმის ამჟამინდელმა პატრიარქმა თეოფილე III-მ (იანოპულოსი) დაიწყო, რომელიც იერუსალიმის ეკლესიას 2005 წლიდან მეთაურობს. რუსეთის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრის დროს პატრიარქმა თეოფილემ ამ მოვლენის (ჩვეულების, ადათ-წესის) შესახებ აღნიშნა, რომ იგი მხოლოდ გახსენებას (რეპრეზენტაციას) და უბრალო რიტუალს წარმოადგენს და არა ზეციდან სასწაულებრივად გარდამოვლენილ ცეცხლს. ამის გამო ჯერ-ჯერობით იგი არავის უქცევია “ნაკუწებად”. (თუმცა, როგორც ჩანს, იერუსალიმში ჩასული რუსული დელეგაციის ზოგიერთ წევრს ნამდვილად
გაუჩნდა ამის სურვილი, იხ. ქვემოთ).

ამ მოვლენის საღვთისმეტყველო ანალიზსა და ისტორიულ ძიებებს თავი რომ დავანებოთ, რომლის შედეგადაც ამ სასწაულის ხელოვნურობა თუ სრული აბსურდულობა ვლინდება, იგი (ეს ფსევდოსასწაული), არც მეტი არც ნაკლები, საშიშია ასევე ქვეყანაში კონსტიტუტუციით გათვალისწინებული რელიგიის თავისუფლების პრინციპის დაცულობის თვალსაზრისითაც (აქვე მოკლედ ავღნიშნავთ, რომ ეს დემოკრატიული ნორმა სრულ შესაბამისობაშია სახარებისეულ სულთან), რადგან ამ ცრუ-რწმენის პოპულარიზაცია და პროპაგანდა (რასაც საკმაოდ ხშირად ასევე მაღალი რანგის პოლიტიკოსები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც ეწევიან) მოქალაქეთა შეგნებაში სხვა ქრისტიანული ეკლესიებისადმი უნდობლობის ჩამოყალიბებას, ასევე პირდაპირ და ირიბად შუღლისა და შეუწყნარებლობის გაღვივებას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, რელიგიური შეხედულებების პროპაგანდის ნებისმიერი ფორმა სახელმწიფო მოხელის მხრიდან თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით დაუშვებელია დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობით. აღფრთოვანებას იწვევს იერუსალიმის ამჟამინდელი პატრიარქის მხრიდან ასეთი თამამი განცხადების გაკეთება, რადგან ეს “სასწაული” არა მხოლოდ უზარმაზარი პრესტიჟის მომტანი იყო იერუსალიმის საპატრიარქოსთვის, არამედ არცთუ ისე უმნიშვნელო მატერიალური შემოსავალის წყაროც: ასეთი სასწაულებრივი მოვლენის წყალობით (რასაკვირველია, პირველ რიგში, ამ ადგილების სიწმინდის გამო, მაგრამ ამ “მეტაფიზიკურ” მოვლენასაც არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა მასების შეგნებაში) უამრავ ცნობისმოყვარე
ტურისტს ამ ადგილებში მოგზაურობის სურვილი უჩნდებოდა წლის ნებისმიერ მონაკვეთში.
გარდა ამისა, თითოეული ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის “მორწმუნე ბიზნესმენებისთვისაც” მნიშვნელოვანი ეკონომიკური დარტყმა აღმოჩნდება ეს “სიახლე”, რადგან როგორც კარგად არის ცნობილი, საეკლესიო მაღაზიებსა და სხვა ადგილებში საკმაოდ წარმატებით (ჩვეულებრივ სანთლებზე ცოტა უფრო ძვირად) იყიდება ხსენებულ “წმ. ცეცხლზე” თავმომწვარი სანთლები...

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ქვემოთ გთავაზობთ იმავე ენაზე, რომელზეც ისინი გამოქვეყნდა (მიგვაჩნია, რომ რუსული ენა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, ამიტომ მეორადი ენით აღარ გადმოვცემთ ამ ნაწყვეტებს), შესაბამის მონაკვეთებს იმ სტატიებიდან თუ ოფიციალური მიმართვებიდან, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში გასულ წელს (ხაზგასმა ჩვენია).

დავით თინიკაშვილი

----------------------------------


პ.ს. რუსულ ტექსტსაც მალე დავდებ smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 24 2010, 01:20 AM


დიდი სირცხვილია ასეთი სტატიების დადება, არათუ გაზიარება და მიღება.
გამოდის, რომ პატრიარქები, პაგალოვნად აფერისტები ყოფილან.

სირცხვილია!!


პოსტის ავტორი: athos თარიღი: May 24 2010, 08:04 AM

ციტატა
იერუსალიმის წმ. ცეცხლი, როგორც მართლმადიდებელ ფუნდამენტალისტთა მთავარი არგუმენტი სხვა ქრისტიანული ეკლესიების მადლმოსილების წინააღმდეგიერუსალიმის ამჟამინდელი პატრიარქი თეოფილე წმ. ცეცხლის შესახებ“ქრისტიანები ახლა ნივთიერ ცეცხლს ეძებენ წმ. საფლავზე, თითქოს უკმაყოფილონი არიან იმღვთაებრივი ნათლით, რომელიც ასე უხვად არის გადმოღვრილი წმ. წერილში”.ნიკოლოზ უსპენსკიროდესაც ამ რამდენიმე წლის წინ ჟურნალში “არჩევანი” (#1, 2006) დაიბეჭდა ცნობილი მართლმადიდებელი ლიტურგისტისა და ეკლესიის ისტორიკოსის, ნიკოლოზ უსპენსკის მიერ 1949 წელს ლენინგრადის სასულიერო აკადემიის სააქტო დარბაზში წაკითხული მოხსენების ქართული თარგმანი იერუსალიმის ზეციური ცეცხლის წარმოშობის შესახებ, მართლმადიდებლური სიწმინდის “დამცველთა” მხრიდან ატყდა სავსებით მოსალოდნელი აჟიოტაჟი ე. წ. “ეკლესიის მტრებისა” და “მკრეხელების” შესახებ.მოხსენებაში ავტორი ისტორიული და საღვთისმეტყველო პერსპექტივიდან საკმაოდ კომპეტენტურად მსჯელობს ამ მოვლენის შესახებ. იგი მიუთითებს, რომ ძველ ისტორიულ წყაროებში არაფერია ნათქვამი ამ “სასწაულის” შესახებ, არც მსოფლიო ეკლესიის ხმა და არც რომელიმე ადგილობრივი კრების დადგენილება ახსენებს ამ “სასწაულს”. არც წმ. მამათა ნაშრომები იცნობს წმ. ცეცხლის ტრადიციას. ამის შესახებ დუმს თვით წმ. კირილე იერუსალიმელიც (მაშინ როცა წმ. კირილეს ხშირად უხდებოდა ზუსტად იმ ტაძარში ქადაგებების წარმოთქმა, სადაც დღეს ეს ცეცხლი “გადმოდის”).არ ვაპირებთ ამ მოხსენების მთლიანი შინაარსის გადმოცემას, დაინტერესებულმკითხველს ვურჩევთ თავად გაეცნოს მას, სადაც ავტორი აგრეთვე ამ “სასწაულის” წარმოშობის საინტერესო მიზეზებზეც მიუთითებს. აქ მხოლოდ ერთ პასაჟს მოვიხმობთ ნაშრომის ბოლო ნაწილიდან, რომელიც უშუალოკავშირშია ქვემოთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნაწყვეტებთან: “...რა დამოკიდებულება აქვთ პალესტინელ იერარქებსა და თვით იერუსალიმის პატრიარქს? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ ვპოულობთ ზემოთხსენებულ ეპისკოპოსპორფირის დღიურში. მას მოჰყავს საუბარი ფილადელფიის ეპისკოპოს დიონისესთან (მოგვიანებით ბეთლემის მიტროპოლიტი), რომელშიც ეს უკანასკნელი ჰყვება წმ. ცეცხლის ანთების მეთოდზე. ეპისკოპოსი პორფირი წერს: “ყვებოდა რა ამას, მიტროპოლიტმა აღიარა, რომ ერთი მხოლოდ ღმერთისგან შეიძლება ველოდოთ ამ სათნო ტყუილის შეწყვეტას. მისთვის ცნობილი მეთოდებითა და გზებით უფალი თავად შეაგონებს და დაამშვიდებს აღტყინებულ ხალხს, რომელსაც ახლა დიდი შაბათის ცეცხლის სასწაულებრიობის სჯერა. ჩვენთვის შეუძლებელია ადამიანთა გონებებში ამ გადატრიალების მოხდენის დაწყებაც კი, რადგან ამის გამო მაცხოვრის საფლავთან ნაკუწებად გვაქცევენ”. ნათელია, რომ ოდესღაც არ მიეცა ხალხსდროული და ენერგიული ახსნა-განმარტება წმ. ცეცხლის ტრადიციის ჭეშმარიტი მნიშვნელობის შესახებ. შემდგომში კი უკვე ვეღარ შეძლეს ამის გაკეთება ბნელი მასების ფანატიზმის მიერ სულ უფრო ზრდადი ობიექტური პირობების გამო. მათ ისღა დარჩენიათ აღასრულონ ეს წესი და დადუმდნენ, ანუგეშებენ რასაკუთარ თავს იმით, რომ ღმერთი “მისთვის ცნობილი მეთოდებითა და გზებით თავად შეაგონებს და დაამშვიდებს ხალხს” (ნ. უსპენსკი. წმ. ცეცხლი // არჩევანი#1, 2006, გვ. 38). როგორც ჩანს, ამგვარი “გადატრიალება” იერუსალიმის ამჟამინდელმა პატრიარქმა თეოფილე III-მ (იანოპულოსი) დაიწყო, რომელიც იერუსალიმის ეკლესიას 2005 წლიდან მეთაურობს. რუსეთის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრის დროს პატრიარქმა თეოფილემ ამ მოვლენის (ჩვეულების, ადათ-წესის) შესახებ აღნიშნა, რომ იგი მხოლოდ გახსენებას (რეპრეზენტაციას) და უბრალო რიტუალს წარმოადგენს და არა ზეციდან სასწაულებრივად გარდამოვლენილ ცეცხლს. ამის გამო ჯერ-ჯერობით იგი არავის უქცევია “ნაკუწებად”. (თუმცა, როგორც ჩანს, იერუსალიმში ჩასული რუსული დელეგაციის ზოგიერთ წევრს ნამდვილადგაუჩნდა ამის სურვილი, იხ. ქვემოთ). ამ მოვლენის საღვთისმეტყველო ანალიზსა და ისტორიულ ძიებებს თავი რომ დავანებოთ, რომლის შედეგადაც ამ სასწაულის ხელოვნურობა თუ სრული აბსურდულობა ვლინდება, იგი (ეს ფსევდოსასწაული), არც მეტი არც ნაკლები, საშიშია ასევე ქვეყანაში კონსტიტუტუციით გათვალისწინებული რელიგიის თავისუფლების პრინციპის დაცულობის თვალსაზრისითაც (აქვე მოკლედ ავღნიშნავთ, რომ ეს დემოკრატიული ნორმა სრულ შესაბამისობაშია სახარებისეულ სულთან), რადგან ამ ცრუ-რწმენის პოპულარიზაცია და პროპაგანდა (რასაც საკმაოდ ხშირად ასევე მაღალი რანგის პოლიტიკოსები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც ეწევიან) მოქალაქეთა შეგნებაში სხვა ქრისტიანული ეკლესიებისადმი უნდობლობის ჩამოყალიბებას, ასევე პირდაპირ და ირიბად შუღლისა და შეუწყნარებლობის გაღვივებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, რელიგიური შეხედულებების პროპაგანდის ნებისმიერი ფორმა სახელმწიფო მოხელის მხრიდან თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით დაუშვებელია დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობით. აღფრთოვანებას იწვევს იერუსალიმის ამჟამინდელი პატრიარქის მხრიდან ასეთი თამამი განცხადების გაკეთება, რადგან ეს “სასწაული” არა მხოლოდ უზარმაზარი პრესტიჟის მომტანი იყო იერუსალიმის საპატრიარქოსთვის, არამედ არცთუ ისე უმნიშვნელო მატერიალური შემოსავალის წყაროც: ასეთი სასწაულებრივი მოვლენის წყალობით (რასაკვირველია, პირველ რიგში, ამ ადგილების სიწმინდის გამო, მაგრამ ამ “მეტაფიზიკურ” მოვლენასაც არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა მასების შეგნებაში) უამრავ ცნობისმოყვარეტურისტს ამ ადგილებში მოგზაურობის სურვილი უჩნდებოდა წლის ნებისმიერ მონაკვეთში.გარდა ამისა, თითოეული ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის “მორწმუნე ბიზნესმენებისთვისაც” მნიშვნელოვანი ეკონომიკური დარტყმა აღმოჩნდება ეს “სიახლე”, რადგან როგორც კარგად არის ცნობილი, საეკლესიო მაღაზიებსა და სხვა ადგილებში საკმაოდ წარმატებით (ჩვეულებრივ სანთლებზე ცოტა უფრო ძვირად) იყიდება ხსენებულ “წმ. ცეცხლზე” თავმომწვარი სანთლები... ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ქვემოთ გთავაზობთ იმავე ენაზე, რომელზეც ისინი გამოქვეყნდა (მიგვაჩნია, რომ რუსული ენა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, ამიტომ მეორადი ენით აღარ გადმოვცემთ ამ ნაწყვეტებს), შესაბამის მონაკვეთებს იმ სტატიებიდან თუ ოფიციალური მიმართვებიდან, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში გასულ წელს (ხაზგასმა ჩვენია).დავით

თინიკაშვილი----------------------------------პ.ს. რუსულ ტექსტსაც მალე დავდებ


რამდენი ტყუილებია, ფაქტიურად სტატიის ავტორის მიერ აქვს ადგილი ფაქტების დამახინჯებას და საკუთარი ინტერესების შესაბამისად ინტერპრეტაციას.

აი რას ამბობს სინამდვილეში იერუსალიმის პატრიარქი, რომლის ერთი ციტატაც არ არის მოყვანილი ზემოთ აღნიშნულ ვითომდა ობიექტურ სტატიაში smile.gif :

იერუსალიმის პატრიარქის ნამდვილი ინტერვიუ, ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით
Интервью с Блаженнейшим Патриархом Иерусалимским Феофилом

26 апреля, в канун православной Пасхи, весь христианский мир, как и две тысячи лет назад, будет молиться о свершении величайшего чуда – схождении Благодатного огня. Более десятка тысяч человек, которым посчастливится находиться в этот момент в храме Гроба Господня в Иерусалиме, станут непосредственными свидетелями чуда. Кстати, по легенде, в год, когда огонь не сойдет, наступит конец света и храм будет разрушен.

Глава Иерусалимской Православной Церкви Блаженнейший Феофил, Патриарх Святого Града Иерусалима и всей Палестины отвечает на вопросы по поводу чуда схождения Благодатного огня.

– Ваше Блаженство, когда появились первые свидетельства схождения Благодатного огня?

– Первым свидетелем чудесного света во Гробе Господнем был апостол Петр. Как написано в Евангелии, после известия о Воскресении Спасителя, он прибежал ко Гробу и увидел внутри не только погребальные пелены, но и удивительный свет.

Божественный огонь снисходит каждый год именно накануне православной Пасхи в Великую субботу.

– Что-то изменилось в церемонии встречи Благодатного огня за последнее время?

– Это очень древняя церемония Иерусалимской Церкви. Благодатный огонь снисходит только здесь, на Гробе Господнем в Иерусалиме. Ничего не изменилось. После определенного ритуала во всем храме гасят огни. На середине ложа Живоносного Гроба ставится лампада, наполненная маслом, рядом кладутся 33 свечи – по числу лет земной жизни Иисуса Христа. Внутри остаются православный патриарх и представитель Армянской Церкви. Вход в часовню запечатывается большим куском воска.

– Известно о давних спорах между Иерусалимским и Армянским патриархатами. Несколько лет назад Армянский патриарх Иерусалима Торком Манугян обратился с иском в Высший суд справедливости: он требовал предоставления ему возможности вместе с Иерусалимским патриархом зажигать свою лампаду непосредственно от священного огня.

– Не только армяне, все другие христианские общины – копты и сирийцы – хотели бы участвовать в этом богослужении. Но молиться на Гробе Господнем может только православный патриарх Иерусалимский, только по его молитвам снисходит Благодатный огонь.

– Многие сомневаются и не верят в чудо. Возможен ли подлог?

Всем воздастся по вере! Что же касается сомнений, то они могут вызвать лишь улыбку.

– Почему, разве это исключено?

Желающих развенчать «миф» было множество. Но за сотни лет это еще никому не удалось. Земля, на которой находится храм, принадлежит турецкой семье, ключарь храма – мусульманин. Крестный ход на Пасху вокруг часовни над Гробом Господним проходит в сопровождении кавасов – турок. С патриарха и представителя Армянской Церкви снимают священническое облачение и осматривают. А часовню тщательно обыскивают израильские полицейские и мусульмане – нет ли где источника огня? Кроме того, представитель армян следит за всеми действиями и всегда готов вмешаться.

– Вы один из немногих реальных свидетелей величайшего чуда. С чем это можно сравнить?

– Этот опыт аналогичен тому, что происходит, когда человек получает причастие. И при принятии святых Христовых таин, и во время схождения Благодатного огня Господь входит в тебя.

– Что лично Вы испытывали в тот момент?

– Есть такие переживания, которые невозможно передать словами.

http://www.pravoslavie.ru/guest/080426144233.htm

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 24 2010, 08:22 AM

კანუდოსელი

ციტატა
რადგან არის უამრავი ადამიანი მატ შორის სერიოზული თეოლოგები, ვინც ეჭვით უყრებენ მას და არიან ისინი ვინც ღვთაებრიობას აღიარებენ...



რატომ? ფიზიკის კანონებს ემორცილება ცეცხლის გარდამოსვლა, პატრიარქები ერთმანეთს ასწავლიდნენ ფოკუსებს ასანტი როგორ შეეტანათ, თუ სასწაულები არ ხდება ამქვეყნად?

რომელი საუკუნის თეოლოგები? ადრე როგორი დამოკიდებულება იყო ?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 24 2010, 08:29 AM

მხევალი ნინო
believerma რა დადო ეგ ნახე sad.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 24 2010, 08:35 AM

ikanosi

ციტატა
believerma რა დადო ეგ ნახე



ათომა რა უპასუხა ნახე? biggrin.gif

ანუ, ფოკუსებს უკვე მრავალი საუკუნეა მიყვებიან და ანდერძით რთი მეორეს გადასცემს. ცხადია, ყველა სასწაული ტყუილია ;D სად შეუძლია ღმერთს სასწაულები, დაბერდა biggrin.gif

საქმე ამ კონკრეტულ სასწაულში კი არაა კანუდოს, არამე, ზოგადად დამოკიდებულებაში. 4 წელია ამ ფორუმზე ხარ, მითხარი ერთი თემა , ერთი პოსტი მაინც, რომელიც რაღაცანირად რომელიმე სასწაულს მაინც იცავდა. ეს მეორე უკიდურესობაა, იმის საწინააღმდეგო, ფანჯარაზე დაცემული მზის სხვისი, რომ ანგელოზად ელანდებათ ხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: May 24 2010, 08:45 AM

ikanosi

ციტატა
believerma რა დადო ეგ ნახე

როგორც ჩანს რუსული არ იცი smile.gif

ბელივერმა რაც დადო დიდი ობიექტურობით არ გამოირჩევა. არ უთქვამს იერუსალიმის პატრიარქს ასე, მე რა ინტერვიუც დავდე იქ ცხადად ამბობს რომ ცეცხლის გადმოსვლა სასწაულია.

smile.gif



პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 24 2010, 09:08 AM

athos
[

ციტატა
როგორც ჩანს რუსული არ იცი

მე მგონი არც გუჯამ იცის, რადგან პატრიარქი პირველი წინადადებიდან ბოლომდე, იცავს ამ სასწაულს biggrin.gif



ვინმე დასწრებია თუ არა ამ სასწაულს?

მე როგორც გამიგია ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის დროს, არა მხოლოდ ერთ სანთელზეა ცეცხლი, მთელს ტაძარში ხდება სასწაული. გარდა ამისა, ცეცხლის ბუნება თავიდან განსხვავებულია. ცივია და არ წვავს. კიდევ გავიმეორებ, ცივიაო ამბობენ და არ წვავსო.

ერთხელ ერთმა რუსმა ბიჭმა გადაწყვიტა ამ სასაულის საწინააღდეგო ცდები და მახსოვს ცეცხლზე ატარებდა ხელს, აი არ მწვავსო biggrin.gif ცივიაო ტქო ვამბობ. ყოველ შემთხვევაში ასე გამიგია. ტაძარშიც რაღაც ცვლილებებია ამდ როს, უშუალოდ ცეცხლი არ გადმოდის თვითონ ტაძარში, მაგრამ ლურჯი ფერის ნატებააო, თუ ალიო. ზუსტად არ მახსოვს და სისულელე და სალაპარაკო რომ არ გავხადო ჩემი პოსტი, მოკლედ ვიტყვი, ტაძარიც რაღაც ხდება ამ დროს.


საქმე რაშია იცით? გაუთავებლად სასწაულების უარყოფით, ყველაფერის უარყოფამდე მივალთ. სასწაული ხდება ამქვეყნად და რიი დამტკიცება გსურთ ამის უარყოფით ვერ ვხდები. მართლა ვერა.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: May 24 2010, 10:48 AM

ციტატა
მე როგორც გამიგია ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის დროს, არა მხოლოდ ერთ სანთელზეა ცეცხლი, მთელს ტაძარში ხდება სასწაული. გარდა ამისა, ცეცხლის ბუნება თავიდან განსხვავებულია. ცივია და არ წვავს. კიდევ გავიმეორებ, ცივიაო ამბობენ და არ წვავსო.

+1

არაერთი შემთხვევა მომხდარა,როდესაც იმ დროს ტაძარში მდგომი ადამიანის ხელში თავისით ანთებულა სანთელი. ერთმა მონაზონმა,როდესაც გაიგო ცეცხლი გარდამოვიდაო,სიხარულით სანთელი ზეცაში აისროლა,როცა სანთელი უკან ჩამოვარდა,მას უკვე ღვთაებრივი ცეცხლი ჰქოდა წაკიდებული... ასეა ბატონებო,გინდ დაიჯერეთ,გინდ არა a075.gif

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 24 2010, 10:51 AM

ციტატა(სოფი @ May 24 2010, 10:48 AM) *

+1

არაერთი შემთხვევა მომხდარა,როდესაც იმ დროს ტაძარში მდგომი ადამიანის ხელში თავისით ანთებულა სანთელი. ერთმა მონაზონმა,როდესაც გაიგო ცეცხლი გარდამოვიდაო,სიხარულით სანთელი ზეცაში აისროლა,როცა სანთელი უკან ჩამოვარდა,მას უკვე ღვთაებრივი ცეცხლი ჰქოდა წაკიდებული... ასეა ბატონებო,გინდ დაიჯერეთ,გინდ არა a075.gif

არ გეწყინოს.....ზეცაში კი არა მაღლა....არ გეწყინოს კაი?....შეგიძლია შეასწორო

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: May 24 2010, 11:01 AM

kinoteli

არა,რა უნდა მეწყინოს,მაგრამ გამაკვირვე... შენ არ გაგიგია ეგეთი გამოთქმა თუნდაც,მაღლა ანუ ზეცაში ავიხედე,ანუ მაგ გაგებით ვიგულისხმეsmile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 24 2010, 02:29 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 24 2010, 08:22 AM) *

კანუდოსელი
რატომ? ფიზიკის კანონებს ემორცილება ცეცხლის გარდამოსვლა, პატრიარქები ერთმანეთს ასწავლიდნენ ფოკუსებს ასანტი როგორ შეეტანათ, თუ სასწაულები არ ხდება ამქვეყნად?

რომელი საუკუნის თეოლოგები? ადრე როგორი დამოკიდებულება იყო ?


არა...არაფერ კონკრეტიკაზე მე არ ვსაუბრობ

მე ვთქვი, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში ამ ცეცხლისადმი არაერთგვარვანი დამოკიდებულებაა დღესაც და ადამიანებს აქვთ სრული უფლება ეჭვის თვალითაც უყურონ, როდესაც მაღალი იერარქებიც არ ერიდებიან ამ ეჭვის გამოთქმას. საჭიროა ამ საკითხის გამოკვლევა ყველა მხრიდან.

მე მაგალითად უსპენსკის ნააზრევი ერთერთ სერიოზულ არგუმენტად მიმაჩნია, თუმცა იქაც არის ე.წ. ბრეშები, რადგან ამავე დროს ვთვლი, რომ სასწაულის ერთერთი ნიშანი ისაა, რომ სომხები მის თაობაზე დუმან - ეს პოზიტიურია და ძლიერი არგუმენტი. იქ რამე ისეთი რომ იყოს, არ მგონია სომხებმა ეს ხელზე არ დაიხვიონ

ასევე, მართალია არაა თეორიულად, აკადემიურად განსახილველი არგუმენტი, მაგრამ ფაქტობრივ მასალაში ასევე ფასეულია ისეთი ავტოიტეტის ინფორმაცია, როგორიც კალისტოს უეარია, რომელიც გადმოსცემს მის საუბარს პატრიარქთან და ამბობს, რომ პატრიარქი, მისი პირველი მსახურებისას ელოდებოდა რომ ვიღაც ჩუმად გადააწვდიდა მას სანთებელას, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მოხდაო.

მე პირადად ფიზიკური "ახსნები" რაც არაერთი დაიდო ბერძნულ სამყაროში ღიმილს მგვრის, რადგან ... ნუ მეზარება ახსნა...biggrin.gif არაა არგუმენტირებული მოკლედ რაა...

ასეთია ჩემი პოზიცია: მე იქ არ ვყოფილვარ, თუმცა მგონია რომ სასწაულს ადგილი აქვს - მაგრამ ამას არ ვაფანატებ, როგორც "ვაფანატებ" იესოს აღდგომას მაგალითად, თუმცა იქაც არ ვყოფილვარ biggrin.gif

მე მგონია რომ ერთის მხრივ საჩიროა ამ სასწაულისადმი ინტერესი აკადემიური სასულიერო წრეებიდან (არა აკადემიურიდან ზედმეტიცაა ინტერესი), თუმცა ისიც მესმის რომ ასეთი ინტერესის არქონა მართლმადიდებლობის აღმსარებლობის ჯანმრთელობაზე მიუთითებს - ჩვენ თუნდაც ჭეშმარიტ სასწაულსაც არ ვიმოწმებთ, რადგან უფრო დიდი სასწაული გვაქვს - ქრისტეს აღდგომა.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 24 2010, 02:50 PM

კანუდოსელი

ციტატა
რადგან უფრო დიდი სასწაული გვაქვს - ქრისტეს აღდგომა.


ზაზა, ჩვენ არც კი გვიფიქრია ამ ორი სასწაულის არათუ შედარება, გვერდით დაყენებაც კი.

ციტატა
მე იქ არ ვყოფილვარ, თუმცა მგონია რომ სასწაულს ადგილი აქვს - მაგრამ ამას არ ვაფანატებ,


არ ვიცი როგორ დაგარწმუნო, მაგრამ არ მგონია ვინმე ამას აფანატებდეს, მაგრამ ეს სასწაული ასე ვტქვათ ნუგეშივითაა, რაღაც სიხარულის მომგვრელიცაა. არსებობს ეს სასწაული ზაზა, მოგვცა უფალმა და არტომ ვთქვათ უარი.

არასოდეს მინახია, მაგრამ ის რომ ეს სასწაული არსებობს, ამის გაფიქრება აღდგომის წინ რაღაც სიხარულის მომგვრელია. რომ არ არსებობსდეს, არც ამის გარეშე მოვკვდებოდით, მაგრამ მოგვცა უფალმა და რატომ შევხედოთ ყველაფერს სკეპტიკურად? არ მესმის. მოგვცა, მადლობთ. მეტი არაფერი.


10 წლის უკან სულაც არ ვიცოდი ამ სასწაულის არსებობა, მაგრამ ქრისტიანიც ვიყავი და მაის გარეშეც მიყვარდა ქრისტე.

პოსტის ავტორი: iakob7 თარიღი: May 24 2010, 03:30 PM

რაღაც სასწაულებზე წავიდა საუბარი და ბევრი ისეთი ხდება რო არ დაიჯერო არ შეიძლება.მე მჯერა რომ ცეცხლი ნამდვილად ღვთიურია. თან სანამ ცეცხლი გადმოვა ლურჯი ნათებებია ტაძარში.ეს ნათება ყოველთვის ხდება და რამდენიმე წამის წინ ხდება ცეცხლის გარდამოსვლამდე.ანუ იმის მანიშნებელია რომ წამიწამზე ცეცხლი გადმოვა.
BELIEVER_ის ზემოთ დადებული ვიდეო კიდე რომელიც ცეცხლის გარდამოსვლის უარყოფას ამტკიცებს თითქოს.სრული აფსურდია.მეცნიერები ყველა სასწაულის ახსნას ისე დაიწყებენ რო....არ ღირს მაგაზე საუბარი. უამრავი ფიზიკისკანონი და მოვლენაა რომლებიც ხალხს სასწაულები გონია მარა ისისნი ჩვეულებრივი მოვლენებია. ხოლო ცეცხლის გადმოსვლა იერუსალიმში ნამდვილი სასწაულია. რომელი მეცნიერი ახსნის ეხლა იმ სასწაულებს რომლებიც აღესრულება. მაგალითად აი ეს: ამაზე იტყვით არააო სასწაული და მზის ნათებააო? აი უყურეთ ბილომდე.ანგელოზების გამოცხადებაა ტაძარში. და კარგათ მოუსმინეთ კიდე იქ მყოფი ხალხის ლაპარაკს.ეს ნამდვილი სასწაულია.ანგელოზები
http://www.myvideo.ge/?video_id=169430

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 24 2010, 04:11 PM

ციტატა(iakob7 @ May 24 2010, 03:30 PM) *

თან სანამ ცეცხლი გადმოვა ლურჯი ნათებებია ტაძარში


ამ ნათებებს ბევრი აღნიშნავს...კი, ჩემი მეგობრის მონაყოლიდანაც ვიცი, თან ნამეტანი სკეპტიკოსია და თმაზე მოტარების ეშინოდა - დამწვავსო biggrin.gif მაგრამ გაბედა, როცა ძმამ მოისვა თმებზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 24 2010, 04:28 PM


iakob7

არ ვიცი რა მოვლენაა ეს, მაგრამ, ძალიან, ძალიან შთამბეჭდავია.



ციტატა(კანუდოსელი @ May 24 2010, 04:11 PM) *

ამ ნათებებს ბევრი აღნიშნავს..


და არა მარტო აღდგომის წინა დღეს.
მთელი წლის მანძილზეა ეს გამონათებები, რაღაც ინტერვალებით.

არის ამაზე დაკვირვებები და ფაქტები.


პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: May 24 2010, 04:45 PM

ციტატა(iakob7 @ May 24 2010, 02:30 PM) *

რაღაც სასწაულებზე წავიდა საუბარი და ბევრი ისეთი ხდება რო არ დაიჯერო არ შეიძლება.მე მჯერა რომ ცეცხლი ნამდვილად ღვთიურია. თან სანამ ცეცხლი გადმოვა ლურჯი ნათებებია ტაძარში.ეს ნათება ყოველთვის ხდება და რამდენიმე წამის წინ ხდება ცეცხლის გარდამოსვლამდე.ანუ იმის მანიშნებელია რომ წამიწამზე ცეცხლი გადმოვა.
BELIEVER_ის ზემოთ დადებული ვიდეო კიდე რომელიც ცეცხლის გარდამოსვლის უარყოფას ამტკიცებს თითქოს.სრული აფსურდია.მეცნიერები ყველა სასწაულის ახსნას ისე დაიწყებენ რო....არ ღირს მაგაზე საუბარი. უამრავი ფიზიკისკანონი და მოვლენაა რომლებიც ხალხს სასწაულები გონია მარა ისისნი ჩვეულებრივი მოვლენებია. ხოლო ცეცხლის გადმოსვლა იერუსალიმში ნამდვილი სასწაულია. რომელი მეცნიერი ახსნის ეხლა იმ სასწაულებს რომლებიც აღესრულება. მაგალითად აი ეს: ამაზე იტყვით არააო სასწაული და მზის ნათებააო? აი უყურეთ ბილომდე.ანგელოზების გამოცხადებაა ტაძარში. და კარგათ მოუსმინეთ კიდე იქ მყოფი ხალხის ლაპარაკს.ეს ნამდვილი სასწაულია.ანგელოზები
http://www.myvideo.ge/?video_id=169430

გადავირიეე!! რა ლამაზია და როგორ დალივლივებენ smile.gif ohmy.gif სამების ხატზე გამოსახულ წითელფრთიან ქერუბიმებს მივამსგავსე wub.gif

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: May 24 2010, 04:53 PM

სადაც კანუდოსელმა დაიჯერა მე კითხვები აღარ მიჩნდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: iakob7 თარიღი: May 24 2010, 07:47 PM

კანუდოსელი

ციტატა
ამ ნათებებს ბევრი აღნიშნავს...კი, ჩემი მეგობრის მონაყოლიდანაც ვიცი, თან ნამეტანი სკეპტიკოსია და თმაზე მოტარების ეშინოდა - დამწვავსო მაგრამ გაბედა, როცა ძმამ მოისვა თმებზე

biggrin.gif biggrin.gif

izi-bartki
ციტატა
გადავირიეე!! რა ლამაზია და როგორ დალივლივებენ სამების ხატზე გამოსახულ წითელფრთიან ქერუბიმებს მივამსგავსე

ხო ეგრეა ზუსტად.ხატებზე როა გამოსახული ზუსტად ეგრე ეცხადებიან

terra
ციტატა
iakob7არ ვიცი რა მოვლენაა ეს, მაგრამ, ძალიან, ძალიან შთამბეჭდავია.

რა მოვლენაა და ანგელოზები არიან ჩემო კარგო a075.gif

პოსტის ავტორი: fiore თარიღი: May 24 2010, 07:48 PM


ამ ენის ცოდნა არ არის საჭირო. უყურეთ. თქვენი აზრი მაინტერესებს

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 24 2010, 08:20 PM

ციტატა(fiore @ May 24 2010, 07:48 PM) *

თქვენი აზრი მაინტერესებს


ჩემი აზრი არის ეს ======> biggrin.gif

ქიმიური ხსნარები - ხელთუქმნელი სასწაულის წინააღმდეგ.

ტაში rolleyes.gif

ციტატა(iakob7 @ May 24 2010, 07:47 PM) *

terra
ანგელოზები არიან ჩემო კარგო a075.gif


შეიძლება smile.gif

უბრალოდ, ზოგადად, ვერიდები მსგავსი მოვლენებისთვის კვალიფიკაციის მინიჭებას.

პოსტის ავტორი: fiore თარიღი: May 24 2010, 08:22 PM

terra
უფრო ვრცლად არ შეგიძლია?

აბე სად ხარ??? შენ თუ მიშველი თორე უკვე ეჭვი მეპარება ყველაფერში!!!! unsure.gif

პოსტის ავტორი: iakob7 თარიღი: May 24 2010, 08:26 PM

მადლმოსილი საღმრთო ცეცხლის გარდამოსვლა უფლის საფლავზე
[b]

ყოველი წლის აღდგომის წინადღეს - დიდ შაბათს - მაცხოვრის საფლავზე
მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს
მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას.

ეს არის უდიდესი სასწაული, რომლის მოწმეც ყოველწლიურად ასობით ადამიანია,
მათ შორის ჩვენი თანამემამულენიც. ამასთან, საყოველთაოდ აღიარებული
და დადასტურებულია ის ფაქტი, რომ საღმრთო ცეცხლი მხოლოდ მაშინ გარდამოხდება,
როცა კუვუკლიაში (უფლის საფლავზე აღმართულ სამლოცველოში) მართლმადიდებელი
პატრიარქი შედის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს ძველი სტილით
- მართლმადიდებლური, იულიანური კალენდრით.

ამ დროს პატრიარქს ხელში აუნთებელი სანთლები უკავია.
მას არც ასანთი აქვს და არც სანთებელა - ამისთვის საგანგებოდ
ამოწმებენ ხოლმე სამლოცველოში შესვლის წინ.

შემდეგ იწყება მხურვალე ლოცვა-ვედრება და აი, ზეციდან მადლმოსილი
ცეცხლი გადმოდის, პატრიარქის ხელში სასწაულებრივად ინთება სანთლები
და იგიც უსაზღვრო სიხარულით აღსავსე ანთებული
სანთლებით გამოდის მორმწმუნეებთან.
IPB-ს სურათი
ცეცხლი მაშინვე ყველას გადეცემა, ამასთან სულაც არ არის საჭირო
სანთლების ერთმანეთზე შეხება, ანდა ძალზე მიახლოება ერთმანეთთან.

ლოდი სადაც ესვენა მაცხოვარის სხეული, სამარხში დაასვენებამდე და
სადაც ნელსაცხებლებთან ერთად გაახვიეს ტილოებში.
ლოდის ზევით იწვის რვა ჩაუქრობელი ლამპადა.

დიდ შაბათს იერუსალიმის ტაძარში მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლა საკვირველი
მტკიცებაა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა.
უნივთო ცეცხლმა, ნათელმა, მოციქულთა და წმიდა მამათა მოწმობით,
ჯერ კიდევ აღდგომისას განაბრწყინა მაცხოვრის საფლავი.

წმიდა გრიგოლ ნოსელთან ვკითხულობთ:
''პეტრე ხედავდა არა მარტო ხორციელი თვალით, არამედ მოციქულებრივი გონებითაც,
- მაცხოვრის საფლავი აევსო ნათელს და თუმცა ღამე იყო,
ორგვარი ხედვით ჭვრეტდა შინაგანს - გრძნობიერად და სულიერად''
წმიდა იოანე დამასკელი წერს:
''პეტრე დადგა საფლავიდან და შეძრწუნდა მხედველი ნათლისა''

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად
III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი
მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ
და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ.
როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა
და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.




326 წელს იმპერატორ კონსტანტინეს დედა დედოფალმა ელენემ,
მოსალოცად წმინდა მიწაზე მდებარე სიწმინდეები მოინახულა.
დედოფალმა იქაურ მაცხოვრებლებს სთხოვა, ენახებინათ ადგილი სადაც
მაცხოვარის ჯვარი და სხვა სიწმინდეები უნდა ყოფილიყო.

სწორედ ამ ადგილას ააგებინა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი
და იმავე წელს უფალმა მადლი - საღმრთო ცეცხლი გარდამოუვლინა მას.

ასევე IV საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე
ევსევი კესარიელი გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი
ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე გადმოედინებოდა.

უკვე რამდენიმე საუკუნეა, საფლავს მართლმადიდებელი მღვდელმთავრები
მეთვალყურეობენ და მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად უფლის საფლავთან
დიდ შაბათს აუცილებლად მართლმადიდებელი პატრიარქი უნდა წარსდგეს.


***

უფლის საფლავზე აღმართულია სამლოცველო - კუვუკლია,
რომელიც ანგელოზის ეკვდერისა და საკუთრივ მაცხოვრის საფლავისაგან შედგება.


მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული დიდი არ არის - სიგრძით სულ 207 სანტ-ია,
სიგანით - 193. გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს, თითქმის ნახევრამდე,
მარმარილოს ფილით დაფარული ქვის სარეცელია.
მას ორივე მხრიდან ეკვრის თარო, რომელზეც დაბრძანებულია აღდგომის 3 ხატი.
ამ სიწმინდეს მართლმადიდებლებთან ერთად კათოლიკეები და სომხებიც ფლობენ
და ხატებიც მათივე აღმსარებლობის ხატწერის კანონიკის მიხედვითაა შესრულებული.
ხატებს ქვეშ წითელი ხავერდი უგია, რომლის ცენტრში ბერძნული წარწერაა:
''ქრისტე აღსდგა''




წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება,
- ეს ის დღეა, როდესაც უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა,
საფლავნი განიხვნენ და მრავალი განსვენებული წმინდანის სხეული აღდგა [მთ. 27:52]
ეს ის დღეა, როდესაც მკვდრებსაც ეხარათ, რომ განსჯილიყვნენ
და როგორც ღმერთს ეცოცხლათ სულით [I პეტ. 4:6]


მორწმუნეები მაცხოვრის საფლავთან უკვე წინა დღით - წითელ პარასკევს
იკავებენ ადგილს, რათა რაც შეიძლება ახლოს მოხვდნენ პატრიარქთან
და მისი ხელიდან მიიღონ მადლმოსილი ცეცხლი.

ისინი მთელ ღამეს ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებენ.
სანთლებს კონებად კრავენ. თითოეულ კონაში 33 სანთელია,
მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წელთა აღსანიშნავად.
საღამოს ყველა კანდელსა და სანთელს აქრობენ.
ტაძარი მთელი ღამე ბნელით არის მოცული.

წინასწარ კუვუკლია საგულდაგულოდ მოწმდება,
ადრე თურქ დარაჯთა მიერ, ამჟამად კი - ებრაული პოლიციის მიერ,
რის მერეც მუსულმანის მიერ ხდება მისი დალუქვა.

მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით
- ლუქის ან ცვილის ბეჭდით - დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა
და დაფდაფებით ერთმანეთის მხარზე შემომსხდარი
ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შემოიჭრებიან.

ეს ხმაური სიწმინდის შეურაცხმყოფელი არ არის
- ისინი ლოცვებს აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი
გარდამოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.


მაცხოვრის საფლავი.
IPB-ს სურათი
აქ მართლმადიდებელი პატრიარქი,
მადლმოსილი საღმრთო ცეცხლის გარდამოსვლისათვის,
უფალს ევედრება.

***

ლიტანიობა იერუსალიმის საპატრიარქოს ეზოდან იწყება.
პროცესია წმინდა იაკობის ტაძრის გავლით პირდაპირ
აღდგომის ტაძრის საკურთხეველისკენ მიემართება.

დღის პირველი საათისათვის, მას შემდეგ, რაც არაბები ტაძარს მოილოცავენ
და დადუმდებიან, ტაძარში სამხრეთის კარიბჭით შემოდის
უნეტარესი პატრიარქი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა.

10 წუთის შემდეგ კათოლიკონის საკურთხეველში მას მიჰყვებიან
სომეხი, კოპტი და სირიელი სასულიერო პირები,
ტრადიციული პატივისცემის ნიშნად მიეახლებიან და ხელზე ემთხვევიან.
IPB-ს სურათი
ლიტანიობა საკურთხევლიდან იწყება.
მსვლელობას წინ მიუძღვიან მებაირაღეები 12 საეკლესიო ბაირაღით.
მათ სტიქაროსნები და მგალობლები მიჰყვებიან. შემდეგ მიდიან იპოდიაკონი,
რომელიც საპატრიარქო ჯვარს მიაბრძანებს და სხვა სასულიერო პირები.

პროცესიას ბოლოში თავად უნეტარესი პატრიარქი მიჰყვება.
მოლიტანიენი ჯერ აღდგომის ტაძარს შემოუვლიან გალობით,
შემეგ სამგზის - კუვუკლიას და ჩერდებიან
მაცხოვრის საფლავის მცირე ტაძრის შესასვლელის წინ.

მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის დროს,
მორწმუნეთა თავებზე დაფიქსირებული ნათებანი.



პატრიარქი განიმოსება - განიძარცვავს სადღესასწაულო შესამოსელს -
და კვართითღა რჩება. იღება კარი და იგი სამლოცველოში შედის.
უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის
წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი,
რითაც სანთლის ანთება შეიძლება.

მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა შეუძლია მონოფიზიტ მღვდელმთავარსაც,
მაგრამ მას მხოლოს ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს.

ისტორიული წყაროები მოწმობს და იერუსალიმის თანამედროვე ცხოვრებაც
ადასტურებს, რომ ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლისათვის საჭიროა
3 აუცილებელი პირობა (ასეთია ღვთის საიდუმლო განგება):

- ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ
არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრებით.
ამჟამად უჩვეულოდ გვეჩვენება ღვთისმსახურების ასეთი ფორმა,
მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს,
ყველაზე არქაულ, ბიბლიურ დამოკიდებულებას.

სწორედ ასე - ხმამაღალი შეძახილებითა და საყვირებით - ლოცულობდნენ
ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა.
ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი
აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს
ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი.

ბრიტანეთის ბატონობის წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა,
აეკრძალა ეს „ველური“ როკვა, მაგრამ ცეცხლი მანამ არ გადმოვიდა,
სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ტაძარში
არაბი მართლმადიდებლები არ შევიდნენ და ლოცვა არ აღავლინეს.

- მეორე პირობაა საბაწმინდელი ბერების ლოცვა.
მოღვაწე ბერებით სახელგანთქმული უძველესი მონასტრიდან
იუდეის უდაბნოს მხოლოდ საბა განწმენდილის ლავრა შემორჩა.
საბაწმიდელ ბერებს ტაძარში მოაქვთ ისიქასტური ლოცვის
შინაგანი დაძაბულობა, რომელიც ადამიანთა გულებში
საიდუმლოდ აღანთებს ''გონიერ'' ღვთაებრივ ცეცხლს.

- დაბოლოს, ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი,
მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.

XIX საუკუნის შუა წლებში წმიდა მიწა მოილოცა ათონელმა ბერმა პართენიმ,
რომელიც აღწერდა დიდ შაბათს წმიდა ტაძარში არსებულ ვითარებას:

'საზეიმო მწუხრის შემდეგ არაბებმა დაიწყეს ყვირილი და ტაძარში სირბილი.
ვკითხე, რას ყვირიან-მეთქი. ამიხსნეს, რომ ისინი აქებენ მართლმადიდებლურ
სარწმუნოებას, კეთოლიკეებს საყვედურობენ, რომ მადლი არა სწამთ,
ხოლო სომხებს კიცხავენ, რომ სურდათ თვითონ მიეღოთ მადლი,
უწმინდურებით კი აღივსნენ''.

აქ იგულისხმება ის შემთხვევა, რომელიც ქრისტეს საფლავთან მომხდარა:
სომხებს გასჩენიათ პრიორიტეტის პრეტენზიები მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად.
მათ მოისყიდეს მუსულმანი არაბი, რომლის მფლობელობაშიც იყო
მაცხოვრის საფლავის ტაძარი.
შეასწრეს ტაძარში მართლმადიდებელთა პატრიარქს,
კარები გადარაზეს და დაიწყეს ლოცვა საღმრთო ცეცხლის მისაღებად.
სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მათი სულიერი წინამძღოლი,
პარტიარქი ბეჯითად ლოცულობდა საფლავის წინ,
მაგრამ გაუცრუვდა იმედები - ღვთაებრივი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა.

მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ ცრემლნარევი ლოცვით დაემხო
დახშული კარის წინ და აი, იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის
ნიშს ელოდნენ, ანაზდად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა,
ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა
და მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა.

სვეტიდან გამოტყორცნილი მადლმოსილი ცეცხლი აიტაცა
მართლმადიდებელმა პატრიარქმა და ეს ცეცხლი გადასცა ყველა იქ მყოფს.

აქ მოხდა მეორე, არანაკლებ ღირსშესანიშნავი ამბავი:
ერთმა თურქმა ოფიცერმა, სახელად ანვარმა, რომელიც თავის ჯარისკაცებთან ერთად
სადარაჯოზე იდგა მახლობელი შენობის ზედა სართულზე, ცეცხლის გადმოსვლა
რომ იხილა, გადმოეშვა მარმარილოს ფილებზე ტაძრის შესასვლელის წინ
და შესძახა: - ''ძლიერ არს ღმერთი ქრისტიანეთა, მე ქრისტიანი ვარ!''

ქვის იატაკზე ანვარს არაფერი დაშავებია, ხოლო მისი ფეხის კვალი
დღემდე შემოინახეს ქვის ფილებმა. თურქებმა თავი მოკვეთეს ანვარს,
ტანი კი დაწვეს. მოწამის ფერფლი, რომელმაც სისხლით მიიღო
წმიდა ნათლობა, დაცულია ერთ-ერთ მონასტერში.
IPB-ს სურათი
მონოფიზიტ სომეხთა ლოცვის გაცუდება, ეკლესიის მამათა განმარტებით,
უფლისაგან ჭეშმარიტი სარწმუნოების მინიშნებას წარმოადგენს.
მას შემდეგ არამართლმადიდებლური კონფესიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ვეღარ ბედავს მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად მისვლას,
სვეტი კი მართლმადიდებლობის ძლევამოსილების ნიშნად დღესაც გაბზარული დგას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მადლმოსილი ცეცხლი ზეციდან მხოლოდ
მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის მაშინაც კი,
როდესაც გვერდით სხვა კონფესიის კანდელები დგას.


სამლოცველოში შესვლისას პატრიარქი მუხლმოდრეკით მიეახლება
მაცხოვრის საფლავს. აი, ამ დროს იწყება ენით აუწერელი, მღელვარე წუთები.

იერუსალიმის ერთ-ერთი პატრიარქი ასე აღგვიწერს ცეცხლის გარდამოსვლას:
'შევედი ანგელოზის ეკვდერში. კარი ჩემს უკან დაიხშო. ქვაბულში ბნელოდა.
მკრთალი სინათლე ძლივს აღწევდა წმინდა საფლავის როტონდის ორი ხვრელიდან,
ხოლო მაცხოვრის საფლავის ეკვდერში ვეღარც კი ვარჩევდი, რა მეჭირა ხელში
- ლოცვანი თუ სხვა რამ. სიბნელეში ძლივს მოჩანდა მოთეთრო საგანი.
მაცხოვრის საფლავის მარმარილოს თეთრი ფილა უნდა ყოფილიყო.
როდესაც ლოცვანი გადავშალე, გაკვირვებული დავრჩი
- გაუჭირვებლად შემეძლო კითხვა...
უაღრესი სულიერი მღელვარებით წავიკითხე სამი-ოთხი სტრიქონი
და ისევ მაცხოვრის საფლავს შევხედე. ფილა სულ უფრო და უფრო ნათდებოდა.
უკვე აშკარად ვხედავდი მის კიდეებს.
უცებ დავინახე საუცოო ფერებად მოელვარე მძივის მარცვლებივით
მიმობნეული ''მარგალიტები''. ფილა უკვე ძლიერ ნათელს გამოსცემდა.

გაოგნებულმა ბამბით შევაგროვე ეს მარგალიტები, რომლებიც ზეთის წვეთებივით
ეკვროდა ერთმანეთს. ბამბიდან რაღაც უცნაური სითბო ვიგრძენი.
მივუახლოვე სანთელს. პატრუქი დენთივით აბრიალდა, სანთელი აინთო.
მისმა ნათებამ აღდგომის სამი ხატი გამოანათა.
აქვე დამყურებდა ღვთისმშობლის სათნო სახე.
მაცხოვრის საფლავთან ყველა კანდელი განათდა''.

როდესაც ცეცხლი გადმოდის, ტაძრის მთელ სივრცეს მოცისფრო ელვა ანათებს.
ის ხან კუვუკლიას ეფინება, ხან ელვასავით დაეცემა კედელს.
ხალხი ერთად ლოცულობს და ევედრება უფალს,
მისი მადლის მიღების ღირსი გახადოს.
IPB-ს სურათი
ცეცხლის გადმოსვლისას მოცისფრო ელვის ნათება კუვუკლიაზე.

IPB-ს სურათი
ელვის ნათება ტაძრის სხვა ნაწილში, კუვუკლიის გვერდით.
IPB-ს სურათი
დააკვირდი ცისფერი ელვის ნათების მიმართულებას: ზევიდან-ქვევით
- ფოტო ნათებასთან განსხვავებით ელვის ნათება ცისფერია

ვიდრე კუვუკლიიდან თავად პატრიარქი გამოჩნდება, სანთლის დამტარებელი
იპოდიაკვნები, რომლებმაც მიიღეს მადლმოსილი ცეცხლი, ანგელოზის ეკვდერის
სარკმლიდან სწრაფად მოატარებენ მას მთელ ტაძარში.
მადლი გარდამოედინება, ცეცხლის ზღვა აღდგომის ტაძარს და არემარეს ეფინება.

მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი თბილია, საამო.
იგი სრულებით არ წვავს - ეს მისი ღვთაებრივი წარმოშობის ნიშანია.
დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ამ ცეცხლს ჩვეულებრივი
ცეცხლის თვისებები არ გააჩნია.
ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში მორწმუნეები მას თავსა და პირზე იტარებენ.
IPB-ს სურათი
ძე ღვთისა ჯერ კიდევ საფლავშია, მისი მოწაფეების გულები მწუხარებითაა სავსე,
ჯერ კიდევ არაფერი მეტყველებს მომავალ აღდგომასა და სიხარულზე,
უფალი კი უკვე აგზავნის მადლმოსილ ცეცხლს.
აგზავნის როგორც ნიშანს უდიდესი მოწყალებისა,
როგორც მაცნეს ნეტარი ცხოვრებისა,
როგორც მაუწყებელს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მთავარი გამარჯვებისა.

ქართველები ყოველი აღდგომის წინა შაბათს სიხარულით ეგებებოდნენ მაცხოვრის
საფლავზე გარდამოსულ ღვთაებრივ ცეცხლს და არა მარტო ეგებებოდნენ
- დიდი ხნის მანძილზე მაცხოვრის საფლავის მეპატრონენი იყვნენ.

ეს ფაქტი იმდენად ჩვეულებრივი იყო მათთვის, რომ როდესაც იერუსალიმისკენ
მიმავალი გზა გადაეკეტათ, სვეტიცხოვლის სამხრეთის მხარეს შესასვლელის
მარჯვნივ ჩადგეს ქვის პატარა სამლოცველო - მაცხოვრის საფლავის კუვუკლიის ასლი.

იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოტანილმა უფლის კვართმა
სულიერი ჯაჭვით შეკრა პალესტინა და საქართველო,
აღდგომის ტაძარი და სვეტიცხოველი.
ამ სიწმინდის გამო იწოდა მცხეთა მეორე იერუსალიმად.

უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს სამღვდელოებას მადლმოსილი ცეცხლი
საქართველოში ჩამოაქვს. შარშან იერუსალიმიდან მისი ჩამობრძანება
აღდგომის ლიტანიობის დაწყებამდეც კი მოხერხდა.

როგორც წესი, აღდგომის ცეცხლი სიონის საკურთხეველში
მთელი წლის განმავლობაში ჩაუქრობლად ანთია
და ამ მადლის სახლში წაღება ნებისმიერ მორწმუნეს შეუძლია.

შუაში ღვთაებრივი ცეცხლის სვეტია აღბეჭდილი დაშვების მომენტში
IPB-ს სურათი
დაშვებული სვეტის მახლობლად: როგორც არკაში მდგარ მსახურს,
ისევე ქვევით - მარცხება კუთხეში - მდგართ, თავისით ენთებათ სანთლები.
(სხვათა როგორც სანთლები, ასევე ლამპადები ჯერჯერობით არ ანათებენ)
IPB-ს სურათი



http://www.myvideo.ge/?video_id=468378

პოსტის ავტორი: fiore თარიღი: May 24 2010, 08:28 PM

iakob7
ეხლა ვიდეო ნახე რა იქნებ შენ მაინც ამიხსნა რამე

პოსტის ავტორი: iakob7 თარიღი: May 24 2010, 08:38 PM

fiore
ვნახე ეგ.რა უნდა გითხრა ჩემო კარგო.ქიმიური ხსნარებით აკეთებენ მაგას სხვა არაფერი.დამიჯერე ეგრე ბევრ რამეს აკეთებენ მეცნიერები რო კვალი წაშალონ სასწაულისა.ეგრეა.მაგ ვიდეოს განსჯას ჯობია ჩემი სტატია წაიკითხო.და თუ არ გჯერა უფლის მიერ მოვლენილი სასწაულებისა ზემოთ ჩემი დადებული ვიდეო ნახე სადაც ანგელოზები ეცხადებიან ტაძარში.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 24 2010, 08:38 PM

ციტატა(fiore @ May 24 2010, 08:22 PM) *

terra
უფრო ვრცლად არ შეგიძლია?


შემიძლია. ა ბატონო ======> biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



პ.ს. იმ გახეთქილ სვეტში, ტროტილი ჩადეს ეტყობა მართლმადიდებლებმა unsure.gif

პოსტის ავტორი: fiore თარიღი: May 24 2010, 08:45 PM

terra
ვაი შვილო შვილო sad.gif

iakob7
შენი პოსტი წავიკითხე. სასწაულებისაც მჯერა.
უბრალოდ გამიგია პატრიარქი როცა შედის ტაძარში (ხო ეგრე ქვია?) ნუ შენც გიწერია განიმოსება და მარტო კვართით რჩებაო.

ციტატა
უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის
წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი,
რითაც სანთლის ანთება შეიძლება.

და სანთლებიც შეაქვს ხო? და ამ სანთლებს უკვე წასმული რო ქონდეთ ის სითხე?

პოსტის ავტორი: iakob7 თარიღი: May 24 2010, 08:52 PM

fiore

ციტატა
და სანთლებიც შეაქვს ხო? და ამ სანთლებს უკვე წასმული რო ქონდეთ ის სითხე?

გჯერა რო ეგრე იქნება? მე არ მჯერა. მე უფლის მწამს. და საერთოდ ეგ ცეცხლი რო საერთოდ არ გადმოდიოდეს განა მართლმადიდებლობას აკნინებს? არანაირად. უბრალოდ არ დაიჯერო.იქ ქიმიური ხსნარებით ატარებს რაღაც გამოცდას ის კაცი. უფლის საფლავზე კი ნამდვილად სასწაული ხდება. სხვა რა გითხრა.

პოსტის ავტორი: MONTY თარიღი: May 24 2010, 08:56 PM

21 ე საუკუნეში სადაც არაფერი არის დამალული და ყველაზე წარმოუდგენელი ტექნოლოგგიური მიღწევები არსებობს, როგორ გონიათ არ იქნებოდა გამოაშკარავებული ღიად და ყველა მეცნიერის მხრიდან დამტკიცებული ის რომ ცეცხლის გადმოსვლა მართალი რომ არ იყოს?? 3 მილიარდ ადამიანამდე ხომ არის ვისაც ცეცხლის გადმოვსლის შესახებ იცის და არ სჯერა? 2 მილიარდი ადამიანიდან 1 ადამიანი ვერ მოიძებნა რომელიც სიცრუეში გამოაშკარავებდა მართლმადიდებლებს???
შეუძლებელია ამდენი საუკუნის განმავლობაში დამალული იქნეს ის რასაც ამტკიცებენ ათეისტები !

თუ არ ნახე ალბათ ვერც ირწმუნებ და თუ ვერ ირწმუნე ვერ ნახავ !

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 24 2010, 08:59 PM


ციტატა
terra
ვაი შვილო შვილო sad.gif

რაო დედო, შეგეცოდე ხო? sad.gif



ციტატა
და სანთლებიც შეაქვს ხო? და ამ სანთლებს უკვე წასმული რო ქონდეთ ის სითხე?

კი, მოსესაც ეგ სითხე ჰქონდა unsure.gif
შეუწველი მაყვალი გახსოვს? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: fiore თარიღი: May 24 2010, 09:08 PM

terra
რაღაც ეჭვი გამიჩნდა და ვიკითხე მაქვს უფლება??? არანაერად არ მჭირდება შენი დაცინვები და ირონიული პასუხები.

თუ შეგიძლია ამომწურავი ან ოდნავ ვრცელი პასუხები გამეცი ვიდრე ეს სმაილებია:

ციტატა
შემიძლია. ა ბატონო ======> biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ან საერთოდ ნუ მიპასუხებ. ok?



პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 24 2010, 09:16 PM

fiore
აბა რას ელოდები? რომ დაგიდასტურებს რომ იცი მართალი ხარ და ცრუ სასწაულიაო? თავად არ გინდა ირწმუნო და როდესაც ადამიანს აბსურდის მიმართ ირონია უჩნდება ღიზიანდები

პოსტის ავტორი: fiore თარიღი: May 24 2010, 09:22 PM

ikanosi
ვაიმე რას მერჩით??
მე კითხვა დავსვი და მაინტერესებს პასუხი. არც არაფრის დადასტურებას არ ვითხოვ და არც არაფრის უარყოფას.

და ათეისტი არა ვარ, და არც იმას ვადასტურებ რო ცრუ სასწაულია. პირიქით გამაგებინეთ რა ხდება თქო და თქვენ კიდე რა ისტერიკები მომიწყვეთ!!!!!

mad.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 24 2010, 09:25 PM

ციტატა
და ათეისტი არა ვარ, და არც იმას ვადასტურებ რო ცრუ სასწაულია.

მაშ თავად გცოდნია პასუხი smile.gif

პოსტის ავტორი: fiore თარიღი: May 24 2010, 09:28 PM

ikanosi
მაგრამ მემგონი დამეთანხმები ეს ისეთი მარტივი საკითხი არ არის რო მარტო "კი" და "არა"თი შემოვიფარგლოთ smile.gif

თუმცა არ ვიცი ალბათ მარტო ჩემზე იმოქმედა ასე ძლიერად ამ ვიდეომ sad.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 24 2010, 09:30 PM

fiore
რწმენაში გაძლიერდით, ასეთმა ვიდეომ ვერ უნდა შეძლოს თქვენი შერყევა...წინაპრები ქრისტესთვის თავს წირავდნენ და ნუთუ ამ ვიდეომ თქვენ ასე შეგარყიათ?

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: May 24 2010, 09:35 PM

fiore

ციტატა
თუმცა არ ვიცი ალბათ მარტო ჩემზე იმოქმედა ასე ძლიერად ამ ვიდეომ

კერქი რა, სასაცილოდ არ მეყო ეგ ვიდეო პირადად მე smile.gif

პოსტის ავტორი: fiore თარიღი: May 24 2010, 09:37 PM

იცინე

მე წავედი აქედან mellow.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: May 24 2010, 09:48 PM

ციტატა
იცინეთ

მე წავედი აქედან mellow.gif

შენისაქმისა შენ იცი smile.gif



პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 24 2010, 09:53 PM

fiore
kiss1.gif რა იყო კაცო....ვცდილობთ გითხრათ რომ მცდარია ეგ ვიდეო...ეგრე მასეთს რამდენს გადაიღებენ ყველა დასაჯერი როდია

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: May 24 2010, 10:03 PM

ციტატა(fiore @ May 24 2010, 09:37 PM) *

იცინე

მე წავედი აქედან mellow.gif

იმედია ეკლესიიდანაც არ წახვალ a075.gif

პოსტის ავტორი: iakob7 თარიღი: May 24 2010, 10:14 PM

fiore

ციტატა
იცინეთმე წავედი აქედან

არსად არ წახვიდე. იყავი ჩვენთან.ადამიანის სული ისეთია რომ შეიძლეპა პატარა რამემ დააბრკოლოს.მეც ასე ვარ ხოლმე ხანდახან პატარა რაღაცა ეჭვებს აღმიძრავს ხომლე მარა მერე რწმენით ვებრძვი მაგ ეჭვებს.ასე რომ მესმის შენი,მარა არ დაბრკოლდე.ეგ ვიდეო ნუ შეგაშინებს.მაგზე დიდი და ცუდი ხერხებით ებრზვიან მართლმადიდებლობას მარა ვერაფერს უშავებენ მის ჭეშმარიტებას.ზემოთ დაწერა ერთ ადამიანმა,რომ მართლაც ეგ რომ სიცრუე იყოს ამდენი საუკუნეების მანძილზე გამოაშკარავდებოდა.ასე რომ დიდება უფალს რომ ყოველ წელს ასეთ სასწაულს გვივლენს და რწმენასი გვაძლიერებს

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: May 24 2010, 10:18 PM

ციტატა
არსად არ წახვიდე. იყავი ჩვენთან.ადამიანის სული ისეთია რომ შეიძლეპა პატარა რამემ დააბრკოლოს.მეც ასე ვარ ხოლმე ხანდახან პატარა რაღაცა ეჭვებს აღმიძრავს ხომლე მარა მერე რწმენით ვებრძვი მაგ ეჭვებს.ასე რომ მესმის შენი,მარა არ დაბრკოლდე.ეგ ვიდეო ნუ შეგაშინებს.მაგზე დიდი და ცუდი ხერხებით ებრზვიან მართლმადიდებლობას მარა ვერაფერს უშავებენ მის ჭეშმარიტებას.ზემოთ დაწერა ერთ ადამიანმა,რომ მართლაც ეგ რომ სიცრუე იყოს ამდენი საუკუნეების მანძილზე გამოაშკარავდებოდა.ასე რომ დიდება უფალს რომ ყოველ წელს ასეთ სასწაულს გვივლენს და რწმენასი გვაძლიერებს

+1 smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 24 2010, 11:20 PM

ციტატა(fiore @ May 24 2010, 09:08 PM) *

terra
არანაერად არ მჭირდება შენი დაცინვები და ირონიული პასუხები.


ჩემო კარგო, მერწმუნე, არანაირი ირონია და დაცინვა არ ყოფილა ჩემი მხრიდან - შენი პიროვნების მისამართით smile.gif)
პირიქით, ძალიან სასიამოვნოა, რომ ასე ხარ დაინტერესებული ჭეშმარიტების დადგენით.
უბრალოდ, საერთო სიტუაციაზე ვიკაიფე smile.gif
ხუმრობით მინდოდა მიმეხვედრებინე, რომ საკითხი დიდი ხანია გარკვეული და დადგენილია.
ნუ მიწყენ smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: May 24 2010, 11:29 PM

მახსოვს, რამდენიმე წლის სინ სიონიდან მოვიტანე ცეცხლი(ღვთის მადლით მას მერე სულ მომაქვს) და დააახლოებით დღის 2-3 საათიდან ღამის 2 მდე ჩვეულებრივ პარაფინის თეთრ სანთელზე მენთო და სანთელი თითქმის არ დამწვარა(არც დაღვენთილა და არაფერი მოკლებია) საოცრება იყო,წარმოიდგინეთ 12 საათში რამდენი სანთელი დაიწვებოდა?

"აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა " smile.gif

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: May 24 2010, 11:33 PM

fiore

არ ღირს ამ ვიდეოების და მეცნიერების ყველაფერში დაჯერება.... smile.gif

პოსტის ავტორი: fiore თარიღი: May 24 2010, 11:55 PM

terra IPB-ს სურათი

ikanosi llaasshhaa iakob7 izi-bartki A.v.B

thnx guys IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: May 25 2010, 12:08 AM

fiore
გაიხარე ჩემო პაწაწა მარა
i'm not a guy,im a girl tongue.gif biggrin.gif kiss1.gif wub.gif


პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 25 2010, 12:09 AM

ციტატა(fiore @ May 24 2010, 11:55 PM) *

terra IPB-ს სურათი


შევრიგდით hello.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: May 25 2010, 12:20 AM

fiore
წარმოიდგინე 20 საუკუნეა ეს ცეცხლი გადმოდის და 21 საუკუნესი როდესაც ამდენი მტერი ყავს ამ სასწაულს და სკდებიან შურIთ და ბოღმით , როგორ ფიქრობ ერთხელ მაინც ვერ ქნეს ისე რომ მსოფლიოსი უსერიოზულესი ხალხი დაექირავებინათ შიგნით შეეგზავნათ და კამერა დაემონტაჟებინათ ან რაიმე ამდაგვარი მოეწყოთ რომ სააშკარაოზე გამოეტანათ ? ვერ ქნეს ასეთი რამ და ვერც იზავენრადგან მაგ ადგილს ღვთის მადლი მფარველობს და ასევე იმაზეც იფიქრე რომ ამდენი პატრიარქი ყოლია იერუსალემს ნუთუ ყველა გვატყუებს? ხვდები რა მარაზმამდე მივდივართ? თვითონ ის პატრიარქიც ხომ დიდ ღვაწლშია სულიერად ცხოვრობს და როგორ გგონია თავის თავს ატყუებს?

არანაირ ლოგიკაში არ ჯდება მოკლედ ის რომ ეგ სასწაული დადგმულიაო რო ამბობენ

ის რომ მეცნიერებმა შეილება ფოსფორით ტრიუკები ჩაატარონ ეს იმას არ ნიშნავს რომ იქაც ფოსფორს უსმევენ

მეცნიერებს და დღევანდელ ტექნიკას ისიც შეუძლია სურათიდან ცრემლები ადინონ და ტელევიზიით გვანახონ ესეიგი რა გამოდის მღვდლები ხატებზეც რამეს აკეთებენ და გვატყუებენ ხო?

ხო და ამის თქმა მინდოდა მოკლედ თავისი გასჭირვებიათ მაგათ ნუ ვუყურებთ smile.gif

პოსტის ავტორი: fiore თარიღი: May 25 2010, 12:22 AM

izi-bartki
არ ნიშნავს guy მარტო ბიჭს tongue.gif მითუმეტეს როცა ორივე სქესს მიმართავ, ქართულში არ გვაქვს სამწუხაროდ ეგეთი სიტყვა, მემგონი რუსული ребята–ს მსგავსია a075.gif
IPB-ს სურათი

terra
კიი და sorry IPB-ს სურათი

llaasshhaa
ხო მართალი ხარ ლაშ, არ ვიცი მაშინ რა დამემართა...
სპს IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: May 25 2010, 12:27 AM

ციტატა(fiore @ May 24 2010, 11:22 PM) *

izi-bartki
არ ნიშნავს guy მარტო ბიჭს tongue.gif მითუმეტეს როცა ორივე სქესს მიმართავ, ქართულში არ გვაქვს სამწუხაროდ ეგეთი სიტყვა, მემგონი რუსული ребята–ს მსგავსია a075.gif
IPB-ს სურათი

terra
კიი და sorry IPB-ს სურათი

kiss1.gif ვიცი შემოგევლეtongue.gif უბრალოდ საყვარლად აღმოვჩნდი ვაჟკაცების გარემოცვაში და თავისთავად წამოვიდა ფრაზა tongue.gif

ისე ვაოფებთ და სხვაგან ვისაუბროთ თორემ ციიც ,მოდერები მოვლენ smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: iakob7 თარიღი: May 25 2010, 12:14 PM

fiore
thumbs.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Mar 21 2013, 05:27 PM

[quote]ნიკოლოზ უსპენსკი - ცნობილი რუსი ლიტურგისტი, ლენინგრადის სასულიერო აკადემიის ლიტურგიკის პროფესორი; ეკლესიის ისტორიის დოქტორი; მუსიკათმცოდნე-საეკლესიო გალობის სპეციალისტი; ასზე მეტი სამეცნიერო გამოკვლევის, რეცენზიის, სტატიის ავტორი; გარდაიცვალა 1987 წელს

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4----4---0-1l--11-en-10---10-preferences-50--00-3-1-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL1.8&d=HASH01070af09a99a300d5c50324.5

აქ ნახავთ სრულად.

ვორჭოფობდი დამედო თუ არა აქ ეს სტატია, მაგრამ მაინც დავდე. რადგან, ვფიქრობ, დღეს ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება როცა სიფხიზლე არ გვაწყენდა (ეს ყოველ დროს საჭიროა). მცნებად გვაქვს - ვიყოთ გველივით ბრძენნი და მტრედივით უმანკონი. უნდა ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს გარშემო, სართოდ ჩვენს შორისაც. ეს სიმტკიცეს შეგვძენს და სიძლიერეს. თორემ წინააღმდეგობა სულ მცირედიც შეიძლება ჩვენთვის საზიანო აღმოჩნდეს და ვერ გავუძლოთ (ცალკეულ პიროვნებებს ვგულისხმობ).

რაც შეეხება სტატიას, იგი წინასაგან განსხვავებით ვრცელია, და საინტერესოა ჩემი აზრით;
როგორც ვიცი კურაევსაც აქვს განცხადება ამასთან დაკავშირებით.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 7 2013, 03:39 PM

ეს დიდი შაბათის ლიტურგიკული ციკლის შემადგენელი მსახურებაა. ამ მსახურებას პრაქტიკული და სიმბოლური დანიშნულება გააჩნია

არსებობს IX-XI საუკუნეების ხელნაწერები, სადაც მოთხრობილია ამ მსახურების შესახებ და მას (მსახურებას) პრაქტიკული და სიმბოლური დანიშნულება გააჩნია და არა "სასწაულებრივობის", ამისთვის სულაც არ დადგენილა ეს მსახურება. ხდებოდა ტაძრის მომზადება სააღდგომო ღამისთევისთვის. ამასთან, ყველაფერი სიმბოლურია. საფლავი ჯერ იბეჭდება (გვაგონების უფლის საფლავის ლოდით დაბეჭდვას) შემდეგ იქ პატრიარქი შედის სამოსელ განძარცვული (არა "გაჩხრეკილი", როგორც ამბობენ) და რატომ იხდის სამეუფო სამოსს?

იმიტომ, რომ ის შედის ერთადერთი ჭეშმარიტი მეუფის საფლავზე, ქრისტეს წინაშე და იგი მის წინაშე არფერს წარმოადგენს, არავინაა, ამიტომ შედის ოდენ კვართის ამარა.

შიგნით წარმოთქვამს ლოცვას, ეს დაახლოებით იმავე მნიშვნელობის ლოცვაა, როგორც იკითხება წყლის კურთხევისას, ზეთის კურთხევისას და მისთ. ასე იკითხება ანთებული, გარედან შებრძანებული კანდელის (ალბათ გინახავთ ვერცხლისფერი კანდელი, სნამ პატრიარქი შებრძანდება მანამდე შეიტანენ მას) წინაშე. შემდეგ მისგან აინთება სანთლები, შესაძლებელია - საფლავის კანდელიც და გამოაბრძანებენ გარეთ, განწმედილ, კურთხეულ ცეცხლს, მისით აანთებენ ყველა კანდელს. იერუსალიმის საპატრიარქოს არასოდეს განუცხადებია, რომ ცეცხლს "ღმერთი აგზავნის ზეციდან, ან "ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა". თვითონ საფლავიდან გამოსულ პატრიარქსაც რომ დააკვირდეთ, მას განსაკუთრებული ემოცია სახეზე არ ეტყობა და ეს ბუნებრივიცაა. წარმოუდგენელია შენს თვალწინ ამხელა რამ მოხდეს და ისე არ გაგიხარდეს, რომ არ შეგეტყოს, სახეზე ერთიანად უნდა იტყობოდეს დიდი სიხარული.

საფლავიდან ცეცხლის გამოტანა, ეს ერთგვარი სახეობრივი, სიმბოლური აქტიცაა. მკვდრეთი აღმდგარი ქრისტეს წინაშე იხსნება საფლავი, ლოდი გადაგორდება და გამოდის უფალი, "ნათელი ჭეშმარიტი".

დროთა განმავლობაში ხალხში შეიძინა ამგვარი (ზეციდან გადმოსულის) დატვირთვა, "გახალხურდა რწმენა". 2001 წელს იერუსალიმის ეკლესიის ერთ-ერთმა მიტროპოლიტმა განაცხადა ამასთან დაკავშირებით, გაზეთში გამოაქვეყნა სტატია. უბრალოდ, ძალიან ფრთხილი მიდგომა სჭირდება ხალხთან და ეტაპობრივად უნდა გააცნობიერონ, რომ როგორც მათ სჯერათ ასე არ არის, არამედ სულ სხვა დანიშნულება აქვს მას. არიან მოძღვრები, რომლებიც თავიანთ ქადაგებებში ამ ცეცხლზეც საუბრობენ, მათ არ აქვთ ინფორმაცია, ცხადია. და როგორია, მეორე დღეს გამოვიდეს და თქვას ასე არ ყოფილაო. ამიტომ განსაკუთრებული მიდგომა უნდა გამოინახოს. ვფიქრობ, ჯერ ხალხიდან ამ ცეცხლისადმი დამოკიდებულება უნდა გაქრეს, თითქოს კერპივით გახდა.
აი, დააკვირდით, კოპტი ქრისტიანები (არამარტო) როგორც კი მიიღებენ ცეცხლს, თავქუდმოგლეჯილნი გამორბიან იქიდან, ვიღას ახსოვს ან უფლის საფლავი, ან ტაძარი, მადლობა და ლოცვა.

ძალიან გონივრულად, ფრთხილად უნდა მოხდეს ხალხში ამ ინფორმაციის შეტანა, რაც დაწყებულია კიდეც. არ იქნება მართებული, ვიყვიროთ: "ეგ მატყურები (მაშინ, როცა ეს ტყული არ არის), ცეცხლს ანთებენ, ცეცხლი კი არ გადმოდის, ანთებენ)". ამით ხალხი ძლიერ დაბრკოლდება, და გვაქვს უფლის შეგონება ამაზე. გვაქვს პავლე მოციქულის სიტყვებიც, "თქვენ სულიერმა ხალხმა, განამტკიცეთ ასეთი (სუსტი) ხალხი, მშვიდობის სულით". მშვიდობის სული აქ მნიშვნელოვანია. დროდადრო აუცილებლათ უნდა დაერქვას თავის სახელი. დიდი სიფრთხილითა და გონიერებით.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 8 2013, 08:18 AM

http://omousia.blogspot.com/2013/05/blog-post_7.html

გაეცანით და გთხოვთ, ვისაუბროთ ამ თემაზე, რადგან მორწმუნე საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ეს საკითხი პრობლემაა და საჭიროებს დაფიქრებას მართებული ქმდებებისა და ნაბიჯებისთვის.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 8 2013, 09:39 AM

წავიკითხე smile.gif მაგრამ არ მჯერა ეგ თითქონს თვითონ ანთებენ. რომც ანთებდნენ მერე რა? ამით ღვთის მადლს და ძალას არც არაფერი ემატება და არც არაფერი აკლდება. მე იმის ასევე გამიგია ფაქტები რომ ტაძარშიც ანთებულა სანთელი კუვუკლიის გარეთ მორწმუნის ხელში. გახეთქილი სვეტიც ამას მოწმობს smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 8 2013, 10:10 AM

G_saxva

ციტატა
ამით ღვთის მადლს და ძალას არც არაფერი ემატება და არც არაფერი აკლდება


სწორედ ესაა მთავარი.

რაც შეეხება თქმულებებს ანთებულ სანთლებსა და გახეთქილ სვეტზე, მითითებულია ამ სტატიაში.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 8 2013, 10:48 AM

აკაკი

მართლმადიდებლისთვის სასწაული არასოდეს ყოფილა რწმენის ფუნდამენტი. სასწაული არ ხდება იმიტომ, რომ ვიღაცამ დაიჯეროს რაღაც (თუმცა მრავალი შემთხვევაა, როცა სასწაული გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა ამა თუ იმ ადამიანის სულიერ ცხოვრებაში). ქრისტიანობა შინაგანი აღმსარებლობაა და მას არ ჭირდება გარეგანი ეფექტები, რომ მასზე დაამყაროს რწმენა.

აღნიშნულ მოვლენასაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მართლმადიდებლისთვის. მართალია თუ არა ეს არაფერს ნიშნავს. რეალურადაც რომ შევხედოთ ცეცხლთაყვანისცემაში უფრო გადადის ბევრითვის ეს მოვლენა ყოველგვარი შინაარსის გარეშე.

მოკლედ ეს არ არის არსებითი, მაგრამ არსებითი კი ის არის, რომ აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 8 2013, 11:09 AM

afxazi
გეთანხმები ყოველივე სიტყვაში. ჩვენი მიზანია არა არგუმენტების ბრახა-ბრუხი, და სხვათა სარწმუნოების შეურაცხყოფა, არამედ სინამდვილის თქმა იმს სიფრთხილით, იმ სიფაქიზით, იმს გონივრულობით, როგორც ქრისტიანებს შეეფერებათ. როგრადაც იქცეოდა თვითონ უფალი: "კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან -ყოვლადბრძნად- მეთევზურნი მოინადირე". ასეთი სიბრძნით უდგებოდა უფალი მოწაფეთა უცოდინარ, მაგრამ ბავშვივით ჩვილი და დიდი გულის ადმიანებს. ესაა ზრუნვა სხვებზე. სხვათა უძლურების გათვალისწინება.

სწორედ ახლა გვჭირდება ასეთი მოქმედება. მშვიდობით, სიბრძნით, სიფრთხილით და მზრუნველობით.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2013, 04:12 PM

ცეცხლი რომ გადმოვიდა ვიტირე... smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 8 2013, 04:53 PM

ციტატა(marine @ May 8 2013, 04:12 PM) *

ცეცხლი რომ გადმოვიდა ვიტირე... smile.gif

რატო? ohmy.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2013, 04:24 PM

ციტატა(G_saxva @ May 8 2013, 05:53 PM) *

რატო? ohmy.gif


გული ამიჩუყდა ბედნიერებისგან smile.gif rolleyes.gif ჩემი სარწმუნოება ხომ ჭეშმარიტია და მრავალ ურწმუნოთათვის დასამტკიცებლად უფალი არსებობს!!!!!!!!!!! wub.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 13 2013, 04:47 PM

ციტატა(marine @ May 13 2013, 04:24 PM) *

გული ამიჩუყდა ბედნიერებისგან smile.gif rolleyes.gif ჩემი სარწმუნოება ხომ ჭეშმარიტია და მრავალ ურწმუნოთათვის დასამტკიცებლად უფალი არსებობს!!!!!!!!!!! wub.gif

ზემოთ მოცემულ სტატიებს არ გაეცანი? ზუსტად მაგაზე იყო საუბარი smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2013, 04:48 PM

ციტატა(G_saxva @ May 13 2013, 05:47 PM) *

ზემოთ მოცემულ სტატიებს არ გაეცანი? ზუსტად მაგაზე იყო საუბარი smile.gif


უი, არ წამიკითხავს rolleyes.gif სხვისი არ ვიცი და მე კი ბედნიერებით ვიტირე smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 13 2013, 04:54 PM

marine
წაიკითხე ძალიან საინტერესო ცნობები მოგვაწოდა ღვთაებრივ ცეცლხთანდ აკვშირებით აკაკიმ.

marine
წაიკითხე ძალიან საინტერესო ცნობები მოგვაწოდა ღვთაებრივ ცეცლხთანდ აკვშირებით აკაკიმ.

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Jun 9 2013, 02:38 PM

http://tornikeeristavi.blogspot.com/2013/05/blog-post_4.html

პოსტის ავტორი: ჸიონ თარიღი: Mar 3 2017, 10:59 PM

უფალ-ღმერთს იესო ქრისტეს დიდება! უფალო შეგვიწყალენ. გამარჯობათ.
ქრისტეანული რწმენისთვის საკმარისია წმიდა წერილის მოწმობა. ხოლო მაცხოვრის საფლავზე მისი ბრწყინვალე აღდგომის წინადღეს ცეცხლის გადმოსვლის სასწაული მართლმადიდებელთ რწმენაში განამტკიცებს. ამ სასწაულთან გარკვეულწილად მსგავსება აქვს წმიდა ელია წინასწარმეტყველის სასწაულს. წმიდა წინასწარმეტყველმა ელია თეზბიტელმა (IX საუკუნე ქრისტეს შობამდე) კარმილის მთაზე ხალხის თვალწინ სასწაულებრივად შეწირა მსხვერპლი ღმერთს. იმ დროს სიმართლის გზაზე დაბრუნებულმა ებრაელმა ერმა რვაასორმოცდაათი ქურუმი, როგორც ერის გამრყვნელი, კიშონის ნაღვარევთან ჩახოცა. ბრწყინვალე აღდგომის წინადღის ცეცხლის გადმოსვლის სასწაული უფალ იესო ქრისტეს მოწყალებით მშვიდობიანია. ამ სასწაულით ღმერთი ამხელს ერეტიკოსებს და მათგან სინანულს ელოდება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2017, 09:44 AM

ჸიონ

ამ თემაში გაგვეცანით http://church.ge/index.php?showtopic=629&st=0 smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)