მეუფე სტეფანე - ლიბერალიზმის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეუფე სტეფანე - ლიბერალიზმის შესახებ |
მნათე |
Jun 25 2007, 10:52 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ზ. კიკნაძე იოანე ოქროპირსა და პავლე მოციქულს მოიხმობს, რათა როგორმე დაგვარწმუნოს, რომ თურმე ადამიანს თავისუფალი ნება ჰქონია.
იგი წერს, რომ იოანე ოქროპირი “როგორც იურისტი და როგორც ანთროპოლოგი”, და კიდევ, როგორც ღვთისმეტყველი, გვიცხადებს ადამიანის თავისუფლების საიდუმლოს”. შემდეგ მოჰყავს ნაწყვეტი წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებიდან: "ეშმაკი ვერ შემძლებელ არს იძულებად ნებისა ჩვენისა ძლევად, და არცაღა ღმერთი და ანგელოზნი მისნი იძულებით მოგვიღებენ ნებასა ჩვენსა" ეშმაკი ლიქნით და ვერაგობით გვაწვევს ნებსა მისსა შედგომად და უკეთუ ვერ მიდრეკს გონებასა ჩვენსა ნებასა მისსა, აღატყინოს ცოდვა, ვითარცა ცეცხლი, და უკეთუ არა ვერჩდეთ, ვერ შემძლებელ არს ჩვენდა. ესრეთვე ღმერთი და ანგელოზნი მისნი მაწვევენ ჩვენ კეთილსა ზედა და უკეთუ არა მაიძულებენ ჩვენ გზასა მას მეუფისასა, სადა ვლენან მონანი მეუფისანი?" ამინ ჭეშმარიტად ასეა! წმ. იოანე ოქროპირი გვეუბნება - ეშმაკი ვერ შეძლებსო თქვენი ნების ძლევას და არც ღმერთი და ანგელოზნი მისნი გვაიძულებენ, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ. ეშმაკი ლიქნითა და ვერაგობით თავს გვახვევს თავის ნებას და თუ ვერ მიდრიკა ჩვენი გონება თავისკენ, აღანთებს ცოდვას, ვითარცა ცეცხლსა, და თუ მაინც არ დავემორჩილეთ, არ შეუძლია გვაიძულოს. ღმერთი და მისი ანგელოზები გვთავაზობენ კეთილს და თუ არ ვინებებთ, არ გვაიძულებენ სამეუფეო გზაზე სიარულს, სადაც უფლის მონები მიდიან. ეს სიტყვები როგორ გამოადგება ბატონ ზ. კიკნაძეს ლიბერალიზმის დასაცავად, არ ვიცი, ხოლო ჩვენ რომ დავიხმართ მათ ცრუ იდეოლოგიის სამხილებლად - ეს უეჭველია! დიახ, ადამიანს ღვთისგან მოცემული აქვს თავისუფალი ნება. მას აქვს არჩევანის უფლება ღმერთსა და ეშმაკს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის. ამ არჩევანს თავისი შედეგებიც მოჰყვება: სიკეთეს - მარადიული ნეტარება, ბოროტებას - საუკუნო ცეცხლი. მაგრამ სიკეთე და ბოროტება უფალს სულ სხვაგვარად აქვს დასახული, ვიდრე ლიბერალიზმის ფუძემდებელ ჯ. ლოკს. არც თავისუფლებაა ის აღვირახსნილობა, რასაც გვაჩეჩებენ პრესით. ტელევიზიით, წიგნებით. ინტერნეტით, სხვა საშუალებებით, ლიბერალიზმის ქურუმები. აქაც სიცრუეა. თავისუფლების განმარტებას თვით უფალი იესო ქრისტე გვაძლევს (ამის წაკითხვა "დაავიწყდათ" "ქრისტეანული ლიბერალიზმის" მოძღვრებს). უფალი ბრძანებს: "შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლოს შენ" და შემდეგ როცა ადამიანები შეეწინააღმდეგენ: " ჩვენ არასდროს არავის დავმონებივართ, რატომ გვეუბნებით გათავისუფლდიო?" განუმარტა _ "თქვენ ხართ მონები ცოდვისა" დიახ! ვისაც სურს თავისუფლება, უნდა შეიცნოს ჭეშმარიტება და სწორედ ის გაათავისუფლებს მას ცოდვის მონობისაგან! ასე გვასწავლის იესო ქრისტე. როგორ გვასწავლიან ლიბერალები? " კითხვა: აქვს თუ არა სასწავლებელს უფლება დააფინანსოს ლოცვა ან სხვა რელიგიური მსახურება სკოლაში?" პასუხი: სახელმწიფო სასწავლებელში გაკვეთილებსა და ლექციებზე ლოცვების, ბიბლიის ან სხვა რომელიმე რელიგიის კითხვა არაკონსტიტუციურია, რადგან ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და მოსწავლეების უფლებას მისდევდნენ საკუთარ რელიგიას ან იყვნენ არარელიგიურნი. საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან შესაბამისად, სასწავლებელში ნებისმიერი სარწმუნოების მიმდევარის ან ათეისტის ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული. სტუდენტობისა და მოსწავლეების უმრავლესობამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მეცადინეობა აუცილებლად დაიწყოს ლოცვით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ იმ ადამიანების რელიგიური შეხედულებები, რომლებიც უმრავლესობას არ მიეკუთვნებიან და რომელთა რელიგიური გრძნობებიც შეიძლება შელახოს ამგვარმა გადაწყვეტილებამ. გარდა ამისა, სახელმწიფო სასწავლებელი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბიუჯეტში კი გადასახადს იხდის არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული რელიგიის მიმდევარი, არამედ ყველა გადასახადის გადამხდელი, მიუხედავად სარწმუნოებისა. შესაბამისად, ბიუჯეტით დაფინანსებულმა სასწავლებელმა არ შეიძლება რომელიმე რელიგიას მიანიჭოს უპირატესობა და სხვა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენოს, ლოცვებისა თუ რელიგიური ლიტერატურის სწავლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ეს ისტორიის ან ლიტერატურის ხასიათს ატარებს და არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული რელიგიის ქადაგებას" როგორ მოგწონთ "ქრისტეანული კულტურის პირმშო?" უფალი იესო ქრისტე ბრძანებს "მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და სიცოცხლე! შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ!" ლიბერალიზმის გაგებით, ჭეშმარიტების ქადაგება სახელმწიფო სასწავლებელში დანაშაულია, ანტიკონსტიტუციური ქმედებაა! ხედავთ რა “თავისუფლებას” გვთავაზობს ე.წ. “თავისუფლების ინსტიტუტი?” ჭეშმარიტებისაგან გათავისუფლებას! აი, როგორ გულმოდგინედ იცავენ ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უფლებებს?! მარჯვნივ მეუფე სტეფანე მალე მეუფის მეორე სტატიას შემოგთავაზებთ - "რა არის თავისუფლება?" - ჭეშმარიტება სიყალბის გარეშე პ.ს შეცდომები დავუშვი ტექსტის აკრეფისას, მომიტევეთ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
პატრიოტი |
Jun 25 2007, 11:28 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,147 რეგისტრ.: 21-January 07 მდებარ.: N/A წევრი № 892 |
ლევან ცოტა მოკლედ რომ დაგეწერა ჯობდა. შინაარსითაც დავკმაყოფილდები. მე პირადად არ ვუჭერ მხარს სკოლაში მოძღვრის სიარულს და გაკვეთილების ტარებას. ვისაც უნდა მივიდეს ეკლესიაში. ამით მართლა დაირღვევა სხვა აღმსარებლობის უფლებები. მაშინ მარნეულში მოლები ვატაროთეკლესიაში? ან სხვა არა ქრისტიანულ დასახლებებში
-------------------- [size=7]ფფყ[/size]
|
მნათე |
Jun 25 2007, 11:36 PM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მე პირადად არ ვუჭერ მხარს სკოლაში მოძღვრის სიარულს და გაკვეთილების ტარებას. ვისაც უნდა მივიდეს ეკლესიაში. ამით მართლა დაირღვევა სხვა აღმსარებლობის უფლებები. დემოკრატია უმრავლესობის პრინციპზეა აგებული - უმცირესობათა პოზიციების გათვალისიწნებით, არ დაგავიწყდეს პ.ს პრინციპში შენც ამ უმრავლესობაში ითვლები, თუ თავი ნებით არ ამოწერე -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
პატრიოტი |
Jun 25 2007, 11:45 PM
პოსტი
#44
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,147 რეგისტრ.: 21-January 07 მდებარ.: N/A წევრი № 892 |
დემოკრატია უმრავლესობის პრინციპზეა აგებული - უმცირესობათა პოზიციების გათვალისიწნებით, არ დაგავიწყდეს პ.ს პრინციპში შენც ამ უმრავლესობაში ითვლები, თუ თავი ნებით არ ამოწერე რა თქმა უნდა უმრავლესობაში ვარ. ჩემი აზრების გამო ძალიან გთხოვთ არამართლმადიდებელი არ გეგონოთ. უბრალოდ სულით მეამბოხე ვარ. მინდა საუკეთესო ქვეყანაში ვცხოვრობდე და ყველა ნაკლი ამოვძირკვო და ყველა გაღუნული რელსი გავასწორო. სხვა არაფერი. -------------------- [size=7]ფფყ[/size]
|
ბექა |
Jun 26 2007, 12:08 AM
პოსტი
#45
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
რა თქმა უნდა უმრავლესობაში ვარ. ჩემი აზრების გამო ძალიან გთხოვთ არამართლმადიდებელი არ გეგონოთ. უბრალოდ სულით მეამბოხე ვარ. მინდა საუკეთესო ქვეყანაში ვცხოვრობდე და ყველა ნაკლი ამოვძირკვო და ყველა გაღუნული რელსი გავასწორო. სხვა არაფერი. კაია ძალიან ლევან მერე მაგ საქმეში უფლის შემწეობა და დახმარება გჭირდება |
მნათე |
Jun 26 2007, 12:13 AM
პოსტი
#46
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რა თქმა უნდა უმრავლესობაში ვარ. ჩემი აზრების გამო ძალიან გთხოვთ არამართლმადიდებელი არ გეგონოთ. უბრალოდ სულით მეამბოხე ვარ. მინდა საუკეთესო ქვეყანაში ვცხოვრობდე და ყველა ნაკლი ამოვძირკვო და ყველა გაღუნული რელსი გავასწორო. სხვა არაფერი. ლევან, მაგას ჭეშმარიტების გარეშე ვერ მოახერხებ ჭეშმარიტება ქრისტეა - ქრისტე კი თავადაა ეკლესია -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
Jun 26 2007, 12:27 AM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
გთავაზობთ სტატიის იმ ნაწილს რომელიც religion.ge-ს ადმინისტრაციამ 'მეორეხარისხოვნად' მიიჩნია, შემდეგ მეორესაც შემოგთავაზებთ: კარგად "დაიჭირა" მნიშვნელოვანი მომენტები მეუფემ. კარგი იყო. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ulvashi |
Jun 26 2007, 03:22 PM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ციტატა ...დავხუჭოთ თვალები და არ დავინახოთ, რომ ლიბერალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი - ჯონ ლოკი (1632-1704) მატერიალისტური სენსუალიზმის მიმდევარი იყო? არ გვეყო განათლება და განმარტევისთვის "ფილოსოფიურ ლექსიკონს" მივმართეთ: სენსუალიზმი (ლათ. სენსუს - გრძნობა, შეგრძნება) მოძღვრება გნოსეოლოგიაში, რომელსაც შეგრძნება შემეცნების ერთადერთ წყაროდ მიაჩნია. თუ შეგრძნებას განვიხილავთ, როგორც ობიექტური რეალობის ასახვას, მაშინ თანმიმდევრულ სენსუალიზმს მატერიალიზმამდე მივყავართ." როგორ უყურებს ჯ. ლოკი სიკეთესა და ბოროტებას? "სიკეთე და ბოროტება მხოლოდ სიამოვნებასა და ტანჯვასთან შეფარდებით განიხილება. სიკეთეს ვუწოდებთ იმას, რასაც შეუძლია გამოიწვიოს და გააძლიეროს ჩვენი სიამოვნება... ბოროტება იმას, რასაც შეუძლია მოგვაყენოს და გააძლიეროს რაიმე ტანჯვა" ქრისტეს რომელ მცნებად ჩავთვალოთ ზემოთ მოყვანილი განმატებები ბატონო დ. ზურაბიშვილო? სწორედ ესა ყველაზე მეტად სადავო. ლიბერალიზმი არ არის მატერიალისტრური სენსუალიზმი. ეს არსებითად არ ასახავს ლიბერალიზმს რაც შეეხება სკოლაში სწავლებას რელიგიისას, ამას არა მარტო ლიბერალიზმი ეწინააღმდეგება, არამედ სხვა იდეოლოგიებიც ლიბერალიზმი ინდივიდუალიზმია. ეს არ დაგვავიწყდეს და ინდივიდმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის თავისუფლება ადამიანი არის თავისუფალი. არ შეიძლება ვთქვათ, რომ თავისუფლება არის ის, როგორც ჩვენ გვესმის. იქნებ სხვას სხვანაირად ესმის და უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენსავით ფიქრობდეს? ესაა ლიბერალიზმი რატომ არავინ ამბობთ წმ. ილია მართლის შესახებ მესამედ ვასახელებ მართლმადიდებელი წმინდაანი, იმედია, არ გაქვთ პრეტენზიები მის პიროვნებასთან დაკავშირებით ლიბერალი და ლიბერალური იდეოლოგიის პირველი მქადაგებელი საქართველოში ან წმ. გრიგოლ ფერაძე გავიხსენოთ ერთიც და მეორეც ახლახან არიან შერაცხული წმინდანებად და ამასაც აქვს მნიშვნელობა |
მნათე |
Jun 27 2007, 10:29 AM
პოსტი
#49
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
კონკრეტულად რაში ხედავ წმიდა ილია მართლის ლიბერალობას, წმიდა ილია მართალი მართლმადიდებლური მრწამსის ადამიანი გახლდათ... ილია მართალს რაღას მივადექით? ფერაძეს შესახებაც გაგვანდეთ მოკლედ ხალხო შევიგნოთ რომ საბაზრო ეკონომიკა და ზოგადად ე.წ ტექნოკრატიული სფერო უნდა გავმიჯნოთ იდეოლოგიურისა და იდეურისგან
რა განსხვავებაა ლიბერალურ და მართლმადიდებლურ ღირებულებათა შორის? ჩვენ ვამბობთ რომ თავისუფლება არის, ცოდვის მონობისაგან თავისუფლება, ის არის ერთადერთი და მთავარი მიზანი რომლისთვის ღვთაებრივმა ლოგოსმა დატოვა მამის სავანე და მიწას მოევლინა, ლიბერალიზმში კი პრაქტიკულად ცოდვის ცნება არ არსებობს - შეხედეთ ამას ქრისტეს პრიზმიდან არსებობს მხოლოდ აზრთასხვადასხვაობა, მაგალთად, ჩვენ მიგვაჩნია რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა და მისიი პროპაგაბნდა დაუშვებელი, ლიბერალიზმისთვის ეს სექსუალური ორიენტაციაა მხოლოდ, ანუ არჩევანის საკითხი... მაგრამ გავიხსენოთ რატომ აღგავა უფალმა პირისაგან მიწისა სოდომი და გომორი? ლიბერალური ღირებულებები ცხადდება საყოველთაოდ და აპრიორიდ, ანუ სახელმწიფოში ყველა ვალდებულია გაიზიაროს და აღიაროს იგი, ამით იგი ჩემი აზრით იღებს რელიგიურ ექსტრემიზმის თვისებებს, ხშირად სწორედ ლიბერალობის ფრთებქვეშ მებრძოლნი (თუნდაც გვერდზე ფორუმიდან) თავად ხდებიან ყველაზე დიდი შავრაზმელობის გამომვლენი... ეს არ არის იდეალური დაუშვათ რომ ლიბერალური ღირებულება აძლევს თავისუფლებას ყველაფერს სიწმინდესაც და ცოდვასაც, მაშინ რატომ არის რომ როცა ეკლესიას სურს (შეგახსენებთ ეკლესია მრევლია - და არა ქვის კედლები) დააბრუნოს სკოლაში საღვთო რჯულის გაკვეთილები (მეტად საჭიროა, გუშინ კლასელებს ვუხსნიდი რომ ღვთისმშობელი სულიწმიდა არ არის ) ამას სასტიკად ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ამავე დროს მთელი ძალით ცდილობენ უმრავლესობის აზრის სრული იგნორირებით, სკოლაში სექსუალური აღზრდის დამკვიდრებას?! შევიგნოთ, რომ ქრისტეანობისთვის მთავარი არ არის რა ჯურის იქნება 'კეისარი' მთავარია მან რაც შეიძლება ნაკლებად დააზარალოს ღვთის სიტყვა და მისი გავრცელება კონკრეტული თვითმწყემსობის ტერიტორიაზე... ლიბერალიზმი კი თავად ჩვენში, ქრისტეს ეკლესიის ერთ ნაწილს აბნევს სახელმწიფოს მმართველობის მოდელი 80% მართლმადიდებელ მრევლში, ჩემი და უფრო მეტად ეკლესიის აზრით, ცოტა მეტად უნდა იყოს ორიენტირებული ჩემს, შენსა და კიდევ მესამის საკაცობრიო მისიაზე - წარვიდეთ და მოვიმოწაფოთ წარმართები, სიხარულს უნდა ვთესავდეთ ამ ქვეყნად ჩვენ კი ასე გამობეტლუმებულები ვუხდით კეისარს გადასახადებს და სამაგიეროდ ვიღებთ მდაბიურ სექსუალურ ლიტერატურას - ეს სწორედ ლიბერალიზმის მკვახე ნაყოფია... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მამფალი |
Jun 27 2007, 10:38 AM
პოსტი
#50
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
მნათე
ციტატა კონკრეტულად რაში ხედავ წმიდა ილია მართლის ლიბერალობას, წმიდა ილია მართალი მართლმადიდებლური მრწამსის ადამიანი გახლდათ მართლმადიდებლობა გამორიცხავს ლიბერალობას? -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
ბექა |
Jun 27 2007, 10:59 AM
პოსტი
#51
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
საინტერესოა
|
gur-li |
Jul 18 2008, 01:39 PM
პოსტი
#52
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 9-July 08 წევრი № 5,305 |
საინტერესოა ისეთ სკოლებში, სადაც უმრავლესობა მუსლიმანი ბავშვები სწავლობენ მათი სურვილით სწავლა მუსლიმანური ლოცვით რომ დაიწყოს რამდენად კარგად იგრძნობს თავს მართმადიდებელი ბავშვი?
უფალი ბრძანებს: "შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლოს შენ" საინტერესოა შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა ჭეშმარიტების შეცნობა ძალდატანებით? თუ ადამიანი თავისი ნებით არ გააკეწთა არჩევანი მაშინ მის მიერ შეცნობილი ჭეშმარიტება ხომ ფარისევლობაში გადაიზრდება? |
inaina |
Jun 19 2009, 08:55 PM
პოსტი
#53
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
პატრიოტი
ციტატა მე პირადად არ ვუჭერ მხარს სკოლაში მოძღვრის სიარულს და გაკვეთილების ტარებას ციტატა რა თქმა უნდა უმრავლესობაში ვარ რასაც ვხედავ,ესაა რომ თქვენ მართლაც უმცირესობაში ხართ,თორემ რა გვეშველებოდა მართლაც ციტატა უბრალოდ სულით მეამბოხე ვარ. მინდა საუკეთესო ქვეყანაში ვცხოვრობდე და ყველა ნაკლი ამოვძირკვო და ყველა გაღუნული რელსი გავასწორო. სხვა არაფერი. საუბედუროდ ყველაზე პირველი მეამბოხე გახლდათ დაცემული ანგელოზი,რომელმაც აცდუნა დანარჩენი სამყარო და ამბოხს უნდა ვერიდოთ,ამბოხი არის ყოველთვის ეშმაკისგან და როცა ადამიანი ამბობს მეამბოხე ვარო,ის ადასტურებს,რომ სიმართლის გზას არ ადგას. ხოლო როცა უკეთესი მომავალი გვინდა ქვეყნისთვის,შეგიძლიათ საქმით დაუმტკიცოთ ეს ქვეყანას და პირველ რიგში საკუთარ თავს. პ.ს. მეუფეს უძლიერესი სტატია არის ბევრ რამეზე დამაფიქრებელი და გასათვალისწინებელი მადლობა მას ამისთვის -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
KAIROS |
Jun 19 2009, 09:52 PM
პოსტი
#54
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
გული მწყდება მნათეზე, ნახეთ რა თბილად წერდა მეუფეზე
-------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ბიძია თომა |
Jun 19 2009, 09:56 PM
პოსტი
#55
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
გული მწყდება მნათეზე, ნახეთ რა თბილად წერდა მეუფეზე ნამდვილათ. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
ბართლომე |
Jun 22 2009, 11:31 AM
პოსტი
#56
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 20-June 09 წევრი № 7,150 |
inaina
ციტატა მეუფეს უძლიერესი სტატია არის ბევრ რამეზე დამაფიქრებელი და გასათვალისწინებელი მე ვერ ვიტყვი რომ მეუფე სტეფანეს სტატია უძლიერესია. ეს მისი კერძო აზრია და შეიძლება გაითვალისწინო, ან არ გაითვალისწინო მისი შეხედულება ლიბერალიზმზე, მე პირადად ასეთი დასკვნა გამოვიტანე რომ მეუფეს კარგად არ ესმის ლიბერალიზმის იდეოლოგია... -------------------- ოფიციალური მიმართვა
მსოფლიო პატრიარქის უფლისა ბართლომეოს I-ისა მისი უწმიდესობის, რომის პაპის ბენედიქტე XVI-სადმი: ... ჩვენ არ გვაქვს არასწორი ნაბიჯის გადადგმის უფლება მთელი ამ ურთიერთსწრაფვისა და ჩვენი ბრძოლის გზაზე, რათა აღვასრულოთ უფლის ბრძანება, "რაითა ყოველი ერთ იყოს" |
guest |
Jun 22 2009, 01:16 PM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ბართლომე
ციტატა ეს მისი კერძო აზრია და შეიძლება გაითვალისწინო, ან არ გაითვალისწინო მისი შეხედულება ლიბერალიზმზე, მე პირადად ასეთი დასკვნა გამოვიტანე რომ მეუფეს კარგად არ ესმის ლიბერალიზმის იდეოლოგია... 2 წლის წინ სხვა აზრი გქონდა... და მისი შეცვლა სწორედ რომ ლიბერალიზმის შედეგია... (მნათე მგონიხარ ). |
ბართლომე |
Jun 22 2009, 01:29 PM
პოსტი
#58
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 20-June 09 წევრი № 7,150 |
staywhite
ციტატა 2 წლის წინ სხვა აზრი გქონდა... აშკარად სხვა ადამიანში გეშლებით, ეხლახანს დავრეგისტრირდი ამ ფორუმში და წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხართ თქვენ, და თქვენ საიდან იცით ჩემი 2 წლის წინა სხვა აზრები? -------------------- ოფიციალური მიმართვა
მსოფლიო პატრიარქის უფლისა ბართლომეოს I-ისა მისი უწმიდესობის, რომის პაპის ბენედიქტე XVI-სადმი: ... ჩვენ არ გვაქვს არასწორი ნაბიჯის გადადგმის უფლება მთელი ამ ურთიერთსწრაფვისა და ჩვენი ბრძოლის გზაზე, რათა აღვასრულოთ უფლის ბრძანება, "რაითა ყოველი ერთ იყოს" |
guest |
Jun 22 2009, 01:41 PM
პოსტი
#59
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ბართლომე
ციტატა წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხართ თქვენ, და თქვენ საიდან იცით ჩემი 2 წლის წინა სხვა აზრები? -> staywhite ციტატა (მნათე მგონიხარ ). ციტატა აშკარად სხვა ადამიანში გეშლებით, ბართლომე იცოცხლე |
elusia |
May 27 2010, 08:26 AM
პოსტი
#60
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 517 რეგისტრ.: 13-March 10 წევრი № 8,384 |
ლიბერალიზმი [ლათ.liberalis თავისუფალი]-1.პოლიტიკური მიმართულება, რომელიც იცავდა ბურჟუაზიის თავისუფლებას ფეოდალურ-ბატონყმურ ეპოქასა და ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქაში, ხოლო ბურჟუაზიის პოლიტიკური ბატონობის დამყარებისა და პროლეტარიატის რევოლუციური ბრძოლის განვითარების პირობებში გადაიქცა რეაქციულ მოვლენად. 2.უარყოფით მოვლენებთან შემრიგებლობა, მავნე შემწყნარებლობა. 3.(მოძვ.). ბურჟუაზიისა და თავადაზნაურთა სიტყვახმარებაში: თავისუფალი აზროვნება.
-------------------- [b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u] |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2024 - 08:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი