IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 10 11 12  
Reply to this topicStart new topic
> რაც არ ვიცოდი და ახლა გავიგე..
marine
პოსტი Dec 26 2021, 04:25 PM
პოსტი #221


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფსალმუნთმგალობელი ამბობს (120.6): "დღისით მზე არ გავნებს და ღამით - მთვარე". ამ გამოთქმის მეორე ნაწილის განმარტებისას აღმოსავლეთში ზოგიერთი მოგზაური ამბობს, მთვარის შუქის ზეგავლენა აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაგალითად, არაბეთში, უსიამოვნო და საზიანოა მხედველობისთვის, ამ ქვეყნის მკვიდრნი კი სავსემთვარობისას ღია სივრცეში დაწოლილნი ყოვლეთვის იფარებენ თვალებზე ცხვირსახოცს ან საფარველს დაიდებენ. და მართლაც, აქ მთვარის შუქი უფრო აზიანებს მხედველობას, ვიდრე თვითონ მზე და იწვევს თვალის სხვადახვა სახის დაავადებას, თუკი ძილის დროს სახეს არ დაიცავთ".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტ. 2 გვ.367/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2022, 07:57 PM
პოსტი #222


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტყვისთვის ყურის მოჭრა ძველთაგან ჩვეულება იყო და დამონებას ნიშნავდა. ყურს მოაჭრიდნენ და ზედ სისხლის დენის შესაჩერებლად ხახვის ნაჭერს დაადებდნენ. აქედან დღემდე მოაღწია გამოთქმამ "ყურზე ხახვი არ დამაჭრაო", ე.ი. მონად არ მაქციო, ტყვედ არ წამიყვანოო"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.158/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2022, 04:19 PM
პოსტი #223


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კოლივადები - მოძრაობა ლიტურგიული აღორძინებისთვის ათონის მთაზე მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში. მან თავისი სახელწოდება მიიღო იქიდან, რომ მისი მიმდევრები უარს ამბობდნენ მიცვალებულთა მოხსენიებაზე კვირა დღეებში. კოლივადების მოძრაობის ლიდერები - მაკარი კორინთელი, ნიკოდიმოს მთაწმინდელი, ათანასიოს პაროსელი - ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანებად შეირაცხნენ"

/"უფალო, შემიწყალე", წიგნი 1, გვ. 279/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 20 2022, 10:11 PM
პოსტი #224


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ბაბილონის] ცენტრში განთავსებული იყო მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, ტერასებზე გაშენებული სემირამიდას დაკიდებული ბაღები. ნაბუქოდონოსორ II-მ დაკიდებული ბაღები თავისი მეუღლისთვის - ამიტასათვის შეაქმნევინა. მეფის მეუღლე მიდიიდან იყო, აყვავებული მხარიდან, ძალიან იტანჯებოდა ხმაურიან და მტვრიან ბაბილონში და ხელთქმნილი ბაღი მას მშობლიურ მხარეს ახსენებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიაში, ამ ნაგებობის სახელი, შეცდომით - "სემირამიდას დაკიდებული ბაღების" სახელით შევიდა".

/"ბიბლია განმარტებებით" ტ. 5, გვ. 507/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2022, 08:48 PM
პოსტი #225


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XIV საუკუნის დასასრულსა და XV საუკუნის დამდეგს საქართველო საშინელი განსაცდელის წინაშე დადგა - თემურ-ლენგი შემოესია ქვეყანას. საქართველოს პირსისხლიან დამპყრობთა შორის თემურ-ლენგი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ამ მაჰმადიანმა ფანატიკოსმა ქრისტიანობის უკანასკნელი კერები ჩააქრო სამარყანდსა და კასპიის ალბანეთში, შემდეგ კი ფიცი დადო, რომ ქართველებსაც გაანადგურებდა, თუ მაჰმადიანობას არ მიიღებდნენ.

თემურ-ლენგის ლაშქრობის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში, მიუვალი მთიანი ადგილების გარდა, მოსახლეობის რაოდენობა განახევრდა და ზოგან კიდევ მეტად შემცირდა. თბილისის აღების შემდეგ თემურ ლენგმა იუდეველთა მეფის - ჰეროდეს ბოროტმოქმედების გამეორება გადაწყვიტა. მან ბრძანა, თავი მოეყარათ ყველა ქრისტიანი ბავშვისა და ჩვილისთვის, წაეყვანათ ისინი ქალაქის გალავნის გარეთ, კალოუბნის მინდორში, სადაც ხორბალს ფქვვავდნენ, და მორებითა და ლოდებით გაესრისათ.

ბეთლემელი ჩვილები ქრისტესთვის პირველი მოწამეები არიან. თბილისელი ბავშვებიც ქრისტესთვის აწამეს, რადგან მათ მშობლებმა უარი თქვეს სჯულის შეცვლაზე. ბეთლემელი ჩვილები წმინდანთა დასს მიაკუთვნეს, ხოლო თბილისელი ჩვილი მოწამენი, სამწუხაროდ, დავიწყებული არიან.

ქრისტიან ყრმათა წამების ადგილზე ძველად კალოუბნის ეკლესია იყო აგებული, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში - სამხედრო ტაძარი. ორივე ტაძარი განადგურებულია, კალოუბნის ეკლესიის ადგილზე კი კინოთეატრი "რუსთაველი" ააშენეს. არ გვგონია, მონაზვნად აღკვეცილ, ჯვრის მონასტერში დაკრძალულ შოთა რუსთაველს ესურვა, მისი სახელით შენიღბულიყო ვანდალიზმი - ძველი სიწმინდის განადგურება. სამხედრო ტაძრის დარბევის დროს მღვდლების და მრევლის ნაწილი, რომლებიც ამ ეკლესიის დაცვას ცდილობდა, დახოცეს. მათი სისხლი თემურ-ლენგის მიერ დახოცილ ჩვილთა სისხლს შეუერთდა".

/"სულიერი ყვავილნარი"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 9 2023, 03:08 PM
პოსტი #226


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულ რაღაც საუკუნის წინ ჩვენს სამშობლოში [რუსეთი] ვაჭრები მრავალმილიონიან გარიგებებს ყოველგვარი ქაღალდების გარეშე დებდნენ, მართლმადიდებლების ურთიერთნდობის საფუძველზე. საშინელი მუქარა - "მტვრად გაქცევ" - ამას ნიშნავდა: ვაჭარი ვალს სადღაც დაფაზე ცარცით იწერდა. და თუკი ნდობით ბოროტად ისარგებლებდნენ და მოატყუებდნენ, მევალის სახელს "მტვრად აქცევდნენ" ანუ უბრალოდ შლიდნენ ჩანაწერს. აღარ სთხოვდნენ ვალის დაბრუნებას და ღვთის სამსჯავროს გადასცემდნენ. ოდესღაც ყველაზე მეტად ცოდვისა და ღვთის სამსჯავროს ეშინოდათ"

/ნინა პავლოვა, "წითელი პასექი" გვ. 223/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2024, 08:19 PM
პოსტი #227


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იღბალი - ეშმაკის სახელია, ნუ უსურვებთ ადამიანებს მას!

"იყავით ფხიზლად, უსურვეთ ერთმანეთს კეთილდღეობა და ღვთის წყალობა და არა ეშმაკი. ზოგიერთები მოსახსენებელში ახსენებთ იღბლის ეშმაკს: "იღბალი ქალიშვილს", "იღბალი ვაჟისთვის", "იღბალი ოჯახისთვის". როგორ ჩამიწერეთ ეშმაკი მოსახსენებელში?

იცით თუ არა ვინ იყო იღბალი? ეს იყო ყველაზე დიდი დემონი, რომელმაც მილიონობით სული შეიწირა. "მოლოქი" ანუ იღბალი იყო ბედნიერების ღმერთი რომაელებთან, შუმერებთან და კართაგენელებთან. მის ქანდაკებას, სპილენძში ან ვერცხლში ჩამოსხმულს, დაატარებდნენ ორთვლიანი ეტლით. ზურგის მხრიდან მას ჰქონდა სპილენძის ღუმელი, წინა მხრიდან კი სპილენძის ტაფა. უკნიდან იღბალს შეუკეთებდნენ შეშას, ქანდაკების გაბზარვამდე. მის ქურუმებს ხელში ეჭირათ დიდი ალესილი ცულები. როგორ მსხვერპლს იწირავდა იღბალი? - მხოლოდ ძუძუმწოვარა ბავშვებს დედების ხელიდან. მოდიოდნენ სოფელში, მოაგორებდნენ იღბლის ორთვალას წითლად გახურებული ტაფით და ტაშის კვრით იძახდნენ: "აბა ვის სურს იღბალი, შესწირეთ იღბალს" და უგუნური დედაკაცები ერთმანეთს შეეხმიანებოდნენ - "აძლევ შენს ბავშვს?" "კი, მივცემ, რომ იღბალი გვქონდეს". აიყვანდა ქალი ბავშვს მამის ხელიდან და გადასცემდა. ასე 40-50 ბავშვი ხვდებოდა ერთ ჯერზე ამ ტაფაზე.

ალბათ იკითხავთ: მოლოქი თარგამანში მეფეს ნიშნავს, და რა შუაშია იღბალი? ბევრ წყაროში მითითებულია, რომ ეს იყო ძლიერი, მძლავრი დემონი, რომელმაც ბევრი სიცოცხლე შეიწირა. ბევრი ადამიანი ეთაყვანებოდა მას იმ დროს და გასაკვირი არ არის რომ მისი სახელი ითარგმნება როგორც "მეფური".

მოლოქი ბიბლიაში მოხსენიებული სემიტური ღვთაების სახელია. მას ეთაყვანებოდნენ ებრაელები გამოსვლის დროს და სოლომონის მეფობის დროს. ეს თაყვანისცემა გამოირჩეოდა ბავშვების მსხვერპლშეწირვით. ღმერთმა, როდესაც მოსეს მისცა მცნებები, სიკვდილის მუქარით კატეგორიულად აკრძალა სხვა ღმერთებისთვის თაყვანისცემის ამდაგვარი ფორმა. ებრაელების გარდა მოლოქს ეთაყვანებოდნენ ამონიტელები და ფინიკიელები (მელკარტის სახელით), მსგავსი კულტი ჰქონდათ მოაბელებს.

ახლა წავიკითხოთ რუმინელი უხუცესი ბერი კლეოპას სიტყვებში როგორ უკავშირდება ეს მოლოქი იღბალს? შესაძლოა, თარგამანში იყოს უზუსტობა, მაგრამ თუ სწორად ციტირებენ კლეოპა იხსენიებს კერპს - ნოროკს, რომელიც ითარგმნება როგორც იღბალი და ამ იღბალს ბევრგან საკუთარ სახელად იყენებს. როგორ მსხვერპლს იწირავს ეს იღბალი? გამოდის, რომ ბერი იმავე დემონზე ლაპარაკობს. მოკლედ, ამ ტექსტში ლაპარაკია იმაზე, რომ ქრისტეს მოსვლამდე ადამიანებს ყოველ ცოდვაზე თავისი დემონი ჰყავდათ, რომელსაც თაყვანს სცემდნენ როგორც კერპს, ღვთაებას. მარსი - ომის ღმერთ, აფროდიტა - ვნების ღვთაება, მოლოქი კი იყო ღვთაება, რომელსაც სწირავდნენ საშინელ მსხვერპლს - ბავშვებს იღბლის მოსაპოველბად. ბერს მოჰყავს წინასწარმეტყველი ისაიას სიტყვები: "მაგრამ მათ, ვინც მიატოვა უფალი, მე დავსჯი, მათ დაივიწყეს ჩემი წმინდა მთა და თაყვანისცეს იღბალს - ბედისწერის არაასწორ ღმერთს". ამიტომაც ბერი ევედრება ყვეალს, არავის უსურვონ და არ მოუხმონ იღბალს. რადგან ფაქტობრივად, იღბლის მოხმობით მივმართავთ არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, არამედ დემონურ ძალებს, როგორც ძველად კერპთაყვანისმცემლობის ეპოქაში".

/არქიმანდრიტი კლეოპა
"კანდელი" N9, 2023, გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 10 11 12
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 01:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი