თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ რაც არ ვიცოდი და ახლა გავიგე..

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2007, 01:43 PM

ჩემო საყვარელო ფორუმელებო, მოდით, აქ განვათავსოთ და ამით ერთმანეთს გავუზიაროთ ყველა ის ინფორმაცია, რაც აქამდე არ ვიცოდით და ახლა გავიგეთ, წიგნში ან ჟურნალში ამოვიკითხეთ და დაგვაინტერესა..


პილატემ დანაპირები შეასრულა
"თუ ის ძე ღვთისაა, იგი აღდგება მკდვრეთით.."

ბერძენმა ჰერმედიუსმა, იუდეის მმართველთა ოფიციალურმა ბიოგრაფმა, აღწერა პილატეს ცხოვრება. საინტერესოა, რომ ჰერმედიუსი თავიდან ქრისტეს მოწინააღმდეგე იყო და იგი მატყუარად მიაჩნდა. აი, რას წერს იგი პილატეს შესახებ: ქრისტეს ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე იუდეაში უნდა მოეჭრათ მონეტა ერთ მხარეს კეისრის (ტიბერიუსის) დიდი, მეორე მხარეს პილატეს მცირე გამოსახულებებით.

ქრისტეს განსჯის დღეს, როდესაც პილატეს ცოლმა ქმარს ხალხი გაუგზავნა და სთხოვა სიცოცხლე შეენარჩუნებინა ქრისტესთვის, ცოლმა ჰკითხა პილატეს: "რით გამოისყიდი შენს დანაშაულს, თუკი შენგან გაწირული ადამიანი მართლაც ძე ღვთისა აღმოჩნდება და არა დამნაშავე?"

პილატემ უპასუხა: "თუ ის ძე ღვთისაა, იგი აღდგება მკვდრეთით და მაშინ პირველი, რასაც მე გავაკეთებ, ის იქნება, რომ ავკრძალავ ჩემი გამოსახულების ამოტვიფრას მონეტაზე."

უნდა აღინიშნოს , რომ რომაელებისთვის უდიდეს პატივი იყო მონეტაზე საკუთარი გამოსახულების აღბეჭდვა. როგორც ბიოგრაფი ჰერმედიუსი ამბობს, ყველაზე გასაოცარია, რომ პილატემ დანაპირები შეასურლა. როდესაც იგი დარწმუნდა რომ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, მან, მართლაც, აღარ აღაბეჭდვინა თავი მონეტაზე.

ჰერმედიუსის მონათხრობს სრულებით ადასტურებს თანამედროვე ნუმიზმატიკის მონაცემები. იმ დროიდან მოყოლებული მონეტებს იერუსალიმში ჭრიდნენ მხოლოდ კეისრის გამოსახულებით, პონტოელი პილატეს გამოსახულების გარეშე."

"საპატრიარქოს უწყებანი"






პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Apr 24 2007, 02:27 PM

კლაუდია პროკულა ანუ პროკლა.
ეკლესიის მიერ შერაცხილ იქნა წმინდანად.
წმ. პროკლა იყო პილატე პონტოელის ცოლი.
მას სიზმარში ეუწყა ქრისტეს შესახებ და მათეს სახარებაში წერია რომ უსტარი აფრინა ქმართან რომელშიც არწმუნებდა და სთხოვდა რომ არ დაესაჯა იგი.
წმ. პროკლა აღესრულა მოწამეობრივად.
მოიხსენიება 27 ოქტომბერს.

IPB-ს სურათი

ნესტორ თესალონიკელი და მოწამე პროკლა.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 24 2007, 02:54 PM

marine
ვაა ასეთი რამე აქამდე არ გამეგო, გაიხარე მარინე smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2007, 02:58 PM

ლეონტი

ნამდვილად არ ვიცოდი.. დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის smile.gif

ალექსანდრე

შენც გაგახაროს უფალმა smile.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Apr 24 2007, 03:13 PM

ასევე საინტერესოა რომ ეთიოპიურმა ეკლესიამ პილატე პონტოელი წმინდანად შერაცხა მე 6 საუკუნის დამდეგს.
აგრეთვე ის უბრალოდ სცნო ქრისტეს ჯვარცმაში.
huh.gif
პილატეს და პროკულას დღეს ერთად აღნიშნავენ 25 ივნისს.
ასევე აღმოჩენილია წმ.პროკლას წერილები.

პოსტის ავტორი: tamari_irakli თარიღი: Apr 24 2007, 08:18 PM

ძალიან დიდი მადლობა, ნამდვილად არ ვიცოდი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 24 2007, 09:23 PM

ციტატა
ასევე საინტერესოა რომ ეთიოპიურმა ეკლესიამ პილატე პონტოელი წმინდანად შერაცხა მე 6 საუკუნის დამდეგს.
აგრეთვე ის უბრალოდ სცნო ქრისტეს ჯვარცმაში.

პილატეს და პროკულას დღეს ერთად აღნიშნავენ 25 ივნისს.

unsure.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Apr 24 2007, 10:12 PM

ph34r.gif blink.gif
რა იყო, ბერძნების და რუსებისგან უცხო სამყარო იხსნება თავის კატაკლიზმებით?

პოსტის ავტორი: lado s თარიღი: Apr 24 2007, 10:53 PM

ციტატა(ლეონტი @ Apr 24 2007, 03:13 PM) *

ასევე საინტერესოა რომ ეთიოპიურმა ეკლესიამ პილატე პონტოელი წმინდანად შერაცხა მე 6 საუკუნის დამდეგს.
აგრეთვე ის უბრალოდ სცნო ქრისტეს ჯვარცმაში.
huh.gif
პილატეს და პროკულას დღეს ერთად აღნიშნავენ 25 ივნისს.
ასევე აღმოჩენილია წმ.პროკლას წერილები.


ლეონტი

დააზუსტე პილატეს საკითხი. რამდენადაც ვიცი მართლმადიდებლებს არ შეურაცხავთ წმინდანად, პირიქით, მას მამები უარყოფითად იხსენიებენ, როგორც მახსოვს. შეიძლება ეთიოპელმა მონოფიზიტებმა შერაცხეს.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 24 2007, 10:56 PM

ციტატა
შეიძლება ეთიოპელმა მონოფიზიტებმა შერაცხეს.

მეც ეგრე მგონია, ეგ მგონი ის ხალხია იუდას სახარებასაც რომ აღიარებენ, როგორც მახსოვს.

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Apr 24 2007, 11:19 PM

ციტატა(lado s @ Apr 24 2007, 06:53 PM) *

ლეონტი

დააზუსტე პილატეს საკითხი. რამდენადაც ვიცი მართლმადიდებლებს არ შეურაცხავთ წმინდანად, პირიქით, მას მამები უარყოფითად იხსენიებენ, როგორც მახსოვს. შეიძლება ეთიოპელმა მონოფიზიტებმა შერაცხეს.


ხო, მეც ეგრე მახსოვს, თან მრწამსშიც არის მოხსენიებული პილატეს მიერ ჯვარს ეცვაო...

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Apr 25 2007, 10:57 AM

ციტატა(lado s @ Apr 24 2007, 09:53 PM) *

ლეონტი

დააზუსტე პილატეს საკითხი. რამდენადაც ვიცი მართლმადიდებლებს არ შეურაცხავთ წმინდანად, პირიქით, მას მამები უარყოფითად იხსენიებენ, როგორც მახსოვს. შეიძლება ეთიოპელმა მონოფიზიტებმა შერაცხეს.


ვაზუსტებ. smile.gif

პილატე მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეურაცხავს წმინდანად პირიქით, ლოცვებში იგი ხშირად უარყოფითად მოიხსენიება.


ლადო_ს თუ ყურადღებით წაიკითხავ ზემოთ მოტანილ ფრაზას, ნახავ რომ მე არსად მიწერია პილატეს კანონიზაციის შესახებ მართლმადიდებელთა მიერ.

მე მიწერია: "ასევე საინტერესოა რომ ეთიოპიურმა ეკლესიამ პილატე პონტოელი წმინდანად შერაცხა მე 6 საუკუნის დამდეგს."

ხოლო ქალკედონიის კრებაზე, ანუ მე 6 საუკუნემდე კოპტური ეკლესია გამოეყო მართლმადიდებლურს.
ხოლო ეთიოპიური ეკლესია, კოპტურის ნაწილი იყო მეოცე საუკუნემდე.

მომიტევეთ თუ ზევით რაიმე გაუგებრად დავწერე.
cool.gif

რაც შეეხება მრწამსში პილატეს მოხსენიებას.
ეს იყო ტრადიცია, როგორც ეხლა ვამბობთ დაუშვათ ჩ.წ.33 წელს ძველად ამბობდნენ ამა და ამის მეფობის, იმპერატორობის და ა.შ. დროსო.

მაშა კაცო...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2007, 04:56 PM

მიხაკი ქრისტიანულ სიმბოლიკაში მოწამეობის სიმბოლოდაა მიჩნეული, რაც მისი თესლის ფორმითაა ნაკარნახევი. მიხაკის თესლი ლურსმანს ჩამოჰგავს. იგი მაცხოვრის ვნების იარაღის - სამსჭვალის მიმანიშნებელია. (არ ვიცოდი rolleyes.gif )

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 25 2007, 05:20 PM

ცოტა რამ ქრისტიანული დროშების შესახებ

ზოგადად სახელმწიფო დროშაზე ჯვრის გამოსახვა კონსტანტინე დიდს უკავშირდება, სწორედ მან ნახა ზეცაში ჯვრის ნიში წარწერით NIKA, ანუ სძლევ, სძლიე და ჯვრები გამოასახვინა დროშებზე, რაც შემდგომ ტრადიციად იქცა ქრისტიანულ ქვეყნებში

საინტერესოა ერთი დეტალიც: ადრე დროშები ვერტიკალურად მაგრდებოდა (განსხვავებით დღევანდელისაგან), სწორედ ამით აიხსნება ის, რომ სკანდინავიურ ქვეყნებს დროშებზე თითქოს წაქცეული, ან მობრუნებული ჯვარი აქვთ. ეს დროშები ვერტიკალურად რომ ავაფრიალოთ, მივიღებთ ჩვეულებრივ ჯვარს

რაც შეეხება დროშაზე ჯვრის ფორმასა და ფერს, განარჩევენ სხვადასხვა წმინდანების დროშებს:

წმინდა გიორგის დროშა - თეთრ ფონზე წითელი ჯვარი (საქართველო, ინგლისი)
წმინდა ანდრიას დროშა - ლურჯ ფონზე თეთრი ჯვარი მართკუთხედის კუთხეებს შორის (შოტლანდია)

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Apr 25 2007, 08:39 PM

ციტატა(marine @ Apr 25 2007, 04:56 PM) *

მიხაკი ქრისტიანულ სიმბოლიკაში მოწამეობის სიმბოლოდაა მიჩნეული, რაც მისი თესლის ფორმითაა ნაკარნახევი. მიხაკის თესლი ლურსმანს ჩამოჰგავს. იგი მაცხოვრის ვნების იარაღის - სამსჭვალის მიმანიშნებელია. (არ ვიცოდი rolleyes.gif )

ვარდისფერი მიხაკი სიმბოლოა დედობის, ამიტომ ხარების სცენებზე გვხვდება, განსაკუთრებით დასავლურ ტრადიციულ მხატვრობაში.
33 თეთრი მიხაკისგან წნავდნენ გვირგვინს და ამკობდნენ გამოსვენებულ გარდამოხსნას დიდ პარასკევს.რუსეთში,
საიდან შევიდა ეს ტრადიცია არ ვიცი.გვაზდიკა, სწორედ სიტყვა გვოზდიდან მოდის რაც მისი თესლის ფორმის აღმნიშვნელია როგორც მარინემ თქვა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2007, 01:02 PM

კანონისტი
ლეონტი

რა საინტერსოა თქვენი სიტყვები!!! დიდი მადლობა smile.gif wub.gif

ერთ-ერთ ჟურნალში წავაწყდი ასეთ შეკითხვას თავისი პასუხით:

თუ თქვენ ამ ქალაქში გაგზავნით წერილს ფაქსით ნომერზე 02-612-222, ის პირდაპირ ღმერთთან მოხვდება. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს კომპანია, რომელიც ასეთ მომსახურებას სთავაზობს ხალხს. კომპანია შემკვეთების სიმცირეს არ უჩივის. როგორ ხვდება წერილი ადრესატთან?

პასუხი კი ასეთია:

კომპანიის წარმომადგენელი წერილს "გოდების კედელში" ათავსებს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 26 2007, 01:15 PM

ციტატა
კომპანიის წარმომადგენელი წერილს "გოდების კედელში" ათავსებს.



მერე გამოივლის ღმერთის პირადი ფოსტალიონი ზეციური ველოსიპედით და ღიღინით წაიღებს ფაქს ღმერთისაკენ, ისე პირდაპირ "ზემოთ" დაედგათ ის ფაქსი biggrin.gif რამდენ სისულელეს ავრცელებენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2007, 01:21 PM

KAIROS
smile.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2007, 04:38 PM

ჯვარცმა

ვიდრე მხედრები ჯვარს აღმართავდნენ და ამაგრებდნენ, მაშინდელი წესისამებრ, მისცეს უფალს ნაღველში გაზავებული ძმარი, ანდა როგორც ამბობს მარკოზ მახარებელი: ღვინო, რათქმაუნდა წამხდარი, დაძმარებული, მწარე გემოსი: ასეთი სასმელი კაცს განსჯას უკარგავდა და ჯვარზე გაკვრისას ტკივილებს შედარებით უფრო დასათმენს ხდიდა, მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ როცა მაცხოვარს ნაღვლით შეზავებულ ძმარს სთავაზობდნენ, სინამდვილეში დავით მეფის წინასწარმეტყველებას ასრულებდნენ: "და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნაღველი, და წყურვილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი" (ფს. 68,21), უფალმა მორჩილად მიიღო მწარე სასმელი, და გემო რაი იხილა, არა უნდა სუმის, უკან დაუბრუნა სასმელი. მიუხედავად ტანჯვათა სისასტიკისა, რაც მას ელოდა ჯვარზე, ძე კაცისას სურდა დაეთმინა ისინი მთელი შეგნებით, შეხვედროდა სიკვდილს ყველა მისი საშინელებით ისე, რომ არ შეესუსტებინა არც ერთი მისი მტანჯველი გრძნობა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2007, 03:12 PM

ლომბარდიის რკინის გვირგვინი, რომელიც გადმოცემით იესო ქრისტეს ჯვარცმისას გამოყენებული ერთ-ერთი ლურსმნისგან არის გამოჭედილი:


http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2007, 02:52 PM

"ერთხელ ცნობილი ინგლისელი მხატვარი ჰანტი კრიტიკოსთა თავდასხმის ობიექტი გახდა, რადგან მის სურათში, სადაც ქრისტეს არაჩვეულებრივი გამოსახულებაა, მაცხოვარი დგას დახავსებულ კართან და აკაკუნებს, მაგრამ კარს სახელური არ აქვს.
ეს უკანასკნელი გახდა დავის საგანი. მხატვარს კი გაეცინა და თქვა: "ეს ჩვეულებრივი შესასვლელი როდია, იგი ადამიანის გულის კარია, რომელიც უფლისათვის ყოველთვის შიგნიდან იღება."



ჟურნალში "ლიტერატურა და ხელოვნება" წავაწყდი ამ ლამაზ სიტყვებს და ძალიან მომეწონა.. rolleyes.gif


და კიდევ:

თურმე ძველ ებრაულ ენაში სიტყვა "ცოდვა" "მიზანდაკარგულს" ნიშნავს.

პოსტის ავტორი: sxalteli თარიღი: Sep 19 2007, 09:08 PM

იცით თუ არა, რომ ბასიანის ბრძოლაში ქართველების მხარეზე თვით მთავარანგელოზი მიქაელი იბრძოდა?
ბრძოლის შემდეგ ქართველებმა უამრავი სიმდიდრე და ტყვე იგდეს ხელთ. მათ შორის იყო სულთნის ერთ-ერთი დიდებული, რომელიც მიიყვანეს თამართან. ის უეცრად ძირს დაეცა ენა ჩავარდნილი და გველივით იკლაკნებოდა. გაიყვანეს გარეთ, მოასულიერეს და ჰკითხეს, რა დაგემართაო, ხოლო მან თქვა: თამარის უკან რომ არის, იმან დაამარცხა ჩვენი ჯარიო და ახლაც შევშინდი მის დანახვაზეო. თამარის ტახტის ზემოთ კი ეკიდა მთავარანგელოზ მიქაელის ხატი...

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Sep 23 2007, 03:32 PM

ციტატა(sxalteli @ Sep 19 2007, 09:08 PM) *

იცით თუ არა, რომ ბასიანის ბრძოლაში ქართველების მხარეზე თვით მთავარანგელოზი მიქაელი იბრძოდა?
ბრძოლის შემდეგ ქართველებმა უამრავი სიმდიდრე და ტყვე იგდეს ხელთ. მათ შორის იყო სულთნის ერთ-ერთი დიდებული, რომელიც მიიყვანეს თამართან. ის უეცრად ძირს დაეცა ენა ჩავარდნილი და გველივით იკლაკნებოდა. გაიყვანეს გარეთ, მოასულიერეს და ჰკითხეს, რა დაგემართაო, ხოლო მან თქვა: თამარის უკან რომ არის, იმან დაამარცხა ჩვენი ჯარიო და ახლაც შევშინდი მის დანახვაზეო. თამარის ტახტის ზემოთ კი ეკიდა მთავარანგელოზ მიქაელის ხატი...


როგორც მახსოვს ასე ბრძანებს პროფესორი სერგო ვარდოსანიძეც.

პოსტის ავტორი: southruislip თარიღი: Sep 25 2007, 06:18 PM

*В 325 году н. э. в Римской империи официально и фактически победило христианство. Христианство стало государственной религией и началось мракобесие. Первое, что сделали христиане, придя к власти, так это спалили дотла великую Александрийскую библиотеку, предварительно вынеся из нее книги для посвященных. Так, например, из 42 книг Гермеса Трисмегиста 14 были спрятаны жрецами. Судьба остальных книг неизвестна. Эта акция имела ключевое значение сокрытия знаний и замены всей системы знаний на новую ложную систему знаний.
*В 325 г. нашей эры на Первом Вселенском соборе в Никее, собранном при поддержке императора Константина, иерархи церкви по своему произволу большинством голосов (как на партсобрании) назначили Иисуса Христа богом (218 — «за», 2 — «против»).
Реальная история написания «священных» христианских книг на сегодня достаточно ясна. Христианство занималось наглым плагиатом и заимствовало мифы и религиозные идеи отовсюду, откуда можно (в основном из Зороастризма) и сложило все это в одну кучу. В результате образовалась масса книг на разных языках, разных авторов, разных периодов, совершенно разной художественной и достоверной ценности. В итоге получился эклектичный набор доктрин, плохо связанный друг с другом и полностью противоречивый.
*Чтобы все это информационное хозяйство упорядочить и «причесать» под определенный замысел, в четвертом веке Византийский император Константин созвал Второй христианский собор, на который съехалось 280 представителей всех направлений христианства. Половина участников этого сборища, проповедующих те стороны христианства, которые противоречили сатанинскому замыслу, была просто-напросто перебита. После этого Константин учредил организацию под названием «Корректория», в задачу которой входила корректировка всех имеющихся Евангелий. В результате все тексты на арамейском языке были объявлены еретичными и были сожжены. Остались только манускрипты, написанные на греческом языке, самый ранний из которых датируется 331 годом — спустя 6 лет после Никейского собора. После этого не Господь бог, а Вселенские соборы служителей христианской церкви постоянно корректировали, как могли, «священные» тексты или меняли их толкования. Изымали и запрещали целые главы и тома Библии. Заново цензурировали «слово божье». На одном из таких сборищ Константин был канонизирован как святой.
*На 3 Вселенском соборе в 431 г. долго спорили — есть ли у женщины душа или нет. После жарких дискуссий перешли к голосованию и большинством всего в один голос признали, что женщина то же полноценный человек. Сейчас это может показаться смешным, однако смешного здесь мало. По христианству, женщина — существо неполноценное и по поводу существования у нее души нигде явно не сказано. В процессе создания человека по христианскому мифу Бог вначале создал человека по образу и подобию своему, а потом, чтобы ему не быть одному, его усыпил и из его ребра создал женщину (Бытие 2:21-22). Так что женщина происходит не от великого Бога, а всего лишь от мужского ребра, что гораздо прозаичнее, и о ее душе явно ничего не говорится.
*В 553 году, на Втором Цареградском соборе Византийский император Юстиниан приказал изъять из Библии, оставленное даже Константином, учение о реинкарнации. Хотя Библию и Евангелие прочистили основательно, но некоторые хвосты остались. Например, в Евангелие от Иоанна (9:1-3): «И, проходя, увидел человека, слепого от рождения. Ученики Его спросили у Него: Равви! кто согрешил, он или родители его, что родился слепым?». Такой вопрос могут задать только те, кто имеет представление о карме, в том числе и родовой карме, и понимает, что человек рождается не с нулевой кармой, а откуда-то (из предыдущих жизней) ее берет.







პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 25 2007, 07:00 PM

ციტატა
«И, проходя, увидел человека, слепого от рождения. Ученики Его спросили у Него: Равви! кто согрешил, он или родители его, что родился слепым?». Такой вопрос могут задать только те, кто имеет представление о карме, в том числе и родовой карме, и понимает, что человек рождается не с нулевой кармой, а откуда-то (из предыдущих жизней) ее берет.


აბსოლიტურად არალოგიკური დასკვანაა...

ღმერთი მოიღებს მშობელთა სულებისაგან ნაწილებს და ქმნის ახალ სულს...

მშობლის ცოდვა რომ შვილებზე რომ გადადის ეს ქრისტიანობის ფუნდამენტური მოძღვრებაა და სწორედ მაგით განსხვავდება სხვა რელიგიებისაგან, მაგაში ჩანს რომ ადამიანი ცოდვილია დაბადებიდან და ის დამოუკიდებლად ღმერთი ვერ გახდება...

რაც შეეხება კარმას ეს ქართულად ბედია, და ლოგიკურ წინააღმდეგობაში მოდის ,,თავისუფალი არჩევანისა" და ,,სიყვარულის ღმერთობის" იდეასთან... რაც არ შეიძლება რომ ოდესმე ქრისტიანულ ხედვაში ყოფილიყო, ამას ნებისმიერი ადამიანი მიხვდება ვისაც ქრისტიანობის არსი ესმის...

კარმის არსებობის აღიარებამ აღმოსავლური რელიგიები ,,სიკვდილის" რელიგიებად აქცია...

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Sep 25 2007, 07:53 PM

ძალიან საინტერესოა დიდი მადლობა ასეტი საინტერესო ინფორმაციებისთვისsmile.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Sep 25 2007, 07:56 PM

მე კარიბჭეში წავიკითხე და ასე ეწერა რომ არ გადადის , უბრალოდ იმ ცოდვის გამგრძელებელი თU იქნება მაშინ ისჯებაო ..გაიგე ეხლა



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 23 2008, 11:25 AM

ეს კარგი თემა ჩავარდა, მე გავხსენი "იცით თუ არა, რომ..." ის თემა მთლიანად არარელიგიურ ინფორმაციებს ეყრდნობა, ეს კი რელიგიურზეა და ამიტომ აი თქვენ სომხური მრწამსი:

Никейский символ веры Армянской церкви


Веруем в единого Бога Отца, Вседержителя, Творца неба и земли, всего видимого и невидимого.

И в единого Господа Иисуса Христа, Сына Божия, Единородного, рождённого от Бога Отца, а именно — от сущности Отца. Бога от Бога, Света от Света, Бога истинного от Бога истинного — рождённого, и не сотворённого, единосущного с Отцом, через Которого всё произошло на небе и на земле, видимое и невидимое. Ради нас, людей, и для нашего спасения сошедшего с неба, воплотившегося, вочеловечившегося, в совершенстве родившегося от Святой Девы Марии Духом Святым. От Неё принявшего тело, душу и разум и всё, что есть в человеке, — истинно и не подложно. Страдавшего, распятого, погребённого, воскресшего в третий день, восшедшего на небеса в том же теле, сидящего одесную Отца. Грядущего в том же теле и со славою Отца — судить живых и мёртвых, Его же царствию не будет конца.

Веруем и в Духа Святого, не сотворённого и совершенного, Который говорил через Закон, Пророков и Евангелие. Который сошёл на Иордан, проповедовал через апостолов и в святых обитель сотворил.

Веруем и в единую Святую, Соборную и Апостольскую Церковь. В одно крещение, покаяние, в оставление и отпущение грехов. В воскресение мёртвых, в суд навеки душам и телам, в царствие небесное и в жизнь вечную.


პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 23 2008, 11:40 AM

სომხებს მრწამსის ტექსტი არ შეუცვლიათ როგორც ჩანს, შინაარსობრივად იგივეა.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 23 2008, 11:54 AM

ციტატა
შინაარსობრივად იგივეა.

კი, რადგან ეს ნიკეა-კონსტანტინეპოლია (I -II მსოფ. კრება) , ხოლო ისინი ქალკედონის შემდეგ ჩამოგვშორდნენ ( IV კრება)...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 2 2008, 09:02 PM

*
ბიბლია უფრო მეტჯერ ითარგმნა, გამოიცა და გაიყიდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა წიგნი კაცობრიობის ისტორიაში.

*
დღესდღეობით ბიბლია სრულად ან ნაწილობრივ ნათარგმია 2200-ზე მეტ ენაზე.

*
სიტყვა “ბიბლია” ბიბლიაში არ გვხვდება.

*
იოჰანეს გუტენბერგმა 1454 წელს მის მიერვე შექმნილ საბეჭდ მანქანაზე ისტორიაში პირველად წიგნი დაბეჭდა. ეს წიგნი ბიბლია იყო. ფიქრობენ, რომ სულ, დაახლოებით, 180 ბიბლია დაიბეჭდა. მნიშვნელოვანმა ნაწილმა - 48 წიგნმა - დღევანდლამდე მოაღწია.
გუტენბერგს არცერთი(!) ბეჭდვის შეცდომა არ დაუშვია!

*
გუტენბერგის გამოგონებამდე მთელს ევროპაში დაახლოებით 30,000 წიგნი თუ მოიძებნებოდა. თითქმის ყველა ეს წიგნი ბიბლია, ან ბიბლიის კომენტარები იყო.
1500 წლისათვის უკვე 9 მილიონზე მეტი წიგნი არსებობდა.
დღეს-დღეობით დააახლოებითი შეფასებით წიგნების რაოდენობამ 1018-ს გადააჭარბა.
(სამწუხაროდ, დედამიწის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა - დაახლოებით 2 მილიარდმა ადამიანმა კითხვა არ იცის!)

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 2 2008, 09:06 PM

ციტატა(neo @ Sep 25 2007, 07:00 PM) *

ღმერთი მოიღებს მშობელთა სულებისაგან ნაწილებს და ქმნის ახალ სულს...

გნოსტიკური შეხედულებაა და არა ქრისტიანული

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 2 2008, 09:08 PM

ციტატა
მშობლის ცოდვა რომ შვილებზე რომ გადადის ეს ქრისტიანობის ფუნდამენტური მოძღვრებაა

არც ეგ დაიკვეხნის ახალი აღთქმის დიდი გადმოცემით biggrin.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jun 2 2008, 09:36 PM

smile.gif

ციტატა
გნოსტიკური შეხედულებაა და არა ქრისტიანული


ჰო შეიძლება, თუმცა მე ქადაგებებში მოვისმინე, ეკლესიაში, და თუ არ ვცდები ბასილი დიდის სწავლებას უნდა მიეკუთვნებოდეს...

ციტატა
არც ეგ დაიკვეხნის ახალი აღთქმის დიდი გადმოცემით


ჰო ეგეც არ ვიცი, თუმცა მე რადიოში მოვისმინე, ისევ ქადაგებებში...


სული

გენეტიკური არსება რომაა, ამის შესახებ ყველა ხალხმა და ყველა დროში იცოდა... ცოდვა არ გადადაის პასუხისმგებლობით, მაგრამ გადადის მიდრეკილება ცოდვისაკენ...

განსაკუთრებით 3-4 თაობაზე, ეს მე ზუსტად არ ვიცი მაგრამ მოციქულტა წერილებში უნდა ეწეროს სადრაც, ასე აღნიშნავს მოსაზრების ავტორი...


რავი ღვთისმეტყველებო, თუ რამე მეშლება მითხარით, ოღონდ არგუმენტებით თორე ბრმად რწმენა მაინდამაინც არ მეხერხება... ჯერ და მერე ვნახოთ...




პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 2 2008, 09:40 PM

ციტატა
გნოსტიკური შეხედულებაა და არა ქრისტიანული


ჰო შეიძლება, თუმცა მე ქადაგებებში მოვისმინე, ეკლესიაში, და თუ არ ვცდები ბასილი დიდის სწავლებას უნდა მიეკუთვნებოდეს...

უი, არა კაცო biggrin.gif ეს მწვალებლობაა, ეტყობა არასწორად გაიგე smile.gif

ციტატა
მიდრეკილება ცოდვისაკენ...

განსაკუთრებით 3-4 თაობაზე,

ნუ აქ ბუნების დაზიანებაზეა საუბარია, და არა მარტო 3-4 ან 8-9 არამედ ყველა ადამიანზე გადადის იმ გაგებით, რომ ყველას ერთი დაცემული, დაზიანებული ბუნება გვაქვს..

თავმდაბალი კაცი ხარ შენ , ეს ნეოამბავი არაა smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jun 3 2008, 01:29 PM

პირველ შემტხვევაში არგუმენტის არ ქონის მიხედავად გავითვალისწინებ შენს აზრს, თუმცა ზუსტად მახსოვს რა იქადაგა მოძღვარმა (იქ აღნიშნა რომ ზოგი წმინდა მამის აზრითო);

მეორე საკითხს რაც შეეხება, ამ შემტხვევაში არ ვგულისხმობ დაცემულ ბუნებას ანუ პირველცოდვას, და ასევე არ ვგულისხმობ ცოდვას პირდაპირი გაგებით, ანუ პირად ცოდვას არამედ ვგულისხმობ შთამომავლობით ცოდვას, რომელიც საგვარეულო ხაზებზე დადის...






და კიდე smile.gif,

სახელ ნეოს არავითარი კავშირი არ აქვს ღვთისმეტყველებასთან და ქრისტიანობასთან smile.gif

პოსტის ავტორი: galateli თარიღი: Jun 3 2008, 01:55 PM

ამ საკითხზე კარგად წერია ძველი აღთქმის ერთ-ერთ წიგნში,იქ უფალი ამბობს რომ ცოდვას მომდევნო თაობებსაც მოჰკითხავს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 3 2008, 06:29 PM

ციტატა
ძველი აღთქმის ერთ-ერთ წიგნში,იქ უფალი ამბობს რომ ცოდვას მომდევნო თაობებსაც მოჰკითხავს.

biggrin.gif ხო, მაგრამ ახლა ახალი აღთქმაა მეგობარო, სადაც აშკარადაა, რომ ყველა აგებს მხოლოდ საკუთარ ცოდვებზე პასუხს, მაგაზე შეგიძლია ღვთისმეტყველებაში ნახო ინფორმაციები smile.gif

ციტატა
შთამომავლობით ცოდვას, რომელიც საგვარეულო ხაზებზე დადის...

ეგ რასა ქვია ? ალბათ იმას გულისხმობ რაც ზემოთ გელათელმა დაწერა, მოკვდა ეგ ამბავი ძველასავე აღთქმაში აღარ მოვკვითხავო ამბობს უფალი smile.gif, საერთოდ ეგ ძალიან ღვთისმეტყველური საკითხებია, ადრეც ვისაუბრეთ, მაგრამ მზად ვარ თავიდან ამოვწიოთ ეგ საკითხები... მანამ კი გაOFFდა აქაურობა smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 3 2008, 06:30 PM

KAIROS

ციტატა
ყველა აგებს მხოლოდ საკუთარ ცოდვებზე პასუხს, მაგაზე შეგიძლია ღვთისმეტყველებაში ნახო ინფორმაციები

აუუ დაიწყო ისევ biggrin.gif

პასუხისგება არსებობს მხოლოდ წარწყმედის სახით. უხელობა, უფეხობა, უცხირობა და უენობა პასუხისგება არ არის yes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 3 2008, 06:32 PM

ციტატა
უხელობა, უფეხობა, უცხირობა და უენობა პასუხისგება არ არი

დაასტოპე შენ ჯიგარ biggrin.gif
ახალი აღთქმის ეკლესიაში ასეა, არავინ აგებს სხვის ცოდვაზე პასუხს! ჩვენ ხომ მივაღწიეთ ამაზე რაღაც კონსესუსს? აბა მომე ლინკი და გავაგრძელოთ!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 3 2008, 06:38 PM

KAIROS

ციტატა
ახალი აღთქმის ეკლესიაში ასეა, არავინ აგებს სხვის ცოდვაზე პასუხს! ჩვენ ხომ მივაღწიეთ ამაზე რაღაც კონსესუსს? აბა მომე ლინკი და გავაგრძელოთ!

მე არაფერზე შეგთანხმებივარ, ეგ მახსოვს smile.gif

საეკლესიო სამართალში - პასუხისგებაზეა თემა

http://church.ge/index.php?showtopic=3679&pid=260722&st=180&#entry260722

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 3 2008, 06:40 PM

ციტატა
მე არაფერზე შეგთანხმებივარ, ეგ მახსოვს smile.gif

ხოო? ohmy.gif უყურე ამას, როგორ მოხდა ეგ biggrin.gif + 10 ხინკალი ჯარიმად biggrin.gif
კაი გადმოვალ და გაგიჩაღებ ცეცხლს biggrin.gif

ეე, შევთანხმებულვართ იქ biggrin.gif ნო მორტე, ფორსე მალატია biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 3 2008, 06:40 PM

KAIROS

ციტატა
+ 10 ხინკალი ჯარიმად

ფრობლემ იოქ smile.gif http://smiles.myweb.ge http://smiles.myweb.ge

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 3 2008, 06:44 PM

ციტატა
- რა კარგი და მშვენიერია, როცა ერთად არიან ძმები... (ფს. 132;1)

მე რომ უფრო ძველქართული ვარიანტი მომწონს? biggrin.gif გაიგე კაცო? იქ მე, კანუდოსა, შენ და ეკატერინე ( sad.gif ) მივსულვართ რაღაც შეთანხმებაზე, ჩემია იქ ბოლო პოსტი...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 3 2008, 06:48 PM

KAIROS

ციტატა
მე რომ უფრო ძველქართული ვარიანტი მომწონს?

მე - ახალი tongue.gif

ციტატა
იქ მე, კანუდოსა, შენ და ეკატერინე ( ) მივსულვართ რაღაც შეთანხმებაზე, ჩემია იქ ბოლო პოსტი...

მე არ მახსოვს ეგრე და ისევ ჩემ აზრზე ვარ yes.gif

+ 20 ხინკალი და შევთანხმდეთ? e025.gif http://smiles.myweb.ge http://smiles.myweb.ge

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 3 2008, 06:50 PM

ციტატა
+ 20 ხინკალი და შევთანხმდეთ?

ჯიუტობ ახლა შენ, ლუდი ჩემზე იყოს biggrin.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jun 3 2008, 08:36 PM

შემოვიხედე და ... გავიგე რომ 20 ხინკალს ლუდიც ჭირდება.(ოფოფი) თუმცა ხუმრობაც მოსულა, ისე აზრს კარგავს ცხოვრება.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jun 4 2008, 10:44 AM

ციტატა
ეგ რასა ქვია ? ალბათ იმას გულისხმობ რაც ზემოთ გელათელმა დაწერა, მოკვდა ეგ ამბავი ძველასავე აღთქმაში აღარ მოვკვითხავო ამბობს უფალი , საერთოდ ეგ ძალიან ღვთისმეტყველური საკითხებია, ადრეც ვისაუბრეთ, მაგრამ მზად ვარ თავიდან ამოვწიოთ ეგ საკითხები... მანამ კი გაOFFდა აქაურობა



არა მაგას არ ვგულისხმობ

ეს არის არის არა უშუალოდ ცოდვა, არამედ მიდრეკილება ცოდვისაკენ, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადის...

წმინდა წინაპრების არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებიდა ყოველთვის ქრისტიანობაში, ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდენ ხოლმე ვინ იყვნენ მშობლები,

ასევე ყველა დროის ყველა ხალხი ანიჭებდა მნიშვნელობას ,,გვარიშვილობას" და ამის კლასობრივი წყობა არ იყო, პირიქით შესაძლოა კლასობრივი წყობის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ეს...

ანუ,

,,კვიცი გვარზე ხტისოო" - რაც ამ ანდაზას უდევს საფუძვლად იმაზე ვამბობ, თუმცა ეს არ გულისხმობს რომ კვიცს პასუხი მოეთხოვება მისი წინაპრებზე, არამედ ნიშნავს რომ მას იმ ცოდვებთან ბრძოლა განსაკუთრებიტ გაუჭირდება რასაც მისი წინაპრები მისდევდნენ...

ეს მარტო ცოდვაზე არ ვრცელდება, წმინდა მშობლების შვილებს გაცილებით უიოლდებათ ბრძოლა ცოდვებთან ვიდრე არაცმინდა მშობლების შვილებს...


ნაყოფი ასეთი მსჯელობისა ვფიქრობ რომ კეთილია:

როცა არცევანს ვაკეთებ სიკეთესა და ბოროტებას შორის უნდა მახსოვდეს რომ ეს არჩევანი უშუალო გავლენას პოვებს ჩემ შტამომავლობაში, მათ მიდრეკილებებში სიკეთისაკენ ან ბოროტებისაკენ...




პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 4 2008, 11:07 AM

ციტატა
ცოდვებთან ბრძოლა განსაკუთრებიტ გაუჭირდება რასაც მისი წინაპრები მისდევდნენ...

ეგ ფსიქოლოგიაზე წერ ალბათ ანუ ფსიქოლოგიურ-გენეტიკურ მიდრეკილებაზე რაიმე ცოდვაზე, კი მაგაზეც ვისაუბრეთ იქ მინიშნებულ თემაში "პასუხისგების შესახებ", საინტერესო საკითხია ისე smile.gif

პოსტის ავტორი: ებგური თარიღი: Jun 11 2008, 07:52 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 3 2008, 06:48 PM) *

KAIROS

მე - ახალი tongue.gif
მე არ მახსოვს ეგრე და ისევ ჩემ აზრზე ვარ yes.gif

+ 20 ხინკალი და შევთანხმდეთ? e025.gif http://smiles.myweb.ge http://smiles.myweb.ge


ეს ფორუმი მართმადიდებლების ფორუმია ძმაო, ხინკალზე და ლუდზე, ჭამა-სმის და ლოთების ფორუმი გააკეთეთ.

მივხვდი რომ ამ ფორუმზე მართმადიდებლობის გარღმავების და საუბრების გარდა ყველაფერზე საუბრობენ smile.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 11 2008, 07:54 PM

მართლაც და რა კავშირშია მართლმადიდებლობა ღვინო დუდუკ ქალებთან? (ჩემი მეგობრის ფრაზა) smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 11 2008, 07:54 PM

ებგური

ციტატა
ეს ფორუმი მართმადიდებლების ფორუმია ძმაო, ხინკალზე და ლუდზე, ჭამა-სმის და ლოთების ფორუმი გააკეთეთ.

"ნუ სჯით თვალაღებით, არამედ მართალი სამართალი საჯეთ!.."

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 11 2008, 08:35 PM

ციტატა
მივხვდი რომ ამ ფორუმზე მართმადიდებლობის გარღმავების და საუბრების გარდა ყველაფერზე საუბრობენ smile.gif

biggrin.gif ეგ როდის მიწისქვეშეთი რომ აღმოაჩინე მაშინ? biggrin.gif
ციტატა
ხინკალზე და ლუდზე, ჭამა-სმის და ლოთების ფორუმი გააკეთეთ.

გიპასუხეს კარგად:
ციტატა
"ნუ სჯით თვალაღებით, არამედ მართალი სამართალი საჯეთ!.."

ნამდვილად yes.gif
აქ მარტო ეგ წაიკითხე?
შეეშვი ახლა გამოხტომებს და რაც დაგიწერეთ იქ იმაზე იფიქრე smile.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Jun 11 2008, 09:28 PM

სულ ახლახანს გავიგე ერთ-ერთი წმინდანის შესახებ..მგონი საპატრიარქოს უწყებანში წავიკითხე...


სუნდარ სინგი--მქადაგებელი ინდოეთში..იყო ინდუისტი და შემდგომ აღიარა ქრისტე

პოსტის ავტორი: galateli თარიღი: Jun 12 2008, 12:24 PM

გავიგე კი არა და უფრო დავრწმუნდი თუ რა სუსტი ვარ...

პოსტის ავტორი: nino ni თარიღი: Jun 22 2008, 02:36 PM

მშობლის ცოდვა რომ შვილებზე რომ გადადის ეს ქრისტიანობის ფუნდამენტური მოძღვრებაა და სწორედ მაგით განსხვავდება სხვა რელიგიებისაგან, მაგაში ჩანს რომ ადამიანი ცოდვილია დაბადებიდან და ის დამოუკიდებლად ღმერთი ვერ გახდება...

მშობლების ცოდვა შვილებს არ გადაეცემათ. იოანეს სახარების მე-9 თავი მოგვითხრობს მაცხოვრის ბრმად შობილის განკურნებას და სწორედ ამ თავიდან ვიგებთ, რომ შვილებს მშობლების ცოდვა არ გადაეცემათ და არც პასუხს აგებენ მშობლების ცოდვებზე. თვით მოციქულევბსაც ეგონათ რომ ბრმა ადამიანი მშობლების ცოდვების გამო დაისაჯა და იმიტო იყო ბრმა. მაგრამ მათ მაცხოვარი განუმარტვს რომ ეს ასე არ შეიძლებოდა ყიფილიყო.

პოსტის ავტორი: natia. თარიღი: Jun 22 2008, 02:39 PM

მე ვიცი რომ შეიძლება მშობელი უფრო დაისაჯოს შვილის ცოდვის გამო, ვიდრე შვილი მშობლის ცოდვის გამო...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 22 2008, 04:50 PM

ეგ გადასვლა/ არ გადასვლა ან მაგ გადასვლის გაგება არის ფსევდომართლმადიდებლობაში იქ შიშებშია ეგ მინიშნებული და იქ ვისაუბროთ, ყველა აგებს პასუხს ( სულიერი გაგებით) მხოლოდ საკუთარი ცოდვის გამო!

პოსტის ავტორი: kikria თარიღი: Nov 4 2009, 12:40 PM

გაიხარეთ, მართლა საინტერერსო ინფორმაციებია biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 27 2010, 05:50 PM

ვითხოვ აღადგინონ თემა "არა კლა"!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 8 2010, 08:38 PM

ბევრი რაღაც გავიგე... ბევრი იმიტომ რომ თავსატეხის ნაწილებივით აეწყო და... ასე გამოვიდა თუ ასე ჩანს.. : )

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2010, 12:30 PM

ძველად კვეთა სრულდებოდა არა საკურთხეველში მოწყობილ სამკვეთლოზე, არამედ მოშორებით, სხვა შენობაში. ასე რომ, მცირე გამოსვლამდე სამღვდელნო პირნი თითქმის არც კი შედიოდნენ საკურთხეველში.

ამიტომაცაა, რომ მღვდელმთავრის წირვაზე მცირე შესვლამდე მღვდელმთავარი იმოსება, ისმენს ჟამნობასა და კათაკმეველთა ლიტურღიის დიდ ნაწილს არა საკურთხეველში, არამედ შუა ეკლესიაში, - კათედრაზე და საკურთხეველში შედის მხოლოდ მცირე გამოსვლის შემდეგ.

პოსტის ავტორი: Crazy Soul თარიღი: Aug 29 2010, 09:22 PM

დღეს გავიგე, რომ მალე სამსახურიდან გამიშვებენ biggrin.gif

დროა ახალი ვეძებო mad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 29 2010, 09:24 PM

marine

ციტატა
ძველად კვეთა სრულდებოდა არა საკურთხეველში მოწყობილ სამკვეთლოზე, არამედ მოშორებით, სხვა შენობაში. ასე რომ, მცირე გამოსვლამდე სამღვდელნო პირნი თითქმის არც კი შედიოდნენ საკურთხეველში.

მართლა? და რატომ შეიცვალა?

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Aug 29 2010, 09:28 PM

ციტატა(Crazy Soul @ Aug 29 2010, 09:22 PM) *

დღეს გავიგე, რომ მალე სამსახურიდან გამიშვებენ biggrin.gif

დროა ახალი ვეძებო mad.gif

ღმერთმა ხელი მოგიმართოს ახლის ძიებაში

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Aug 29 2010, 09:30 PM

Crazy Soul


მაგაზე უკეთესის შოვნას გისურვებ smile.gif

პოსტის ავტორი: Crazy Soul თარიღი: Aug 29 2010, 09:33 PM

.zakaria.
A.v.B

დიდი მადლობა!

სტანდარტული შეფასება გავაკეთე გონებაში: "მაინც არ მომწონდა", "ახალს ვეძებდი ისედაც" და ეგეთები biggrin.gif რეალურად მართლა ეგრეა, მაგრამ გამიტყდა მაინც.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2011, 01:10 PM

ბ ა ძ გ ი არის ხე, რომელზეც წმინდა ნინო თავის წმინდა სამოსს აფენდა და აშრობდა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2011, 03:43 PM

... მუცლით იხოხე... ამ დაწყევლამდე ხოხავდა თუ არა ჩვეულებრივი გველი თავისი მუცლით? ეკლესიის მამათა აზრით, გველი მხოხავ ცხოველად იქცა სწორედ ღვთის ამ წყევლის შემდეგ, იქამდე კი ჰქონდა ფეხები და ფრთებიც კი (ბასილი დიდი).

პოსტის ავტორი: კოკა თარიღი: Apr 1 2011, 10:06 AM

თურმე რატომ ყოფილა 1 აპრილი ტყუილების და სულელების დღე.........

აღდგომა ყოფილა 1 აპრილს და მღვდელმთავრებმა რომ გაიგეს ქრისტეს აღდგომის შესახებ და მოისყიდეს საფლავის მცველები, შეშინებულები იყვნენ მაინც არ გავრცელებულიყო ქრისტეს აღდგომის ამბავი და დაადგინეს 1 აპრილი ტყუილის დღედ.......... ანუ ვინც იტყოდა ქრისტე აღსდგაო მას ეუბნებოდნენ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფრაზას - დღეს პირველი აპრილია - მოტყუება ადვილია............. ანუ მოტყუებული ხარო, ქრისტე არ აღმდგარაო............

ასე რომ სანამ ამ ფრაზას გამოიყენებდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მიაქციეთ ყურადღება საიდან მოდის იგი..........

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2011, 03:53 PM

არსებობს მონასტრული ცხოვრების ორი წესი:

ი დ ი ო რ ი თ მ უ ლ ი (მხოლოდ ტაძარში იკრიბებიან ერთად, ხოლო დანარჩენი ცხოვრების განაწესით ცალ-ცალკე არიან)

და

კ ი ნ ო ვ ი ა ლ უ რ ი (ლოცვა, ტრაპეზი და ყველანაირი მორჩილება ერთად სრულდება)

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Apr 18 2011, 06:02 PM

ციტატა(კოკა @ Apr 1 2011, 11:06 AM) *

თურმე რატომ ყოფილა 1 აპრილი ტყუილების და სულელების დღე.........

აღდგომა ყოფილა 1 აპრილს და მღვდელმთავრებმა რომ გაიგეს ქრისტეს აღდგომის შესახებ და მოისყიდეს საფლავის მცველები, შეშინებულები იყვნენ მაინც არ გავრცელებულიყო ქრისტეს აღდგომის ამბავი და დაადგინეს 1 აპრილი ტყუილის დღედ.......... ანუ ვინც იტყოდა ქრისტე აღსდგაო მას ეუბნებოდნენ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფრაზას - დღეს პირველი აპრილია - მოტყუება ადვილია............. ანუ მოტყუებული ხარო, ქრისტე არ აღმდგარაო............

ასე რომ სანამ ამ ფრაზას გამოიყენებდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მიაქციეთ ყურადღება საიდან მოდის იგი..........


მე ეს ფრაზა დიდი ხანია ეჭვი მქონდა.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Apr 29 2011, 01:29 PM

მჯდომარე ანატასია

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/35519-mjdomare-anastasias-65-tsliani-ghvatsli-qmisi-thvalebi-kashkasha-sinathles-askhivebdaq.html

პოსტის ავტორი: tekle-100 თარიღი: Apr 30 2011, 01:13 PM

აუ ერთი კითხვა მაქვს გთხოვთ იქნებ ვინმემ მიპასუხოს, დედათა წესი მაქვს და შეიძლება თუ არა დღეს ეკლესიაში წავიდე და წმინდა არტოსი წამოვიღო,,, ალბათ უადგილოდ ვწერ მაგრამ ვის ვკითხო არ ვიცი sad.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 30 2011, 01:31 PM

tekle-100

ციტატა
აუ ერთი კითხვა მაქვს გთხოვთ იქნებ ვინმემ მიპასუხოს, დედათა წესი მაქვს და შეიძლება თუ არა დღეს ეკლესიაში წავიდე და წმინდა არტოსი წამოვიღო,,, ალბათ უადგილოდ ვწერ მაგრამ ვის ვკითხო არ ვიცი

არა,არ შეიძლება.
ამ დღეს გეკრძალება ყველანაირ სიწმინდესთან მიახლება :ხატები,ჯვრები, სანთელი, სეფისკვერი, ნაკურთხი წყალი და მითუმეტეს არტოსი.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 30 2011, 06:13 PM

GIORGI LELUASHVILI
რასა წერ? რას?

ციტატა
ამ დღეს გეკრძალება ყველანაირ სიწმინდესთან მიახლება :ხატები,ჯვრები, სანთელი,

ანუ სანთელი ვერ დაუნთია და ყელზე თუ ნათლობის ჯვარი ჰკიდია, ხელი ვერ შეუვლია? dry.gif dry.gif


პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 30 2011, 06:38 PM

tekle-100
ამომწურავად არის პასუხი გაცემული
http://www.orthodoxtheology.ge/2011/02/blog-post_01.html

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 30 2011, 10:30 PM

ქევანა

ციტატა
რასა წერ? რას?

მე რას ვწერ,კაცო,თვითონ კი არ ვიგონებ.
შენც მაგარი ხარ რაააააbiggrin.gif
ციტატა
ანუ სანთელი ვერ დაუნთია და ყელზე თუ ნათლობის ჯვარი ჰკიდია, ხელი ვერ შეუვლია?

ამ ერთ დღეს არ შეიძლება

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 30 2011, 10:34 PM

GIORGI LELUASHVILI
წაიკითხე ბალღო ჩემი დანაწერი!

პოსტის ავტორი: Metal 0-1 თარიღი: Mar 11 2012, 02:28 PM

ძალიან კარგი ფორუმია smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 11 2012, 08:05 PM

ციტატა
ძალიან კარგი ფორუმია

ხოდა კეთილი იყოს შენი პოსტი აქ...

პოსტის ავტორი: Ornies თარიღი: Mar 17 2012, 03:52 AM

ლეონტი

ციტატა
ასევე საინტერესოა რომ ეთიოპიურმა ეკლესიამ პილატე პონტოელი წმინდანად შერაცხა მე 6 საუკუნის დამდეგს.
აგრეთვე ის უბრალოდ სცნო ქრისტეს ჯვარცმაში.

შეგიძლიათ მიმითითოთ წყარო საიდანაც ამ ინფორმაციას ფლობთ?

პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: Apr 7 2012, 07:57 PM

დღეს მამაომ იქადაგა ჯვარზე რომელიც მღვდელს უკიდია გულზე, თვითონ ჯვარი არისო მაცხოვარი, ძეწკვის რგოლები წმინდანებიო და უკან კიდე როა შეკრულიო თუ კარგად ვეღარ გავიგე ის შემთხვევითი არაა მრევლს ნიშნავსო, ვერსად ვნახე ამის ზუსტი განმარტება იქნებ მიშველოთ mellow.gif sad.gif

პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: Apr 18 2012, 07:34 PM

არავინ იცის ჩემს კითხვაზე პასუხი? huh.gif sad.gif cool.gif unsure.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2012, 01:13 PM

მღვიმე - ბუნებრივი მაცივარი

კავსოკალივის სკიტიდან კერასიისკენ მიმავალი ბილიკის გვერდით, არის ერთგვარი ბუნებრივი მაცივარი. ამ მომცრო ზომის მღვიმის ერთი ნაწილი ბუნებრივიად არის წარმოქმნილი, მეორე მხარეს კი ქვებითაა ამოშენებული. საოცარია, რომ ამ მღვიმეში მოთავსებული საჭმელ-სასმელი შუა ზაფხულშიც კი იყინება.

პოსტის ავტორი: iberieli1989 თარიღი: Jul 23 2012, 12:59 PM

''ლოცვებში იგი ხშირად უარყოფითად მოიხსენიება''_ რას ნისჰნავს ეს ციტატა? პილატეზე გიწერიათ განმარტებაში... შეიძლება რომ ადამიანი ლოცვაში ცუდად მოვიხსენიოთ? ან რა ლოცვაა ასეთი რომ ცუდად მოიხსენიო ვინმე?!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 23 2012, 02:53 PM

ციტატა
''ლოცვებში იგი ხშირად უარყოფითად მოიხსენიება''_ რას ნისჰნავს ეს ციტატა? პილატეზე გიწერიათ განმარტებაში... შეიძლება რომ ადამიანი ლოცვაში ცუდად მოვიხსენიოთ? ან რა ლოცვაა ასეთი რომ ცუდად მოიხსენიო ვინმე?!

ფორუმს გადახედე.
ადააწერე ადრესატი თუ ვის მიემართება კითხვა.

აბა საიდან გავიგოთ რომელი იუზერის პოსტის შესახებ გვთხოვ პასუხს?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2012, 04:13 PM

"კონსტანტინეპოლის ეკლესიას ხშირად უწოდებენ ეკუმენიკურ (მსოფლიო) საპატრიარქოს. აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ეკუმენიკური ეკუმენურისაგან.

ეკუმენიკური ნიშნავს მსოფლიოს, რაც შეეხება ეკუმენურს, იგი დაკავშირებულია ჩვენი დროის უდიდეს მწვალებლობასთან, ეკუმენურ მოძრაობასთან, რომელიც მიზნად ისახავს რელიგიათა ხელოვნურ შეკოწიწებას და ამ გზით ახალი რელიგიის შექმნას, რომელიც იოანე ღმრთისმეტყველის აპოკალიფსის მიხედვით, ნიადაგს მოუმზადებს ანტიქრისტეს გამეფებას."

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2012, 08:49 PM

marine
საიდან დააციტირე?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2012, 04:21 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 7 2012, 09:49 PM) *

marine
საიდან დააციტირე?


ჟურნალი "კრიალოსანი" N4 ივლისი-სექტემბერი 2012

ძალიან საინტერესო სტატია სათაურით "მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიები" smile.gif გურამ, თუ არ გაქვს ეს ნომერი შეძენილი, გირჩევ რომ იყიდო, ძალიან ცოდნისმომცემიაsmile.gif

პოსტის ავტორი: seminarieli89 თარიღი: Sep 11 2012, 05:30 PM

არადა ბევრი მართლმადიდებელი პატრიარქს ბრალს სდებს, რატომ გამოხვედი ეკუმენური მოძარაობიდან.რუსეთის აგენტიაო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 11 2012, 05:38 PM

ციტატა
არადა ბევრი მართლმადიდებელი პატრიარქს ბრალს სდებს, რატომ გამოხვედი ეკუმენური მოძარაობიდან.რუსეთის აგენტიაო.

ეგეთებზე დაუდიათ ბრალი ძმა...

პოსტის ავტორი: seminarieli89 თარიღი: Sep 11 2012, 05:46 PM

A.V.M
ვის დაუდია ბრალი, სად? აქ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 11 2012, 05:51 PM

ციტატა
ვის დაუდია ბრალი, სად? აქ?

სემინარია!
ვერ გევიგე?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: seminarieli89 თარიღი: Sep 11 2012, 05:53 PM

ციტატა
ეგეთებზე დაუდიათ ბრალი ძმა...

ეს ვერ გავიგე რა დამიწერე და იმიტომ გკიტხე. smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 11 2012, 06:07 PM

ციტატა
ეს ვერ გავიგე რა დამიწერე და იმიტომ გკიტხე.

ძალიან ბევრ რამეზე დაუდიათ ბრალი უწმინდესისთვის...

პოსტის ავტორი: seminarieli89 თარიღი: Sep 11 2012, 06:14 PM

სამწუხაროდ ეგრეა. ხო მართლა, ხომ არ იციტ ვინ დახატა ის ხატის შარჟი სიონის ტაძრის ეზოში?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 11 2012, 06:18 PM

რა ხატზეა ლაპარაკი არც ვიცი...

პოსტის ავტორი: seminarieli89 თარიღი: Sep 11 2012, 06:19 PM

ვიდეოც დევს ინტერნეტშI. წმ ნინოს ხატის შარჟი გააკეთეს და ხატზე ეწერა თავისუფლება პუსი რიოტს

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 11 2012, 06:22 PM

შეუნდოთ ღმერთმა მაგის გამკეთებლებს...

პოსტის ავტორი: seminarieli89 თარიღი: Sep 11 2012, 06:25 PM

სიონის მეთქი, ქაშუეთის ტაძრის ეზოში დახატეს.

შეუნდოტ ღმერთმა, ეგ მკრეხელობა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2012, 05:01 PM

“ადამიანს მისგან მეუფება ანუ მეფობა ჰქონდა მინიჭებული და იგი დღემდე ყოველგვარი ხილულის მეფედ ითვლება.

აბა, დააკვირდით, როცა ადამიანი იბადება.

ერთი შეხედვით, თითქოს უსუსურად, სხვაზე მინდობილად გამოიყურება, მაგრამ ამ მოჩვენებით უმწეო მდგომარეობიდან მისი მეუფება გამოსჭვივის.

ნებისმიერი ცხოველი დაბადების წუთიდან სიარულს იწყებს, დარბის, ადამიანი კი დაბადების პირველი წუთებიდან ყველასგან განსხვავებული, მეფური პატივისცემა და მზრუნველობა სჭირდება, ის უნდა დაბანო, გაათბო, გაახვიო, რაც მეფობის დამადასტურებელი ნიშანია.”


/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/


ასეთი მიდგომა ახალშობილი ადამიანის მიმართ ჩემთვის სიახლე და საინტერესოა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2012, 04:06 PM

„თომა მოციქული მარჩბივად - ტყუპისცალადაც იწოდება. ერთ-ერთი ვარაუდით, მას მართლაც ჰყავდა ტყუპისცალი ძმა, თუმცა უფრო სარწმუნო მეორე ვარაუდია - წმინდა მამების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ თომა მოციქული გარეგნულად საოცრად ჰგავდა მაცხოვარს და სწორედ ამის გამო იწოდება ტყუპისცალად.
თომა მოქიცულის ცხოვრებაში წერია, რომ როდესაც ინდოეთის მეფეს მაცხოვარი გამოეცხადა, თავიდან მას იგი თომა ეგონა (ვიცით, რომ თომა მოციქული ინდოეთში ქადაგებდა).
თომას რომ ტყუპისცალი ჰყოლოდა და ის მაცხოვრის მოწაფე ყოფილიყო, აუცილებლად გამჟღავნდებოდა და ჩვენამდეც მოაღწევდა.“

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ჟურნალი „კარიბჭე“ N24, 2011/

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Oct 4 2012, 04:20 PM

marine

ციტატა
აბა, დააკვირდით, როცა ადამიანი იბადება. ერთი შეხედვით, თითქოს უსუსურად, სხვაზე მინდობილად გამოიყურება, მაგრამ ამ მოჩვენებით უმწეო მდგომარეობიდან მისი მეუფება გამოსჭვივის.


იქნებ პირიქით? იქნებ იმიტომ იბადება ადამიანი უსუსური და უმწეო, რომ დაცემული ადამის შთამომავალია?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2012, 04:22 PM

ციტატა(syd @ Oct 4 2012, 05:20 PM) *

marine
იქნებ პირიქით? იქნებ იმიტომ იბადება ადამიანი უსუსური და უმწეო, რომ დაცემული ადამის შთამომავალია?


მე ვფიქრობ რომ სულიერი უსუსურობა ანუ ადამის ცოდვა არაფერ შუაშია ხორციელ უმწეობასთან.

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Oct 4 2012, 04:32 PM

marine

ციტატა
მე ვფიქრობ რომ სულიერი უსუსურობა ანუ ადამის ცოდვა არაფერ შუაშია ხორციელ უმწეობასთან.


ზუსტადაც რომ შუაშია. მაშინ რატომ დაწყევლა ღმერთმა ადამი და ევა, სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2012, 05:02 PM

ციტატა(syd @ Oct 4 2012, 05:32 PM) *

marine
ზუსტადაც რომ შუაშია. მაშინ რატომ დაწყევლა ღმერთმა ადამი და ევა, სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი


ხო მაგრამ, ეს რა შუაშია ახალშობილის დროებით უსუსურობასთან?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2012, 04:13 PM

მეორე მსოფლიო ომს ეკლესიამ წმინდა ომი უწოდა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 27 2012, 02:17 AM

marine

ციტატა
მეორე მსოფლიო ომს ეკლესიამ წმინდა ომი უწოდა.

საინტერესოა...
წყარო?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2012, 11:08 AM

ნიკო ფიროსმანი აღდგომა დღეს გარდაცვლილა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2012, 03:48 PM

"ღვთის სასუფეველში მართალნი პეტრე მოციქულს შეჰყავს, ხოლო ცოდვილნი - თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს."

/წმ. ამბროსი ოპტელი/

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Dec 12 2012, 07:32 PM

Roca patara viyavi da dedam tazarshi mimiyvana, ra vicodi, win tu iq yopnis,amdeni bednieri dge meqneboda? (dges movikeli eg bedniereba sad.gif ) ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2013, 03:12 PM

"საეკლესიო გადმოცემით, ლათინები ქართველებს "სარტყლის ქრისტიანებს" უწოდებდნენ - წმ. გიორგიმ თავისი სარტყლით შეჰკრა ვეშაპი და მისცა მეფის ასულს, რომელიც ამ ვეშაპისთვის სამსხვერპლოდ გაეწირათ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2013, 02:41 PM

"კიტაევოს მონასტერს ჰყავს კიდევ ერთი კანონიზებული წმიდანი ღირსი მამა თეოფილე, რომლის ლუსკუმა 12 მოციქულის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული.

წმინდა თეოფილეს ცხოვრებაზეა გადაღებული ყველასთვის საყვარელი რუსული ფილმი "კუნძული."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2013, 01:09 PM

არ ვიცოდი, რომ როცა აღსავლის კარები ღიაა ტაძარი არ უნდა დატოვო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2013, 11:18 AM

ძველ აღთქმაში იყო სჯულის ასეთი განწესება, რომლის მიხედვითაც დედაკაცი მშობიარობის შემდეგ არაწმინდად ითვლებოდა 80 დღე ასულის შობის შემთხვევაში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 3 2013, 12:16 AM

marine
კი და ვაჟის შობისას ნახევრდებოდა ეს პერიოდი.
ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა იმის დასტურად , რომ მოგვთა თაყვანისცემა მოხდა უფლის შობის მე-40 დღიდან , 2 წლამდე და არა იქამდე ან იმის მერე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2013, 04:21 PM

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული ბაღში დაფლვით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით.

„თორმეტი სახარების“ კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც ერთი მხრივ, ჩვენი მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებაა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.

თორმეტი სახარების მსახურების დასრულების შემდეგ მორწმუნენი ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ჯვარცმასთან მიდიან, დიდი მეტანიით ემთხვევიან და ტაძარს ტოვებენ. ძველი ტრადიციის თანახმად, სანთელი, რომელიც თორმეტი სახარების კითხვისას ხელში გვეჭირა, ასევე ანთებული უნდა წავიღოთ შინ და შესასვლელი კარის თავზე სანთლის ალისგან წარმოქმნილი კვამლით ჯვარი გამოვსახოთ. ამისთვის, რათქმაუნდა, რაიმე ლამპარი უნდა მოვამზადოთ, რათა სანთლის შინ ჩაუქრობლად მიტანა შევძნლოთ.

/დეკ. დავით ხაჭაპურიძე/

პოსტის ავტორი: DISEVI თარიღი: May 6 2013, 09:44 PM

ქრისტე აღსდგა!
კეთილი იყოს ჩემი ამ ფორუმზე მოსვლა smile.gif


ასეთი კითხვა მაქვს და მგონი სწორად შევარჩიე თემა

კირიონ მეორე საძაგლიშვილის დედა რა გვარი იყო იქნებ იცოდეთ აქ ვინმემ?

პოსტის ავტორი: DISEVI თარიღი: May 8 2013, 08:53 AM

ჩემ კითხვაზე პასუხი არავის გაქვთ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 8 2013, 12:35 PM

DISEVI
მე არ ვიცი ...

პოსტის ავტორი: DISEVI თარიღი: May 8 2013, 06:19 PM

მე მაქვს კირიონის ახალგაზრდობის სურათი და უკან აწერია სახსოვრად ბიძაჩემ მ გაბრიელ ოქროპირიძეს ეპისკოპოს კირიონისგან


და თუ აქედან ვისჯელებთ დედა ოქროპირიძე უნდა ყოლოდა

მაინც ზუსტი ინფორმაცია მაინტერესებდა

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 10 2013, 03:32 PM

DISEVI

ციტატა

და თუ აქედან ვისჯელებთ დედა ოქროპირიძე უნდა ყოლოდა


რთული სათქმელია, ქართველები "ბიძას" არა მხოლოდ დედის ალალ ძმას ვუწოდებთ. შეიძლება მშობლის ბიძაშვილი ან დეიდაშვილიც ყოფილიყო ოქროპირიძე.

პოსტის ავტორი: DISEVI თარიღი: May 11 2013, 10:00 AM

k@the
კიი და სწორედ მაგიტომ ვიკითხე აქ
იქნებ მითხარ სად შეიძლება გავიგო ზუსტად რა გვარი იყო ?

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: May 11 2013, 10:12 AM

Должны вы думать так, как будто мысли ваши на Небесах начертаны огнем, чтоб каждый мог их видеть. И так оно и есть на самом деле.

Должны так говорить, как будто мир — одно большое ухо, что хочет вас услышать. И так оно и есть на самом деле.

Дела свершайте так, как будто каждый поступок ваш в вас эхом отразится. И так оно и есть на самом деле.

Желайте так, как будто вы — само желанье. И так оно и есть на самом деле.

Живите так, как будто Бог нуждался в вас, чтоб жизнь свою прожить. И так оно и есть на самом деле.

(Книга Мирдада)


თითქოს ვიცოდი, მაგრამ არ მცოდნია...

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: May 21 2013, 12:01 AM

იოანეს გამოცხადების განმარტება.
რუსეთის დაშლა გარდაუვალია.1981 წლიდან განვარტავ იოანეს გამოცხადებას.წითელი დრაკონი რომელზეც ამ თავებშია საუბარი ხომ საბჭოთა კავშირი და შემდგომი რუსეთია.1981 წლიდან განუმარტავდი მეგობრებს,ახლობლებს და ეკლესიებს,რომ საბჭოთა კავშირი დაიშლება მეშვიდე ხელმძღვანელზე.1991 წელს სწორედ მეშვიდე თავზე მოხდა მოსახდენი.რუსეთის დაშლა ეს წინამდებარე მოვლენებია.გთხოვთ კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდეთ ქვემოთ მოტანილ ადგილებს სახარებიდან და ყველა იმ ძალებს ვინც ისევ რუსეთზე ამყარებს იმედებს მოვუწოდებ
გამოფხიზლდით და ნუ დააფუძნებთ თქვენს მომავალს ამ ქვეყანაზე.იოანეს გამოც. 12თავიდან
20 თავის ჩათვლით, დედამიწაზე პირველი ათეისტური საბჭოთა რუსეთის დაარსებასა და მის დანგრევასა და ათასი წლით ჩაკეტვაზეა ნაწინასწარმეტყველები:
გამოც.იოანესი 12,3 - ეს წითელი ათეისტური საბჭოთა კავშირის და სოციალისტური თანამეგობრობის სულიერი სახეა,რომელსაც განაგებს მოსკოვიდან შვიდი თავი:1.ლენინი, 2.სტალინი, 3.ხრუშჩოვი, 4.ბრეჟნევი, 5.ანდროპოვი, 6.ჩერნენკო 7.გორბაჩოვი.
გამოც.იოანესი 12,9-12 - ეს ათეისტური ღვთისმგმობელი იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოების დაარსებაა დედამიწაზე.
გამოც.იოანესი 12,17 - კომუნისტების რევოლუციები და სამოქალაქო ომები მთელს დედამიწაზე.
გამოც.იოანესი 13,1-2 - საბჭოთა კავშირის შვიდი თავი, სახელმწიფოს პარტიული ხელმძღვანელები: 1.ლენინი, 2.სტალინი, 3.ხრუშჩოვი, 4.ბრეჟნევი, 5.ანდროპოვი, 6.ჩერნენკო 7.გორბაჩოვია.
ათი რქა საბჭოთა კავშირში რუსეთთან პირველად ,,ნებით“ გაერთიანებული რესპუბლიკები,სულ 11 რესპუბლიკა: 1.რუსეთი, 2.უკრაინა, 3.ბელორუსია 4.,ყირგიზეთი, 5.აზერბაიჯანი, 6.საქართველო, 7.სომხეთი, 8.უზბეკეთი, 9.ტაჯიკეთი 10.თურქმენეთი. 11.ყაზახეთი.
გამოც.იოანესი 13,3-4 - ეს ლენინია,რომელიც კაპლანმა დაჭრა და გადაურჩა სიკვდილს.ამის გამო ბევრმა თაყვანი სცა მას და უღმერთოებას.
გამოც.იოანესი 13,5-6 - ეს ლენინის რადიკალურ მებრძოლ ათეისტურ ღვთისმგმობელობაზეა.
გამოც.იოანესი 13,5 - ლენინი სახელმწიფოს სათავეში აქტიურად მოქმედებდა 1917 წ. ოქტომბრიდან 1921 წ. მარტამდე. 42 თვეს.
გამოც.იოანესი 13,7-8 - ეს ის ქვეყნებია სადაც გაიმარჯვეს კომუნისტებმა.
გამოც.იოანესი 13,11-13 - ეს სტალინია.
გამოც.იოანესი 13,11-15 - ეს სტალინია.ის იყენებდა პირველი მხეცის,ლენინის ავტორიტეტს, გააფეტიშა ის მთელი მსოფლიოსათვის და ნადგურდებოდა ყველა და ყველაფერი ვინც თაყვანს არ ცემდა ლენინის ხატებას და ათეიზმს.
გამოც.იოანესი 13,16-17 - საბჭოთა კავშირში ტოტალური ძალადობრივი ნაციონალიზაცია ,კოლმეურნეობებისა მეურნებების შექმნა, სადაც ყველა მუშაობდა ფიზიკურად(ხელი) ან გონებრივად(თავი) ლენინის და ათეიზმის,კომუნისტური იდეალების სადიდებლად.
გამოც.იოანესი 13,17 - ეს რიცხვი ლენინია.
გამოც.იოანესი 17,11 – ეს გორბაჩოვია,რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი.
გამოც.იოანესი 14,8–11 – კომუნისტური და შემდგომი რუსეთის დასასრული.
გამოც.იოანესი 20,1–3 - ეს ის ,,ათასწლიანი გამოწვევა“-ა როდესაც ქრისტიანული ევროკავშირი და ა.შ.შ. დაშლიან რა ღვთისმგმობელურ კომუნისტურ იმპერიას 1991 წელს, ყოფილი კომუნისტური რესპუბლიკების დახმარებას დაიწყებენ..
ამას თუ დაუმატებთ ძველი აღქმის წინასწარმეტყველებას, რომ უღმერთოების მეფე - სატანა არ დაიკრძალება - ესაია 14,20 (ლენინი ისევ მავზოლეუმშია), მივიღებთ სრულიად დასაბუთებულ ახდენილ წინასწარმეტყველებას, რაც ვფიქრობ მოსალოცია როგორც ქრისტიანული საზოგადოებისთვის , ასევე მთელი კაცობრიობისათვის , რამეთუ კიდევ ერთხელ დამტკიცდა ბიბლიის ჭეშმარიტება.
დამეთანხმებით ალბათ ნებისმიერი ერთი მინიშნება შეიძლება ყველა სახელმწიფოს ან პიროვნებას მიუსადაგოდ,ამ განმარტების ჭეშმარიტებას კი ისეც ამტკიცებს რომ ყველა ეს ნიშნები და პარალელი იოანეს გამოცხადებასთან, ერთ საბჭოთა კომუნისტურ იმპერიას ესადაგება და ასახავს.
ნეტა სიმართლეა?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 21 2013, 12:32 AM

vaxushti13
არ გინდა ფორუმ.ჯი დან დაკოპირებული, "ტემარტ"-ის ნაწერები. აპოკალიფსის წიგნი სულ სხვაა. ის ყველა ეპოქას ეხმიანება. ყოველ დროსა და ეპოქაში საუბრობდნენ მის მიხედვით, რადგან ანტიქრისტეები მეორდებიან.

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: May 21 2013, 08:11 AM

ციტატა
vaxushti13
არ გინდა ფორუმ.ჯი დან დაკოპირებული, "ტემარტ"-ის ნაწერები. აპოკალიფსის წიგნი სულ სხვაა. ის ყველა ეპოქას ეხმიანება. ყოველ დროსა და ეპოქაში საუბრობდნენ მის მიხედვით, რადგან ანტიქრისტეები მეორდებიან.

რაღაც არამგონია მასე იყოს და იოანეს გამოცხადება ყველა დროს ეხმიანებოდეს, მაგ ლოგიკით სამყარო აღარ იარსებებდა უკვე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2013, 02:10 PM

„ - მიცვალებულის სახელზე საკურთხს რომ ვაკეთებთ, რა მისდის? - თქვენი სიკეთე. საკურთხზე რომ პანაშვიდს გადაახდევინებ, ისეა, თითქოს პატიმარი დღის შუქზე გაასეირნო, თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, არწივივით აფრინდება. შვიდ შეკვეთილ წირვას ძალიან დიდი ძალა აქვს, თორმეტ შეკვეთილ წირვას კი, რანაირი ცოდვილიც უნდა იყოს, ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს სული, გარდა ღვთის მგმობისა, მათთვის ლოცვაც არ შეიძლება, მხოლოდ კეთილი საქმეები...“

/წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 30 2013, 03:16 PM

ციტატა(marine @ Oct 30 2013, 02:10 PM) *

თორმეტ შეკვეთილ წირვას კი, რანაირი ცოდვილიც უნდა იყოს, ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს სული,

ჩემ მოკრძალებულ აზრს გამოვთქვავ რომ მგონი ცოტათი არასწორია smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2013, 03:41 PM

ციტატა(G_saxva @ Oct 30 2013, 04:16 PM) *

ჩემ მოკრძალებულ აზრს გამოვთქვავ რომ მგონი ცოტათი არასწორია smile.gif


რატომ? შეკვეთილი წირვა ეს მაქსიმუმია რისი გაკეთებაც შეგვიძლია მიცვალებულისთვის rolleyes.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 30 2013, 03:48 PM

marine
შეკვეთილი წირვა არა მარინე, ჯოჯოხეთიდან ამოყვანაზეა აქ საუბარი და მე მეეჭვება sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2013, 03:49 PM

ციტატა(G_saxva @ Oct 30 2013, 04:48 PM) *

marine
შეკვეთილი წირვა არა მარინე, ჯოჯოხეთიდან ამოყვანაზეა აქ საუბარი და მე მეეჭვება sad.gif


აბა რისთვის ვლოცულოთ, თუკი ჯოჯოხეთში მოხვედრილს არ დავეხმარეთ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 30 2013, 03:50 PM

ციტატა(marine @ Oct 30 2013, 03:49 PM) *

აბა რისთვის ვლოცულოთ, თუკი ჯოჯოხეთში მოხვედრილს არ დავეხმარეთ?

მარინე ვიწყებთ კამათს ისევ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2013, 03:52 PM

ციტატა(G_saxva @ Oct 30 2013, 04:50 PM) *

მარინე ვიწყებთ კამათს ისევ? biggrin.gif

biggrin.gif როგორც ჩანს biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 30 2013, 03:55 PM

ჯოჯოხეთიდან ამოყვანა განკითხვის დღეს მოხდება ჩვენ მიერ ჩატარებული წირვა, გაცემული მოწყალება თუ ეს ადამიანი ჯოჯოხეთშია მისთვის შვებას წარმოაგენს. ამჟამად ჩვენ მიერ გაკეთებულ ქმედებას არ ძალუძს სული ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადაიყვანოს. მე ასე ვიცი და თუ რამეში ვცდები მომიტევეთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2013, 04:03 PM

მე მამა გაბრიელის სიტყვებს ვუჯერებ, რადგან თუკი ჩვენს ლოცვას ძალა არ აქვს და არ ამოყავს ცოდვილი ჯოჯოხეთიდან, მაშინ აზრი არ ჰქონია ლოცვას...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 30 2013, 04:07 PM

ციტატა(marine @ Oct 30 2013, 04:03 PM) *

მე მამა გაბრიელის სიტყვებს ვუჯერებ, რადგან თუკი ჩვენს ლოცვას ძალა არ აქვს და არ ამოყავს ცოდვილი ჯოჯოხეთიდან, მაშინ აზრი არ ჰქონია ლოცვას...

მარინე რატომ ამბობ ასე ცალსახად და ამით ცოდვაში ვარდები? ლოცვას რომ აზრი არ ქონდეს არავინ ილოცებდა, უბრალოდ ჩვენ ლოცვას არ ძალუძს ცოდვილის ჯოჯოხეთიდან სამოთხეში აყვანა თუ გადაყვანა. მარტო მაცხოვარს შეუძია ეს აღდგომაც ხომ ეს იყო მართალთა სულები ამოიყვანა ჯოჯოხეთიდან. მეორედ მოსვლის დროსაც ყველანი ამოვლენ ჯოჯოხეთიდან და განისჯებიან.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2013, 04:08 PM

ციტატა(G_saxva @ Oct 30 2013, 05:07 PM) *

მარინე რატომ ამბობ ასე ცალსახად და ამით ცოდვაში ვარდები? ლოცვას რომ აზრი არ ქონდეს არავინ ილოცებდა, უბრალოდ ჩვენ ლოცვას არ ძალუძს ცოდვილის ჯოჯოხეთიდან სამოთხეში აყვანა თუ გადაყვანა. მარტო მაცხოვარს შეუძია ეს აღდგომაც ხომ ეს იყო მართალთა სულები ამოიყვანა ჯოჯოხეთიდან. მეორედ მოსვლის დროსაც ყველანი ამოვლენ ჯოჯოხეთიდან და განისჯებიან.


ვაიმე, გიო, მე მასე არ ვფიქრობ და რა ვიცი... კარგი, ნუ ვიკამათებთ a025.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 30 2013, 04:11 PM

ნუ იკამათებთ მაგრამ

ციტატა
თორმეტ შეკვეთილ წირვას კი

მასე ყველა გადაუხდის 12 წირვას და ყველა სამოთხეში იქნება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2013, 04:12 PM

ციტატა(qetevano @ Oct 30 2013, 05:11 PM) *

ნუ იკამათებთ მაგრამ

მასე ყველა გადაუხდის 12 წირვას და ყველა სამოთხეში იქნება


ხოდა ვისაც სწამს შეკვეთილი წირვის მადლი, გადაუხადონ smile.gif 2-ში ჩემი მამაო ატარებს შეკვეთილ წირვას და ვისაც მიცვალებულები გყავთ მობრძანდით, ბატონო, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში a025.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 30 2013, 04:13 PM

მეორედმოსვლის შემდეგ რომ შესაძლებელია ჯოჯოხეთდან ამოყვანილი სულების სამოთხეში ,,მოხვედრა'' ეს ეკლესიის სწავლებაა .
საკითხავი ისა , მამა გაბრიელმა ეს იგულისხმა თუ მეორედმოსვლამდელი პერიოდი .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 30 2013, 04:17 PM

ციტატა(marine @ Oct 30 2013, 04:12 PM) *

ხოდა ვისაც სწამს შეკვეთილი წირვის მადლი, გადაუხადონ smile.gif 2-ში ჩემი მამაო ატარებს შეკვეთილ წირვას და ვისაც მიცვალებულები გყავთ მობრძანდით, ბატონო, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში a025.gif

2ში მარინე ყველგან ტარდება წირვა დიმიტრის შაბათია. მიცვალებულების სახელზე დიდ პანაშვიდსაც ვიხდით წირვის შემდგომ ჩვენს ტაძარში tongue.gif პ.ს ჩვენს ტაძარს უდიდესი სიწმინდა წმინდა სპირიდონის ფაჩუჩი შეემატა და პარასკევს პარაკლისია ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ.

ჰო რაც შეეხება ჩვენ ლოცვას თუ შეუძლია ამოყვანა, მე ასე ვიცი რომ არა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2013, 02:04 PM

G_saxva

გიო, "კარიბჭეში" ეს სიტყვები ამოვიკითხე smile.gif


„იმის მიხედვით, თუ როგორ ზრუნავდნენ მისთვის ახლობლები, როგორ ლოცულობდა ეკლესია, შეიძლება სული ჯოჯოხეთიდან სამოთხეშიც იქნას აყვანილი.“

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 13 2013, 02:59 PM

ციტატა(marine @ Nov 13 2013, 02:04 PM) *

G_saxva

გიო, "კარიბჭეში" ეს სიტყვები ამოვიკითხე smile.gif
„იმის მიხედვით, თუ როგორ ზრუნავდნენ მისთვის ახლობლები, როგორ ლოცულობდა ეკლესია, შეიძლება სული ჯოჯოხეთიდან სამოთხეშიც იქნას აყვანილი.“

მარინე შენ მგონი ჩემი სიკვდილი გინდა და ჯოჯოხეთში რომ მოვხვდები რაც არ უნდა ილოცო იქიდან ვერ დამძრავ biggrin.gif
მემგონი აღარ უნდა იყიდო ეგ ჟურნალი biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2013, 03:02 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 13 2013, 03:59 PM) *

მარინე შენ მგონი ჩემი სიკვდილი გინდა და ჯოჯოხეთში რომ მოვხვდები რაც არ უნდა ილოცო იქიდან ვერ დამძრავ biggrin.gif
მემგონი აღარ უნდა იყიდო ეგ ჟურნალი biggrin.gif

laugh.gif laugh.gif ვაიმე, ცუდად გავხდიი... laugh.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 13 2013, 03:08 PM

marine
რამ გაგხადა ცუდად? ohmy.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2013, 03:10 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 13 2013, 04:08 PM) *

marine
რამ გაგხადა ცუდად? ohmy.gif


გიო, რა საყვარელი იუმორი გქონია a025.gif სიკალული ხარ!!! a025.gif

კარგი, ამ თემაზე დავმუნჯდები smile.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 13 2013, 03:11 PM

marine
ხო და მოვეშვათ ერთხელ და სამუდამოდ ამ თემას ასე აჯობებს. kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2013, 03:13 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 13 2013, 04:11 PM) *

marine
ხო და მოვეშვათ ერთხელ და სამუდამოდ ამ თემას ასე აჯობებს. kiss1.gif


კარგი, ჩემო პაწაწინა a025.gif 002.gif wub.gif ეს ხაშურლები მაინც რა ძალიან მიყვარხართ... smile.gif wub.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 13 2013, 03:17 PM

marine
იმიტომ რომ უმეტესობა კარგები ვართ. კარგი აწი აღარ გავაოფოთ და კარიბჭეში რასაც ამოიკითხავ დაგვიწერე რომ ვიკამათოთ ხოლმე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2013, 03:19 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 13 2013, 04:17 PM) *

marine
იმიტომ რომ უმეტესობა კარგები ვართ. კარგი აწი აღარ გავაოფოთ და კარიბჭეში რასაც ამოიკითხავ დაგვიწერე რომ ვიკამათოთ ხოლმე.


გიო, შენ შემოგევლე!!!!!!!!! 2kiss.gif girl_angel.gif

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Nov 24 2013, 06:18 PM



გნოსტიციზმზე თემა არ გაქვთ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2014, 10:59 AM

"პერიპატეტიკოსები (მოსეირნე ფილოსოფოსები - არისტოტელეს (384-322წწ. ძვ. წ) მოწაფეები და მიმდევრები (გადმოცემით, არისტოტელე თავის ფილოსოფიურ შეხედულებებს მოწაფეებს სეირნობის დროს მოუთხრობდა)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2014, 04:20 PM

"იტალიაში მცხოვრები მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი ქრისტეშობას 7 იანვარს სულაც აღარ აღნიშნავს და 25 დეკემბერს ზეიმობს. ისინი გრეკო-კათოლიკეები ყოფილან. ანუ მართლმადიდებლები, მაგრამ საეკლესიო თარიღების კათოლიკური კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ".

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 27 2014, 07:26 PM

marine
სხვათაშორის მომწონს ეგ... ეს 2 კალენდარი დიდი უაზრობაა და თან რეალურად ახალი კალენდარია სწორი :\

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 28 2014, 10:10 AM

MIRDAT
რას ქვია ახალი კალენდარია სწორი? ohmy.gif პირიქით ძველი კალენდარია სწორი. არ შეიძლება აღდგომა როგორც ისინი ხშირად ზეიმობენ მაშინ იზეიმო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 28 2014, 04:52 PM

10 თებერვალს , ყველას გეპატიჟებით საჯარო ბიბლიოთეკაში .
კალენდრის შესახე ლექციას წაიკითხავს მღვდელი - ილია ჭიღლაძე .

(ფანატიკოსებს შეგიძლიათ სახლში დარჩეთ . ) biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2014, 01:40 PM

"წმინდა იოანეს ოქროპირი მისი ქადაგებით აღტაცებულმა ერთმა დედაკაცმა უწოდა.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ამ უბრალო ქალის სიტყვა დავიწყებას არ მისცემია, ის ეკლესიის უდიდესი მასწავლებლის სახელთან საუკუნოდ შეერთდა".


"მამა იოაკიმე ათონელი არიგებდა ახალგაზრდა ბერს: როცა რაიმე ჭურჭელს ან ხელსაწყოს გამოიყენებ, მაგალითად, ამ დანას, შენ რომ ჭუჭყიანი დატოვე, უნდა გაწმინდო, დაკოცნო და უთხრა: "გმადლობ შენ, ჩემო პატარა დანავ, გმადლობ, რომ მომემსახურეო" და შემდეგ მიუჩინო თავისი ადგილი."

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 11 2014, 01:39 AM

marine

ციტატა
"წმინდა იოანეს ოქროპირი მისი ქადაგებით აღტაცებულმა ერთმა დედაკაცმა უწოდა.

დაახლოებით ამ შინაარსის იყო დედაკაცის მიმართვა : ისე ლაპარაკობ , ოქროპირი ხარო , მაგრამ ჩვენთვის გასაგებად გველაპარაკე უფროო .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 11 2014, 09:52 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 11 2014, 01:39 AM) *

marine

დაახლოებით ამ შინაარსით რომ ისე ლაპარაკობ , ოქროპირი ხარო , მაგრამ ჩვენთვის გასაგებად გველაპარაკე უფროო .

გურამ რა უცნაურად მეტყველებ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 12 2014, 01:55 AM

G_saxva


შევასწორე :

ციტატა

დაახლოებით ამ შინაარსის იყო დედაკაცის მიმართვა : ისე ლაპარაკობ , ოქროპირი ხარო , მაგრამ ჩვენთვის გასაგებად გველაპარაკე უფროო .


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 12 2014, 09:22 AM

A.V.M
ახლა გასაგებია smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2014, 12:26 PM

"წმინდა იოანე ნათლისმცემლის სიწმინდეებზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ დამასკოს მეჩეთში არსებული "წინასწარმეტყველ იახიის" (ასე უწოდებენ არაბები წმინდა იოანე ნათლისმცემელს) სამარხი.

აღსანიშნავია, რომ დამსკოს მეჩეთი მსოფლიოში ყველაზე დიდ მეჩეთადაა მიჩნეული.

იმ ადგილზე, სადაც ამჟამად მეჩეთია აღმართული, ბიზანტიურ ეპოქაში ინახებოდა უდიდესი სიწმინდე - წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი.

არაბებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ ადგილას არის წმინდანის საფლავი.

მეჩეთის მშენებლობის დროს, საძირკვლის გათხრისას, მშენებლებმა სამარხი იპოვეს.

სირიელი ქრისტიანები ამტკიცებდნენ, რომ ეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა საფლავი იყო.

ამიტომ სამარხს ხელი არ ახლეს და იგი მეჩეთის სამლოცველოს შუა ნაწილში დატოვეს.

სამარხი თეთრი მარმარილოთი მოაპირკეთეს და მწვანე ფერის მინებით შეამკეს.

იგი დღემდე აღნიშნულ მეჩეთში მდებარეობს. წმინდა იოანე ნათლისმცემლის სიწმინდეს დიდ პატივს მიაგებენ არა მარტო სირიელი ქრისტიანები, არამედ მუსულმანებიც."

პოსტის ავტორი: Elisa_Day თარიღი: Feb 15 2014, 10:51 PM

...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2014, 11:58 AM

"გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი პატიოსანი სარტყელი საკუთარი ხელით დაწნა აქლემის მატყლისგან".

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 18 2014, 12:12 PM

მარინე იმაზე უფრო ჯიუტი ყოფილა ვიდრე მე მეგონა biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2014, 12:18 PM

ციტატა(G_saxva @ Feb 18 2014, 01:12 PM) *

მარინე იმაზე უფრო ჯიუტი ყოფილა ვიდრე მე მეგონა biggrin.gif


ამ თემაში რა შუაშია ჩემი სიჯიუტე? smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 18 2014, 12:19 PM

marine
არ იყო შუაში მაგრამ მართლა არ ვიცოდი და გავიგე kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2014, 12:21 PM

ციტატა(G_saxva @ Feb 18 2014, 01:19 PM) *

marine
არ იყო შუაში მაგრამ მართლა არ ვიცოდი და გავიგე kiss1.gif

laugh.gif ვაიმე, გიო, ჩაგეთვალა laugh.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 18 2014, 12:24 PM

marine
კაი აქ აღარ გავაოფოთ ისევ პოლემიკის ადგილს დავუბრუნდეთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2014, 11:35 AM

"ლოცვა ორი ნაწილისგან შედგება, პირველი ნაწილი დედის განწმენდის ლოცვაა, ხოლო მეორე ნაწილი - ახალშობილი ყრმის დალოცვის.

ლოცვის დამთავრების შემდეგ მოძღვარს ყრმა და დედა ტაძარში შეჰყავს.

თუ ახალშობილი მამრობითი სქესიაა, მღვდელს იგი საკურთხეველში შეჰყავს, მდედრობითი სქესისა კი ამბიონზე აჰყავს და აღსავლის კართან მიიყვანს."

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 20 2014, 12:10 PM

ციტატა(marine @ Feb 20 2014, 11:35 AM) *

"ლოცვა ორი ნაწილისგან შედგება, პირველი ნაწილი დედის განწმენდის ლოცვაა, ხოლო მეორე ნაწილი - ახალშობილი ყრმის დალოცვის.

ლოცვის დამთავრების შემდეგ მოძღვარს ყრმა და დედა ტაძარში შეჰყავს.

თუ ახალშობილი მამრობითი სქესიაა, მღვდელს იგი საკურთხეველში შეჰყავს, მდედრობითი სქესისა კი ამბიონზე აჰყავს და აღსავლის კართან მიიყვანს."

ესენი ვიცოდი საკუთარი თვალითაც მაქვს ნანახი smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2014, 01:16 PM

ციტატა(G_saxva @ Feb 20 2014, 01:10 PM) *

ესენი ვიცოდი საკუთარი თვალითაც მაქვს ნანახი smile.gif

მეც ნანახი მქონდა, მაგრამ წაკითხული არა smile.gif





"დედა ღვთისმშობელმა განდეგილობა მოსაგრეობის ყველა სხვა ფორმათა შორის გამოარჩია: როცა მისი უწმიდესი ხატი ზღვით მოადგა ივერთა მონასტერს, მისი ზღვიდან გამოსვენების ღირსად დედა ღვთისმშობელმა განდელიგი გაბრიელი აირჩია, თუმცა იქვე ნაპირთან კორიფეები იდგნენ: ღირსი იოანე ათონელი, ღირსი იოანე-თორნიკე ყოფილი, ღირსი ექვთიმე ათონელი - ბუმბერაზი წმინდა მამები, მაგრამ ხატის გამოსვენება წილად ხვდა უცნობ განდეგილს.

არის ათონზე წინასწარმეტყველება, რომ მეორედ მოსვლის წინ ათონს დედა ღვთისმშობლის ხატი დატოვებს და საქართველოში წამობრძანდება და ვინ იცის, იქნებ მაშინაც საჭირო გახდეს ერთი განდეგილი."

/ბერი ერმოლაოსი/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 20 2014, 05:57 PM

მოზაიკა

14:30 / 20-07-2014
გინდა დაგაფასონ? - მოკვდი - იტალიელთა ბრძნული რჩევები
იტალიური ხალხური სიბრძნე ისეთივე ტემპერამეტული, ემოციური და გაბედულია, როგორც თავად იტალიელები. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფრაზას, რომლებიც ამ ქვეყანასა და მის მცხოვრებთ უფრო დაგაახლოვებთ.

*როცა თამაში მთავრდება, მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან
*შურისძიება ის კერძია, რომელიც ცივად უნდა მიირთვათ
*ჯობს ერთი დღით იცოცხლო, როგორც ლომმა, ვიდრე 100 წლით, როგორც ცხვარმა
*სტუმარი თევზივითაა - სამი დღის მერე აყროლებას იწყებს
*ცხოვრება საახალწლო ნაძვის ხეს ჰგავს - ყოველთვის აღმოჩნდება ვინმე, ვინც სათამაშოს გატეხავს.
*ღმერთო დამიფარე მეგობრებისგან, მტრებს თავად მოვუვლი
*თუ სურვილი გაქვს, შეუძლებელი არაფერია
*ადამიანს იმის მიხედვით ნუ განსჯი, რასაც მასზე ამბობენ
*ღვინო და მეგობრობა თუ არ დაძველდა, ისე გროშის ფასი აქვს
*ზოგჯერ სულელებსაც მოუსმინე, შეიძლება მათი აზრი რამეში გამოგადგეს, მაგრამ არასოდეს ჩაერთო მათთან კამათში
*ამინდის, ქმრისა და შვილების გამოცნობა არასოდეს გაგიჭირდება, ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც ჩანან
*მტერი მაშინ არის საშიში, როცა მის გამარჯვებას აღიარებ
*ქალთან კამათის 2 ხერხი არსებობს, მაგრამ არცერთი არ "მუშაობს"
*ვირად დაბადებული ცხენად ვერ მოკვდება
*გაკეთებულის გადაკეთება ყველაზე საშინელი სამუშაოა
*გინდა დაგაფასონ? - მოკვდი
*ცოლი და ცხენი თვალდახუჭულმა აარჩიე - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გქონდეს
*მარტოობა სამოთხეშიც

არავის უნდა
*ყველაფერი ღვთისგან მოდის, ქალის გარდა
*სასიყვარულო ბრძოლაში ის იმარჯვებს, ვინც მიდის
*ვინც ლუდს სვამს, ასი წელი ცოცხლობს
*მხოლოდ ნამდვილი მეგობარი გეტყვის, რომ სახეზე ტალახი გისვია
*არ შეეხო პრობლემას, სანამ ის არ შეგეხება შენ
*ეს ქვეყანა მომთმენებისაა
*იმედი საუზმედ კარგია, ვახშმად - ცუდი
*მდინარის სიღრმე ორი ფეხით არ უნდა შეამოწმო
*თუ მამალი ჩუმადაა და დედალი ყივის, იმ საქათმეში მშვიდობა ვერ იქნება
*ადამიანის ფასი იმდენივეა, რამდენი ენაც იცის
*სამუშაო კარგად შესრულებულია, თუ პირველივე ცდაზე კარგად შესრულდა
*დიდ კვერცხს შავი დედალიც დებს
*ბევრს საკმარისი სჯობს
*ღმერთი მას ესაუბრება, ვინც ჩუმადაა
*ადამიანს წლები უფრო ცვლის, ვიდრე წიგნები


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/106875-ginda-dagafason-mokvdi-italieltha-brdznuli-rchevebi.html#ixzz38173EROw

მაგარია აი ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2014, 06:45 PM

მართლმადიდებლობა სულაც არ გახლავთ პრივილეგია და არც საბაბი სხვისი განკითხვის და არც სიამაყისა. მართლმადიდებლობა, პირიქით, თავმდაბლობაა, აღიარებაა ჭეშმარიტების სისავსისა, როგორც სიმართლის, ისე სიყვარულისა. მართლმადიდებლობამ თავისი ბრწყინვალებით უნდა გაიმარჯვოს, ისევე, როგორც თვით უფალმა, და არა ქვემეხებით – სულერთია, იქნება ეს ფოლადის თუ სიტყვიერი. მართლმადიდებლობა არ ანათებს იმ მართლმადიდებლურ საზოგადოებაში, რომელიც ამაყობს თავისი მართლმადიდებლობით. ის გამობრწყინდება იმათში, ვინც მდაბალია თავის მართლმადიდებლობაში, ვინც რწმენის სიწმინდეს იგებს არა მხოლოდ თავისი შეზღუდული პატარა ჭკუით, არამედ სულით, მთელი ცხოვრებით.

მთავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკოი
Orthodox Theology-

უძლიერესი სიტყვებია ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 1 2014, 09:51 PM

...სამხრეთ აფრიკის ტომის "ბაბემბას" უნიკალური დასჯის მეთოდი...
როდესაც რომელიმე მათგანი უპასუხისმგებლობას ან რაიმე უღირსს საქციელს ჩაიდენს, მთელი ტომი იკრიბება მის გარშემო.

დამნაშავეს შუაში აყენებენ და სათითაოდ იწყებენ მისი ღირსებებისა თუ დადებითი თვისებების ჩამოთვლას.

ეს რიტუალი შესაძლოა რამოდენიმე დღეც კი გაგრძელდეს. როდესაც ყველა დაასრულებს პოზიტიურ სათქმელს, ისინი სათითაოდ გულში იხუტებენ "სიყვარულით დასჯილს" და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს მას უფლება ისევ ტომის შემადგენელ წევრად ჩაითვალოსsmile.gif))

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2014, 11:25 AM

„უფლისგან უდიდესი შექება დაიმსახურა: „ნეტარ ხარ შენ, სვიმონ ბარ იონა“ (“იონა“ ქართულად მტრედს ნიშნავს, „ბარ“ კი „ძე“-ს, ხოლო მტრედი სულიწმინდის სახეა, ანუ პეტრეს მადლმოსილების გამო სულიწმინდის ძე, შვილობილი უწოდა).


„განრისხებულმა ჰეროდემ პეტრეს მცველები სიკვდილით დასაჯა. მალე იგი იმპერატორის პატივსაცემად გასამართი ზეიმის ჩასატარებლად კესარიას გაემგავრა.
აქ მან სიმდიდრით განთქმული ქალაქების - ტვიროსისა და სიდონის ელჩების თავისი შესაძლებლობით გაკვირვება გადაწყვიტა და ნადიმად მიწვეულებს მდიდრულ ტახტზე ვერცხლის ქსოვილისაგან შეკერილი სამოსით დახვდა, რომელიც ისე ბრწყინავდა, რომ მნახველებს თვალს სჭრიდა.
როცა ჰეროდემ საუბარი დაიწყო, კარისკაცები ლამის ყველა სიტყვას აწყვეტინებდნენ შეძახილებით: „ღმერთი ლაპარაკობს და არა ადამიანი“.
ამგვარი ამპარტავნებისათვის ჰეროდე მკაცრად დაისაჯა - ანგელოზმა ისე მძიმე სენი შეჰყარა, რომ მსახურებმა ხელით გაიყვანეს, ხოლო ხუთი დღის შემდეგ მატლებისგან შეჭმული საშინელი წამებით გარდაიცვალა“.
/სოფიო თავაძე/


"კარიბჭე"N19, 2014

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2014, 05:13 PM


„14 წლის შემდეგ, ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ სპარსეთზე გაილაშქრა, ხოსრო მეფე დაამარცხა და მაცხოვრის ჯვარი უკან დააბრუნა.
როდესაც გამარჯვებული იმპერატორი იერუსალიმის ჭიშკარს მიუახლოვდა, უხილავმა ძალამ ის ეტლი, რომელშიც ჯვარი იყო დასვენებული, ქალაქში არ შეუშვა.
მაშინ იერუსალიმის პატრიარქმა ზაქარიამ იმპერატორს აუხსნა, რომ მას სამეფო შესამოსელი მდაბიური სამოსით უნდა შეეცვალა, ჯვარი მხრებით ეტვირთა და ასე შეებრძანებინა ქალაქში.
ეს მოხდა 628 წელს.
ამის შემდეგ ყველას სურდა თუნდაც მცირე ნაწილი მაინც ჰქონოდა უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრისა, მისი რამდენიმე ნაწილი საქართველოშიც წამოასვენეს, სადაც იგი დღემდე ინახება“.

/ამირან-ლაზარე სინაურიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2014, 05:58 PM

„რესტავრაციის შედეგად, 2000 წელს, ყინწვისის მთავარანგელოზის ფრესკას კვლავ დაუბრუნდა ულტრამარინის ლაზური ლურჯი შეფერილობა, რომელიც ყველაზე დეფიციტური და ძვირადღირებული საღებავია მსოფლიოში.

მხოლოდ მდიდარი დამკვეთი შეძლებდა ამ პიგმენტით ფრესკის მოხატვას. ულტრამარინისფერი საღებავი ავღანეთის ქალაქ ბადახშანიდან ჩამოიტანეს და პრობლემაც მოგვარდა“.
/ნანა კუპრაშვილი/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 3 2014, 06:26 PM

პირველი მსოფლიო ომის მიზანი ყო სამეფოების მოსპობა, მეორესი-იდეოლოგიები და მესამესი იქნება სარწმუნოება. შეთქმულების თეორიის მიხედვით მესამე მსოფლიო ომი ახლო აღმოსავლეთში გაჩაღდება.
ასეთი რაღაც წავიკითხე და მართალია ვითომ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 4 2014, 01:27 AM

sanfol
ვნახავთ , მაგაზე არ იჯავრო ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2014, 08:24 PM

"გიორგი კედრინი მოგვითხრობს:

ფეოდოსი დიდის ძეს - ჰონორიუსს (384-423), დასავლეთ რომის იმპერიის იმპერატორს, სასახლეში ფრინველი ჰყავდა, რომელიც ლამაზი ბუმბულისა თუ ტკბილი ხმის გამო ისე უყვარდა, რომ მას "რომი" შეარქვა.

ერთხელ იმპერატორთან შეძრწუნებული დიდებული მივიდა და ღრმა მწუხარებით აუწყა: "მეფეო, რომი დაეცა!" "როგორ? - წამოიყვირა ჰონორიუსმა - რას ამბობ? ახლახანს ვნახე... ახლახანს მოვუსმინე, როგორ გალობდა ჩიტი". "მე ჩიტზე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ დედაქალაქზე, რომელიც მტერმა დაიპყრო!" - უპასუხა დიდებულმა. "ოჰ, როგორ შემაშინე! - სული მოითქვა იმპერატორმა, კინაღამ გავგიჟდი, ახლა კი მშვიდად ვარ..."

დაიღუპა დედაქალაქი! - ეს არაფერია, ოღონდაც ჩიტი იყოს ჯანმრთელად! "შემაშინე!" როგორი სიგიჟეა სულელი ადამიანისა! დაიღუპა მთელი ქალაქი, მერედა როგორი! რომი, მსოფლიო სამეფო დედაქალაქი, არ უნდა ამაზე რაიმე იცოდეს და სრულიადაც არ წუხს, ჩიტის სიკვდილის გამო გონების დაკარგვისა კი ეშინია!

ასეთივე უგონო და შეშლილია ადამიანი, როცა ცოდვის გამო ღმერთთან ურთიერთობადაკარგული, ღვთის სიყვარულაღკვეცილი, საუკუნო ნეტარი ცხოვრების, თავისი სულის დამკარგავი, მიუხედავად ყველაფერ ამისა, სრულიად არ ნაღვლობს.

მაგრამ თუკი მოხდა და ვაჟიშვილი, ძმა, ცოლი, ან მოყვარე დაკარგა, რომლებსაც ყველასათვის გარდაუვალი სიკვდილი ეწევათ, როგორ დამწუხრდება, რამდენ ცრემლს დაღვრის; თუ საქმეში იზარალა, საამური ცხოვრება დაერღვა, როგორი წუხილი, როგორი გულგატეხილობა დაეუფლება! თუმცა კი ეს ყველაფერი დროებითია და ამაო..."

/ეპისკოპოსი ილია მინიატისი

"მე გიხმობთ დღეს! ქადაგებები" გვ. 300/

პოსტის ავტორი: nutsa2014 თარიღი: Nov 8 2014, 12:44 AM

გამარჯობათ, ახალი წევრი ვარ, მინდა მოძღვართან კითხვის დასმა - მაინტერესებს თუ შეიძლება სანთელი დავანთო მანამ, სანამ განწმენდის ლოცვებს წამიკითხავს მამაო? მადლობთ

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 23 2014, 07:57 PM

უგუნური ან ბავშვობაში ჩადენილი ცოდვები როგორ შეიძლება მოვინანიოთ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2014, 08:47 PM

ციტატა(sanfol @ Nov 23 2014, 08:57 PM) *

უგუნური ან ბავშვობაში ჩადენილი ცოდვები როგორ შეიძლება მოვინანიოთ?


სანდრო, უკვე ფორუმელი ხარ და აღარ გეკადრება შეუსაბამო თემებში პოსტვა smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 23 2014, 09:13 PM

marine
მართალია ბოდიში, მაგრამ რა უფრო მნიშვნელოვანია ფორუმის წესები თუ სულის გადარჩენა? არ მინდა რაიმე ცოდვა დამრჩეს და ამიტომ ვკითხულობ გაუაზრებელი ცოდვები როცა არ ესმის ადამიანს რომ ცოდავს ან ბავშვობაში გონიერების არ მქონე ადამიანმა როგორ უნდა მოინანიოს ეს ცოდვები? საერთოდ მეგონა რომ უგუნური ცოდვები არ მეთვლებოდა ცოდვათ აქამდე ამდენი ხანი ასე დავდივარ და ვეზიარები თურმე არ მომინანია? მაგრამ ღმერთს სულიერი კავშირით გადავცემ ხოლმე რაც მაწუხებს გამოუთქმელად და ვცდილობ მის მონანებას რომც არ მახსოვდეს ერთიანად არ შეიძლება ყველა ცოდვა ჩამოვწერო რომელშიც ეჭვი მეპარება მე ჩავიდინე თუ არა ეს ცოდვა არ ჯობს ერთიანად ჩამოვწერო ყველა ცოდვა თუ როგორ მოვიქცე? ნელ-ნელა მახსენდება ადრე ჩადენილი ცოდვები რომელიც ან არ მახსოვდა ან არ მეგონა რო ვცოდავდი იმ დროს, რა ხდება?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2014, 09:19 PM

ციტატა(sanfol @ Nov 23 2014, 10:13 PM) *

marine
მართალია ბოდიში, მაგრამ რა უფრო მნიშვნელოვანია ფორუმის წესები თუ სულის გადარჩენა? არ მინდა რაიმე ცოდვა დამრჩეს და ამიტომ ვკითხულობ გაუაზრებელი ცოდვები როცა არ ესმის ადამიანს რომ ცოდავს ან ბავშვობაში გონიერების არ მქონე ადამიანმა როგორ უნდა მოინანიოს ეს ცოდვები? საერთოდ მეგონა რომ უგუნური ცოდვები არ მეთვლებოდა ცოდვათ აქამდე ამდენი ხანი ასე დავდივარ და ვეზიარები თურმე არ მომინანია? მაგრამ ღმერთს სულიერი კავშირით გადავცემ ხოლმე რაც მაწუხებს გამოუთქმელად და ვცდილობ მის მონანებას რომც არ მახსოვდეს ერთიანად არ შეიძლება ყველა ცოდვა ჩამოვწერო რომელშიც ეჭვი მეპარება მე ჩავიდინე თუ არა ეს ცოდვა არ ჯობს ერთიანად ჩამოვწერო ყველა ცოდვა თუ როგორ მოვიქცე? ნელ-ნელა მახსენდება ადრე ჩადენილი ცოდვები რომელიც ან არ მახსოვდა ან არ მეგონა რო ვცოდავდი იმ დროს, რა ხდება?


ძიება გამოიყენე და შესაბამის თემებში დაპოსტე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2014, 01:35 PM

"...ტაძარში ვაჭრობის მოსპობით ყველაზე მეტად ტაძრის მსახურნი ზარალდებოდნენ. ყელაზე სარფიანი საქმეები ანნას - მღვდელმთავრის და მის ძეთა საკუთრებას წარმოადგენდა.

მტრედები, რომლებსაც მშობიარობის შემდეგ განსაწმენდი რიტუალისთვის ქალები წარმართთა ეზოში ყიდულობდნენ, ანნას მამულებიდან იყო და ამ ფრინველებით ვაჭრობას მღვდელმთავრებისათვის უზარმაზარი მოგება მოჰქონდა".

/"კარიბჭე" N25, 2014/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 01:54 PM

"მას მოჰყავს ასევე იერემიას მაგალითი, რომელიც 12 წლის იყო, როდესაც ღმერთმა წინასწარმეტყველად გამოირჩია და მიუხედავად მცირე წლივანებისა, ადამიანების დამოძღვრა დაავალა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2015, 08:29 PM

"აპოკრიფული ტექსტების მიხედვით, იოსებმა მოუყვანა მარიამს დასახმარებლად ბებიაქალები, რომელთაგან ერთმა თავიდანვე ირწმუნა მისი ქალწულობა, მეორემ - მხოლოდ მას მერე, რაც ეჭვისა და კადნიერი შეხებისთვის გამხმარი ხელი გაუმთელა".

/მარიამ დიდებულიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2015, 01:55 PM

"ახალი აღთქმის ეკლესიაში, შაბათ დღეს ღვთის მიერ სამყაროს შექმნას ვზეიმობთ, რის გამოც იგი შვიდეულის სხვა დღეებზე (გარდა კვირისა) აღმატებულია".

/დეკ. ბიძინა გუნია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2015, 07:56 PM

"ჩიჩილაკებს თხილის ხისგან ამზადებდნენ და მას წმინდა ბასილის წვერებსაც უწოდებდნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2015, 09:49 PM

"შემდეგ შეიტყო, რომ პალესტინის ჩრდილოეთით, ქალაქ პანეადაში, აღმართული იყო ქრისტეს ქანდაკება, რომელიც იმ სისხლმდინარე დედაკაცს აეგო სამადლობლად, ქრისტეს სამოსის შეხებით რომ განიკურნა. ქანდაკება იულიანეს [განდგომილი] ბრძანებით დაამსხვრიეს (თავი ვინმე ქრისტიანმა გადამალა), მის ადგილას კი თავისი ქანდაკება დაადგმევინა. მერე მას მეხი დაეცა და დაიმსხვრა"

/საქართველოს იმედი II, წიგნი 11, გვ. 158/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2015, 08:59 PM

"იუდა წარმოშობით ქალაქ კარიოფიდან იყო. იგი მხოლოდ ერთი იყო იუდეადან, ქრისტეს სხვა მოწაფეები, ყველანი გალილეველნი იყვნენ"

/"კარიბჭე" N7, 2015, გვ. 8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2015, 07:31 PM

"ვინ არ იცნობს სახელოვან ნიუტონს, როგორც უდიდეს მეცნიერს ფიზიკის სფეროში. მაგრამ ცოტა ვინმე თუ იცნობს მას, როგორც ღმრთისმეტყველს, რომელმაც ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებები დაწერა"

/"კარიბჭე" N11, 2015, გვ.77/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2015, 10:30 PM

ფს.104, 19. "ვიდრე მოწევნადმდე სიტყვისა მისისა სიტყამან უფლისამან გამოიხურვა იგი"

უფალმა "გამოახურვა" იგი, ანუ უფალმა გაუხსნა იოსებს გონება იმისათვის, რომ ფარაონისთვის სიზმარი აეხსნა.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 11:15 PM

"კვირადღეს მცირე ცოდვაც რომ ჩაიდინო, ათწილ უფრო მეტ დანაშაულში ჩაგეთვლება, რადგან ის დღე ღმრთისაა"

/წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2015, 09:26 PM

"კორინთო - თავის დროზე საბერძნეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი"

/წმ. კლიმენტი რომაელი, "კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 02:41 PM

"ძველ ქრისტიანებს წარმართები ხელისგულზე "შესაწირს" ადებდნენ და ცეცხლს უნთებდნენ ხელის ქვეშ იმ იმედით, ხელს ამოაბრუნებდნენ და შესაწირს კერპის წინ დააგდებდნენ. მოწამე ქრისტიანებს ხელები ეწვოდათ, მაგრამ არა თუ შლიდნენ, არამედ ცეცხლის სიმხურვალე მათ ამოტრიალებას ვერ აიძულებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2015, 12:32 PM

"ისრაელის ძეებმა უდაბნოში ორმოცი წელი ჭამეს მანანა. ერთნაირი იყო მანანა, მაგრამ ყველას ისე ეჩვენებოდა, როგორიც უყვარდა: ვისაც მარილიანი უყვარდა - იმისთვის - მარილიანი იყო, ვისც ტკბილი უყვარდა - იმისთვის ტკბილი, თვითოეულისთვის მისი გუნების შესაფერისი იყო. ამიტომ ვამბობ: თუ ვინმეს კვერცხი სწადია, მაგრამ მწვანილი აქვს, უნდა თქვას: "ჩვენთვის კვერცხი რომ ყოფილიყო უმჯობესი, ღმერთი კვერცხს მომცემდა, რადგან მწვანილის კვერცხად გადაქცევაც შეუძლია". მწამს ღვთისა, რომ ამგვარი ფიქრი მოწამოებად შეერაცხება, რადგან სიმართლეს ვამბობ".

/წმ. აბბა დოროთე
"საქართველოს იმედი II" წიგნი 30, გვ.123/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2016, 11:54 AM

"იოსებ არიმათიელი მალევე განდევნეს სამშობლოდან. მკვლელთა -სიქარიტების - ლესული ხანჯლები მას მშობელი მიწის ნებისმიერ კუთხეში ელოდა, ამიტომ იმპერიის დასავლეთ პროვინციაში, ალბიონის ნისლიან მთებში ჰპოვა ბინა და მეორე აკლდამა, როგორც ბრიტანეთის ზეციურმა მფარველმა.

ნიკოდიმოსი კი პალესტინამ მწირად აქცია, - გლახაკად ქცეული სოფლებსა და ქალაქებში მიმოდიოდა, მოწყალებას ითხოვდა და ქრისტეს ნათელს ქადაგებდა... იგი ცნობილი მწიგნობრის, მოციქულ პავლეს მასწავლებლის, გამალიელის გვერდით განისვენებს".

/კალენდარი კარიბჭე, მართლმადიდებლური კალენდარი 2015, 9 აპრილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2016, 10:28 AM

"პირველივე საუკუნის 70-იან წლებში რომაელმა მხედართმთავარმა ტიტუსმა იერუსალიმი აღგავა პირისაგან მიწისა. მიწასთან გაასწორეს იერუსალიმის ტაძარიც. როგორც ისტორიკოსები წერენ, იმ დროს ორ მილიონზე მეტი ებრაელი დაიღუპა, მაგრამ მათ შორის არც ერთი ქრისტეს სჯულზე მოქცეული არ ყოფილა, რადგან მოსალოდნელი განსაცდელის შესახებ იერუსალიმის პატრიარქს წინასწარ ეუწყა. უფლის ბრძანებით, მან ქრისტიან ებრაელებთან ერთად დატოვა იერუსალიმი და რომაელებმა სწორედ ამის შემდეგ შემოარტყეს ქალაქს ალყა".

/"კარიბჭე" N5, 2016, გვ.57/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2016, 09:39 PM

"ისრაელში იყო ასეთი წესი, - თუ კაცი გარდაიცვლებოდა და მას თავის ცოლთან შვილი, მემკვიდრე არ ჰყავდა, გარდაცვლილი ძმის ცოლი უნდა შეერთო მის ძმას. მათი პირველი შვილი იქნებოდა გარდაცვლილი ძმის სახელზე, - მის შვილად ჩაითვლებოდა, დანარჩენი შვილები კი უკვე მეორე ძმის შვილად. ეს სჯულში ეწერა".

/"კარიბჭე" N13, 2016, გვ.27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2017, 11:12 AM

"თავრობისმოყვარე ძველი აღთქმის ისრაელმა უარყო თავისი მაცხოვარი, მაგრამ სულ მცირე დროში 25 ცრუმესია მიიღო და ბოლოს სასოწარკვეთილმა უარყო. აბატმა ლემანმა 25 ცრუმესია დათვალა: თევდა, პალესტინაში 45წ., სიმონ მოგვი, პალესტინაში 34-37წ.წ., მენანდრე - იმავე წელს, დოსითეოსი, პალესტინაში 50-60წ.წ., ბარკოხბა, პალესტინაში 138წ., მოსე, კრეტაზე 434წ., ივლიანე, პალესტინაში 530წ., სირიელი, ლეონ ისავრიელის მეფობისას 721წ., სერენი, ესპანეთში 724 წ; სხვები - საფრანგეთში, სპარსეთში, არაბეთში, მორავიაში, მესოპოტამიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიასა და ინდოეთში, ბოლო მესია, საბათია ცები, თურქეთში 1658 წელს გამოჩნდა, - წერს სერგი ნილუსი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2017, 11:29 AM

"ლუი ბრაილი უსინათლო ფრანგი გახლდათ. იგი 43 წლისა გარდაიცვალა ჭლექით. ერთხელ პარიზში, სენის ხიდზე, ბრაილი შეხვდა უსინათლო ბავშვს, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. ბრაილმა ბავშვი თავისთან წაიყვანა. შემდეგ ერთ ბავშვს მეორე მიემატა, მეორეს - მესამე და ასე დაარსდა ბრაილის ინსტიტუტი. ბრაილი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ბავშვებისთვის არაფერი მოეკლო. მოწყალების თხოვნასაც კი არ თაკილობდა. მანვე შექმნა ანბანი უსინათლოებისთვის. მადლიერმა ფრანგებმა ეს უდიდესი ჰუმანისტი ბალზაკის, ჰიუგოსა და სხვა დიდ მამულიშვილთა გვერდით დაკრძალეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2017, 06:41 PM

"თანდათან სპირიტიზმით მეცნიერები და მწერლებიც დაინტერესდნენ, მათ შორის - არტურ კონან დოილიც. ის ტრაგიკულად დაღუპულთა სულებთან ამყარებდა კავშირს და ასე ცდილობდა მათი უბედურების მიზეზთა დადგენას. თავისი ახალი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებსაც კი სესხულობდა".

/"კარიბჭე" N8, 2004, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2017, 12:48 PM

"სუჯუნაში უძველესი დროიდან იცოდნენ "ქადაგად დაცემა". სუჯუნის დეკანოზის წარდგენითა და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის კურთხევით, ირჩევდნენ ერთ ღირსეულ და სათნო ქვრივ მოხუცს. იგი, დეკანოზთან ერთად, გიორგობამდე რამდენიმე დღეს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა. დღესასწაულის წინა ღამეს, მწუხრის შემდეგ ეკლესიაში რჩებოდა, სადაც შუა ადგილზე დაუდგამდნენ ტახტს მოსასვენებლად, იქვე ანალოგიაზე დააბრძანებდნენ წმინდა გიორგის საქადაგო ხატს. ქადაგი იმ ღამეს ლოცვაში ატარებდა. ხალხური გადმოცემით, მას გამოეცხადებოდა წმინდა გიორგი.

მეორე დღეს, ვიდრე ჟამისწირვა დაიწყებოდა, დიდი ლიტანიობით დეკანოზი და კრებული ანთებული სანთლებით, სახარებით, ჯვრით და ხატებით ქადაგს გამოუძღვებოდნენ. მოხუცი ავიდოდა სამრეკლოზე და ქადაგად დაეცემოდა. ის ხალხს ამცნობდა წმინდა გიორგის გამოცხადების შესახებ, მოუწოდებდა ცოდვების მონანიებისა და სინანულისაკენ, რომ დაეცვათ რწმენა და ეკლესიის სიწმინდე, შეაჩვენებდა ქურდს, მავნესა და ყველა იმას, ვინც თავისი მოქმედებით შეურაცხყოფდა ხატსა და მორწმუნეებს.

ქადაგი წინასწარმეტყველებდა მომავალზეც, ჭირნახულის მოსავალზე, ამინდზე, ლაშქრობა-ომიანობაზე და სხვა. სუჯუნის ქადაგს ხალხში დიდი გავლენა ჰქონია, დადიანებიც კი მის წინასწარმეტყველებას დიდ ანგარიშს უწევდნენ. მთავრები ოქრო-ვერცხლით ამკობდნენ ხატებს და ვერ ბედავდნენ სუჯუნის ხატი სხვაგან გადაეტანათ. ეს ხალხური ტრადიცია, სავარაუდოდ, სამეგრელოს სამთავროს გაუქმებამდე გაგრძელდა".

/"კარიბჭე" N24, 2017, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2018, 02:30 PM

"კეთილი კაცი კეთილ კვალს ტოვებს, ბოროტი კი ბოროტს. ინგლისში გვარი იყო ასეთი - ჰულიგანი, რომლის წარმომადგენლები ყველა ყაჩაღი, კაცისმკვლელი, თაღლითი გამოდიოდა და შემდგომში იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევენ, ამ გვარის მიხედვით ხულიგანს უწოდებენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2020, 12:03 PM

"1925 წელს მოსკოვში გრანდიოზული სკანდალი აგორდა. ლენინის მავზოლეუმის ქვეშ კანალიზაციის მილი გასკდა და მთელი მავზოლეუმი ფეკალურმა მასამ დაფარა. მართალია მაგ დროს მავზოლეუმი ხისგან იყო აშენებული, მაგრამ შიგნით ნამდვილი ლენინის გვამი ესვენა. მთელი მოსკოვი ფეხზე დგას, კომუნისტური ელიტა შეშფოთებულია და არ იცის როგორ მოახერხონ ლენინის გვამის ხსნა ფეკალური მასიდან. სწორედ ამ დროს მავზოლეუმთან პატრიარქმა ტიხონმა ჩაიარა, რომელიც უკვე 81 წლის იყო და არაფერი ჰქონდა დასაკარგი. მან მავზოლეუმს ღიმილით შეხედა და ხმამაღლა წარმოთქვა:
- როგორი გვამიცაა, ისეთი მირონი სდის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2021, 08:52 PM

"აჭარული ხაჭაპური პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემა "Businessinsider"- მა 2016 წლის 4 მაისის კვლევით მსოფლიოს 19 საუკეთესო კერძთა შორის დაასახელა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2021, 10:06 PM

"ძალზე ძველი გადმოცემის თანახმად, ბერძენ წმინდანთა რიცხვში მოხსენიებული [კლავდია] პროკულა სხვა არავინაა, თუ არა პილატეს ცოლი, რომელიც გაქრისტიანდა და შემდგომ იმ მართლის სახელის გამო ეწამა, რომლის გადარჩენაც ვერ შეძლო"

/მთავარეპისკოპოსი ინოკენტი, ხერსონელი
"ბიბლია განმარტებებით, ახალი აღთქმა" ტ. 17, გვ.472/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 09:27 PM

"1820 წელს პირველი კარტოფილი სწორედ ნავთლუღის ბაზარში გამოჩნდა, რომელიც 1818 წელს საქართველოში გადმოსახლებულმა გერმანელებმა ჩამოიტანეს"

/"კარიბჭე" N7, 2021, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2021, 06:25 PM

"თხის რძე არის ყველაზე უნიკალური, დედის რძესთან 90 პროცენტითაა მიახლოებული და სარგებლიანობის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა. მაღალი ცხიმიანობა აქვს, მაგრამ თხის რძის ცხიმი მავნებელი არ არის და მთელ მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ"

/"კარიბჭე" N8, 2021, გვ.45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2021, 12:14 PM

"ცნობილია, რომ ქუთაისში საუბრისას ხშირად იყენებენ სიტყვა "სიმონ"- ს, თუმცა, ცოტამ თუ იცის ,საიდან მოდის ამ სიტყვის ისტორია.

უმეტესობა მიიჩნევს, რომ სიტყვა "სიმონ" არის ქუჩური წარმომავლობის და არანაირი განმარტება და დატვირთვა არ აქვს.

სინამდვილეში სიტყვა "სიმონ" მე-20 საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს, სადაც რუსული რეჟიმი იყო გამეფებული და აქტიურად მიმდინარეობდა ქართული ეკლესია-მონასტრების ნგრევა საბჭოთა ხელისუფალთა მიერ.

იმ დროს საქართველოში იყო ასეთი მღვდელმსახური სიმონ მჭედლიძე,რომელიც ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო და ქადაგებდა ქრისტეს, სამშობლოს სიყვარულს...ის წინააღმდეგი იყო საბჭოური რეჟიმის.

სიმონი იყო გაზეთ "შინაური საქმეები" - ს წევრი, სადაც დაუფარავად უარყოფდა საბჭოურ რეჟიმს. ამის გამო ქუთაისიდან გააძევეს და აუკრძალეს იქ ჩასვლა.
სიმონი მშობლიურ სოფელ სვირში წავიდა და სკოლა გახსნა. ამ დროისთვის უკვე იმერეთში არის დანგრეულია ბევრი ეკლესია, მათ შორის სობოროც.

1924 წელსაც სოფელ როდინოულშიც რუსებმა დაანგრიეს მაცხოვრის სახელობის ეკლესია და იმ ადგილზე ააშენეს თეატრი.

მოსახლეობა ძალიან გაანაწყენა ამ ფაქტმა და ბოლომდე იბრძოლეს ეკლესიის დასაბრუნებლად. ამ შრომამ შედეგი გამოიღო და ეკლესია თავიდან აღდგა.

მხოლოდ ეკლესიის კურთხევაღა იყო დარჩენილი, რომ მაშინდელმა ეპისკოპოსმა ნაზარ ლეჟავამ თავის მოძმე მღვდლებთან ერთად გადაწყვიტა სოფელ როდინაულში ჩასვლა.
იმავე დღის მეორე ნახევარში სიმონ მჭედლიძემ, ნაზარ ლეჟავამ და მოძმე მღვდლებმა აკურთხეს ეკლესია.

დაღლილმა ბერებმა კი ამის შემდეგ დაძინება გადაწყვიტეს.

და აი, დადგა საბედისწერო ღამე, როდესაც "ჩეკისტები" ბერებს თავს დაადგნენ და დააპატიმრეს. ისინი ერთ დილეგში დაატყვევეს და ერთი თვის მანძილზე აწამებდნენ.
წამების დროს, სიმონ მჭედლიძეს ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ ჯალათები: "გტკივა სიმონ?" "არა სიმონ?" "აბა ახლა რას იტყვი სიმონ?"...

თავად ჩეკისტებიც გაოცებულები იყვნენ სიმონის გამძლეობითა და შეუპოვრობით, სწორედ მათგან გავარდა ხმა სიტყვა "სიმონ"-ზე და ეს სიტყვა გახდა,როგორც გამძლეობისა და ამტანობის სიმბოლო.

საფიჩხიის ტყეში დახვრეტილ სასულიერო პირებს შორის გახლდათ მღვდელი სიმონ მჭედლიძეც, იმ ხუთთაგანი, სასტიკად ნაგვემები და თოკით ერთმანეთზე გადაბმულები 1924 წლის მარიამობა ღამეს რომ დახვრიტეს, შემდეგ ტყვიანასროლებსა და ჯერაც ცოცხლებს ,მიწა მიაყარეს.

სამწუხაროდ, მათი საფლავების ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

სიტყვა "სიმონ" - ს დღესდღეისობით დაკარგული აქვს პირველადი დატვირთვა და ცოტამ თუ იცის მისი ზუსტი მნიშვნელობა.

ეკლესიამ სიმონ მჭედლიძე "ახალმოწამედ" შერაცხა.

/"კარიბჭე" N11, 2021, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2021, 08:42 PM

"220 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი [არტემიდეს ტაძარი] მშენებლოდა-გამშვენება ისეთი სახელგანთქმული მხატვრების მიერ, როგორებიც იყვნენ პრაქსიტელი და აპელესი. 356 წელს ტაძარი ფსიქიურად ავადმყოფმა ჰეროსტრატემ გადაწვა და ხელმეორედ იქნა აშენებული მცირეაზიელი ბერძნების მიერ".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1. გვ.82/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2021, 06:27 PM

"ბაითი (ეს. 15.2) - ადგილი მოაბის ქვეყანაში. სიტყვა "ბაითი" ნიშნავს მოაბის კერპების სახლს, ანუ საკერპოს; შეიძლება შეეხებოდეს არა მარტო ქალაქს, არამედ კონკრეტულ საკერპოსაც. აღნიშნულ ციტატაში ნათქვამია, რომ მოაბი "ავიდა ტაძრად (ბაითში) და დიბონში, გორაკებზე სატირლად". მისი ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1. გვ.133/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2021, 07:14 PM

"გოიმი (ძვ. ქართ.: წარმართი). სიტყვა გოიმი ებრაულ ტექსტში ზოგადად ნიშნავს წარმართ ხალხებს, ანუ ყველას, ისრაელიანების გარდა, მაგრამ იესო ნავეს ძის წიგნში (იესო. 12.23) იგი გამოიყენება საკუთარი სახელის მნიშვნელობით, ხალხის ან ადგილის აღსანიშნავად. კერძოდ, აქ მოხსენიებულია გოიმის მეფე, ერთ-ერთი მეფე იმ ოცდათერთმეტ მეფეს შორის, რომლებიც დაამარცხა იესო ნავეს ძემ იორდანის დასავლეთ მხარეს, გილგალში.
მსაჯულთა წიგნში (მსაჯ. 4.2 - 13) იხსენიება ქალაქი "ხაროშეთ-გოიმი", რომელიც პალესტინის ჩრდილოეთით მდებარეობს, ნეფთალიმელთა კადეშის მახლობლად, ხოლო ზემოხსენებული ქალაქი "გოიმი" მდებარეობს გილგალში (ევსების მიხედვით - პატარა სოფელია, ანტიპატრიდადან ჩრდილოეთით, 6 მილის დაშორებით)."

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1. გვ.228/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2021, 01:02 PM

"ინდოეთში ქალები არასოდეს იჭრიან თმას, მხოლოდ მაშინ, როდესაც დაქვრივდებიან".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტ. 2 გვ. 46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2021, 02:51 PM

"მარჯვენა ხელი ზოგადად აღნიშნავს სამხრეთს, ხოლო მარცხენა - ჩრდილოეთს"

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტ. 2 გვ.327/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2021, 04:25 PM

"ფსალმუნთმგალობელი ამბობს (120.6): "დღისით მზე არ გავნებს და ღამით - მთვარე". ამ გამოთქმის მეორე ნაწილის განმარტებისას აღმოსავლეთში ზოგიერთი მოგზაური ამბობს, მთვარის შუქის ზეგავლენა აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაგალითად, არაბეთში, უსიამოვნო და საზიანოა მხედველობისთვის, ამ ქვეყნის მკვიდრნი კი სავსემთვარობისას ღია სივრცეში დაწოლილნი ყოვლეთვის იფარებენ თვალებზე ცხვირსახოცს ან საფარველს დაიდებენ. და მართლაც, აქ მთვარის შუქი უფრო აზიანებს მხედველობას, ვიდრე თვითონ მზე და იწვევს თვალის სხვადახვა სახის დაავადებას, თუკი ძილის დროს სახეს არ დაიცავთ".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტ. 2 გვ.367/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 07:57 PM

"ტყვისთვის ყურის მოჭრა ძველთაგან ჩვეულება იყო და დამონებას ნიშნავდა. ყურს მოაჭრიდნენ და ზედ სისხლის დენის შესაჩერებლად ხახვის ნაჭერს დაადებდნენ. აქედან დღემდე მოაღწია გამოთქმამ "ყურზე ხახვი არ დამაჭრაო", ე.ი. მონად არ მაქციო, ტყვედ არ წამიყვანოო"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.158/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2022, 04:19 PM

"კოლივადები - მოძრაობა ლიტურგიული აღორძინებისთვის ათონის მთაზე მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში. მან თავისი სახელწოდება მიიღო იქიდან, რომ მისი მიმდევრები უარს ამბობდნენ მიცვალებულთა მოხსენიებაზე კვირა დღეებში. კოლივადების მოძრაობის ლიდერები - მაკარი კორინთელი, ნიკოდიმოს მთაწმინდელი, ათანასიოს პაროსელი - ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანებად შეირაცხნენ"

/"უფალო, შემიწყალე", წიგნი 1, გვ. 279/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2022, 10:11 PM

"[ბაბილონის] ცენტრში განთავსებული იყო მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, ტერასებზე გაშენებული სემირამიდას დაკიდებული ბაღები. ნაბუქოდონოსორ II-მ დაკიდებული ბაღები თავისი მეუღლისთვის - ამიტასათვის შეაქმნევინა. მეფის მეუღლე მიდიიდან იყო, აყვავებული მხარიდან, ძალიან იტანჯებოდა ხმაურიან და მტვრიან ბაბილონში და ხელთქმნილი ბაღი მას მშობლიურ მხარეს ახსენებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიაში, ამ ნაგებობის სახელი, შეცდომით - "სემირამიდას დაკიდებული ბაღების" სახელით შევიდა".

/"ბიბლია განმარტებებით" ტ. 5, გვ. 507/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2022, 08:48 PM

"XIV საუკუნის დასასრულსა და XV საუკუნის დამდეგს საქართველო საშინელი განსაცდელის წინაშე დადგა - თემურ-ლენგი შემოესია ქვეყანას. საქართველოს პირსისხლიან დამპყრობთა შორის თემურ-ლენგი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ამ მაჰმადიანმა ფანატიკოსმა ქრისტიანობის უკანასკნელი კერები ჩააქრო სამარყანდსა და კასპიის ალბანეთში, შემდეგ კი ფიცი დადო, რომ ქართველებსაც გაანადგურებდა, თუ მაჰმადიანობას არ მიიღებდნენ.

თემურ-ლენგის ლაშქრობის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში, მიუვალი მთიანი ადგილების გარდა, მოსახლეობის რაოდენობა განახევრდა და ზოგან კიდევ მეტად შემცირდა. თბილისის აღების შემდეგ თემურ ლენგმა იუდეველთა მეფის - ჰეროდეს ბოროტმოქმედების გამეორება გადაწყვიტა. მან ბრძანა, თავი მოეყარათ ყველა ქრისტიანი ბავშვისა და ჩვილისთვის, წაეყვანათ ისინი ქალაქის გალავნის გარეთ, კალოუბნის მინდორში, სადაც ხორბალს ფქვვავდნენ, და მორებითა და ლოდებით გაესრისათ.

ბეთლემელი ჩვილები ქრისტესთვის პირველი მოწამეები არიან. თბილისელი ბავშვებიც ქრისტესთვის აწამეს, რადგან მათ მშობლებმა უარი თქვეს სჯულის შეცვლაზე. ბეთლემელი ჩვილები წმინდანთა დასს მიაკუთვნეს, ხოლო თბილისელი ჩვილი მოწამენი, სამწუხაროდ, დავიწყებული არიან.

ქრისტიან ყრმათა წამების ადგილზე ძველად კალოუბნის ეკლესია იყო აგებული, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში - სამხედრო ტაძარი. ორივე ტაძარი განადგურებულია, კალოუბნის ეკლესიის ადგილზე კი კინოთეატრი "რუსთაველი" ააშენეს. არ გვგონია, მონაზვნად აღკვეცილ, ჯვრის მონასტერში დაკრძალულ შოთა რუსთაველს ესურვა, მისი სახელით შენიღბულიყო ვანდალიზმი - ძველი სიწმინდის განადგურება. სამხედრო ტაძრის დარბევის დროს მღვდლების და მრევლის ნაწილი, რომლებიც ამ ეკლესიის დაცვას ცდილობდა, დახოცეს. მათი სისხლი თემურ-ლენგის მიერ დახოცილ ჩვილთა სისხლს შეუერთდა".

/"სულიერი ყვავილნარი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2023, 03:08 PM

"სულ რაღაც საუკუნის წინ ჩვენს სამშობლოში [რუსეთი] ვაჭრები მრავალმილიონიან გარიგებებს ყოველგვარი ქაღალდების გარეშე დებდნენ, მართლმადიდებლების ურთიერთნდობის საფუძველზე. საშინელი მუქარა - "მტვრად გაქცევ" - ამას ნიშნავდა: ვაჭარი ვალს სადღაც დაფაზე ცარცით იწერდა. და თუკი ნდობით ბოროტად ისარგებლებდნენ და მოატყუებდნენ, მევალის სახელს "მტვრად აქცევდნენ" ანუ უბრალოდ შლიდნენ ჩანაწერს. აღარ სთხოვდნენ ვალის დაბრუნებას და ღვთის სამსჯავროს გადასცემდნენ. ოდესღაც ყველაზე მეტად ცოდვისა და ღვთის სამსჯავროს ეშინოდათ"

/ნინა პავლოვა, "წითელი პასექი" გვ. 223/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2024, 08:19 PM

იღბალი - ეშმაკის სახელია, ნუ უსურვებთ ადამიანებს მას!

"იყავით ფხიზლად, უსურვეთ ერთმანეთს კეთილდღეობა და ღვთის წყალობა და არა ეშმაკი. ზოგიერთები მოსახსენებელში ახსენებთ იღბლის ეშმაკს: "იღბალი ქალიშვილს", "იღბალი ვაჟისთვის", "იღბალი ოჯახისთვის". როგორ ჩამიწერეთ ეშმაკი მოსახსენებელში?

იცით თუ არა ვინ იყო იღბალი? ეს იყო ყველაზე დიდი დემონი, რომელმაც მილიონობით სული შეიწირა. "მოლოქი" ანუ იღბალი იყო ბედნიერების ღმერთი რომაელებთან, შუმერებთან და კართაგენელებთან. მის ქანდაკებას, სპილენძში ან ვერცხლში ჩამოსხმულს, დაატარებდნენ ორთვლიანი ეტლით. ზურგის მხრიდან მას ჰქონდა სპილენძის ღუმელი, წინა მხრიდან კი სპილენძის ტაფა. უკნიდან იღბალს შეუკეთებდნენ შეშას, ქანდაკების გაბზარვამდე. მის ქურუმებს ხელში ეჭირათ დიდი ალესილი ცულები. როგორ მსხვერპლს იწირავდა იღბალი? - მხოლოდ ძუძუმწოვარა ბავშვებს დედების ხელიდან. მოდიოდნენ სოფელში, მოაგორებდნენ იღბლის ორთვალას წითლად გახურებული ტაფით და ტაშის კვრით იძახდნენ: "აბა ვის სურს იღბალი, შესწირეთ იღბალს" და უგუნური დედაკაცები ერთმანეთს შეეხმიანებოდნენ - "აძლევ შენს ბავშვს?" "კი, მივცემ, რომ იღბალი გვქონდეს". აიყვანდა ქალი ბავშვს მამის ხელიდან და გადასცემდა. ასე 40-50 ბავშვი ხვდებოდა ერთ ჯერზე ამ ტაფაზე.

ალბათ იკითხავთ: მოლოქი თარგამანში მეფეს ნიშნავს, და რა შუაშია იღბალი? ბევრ წყაროში მითითებულია, რომ ეს იყო ძლიერი, მძლავრი დემონი, რომელმაც ბევრი სიცოცხლე შეიწირა. ბევრი ადამიანი ეთაყვანებოდა მას იმ დროს და გასაკვირი არ არის რომ მისი სახელი ითარგმნება როგორც "მეფური".

მოლოქი ბიბლიაში მოხსენიებული სემიტური ღვთაების სახელია. მას ეთაყვანებოდნენ ებრაელები გამოსვლის დროს და სოლომონის მეფობის დროს. ეს თაყვანისცემა გამოირჩეოდა ბავშვების მსხვერპლშეწირვით. ღმერთმა, როდესაც მოსეს მისცა მცნებები, სიკვდილის მუქარით კატეგორიულად აკრძალა სხვა ღმერთებისთვის თაყვანისცემის ამდაგვარი ფორმა. ებრაელების გარდა მოლოქს ეთაყვანებოდნენ ამონიტელები და ფინიკიელები (მელკარტის სახელით), მსგავსი კულტი ჰქონდათ მოაბელებს.

ახლა წავიკითხოთ რუმინელი უხუცესი ბერი კლეოპას სიტყვებში როგორ უკავშირდება ეს მოლოქი იღბალს? შესაძლოა, თარგამანში იყოს უზუსტობა, მაგრამ თუ სწორად ციტირებენ კლეოპა იხსენიებს კერპს - ნოროკს, რომელიც ითარგმნება როგორც იღბალი და ამ იღბალს ბევრგან საკუთარ სახელად იყენებს. როგორ მსხვერპლს იწირავს ეს იღბალი? გამოდის, რომ ბერი იმავე დემონზე ლაპარაკობს. მოკლედ, ამ ტექსტში ლაპარაკია იმაზე, რომ ქრისტეს მოსვლამდე ადამიანებს ყოველ ცოდვაზე თავისი დემონი ჰყავდათ, რომელსაც თაყვანს სცემდნენ როგორც კერპს, ღვთაებას. მარსი - ომის ღმერთ, აფროდიტა - ვნების ღვთაება, მოლოქი კი იყო ღვთაება, რომელსაც სწირავდნენ საშინელ მსხვერპლს - ბავშვებს იღბლის მოსაპოველბად. ბერს მოჰყავს წინასწარმეტყველი ისაიას სიტყვები: "მაგრამ მათ, ვინც მიატოვა უფალი, მე დავსჯი, მათ დაივიწყეს ჩემი წმინდა მთა და თაყვანისცეს იღბალს - ბედისწერის არაასწორ ღმერთს". ამიტომაც ბერი ევედრება ყვეალს, არავის უსურვონ და არ მოუხმონ იღბალს. რადგან ფაქტობრივად, იღბლის მოხმობით მივმართავთ არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, არამედ დემონურ ძალებს, როგორც ძველად კერპთაყვანისმცემლობის ეპოქაში".

/არქიმანდრიტი კლეოპა
"კანდელი" N9, 2023, გვ.14/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)