თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ ვიდრე ცოცხლობენ მშობლები შენი,

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: Aug 16 2009, 02:58 PM

ვიდრე ცოცხლობენ მშობლები შენი,ახარე როგორც კარგ შვილს შეშვენის,რომ მოკვდებიან რას არგებთ დარდი მერე სინანულს აღარ აქვს ფასი.

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Aug 16 2009, 03:07 PM

პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.


დედას ვუყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
ამიტომ წუთისოფელი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა. cray.gif

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: Aug 16 2009, 03:23 PM

ეს ლექსი ეკუთვნის დავით გურამიშვილს.ამ ერთ კუპლეტიან ლექსში ნათლად არის და პირდაპირ თუ როგორ უნდა მოექცეს შვილი მშობლებს.რომ არ უნდა გაუმწაროს ახალგაზრდობა და არ უნდა ჩაუმწაროს სიბერე. სამწუხაროთ დღეს საქართველოში მომრავლდა ასეთი შვილებისგან გამწარებული დედები და მამაები.თუნდაც ის ფაქტი რად ღირს რომ დღეს საქართველოში მომრავლდენ ძალიან ნარკომანიით დაავადებულნი და მათი უმეტესობა ახალგაზრდაა. გავუზიაროთ ერთმანეთს აზრი. თქვენ რაში
ხედავთ გამოსავალს ჩემო კარგებო? 10 მცნებიდანაც ხომ ერთერთი მცნებაც მშობლების პატივისცემაზე მიგვითითებს.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 16 2009, 03:46 PM

soso5
რაც არ უნდა კარგები ვიყოთ მშობლებს მაინც უკეთესები რომ ვიყოთ ის უნდათ...
ნარკომანია საშინელი სენია, ამ სენის დაძლევაზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა ,რომ თუ მშობელი კარგად აღზრდის შვილს ის ნარკომანი არ გახდება...

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: Aug 16 2009, 03:57 PM

ციტატა(მაშიკო @ Aug 16 2009, 03:46 PM) *

soso5
რაც არ უნდა კარგები ვიყოთ მშობლებს მაინც უკეთესები რომ ვიყოთ ის უნდათ...
ნარკომანია საშინელი სენია, ამ სენის დაძლევაზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა ,რომ თუ მშობელი კარგად აღზრდის შვილს ის ნარკომანი არ გახდება...

კი გეთანხმები,მაგრამ მე ვთვლი რომ ეკლესიის გარეშე დღეს უკვე შვილის კარგ ადამიანად აღზრდა ძნელია,უფრო სწორედ შეუძლებელია. ირგვლივ იმდენი საცდურია,მითუმეტეს მოზარდისთვის ძნელი იქნება ეკლესიის გარეშე ამ საცდურებზე უარის თქმა.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 16 2009, 04:22 PM

soso5
ეკლესიაში სიარული ხომ მშობლებმა უნდა ასწავლონ(ჩემგან განსახვავებით)...

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Aug 16 2009, 04:23 PM

soso5

ციტატა
ეს ლექსი ეკუთვნის დავით გურამიშვილს.ამ ერთ კუპლეტიან ლექსში ნათლად არის და პირდაპირ თუ როგორ უნდა მოექცეს შვილი მშობლებს.რომ არ უნდა გაუმწაროს ახალგაზრდობა და არ უნდა ჩაუმწაროს სიბერე. სამწუხაროთ დღეს საქართველოში მომრავლდა ასეთი შვილებისგან გამწარებული დედები და მამაები.თუნდაც ის ფაქტი რად ღირს რომ დღეს საქართველოში მომრავლდენ ძალიან ნარკომანიით დაავადებულნი და მათი უმეტესობა ახალგაზრდაა. გავუზიაროთ ერთმანეთს აზრი. თქვენ რაში
ხედავთ გამოსავალს ჩემო კარგებო? 10 მცნებიდანაც ხომ ერთერთი მცნებაც მშობლების პატივისცემაზე მიგვითითებს.

ძალიან მიყვარს დავით გურამიშვილის "დავითიანი", rolleyes.gif, რომელიც მთლიანად უფლის სადიდებელი ნაწარმოებია.
შვილებს, პირველ რიგში ალბათ, მართებთ მშობლების მორჩილება (რა თქმა უნდა, თუ ღვთის საწინააღმდეგოს არ ასწავლიან მშობლები). აუცილებელია გამოიმუშაონ ღვთის შეწევნით მოთმინების უნარი, რადგან როცა შეიქმნება კონფლიქტური სიტუაცია, არ დაუშვან არავითარ შემთხვევაში მშობლის შეურაცხყოფა.
მოთმინება და სიმშვიდე განსაკუთრებით აუცილებელია მოხუც მშობლებთან, რომლებიც თავიანთი უძლურებით და ზოგჯერ ჭირვეული ხასიათით თავისდაუნებურად შვილების გაღიზიანებას იწვევენ. მათ ყველაზე მეტად სჭირდებთ ყურადღება და მოფერება.
მშობლებსაც დიდი მოვალეობა აქვთ შვილების წინაშე. ისინი უნდა ცდილობდნენ არ გააღიზიანონ შვილები.
ოჯახში როცა სიყვარული და ურთიერთგაგება სუფევს და ოჯახის წევრები ზრუნავენ ერთმანეთზე, უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ აზრებს იმის შესახებ თუ რა უჭირთ, რა ულხინთ, ასეთ ოჯახებში ფაქტიურად არ არის არც ნარკომანია და არც ლოთობა, რომელიც ნარკომანიაზე არანაკლები საშინელებაა.
ჩემი აზრით, ზედმეტი სმით და ნარკოტიკების მიღებით ადამიანი ცდილობს (არასწორი გზით) როგორმე შეივსოს ის სიცარიელე, რაც მასში უსიყვარულობამ გამოიწვია.

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Aug 16 2009, 04:34 PM

ჩვენი პატრიარქი გვასწავლის და ხშირად შეგვახსენებს ხოლმე, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ შვილები ყოველდღე სთხოვენ მშობლებს დალოცვას. თუ ცოცხლები აღარ არიან, მაშინ მივიდეს მათ სურათებთან და იქ სთხოვოს მათ დალოცვა smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 16 2009, 06:10 PM

ციტატა(mekaje @ Aug 16 2009, 04:23 AM) *

ჩემი აზრით, ზედმეტი სმით და ნარკოტიკების მიღებით ადამიანი ცდილობს (არასწორი გზით) როგორმე შეივსოს ის სიცარიელე, რაც მასში უსიყვარულობამ გამოიწვია.

ხდება ხოლმე როცა ადამიანს არაფერი აკლია და მაინც ეჩვევა ნარკოტიკს.... ხომ შეიძლება რომ მეგობარმა, მეზობელმა ან ნათესავმა უთხრას მოდი გასინჯეო და ასე მიეჩვიოს... მაშინ ეგ რისი(ვისი) ბრალია?

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: Aug 17 2009, 07:43 PM

ციტატა(მაშიკო @ Aug 16 2009, 04:22 PM) *

soso5
ეკლესიაში სიარული ხომ მშობლებმა უნდა ასწავლონ(ჩემგან განსახვავებით)...

კი გეთანხმები ნამდვილად მშობლებმა უნდა შეაჩვიონ თავიდანვე ეკლესიაში სიარულს ბავშვები.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 12 2009, 09:13 AM

მშობლებიიიი მომენატრააა... ნეტა მათაც ვენატრები ხოლმე, დიდი ხანი რომ ვერ მნახულობენfiqri.gif

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Sep 14 2009, 09:08 PM

უფალმა გვასწავლოს მშობლების ჭეშმარიტი მორჩილება!!! უფალი შეგვეწიოს ყველას ამ მადლიან საქმეში!!!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 14 2009, 09:32 PM

ციტატა
ახარე როგორც კარგ შვილს შეშვენის

ძნელია იყო კარგი შვილი : )

soso5
ციტატა
ეს ლექსი ეკუთვნის დავით გურამიშვილს.ამ ერთ კუპლეტიან ლექსში ნათლად არის და პირდაპირ თუ როგორ უნდა მოექცეს შვილი მშობლებს.

რომელია გურამიშვილის ლექსი? biggrin.gif თუ ის ზედა სტროფი, მაშინ დედაია... სტილი არ უგავს... biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)