IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

13 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სკვნილი
mariami-k
პოსტი Feb 27 2007, 04:56 PM
პოსტი #1


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



IPB-ს სურათი
ეკლესიის ისტორიაში ბერმონაზვნური ცხოვრების ჩამოყალიბების დროდ IV საუკუნე ითვლება. მისი პირველი ფუძემდებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი. ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება.

დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადასხვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებულზე იერარქი კითხულობს „სქემის კურთხევის“ ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყელით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს). ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკნილს.

სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით.

სკვნილი სულიერი მახვილია, მას ლოცვის დროს მხოლოდ ბერ-მონაზვნები იყენებდნენ.

სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმიდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა - „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), რომელსაც მოძღვარი კურთხევით განაწესებს.

წმიდა მამათა გამოცდილებით, სკვნილზე ლოცვა განსაკუთრებულ მადლსა და შემწეობას სძენს მონაზონს.

დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად.

საერო პირისათვის არ არის სავალდებულო სკვნილის ტარება და მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ შესაძლოა მასზე ლოცვა. არ შეიძლება თამაში სკვნილით.

სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა.


როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2007, 05:42 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად.

მახსოვს ახალი დაწყებული მქონდა ეკლესიური ცხოვრება, როცა ჩემს მოძღვარს ვთხოვე მოეცა კურთხევა სკვნილის ტარების და მასზე ლოცვის, მაგრამ მან ამის უფლება არ მომცა. ახლა ვხვდები რომ ის სწორად მოიქცა, რადგან მაშინ არ ვიყავი სულიერად ძლიერი და სკვნილი უფრო ჩემი ხელის სამშვენისი იქნებოდა..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 27 2007, 05:47 PM
პოსტი #3


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



mariami-k
სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა.

რატომ?
რაღაც იდუმალებასთან გვაქვს საქმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 27 2007, 05:51 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რატომ?
რაღაც იდუმალებასთან გვაქვს საქმე...


ტვირთია.. თუმცა ამას შენ რას გაიგებ :ფხუკუ: laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 27 2007, 05:56 PM
პოსტი #5


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მნათე
ციტატა
ტვირთია.. თუმცა ამას შენ რას გაიგებ :ფხუკუ:

ნუ შენ თუ კიდევ ტვირთი გინდა კარგად გქონია საქმე ... laugh.gif laugh.gif

ციტატა
მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე


და რატომ არის სახიფატო მაინც ვერ გავიგე..
ახლა მნატეს დავუშვატ ჭირდება სკვნილი, რადგან თვკლა არ იცის...და სახიფათო?
rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 27 2007, 05:59 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ნუ შენ თუ კიდევ ტვირთი გინდა კარგად გქონია საქმე ...


შენ ალბათ. ხუმრობის აკადემიაში სწავლობდი laugh.gif ოღონდ ეჭვი მაქვს, რომ გაგრიცხეს laugh.gif

ციტატა
ახლა მნატეს დავუშვატ ჭირდება სკვნილი, რადგან თვკლა არ იცის...და სახიფათო?


ალეგორია-ასეთი კატეგორიაც არსებობს laugh.gif როდესაც სკვნილზე ლოცულობ, თავისი წესი აქვს...თუ ამ წესს ვერ იცავ, მატრაკვეცა ხარ laugh.gif

პ.ს თავის დროზე ასიანი ავიხონხლე laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 27 2007, 06:04 PM
პოსტი #7


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მნათე
ციტატა
ალეგორია-ასეთი კატეგორიაც არსებობს როდესაც სკვნილზე ლოცულობ, თავისი წესი აქვს...თუ ამ წესს ვერ იცავ, მატრაკვეცა ხარ

პ.ს თავის დროზე ასიანი ავიხონხლე


შენ იმ წესს ვერ იცავ რომ 18 საათი კომპთან ჯდომა არ შეიძლება...და უფალმა ღამე მოსასვენებლად მოგცა და არა "ლაინზე სატასაოდ"... სანამ სკვნილამდე მიხვალ, 6 000 წლის წინათ დადგენილ წესს დაემორცილე ჯერ..

ახლა რაც შეეხება ჩემს ხუმრობის აკადემიას...
ამას დრო უნდა რომ გითხრა
დრო კი ფულია wink.gif
ბავსვებისტვის არ მცალია
laugh.gif laugh.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Feb 27 2007, 06:30 PM
პოსტი #8


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



მე, დაახლოებით, ერთი წლის წინ ვთხოვე მამაოს კურთხევა ფსკვნილზე,მაგრამ ასე მითხრა ჯერ ერთი თვე ისე თქვი ლოცვები და მერე მოდიო,აშკარად ეტყობოდა კურთხევის მოცემა არ სურდა.ახლა, ამ რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ვუთხარი და ცოტა ყოყმანის შემდეგ, მაინც დამთანხმდა,ოღონდ სასტიკად ამიკრძალა გარეთ ხმარება,ასე მითხრა მხოლოდ ლოცვის დროს დაიჭირეო,მე არ მომწონს,როდესაც ხშირად ადამიანები ქუჩაში უაზროდ იქნევენ,ათამაშებენ ფსკვნილსო.
ციტატა
დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს

მართლაც,ადრე მეგონა,რომ ფსკვნილს მხოლოდ სასულიერო პირები და ღრმად მორწმუნეები ატარებდნენ,მერე გაოგნებული დავრჩი,როდესაც ბევრ ახალგაზრდაზე შევნიშნე.
ციტატა
და რატომ არის სახიფატო მაინც ვერ გავიგე..

ალბათ ამიტომ
ციტატა
დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად.

ციტატა
არ შეიძლება თამაში სკვნილით.



ციტატა
მაშინ არ ვიყავი სულიერად ძლიერი და სკვნილი უფრო ჩემი ხელის სამშვენისი იქნებოდა..



--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Feb 27 2007, 06:34 PM
პოსტი #9


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



sofi89
აბსოლუტურად გეთანხმები.







ბევრი მოძღვარისაერთოდ არ აძლევს სულიერ შვილებს სკვნისზე ლოცვის კურთხევა.
სკვნილი საერთოს ბერ-მონაზვნებისთვის არი განკუთვნილი და იგი მათი "სულიერი იარაღია".
მათ კანონის სახით ყოველდღიურად აქვთ გარკვეული რაოდენობის ლოცვა სათქმელი.
ერის კაცის მიერ ყოველდღიურად სკვნილზე ლოცვის ერთი და იგივე რაოდენობის დაკანონება არ შეიძლება.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Feb 27 2007, 06:38 PM
პოსტი #10


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



გლახა
თავად თუ ლოცულობ სკვნილზე?


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Feb 27 2007, 06:48 PM
პოსტი #11


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
დააააა..........ალბათობა..რამდენის შემცველია სიტყვა ესე ..

ხოოოოო...... რომ დამეწერა პირდაპირ,ამიტომ-მეთქი,შენი რო ვიცი,მერე დაიწყებდი,არ გეთანხმებიო,შენ რა იციო,დარწმუნებული ხარო?აბა დამიმტკიცეო, ისაო,ესაო..... laugh.gif ალბათში ვიგულისხმე-ჩემი საკუთარი აზრი. wink.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 27 2007, 07:49 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ნუ მონასტერში როგორც განმიმარტეს როგორც მებრძოლისთვის ავტომატია იარაღი ასევეა ბერისთვის ფსკვნილი და მერე ათონის მთის წმინდა ბერების ცხოვრებაშიც კი წავიკითხე ესეთი ამბავი რომ ერთი ბერი წმინდა ფსკვნილზე ლოცულობდა და გარედან უცნაური ხმაური შემოესმა და როცა გავიდა ეშმაკთა არმია დახვდა და ეს ამბავი ხდებოდა აღდგომის პირველ კვირას თუ არ ვცდები და ამ არმიის მხედართმთავარი ამბობდა რომ აი ეს ერთი ბერი გვაფერხებსო რომ ხალხში გავიდეთო და ხალხი ვაცდუნოთო.
ერთხელ მეც ავიღე ბერის ფსკვნილი და ისეთი ამბავი დამაყარეს რომ ვაი მერე მითხეს ამ ფსკვნილს შეეძლო სულიერად დავეჭერი ნუ იმ წამს ვე რმივხვდი რა მითხრეს მარა მერე გავიაზრე და იმის მერე არ ვეკარები ბერის ფსკვნილს biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 27 2007, 08:11 PM
პოსტი #13


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



beqa.shuxoshvili
ციტატა
ნუ მონასტერში როგორც განმიმარტეს როგორც მებრძოლისთვის ავტომატია იარაღი ასევეა ბერისთვის ფსკვნილი


და ღვთის სიტყვაზე თუ წაგიკითხია, რომ მორწმუნეთათვის ღვთის სიტყვაა იარაღი? wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 27 2007, 08:14 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა(გლახა @ Feb 27 2007, 08:11 PM) *

beqa.shuxoshvili
და ღვთის სიტყვაზე თუ წაგიკითხია, რომ მორწმუნეთათვის ღვთის სიტყვაა იარაღი? wink.gif

და გლახა ჩემი პოსტი ბოლომედ წაიკიტხე?? blink.gif huh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Feb 27 2007, 09:08 PM
პოსტი #15


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



ციტატა(გლახა @ Feb 27 2007, 08:11 PM) *
beqa.shuxoshvili


და ღვთის სიტყვაზე თუ წაგიკითხია, რომ მორწმუნეთათვის ღვთის სიტყვაა იარაღი? wink.gif

ღვთის სიტყვა და ლოცვაა იარაღი. სკვნილზე კი ლოცულობენ. თან დათვლაშიც გეხმარება და გონებაც ნაკლებად გეფანტება.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 27 2007, 09:16 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ხალხნო ეშმაკს ღვთის სიტყვას გააგებინებთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Mar 6 2007, 10:12 AM
პოსტი #17


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



საბოლოოდ როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Mar 6 2007, 11:15 AM
პოსტი #18


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



სკვნილი არაფერი საშინელება არაა.... და არ უნდა ეშინოდეს მრევლსა ასე...

პახუმი დიდმა გამოიგონა პირველი სკვნილი რომ მონოზვნებს კანონს რომ უნიშნავდა თვლა არ იცოდნენ მამებმა და ამიტომ იყენებდნენ სკვნილსა...

უბრალოდ სკვნილი ახლად მოსული მრევლისთვის მართლა ტვირთIა იმიტომ ორმ მალე ბეზრდებათ და რჩებათ კანონები წაუკითხავი... რაც ურჩობაში აგდებთ.... wink.gif



mariami-k
მე ვფიქრობ რომ შეიძლება რომ ლოცულობდეს.... თუმცა ვინ თვლა იცის იმას ისედაც შეუძლია ლოცვა... tongue.gif

რაც შეეხება მის ავტომატობას... მონოზვნად აღკვეცისას მონოზონს ეძლევა რამდენიმე საგანი რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვსა...

1.ჯვარი რომელიც ფარის სიმბოლოა და წელს არტყია
2.კუნკულ-ბარტყული რომელიც გლოვის სიმბოლოა და
3.სკვნილი რომელიც მახვილის სიმბოლოა, მახვილის რომელზე ლოცვითაც მონოზონი ებრძვის ცუდ აზრებს მორჩა... ეგაა და ეგა... smile.gif

ჩემი შმოქმედება აქა ნახეთ biggrin.gif http://church.ge/index.php?showtopic=1035


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Mar 6 2007, 11:27 AM
პოსტი #19


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



დავით ივერიელი
ძალიან მომეწონა შენი მოქსოვილი სკვნილი.
მე ამ თემით ხალხის აზრი მაინტერესებდა. ზოგი მოძღვარი არ აძლევს არავის სკვნისზე ლოცვის კურთხევას. მე პირადად ვლოცულობ სკვნილზე. მოძღვარმა მომცა ლოცვის კურთხევა.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Mar 6 2007, 04:35 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



სკვნილი მგონია რომ ძალიან პრაქტიკული საშუალებაა იმისათვის რომ ქრისტეს სახელი გახსოვდეს, მაგრამ არ უნდა გააუფასურო ეს ხსოვნა, სახიფათო აქ ეს არის, სკვნილი თავითავად სკვნილია და მეტი არაფერი, უბრალოდ განწყობის შესაქმნელადაა კარგი...

რა ვიცი რაც მე მისი გამოყენება დავიწყე უფრო უკეთესად დავდივარ, თუმცა დღის განმავლობაში 20 წუთით აინც ვვარჯიშობ ხომე სკვნილზე ლოცვაში smile.gif...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 09:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი