თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ შვიდი მომაკვდიენებელ ცოდვა- სასუწარკვეთა

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 27 2006, 03:58 PM

სასუწარკვეთილება ადამიანის (ხაზს უსვავ ადამიანს როგორც ილია იტყოდა კაცია ადამიანი ? ამ პრინციპით ) სულიერ ძალებს ყველაზე უფრო მეტად ფიტავს, ანგრევს. რას ნიშნავს იყო სასუწარკვეთილი და ამ ნიშნით იყო შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის თანაზიარია, სად გადის ზღვარი ?რა ეტაპზე შეიძლება ჩაითვალოს რო ადამიანი სასუწარკვეთილია რო ის მომაკვდინებელ ცოდვას ჩადის ?!


p.s.(თუ გაუგებრად ვწერ დ ( და ხშირ შემთხვევაში ეს ასეა) თემას წავშლი ) biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2006, 04:06 PM

სასოწარკვეთა, ჩემი აზრით, ეს დეპრესიაა, როცა ადამიანს ეკარგება სიცოცხლის სურვილი და აზრს ვეღარ ხედავს მასში.. სამწუხაროდ ჩნდება თვითმკვლელობის სურვილიც..sad.gif მხოლოდ ეკლესიაშია შვება, მხოლოდ ტაძარშია ხსნა ამ სენისაგან.. როცა სულიერი სიმშვიდე ირღვევა, წირვა-ლოცვაა წამალი და აღსარებაა მალამო smile.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 27 2006, 04:15 PM

ციტატა(marine @ Nov 27 2006, 04:06 PM) *

სასოწარკვეთა, ჩემი აზრით, ეს დეპრესიაა, როცა ადამიანს ეკარგება სიცოცხლის სურვილი და აზრს ვეღარ ხედავს მასში.. სამწუხაროდ ჩნდება თვითმკვლელობის სურვილიც..sad.gif მხოლოდ ეკლესიაშია შვება, მხოლოდ ტაძარშია ხსნა ამ სენისაგან.. როცა სულიერი სიმშვიდე ირღვევა, წირვა-ლოცვაა წამალი და აღსარებაა მალამო smile.gif

გეთანხმები, ხშირია სასოწარკვეთილი ადამიანი რომელსაც მხოლოდ შენ მიერ აღნიშნული გადაარჩენს

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 27 2006, 04:20 PM

სასოწარკვეთა ალბათ უწმუნოებიდან ან მცირედმორწმუნეობიდან მოდის. როცა ადამიანს სწამს, რომ ყველაფერი ღვთის ნებითა და განგებით ხდება მისივე სასარგებლოდ, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდება... უფრო სწორედ - ვერ ჩავარდება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2006, 04:24 PM

QUOTE(mogzaura @ Nov 27 2006, 04:15 PM) *

გეთანხმები, ხშირია სასოწარკვეთილი ადამიანი რომელსაც მხოლოდ შენ მიერ აღნიშნული გადაარჩენს

მადლობა mogzaura რომ დამეთანხმე smile.gif
ამ დროს პარალელურად ადამიანმა მედიკამენტებიც უნდა მიიღოს, მაგარ დეპრესია ეს სულის ავადმყოფობაა, სულს კი მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება კურნავს.. სასოწარკვეთას ძირითადად ცხოვრებისეული შეცდომები, პირადი ტრაგედია იწვევს..

QUOTE(მარიამი @ Nov 27 2006, 04:20 PM) *

სასოწარკვეთა ალბათ უწმუნოებიდან ან მცირედმორწმუნეობიდან მოდის. როცა ადამიანს სწამს, რომ ყველაფერი ღვთის ნებითა და განგებით ხდება მისივე სასარგებლოდ, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდება... უფრო სწორედ - ვერ ჩავარდება.


მართალი ხარ, მარიამ, მორწმუნე ადამიანს ნაკლებად ემუქრება სასოწარკვეთა.. მხოლოდ სულიერ სიღატაკეს მივყავართ ამ მდგომარეობამდე..

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Nov 27 2006, 05:09 PM

ციტატა

სასოწარკვეთა ალბათ უწმუნოებიდან ან მცირედმორწმუნეობიდან მოდის. როცა ადამიანს სწამს, რომ ყველაფერი ღვთის ნებითა და განგებით ხდება მისივე სასარგებლოდ, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდება... უფრო სწორედ - ვერ ჩავარდება.

გეთანხმები...

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Nov 27 2006, 11:00 PM

რა თმა უნდა სასოწარკვეთა ურწმუნოებისგან ან მცირედმორწმუნეობისგან მოდის, როგორც მარიამმა აღნიშნა უკვე. ყველაზე ხშირად ადამიანი სასოწარკვეთილებაში მაშინ ვარდება როდესაც ახლობელ ადამიანს კარგავს. ეს კი ძაან ცუდია. ამ დროს იმის მაგივრად რომ ადამიანმა ილოცოს გარდაცვლილისთვის, დგას და ტირის. რა თქმა უნდა ტირილი ბუნებრივია მაგრამ ძაან გადაყოლაც არ შეიძლება, რასაც შემდეგ სასოწარკვეთილება მოყვება.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 27 2006, 11:21 PM

ვაიმეე, რა ცუდი ბიჭია სასოწარკვეთაsad.gif(


mad.gif

ადამიანი ცოტა მეტად თავმდაბალი რომ იყოს, უფრო ნაკლებად დაემართება ეს ამბავიsad.gif(
აი მაგალითად, ცხოვრობ, ყველაფერი ნორმალურადაა, თანდათან ეჩვევი"კარგად ყოფნას", ეჩვევი კარგ მდგომარეობას, რომელიც, რა თქმა უნდა, ღმერთმა მოგანიჭა, მაგრამ ჩვენ ჩვენი დამსახურება გვგონია... მერე ჩნდება კმაყოფილება საკუთარი თავით...

მერე დადიხარ ამაყად და ამასაც ეჩვევი...

მერე გათენდება ერთი დღე და ნახავ, რომ არაფეეერიც არ შეგიძლია...

...დაიწყებ ძებნას იმისა, რაც ამდენი ხნის მანძილზე შენგან დამსახურებული გეგონა...

ხოდა, რომ ვეღარ ნახავ, მოგეჩვენება რომ არც არასდროს ყოფილა...
აღარ ჩანან არც ისინი ვინც იმ "კარგ დროს" შენს გვერდით იყვნენ

დამნაშავეს ეძებ ყველგან საკუთარი თავის გარდა და

ვაიმე რა მარტო ხარ.....

sad.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Nov 27 2006, 11:23 PM

ციტატა(kato_Bato @ Nov 27 2006, 11:21 PM) *

ვაიმეე, რა ცუდი ბიჭია სასოწარკვეთაsad.gif(


მე სულ გოგო მეგონა laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 27 2006, 11:36 PM

სასუწარკვეთილება ურწმუნო ადამიანს ემუქრებაო და მართალია მაგრამ არის მეორე მხარეც მორწმუნე ადამიანი რომესაც ამქვეყნიური ცხოვრების აზრად ღვთის საქმის ,სიტყვის კეთება მიაჩნია, გრანელის არ იყოს "ღმერთო მაპატიე უქმად სიარული" უქმად ყოფნას მისტირის , იბრძვის , გრძნობს ძალას, ხედავს დაშვებულ შეცდომებს ,დრო ეცოტავება გამოსასწორებლად ,ძალას კარგავს და სასუწარკვეთაში ვარდება აღსასრულის მოლოდი სხვა ადამინებისთვის დაუთმია "ჭრელი " მადლიანი სამყარო თვითონ კი თამაშ გარე რჩება

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 27 2006, 11:42 PM

მისმინეთ, აქ თამარი დაგვჭირდება, სასოწარკვეთაა თუ სასუწარკვეთა, როგორც თემის სათაურია? smile.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 27 2006, 11:46 PM

ციტატა(KAIROS @ Nov 27 2006, 11:42 PM) *

მისმინეთ, აქ თამარი დაგვჭირდება, სასოწარკვეთაა თუ სასუწარკვეთა, როგორც თემის სათაურია? smile.gif

თამარს მოუხმოთ მაშინ როგორც ოლიმპოდან მსგავსი დამწუხრებული დემეტრასი laugh.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 27 2006, 11:49 PM

ციტატა(KAIROS @ Nov 27 2006, 11:42 PM) *

მისმინეთ, აქ თამარი დაგვჭირდება, სასოწარკვეთაა თუ სასუწარკვეთა, როგორც თემის სათაურია? smile.gif



სასოწარკვეთა _ახალქართულად

სასუწარკვეთა_ძველქართულად smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 28 2006, 11:55 AM

ციტატა(ლილიანა @ Nov 27 2006, 11:36 PM) *

სასუწარკვეთილება ურწმუნო ადამიანს ემუქრებაო და მართალია მაგრამ არის მეორე მხარეც მორწმუნე ადამიანი რომესაც ამქვეყნიური ცხოვრების აზრად ღვთის საქმის ,სიტყვის კეთება მიაჩნია, გრანელის არ იყოს "ღმერთო მაპატიე უქმად სიარული" უქმად ყოფნას მისტირის , იბრძვის , გრძნობს ძალას, ხედავს დაშვებულ შეცდომებს ,დრო ეცოტავება გამოსასწორებლად ,ძალას კარგავს და სასუწარკვეთაში ვარდება აღსასრულის მოლოდი სხვა ადამინებისთვის დაუთმია "ჭრელი " მადლიანი სამყარო თვითონ კი თამაშ გარე რჩება



გრანელზე სასოწარკვეთილი გალაკტიონი არ მეჩვენება ხანდახანsad.gif(

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2006, 12:42 PM

სასოწარკვეთისას იკითხება იესო ტკბილის დაუჯდომელი.. http://orthodoxy.wanex.net/lotsvani/akatisto/iesu.htm

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Nov 30 2006, 04:21 AM

მქონია შემთხვევა ,როდესაც ერთი ნაბიჯი მაშორებდა სასოწარკვეთამდე მაგრამ ბოლო მომენტში, ბოლო წამს იმ შეგრძნებამ გადამარჩინა, რომ უფალი ჩემთანაა და მარტო არ ვარ. ცოდნამ კი არა-- შეგრძნებამ.
ახლა ზუსტად ვიცი ,ეს ცხოვრებაში ვეღარასდროს დამემუქრება.
არ არსებობს ჩემთვის მიწიერი შიში რომელიც ამ ზომამდე მიმიყვანს, იმიტომ რომ ვიცი მარტო არ ვარ. (შეიძლება ძალიან ხმამაღალი და ამპარტავნული ნათქვამი გამომივიდა , მაგრამ გულახდილი ვარ, არ მეშინია და რა ვქნა cool.gif )

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2006, 02:04 PM

სახელგანთქმულ ლონდონის ხიდზე თვითმკვლელობათა რიცხვი ორჯერ შემცირდა, როდესაც იგი შავიდან მწვანედ შეღებეს...

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 4 2007, 01:33 AM

ხოდა დავეძალოთ ჩვენც ფერად ხიდებს laugh.gif


ისე ცნობისათვის morrison-ის ძმა ვარ ზურაბი და მოგესალმებით ყველას.

როგორც იქნა დავრეგისტრირდი.მთიული და ასეთი ზარმაცი არავის უნახავს ალბათ. happy.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Feb 4 2007, 01:41 AM

ციტატა(Floyd @ Feb 4 2007, 02:33 AM) *

ხოდა დავეძალოთ ჩვენც ფერად ხიდებს laugh.gif
ისე ცნობისათვის morrison-ის ძმა ვარ ზურაბი და მოგესალმებით ყველას.

როგორც იქნა დავრეგისტრირდი.მთიული და ასეთი ზარმაცი არავის უნახავს ალბათ. happy.gif


კეთილი იყოს შენი მობრძანება smile.gif

პ.ს. კიტარო მაგარია smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 5 2007, 02:20 PM

სასოწარკვეთა, მორწმუნეთა თუ ურწმონოთა სენი არ არის. იგი მთლიანად კაცობრიობის სენია და საკმაოდ მყარად აქვს ფეხი მოკიდებული დღევანდელ საზოგადოებაში. სამწუხაროდ , დღესდღეობით ბევრს სასოწარკვეთა ეუფლება იმ მატერიალური სიდუხჭირის გამო , რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში არც თუ ისე უცხო ხილია smile.gif ბევრ მორწმუნე მართლმადიდებელსაც კი უჭირს ამაღლდეს ამქვეყნიურ პრობლემებზე და შეხედოს მას , როგორც წარმავალს.



მაგრამ რწმენის სიმტკიცე და მომავლის იმედი (პროპაგანდაში ნუ ჩამითვლით smile.gif ) ადამიანს ყველაფერს გადაატანინებს. გამოსავალი ყველაზე რთული სიყუაციიდანაც კი ლოცვაა smile.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 6 2007, 01:09 AM

სასოწარვეთა ბუნებრივად ყველა მძიმე ცოდვილ ადამინს ელოდება თუ გონს არ მოეგება და ჩვენი ვალიც ეგაა რომ ის ხალხი გადავარჩინოთ sad.gif

პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 6 2007, 01:26 AM

მემგონი რომ სასოწარკვეთილებაში მყოფ კაცს რათქმაუნდა ლოცვა და მეგობრების დახმარება თუ შეეწევა, ეს დახმარებაც რა თქმა უნდა ლოცვა უნდა იყოს,

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 6 2007, 01:32 AM

რათქმაუნდა ლოცვა .
თორე მატერიალური დახმარება არაფერს უშველის.

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Feb 6 2007, 07:45 PM

სასოწარკვეთა სულმოკლეობის შედეგია...

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 6 2007, 08:09 PM

ციტატა(იოანა @ Feb 6 2007, 07:45 PM) *

სასოწარკვეთა სულმოკლეობის შედეგია...

wub.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 6 2007, 09:11 PM

ციტატა
სასოწარკვეთა სულმოკლეობის შედეგია...


ა ქალი smile.gif

ვეცემი ასეთ ფრაზებზე smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 7 2007, 06:32 AM

ციტატა
ვეცემი ასეთ ფრაზებზე


ფრთხილად არაფერი იტკინო smile.gif

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Feb 8 2007, 08:25 PM

სად გადის ზღვარი?

სასო წარკვეთა, ანუ უფრო ახალ ქართულად იმედის დაკარგვა, შესაძლებელია დაემართოს მხოლოდ ისეთ ადამიანს რომელიც საკუთარ თავს იყო დაყრდნობილი... თვითმკვლელობამდე სასოწარკვეთით მხლოდ უიდურესად ამპარტავანი ადამიანები მიდიან...

სწორი შენიშვნა იყო, როცა საკუთარი თავის იმედი გაქვს, როცა გჯერა რომ მაგარი ტიპი ხარ, როცა დარწმუნებული ხარ რომ ნებისმიერ პრობლემას გადაჭრი და ნებისმიერ სირთულეს გადალახავ და უცებ ერთ დღესაც არარ გაგიმართლებს რა მოგივა? დაკარგავ საკუთარი თავის იმედს...

ეს ჩვეულებრივი ქრისტიანლი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ყველას გვექნება გამოცდილი როცა რომელირაც ცოდვასთან ბრძოლის დროს დამარცხდება ადამიანი ხვდება რომ უსუსურია და ღმერთს მიმართავს...

საკუთრი თავის იმედის დაკარგვა უკიდურესად სასარგებლოა მაგრამ, უკიდურესად სახიფათო თუ ღმერთის იმედის გარეშე აღმოჩნდები... ეს უკანასკნელი კი ქრისტიანს ნაკლებად ემუქრება...


პოსტის ავტორი: მაიკო თარიღი: Mar 13 2007, 05:01 PM

როდესაც მთელი კვირეების განმავლობაში უხასიათოდ ხარ, არ გინდა ცხოვრება, მიგაჩნია სრულ უაზრობად შენი არსებობა და ვერ ხვდები ყველასთან მხიარული, მარტო რომ რჩები რატომ გბეზრდება ყველაფერი, მემგონი ესაა დეპრესია...
ეს არის სულის საშინელი მდგომარეობა, როცა ძალიან იტანჯება...
ასე გაგრძნობინებს...
მე ასე ვიყავი, ამას ვეძახდი დეპრესიას
მერე კი მივხვდი, რომ ერთადერთი რამ, რაც მშველოდა ეკლესია იყო...
ახლა ვცდილობ დავეხმარო სულს... (თუმცა ახლაც მაქვს დეპრესიის შემოტევები)

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Mar 13 2007, 05:34 PM

მაიკო
ასეთ დროს ძალიან კარგად უნდა გაიაზროო რა გაწუხებს რატო აღარ გინდა ცხოვრება და რა გაგდებს სასუწარკვეთაში .. უნდა გაიგო და დაიწყო ბრძოლა ამ მომაკვდინებელი ცოდვის წინაღმდეგ ...
თუ ისაუბრებ იმაზე რაც გტკივა ანალიზი დაგეხმარება ზუსტად მიხვდე რატო გემრთება და ამასთან ისიც დაასვკნა რო ამ ყველაფრიდან თავის დახწევა შესაძლებელია ..

პოსტის ავტორი: მაიკო თარიღი: Mar 13 2007, 07:24 PM

ძნელია ამაზე საუბარი როცა სხვები ვერც კი წარმოიდგენენ შენს სულიერ მდგომარეობას....
მთავარი ფიქრია, არ უნდა შეწყვიტო ფიქრი და მიაგნებ გამოსავალს...
დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრებს, მე მეგობრების დახმარებით მივედი ეკლესიაში...
დავიჯერე რომ ”ყველაფერი იმისთვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს...”
იქნებ მეც მაგიტომ ვიყავი ცუდად, რომ ღმერთი მომეძებნა?

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Mar 13 2007, 07:54 PM

მაიკო
მეც მაგას ვამბობ smile.gif
დაგლოცოს უფალმა!

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Mar 30 2007, 05:43 PM

ალბათ არ არსებობს ჩვენს შორის ადამიანი რომელსაც არ განეცადოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც სასოწარკვეთილება.მაგრამ ნაწილი ვახერხებთ რომ გადავლახოთ ეს გრძნობა უპირველეს ყოვლისა იმიტომ რომ ცოდვაა და მეორეც-რომ არ გადაიზარდოს უფრო საშიშ სენში რასაც დეპრესია ქვია.მსოფლიოში უამრავი ადამიანია დეპრესიით დაავადებული მათ შორის საქართველოში და ბევრი მათგანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს,მიუხედავად იმისა რომ იცის რამხელა ცოდვას სჩადის.ნუთუ იმდენად იპყრობს ამ ადამიანებს ეშმაკი რომ მათი გადარჩენა ვერ ხერხდება? ეს არის მტკინვეული თემა ჩემთვის რადგან ჩემმა მეგობარმა სწორედ ასე დაასრულა სიცოცხლე

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Mar 30 2007, 05:50 PM

მარიტა, რატომ წამოიწყე, ჩემო კარგო ეს თემა დეპრესიაში ხომ არ ხარ, ან ხომ არ იყავი და უკვე გადალხე ეს სენი?smile.gif
გეთანხმები მართლა ძალიან ცუდი გრძნობაა სასოწარკვეთილება, მქონია მეც დეპრესიის შემოტევები. მაგრამ ეკლესიაში რაც შევედი, მას მერე სერიოზულად აღარ შევუწუხებივარ ამ სენს. იმედგაცრუებას ხშირად წავაწყდებით ადამიანები ცხოვრების მანძილზე მაგრამ არ შეიძლება ეს სასოწარკვეთილებაში გადაიზარდოს. ასე უფალს გავანაწყენებთ, სასო წარვიკვეთოთ-ეს ნიშნავს არ გვწამდეს მისი თანადგომის.
(ისე ამ მარხვაში საკმაოდ ხშირად მომეცა მიზეზი სასოწარკვეთილებისა და ღვთის მადლით მაინც ძლიერად ვდგავარ. ესეც გამოცდაა ალბათ)

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Mar 30 2007, 05:55 PM

ნიანია
არა მე პირადად დეპრესია არ მაწუხებს ნუ სასოწარკვეთა მქონია რათქმაუნდა.მაგრამ ჩემ ნაცნობებს რომ უყურებ და მესმის ამბები კიდევ მივხვდი რომ ეს პრობლემა აქტუალურია დღეს.ის ჩემი მეგობარი დეპრესიაში ჩავარდა ჯერ და შემდეგ იძახოდა ეშმაკი მებრძვის და კვეთებული მჭირდებაო.არავინ არ მიაქცია ყურადღება და მალე თავი მოიკლა

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Mar 30 2007, 05:57 PM

რას ფიქრობთ რა შეიძლება იყოს დეპრესიის გამომწვევი მიზეზი?

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Mar 30 2007, 06:02 PM

afxazi
ჩემი აზრით ინდივიდუალურია მაგრამ ძირითადად-დიდი იმედგაცრუება ცხოვრებაში როცა ვერ აღწევ იმას რაც გსურს თუმცა არიან ისეთებიც რომლებმაც მიაღწიეს ყველაფერს მაგრამ მაინს რაღაც მიზეზის გამო კარგავენ სიცოცხლის არსს.ჩემი მეგობრის შემთხვევაში მთავარი ბიძგი სამსახურის დაკარგვა იყო

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Mar 30 2007, 06:21 PM

ციტატა(marita26 @ Mar 30 2007, 06:02 PM) *

afxazi
ჩემი აზრით ინდივიდუალურია მაგრამ ძირითადად-დიდი იმედგაცრუება ცხოვრებაში როცა ვერ აღწევ იმას რაც გსურს თუმცა არიან ისეთებიც რომლებმაც მიაღწიეს ყველაფერს მაგრამ მაინს რაღაც მიზეზის გამო კარგავენ სიცოცხლის არსს.ჩემი მეგობრის შემთხვევაში მთავარი ბიძგი სამსახურის დაკარგვა იყო

იცი დღეს პატრიარქმა რა თქვა: "ყველა ადამიანი თვითონ ქმნის ცხოვრებაში კედელს, რომელსაც შემდეგ ეჯახებაო, ყველა სიტუაციიდან არის გამოსავალი, თუნდაც კი ერთი შეხედვით არაფერი ჩანდესო". ძნელია განსაჯო ადამიანი, ვინც ასე ასრულებს სიცოცხლეს, რათქმა უნდა უმთავრესი მიზეზი ამ ტრაგედიისა, ზედმეტად მიწიერი ცხოვრებაა, როცა ადამიანს სურს, აქვე ამ ქვეყანაზე შექმნას სრული ბედნიერების იდეალი და როცა ამას ვერ ახერხებს, უკვე ზედმეტად მიიჩნევს თავს და ვფიქრობ უფრო სირცხვილს (სხვათა თვალში) გამოწვეულს რაიმე შემთხვევით, გაურბის. მაგრამ უფრო სამწუხარო იცი რა არის, როდესაც ადამიანი ასეთ სიტუაციაშია, ჩვენ შესაბამის დახმარებას ვერ ვიჩენთ მისდამი და მხოლოდ მშრალი ფრაზებით ვიფარგლებით.

პოსტის ავტორი: .:B:. თარიღი: Mar 30 2007, 06:29 PM

როდესაც ადამიანის სურვილები და შესაძლებლობები არ ემთხვევა ერთმანეთს მაშინ ვარდება იგი დეპრესიულ მდგომაეობაში...

დეპრესიას მხოლოდ ეგ იწვევს.



დღევანდელ დროში კიდე იშვიათია შენი სურვილი და შესაძლებლობა ემთხვეოდეს ერთიმეორეს.





პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Mar 30 2007, 06:44 PM

afxazi
სწორია რომ ირგვლივ მყოფი ადამიანები ამ დროს ვერ შველიან.რადგან არ ვიცით რითი დავეხმაროთ ალბათ

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 30 2007, 06:59 PM

სამწუხაროდ მე ვიყავი დეპრსიაში,არც თუ ისე ცოტა ხანს mellow.gif....ეკლესია ძალიან დამეხმარა დეპრსესიის გადალახვაში smile.gif

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Mar 30 2007, 07:05 PM

BOO
კარგია.მხოლოდ ეკლესია შველის ყველაზე მეტად ამ დროს

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Mar 30 2007, 07:16 PM

ციტატა(marita26 @ Mar 30 2007, 07:05 PM) *

BOO
კარგია.მხოლოდ ეკლესია შველის ყველაზე მეტად ამ დროს

როგორ შველის ეკლესია, შეგიძლიათ მიპასუხოთ.

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 30 2007, 07:51 PM

ციტატა(afxazi @ Mar 30 2007, 07:16 PM) *

როგორ შველის ეკლესია, შეგიძლიათ მიპასუხოთ.


უიმედობა,საკუთარ თავში ჩაკეტვა,თვითმკველობაზე ფიქრი და სხვა მრავალი რამ რაც ახასიათებს დეპრესიაში მყოფ ადამიანს ხოლმე...
ეკლესიური გზით დავიბრუნე ის სულიერი სიმშვიდე რომელიც დეპრსეიაში ყოფნისას დავკარგე და ადრე არც არასოდეს მქონია.ჩემ შემთვევაში ასე მოხდა და ასე დამეხმარა ეკლესია. smile.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Mar 30 2007, 08:39 PM

ციტატა
ჩემი მეგობრის შემთხვევაში მთავარი ბიძგი სამსახურის დაკარგვა იყო

ვაიმეეე...და მხოლოდ ამის გამო?.. ძალიან სამწუხაროაsad.gif

როდესაც ადამიანი სასოწარკვეთილებაში ჩავარდება,ეს იმას ნიშნავს,რომ იგი კარგავს იმედს,უფლის რწმენას,აღარ აქვს უფლის დახმარების იმედი,და სწორედ ესაა ყველაზე საშინელება.ადამიანს გონია,რომ "რაღაც საქმეს" ვეღარ უშველის,ამიტომაც ხდება ხშირი თვითმკვლელობები.
ციტატა
რას ფიქრობთ რა შეიძლება იყოს დეპრესიის გამომწვევი მიზეზი?

ამაზე პასუხი შენვე დაწერე კარგად,უბრალოდ დავამატებ:ამ რამდენიმე კვირის წინ სწორედ ერთ-ერთი მოძღვარი საუბრობდა,რომ ამპარტავნების გამო მოსდის ხალხს ასე.
ციტატა
როგორ შველის ეკლესია, შეგიძლიათ მიპასუხოთ.

რა თქმა უნდა,უფალი ყველგანაა,მაგრამ ხშირად ჩვენ მას ეკლესიაშიც ვეძიებთ,უფლის სახლში,წმიდა ადგილას.აღსარების თქმა,ზიარება,ლოცვები_ეს ყოველივე უფრო მეტად გაახლოებს უფალთან, და სწორედ ამიტომ ეკლესია იძლევა სიყვარულს,დიდ ნუგეშს,სულიერ სიმშვიდეს.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Mar 30 2007, 08:45 PM

ციტატა(sofi89 @ Mar 30 2007, 08:39 PM) *

ვაიმეეე...და მხოლოდ ამის გამო?.. ძალიან სამწუხაროაsad.gif

როდესაც ადამიანი სასოწარკვეთილებაში ჩავარდება,ეს იმას ნიშნავს,რომ იგი კარგავს იმედს,უფლის რწმენას,აღარ აქვს უფლის დახმარების იმედი,და სწორედ ესაა ყველაზე საშინელება.ადამიანს გონია,რომ "რაღაც საქმეს" ვეღარ უშველის,ამიტომაც ხდება ხშირი თვითმკვლელობები.
ამაზე პასუხი შენვე დაწერე კარგად,უბრალოდ დავამატებ:ამ რამდენიმე კვირის წინ სწორედ ერთ-ერთი მოძღვარი საუბრობდა,რომ ამპარტავნების გამო მოსდის ხალხს ასე.
რა თქმა უნდა,უფალი ყველგანაა,მაგრამ ხშირად ჩვენ მას ეკლესიაშიც ვეძიებთ,უფლის სახლში,წმიდა ადგილას.აღსარების თქმა,ზიარება,ლოცვები_ეს ყოველივე უფრო მეტად გაახლოებს უფალთან, და სწორედ ამიტომ ეკლესია იძლევა სიყვარულს,დიდ ნუგეშს,სულიერ სიმშვიდეს.

მაგრამ ისეც ხომ შეიძლება აღსარებაც ჩააბარო, ეზიარო კიდეც, მაგრამ იგივე მდგომარეობაში დარჩე.

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Mar 30 2007, 09:39 PM

afxazi
კი შეიძლება ხდება ეგეთი რამ როცა ზიარების მადლი და სიხარული ვერ მიაქ ადამიანს ტაძრიდან

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 30 2007, 10:02 PM

marita26
დეპრესიის დროს ადამიანი აცნობიერებს იმას თუ რა მოხდა ან რა ხდება მის თავს, ეხლა მე რაღაც ეგეთ პროცესში ვარ, ალბათ დეპრესია ქვია, ვხარშავ თუ რას ვხედავ დღეს , უბნელი მოკლეს, მისი მკვლელი კი მამამისმა გადამალა. აი ამას ვაანალიზებ და თქვენ გინდათ თქვათ რომ ადამიანისათვის ეს პროცესი ძალიან ცუდია? მოდით აბა მაშინ ცუდი რამე რო დაგვემართება ეგრევე ან თავი მოვიკლათ ან კიდევ არ მივაქციოთ ყურადღება და გავატაროთ.

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Mar 30 2007, 10:09 PM

მე ხშირად ვარ ხოლმე დეპრესიაში და ეს ალბათ ჩემი ცვალებადი ხასიათის ბრალია. დღეს შეიძლება ეკლესიაში წავიდე მარა დეპრესიაში რომ ვარ შეიძლება გზაზე კაცს მანქანა რომ გაიტანს ზედ გადავუარო.
დეპრესიაში ყოფნისას მსოფლიოზე ვარ გაბრაზებული და ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ.
მარა ის ვიცი რომ ეს მდგომარეობა დროებითია და იმის ძალას ვპოულობ რომ დეპრესიაში ყოფნისას ისეთი არ ჩავიდინო, რაც მერე წინ ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდებს. ეს ისეთია, მთვრალი რომ ხარ და ცდილობ გაჩუმდე ვიდრე რამეს წამოროშავ.
ამიტომ როცა ჩუმად და უხმოდ ვარ შორს ჩემგან smile.gif შეიძლება უბედურება დატრიალდეს. sad.gif

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Mar 30 2007, 10:32 PM

არასდროს არ ვყოფილვარ დეპრესიაში......

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Mar 30 2007, 10:46 PM

ქავთარაძე
კარგი არ მოაქ ამ პროცესს თუ დიდხანს გრძელდება.თორე არის ხანმოკლე დეპრესიული მომენტები-მე ასე უწოდებდი პირადად მაგრამ ხომ ვახერხებთ გადავლახოთ.აი ხანგძლივის უკვე ჩამოყალიბებული დეპრესიის გადალახვა უკვე ძნელია

პოსტის ავტორი: musikosi თარიღი: Mar 30 2007, 10:57 PM

დასცინეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
ეეთ

აი ჩემი რეაქცია დეპრესიაზე biggrin.gif

დეპრესია ღმერთს არ გამოუგონია
არც ეშმაკს biggrin.gif
ვიღაც უბედურმა ნეანდრეტალელმა ამერიკა-ევროპამ გამოიგონა და იყვნენ დეპრესიაში
და ქართველები რომ გაიძახია დეპრესიაში ვარო,აი ამაზე ვცეცხლდები
ქვეყანა ფეხზეა დასაყენებელი და ხალხი სიგარეტის წევით სკდება,დეპრესიაში ვარო

მალადეეეეეეეეეეეც

პოსტის ავტორი: მაიკო თარიღი: Mar 30 2007, 11:03 PM

მეც მქონია დეპრესიები... მაგრამ არა რაიმე ამბის გამო...
არ ვიცი უფრო ქრუნიკული იყო მემგონი, ცუდად ვგრძნობდი თავს და ამ განწყობიდან გამოსავალს ვერ ვხედავდი, მეგონა რომ უმიზნოდ ვცხოვრობდი...
მოლედ ასეთი დეპრესიაც არსებობს, რომელიც ჩემი აზრით სულის დაავადება... ჩვენი სული კი ყოველთვის იტანჯება, როცა გმერთისგან შორს ვართ...

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Mar 31 2007, 10:19 PM

ციტატა
და ქართველები რომ გაიძახია დეპრესიაში ვარო,აი ამაზე ვცეცხლდები


ეს უკვე დეპრესიის ნიშნებია...


პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Apr 1 2007, 04:11 AM

რა დროს დეპრესიაა ხალხო. მერე რა თუ რაიმე კონკრეტულ საქმეში არ გაგვიმართლა, ყოველი დილა რომ გვითენდება ეს არ არის გამართლება?
თავზე ჭერი რომ გვაქვს, რომ არ გვცივა და არ გვშია, მეგობრები რომ გვყავს, ადამიანები რომელიც გვიყვარს და ვუყვარვართ,

ვიღაცას ამ დროს ქუჩაშია, სცივა შია და არავინ ყავს.

გვაქვს კი უფლება ამის მერე რაღაც ყოფითი წარუმატებლობის გამო ვიძახოთ დეპრესიაში ვარ და უბედური ვარო?
ამ კუთხით თუ შევხედავთ ჩვენს ცხოვრებას, დეპრესია უნამუსობად მოგვეჩვენება და აღარ გავიკარებთ

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Apr 1 2007, 05:37 PM

მე პირადად სასოწარკვეთის პერიოდი მქონდა ყველაზე ხანგძლივი 1 თვე დაახლოებით-სიყვარულში იმედგაცრუების გამო sad.gif

პოსტის ავტორი: salomea07 თარიღი: Apr 1 2007, 07:16 PM

ჯიგრები ხართ,musikosi და ხათუნა!! smile.gif სრულიად გეთანხმებით!
დეპრესია და სასოწარკვეთა ჩვენი თავის ზედმეტი სიყვარულის , ეგოიზმის გამო მოგვდის! და ამასობაში ვერ ვამჩნევთ ჩვენი ასეთი განწყობით როგორ შევურაცჰყოფთ ღვთის ნებას sad.gif როგორ გგონიათ, ღმერთი, რომელმაც ისე შეგვიყვარა, რომ თავისი ძეც მოგვივლინა გამოსახსნელად და ამდენ წყალობას და სიხარულს გვანიჭებს, ეს ღმერთი გაგვწირავთ ჩვენ?? ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და მიზანი. ყველაზე ძნელია ამის დაჯერება იმ მომენტში, როცა გიჭირს, მაგრამ გადის დრო და ხვდები, რა საოცარი სიბრძნე დევს ყველაფერში.
ღმერთმა მოგვცეს მოთმინება და სულიერი თვალი აგვიხილოს.

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Apr 1 2007, 09:59 PM

ორმოცი დღის წინ მამიდაჩემი რეანიმაციაში სიკვდილს ებრძოდა (ინსულტი მიიღო)...იმ ხანებში ერთმა სასოწარკვეთილმა ახალგაზრდამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე(იმავე რეანიმაციაში)...როცა ეს ვნახე გავოგნდი და გავბრაზდი:იმ დღეებში მთელი ჩვენი ნათესაობა ვცდილობდით,ყველანაირი ხერხით ჩვენთან დაგვეტოვებინა ავადმყოფი და ასეთ დროს ვიღაცამ უფულობას ვერ გაუძლო და სიცოცხლე მოისწრაფა...
ცუდია დეპრესია...

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Apr 3 2007, 05:49 PM

ხათუნა
salomea07
გეთანხმებით smile.gif


afxazi


ციტატა
მაგრამ ისეც ხომ შეიძლება აღსარებაც ჩააბარო, ეზიარო კიდეც, მაგრამ იგივე მდგომარეობაში დარჩე.

იმედი მაქვს,უმეტესობა,ვინც ეკლესიის მრევლია ასე არაა.მორწმუნეები ყოველთვის უფალთან ახლოს ყოფნისაკენ მიილტვიან,ხოლო ამისთვის საჭიროა გქონდეს იმედი,ნდობა,რწმენა.თუ ეს დაკარგე, ე.ი. ღმერთსაც კარგავ.
რა ვიცი აბა,როგორ გითხრა,ჩემთვის ეს ცოტა წარმოუდგენელია.ადამიანი,რომელიც ხშირად დადის ღვთის სახლში და უფრო მეტს სწავლობს,იგებს,იმასაც აუცილებლად გაიგებს და შეიგნებს,რომ სასოწარკვეთილება ცოდვაა.ეს კი განსაკუთრებით უნდა იცოდეს იმან,ვინც აღსარებას ამბობს და ზიარებას იღებს.მაგრამ აღარც ეს გამკვირდება,რადგან სწორედ ჩვენმა ერთ-ერთმა ფორუმელმა,რომელიც ეზიარებოდა,მაინც ვერ შეიცნო უფალი და გახსნა თემა "მე ალბათ ათეისტი ვარ".ზუსტად ვერაფერს იტყვი წინასწარ კაცი,არავინ იცის ახლო მომავალში შენ როგორ შეიძლება"გაგიჭირდეს",მაგრამ ერთი კი ვიცი,რომ რა ცუდ დღეშიც არ უნდა იყო ადამიანი ჩავარდნილი,თვითმკვლელობამდე მაინც არ უნდა მიხვიდე.
სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა,მუდმივი დეპრესია არაფერს მოგვცემს კარგს,ის მხოლოდ სულიერად და ფიზიკურად დაგვანგრევს,გამოგვფიტავს.ჩვენ უნდა ვიცოდეთ,რომ ცხოვრება დიდი ბრძოლაა,გამოცდაა,ეს უფლის მიერ ჩვენს მხრებზე დადებული ჯვარია...

და კიდევ ერთი,ძალიან მნიშვნელოვანი,რაც უნდა ვიცოდეთ:"...მე მინდა,რომ შენ არ იარო გათელილი გზებით და ბილიკებით,იყო ძლიერი,მამაცი,აღმსრულებელი, მედეგი განსაცდელებასა და ტანჯვაში.
მე მინდა,რომ შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში ამჟღავნებდე რკინისებურ სიმშვიდეს,მთელი სიცხადით გესმოდეს აზრი ამ განსაცდელებისა.
მე მიდა,რომ შენ ყველგან და ყოველთვის კმაყოფილი იყო იმითაც,რაც გაქვს,ხოლო მცირედისთვის მმადლობდე მე.
მე მინდა,რომ შენ მომენდო როგორც ჩვილი,რადგან მხოლოდ მაშინ მიიღებ თუნდა სულ მცირე ნაპერწკალს სოლომონის სიბრძნისას...
მე მინდა,რომ სახე შენი ყოველთვის სიმშვიდითა და სიჯანსაღით სუნთქავდეს.
მე მინდა,რომ ამჟამად შენ უფრო მეტს ზრუნავდე შენს ჯანმრთელობაზე,რადგან იგი მე მჭირდება ზოგიერთი შენი საქმის აღსრულებისათვის...
მე მინდა,რომ შენ შეინარჩუნო(რა თქმა უნდა,ჩემი ნების შესაბამისად) სიცოცხლის წყურვილი,გამოულეველი ენერგია,სიყვარული და მოშურნეობა საქმისადმი,მგზნებარება მოქმედებისადმი,რათა აქტიურად შეიჭრე შენს გარემომცველ ცხოვრებაში...
მე მინდა,რომ ამ გზით მომავალმა შეიმეცნო საკუთარი თავი,ყველაზე მთავარი და ყველაზე არსებითი შენს ცხოვრებაში...
...შენ მარტოსული ხარ,მაგრამ არ დაგავიწყდეს და გახსოვდეს,რომ მე შენთანა ვარ.
არ არის ადვილი მარტოობის მწვწვე სევდის განცდა,მაგრამ აუცილებელია ყველა იმ ადამიანისთვის,რომელიც მგრძნობიარე და ფაქიზია სხვისი უბედურებისადმი.
მე მინდა,რომ შენ გაამართლო ნდობა,რომელიც მე ჩაგისახე გულში.
მე მაქვს უფლება,რომ ეს ყოველივე შენ მოგთხოვო,რადგანაც ძალზე ბევრი მოგეცი და ამჟამადაც ბევრს გაძლევ,რამდენჯერ მოგიწოდე გამოსწორებისაკენ და სინანულისაკენ..."

"...როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს და მტერი მდინარესავით მოგადგება,მე მინდა იცოდე,რომ-ეს ჩემგან იყო.
შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და უსაფრთხოება შენი მდგომარეობს იმაში,რომ მომცე საშუალება,ვიბრძოლო შენთვის.
თუ შენ იმყოფები მძიმე გარემოებაში,იმ ადამიანებს შორის,რომელთაც არ ესმით შენი,ანგარიშს არ უწევენ იმას,რაც შენს სულს სჭირდება და რომელნიც გრთგუნავენ შენ,გახსოვდეს-ეს ჩემგან იყო.
მე ვარ უფალი,ყველანაირი გარემოების მეუფე,შენ შემთხვევით კი არ აღმოჩნდი იმ ადგილას,რომელიც მე მიგიჩინე...
გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს?გახსოვდეს ყოველთვის-ეს ჩემგან იყო.ჩემს ხელშია შენი მატერიალური კეთილდღეობა,მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული.ჩემი მარაგი ულევია.
მე მინდა,რომ შენ დარწმუნდე ჩემს ერთგულებასა და დაპირებაში.მე არ დავუშვებ იმას,რომ გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი-არ გწამდა ღმერთისო...
მე ვარ კაცი ნატანჯი,ბევრი განსაცდელი მიგემია.მე დავუშვი განსაცდელები შენზე,რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სამუდამო დამშვიდება...
დაინგრა შენი გეგმები?დაეცი სულით და დაიღალე?გახსოვდეს-ეს ჩემგან იყო.შენ აგებდი შენთვის გეგმებს და მომიტანე მე,რათა მეკურთხებინა ისინი,მაგრამ მე მინდა,რომ შენ მე დამითმო,წარვმართო შენი ცხოვრება.მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები,რადგან ძალიან მძიმეა ეს შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას,რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი.
იგემე მოულოდნელი ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული და სული მუდამ ანთებული იყოს ჩემს თვალწინ და ჩემი სახელით ამარცხებდე ამ სულმოკლეობას...
ამ დღეს გაძლევ ხელში ჭურჭელს წმინდა მირონით.ისარგებლე თავისუფლად,შვილო ჩემო.ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება,ყოველი შენი შეურაცხყოფა სიტყვით,ყოველი მარცხი ჩემს სამსახურში,რომელიც გამოიწვევს შენში გულისწყვეტას,ყოველი აღიარება,შენი უძლურებისა და უუნარობისა,იყოს ცხებული ამ მირონით.
გახსოვდეს,რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!.."

პოსტის ავტორი: a-l-e-q-s-a-n-d-r-e თარიღი: May 6 2007, 11:07 AM

ციტატა(ლილიანა @ Nov 27 2006, 04:58 PM) *

სასუწარკვეთილება ადამიანის (ხაზს უსვავ ადამიანს როგორც ილია იტყოდა კაცია ადამიანი ? ამ პრინციპით )


ილია კაცია ადამინი? ასე არ ამბობდა ის ასე ამბობდა კაცია ადამიანი ?! ანუ ამით კიტხვასაც სვამს კაცია თუ არა ადამიანი და ამავედროს ბრძანებლური კილოთი tongue.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 12 2007, 12:47 PM

ეხლა ვარ დიდ დეპრესიაში
ოღონდ არ ვიცი როდის მორჩება. sad.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 12 2007, 08:33 PM

დაგვტოვეს ხომ ჩემო კორსიკელო მე და შენ მარტო?!!!! sad.gif

პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: May 12 2007, 11:09 PM

ციტატა
ეხლა ვარ დიდ დეპრესიაში
ოღონდ არ ვიცი როდის მორჩება.

რატომ მეგობარო რა გჭირს?

მდა რავიცი შეიძლება ითქვას რომ არ გამომიცდია,მაგრამ ვიცი რაც არის,დაახლოებით..

მაგრამ აქ რაც წავიკითხე ეგ რომ გადამხდომოდა გარანტირებული მექნებოდა დეპრესია,რაც არ იცი ყველაფერი ადვილი გგონია,ჯერ გამოცადეთ და მერე ილაპარაკეთ tongue.gif tongue.gif არსებობს თუ არა...

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 12 2007, 11:39 PM

ubralod ninka

ციტატა
რატომ მეგობარო რა გჭირს?


ხო რა ვიცი მიზეზი .
ამ ფიქრს ვერაფერს ხომ ვერ უშველი და ალბათ მაგიტომ.

ვინც ტატოს გაიგებს, მეც გამიგებს

პოსტის ავტორი: tekle100 თარიღი: Sep 7 2010, 03:24 AM

გამარჯობათ, პირველად შემოვედი ამ ფორუმზე და მინდა ვაღიარო, ეს ჩემი რთული სულიერი მდგომარეობის გამო მოხდა, მე რო დღეს თქვენი ნაწერები არ წამეკითხა ალბათ დარდისგან მოვკვდებოდი, ძალიან არ მინდა ამის თქმა მაგრამ ცუდად ვააარ, არ ვიცი რით ვუშველო თავს ისეთ სიცარიელეს ვგრძნობ ჩემი საყვარელი ადამიანის გარეშე რო სხვას ყველაფერს ხალისი დაეკარგა ჩემს ცხოვრებაში, სამწუხაროდ ისე მოხდა რო დავშორდით, შეიძლება თქვენ უმრავლესობამ ვერ გამიგოთ, მაგრამ დამიჯერეთ ეს ჩემთვის ისეთი ტკივილის მომტანია რო აგერ უკვე 6 თვეა ვცდილობ გონზე მოსლვას მაგრამ არ გამომდის, ძალიან მინდა რო მწამდეს რო ყველაფერი კარგად იქნება მარამ მის გარეშე ჩემი კარგად ყოპნა ვერ წარმომიდგენია, sad.gif მაშინ სასწაული უნდა მოხდეს და ის ადამიანი დამიბრუნდეს (რისი შანსიც ძალიან მცირეა) სხვა შემთხვევაში რა იქნება ჩემი ხსნა გთხოვთ დამეხმარეთ და მირჩიეღ რამეე

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 7 2010, 09:04 AM

ფსალმუნები იკითხე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 11:19 AM

"იოანე ოქროპირმა ერთ-ერთ თავის ქადაგებაში კადნიერი სიტყვა წარმოთქვა, - იუდასაც რომ შეენანა, უფალი არა მარტო შეუნდობდა მას, არამედ, ვითარცა მოციქულს, მიიღებდა. მაგრამ იუდამ სასო წარიკვეთა და დაისაჯა. ამიტომაც ყველა ცოდვაზე მეტად სასოწარკვეთას უფრთხილდი-მეთქი."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2019, 04:46 PM

"ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთი რამაა საშიში - აღარ გვინდოდეს სინანული, ჩავვარდეთ სასოწარკვეთაში და საყვედურებით ავიკლოთ ღმერთი. დანარჩენი გამოსწორებადია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2019, 03:07 PM

"არასდროს ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, ყოველთვის გვქონდეს ღვთის იმედი, რომელიც ცდილობს, განსაცდელით დაგვიახლოვოს".

/მეუფე სვიმეონი (ცაკაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2020, 06:54 PM

"ზეციერმა მაცნემ, სალათიელმა, აუხსნა აგარს, რომ სასოწარკვეთის ცრემლები ვერ დაეხმარებოდა, შეეწეოდა მხოლოდ ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 07:01 PM

"გიგზავნით სულიერ რეცეპტს და გირჩევთ, მოცემული წამალი მიიღოთ დღეში რამდენჯერმე, განსაკუთრებული უიმედობისა და სასოწარკვეთილების წუთებში. ამ წამლის გამოყენებისას უბრალო მკურნალობის დაფარული ძალა და მაკურნებელი თვისება სწრაფად გამოჩნდება, როდესაც აუჩქარებლად, საკუთარი თავის გასაგონად გონებაში წარმოვთქვამთ შემდეგი ლოცვის სიტყვებს:

"დიდება შენდა, ღმერთო ჩემო, მოვლენილი მწუხარებისათვის. ამას ჩემი ცოდვებით ვიმსახურებ. მომიხსენე, მე, სასუფეველსა ჩემსა".

ეს ლოცვა უნდა წარმოითქვას აუჩქარებლად, შემდეგ მცირე ხნით შევისვენოთ და განვაგრძოთ 5 ან 10 წუთის განმავლობაში, ვიდრე არ ვიგრძნობთ, რომ სული დაგვიმშვიდდა და დაგვიწყნარდა".

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 08:00 PM

"არ წარიკვეთო სასო, იმიტომ რომ უფალი მოწყალეა; მაგრამ არ იყო უდარდელიც, იმიტომ, რომ იგი მართალია"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2020, 09:34 PM

"არ არსებობს ქვეყანაზე სრულებით სასოწარმკვეთი მწუხარება"

/კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2020, 02:40 PM

"სასოწარკვეთაზე დამღუპველი და საშინელი ცოდვა, სულისთვის არ არსებობს"

/ღირსი სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2020, 08:59 PM

"ნურც ცოდვების გამო ჩავვარდებით სასოწარკვეთილებაში და ნურც ზედმეტად დავამყარებთ იმედებს კეთილ საქმეებზე"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2020, 08:23 PM

"ნურასოდეს დაივიწყებ, რომ რამდენი განსაცდელი და უსიამოვნებაც უნდა შეგხვდეს ცხოვრების გზაზე, ისინი ყოველთვის გამოცდად უნდა მიიღო და არა ღვთისაგან დავიწყებად. ეს ბევრ ქრისტიანს ემართება. სწორედ ამიტომ ცვივდებიან სასოწარკვეთილებაში, რამეთუ თავს უარყოფილად მიიჩნევენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 10:14 PM

"მწუხარებისა და სასოწარკვეთილების დროს გირჩევთ იესო ტკბილის დაუჯდომლის წაკითხვას"

/ბერი არსენ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 03:05 PM

"განსაცდელისა არ უნდა გვეშინოდეს, იმიტომ, რომ ჩვენთან არის ღმერთი. ცდუნებისაგან სასოწარკვეთა და სულმოკლეობა არ უნდა დაგვემართოს"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 08:24 PM

"ყოველგვარი ცოდვის მონანიება შეიძლება. შესცოდე - მოინანიე, კიდევ შესცოდე - კვლავ მოინანიე და ასე ბოლომდე. ასე თუ მოიქცევი, სასოწარკვეთილებაში არასოდეს ჩავარდები და ნელ-ნელა სიმშვიდეს მოიპოვებ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 08:46 PM

"სასოწარკვეთილება დიდწილად მანკიერი ცხოვრების შედეგია"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2020, 07:39 PM

***

აჰა, განქარდა ყოველივე
ესე ციური,
ამაოების კვლავ აჩრდილმა
გული განკვეთა.
ახლა... შენ აღებ ცივ დარბაზებს
ჩემი სულისთვის
და...
მწუხარების სახლში მიწვევ,
სასოწარკვეთავ!

/ანა კალანდაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2020, 11:20 AM

"ზოგჯერ სასოწარკვეთილების ვნება გვიტევს და პროტესტის გრძნობა გვეუფლება: "ადრე ვლოცულობდი და ვცდილობდი, ღვთისთვის სათნოდ მეცხოვრა, მაგრამ რა შედეგი გამოიღო ამან? განა დამთრგუნველი, მძიმე შინაგანი მდგომარეობა საპირისპიროზე არ მიუთითებს?!"

თუ ეს დაბრკოლება გადავლახეთ და ლოცვა დავიწყეთ, უმეტესად მალევე ვიგრძნობთ, როგორ ცხრება სასოწარკვეთილება, იდევნება ბოროტი და მჭმუნვარე, შავბნელი ფიქრები, ისევ ჩნდება იმედი, რწმენა ღვთისა. ხოლო თუ კაცი აჰყვა კაეშანს, ვერ სძლია თავს და ადრე თუ გვიან არ დაიწყო ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულება, მდგომარეობა თანდათანობით უფრო და უფრო დამძიმდება. სანამ ადამიანი არ მიუბრუნდება ლოცვას, თავს უკეთ ვერ იგრძნობს."

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2020, 08:31 PM

"რამდენჯერ ყოფილა, განერვიულებულნი ვართ, გვებრძვის სასოწარკვეთილების მძიმე და მტანჯველი განცდები, ამ დროს ვიწყებთ ლოცვას და ნუგეშს ვგრძნობთ, გვიმსუბუქდება მდგომარეობა"

/მამა ლაზარე აბაშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2020, 02:08 PM

"ნურავითარი მწუხარების დროს ნუ შეგვიპყრობს სასოწარკვეთილება, არამედ მადლობა შევწიროთ უფალს და მასში ვჰგიებდეთ".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 08:10 PM

"შეუდნეთ, გიყვარდეთ - და არც სასოწარკვეთილება მოვა, არც მწუხარება"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2020, 04:34 PM

"ადამიანებისადმი დამახასიათებელი სევდა მისთვის [ბერი იოსებ ვატოპედელი] არ არსებობდა. გულში მუდმივი სულიერი სიხარული ჰქონდა. არ იცოდა, რას ნიშნავდა სასოწარკვეთილება ან წყენა. ცხოვრებისეულ საშიშ სიტუაციებშიც კი სრულიად აუღელვებელი რჩებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 04:24 PM

"ადამიანმა მხნეობა არ უნდა დაკარგოს, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს, როდესაც ხედავს, რომ რაღაც მიზნისთვის უნდოდა მიეღწია და ვერ მიაღწია. წარუმატებლობა წარმატებაა, რადგან არ ვიცით, ღმერთს რა უნდა. როდესაც იცი რა უნდა ღმერთს, ადვილად ითმენ, მაგრამ ღმერთის ნება ყოველთვის ტკბილი არაა, ზოგჯერ მწარეცაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2021, 08:13 PM

"ის, ვინც არ აღასრულებს ქრისტეს მცნებებს, ადვილად ვარდება სასოწარკვეთილებაში".

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2021, 09:36 PM

"ცოდვილ სულს, რომელმაც არ იცის უფალი, ეშინია სიკვდილისა, რადგან ფიქრობს, რომ უფალი არ მიუტევებს ცოდვებს. ეს იმის ბრალია, რომ სული არ იცნობს უფალს და არ იცის, როგორ ვუყვარვართ მას. ადამიანებმა ეს რომ იცოდნენ, არავის შეიპყრობდა სასოწარკვეთილება, რადგან უფალი არა მარტო შეგვინდობს, არამედ ძლიერ ხარობს ცოდვილის მოქცევის გამო. სიკვდილი მოვიდა, მაგრამ შენ გწამდეს, რომ როგორც კი ითხოვ, მაშინვე მოგეცემა შენდობა"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 08:11 PM

"ეშმაკისეული მზაკვრობა და საქმე ის გახლავთ, რომ შთაგვაგონოს სასოწარკვეთილება მას შემდეგ, რაც ცოდვაში ჩაგვაგდებს, რათა სასოწარკვეთილებით საბოლოოდ დაგვღუპოს"

/ამბა სტრატიგიოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 12:53 PM

"ცოდვა იმდენად არ ღუპავს, რამდენადაც სასოწარკვეთა. ცოდვის ჩამდენი თუ გამოფხიზლდება, სინანულით სწრაფად გამოასწორებს ჩადენილს, ხოლო ვინც სასოწარკვეთაში ვარდება და არ ინანიებს, იმიტომაც რჩება გამოუსწორებელი, რომ სინანულით არ იმკურნალა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 05:11 PM

"უფალი, რომელმაც იცის ჩვენი ბუნების სისუსტე, მხოლოდ იმას ითხოვს ჩვენგან, რომ, როდესაც რაიმე ცოდვაში აღმოვჩნდებით, სასოწარკვეთილებამ არ შეგვიპყროს, არამედ განვეშოროთ ცოდვას და გამოსწორება ვიჩქაროთ. და თუ ასე მოვიქცევით, ის სწრაფ შეწყალებას აღგვითქვამს, რადგან მისი სიტყვებია: განა ვინც დაცემულა, არ ამდგარა ან ვინც გაბრუნებულა, არ მობრუნებულა? (იერ. 8,4)"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 07:51 PM

"სასოწარკვეთა ნიშნავს საკუთარი თავისთვის უფლის მოწყალების წართმევას, რომლის გასაღებადაც უფალი ყოველ წუთს მზად არის"

/წმ. ფილარეტ მოსკოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 07:12 PM

"მწუხარებისას სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩავვარდეთ და ვდრტვინავდეთ, არამედ - პირიქით, უნდა გვიხაროდეს და ვმადლობდეთ, მისი უსაზღვრო გულმოწყალების გამო უფალს, რომელმაც უდიდესი ცოდვების გამო უმცირესი სასჯელი მოგვივლინა, და რომელიც მცირეოდენი მწუხარების სანაცვლოდ მარადიულ სიხარულს გვიმზადებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 05:06 PM

"შეცოდება ადამიანური საქმეა; სასოწარკვეთა - სატანური!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 05:37 PM

"წარიკვეთო სასო - ნიშნავს, თავად წაართვა საკუთარ თავს ღვთის მოწყალება, რომლის მოსაცემადაც უფალი ყოველ წუთს მზადაა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 09:37 PM

"დაუდევრობა აგდებს ზეციდან, სასოწარკვეთა კი უღრმესი ბოროტების უფსკრულისაკენ მიუძღვის!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2021, 03:56 PM

"სასოწარკვეთა ჯოჯოხეთია სულში, მანამ, ვიდრე სულს ჯოჯოხეთში ჩააგდებდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 07:51 PM

"სასოწარკვეთილება სხეულსაც ახმობს და სულსაც ანადგურებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2021, 04:08 PM

"ისე ვერაფერი გაამხიარულებს სასოწარკვეთილსა და მწუხარებისაგან დათრგუნულ გულს, როგორც - ღმერთის გახსენება!"

/წმ. ისიდორე პელუზიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 09:58 PM

"აღსასრულამდე ნურავის დანატრებ და სიკვდილამდე სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი!"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2021, 03:23 PM

"ბერი იოსები [ვატოპედელი] ამბობდა, რომ სინანული ერთადერთი იმედია სასოწარკვეთლი ადამიანისთვის, რომელიც ადამის დაცემამ სრულიად "უხმარ-ჰყო" და გახრწნა მისი გონიერი ძალები და ღმრთივმიმსგავსებული ხატი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2021, 03:53 PM

"ეშმაკისთვის დამახასიათებელია შემცოდველის სასოწარკვეთილებაში ჩაგდება. მაგრამ წმიდათა ცხოვრებებში უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ადამიანებს თავიანთი შეცდომებისა და დიდი ცოდვების გამო ეშმაკი სასტიკად ებრძოდა, მაგრამ ისინი სასოწარკვეთილებას არ მიეცნენ და უკან არ დაიხიეს, მიუხედავად მრავალი უხილავი ჭრილობისა, რომელსაც, ღმერთის დაშვებით, სატანისგან იღებდნენ; სინანულის გზას არ გადაუხვიეს, რადგან უფლის უცვლელი მოწყალების იმედი და რწმენა ჰქონდათ".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2022, 05:13 PM

"მოდის ეშმაკი, რათა სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდოს.
- აბა, დაიკარგე, აქედან, ურჩხულო! შენნაირი ადვოკატი არ მჭირდება!
როდესაც მხნეობას ვკარგავთ და იმედი გვეწურება, ასე უნდა მოვიქცეთ: იარაღი მუდამ მომარჯვებული უნდა გვქონდეს. მხნეობა ჩვენი "ძრავის საწვავია". საწვავი რომ თავდება, მანქანა აღარ იქოქება. მხნეობა ჩვენი ძალაა, მამოძრავებეული ძალა. ეშმაკის ნათქვამის შეგვეშინდება? რა შეცდომაც არ უნდა მოგვივიდეს, ეს შეცდომა არ შეიცავს არც ღალატს, არც უარყოფას, არც აზრისა და ნების შეცვლას, არა. უბრალოდ, შევცდით, უყურადღებობა და გამოუცდელობა გამოვიჩინეთ".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2022, 09:44 PM

"სასოწარკვეთილების შავი ქვა ფარავს ყველაფერს..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 03:28 PM

"ადამიანი არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთილებას. ყოველგვარი ცოდვა, ღვთის მადლით, ემორჩილება განკურნებას"

/დეკ. გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 01:50 PM

"ნურც ცოდვების გამო ჩავვარდებით სასოწარკვეთილებაში და ნურც ზედმეტად დავამყარებთ იმედებს კეთილ საქმეებზე!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2022, 11:08 PM

"წარმატებებით ნუ იტრაბახებ და ცოდვის აღსრულების შემდეგ სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 09:38 PM

"იმისათვის, რომ არ შესცოდო, საჭიროა, ღვთის სამართლის შიში გქონდეს; ცოდვილი სასოწარკვეთილებას რომ არ მიეცეს, ღვთის გულმოწყალების იმედი უნდა ჰქონდეს!"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 08:05 PM

"ხშირად უიმედობაში ვვარდებით, მწუხარებაში, დეპრესიაში, - სიცოცხლე არ გვსურს, ამას ქვია სასოწარკვეთილება, ეს უმძიმესი განცდაა და უმძიმესი ცოდვაც. ცოდვაა იმიტომ, რომ სასოწარკვეთილი ადამიანისაგან უფალი განეშორება, და ეს ძალიან მტკივნეულია კაცობრიობისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2022, 12:49 PM

"სასოწარკვეთილების ცოდვა ერთ-ერთი იმათგანია, რომლის შენდობაც ყველაზე ძნელია, იმიტომ, რომ ის პირდაპირ, ბუნებრივად ეწინააღმდეგება შენდობას, რადგანაც კარს უხშობს სინანულს - იმ ერთადერთს, რომლის საშუალებითაც შენდობას მიიღებდა, და განსაკუთრებით იმიტომ, რომ შეურაცხყოფს და განაგდებს ღვთის გულმოწყალებას, რომელიც შენდობის მიმნიჭებელია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2022, 08:11 PM

"როდესაც ცუდი ჩვევის გამოსწორებას დაიწყებ, ასეთ დროს თუნდაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოცჯერ მაინც დაარღვიო კანონი, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი; კვლავ ადექი, განაგძე იგივე შრომა და აუცილებლად გაიმარჯვებ!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 04:20 PM

"სიმამაცე არ მომმატებია, უფრო სასო წარმევკეთა, სასოწარკვეთილება ხომ ხშირად იმ ადგილს იკავებს, სადაც, წესით, სიმამაცე უნდა იდგეს სადარაჯოზე"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 09:11 PM

"სასოწარკვეთა ღმერთის წყალობაზე უარის თქმაა, სიტყვასიტყვით სასოწარკვეთა ნიშნავს იემდის დაკარგვას, რაც უკვე თვითმკვლელობაა და ამის საფუძველია ამპარტავნება"

/მამა გურამ ოთხოზორია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2022, 09:15 PM

"სინანულში მყოფი ადამიანი საკუთარ თავს სჯის, მაგრამ საჭიროა ჯანსაღი სინანულის გამოვლენა - ცოდვათა განცდამ სასოწარკვეთილებამდე არ უნდა მიიყვანოს, არამედ მონანულს უფლის შეწევნის იმედი უნდა ჰქონდეს: მან სასოება უნდა დაამყაროს ღვთის გულმოწყალებაზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2022, 07:38 PM

"ცოდვათა გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა საკუთარი თავის მკვლელობას ნიშნავს. ღვთის სახიერებასა და კაცთმოყვარეობას ვერაფერი აღემატება და ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მას ღმერთი არ აპატიებს, ღმერთს შეურაცხყოფს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2022, 11:49 AM

"სირცხვილი და სასოწარკვეთა, როცა ვნებები გაწუხებენ, ნიშანია სულიერი სიამაყისა, - ბრძანებს წმინდა მაკარი ოპტელი. საჭიროა ყველაზე დიდი დაცემისასაც არ გაახარო მტერი დარცხვენით და სასოწარკვეთით, არამედ დამდაბლდით, დაინახეთ თქვენი უძლურება და სიღრმით გულისათ, სინანულით წარდექით უფლის წინაშე. სჯობს დამდაბლდეთ და შეინანოთ, ვიდრე სასო წარიკვეთოთ. სინანულით და სიმდაბლით მოიხვეჭთ ღვთის მადლსა და შეწევნას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2022, 08:49 PM

"მოთმინება, მოთმინება, მოთმინება... ერთხელაც ვეღარ გავუძელი და სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი! იცით, რას ნიშნავს სასოწარკვეთილება? ჯოჯოხეთის, გეენიის შეგრძნება. მხოლოდ მისი გახსენებაც კი საშინელი კოშმარია"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 10:18 PM

"ტყუილად არ არის ნათქვამი: უსასოობა სასოებით იკურნება. სასოწარკვეთილება იმედის დაკარგვაა, სასოება კი იმედით ლოდინი. რა შეიძლება იყოს მარადიულ ცხოვრებაზე უკეთესი? არაფერი! ღმერთთან უსაზღვრო ურთიერთობა, მართლებთან ურთიერთობა - ყოველივე ეს ელოდება მართლმადიდებელ ქრისტიანს. ისეც ხდება, რომ გადაჭარბებული მუშაობისგან ადამიანი, უბრალოდ, იქანცება და სასოწარკვეთილებაში ვარდება"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2022, 07:02 PM

"სასოწარკვეთილება უმძიმესი სულიერი მდგომარეობაა. ღვთის შეწევნის გარეშე ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან ძნელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2022, 07:16 PM

"სასოწარკვეთილება და ამპარტავნება სრულიად საპირისპირო სულიერი მდგომარეობანია, ამის მიუხედავად, ეშმაკის მანქანებით, ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ვნებაც კი შეიძლება ერთდროულად დაეუფლოს ადამიანს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2022, 04:52 PM

"შესაძლებელია ადამიანს ხელის ან ფეხის თითი ისე დაუზიანდეს, რომ საჭირო გახდეს მისი მოკვეთა, მაგრამ ადამიანს როგორც არ უნდა ასტკივდეს თავი, მის მოკვეთას არც არავინ გაიფიქრებს. ვინც სიცოცხლის ბოლომდე სასოს წარიკვეთს და უფლის შემწეობის იმედს დაკარგავს, შეიძლება მივამსგავსოთ კაცს, რომელიც თავის ტკივილის გამო თავის მოკვეთაზე იფიქრებს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის კაცთმოყვარეობას აღემატება, ამიტომაც არ უნდა წარიკვეთოს ადამიანმა სასო; სასოწარკვეთილება - ეს არის უარყოფა ღვთის კაცთმოყვარეობისა"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2022, 08:05 PM

"სასოწარკვეთილებაში ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ორი გზით - მას სასოწარკვეთილება ეუფლება ან თავისი ცოდვების გამო, ან ამ მდგომარეობამდე მიჰყავს ამპარტავნებას. როდის ვარდება ადამიანი ამპარტავნების გამო სასოწარკვეთილებაში? - როდესაც თვლის, რომ უღირსად ექცევიან და სათანადო პატივს არ მიაგებენ. ორივე შემთხვევაში მას სულიერი კურნებაც სხვადასხვაგვარად სჭირდება. როდესაც კაცი ცოდვების გამო ვარდება სასოწარკვეთილებაში, მისთვის მაკურნებელია ლოცვა და ღვთის სასოება. ამპარტავნების მიზეზით სასოწარკვეთილებისგან განკურნება მხოლოდ და მხოლოდ თავმდაბლობით და სხვათა განუკითხველობით არის შესაძლებელი"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2022, 10:00 PM

"თუკი სული სასოწარკვეთისკენ არის მიდრეკილი, მაშინ უფალი მას დააყენებს ყველაზე დაძაბული სამუშაოს ეპიცენტრში, სადაც მას არ ექნება დრო, მიეცეს თავის ვნებას"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2022, 09:27 PM

"მუდამ ადამიანებს განვიკითხავთ. ასეთ დროს შეიძლება სიძულვილიც დაგვეუფლოს, შეიძლება შურისძიებისა და სასოწარკვეთილების გრძნობაც გაგვიჩნდეს. სხვათა შორის, სასოწარკვეთილი ადამიანი ძალიან გაბოროტებულია ხოლმე, შეუძლია დიდი სისასტიკე ჩაიდინოს"

/მეუფე დანიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2023, 06:54 PM

"თუკი შემუსვრილი გულის ტკივილით უკვე სასოწარკვეთილი ხარ ცხოვრებაში, შენ გაგეხსნა უფლის დაფარული საიდუმლოებანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2023, 04:14 PM

"საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა: არსებობს ორი სახის სასოწარკვეთილება: ერთი - პირწმინდად ნეგატიური, ადამიანის ჯერ სულიერად, შემდეგ კი - ხორციელად დამღუპველი; მეორე - კურთხეული"

/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2023, 08:43 PM

"მოციქული ამბობს, რომ სასოწარკვეთილების დროს ილოცე, ხოლო როდესაც გიხარია - ფსალმუნები და სასულიერო საგალობლები იგალობე"

/ღირსი იოსები (ლიტოვკინი, 1837-1911)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 05:52 PM

"იქ, სადაც სულიერი შფოთი და სასოწარკვეთილება მეფობს, ეშმაკეული სულიერი ცხოვრებაა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2023, 05:15 PM

"როგორც ითქვა, მრუშული შემოტევები ხშირად ძლიერდება ნერივულობის, სასოწარკვეთის დროს, მაშინ, როცა ადამიანს უჭირს, აფორიაქებულია. ასეთ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანი სიმშვიდის დაბრუნებაა. ამას კი ხელს უწყობს განმარტოება. მრუშული განცდების მოძალებისას, და სულაც არ არის ეს აუცილებელი სასოწარკვეთას, ნერვიულობას დაუკავშირდეს, მათთან ბრძოლის სურვილის შემთხვევაში, შვების მომტანია ცალკე ოთახში გასვლა, თუნდაც 10-15 წუთით მარტო დარჩენა. ამ დროს თუ თვითონ არ აძლევენ საკუთარ თავს სიძვით განცდებში ჩაძირვის საშუალებას და ყურადღების სხვა რამეზე გადატანას ცდილობენ, თვალშისაცემია, თანდათან როგორ სუსტდება ვნების შემოტევა და სიმშვიდის დაბრუნებიასთან ერთად ხდება მისი მარწუხებისგან განთავისუფლება"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 03:39 PM

"გააცნობიერე, რომ თავდაჯერებაც და სასოწარკვეთილებაც მტრის მიერ არის შთაგონებული, მტკიცედ გაექეცი ორივეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2023, 08:14 PM

"რადგანაც მწუხარება, რომელიც არ არის ღვთისამიერი, ხდება ფესვი ყოველგვარი ბოროტებისა; და თუ დიდი ხნით დარჩება ჩვენ შორის, მალე სასოწარკვეთილებად ქცეული, სულს დააცარიელებს და დახსნის, დაასუსტებს, მოუთმენელს გახდის და გააზარმაცებს ლოცვისა და კითხვის მიმართ"

/ღირსი ნილოს სორელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2023, 09:33 PM

"სასოწარკვეთილებაში ყოველთვის ბოროტი ძალა გვაგდებს, მას არ უნდა ვუსმინოთ"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2023, 07:54 PM

"უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მხსნელი უფალია. ჩვენ არა ვართ ჩვენი ხსნის შემოქმედნი, უფალი ჩვენდამი თავისი გულმოწყალებით გამოგვიტაცებს ყოველი მანკიერებისგან - მათ შორის სასოწარკვეთილებისგან"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2023, 08:22 PM

"სასოწარკვეთილებაში არ ჩავცვივდებით, მოვითმენთ და ვილოცებთ, რათა უფალი შეგვეწიოს ჩვენ, ცოდვილთ"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2023, 09:23 PM

"ერთხელ, გემის კატასტროფისას ერთადერთი ადამიანი გადარჩა. ის გამოირიყა უკაცრიელ კუნძულზე.

კაცი მთელი ძალებით ლოცულობდა ღვთისადმი და ევედრებოდა გადარჩენას. ის ყოველ დღე აკვირდებოდა ჰორიზონტს, მაგრამ არავინ ჩანდა მის გადასარჩენად.

ბოლოს დატანჯულმა გემის ნამსხვრევებიდან ააშენა ქოხი, რათა თავი შეეფარებინა სტიქიისგან და იქ შეენახა გადარჩენილი ნივთები.

მაგრამ ერთხელაც, საკვების მორიგი ძიების შემდგომ როცა დაბრუნდა, მან დაინახა, რომ მისი ქოხი იწვის და კვამლი ცას სწვდება. მოხდა ყველაზე საშინელი რამ - მან დაკარგა ყველაფერი. მწუხარებითა და სასოწარკვეთით აღვსილმა მან ღმერთს შეჰღაღადა: "ღმერთო, რისთვის?!"

მეორე დღეს, ადრე დილით ის გააღვიძა კუნძულისკენ მცურავი გემის ხმამ, რომელიც მის გადასარჩენად მოისწრაფოდა.

როგორ გაიგეთ, რომ მე აქ ვარ? - ჰკითხა კაცმა თავის მხსნელებს.

ჩვენ დავინახეთ თქვენი სასიგნალო კოცონი, - უპასუხეს მათ.

რა ადვილია, ჩავვარდეთ სასოწარკვეთაში, როცა მოდის განსაცდელი. მაგრამ არ უნდა დავეცეთ სულიერად. ღმერთი ხომ ზრუნავს ჩვენზე, მაშინაც, როცა ჩვენ ტკივილი და სატანჯველი გვეწვევა ხოლმე. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველ ჯერზე, როცა ჩვენი ქოხი დაიწყვება ძირის ძირამდე - იქნებ ეს სასიგნალო კოცონია, რომელიც ღმერთს მოუხმობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2023, 06:39 PM

"სასოწარკვეთილების წინააღმდეგ მეტად მძლავრი საშუალებაა ლოცვა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ვნების შემოტევისას ზოგჯერ ამის არავითარი სურვილი, განწყობა არ აქვთ. ასეთ დროს ხშირად ეჩვენებათ, რომ აზრი არა აქვს ამ ღვთისმსახრუებითი წესის შესრულებას, ხანდახან შემოდის პროტესტის გრძნობაც, თუ ადრე ვლოცულობდი, ვცდილობდი ამით თუ სხვა რამით მესიამოვნებინა უფლისთვის, ვინდომებდი მეცხოვრა მისთვის სათნოდ, მოიტანა კი ამან ყველაფერმა თვალშისაცემი დადებითი შედეგი - ფიქრობენ ასე - განა დამთრგუნველი, მძიმე შინაგანი მდგომარეობა სულ საპირისპიროს არ მიუთითებს. თუ გადალახული იქნება ეს ბარიერი და დაწყებულ იქნა ლოცვა, ხშირად მალევე იგრძნობა, თანდათან როგორ ცხრება სასოწარკვეთილების ვნება, იდევნება გონებიდან მჭმუნვარე, შავ-ბნელი ფიქრები, ისევ ჩნდება იმედი, რწმენა ღვთისა, არადა, თითქოს რა შეიცვალა, მწარე სინამდვილე თავისი პრობლემებით, გაჭირვებით ხომ იგივე დარჩა, მაგრამ ლოცვა დევნის იმ სასოწარკვეთილების დემონს, ადამიანის ყურთან რომ არის უხილავად დადარაჯებული და შთააგონებს უიმედობას, ღვთისმგმობელ თუ სხვა სახის ცოდვილ აზრებს. თუ კაცი აჰყვა თავის კაეშანს, ვერ ძლია საკუთარ თავს, ადრე თუ გვიან არ დაიწყო ლოცვა, მდგომარეობა თანდათანობით უფრო და უფრო დამძიმდება და სანამ არ მიუბრუნდება ღვთისმსახურებითი წესების შესრულებას, გაუმჯობესებას ადგილი არ ექნება.

სასოწარკვეთილების განცდების მოძალების ერთ-ერთი ხელისშემწყობი პირობაა გონებრივი და ფიზიკური გადაღლა. როგორც წმიდა მამები აღნიშნავენ, გულგატეხილობა შეიძლება გამოწვეული იყოს ან გადაღლით, როცა თავის შესაძლებლობებზე მეტად იტვირთავენ თავს, ან ბოროტისეული ზემოქმედებით. როცა ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია, ხშირად ის პრობლემები, რომლებსაც აქვს მის ცხოვრებაში ადგილი, გასაჭირი, რომელშიც იმყოფება და ამას ვერ აცდება, ხშირად უფრო შავ, მუქ ფერებში მოჩანს. როგორც დასუსტებულ ორგანიზმს ადვილად ერევა სენი, ასევე გადაღლილ, გამოფიტულ კაცსაც არცთუ იშვიათად ერთგვარად ჯაბნის სასოწარკვეთილებითი შემოტევები. ამიტომაც ასეთ დროს, ერთ-ერთი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ უბრალოდ შეეცადონ დასვენებას. ოთახში განმარტოება, სავარძელში თავისთვის ჩაჯდომა ან უბრალოდ წამოწოლა და ამ დროს გონების, სხეულის დასვენება ასეთ დროს ზოგჯერ მეტად კარგი შედეგის მომტანია. ძალების აღდგენასთან ერთად თავისთავად ხდება შავ-ბნელი განცდების განეიტრალება და აზროვნება ბუნებრივად გადაერთვება უფრო სასიამოვნო, ნაკლებ შემაწუხებელ ფიქრებზე"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2023, 05:47 PM

"მრავალი განსაცდელის, გაჭირვების გადატანა უხდება კაცს მიწიერ ცხოვრებაში და ერთის მხრივ სრულიად გასაგებია რაღაც მომენტში ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში, დაკარგოს იმედი, შეერყას რწმენა ღვთისა, ამას ვერავინ აცდება, მაგრამ მართლმადიდებლური ცხოვრების წესი აუცილებლად გულისხმობს მას, რაც შეიძლება ნაკლებად აყვე სასოწარკვეთილებით ფიქრებს, განცდებს და დროთა განმავლობაში სულ უფრო მდგრადი გახდე მათდამი"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2023, 06:21 PM

"რა საშუალებები არსებობს სასოწარკვეთილების ვნების წინააღმდეგ? ისინი მრავალგვარია, მაგრამ პირველი და უმთავრესი მაინც მორჩილებაა"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2024, 05:44 PM

"იგი [ღირსი პაისი ათონელი] არასოდეს იყო უიმედო და სასოწარკვეთილი, როგორი რთული და გამოუვალი მდგომარეობაც არ უნდა ჰქონოდა. ისე მტკიცედ სწამდა ღვთის დახმარების, როგორც პირადი განსაცდელის დროს, ისევე სხვათა, საეკლესიო, ეროვნული თუ საერთაშორისო პრობლემების არსებობისას. სწამდა: "უფალი არ დაუშვებს, რომ ცუდი რამე მოხდება, თუკი ამ ცუდიდან კარგი არ გამოვა ან არ შეუშლის ხელს უფრო დიდ ცუდს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2024, 09:05 PM

"ნუ წარვიკვეთთ სასოს, რადგან სასოწარკვეთილება ამპარტავნებისგანაა. ის უდიდესი ამბოხია ღმერთის წინააღმდეგ. ნუ დანებდებით სასოწარკვეთილებას!"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2024, 05:33 PM

"ქოხს, რომელშიც მეუფე ლუკა [ვოინო-იასენეცკი] ცხოვრობდა, ფანჯრებზე შუშები არ ჰქონდა, მათ ადგილას სქელი ყინული იყო აკრული და მისი ნახვრეტებიდან საშინელ გამჭოლ ქარს თოვლის გროვა შიგნით შეჰქონდა. სურათი საკმაოდ დამთრგუნველი იყო და სასოწარკვეთილების მიზეზიც ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ღირსი მამა სიმშვიდეს, წონასწორობასა და მოთმინებას ინარჩუნებდა"


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)