IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე
KAIROS
პოსტი Jun 16 2008, 04:13 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ახალი თემა...
სადღაც გამიგონია, რომ სომხებმა მოახერხეს და ბევრი ისეთი სიტყვები თარგმნეს, რაც ჩვენთან პირდაპირ იქნა გადმოღებული, მაგალითად ვაგონი ან ტელეფონი ან ფოტოაპარატი, ასევე სხვა ენებიც ერიდებიან ენის გავსებას უცხო ელემენტებით, ჩვენთან ცოტა სავალალო ვითარებაა "ნაით-ქლაბი" ასე ეწერა რუსთაველზე ქართულად ohmy.gif, და მოკლედ რა ჩამოთვლის...
იყო მცდელობა კონსტანტინე გამსახურდიასი ( ხომ გახსოვთ მისი კროჭი და ერთი კათხა ლუდი?) და სხვების ქართული ანალოგი მოენახათ ბევრი სიტყვისათვის, უფრო არ გამოვიდა ეგ საქმე, და მერე რუსული რეჟიმის დროს მივიღეთ ისე , რომ ბევრ რამეს რუსული სახელი შერჩა და ქართული შესატყვისები ლექსიკონებში დარჩა, მაგალითად მანქანის ნაწილების : "ვიკლუჩატელი", "პერეხადნოი" "ზადნი" და ა.შ.
მოკლედ დაწერეთ ქართველებისათვის გაუცხოებული ქართული სიტყვები, იქნებ მერე ვინმემ ფანტაზია გამოიყენოს ვცადოთ გაქართულება გაუქართულებელი სიტყვებისა, ასევე ტერმინებისა, მაგალითად სხვა ენებში არსებობს ასეთი კარგი ტერმინი " Предрассудок " — суждение, не имеющее фактического подтверждения и не соответствующее действительности, но при этом принимаемое человеком за истину. იტალიურად Pregiudizio , Prejudice ინგლისურად; Vorurteil გერმანულად, და ამ სიტყვის ბერძნული ვარიანტი Προκατάληψη , შინაარსით გასაგებია ქართულადაც : წინასწარდარწმუნებულობა თუ რაღაც ამგვარი, მაგრამ მაინც როგორ იქნება ქართულად?
მოკლედ გავაკეთოთ ქართული სიტყვების კონა, გავიცნოთ ქართული ტერმინოლოგია, გავამდიდროთ ჩვენი ლექსიკონი smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 16 2008, 05:09 AM
პოსტი #2


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



KAIROS
ციტატა
Prejudice

ამ სიტყვის ქართული ვარიანტია ____ წინასწარ შეგონება.
ან იგივე, როგორც შენ გაქვს მოცემული_____ წინასწარ დარწმუნებულობა, ანუ წინასწარ დარწმუნება.

Prejudice რუსული ვარიანტი კი შენც გიწერია რომ არის ,,Предрассудок'' და ასევე შეეფარდება მეორე სიტყვაც ,,Предубеждение''

საინტერესო თემაა, მომეწონა smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 16 2008, 11:06 AM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
წინასწარ შეგონება.

ხო მაგრამ საუბარში ამას ხომ ვერ გამოიყენებ? არაა პრაქტიკული...
საერთოდ ტერმინოლოგია მაინტერესებს, საღვთისმეტყველოდან დაწყებული ( იქ ე. ჭელიძე აღადგენს ძველ ქართულ ტერმინოლოგიას მაგ : ისათნოვა და ა.შ.) გაგრძელებული ზოგადი ან სპეციფიკური ტერმინოლოგიით ( ტექნიკა და ა.შ. )


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jun 16 2008, 11:15 AM
პოსტი #4


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
Prejudice


შეგულიანება IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 16 2008, 11:17 AM
პოსტი #5


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
შეგულიანება

მმმმ. არა , აქ სხვა რამ იგულისხმება,
ციტატა
суждение, не имеющее фактического подтверждения и не соответствующее действительности, но при этом принимаемое человеком за истину

მაგალითად არსებობს წინასწარ გავრცელებული აზრი , რომ ვიღაც ეკლესიის საწინააღმდეგოდ წერს ვინც ამ აზრის ზეგავლენის ქვეშ არის უკვე, წინასწარგანწყობილად კითხულობს მის ნაწერს და უკვე შიგ ვეღარ ამჩნევს სისწორეს, არამედ მხოლოდ ცუდს...
წინასწარგანწყობა ალბათ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 16 2008, 11:19 AM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
მე მქონდა იდეა რესპუბლიკისთვის ხალხმმართველობა დაგვერქმია...

სომხებზე კარგი გაიხსენე. ჩვენ არათუ გადმოვიღეთ ბევრი ახალი ევროპული სიტყვა, არამედ მის კვალობაზე - ქართულიც დავკარგეთ (ისტორია - მატიანე)

მაგალითად:
ლათინური - ქართული - სომხური
historia - ისტორია - პატმუციუნ
res publica - რესპუბლიკა - ჰანრაპეტუციუნ
praesident - პრეზიდენტი - ნახაგაჰ
minister - მინისტრი - ნახარარ
passport - პასპორტი - ქაღაქაციგირ (ანუ მოქალაქის წიგნაკი)
constitucio - კონსტიტუცია - საჰმანადრუციუნ

და ასე შემდეგ...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 16 2008, 11:29 AM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვახ, დავით მაგარია, ხედავ სომხებს? საქებარია ნამდვილად smile.gif

ციტატა
ლათინური - ქართული - სომხური
historia - ისტორია - პატმუციუნ
res publica - რესპუბლიკა - ჰანრაპეტუციუნ
praesident - პრეზიდენტი - ნახაგაჰ
minister - მინისტრი - ნახარარ
passport - პასპორტი - ქაღაქაციგირ (ანუ მოქალაქის წიგნაკი)
constitucio - კონსტიტუცია - საჰმანადრუციუნ

რა იქნება ჩვენეული ვარიანტი?
კანონისტმა
რესპუბლიკა-ხალხთმმართველობა
სხვები?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 16 2008, 11:43 AM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ისტორია - მატიანე
რესპუბლიკა - ხალხმმართველობა
პრეზიდენტი - მეთაური
მინისტრი - მზრუნველი (?)
პასპორტი - მოწმობა
კონსტიტუცია - მთავარი (ან ძირითადი) კანონი, დებულება, წესდება

მსგავსივე სიტუაციაა თურქულსა და ბერძნულში

ლათინური - თურქული - ბერძნული
ისტორია - თარიჰ - ისტორია (ეს მათია tongue.gif)
რესპუბლიკა - ჯუმჰურიეთ - დიმოკრატია
პრეზიდენტი - ბაშქან - პროედროს
მინისტრი - ბაქან - იპურღოს
კონსტიტუცია - ანაიასა - სინტაღმა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 16 2008, 11:46 AM
პოსტი #9


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



აბა პარაშუტი თარგმნეთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ოტიამ მითხრა მაგას ქართულად ცა-საკიდი ქვიაო... smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 16 2008, 11:56 AM
პოსტი #10


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



KAIROS
ციტატა
ხო მაგრამ საუბარში ამას ხომ ვერ გამოიყენებ? არაა პრაქტიკული...
საერთოდ ტერმინოლოგია მაინტერესებს, საღვთისმეტყველოდან დაწყებული ( იქ ე. ჭელიძე აღადგენს ძველ ქართულ ტერმინოლოგიას მაგ : ისათნოვა და ა.შ.) გაგრძელებული ზოგადი ან სპეციფიკური ტერმინოლოგიით ( ტექნიკა და ა.შ. )

ააა, ეხლა მივხვდი რასაც ამბობდი smile.gif
შესაფერისს და შესატყვის სიტყვას გულიხსმობ ესე იგი.
მე კი მეგონა უბრალოდ ქართული თარგმანი იყო საჭირო. smile.gif

თემა უფრო მეტად საინტერესო გამოდგა


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 16 2008, 10:57 PM
პოსტი #11


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თემა უფრო მეტად საინტერესო გამოდგა

მადლობა, ეგ ძალიან მტკივნეული თემაა, ჩვენ უძველესი და ძალიან ღრმა ენა გვაქვს ( ამას მე ვამბობ biggrin.gif ისე რომ რაიმე ესქატომანიებში არ ვარდები biggrin.gif) , და ამ მართლაც სერიოზულ ენას დღეს გაღარიბებული და გაჩაჩანაკებული ლექსიკონი აქვს, აქ არაა მხოლოდ საუბარი გრამატიკაზე, აქაა ტერმინებზე, სიტყვებზე საუბარი...
მივიღეთ სიტუაცია, სომხურ-თურქულ-ბერძნული პოლიტიკა ჩვენში მხოლოდ იშვიათ სიტუაციაში აისახა, მაგალითად რუსებმა ვერ თარგმნეს " ინგლისური Football ასევე დარჩა ფუტბოლ რუსილად, ჩვენ აქ გავისარჯეთ და ფეხბურთი ქვია ... იტალიურად კალჩიო ( დარტყმა), ე.ი. შეგვძლებია უცხო ტერმინთა გაქართულება, მავიწყდება სულ კონსტანტიენ რა დააარქ

ციტატა
თემა უფრო მეტად საინტერესო გამოდგა

მადლობა, ეგ ძალიან მტკივნეული თემაა, ჩვენ უძველესი და ძალიან ღრმა ენა გვაქვს ( ამას მე ვამბობ biggrin.gif ისე რომ რაიმე ესქატომანიებში არ ვარდები biggrin.gif) , და ამ მართლაც სერიოზულ ენას დღეს გაღარიბებული და გაჩაჩანაკებული ლექსიკონი აქვს, აქ არაა მხოლოდ საუბარი გრამატიკაზე, აქაა ტერმინებზე, სიტყვებზე საუბარი...
მივიღეთ სიტუაცია, სომხურ-თურქულ-ბერძნული პოლიტიკა ჩვენში მხოლოდ იშვიათ სიტუაციაში აისახა, მაგალითად რუსებმა ვერ თარგმნეს " ინგლისური Football ასევე დარჩა ფუტბოლ რუსილად, ჩვენ აქ გავისარჯეთ და ფეხბურთი ქვია ... იტალიურად კალჩიო ( დარტყმა), ე.ი. შეგვძლებია უცხო ტერმინთა გაქართულება, მავიწყდება სულ კონსტანტინემ რა დააარქვა "ვაგონს"?
მოკლედ:
ციტატა
საერთოდ ტერმინოლოგია მაინტერესებს, საღვთისმეტყველოდან დაწყებული ( იქ ე. ჭელიძე აღადგენს ძველ ქართულ ტერმინოლოგიას მაგ : ისათნოვა და ა.შ.) გაგრძელებული ზოგადი ან სპეციფიკური ტერმინოლოგიით ( ტექნიკა და ა.შ. )



ციტატა
ბა პარაშუტი თარგმნეთ
ოტიამ მითხრა მაგას ქართულად ცა-საკიდი ქვიაო...

საინტერესოა "ცა-საკიდი", ტერმინოლოგიურად
Парашют — от французского «parachute» (греческое «para» — «против» и французского «chute» -"падать") — устройство для торможения объекта за счет сопротивления атмосферы. Используют для безопасного спуска с высоты людей, грузов, космических аппаратов, уменьшения пробега при посадке самолетов и др.
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%B0%...%B8%D0%B7%D0%BC
ე.ი. ჩამოვარდნის საწინაღმდეგო, თუმცა ქართული ვარიანტი ლამაზად ჟღერს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jun 16 2008, 11:34 PM
პოსტი #12


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ძაან კარგი თემაა, მაგრამ ძაან პურიტანიზმიც არ გვინდა რა... sad.gif

ბარბარიზმები, ჟარგონი და კალკი აღარიბებს ენას, კი, მაგრამ უმჯობესია თუ ჯერ იქიდან დავიწყებთ, რომ რასაც ქართულში შესატყვისი აქვს ის არ დავკარგოთ და უცხოური კალკით არ ჩავანაცვლოთ. (ანუ გასაგებად ავხსნი: რატომ უნდა იხმარო "კუხნა" თუკი გაქვს სიტყვა "სამზარეულო")

მისწავლია რომ ილია ცდილობდა ეთარგმნა სიტყვები მაგრამ ასევე ილია იყო, რომ იყენებდა ბევრ რუსულ სიტყვას, შკაფი იქნება თუ სტოლი და რავიცი რამდენი შემხვდა... ეს მემრე გავარჩიოთ თუ როგორ და რატომ...

ხოდა ისე ცნობისათვის, რაც ქართული გგონია ის არც მაინცდამაინც ქართულია, ზოგი არაბულიდან და სპარსულიდან თურქულიდან და ა.შ. შემოსული სიტყვებია.. laugh.gif


პ.ს. მოიცა, მოვა ცქნაფო მასწი და ის უკეთ ახსნის.. ან მე დამცოცხავს ჩემივე მატრაკვეცობისთვის rolleyes.gif 2kiss.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი Jun 16 2008, 11:46 PM
პოსტი #13


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



ციტატა(KAIROS @ Jun 16 2008, 04:13 AM) *

მაგალითად სხვა ენებში არსებობს ასეთი კარგი ტერმინი " Предрассудок " — суждение, не имеющее фактического подтверждения и не соответствующее действительности, но при этом принимаемое человеком за истину. იტალიურად Pregiudizio , Prejudice ინგლისურად; Vorurteil გერმანულად, და ამ სიტყვის ბერძნული ვარიანტი Προκατάληψη

წინასწარ სჯა, წინდაწინი სჯა (საუბარ-განხილვის გაგებით)


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 17 2008, 02:58 AM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ძაან პურიტანიზმიც არ გვინდა რა

რათქმაუნდა smile.gif სწორედ მაგაზე მიანიშნებს, ის რაც სწორად შენიშნე:
ციტატა
ისე ცნობისათვის, რაც ქართული გგონია ის არც მაინცდამაინც ქართულია, ზოგი არაბულიდან და სპარსულიდან თურქულიდან და ა.შ. შემოსული სიტყვებია

ფანჯარა თუ სარკმელი და ა.შ. მაგრამ რამდენი სიტყვაა ისეთი რომელსაც არ ვიცნობთ, არადა არსებობენ, ან შეიძლება იარსებონ? რაც თურქებმა-სომხებმა-ბერძნებმა ( და ბევრმა სხვამ ) შეძლო ჩვენ რატომ ვერ უნდა მივბაძოთ კარგში?
გამოდის რომ "წინასწარ სჯა" სიტყვა არსებობს და უიშვიათესად იყენებენ, არადა ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინია..


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი Jun 17 2008, 05:20 AM
პოსტი #15


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



ციტატა(KAIROS @ Jun 17 2008, 02:58 AM) *

ფანჯარა თუ სარკმელი

ადრე, ერთ კარგი ადამიანის მიერ მსგავს თემაში სხვა ფორუმზე განთავსებულ ნაწერში მაქვს ამოკითხული-მზისკარი (სხვათა შორის, ფილოლოგია)
კიდევ უფრო გენიალურია ქართული ენა thumbs.gif


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 17 2008, 05:28 AM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მზისკარი

ვა, ლამაზია smile.gif
მიდი დაამატე რამე მსგავსი თუ იცი smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი Jun 17 2008, 05:35 AM
პოსტი #17


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



წამართ-იგივე "აწი"
დანარჩენი საუბარს მოჰყვება თანდათან
ახლა კი შევუყევი კუდიგორის გზას


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 18 2008, 03:29 AM
პოსტი #18


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოდი ერთი-ორ კარგ და დავიწყებულ კარგ სიტყვებს შემოგთავაზებთ:

ბაბილო - ”მაღალი ვაზი” (საბა).

ბავთი - ”ბოროტი მოამბე” (საბა)

დედაზარდლი - ობობა.

ებგური - მცველი, დარაჯი, გუშაგი.

ველოანი - ველი, გაშლილი ადგილი.

თბე - ახლად მოზელილი ცომი

თემანი - სამხრეთი.


თნავს: სთნდა - მოსწონდა; არა სთნდა - არ მოსწონდა; მთნავს - მომწონს; უკუეთუ გთნდეს - რომ კიდევაც მოგწონდეს, რომ გინდოდეს.


თუალ-ღებით; თუალთ-ღებით - მიკერძოებით.

ისერებს: ისერონ - ივახშმონ.

კბოდე - ციცაბო ნაპირი მდინარისა (ზღვისა).

ლირბი - ურცხვი, თავხედი.

მამზებელი - მზის მომფენი.

მაღნარი - ხშირი ტყე, ტევრი.

მედიმოსე - ხარკის ამკრეფი (შდრ. დიმოსი).

მოდი - სითხისა და მარცვლეულის საწყაო.

მოთხე - კოლოფი, ყუთი.

მორჩი - ყლორტი.

მტილი - ბაღი, ბოსტანი.

მყაფარი - დაქანებული, დაფერდებული.

პირმარხვა - დიდმარხვის დასაწყისი.

...

მოკლედ ბევრია... მერე გავაგრძელებ,
იცით, რა გამახსენდა, ერთხელ ერთი ადამიანი მიყვება იმ ზემოთნახსენებ ისტორიას კოწია ( კ. გამსახურდია), რომ შევიდა სალუდეში და ითხოვა :
"ერთი კათხა ლუდი, მოწუწნიკი და მწიკვი მდოგვი მინდაო" biggrin.gif ვერაფერი გაუგიაო, მიყვება ეს კაცი მელუდეს, აბაო და ჩაატარე ლექცია, რომ ქართული როგორ უნდა ვიცოდეთ, და ცოტა ხანში მის ბიჭს დაუძახა, ბიჭო ტორმუზი მიეცი ზანდი რომ მიდიხარ თორემ ჩაშლი კარობკასო biggrin.gif

მოკლედ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი Jun 19 2008, 09:22 AM
პოსტი #19


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



მოღუნულია: თინეიჯერი
სწორია: ნინველი/ნინველა


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 19 2008, 11:28 AM
პოსტი #20



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



კანონისტი
ციტატა
ლათინური - ქართული - სომხური
historia - ისტორია - პატმუციუნ
res publica - რესპუბლიკა - ჰანრაპეტუციუნ
praesident - პრეზიდენტი - ნახაგაჰ
minister - მინისტრი - ნახარარ
passport - პასპორტი - ქაღაქაციგირ (ანუ მოქალაქის წიგნაკი)
constitucio - კონსტიტუცია - საჰმანადრუციუნ


ეჰ, დათო მასე თუ წავიდა მართალს ჩიოდა ი კაცი, პეტრიაშვილი:

ვიოლინო - ყელ-ფანდურა
ვერტმფრენი - ჰაერმფრქვევი
პომიდორი - ოქროვაშლა

და ა.შ.

კარგი მერე ეს? laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 02:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი