IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 9 10 11 12 >  
Reply to this topicStart new topic
> რაც არ ვიცოდი და ახლა გავიგე..
marine
პოსტი Dec 15 2015, 12:32 PM
პოსტი #201


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისრაელის ძეებმა უდაბნოში ორმოცი წელი ჭამეს მანანა. ერთნაირი იყო მანანა, მაგრამ ყველას ისე ეჩვენებოდა, როგორიც უყვარდა: ვისაც მარილიანი უყვარდა - იმისთვის - მარილიანი იყო, ვისც ტკბილი უყვარდა - იმისთვის ტკბილი, თვითოეულისთვის მისი გუნების შესაფერისი იყო. ამიტომ ვამბობ: თუ ვინმეს კვერცხი სწადია, მაგრამ მწვანილი აქვს, უნდა თქვას: "ჩვენთვის კვერცხი რომ ყოფილიყო უმჯობესი, ღმერთი კვერცხს მომცემდა, რადგან მწვანილის კვერცხად გადაქცევაც შეუძლია". მწამს ღვთისა, რომ ამგვარი ფიქრი მოწამოებად შეერაცხება, რადგან სიმართლეს ვამბობ".

/წმ. აბბა დოროთე
"საქართველოს იმედი II" წიგნი 30, გვ.123/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2016, 11:54 AM
პოსტი #202


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იოსებ არიმათიელი მალევე განდევნეს სამშობლოდან. მკვლელთა -სიქარიტების - ლესული ხანჯლები მას მშობელი მიწის ნებისმიერ კუთხეში ელოდა, ამიტომ იმპერიის დასავლეთ პროვინციაში, ალბიონის ნისლიან მთებში ჰპოვა ბინა და მეორე აკლდამა, როგორც ბრიტანეთის ზეციურმა მფარველმა.

ნიკოდიმოსი კი პალესტინამ მწირად აქცია, - გლახაკად ქცეული სოფლებსა და ქალაქებში მიმოდიოდა, მოწყალებას ითხოვდა და ქრისტეს ნათელს ქადაგებდა... იგი ცნობილი მწიგნობრის, მოციქულ პავლეს მასწავლებლის, გამალიელის გვერდით განისვენებს".

/კალენდარი კარიბჭე, მართლმადიდებლური კალენდარი 2015, 9 აპრილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 15 2016, 10:28 AM
პოსტი #203


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პირველივე საუკუნის 70-იან წლებში რომაელმა მხედართმთავარმა ტიტუსმა იერუსალიმი აღგავა პირისაგან მიწისა. მიწასთან გაასწორეს იერუსალიმის ტაძარიც. როგორც ისტორიკოსები წერენ, იმ დროს ორ მილიონზე მეტი ებრაელი დაიღუპა, მაგრამ მათ შორის არც ერთი ქრისტეს სჯულზე მოქცეული არ ყოფილა, რადგან მოსალოდნელი განსაცდელის შესახებ იერუსალიმის პატრიარქს წინასწარ ეუწყა. უფლის ბრძანებით, მან ქრისტიან ებრაელებთან ერთად დატოვა იერუსალიმი და რომაელებმა სწორედ ამის შემდეგ შემოარტყეს ქალაქს ალყა".

/"კარიბჭე" N5, 2016, გვ.57/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2016, 09:39 PM
პოსტი #204


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისრაელში იყო ასეთი წესი, - თუ კაცი გარდაიცვლებოდა და მას თავის ცოლთან შვილი, მემკვიდრე არ ჰყავდა, გარდაცვლილი ძმის ცოლი უნდა შეერთო მის ძმას. მათი პირველი შვილი იქნებოდა გარდაცვლილი ძმის სახელზე, - მის შვილად ჩაითვლებოდა, დანარჩენი შვილები კი უკვე მეორე ძმის შვილად. ეს სჯულში ეწერა".

/"კარიბჭე" N13, 2016, გვ.27/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2017, 11:12 AM
პოსტი #205


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თავრობისმოყვარე ძველი აღთქმის ისრაელმა უარყო თავისი მაცხოვარი, მაგრამ სულ მცირე დროში 25 ცრუმესია მიიღო და ბოლოს სასოწარკვეთილმა უარყო. აბატმა ლემანმა 25 ცრუმესია დათვალა: თევდა, პალესტინაში 45წ., სიმონ მოგვი, პალესტინაში 34-37წ.წ., მენანდრე - იმავე წელს, დოსითეოსი, პალესტინაში 50-60წ.წ., ბარკოხბა, პალესტინაში 138წ., მოსე, კრეტაზე 434წ., ივლიანე, პალესტინაში 530წ., სირიელი, ლეონ ისავრიელის მეფობისას 721წ., სერენი, ესპანეთში 724 წ; სხვები - საფრანგეთში, სპარსეთში, არაბეთში, მორავიაში, მესოპოტამიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიასა და ინდოეთში, ბოლო მესია, საბათია ცები, თურქეთში 1658 წელს გამოჩნდა, - წერს სერგი ნილუსი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2017, 11:29 AM
პოსტი #206


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლუი ბრაილი უსინათლო ფრანგი გახლდათ. იგი 43 წლისა გარდაიცვალა ჭლექით. ერთხელ პარიზში, სენის ხიდზე, ბრაილი შეხვდა უსინათლო ბავშვს, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. ბრაილმა ბავშვი თავისთან წაიყვანა. შემდეგ ერთ ბავშვს მეორე მიემატა, მეორეს - მესამე და ასე დაარსდა ბრაილის ინსტიტუტი. ბრაილი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ბავშვებისთვის არაფერი მოეკლო. მოწყალების თხოვნასაც კი არ თაკილობდა. მანვე შექმნა ანბანი უსინათლოებისთვის. მადლიერმა ფრანგებმა ეს უდიდესი ჰუმანისტი ბალზაკის, ჰიუგოსა და სხვა დიდ მამულიშვილთა გვერდით დაკრძალეს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 29 2017, 06:41 PM
პოსტი #207


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თანდათან სპირიტიზმით მეცნიერები და მწერლებიც დაინტერესდნენ, მათ შორის - არტურ კონან დოილიც. ის ტრაგიკულად დაღუპულთა სულებთან ამყარებდა კავშირს და ასე ცდილობდა მათი უბედურების მიზეზთა დადგენას. თავისი ახალი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებსაც კი სესხულობდა".

/"კარიბჭე" N8, 2004, გვ.38/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2017, 12:48 PM
პოსტი #208


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სუჯუნაში უძველესი დროიდან იცოდნენ "ქადაგად დაცემა". სუჯუნის დეკანოზის წარდგენითა და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის კურთხევით, ირჩევდნენ ერთ ღირსეულ და სათნო ქვრივ მოხუცს. იგი, დეკანოზთან ერთად, გიორგობამდე რამდენიმე დღეს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა. დღესასწაულის წინა ღამეს, მწუხრის შემდეგ ეკლესიაში რჩებოდა, სადაც შუა ადგილზე დაუდგამდნენ ტახტს მოსასვენებლად, იქვე ანალოგიაზე დააბრძანებდნენ წმინდა გიორგის საქადაგო ხატს. ქადაგი იმ ღამეს ლოცვაში ატარებდა. ხალხური გადმოცემით, მას გამოეცხადებოდა წმინდა გიორგი.

მეორე დღეს, ვიდრე ჟამისწირვა დაიწყებოდა, დიდი ლიტანიობით დეკანოზი და კრებული ანთებული სანთლებით, სახარებით, ჯვრით და ხატებით ქადაგს გამოუძღვებოდნენ. მოხუცი ავიდოდა სამრეკლოზე და ქადაგად დაეცემოდა. ის ხალხს ამცნობდა წმინდა გიორგის გამოცხადების შესახებ, მოუწოდებდა ცოდვების მონანიებისა და სინანულისაკენ, რომ დაეცვათ რწმენა და ეკლესიის სიწმინდე, შეაჩვენებდა ქურდს, მავნესა და ყველა იმას, ვინც თავისი მოქმედებით შეურაცხყოფდა ხატსა და მორწმუნეებს.

ქადაგი წინასწარმეტყველებდა მომავალზეც, ჭირნახულის მოსავალზე, ამინდზე, ლაშქრობა-ომიანობაზე და სხვა. სუჯუნის ქადაგს ხალხში დიდი გავლენა ჰქონია, დადიანებიც კი მის წინასწარმეტყველებას დიდ ანგარიშს უწევდნენ. მთავრები ოქრო-ვერცხლით ამკობდნენ ხატებს და ვერ ბედავდნენ სუჯუნის ხატი სხვაგან გადაეტანათ. ეს ხალხური ტრადიცია, სავარაუდოდ, სამეგრელოს სამთავროს გაუქმებამდე გაგრძელდა".

/"კარიბჭე" N24, 2017, გვ.38/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2018, 02:30 PM
პოსტი #209


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კეთილი კაცი კეთილ კვალს ტოვებს, ბოროტი კი ბოროტს. ინგლისში გვარი იყო ასეთი - ჰულიგანი, რომლის წარმომადგენლები ყველა ყაჩაღი, კაცისმკვლელი, თაღლითი გამოდიოდა და შემდგომში იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევენ, ამ გვარის მიხედვით ხულიგანს უწოდებენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2020, 12:03 PM
პოსტი #210


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1925 წელს მოსკოვში გრანდიოზული სკანდალი აგორდა. ლენინის მავზოლეუმის ქვეშ კანალიზაციის მილი გასკდა და მთელი მავზოლეუმი ფეკალურმა მასამ დაფარა. მართალია მაგ დროს მავზოლეუმი ხისგან იყო აშენებული, მაგრამ შიგნით ნამდვილი ლენინის გვამი ესვენა. მთელი მოსკოვი ფეხზე დგას, კომუნისტური ელიტა შეშფოთებულია და არ იცის როგორ მოახერხონ ლენინის გვამის ხსნა ფეკალური მასიდან. სწორედ ამ დროს მავზოლეუმთან პატრიარქმა ტიხონმა ჩაიარა, რომელიც უკვე 81 წლის იყო და არაფერი ჰქონდა დასაკარგი. მან მავზოლეუმს ღიმილით შეხედა და ხმამაღლა წარმოთქვა:
- როგორი გვამიცაა, ისეთი მირონი სდის."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 4 2021, 08:52 PM
პოსტი #211


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აჭარული ხაჭაპური პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემა "Businessinsider"- მა 2016 წლის 4 მაისის კვლევით მსოფლიოს 19 საუკეთესო კერძთა შორის დაასახელა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2021, 10:06 PM
პოსტი #212


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალზე ძველი გადმოცემის თანახმად, ბერძენ წმინდანთა რიცხვში მოხსენიებული [კლავდია] პროკულა სხვა არავინაა, თუ არა პილატეს ცოლი, რომელიც გაქრისტიანდა და შემდგომ იმ მართლის სახელის გამო ეწამა, რომლის გადარჩენაც ვერ შეძლო"

/მთავარეპისკოპოსი ინოკენტი, ხერსონელი
"ბიბლია განმარტებებით, ახალი აღთქმა" ტ. 17, გვ.472/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 28 2021, 09:27 PM
პოსტი #213


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1820 წელს პირველი კარტოფილი სწორედ ნავთლუღის ბაზარში გამოჩნდა, რომელიც 1818 წელს საქართველოში გადმოსახლებულმა გერმანელებმა ჩამოიტანეს"

/"კარიბჭე" N7, 2021, გვ.38/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2021, 06:25 PM
პოსტი #214


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თხის რძე არის ყველაზე უნიკალური, დედის რძესთან 90 პროცენტითაა მიახლოებული და სარგებლიანობის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა. მაღალი ცხიმიანობა აქვს, მაგრამ თხის რძის ცხიმი მავნებელი არ არის და მთელ მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ"

/"კარიბჭე" N8, 2021, გვ.45/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 7 2021, 12:14 PM
პოსტი #215


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცნობილია, რომ ქუთაისში საუბრისას ხშირად იყენებენ სიტყვა "სიმონ"- ს, თუმცა, ცოტამ თუ იცის ,საიდან მოდის ამ სიტყვის ისტორია.

უმეტესობა მიიჩნევს, რომ სიტყვა "სიმონ" არის ქუჩური წარმომავლობის და არანაირი განმარტება და დატვირთვა არ აქვს.

სინამდვილეში სიტყვა "სიმონ" მე-20 საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს, სადაც რუსული რეჟიმი იყო გამეფებული და აქტიურად მიმდინარეობდა ქართული ეკლესია-მონასტრების ნგრევა საბჭოთა ხელისუფალთა მიერ.

იმ დროს საქართველოში იყო ასეთი მღვდელმსახური სიმონ მჭედლიძე,რომელიც ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო და ქადაგებდა ქრისტეს, სამშობლოს სიყვარულს...ის წინააღმდეგი იყო საბჭოური რეჟიმის.

სიმონი იყო გაზეთ "შინაური საქმეები" - ს წევრი, სადაც დაუფარავად უარყოფდა საბჭოურ რეჟიმს. ამის გამო ქუთაისიდან გააძევეს და აუკრძალეს იქ ჩასვლა.
სიმონი მშობლიურ სოფელ სვირში წავიდა და სკოლა გახსნა. ამ დროისთვის უკვე იმერეთში არის დანგრეულია ბევრი ეკლესია, მათ შორის სობოროც.

1924 წელსაც სოფელ როდინოულშიც რუსებმა დაანგრიეს მაცხოვრის სახელობის ეკლესია და იმ ადგილზე ააშენეს თეატრი.

მოსახლეობა ძალიან გაანაწყენა ამ ფაქტმა და ბოლომდე იბრძოლეს ეკლესიის დასაბრუნებლად. ამ შრომამ შედეგი გამოიღო და ეკლესია თავიდან აღდგა.

მხოლოდ ეკლესიის კურთხევაღა იყო დარჩენილი, რომ მაშინდელმა ეპისკოპოსმა ნაზარ ლეჟავამ თავის მოძმე მღვდლებთან ერთად გადაწყვიტა სოფელ როდინაულში ჩასვლა.
იმავე დღის მეორე ნახევარში სიმონ მჭედლიძემ, ნაზარ ლეჟავამ და მოძმე მღვდლებმა აკურთხეს ეკლესია.

დაღლილმა ბერებმა კი ამის შემდეგ დაძინება გადაწყვიტეს.

და აი, დადგა საბედისწერო ღამე, როდესაც "ჩეკისტები" ბერებს თავს დაადგნენ და დააპატიმრეს. ისინი ერთ დილეგში დაატყვევეს და ერთი თვის მანძილზე აწამებდნენ.
წამების დროს, სიმონ მჭედლიძეს ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ ჯალათები: "გტკივა სიმონ?" "არა სიმონ?" "აბა ახლა რას იტყვი სიმონ?"...

თავად ჩეკისტებიც გაოცებულები იყვნენ სიმონის გამძლეობითა და შეუპოვრობით, სწორედ მათგან გავარდა ხმა სიტყვა "სიმონ"-ზე და ეს სიტყვა გახდა,როგორც გამძლეობისა და ამტანობის სიმბოლო.

საფიჩხიის ტყეში დახვრეტილ სასულიერო პირებს შორის გახლდათ მღვდელი სიმონ მჭედლიძეც, იმ ხუთთაგანი, სასტიკად ნაგვემები და თოკით ერთმანეთზე გადაბმულები 1924 წლის მარიამობა ღამეს რომ დახვრიტეს, შემდეგ ტყვიანასროლებსა და ჯერაც ცოცხლებს ,მიწა მიაყარეს.

სამწუხაროდ, მათი საფლავების ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

სიტყვა "სიმონ" - ს დღესდღეისობით დაკარგული აქვს პირველადი დატვირთვა და ცოტამ თუ იცის მისი ზუსტი მნიშვნელობა.

ეკლესიამ სიმონ მჭედლიძე "ახალმოწამედ" შერაცხა.

/"კარიბჭე" N11, 2021, გვ.32/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 9 2021, 08:42 PM
პოსტი #216


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"220 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი [არტემიდეს ტაძარი] მშენებლოდა-გამშვენება ისეთი სახელგანთქმული მხატვრების მიერ, როგორებიც იყვნენ პრაქსიტელი და აპელესი. 356 წელს ტაძარი ფსიქიურად ავადმყოფმა ჰეროსტრატემ გადაწვა და ხელმეორედ იქნა აშენებული მცირეაზიელი ბერძნების მიერ".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1. გვ.82/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 14 2021, 06:27 PM
პოსტი #217


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბაითი (ეს. 15.2) - ადგილი მოაბის ქვეყანაში. სიტყვა "ბაითი" ნიშნავს მოაბის კერპების სახლს, ანუ საკერპოს; შეიძლება შეეხებოდეს არა მარტო ქალაქს, არამედ კონკრეტულ საკერპოსაც. აღნიშნულ ციტატაში ნათქვამია, რომ მოაბი "ავიდა ტაძრად (ბაითში) და დიბონში, გორაკებზე სატირლად". მისი ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1. გვ.133/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2021, 07:14 PM
პოსტი #218


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გოიმი (ძვ. ქართ.: წარმართი). სიტყვა გოიმი ებრაულ ტექსტში ზოგადად ნიშნავს წარმართ ხალხებს, ანუ ყველას, ისრაელიანების გარდა, მაგრამ იესო ნავეს ძის წიგნში (იესო. 12.23) იგი გამოიყენება საკუთარი სახელის მნიშვნელობით, ხალხის ან ადგილის აღსანიშნავად. კერძოდ, აქ მოხსენიებულია გოიმის მეფე, ერთ-ერთი მეფე იმ ოცდათერთმეტ მეფეს შორის, რომლებიც დაამარცხა იესო ნავეს ძემ იორდანის დასავლეთ მხარეს, გილგალში.
მსაჯულთა წიგნში (მსაჯ. 4.2 - 13) იხსენიება ქალაქი "ხაროშეთ-გოიმი", რომელიც პალესტინის ჩრდილოეთით მდებარეობს, ნეფთალიმელთა კადეშის მახლობლად, ხოლო ზემოხსენებული ქალაქი "გოიმი" მდებარეობს გილგალში (ევსების მიხედვით - პატარა სოფელია, ანტიპატრიდადან ჩრდილოეთით, 6 მილის დაშორებით)."

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1. გვ.228/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2021, 01:02 PM
პოსტი #219


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ინდოეთში ქალები არასოდეს იჭრიან თმას, მხოლოდ მაშინ, როდესაც დაქვრივდებიან".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტ. 2 გვ. 46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2021, 02:51 PM
პოსტი #220


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარჯვენა ხელი ზოგადად აღნიშნავს სამხრეთს, ხოლო მარცხენა - ჩრდილოეთს"

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტ. 2 გვ.327/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 9 10 11 12 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 09:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი