IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

13 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> სკვნილი
ალექსანდრე
პოსტი Mar 6 2007, 08:47 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



სკვნილის ტარება მართალია ერისკაცთათვის სავალდებულო არაა, მაგრამ მოძღვრის კურთხევით შეიძლება ერიკაცმაც ატაროს (როცა რაღაცის აღება გინდა საკუტარ თავზე საერთოდ ყველაფერი მოძღვრის კურთხევით უნდა ხდებოდეს).
მეორეც, სკვნილი არის საეკლესიო დანიშნულების ნივთი და მისი უდიერად მოპყრობა, ან ხელში სათამაშოდ გამოყენება არ არის სწორი. იგი ლოცვითი დანიშნულებისაა.
ხშირად ასეთი რაღაცაც გვემართება ხოლმე რომ ტაძარში ახლადმისულები აღტყინებულინი და ძალიან მოწადინებულნი ვართ და გვინდა რომ ჩვენს ტავზე ვიტვირთოთ რაიმე განსაკუთრებული, დამატებითი ღვაწლი, ან რაიმე ლოცვები დავიმატოთ ან რაიმე კანონი დავიდოთ ტავზე, თუნდაც სკვნილის ტარება, მაგრამ გადის რაღაც პერიოდი და ეს ენთუზიაზმი ჩვენში ქრება, ვეღარც იმ დამატებით ლოცვებს ვკიტხულობთ და თითქოს ეს ტვირთი გვსრისავს.
არის კიდევ სხვა შემთხვევები რაც ასევე გვჭირს რომ ხშირად ისე ვართ აღტყინებულნი რომ გვინდა გარეგნულადაც მივბაძოთ წმიდა მამებს, და გამოდის ისე რომ გარეგნულად თითქოს ვბაძავთ მათ, მაგრამ შინაგანად ვატყობთ თავს, რომ საშინელი სიამაყით და სხვებისათვის დასანახად გამოდის ჩვენი საქციელი. აი მაგალიტად გავალთ ხოლმე ხშირად ქუჩაში და გვხვდება ადამიანი (საერო პირი ) რომელსაც 100 სკვნილი აქვს მოხვეული ხელზე ან ლოცულობს მასზე და გვერდით გავიხედავთ და სეიძლება თვითონ მოძღვარი არ ატარებდეს 100 სკვნილს, აი ამის ფონზე ცოტა უხერხულადაც ჩანს თითქოს. 100 სკვნილზე მუდმივ ლოცვას დიდი ზალა სჭირდება, ერის კაცს კი მგონია რომ ამის არც დრო აქვს და არც საშუაკლება რომ მუდმივად ილოცოს დღის განმავლობაში, ცემი აზრით ასეთი ადამიანი ან მექანიკურად ასრულებს სკვნილზე ლოცვას ან ხიბლშია ჩავარდნილი.

ამ ყველაფერს პირველ რიგში ცემს თავზე ვწერ, სხვა ნუ მიიღებს ცუდად rolleyes.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Mar 6 2007, 09:01 PM
პოსტი #22


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



QUOTE(ალექსანდრე @ Mar 6 2007, 05:47 PM) *


აი მაგალიტად გავალთ ხოლმე ხშირად ქუჩაში და გვხვდება ადამიანი (საერო პირი ) რომელსაც 100 სკვნილი აქვს მოხვეული ხელზე ან ლოცულობს მასზე და გვერდით გავიხედავთ და სეიძლება თვითონ მოძღვარი არ ატარებდეს 100 სკვნილს, აი ამის ფონზე ცოტა უხერხულადაც ჩანს თითქოს. ამ ყველაფერს პირველ რიგში ცემს თავზე ვწერ, სხვა ნუ მიიღებს ცუდად rolleyes.gif

გეთანხმები,ალექს rolleyes.gif
საერთოდ აღარ ვლოცულობ გარეთ სკვნილზე,მართალია ასიანნი არ არის laugh.gif მარა მაინც უხეშად მხვდება თვალში ქუჩაში ფსკვნილის ქიცინით სიარული თითქოს დიდი მლოცველი ვიყო rolleyes.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ketiketi
პოსტი May 14 2007, 01:54 AM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 839



ძალიან გამიხარდა ეს განყოფილება რომ ვიპოვე,მაინტერესებდა,დიდი მადლობა,... smile.gif ერთი კვირის წინ ჩემ მამაოს ვთხოვე რომ ფკვნილზე ვილოცებ ხოლმეთქო,რადგნა ვფიქრობდი რომ ყურადღებას უფრო მოვიკრებდი.მან არ მომცა ამის უფლება, სკვნილზე ბერ-მონაზვნები ლოცულობენო. მე გამიკვირდა,გულში გავიფიქრე ”აბა ამდენ ერისკაცსაც რომ აქვსთქო?” ეხლა ვხვდები რომ მართალი ყოფილა ჩემი მოძღვარი,მან იცის რომ მე არ ვარ ამისთვის მზად და დამიცვა "მოსალოდნელი ცოდვებისგან":)
უფალმა გააძლიეროს smile.gif
დიდი მადლობა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likita
პოსტი Jun 27 2007, 05:29 PM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 138
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,772



IPB-ს სურათი
Shot with E3200 at 2007-06-27!!! thumbs.gif

აი მე,როგორი სკვნილი მაქვს,ლამაზი და მშვენიერი biggrin.gif thumbs.gif thumbs.gif

ძალიან მიყვარს,ჩემი გაკეთებულია. იესოს ლოცვა ამან მასწავლა.


თქვენ როგორ გგონიათ, სკვნილი უფრო ძველი სიტყვაა თუ ფსკვნილი


--------------------
[size=3]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jun 27 2007, 07:24 PM
პოსტი #25


დაურეგისტრირებელი









ციტატა
ფსკვნილზე

სკვნილი

სკვნილია და არა ფსკვნილი შევსკვენი და არა შევფსკვენი

ისე ეგ ჩემო კარგებო ჩვენი კი არა ადამიანის სულიერი მამის-მოძღვრის გადასაწყვეტია და საფიქრალია ადამიანმა უნდა ატაროს სკვნილი თუ არა. ასე რომ მოძღვარი თუ მოგცემთ კურთხევას ატარეთ და თუ არა არ ატაროთ wink.gif
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 27 2007, 07:50 PM
პოსტი #26


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(ქავთარაძე @ Jun 27 2007, 08:24 PM) *



ისე ეგ ჩემო კარგებო ჩვენი კი არა ადამიანის სულიერი მამის-მოძღვრის გადასაწყვეტია და საფიქრალია ადამიანმა უნდა ატაროს სკვნილი თუ არა. ასე რომ მოძღვარი თუ მოგცემთ კურთხევას ატარეთ და თუ არა არ ატაროთ wink.gif



აჰა, მეც ეგრე ვიცი


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jun 27 2007, 08:07 PM
პოსტი #27


დაურეგისტრირებელი









ნათია
ხოდა რაღატო უნდა ვისაუბროთ და ჩავერიოთ მოძღვრების საქმეებში?
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 27 2007, 08:33 PM
პოსტი #28


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(ქავთარაძე @ Jun 27 2007, 09:07 PM) *

ნათია
ხოდა რაღატო უნდა ვისაუბროთ და ჩავერიოთ მოძღვრების საქმეებში?



მე არ ვერევი smile.gif ან რა უფლბა მაქვს ჩავერიო?


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 27 2007, 08:38 PM
პოსტი #29


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(mariami-k @ Feb 27 2007, 05:56 PM) *

IPB-ს სურათი
ეკლესიის ისტორიაში ბერმონაზვნური ცხოვრების ჩამოყალიბების დროდ IV საუკუნე ითვლება. მისი პირველი ფუძემდებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი. ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება.

დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადასხვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებულზე იერარქი კითხულობს „სქემის კურთხევის“ ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყელით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს). ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკნილს.

სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით.

სკვნილი სულიერი მახვილია, მას ლოცვის დროს მხოლოდ ბერ-მონაზვნები იყენებდნენ.

სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმიდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა - „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), რომელსაც მოძღვარი კურთხევით განაწესებს.

წმიდა მამათა გამოცდილებით, სკვნილზე ლოცვა განსაკუთრებულ მადლსა და შემწეობას სძენს მონაზონს.

დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად.

საერო პირისათვის არ არის სავალდებულო სკვნილის ტარება და მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ შესაძლოა მასზე ლოცვა. არ შეიძლება თამაში სკვნილით.

სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა.
როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?

ტექსტის ავტორი მაია გაგუაა თუ ხათუნა რაქვიაშვილი? wink.gif ჟურნალი ''დედაეკლესია'' wink.gif

როცა რამე საკოპირებთ, ავტორები მიუთითეთ მაინც, უხერხულია. smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Jul 1 2007, 02:51 PM
პოსტი #30


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



თამარი_ცქნაფო
მადლობ.
ავტორის მითითება დამავიწყდა


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jul 2 2007, 12:39 PM
პოსტი #31


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



თამარი_ცქნაფო
შენც გგონია რომ სკვნილი სახიფათო სიწმინდეა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jul 2 2007, 12:40 PM
პოსტი #32


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



გაიგეთ ყველამ სკვნილი სიწმინდე არაააა!!!!
მხოლოდ ის ჯვარია სიწმინდე რომელიც სკვნილს აქვს მობმული... სკვნილი ლოცვის დასათვლელი საშუალებაა მხოლოდ!!!!!



--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 2 2007, 02:14 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მხოლოდ ის ჯვარია სიწმინდე რომელიც სკვნილს აქვს მობმული... სკვნილი ლოცვის დასათვლელი საშუალებაა მხოლოდ!!!!!


რუსები "ჩოთქ"-ს ეძახიან biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jul 2 2007, 02:18 PM
პოსტი #34


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



მნათე
ჩოთქს უსუპს ეძახიან.. ჯვარს რომ აქვს მობმული... ნაკურთხი წყლის სასხურებლად wink.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 2 2007, 02:23 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მნათე
ჩოთქს უსუპს ეძახიან.. ჯვარს რომ აქვს მობმული... ნაკურთხი წყლის სასხურებლად


ohmy.gif

მე სხვაგვარად ვიცოდი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teo..
პოსტი Jul 2 2007, 05:30 PM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 17-November 06
მდებარ.: USA
წევრი № 486



ციტატა(mariami-k @ Feb 27 2007, 03:56 PM) *
როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?


საინტერესო კითხვაა და ცოტა არ იყოს რთული საპასუხო და რატომ, ის სულიერი დატვირთვა რაც სკვნილზე ლოცვის დროს აღევლინება საკმაოდ სერიოზულია და აქედან გამომდინარე ძლიერი იარაღია შავი ძალების გასანადგურებლად.

უფალმა შემინდოს კადნიერება, საკუთარ თავზე გადამხდარ ამბავს მოგიყვებით

ორიოდე წლის წინ საქართველოში ჩემი პირველი ჩამოსვლის დროს ქაშუეთის ეკლესიის ეზოში მდებარე მაღაზიაში სასულიერო წიგნებისა და ხატების საყიდლად შესულს იქვე დაკიდებულმა სკვნილმა მიიქცია ჩემი ყურადღება... ეს არ იყო უბრალო ინტერესი, სიგიჟემდე მომინდა ამ ფსკვნილზე მელოცა მაგრამ რადგან ვიცოდი რომ მოძღვრის კურთხევის გარეშე არ მქონდა ამის უფლება (ძლივს შევიკავე თავი ყიდვისაგან). რამოდენიმე დღეში ისევ მოვხვდი ამ მაღაზიაში და სურვილს წინ ვეღარ აღვიდექი ისე მწყუროდა ამ სკვნილზე ლოცვა და ვიყიდე თან ვფიქრობდი მამაოს დავურეკავ და კურთხევას ავიღებ მეთქი რაც იქ ყოფნის დროს ვერ მოვახერხე და კურთხევის გარესე დავიწყე ლოცვა (უფალმა შემინდოს კადნიერება).

მადლობა უფალს, ყველაფრისათვის ამ სკვნილზე ლოცვამ ორი უდიდესი სასწაული მიჩვენა არა იმიტომ რომ ამის ღირსი ვიყავი, არამედ იმიტომ რომ დამენახა მისი უდიდესი ძალა და ის თუ როგორი კრძალვით უნდა მოვპყრობოდო მას (უფლის განგებულებას ვინ ჩაწვდება)

გამომგზავრების ბოლო დღეს (შუა დღე იქნებოდა) მომცეს მისამართი მაღაზიისა, სადაც ტემპერა და სხვა საჭირო მასალა უნდა შემეძინა ხატწერისათვის სიმართლე რომ გითხრათ მე ისიც არ ვიცოდი როგორ გამოიყურებოდა ეს საღებავი და მის დამზადების წესებზე ხომ ლაპარაკიც არ არის (გაგიკვირდებათ ალბათ, ასეთმა უცოდინარმა ხატწერაზე როგორ იფიქრეო, მაგრამ ეს კიდევ სხვა ისტორიაა და უფლის განგება). ასეთი უცოდინარი ჩავჯექი მარშუტკაში, ჩანთიდან ჩემი სკვნილი ამოვიღე და ჩუმად დავიწყე ლოცვა (სკვნილი ასიანია).

რადგან ამ ამბის მოყოლა არ აუკრძალავთ ამიტომ გიყვებით ,უფალს შევთხოვე მეპოვა ეს მაღაზია და იქნებ ისეთი ღვთისნიერი ადამიანიც რომელიც დამეხმარებოდა ხატწერისათვის საჭირო მასალის არჩევაში. მაღაზიაში შესულს სულ რაღაც 2, 3 კაცი დამხვდა, მათ შორის ერთი შავებში ჩაცმული ქალი რომელიც ჩემგან ზურგით იდგა ტემპერის საღებავებთან smile.gif . ჩემი რიგი რომ მოვიდა გამყიდველს ვთხოვე ეჩვენებინა ჩემთვის ტემპერის საღებავები და ისეთი დიალოგი გაიმართა ჩვენს შორის რაც ჩემს აშკარად უცოდინრობაზე მეტყველებდა (ხატწერის საკითხებში). ამ დროს შავებში ჩაცმული ქალი მომიტრიალდა და მეკითხება რად მინდოდა ეს საღებავები თუ ხატმწერი არ ვიყავი და ჩემი პასუხის შემდეგ თვითონ გადმოალაგებინა უველა ის მასალა რაც საჭირო იყო, გზადაგზა მიხსნიდა თუ რა როგორ უნდა გამეკეთებინა, მერე მომიტრიალდა და მკითხა გინდა ჩემთან წამოხვიდე მე იქ გაჩვენებ ხატი როგორ უნდა დაიწეროსო... მიუხედავად იმისა რომ დრო გამგზავრებამდე ძალიან მცირე მქონდა ცხვარივით უკან ავედევნე, არც მიკითხავს სად მივყავდი, რამდენიმე წუთში მცხეთაში აღმოვჩნდი წმ. ოლღას-ეკატერინეს მონასტერში (ორ სახელს ატარებს ეს მონასტერი), ეს ღვთისნიერი ადამიანი კი ამ მონასტრის მონაზონი დედა ნინო გახლდათ. პირველად ვიყავი მონასტერში და რაღაც საოცარ სიხარულსა და უდიდეს ძალას ვგრძნობდი ასე მეგონა არაამქვეყნიურ სამოთხეში ვიყავი. რამდენჯერმე დედა ნინოს ისეთ სიყვარულით აღსავსე მზერას წავაწყდი რომ მივხვდი რაღაც უხილავ არაამქვეყნიურ ძალის არსებობას გულში უფალს ვმადლობდი რომ ასე შეისმინა ჩემი ვედრება და დედა ნინოს ვკითხე : დედაო, ვგრძნობ რაღაც მოხდა რატომ მიყურებთ ასე მეთქი. თურმე იმ დღეს ამ მონასტრის მონაზვნებს დავით გარეჯი უნდა მოელოცათ, დედა ნინოს კი განუცხადებია მე ქალაქში უნდა ჩავიდე საქმე მაქვსო, არადა როგორც შევიტყვე ძალიან იშვიათად ჩამოდიან ერში და ისიც უკიდურესი საჭიროების გამო. მადლობა უფალს რომ დედა ნინო გამომიგზავნა ასეთ ცოდვილსა და უცოდინარს რომელმაც თავის სენაკში მასწავლა ხატწერისათვის აუცილებელი თითქმის ყველა აუცილებელი დეტალი, დედა ნინო ხატმწერი ყოფილა smile.gif რამდენჯერმე სულიერი განსაცდელის დროს დედა ნინოს ზარი შემომივიდა და მკითხა თეონა (ასე მეძახის) მითხარი რა გიჭირს არ დამიმალო, ვგრძნობ რომ რაღაც განსაცდელში ხარ...

უკან დაბრუნებულს მამაომ ხელში სკვნილი რომ დამინახა მკითხა რად გინდა შენ ეს სკვნილიო, შემდეგ მკითხა იცი როგორ უნდა ილოცოო?? და მაკურთხა ზოგჯერ კი ვერ ვასრულებ ხოლმე იმ რაოდენობას რაც დამიკანონა რაზედაც უფალს შენნდობას და შეწყალებას ვთხოვ, მაგრამ სკვნილზე ლოცვა მართლაც ენით აღუწერელ ძალას მმატებს.

მადლობა უფალს მისი აურაცხელი მადლისა და იმ სიყვარულისათვის და სასწაულებისათვის რასაც ასეთ ცოდვიკლებსაც კი გვიჩენს როგორიც მე ვარ.


--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jul 2 2007, 05:43 PM
პოსტი #37


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(გლახა @ Jul 2 2007, 01:39 PM) *

თამარი_ცქნაფო
შენც გგონია რომ სკვნილი სახიფათო სიწმინდეა?

blink.gif რაა? საიდან მოიტანე? მე სტატიის საავტორო უფლებებზე ვთქვი, თორემ სხვა არაფერი


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jul 2 2007, 05:52 PM
პოსტი #38


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



teo..
wub.gif
ღმერთმა გაგაძლიეროს!!!აღფრთოვანებული ვარ ხოლმე შEნი ისტორიებით...


პირველად სკვნილი თორმეტი წლისას მაჩუქა ჩემმა მუსიკის მასწავლებელმა,მის ძმას გააკეთებია მონასტერში ყოფნისას და მაჩუქა...მითხრა ზედ იესოს ლოცვა უნდა წაიკითხოო...მაშინ მოძღვარიც არ მყავდა...სიმართლე გითხათ,სამკაულივით უფრო მეკეთაsad.gif...მერე გაწყდა და თვლები დამეარგა,ძალიან განვიცადე....

ორი წლის წინათ ჩემს მეგობარს ვუყიდე იერუსალიმიდნ ჩამოტანილი სკვნილი და მეც ძალიან მომინდა ჩემთვის...ბოლოს მამაოს მივუტანე და მომცა კურთხევა...ზოგჯერ ვერ ვასრულებsmile.gifშემინდოს უფალმა...
განსაცდლის ჟამს მასზე ლოცვით ძალიან ვმშვიდდები და ვძლიერდები........


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otar Ratiani
პოსტი Jul 6 2007, 12:11 PM
პოსტი #39


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 4-July 07
წევრი № 2,387



რა იცით ფსკვნილის შესახებ? რა დატვირთვა აქვს მას და თქვენთვითონ იყენებთ თჲ არა მას!

და იცით თუ არა ფსკვნილის მოქსოვა სუტაჟით, თუ არ იცით და სურვილი გექნებათ მამაოს კურთხევის შემდეგ შემილია გასწავლოთ ვისაც სურვილი გექნებათ smile.gif



--------------------
უფალს ებარებოდეთ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teo..
პოსტი Jul 8 2007, 04:38 PM
პოსტი #40


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 17-November 06
მდებარ.: USA
წევრი № 486



ციტატა(Otar Ratiani @ Jul 6 2007, 11:11 AM) *

რა იცით ფსკვნილის შესახებ? რა დატვირთვა აქვს მას და თქვენთვითონ იყენებთ თჲ არა მას!

და იცით თუ არა ფსკვნილის მოქსოვა სუტაჟით, თუ არ იცით და სურვილი გექნებათ მამაოს კურთხევის შემდეგ შემილია გასწავლოთ ვისაც სურვილი გექნებათ smile.gif


მე პირადად ბევრი არაფერი sad.gif გარდა იმისა რომ ძალიან მიყვარს მასზე ლოცვა და ისიც რომ ხშირად კანონით დადებულ რაოდენობას ვერ ვლოცულობ ხოლმე სამწუხაროდ (კვირაში 2 დღე მაქვს ხოლმე საგიჟეთი)

სურვილი კი მაქვს მაგრამ მე რომ საქართველოში არ ვიმყოფები როგორ მოხერხდება სწავლა??


--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 06:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი