IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
> ცრემლი არის ზეციური მოვლენა
marine
პოსტი Mar 21 2024, 08:42 PM
პოსტი #61


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...შეუწყვეტელი ცრემლდენის გამო თეოფილე [ცრემლმდინარე] დაბრმავდა. მარკოზ მესაფლავემ მას უწინასწარმეტყველა, რომ სიკვდილამდე სამი დღით ადრე თვალისჩინი დაუბრუნდებოდა. ეს წინასწარმეტყველება მართლაც მალე ასრულდა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2024, 09:13 PM
პოსტი #62


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტირილი - ეს მიწიერ ილუზიათა ნგრევაა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 3 2024, 03:02 PM
პოსტი #63


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - მამაო, განგვიმარტეთ ამბა ისააკის სწავლა ცრემლების შესახებ: "სხვაა ცრემლები, რომლებიც ხორცს წვავს და ფიტავს, და სხვაა, რომლებიც მხიარულ-ყოფს და განამტკიცებს. ლმობიერებისა და მდაბალი გულისგან სინანულის მიერ ნაშობი ცრემლები წვავს და ფიტავს ხორცს... მეორე სახის ცრემლები მომდინარეობს შემეცნებისა და გულისხმისყოფისაგან, რომლებიც ამშვენებენ სახეს და განამტკიცებენ ხორცს".

- პირველი ცრემლები სინანულის ცრემლებია. ამ დროს ღრმად და გულწრფელად განიცდი შენს დაცემას და სიმდაბლით ტირი. ეს ცრემლები ფიტავს ადამიანს, მაგრამ ამასთან საღვთო ნუგეშიც მოაქვს. ხოლო, როცა ადამიანი ღმერთს შეურიგდება, მოსდის მადლიერებისა და დიდებისმეტყველების ცრემლები, რომლებიც სიხარულის ცრემლებია. მაშინ სული სხვა სივრცეში იმყოფება, სამოთხისეულ სიტკბოს გრძნობს. დიდებისმეტყველების ამ მეორე მდგომარეობაში ადამიანს მცირეოდენი საკვებითაც გააქვს თავი. მისი გული განცხრება, მცირედი საკვებიც კი სხეულს განამტკიცებს და არც ძილის ნაკლებლობა ვნებს. ის თავს ძალას როდი ატანს, რომ არ დაიძინოს, არამედ უზომო სიხარულისგან ვერ იძინებს. მის გულს საღვთო ტრფიალება ედება, რაც ძილს განაქარვებს. ეს დიდი სიხარული საგრძნობლად ანაზღაურებს ძილს"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 01:42 PM
პოსტი #64


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცრემლები - არაჩვეულებრივი მასალაა! საოცრად ნაზი, მაგრამ როგორი საიმედო! ის ლივლივებს, როგორც ოპალის ქვა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 08:37 PM
პოსტი #65


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამპარტავანს არა აქვს ცრემლები, ის ტრაბახობს იმით, რომ არასოდეს ტირის და არც იტირებს, რადგან არ ესმის, რომ ეს არის სისუსტე, და არა ძალა. მისი თვალებიდან წვეთავს მშრალი ცეცხლი, რომელიც წვავს ადამიანთა გულებს. ამპარტავნობა ამოსულია ქვის ზედაპირზე არსებული გამომხმარი მიწის უთხელეს ფენაზე. მაშინ, როდესაც ტენი იმალება სიღრმეში. უფლის წინაშე შემუსვრილება გვაგონებს ღრმა ხნულს, რომელსაც ამოჰყავს მიწის ნოტიო პასტები. შემუსვრილი ან სულით მდაბალი ტირის. მისი სული მუდამ სავსეა ცრემლებით, რაზეც მისი თვალებიც მეტყველებენ.

მართლმადიდებელ მასწავლებელთაგან ერთ-ერთი ახსენებდა ორ ნათლობას: ერთი არის წყლით, მეორე - ცრემლებით. სხვა მასწავლებელი იმეორებდა: "იტირე დღე და ღამე და ნუ დასცხრები ტირილისაგან!"

შენ შეიძლება იფიქრო, რომ ცრემლები სისუსტის ნიშანია. არ იფიქრო ასე! პირველი ქრისტიანები, რომლებიც ტიროდნენ ყველაზე მეტს, გალობით მიდიოდნენ სიკვდილზე. "ცრემლები - თვალების მირონია!" - ამბობდა ანტონი დიდი. ყველაზე დიდმა ცოდვილებმა - მარიამ ეგვიპტელმა, ტაისიამ და პელაგიან - ჩამოირეცხეს თავისი სულები ცრემლებით, გახდნენ წმინდანები. ასე იყო სხვა ათასებთანაც.

ასე შეგიძლიათ მოიქცეთ თქვენც, მართლმადიდებლებო. ცნობილია, რომ სიცოცხლისთვის სინანული იქნება საჭირო, ხოლო თუნდაც ერთი დაღვრილი ცრემლისთვის კი არასოდეს: "ვაი თქუნედა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაი თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით" (ლუკ. 6,25).

აი, წმინდა სიტყვები უწმინდესი ბაგეებიდან. ცრემლების თესლისგან არასოდეს აღმოცენდება ბოროტება, ხოლო სიცილის თესლისგან მრავალი ბოროტება აღმოცენებულა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 06:39 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი