IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 22 23 24  
Reply to this topicStart new topic
> საღმრთო ლიტურგია, ყველაფერი წირვის შესახებ
marine
პოსტი Oct 1 2017, 08:51 PM
პოსტი #461


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,522
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართული ბიზანტიამდელი ლიტურგიული ძეგლები ცხადყოფენ, რომ თავდაპირველად საქართველოში წინასწარმეტყველ იაკობ მოციქულს, ხოლო მოგვიანებით პეტრე მოციქულის ლიტურგია აღესრულებოდა".

/"ისტორიანი" N9, 2017, გვ.63/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2017, 09:47 AM
პოსტი #462


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,522
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საღმრთო ლიტურგია - ამ საიდუმლოს გამო ანათებს ცაზე დღისით მზე, ღამით კი მთვარე, თავის ნათელს გამოსცემს აურაცხელი ზეციური ვარსკვლავი, მიწასაც ამის გამო გამოაქვს ნაყოფი და პურითაც ამის გამო ვიკვებებით.

ვიმეორებ, მიწა მხოლოდ იმისათვის იძლევა ნაყოფს - პურსა და ყურძენს, რომ ყოველდღე, ლიტურგიის აღსრულების ჟამს, წმინდა ტრაპეზზე პური და ღვინო შეიწირება.

ჩვენ კი არ გვაძლევს, ჩვენთვის, ცოდვით მოწყლულთათვის კი არ მოაქვს მიწას თავისი ძღვენი (არ ვღირვართ ჩვენ ამად), მიწა ნაყოფს უსისხლო მსხვერპლის შესაწირად გვაძლევს და მოგვცემს მანამ, სანამ დედამიწაზე საღმრთო ლიტურგია აღესრულება.

არ იქნება ლიტურგია და, მზე დაბნელდება, აღარც მიწა გამოიღებს ნაყოფს".

/წმ. იოანე კრონშტადტელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 18 2017, 10:22 AM
პოსტი #463


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,522
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ო, რა შესაბრალისი, რა უბადრუკია ადამიანი, რომელსაც საღმრთო ლიტურგია ამა სოფლის ზმანებებზე გაუცვლია, რომელსაც ყოფითი საზრუნავი ტაძარში არ უშვებს. მეგობრებო, გიყვარდეთ ღვთის ტაძარი!"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 2 2017, 10:37 AM
პოსტი #464


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,522
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა კირილე იერუსალიმელი ამბობს, რომ ლიტურგიის დროს დიდ სარგებელს იღებს ყველა მოხსენიებული, ვისზეც ლოცვა აღესრულება".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 13 2017, 07:38 PM
პოსტი #465


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,522
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირსი მამა [წმ. არსენ კაბადოკიელი] ყოველდღე წირავდა უსისხლო მსხვერპლს. ლოცვისას კი, როგორც ამბობდნენ, მისი გული თითქოს სხეულს შორდებოდა, ადიოდა ქრისტესთან, ფეხებზე მოეხვეოდა და მანამ არ გაუშვებდა, სანამ მის სათხოვარს არ აასრულებდა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2017, 01:32 PM
პოსტი #466


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,522
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თესლს წირვას "მიაყურებინდებდნენ" და ნაკურთხ თელს შეინახავდნენ".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2018, 09:32 PM
პოსტი #467


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,522
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[წმ. იოანე მაქსიმოვიჩი] ლიტურგიის შემდეგ აღორძინდებოდა, უდიდეს ენერგიას იძენდა და ანგელოზის სიხარულით უბრწყინდებოდა სახე"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2018, 04:20 PM
პოსტი #468


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,522
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოძრავი ოდიკით წირავს"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 28 2018, 01:13 PM
პოსტი #469


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,522
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულის სამი ნაწილისა და სამების ნიშნად თავსდება პურში [სეფისკვერში] სამი საგანი: საფუარიანი ფქვილი, რომელიც განასახიერებს სულს; წყალი, რომელიც ნიშნავს ნათლობას და მარილი, რომელიც აღნიშნავს ღვთის სიბრძნესა და სწავლებას"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2018, 09:49 PM
პოსტი #470


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,522
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თითოეული სეფისკვერიდან ნაწილების გამოკვეთა"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2018, 05:09 PM
პოსტი #471


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,522
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მღვდელი, რომელსაც მოციქულთა თანასწორი უფლებები აქვს, კმევის შემდეგ დამჯდარი ისმენს სამოციქულოს, ხოლო სახარებას ისმენს ფეხზე მდგომარე, თავდახრილი. "სამოციქულოს" შემდეგ იგალობება "ალილუია", რაც ნიშნავს: უფალი მოდის, აქეთ, ადიდეთ იგი".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 21 2019, 05:20 PM
პოსტი #472


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,522
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შემდეგ ღვთისმსახური განიზრახავს, თავად შეუდგეს და სხვებიც მიიწვიოს ტრაპეზზე. მაგრამ ვინაიდან ყველასთვის განურჩევლად საიდუმლოთა ზიარება არ არის ნებადართული, ის ყველას არ იხმობს, არამედ ცხოველმყოფელი პურის ამაღლებითა და ჩვენებით ზიარებისთვის მათ უხმობს, ვინც ამის ღირსია: "წმიდა წმიდათა".

ის თითქოს ამგვარად ამბობს: აი სიცოცხლის პური, რომელსაც თქვენ ხედავთ; ისწრაფეთ ზიარებისთვის, მაგრამ არა ყველამ, არამედ მხოლოდ მათ, ვინც წმიდაა, რადგან წმიდა მხოლოდ წმიდათათვის არის ნებადართული. წმიდას აქ არა მხოლოდ სათნოებებში სრულყოფილებს უწოდებს, არამედ ყველას, ვინც ამ სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის, თუმცა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია მას.

ამით წმიდა საიდუმლოთა ზიარებით განწმედას და ამ მხრივ წმიდად ყოფნას არაფერი ეღობება წინ. ისევე როგორც მთელი ეკლესია იწოდება წმიდად, ასევე წერს ნეტარი მოციქული მთელ ხალხს: "ძმანო წმიდანო, ჩინებისა მის ზეცათაისა ზიარნო" (ებრ. 3:1). ისინი წმიდად იმ წმიდის გამო იწოდებიან, რომელთანაც ურთიერთობა აქვთ და რომლის ხორცსა და სისხლს ეზიარებიან, ვინაიდან ისინი - მისი სხეულის ნაწილები, მისი ხორცის ხორცი და მისი ძვლების ძვლები არიან.

ამრიგად, სანამ მასთან ერთობაში ვართ და კავშირს ვინარჩუნებთ, წმიდა ცხოვრებით ვცხოვრობთ, საიდუმლოს მეშვეობით განწმედას ვიღებთ იმ თავიდან და გულიდან. მაგრამ თუ ყოვლადწმიდა სხეულის ერთიანობას განვშორდებით და მოვწყდებით, მაშინ წმიდა საიდუმლოს უსარგებლოდ ვიღებთ, რადგან სიცოცხლე მკვდარ და მოკვეთილ ნაწილებს ვერ გადაეცემა.

რა მოჰკვეთს წმიდა სხეულის ამ ნაწილებს? "მხოლოდ თქვენი უკეთურებანი - იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის" (ეს. 59:2).

განა ყოველი ცოდვა მკვდრად აქცევს ადამიანს?

არა, მხოლოდ მომაკვდინებელი ცოდვა; ის მომაკვდინებლად იმიტომ იწოდება, რომ, ნეტარი იოანეს სიტყვით, არსებობს არამომაკვდინებელი ცოდვაც (1 იოან. 5:17). ამიტომ მათ, ვინც საიდუმლოს ეზიარა, თუ რაიმე ისეთი ცოდვა არ ჩაუდენია, რომელიც ქრისტესგან განაცალკევებს და სიკვდილს მიანიჭებს, არაფერი უშლით ხელს, საიდუმლოს ზიარებით, საქმითაც და სახელითაც განწმედის მონაწილენი იყვნენ, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი და თავთან შეერთებული ნაწილები არიან.

ამიტომაც მღვდელმსახურის წარმონათქვამს "წმიდა წმიდათა" მორწმუნეები პასუხობენ: "ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა მამისა", რადგან არავის თავისით არ შეუძლია განწმედა და ეს არ არის ადამიანის სათნოებათა საქმე, არამედ ყველაფერი - მისგან და მის მიერაა.

ეს იმას ჰგავს, მზისგულზე ბევრი სარკე რომ დავალაგოთ. ისინი ანათებენ და სხივებს აფრქვევენ. გეჩვენება, თითქოს უამრავ მზეს ხედავ, თუმცა სინამდვილეში თითოეულში ერთი მზე აირეკლება. ერთი წმიდა მორწმუნეებზე გადმოდინებისას მრავალ სულში ცხადდება და მრავალს წმიდად წარმოგვიჩენს, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, წმიდა მხოლოდ ერთია, ამასთან, წმიდაა მამის სადიდებლად.

ვინაიდან ღმერთი მისი დიდების შესაბამისად არავის განუდიდებია, ამიტომაც ამბობდა იუდეველთა გაკიცხვისას: "თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა?" (მალ. 1:6). მაგრამ ერთმა მხოლოდშობილმა განადიდა შესაფერისი დიდებით, ამიტომაც თქვა მოახლოებული ვნებისას: "მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა" (იოან. 17:4).

როგორ განადიდა მან? მხოლოდ და მხოლოდ ხალხისთვის თავისი სიწმიდის ჩვენებით, იმგვარი სიწმიდის გამოვლინებით, როგორი წმიდაც თავად მამაა. ვინაიდან თუ ღმერთს ამ წმიდის მამად წარმოვიდგენთ, ძის ნათელი მამის დიდებაა; ქმნილების ღირსება ან სათნოება, რასაკვირველია, შემოქმედის დიდებაა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2019, 07:57 PM
პოსტი #473


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,522
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველა ქრისტიანი ვალდებულია ყოველ კვირას დაესწროს ლიტურგიას"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2019, 04:23 PM
პოსტი #474


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,522
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლიტურღიის თავდაპირველი ვარიანტი შეადგინა წმინდა მოციქულმა იაკობმა, იერუსალიმისი პირველმა პატრიარქმა, უფლის ხორციელმა ძმამ. ამ სახით იერუსალიმის ტაძარში მოციქულთა ხსენების დღეს ახლაც ტარდება იაკობის ჟამის წირვა".

"ლიტურღიის პირველ ნაწილს, რომელზედაც მზადდება მასალა წმინდა საიდუმლოს შესასრულებლად, ეწოდება კვეთა.

კვეთა ასახავს უფლის დაბადებას, მის ყრმობას, ხალხში გამოსვლამდე დაფარულ ცხოვრებას".

"კვეთისათვის საჭიროა ხუთი სეფისკვერი, რომელიც გვაგონებს მაცხოვრის მიერ ხუთი პურით ხუთი ათასის დაპურებას. ამ ხუთი სეფისკვერიდან ოთხი არის ჯვრის გამოსახულებიანი, ერთი კი - ღვთისმშობლის".

"კვეთა დახურულ კარს მიღმა აღესრულება, რასაც მლოცველები ვერ ხედავენ, რადგან უფლის ცხოვრება შობიდან ნათლისღებამდე ხალხისაგან დაფარულად მიმდინარეობდა. კვეთაში სწორედ ეს პერიოდი აისახება და არის ქრისტეს ცხოვრების ოცდაათი წლის პერიოდის სიმბოლური ასახვა. ამ დროს სამკვეთლო განასახიერებს ბეთლემის ბაგასაც და გოლგოთის სამარხსაც".

"საკურთხეველში სეფისკვერის შეგზავნისას წარმოვთქვამთ ლოცვას:

ესერა პური ზეცისა, რომელ-არს ტარიგი ღმრთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა! და ეკლესიასა ზეცისა და ქვეყანისასა გარემოუცავს იგი.

მომიხსენე ჩვენ, უფალო, სასუფეველსა შენსა. განბანე ცოდვანი ჩვენნი სისხლითა შენითა პატიოსნითა, ლოცვითა წმიდათა შენთათა, ამინ".

"ლიტურღიის მეორე ნაწილს ეწოდება კათაკმეველთა ლიტურღია, რადგან მასზე დასწრების უფლება აქვთ კათაკმეველთაც, ე.ი. მათ, ვინც ემზადება მოსანათლად და მათაც, ვინცსინანულშია, ე.ი. დაყენებულია წმიდა ზიარებისგან. კათაკმეველთა ლიტურღია არის სწავლა-მოძღვრებითი ნაწილი წირვისა".

"ქერუბინთას" გალობის დროს მორწმუნენი ვემსგავსებით ქერუბიმებს, რომლებიც უფალს ემსახურებიან".

"დიაკონი ამბობს "კარნი, კარნი, სიბრძნით, მოხედენ". ძველად ამ სიტყვებით დიაკონი მიმართავდა ეკლესიის კარებთან მდგომ მეკარეს, რათა ყურადღებით ედევნებინა თვალი კარებისათვის, რომ ტაძარში არ შემოსულიყო კათაკმეველთაგანი ან ვინმე ისეთი, ვისაც არ ჰქონდა ლიტურღიაზე დასწრების უფლება"

"მრწამსის" გალობის დროს მღვდელი იღებს დიდ დაფარნას და არხევს წინადაგებული ძღვენის თავზე, რაც მასზე სულიწმინდის ძალისა და მადლის ფრქვევას მოასწავებს. აღსავლის კარისა და კრეტსაბმელის გახსნა ასამაღლებელზე "კარნი, კარნი..." ნიშნავს მიწისძვრასა და ტაძრის კრეტსაბმელის შუაზე გაპობას ჯვარზე იესუ ქრისტეს სიკვდილის დროს".

"წმინდა შესაწირავის ტრაპეზიდან სამკვეთლოზე გადასვენებითა და კვერექსით მთავრდება საღმრთო ლიტურღია. მღვდელი მიმართავს მორწმუნეებს: "მშვიდობით წარვიდეთ", ე.ი. მშვიდობით გავიდეთ ტაძრიდან".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2019, 03:13 PM
პოსტი #475


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,522
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დაწყებულ ლიტურღიას, რაც არ უნდა მოხდეს, ომიც რომ დაიწყოს, მღვდელი ვერ შეწყვეტს, მან უნდა დაასრულოს ლიტურღია. მაშინაც კი უნდა განაგრძოს, ტაძარში რომ უეცრად მტერი შემოიჭრას. ყველაზე მეტი, რაც შეუძლია მას გააკეთოს, ეს ისაა, რომ სწრაფად დაასრულოს; მაგრამ ღვთის ნდობა უნდა ჰქონდეს და არაფერს შეუშინდეს".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2019, 08:20 PM
პოსტი #476


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,522
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წირვა - ეს არის უდიდესი ზეიმი მიწაზე."

/მამა გიორგი ედილაშვილი/

"ხორბალი სიცოცხლეს განასახიერებს, ხორბალი ცოცხალი ორგანიზმია და სულს განასახიერებს. მიცვალებულის თავთან იმიტომ დებენ ხორბალს, რომ ცოცხალი არსებაა. ზეთი და ღვინო იმიტომ ახლავს პურის კურთხევას, რომ ადამიანებისთვის საკურნებლად იყოს.

სახარებიდან ვიცით, როდესაც ავაზაკები ერთ-ერთ კაცს თავს დაესხნენ, მას ყურადღება არ მიაქცია ლევიტელმა. სამარიტელმა გამოიარა (სამარიტელნი ებრაელებისთვის საძულველნი იყვნენ). შეუხვია მას წყლულები, დაასხა ხელზე ზეთი და ღვინო.

ზეთი და ღვინო საკურნებელია და ამიტომ არის პურის კურთხევის დროს. ეკლესია ზეთს შვიდგზის ზეთისცხების დროს იყენებს, საკურნებლად რომ იყოს სულისა და ხორცისა. პურის კურთხევაზე იკითხება ლოცვები. ამას ეწოდება ლიტია, რაც ბერძნულად გაძლიერებულ ლოცვას ნიშნავს. თითოეულ მუხლს მრევლი პასუხობს ოცდაათჯერ "უფალო, შეგვიწყალეს" თქმით. პურის კურთხევის დროს არის ჩართული ეს მსახურებები. ყველა ლოცვაში იმ წმინდანის შესახებაა საუბარი, რომლის ხსენებასაც ვდღესასწაულობთ."

/მამა გიორგი ედილაშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 22 23 24
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd February 2019 - 12:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი