IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> მეუფე სტეფანე - ლიბერალიზმის შესახებ
პატრიოტი
პოსტი Jun 22 2007, 02:22 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



ციტატა(მნათე @ Jun 16 2007, 10:24 PM) *

ვფიქრობ ყოვლადუსამღვდელოესის კონკრეტულ ხედვას, კიდევ ერთხელ უნდა გავეცნოთ, მასში ძალიან კარგად არის ფორმულირებული ე.წ 'ელიტის' ცდომილება, რომელიც საზოგადოებრივ აზრს ქმნის, უფრო სწორედ სურს შექმნას smile.gif სამწუხაროდ ტექსტი დღესაც - აქტუალობას არ კარგავს, ყურადღებით გაეცანით
IPB-ს სურათი
ლიბერალიზმი – სიცრუე და ცოდვის მონობა თავისუფლების ნიღბით
დიდი საფრთხის წინაშე დგას საქართველო. ქართველ ხალხს თვალსა და ხელს შუა აცლიან ჭეშმარიტ სარწმუნოებას. სახელმწიფო რელიგიად, ყოველგვარი გამოცხადების გარეშე, მკვიდრდება ლიბერალიზმი. დიახ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მარქსიზმის ადგილს ახალი სახელმწიფო იდეოლოგია – ლიბერალიზმი იმკვიდრებს. ამ იდეოლოგიას აქვს პრეტენზია, რომ იყოს არბიტრი ყველა საკითხში, მათ შორის სახელმწიფოებრივ საკითხებშიც. ჩვენ გვატყუებენ, თითქოს იბრძვიან ჩვენი უფლებებისათვის, თავისუფლებისათვის, სინამდვილეში კი, ცოდვის მონობასა და სიცრუეს – “მარადიულ ღირებულებებად” ამკვიდრებენ.
ამ ახალი სახელმწიფოს რელიგიის უმაღლესი ქურუმები საზღვარგარეთიდან მართავენ პროცესებს, შიგნით კი ბოკერიები, გვახარიები, ნაირა გელაშვილები, ბუღაძეები, ზურაბაშვილები... და მათ აყოლილი პოლიტიკოსები გვმოძღვრავენ. ჰყავთ დამკვრელური “კომკავშირული” აგიტბრიგადებიც, სულ “კმარა” რომ აკერიათ პირზე და მუშტებს გვიქნევენ. სკოლებშიც შეიჭრნენ და მოსწავლეებს მასწავლებლებისა და მშობლების წინააღმდეგ აქეზებენ.
ერთ ტიპიურ მაგალითს მოვიყვან:
ოჯახში კონფლიქტი მოხდა. მშობლები წაკამათდნენ. ამ იდეოლოგიით “აღზრდილმა” ბავშვმა სრულიად გულგრილად დაურეკა პოლიციას და მოსთხოვა თავისი უფლებების დაცვა.
კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვისაც ოდნავ შერჩენია აზროვნება, თავად მიხვდება, რა საშინელების წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება.
ლიბერალიზმის აპოლოგეტები ამ იდეოლოგიას “ქრისტიანული კულტურის პირმშოდ აცხადებენ, თან ამატებენ, რომ “კონფესიურ განსხვავებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს”. თურმე “მართლმადიდებლური საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ისეთივე ნაწილია ქრისტიანული კულტურისა, როგორც კათოლიკური იტალია და პროტესტანტული შვედეთი”. და ბოლოს დასკვნა: “აბსოლუტურად უმართებულოა იმის მტკიცება, თითქოს ევროპული ღირებულებები და, კერძოდ, ადამიანის უფლებების ლიბერალური გაგება ქართული მენტალიტეტისათვის უცხოა... “
თურმე “ლიბერალური მოძღვრება ქრისტიანულ კულტურაზე და ქრისტიანულ ეთიკაზეა დაფუძნებული”. ამიტომ “საქართველო და ქართული კულტურა - ქრისტიანული კულტურის ისეთივე ნაწილია, როგორც სხვა ევროპული ქვეყნები.
...“პივით” “პახმელიაზე” გამოსული რუსები რომ იტყვიან ხოლმე – “ჟელეზნაია ლოგიკა!”...
თურმე ნუ იტყვით, და ლიბერალიზმი ქრისტიანული სარწმუნოების პირმშოა (ამას გვიმალავდით?!)
ვერ ვენდეთ სიტყვაზე “თავისუფლების ინსტიტუტს”, შევეცადეთ უფრო ღრმად ჩავწდომოდით საკითხისს არსს და სრულიად საწინააღმდეგო სურათი მივიღეთ! აღმოჩნდა, რომ ლიბერალიზმი ქრისტიანული მოძღვრების ფუძემდებლური პრინციპების უარყოფითა და ჯ. ლოკის, შ. მონტესკიესა და ძმათა მათთა მწვალებლური იდეებითაა ნასაზრდოები!
... ქრისტეს რომელ მცნებად ჩავთვალოთ ზემოთ მოყვანილი განმარტებები ბატონო დ. ზურაბიშვილო?
ისე, რას ვერჩით გვახარიას, მას მოსწონს და სიამოვნებას ჰგვრის, როცა კაცები ერთმანეთს “ესიყვარულებიან”, ან, რა ქნას ნარკომანმა, მას ხომ სიამოვნებს ნარკოტიკებთან “ურთიერთობა”. “კეთილია” მანიაკი - მკვლელი - მას სიამოვნებს ადამიანის მოკვლა.
აი, ასეთ “ქრისტიანულ მემკვიდრეობას წარმოადგენს ლიბერალური ფილოსოფია. რადგან მას დასავლეთში თაყვანს-სცემენ, ჩვენც აუცილებლად უნდა ავიტაცოთ “ცივილიზაციის მონაპოვარი”.
ჰკითხეთ დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, რატომ უჩივიან სულის სიცარიელეს? რატომ არ აძლევთ შვებას ეს ე.წ. კულტურა? რატომ აოცებთ საქართველოში ჩამოსულ “ცივილიზებულ” ადამიანებს ის უბრალო ადამიანური სითბო და სიწრფელე, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ქართველებს?
რატომ გვაოცებს ჩვენ, ქართველებს, ლიბერალიზმის მიმდევართა და მათ წიაღში აღზრდილ ადამიანთა სიცივე და გულგრილობა უბრალო ადამიანურ ურთიერთობებში?
ლიბერალიზმის ქართველი მოტრფიალენი, არ უშვებენ შემთხვევას, რომ არ დაარწმუნონ გაუთვითცნობიერებელი ადამიანი, თითქოს თვით იესო ქრისტე და მისი მოციქულები იყვნენ ყველაზე დიდი ლიბერალები.
ქრისტეს სიტყვები: “როგორც გინდა, რომ შენ გეპყრობოდნენ, ისე მოეპყარი სხვას” - ადამიანის უფლებების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ” -გვმოძღვრავს დ. ზურაბიშვილი.
ლიბერალიზმის აგიტბრიგადების აქტივისტების სიტყვებით რომ ვთქვათ: “შენ თუ გინდა კაიფი, სხვაც აკაიფე რა!”
სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ეს სიტყვები ასე ესმით:შენ თუ გინდა, რომ სხვა მოგეფეროს, მეც მომეფერე რა!”
მე არაფერს ვამატებ, როცა ვაშიშვლებ ლიბერალური იდეოლოგიის “ღირებულებებს”. ქრისტეს სიტყვები, მათი გაგებით, ზემოთ მოყვანილ მაგალითებსაც მოიცავს.
ზ. კიკნაძე იოანე ოქროპირსა და პავლე მოციქულს მოიხმობს, რათა როგორმე დაგვარწმუნოს, რომ თურმე ადამიანს თავისუფალი ნება Hქონია.
იგი წერს, რომ იოანე ოქროპირი “როგორც იურისტი და როგორც ანთროპოლოგი”, და კიდევ, როგორც ღვთისმეტყველი, გვიცხადებს ადამიანის თავისუფლების საიდუმლოს”.
...ლიბერალიზმის გაგებით, ჭეშმარიტების ქადაგება სახელმწიფო სასწავლებელში დანაშაულია, ანტიკონსტიტუციური ქმედებაა!
ხედავთ რა “თავისუფლებას” გვთავაზობს ე.წ. “თავისუფლების ინსტიტუტი?” ჭეშმარიტებისაგან გათავისუფლებას! აი, როგორ გულმოდგინედ იცავენ ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უფლებებს?!
სამაგიეროდ აუცილებელია ბავშვების “სექსუალური აღზრდა”, ცრუ იდეოლოგიების ქადაგება, ცრუაღმსარებლობათა და ცრურწმენათა დაცვა, საჭიროა ოკულტიზმისა და მაგიის დანერგვა, ასტროლოგია, ხირომანტია, “მფრინავი თეფშები” – ეს ყველაფერი “მეცნიერების დარგებია”.
მოგვიწევს გავახსენოთ “ქრისტიანული კულტურის პირმშოებს” იესო ქრისტეს კიდევ ერთი სიტყვა:
უკეთესია წისქვილის ქვა ჩამოიბა კისრზე და ჩახტე წყალში, ვიდრე დააბრკოლო ერთი, სულ მცირე ადამიანიც კი.
ეს სიტყვები არ უნდა დააიწყდეთ ლიბერალური რელიგიის ქურუმებს და მათ მიმდევრებს.
“სიყვარულის” თავისუფლებაზე და “სექსუალური უმცირესობების” უფლებებზე არაფერს ვიტყვი. ნორმალური ადამიანისათვის ისედაც გასაგებია რა თავისუფლებაზე და რის უფლებაზე საუბარი.
ვიტყვი “სინდისის თავისუფლებაზე”. რას ნიშნავს “სინდისის თავისუფლება”? უსინდისობის თავისუფლებას ხომ არა? როგორ შეიძლება სინდისის გათავისუფლება? ის ხომ ჩვენ ნებას არ ემორჩილება! სინდისი ხომ ღვთის მამხილებელი ხმაა ადამიანში! ე.ი. როცა ეს მხილება არ მოგწონს სიცრუით მიანიჭებ სინდისს თავისუფლებას”, დაამშვიდებ, დააწყნარებ მას, თითქოს არაფერი არ ხდება, მიამწყვდევ სულის ბნელ კუნჭულში და მორჩა, “თავისუფალი” ხარ! ვაშა შენ გაიმარჯვე, უკვე უსინდისო ხარ! შენ მოიპოვე “სინდისის თავისუფლება!”
“სინდისის თავისუფლება”, ლიბერალური იდეოლოგიის გაგებით, ნიშნავს გწამდეს ღმერთად ყველაფერი, რაც გინდა ან, საერთოდ, არ გწამდეს არაფრისა. მოკლედ:”კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე!”
ჭეშმარიტების შემეცნება, რომელიც თავისუფლების მიღწევის აუცილებელი პირობაა – უგულებელყოფილია. ლიბერალიზმისთვის ჭეშმარიტება არდობითი ცნებაა. ყველას თავისი ჭეშმარიტება აქვს, ყველას თავისი “ღმერთი” ჰყავს. ხედავთ, რა კარგად დაიმალა ეშმაკი?! მასაც “ღმერთის” სტატუსი აქვს, თანაც ყველა ვარიანტში.
ერთის გარდა! “შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ”. ჭეშმარიტება ათასი არ არის. ის ერთია! ღმერთი მრავალი არ არის. იგი ერთია – ერთადერთი! ეს ღმერთი ლიბერალურ სარწმუნოებას არ სწამს, მას სხვა "ღმერთები” ჰყავს. მას არ სჭირდება ჭეშმარიტება! მასში “ლიბერალური ფასეულობები” იკავებენ ჭეშმარიტების ადგილს.
აღრეულია ცნებები! სიძვას და მრუშობას სიყვარულს უწოდებენ. აღვირახსნილობას – თავისუფლებას! სიცრუეს – სიმართლეს! ღვტის გმობას – აღმსარებლობას!
შეიშალა ქვეყანა!
საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი გადაურჩეს ამ ნებაყოფლობით სიგიჟეს. ღვთივკურთხეული ქართველი ერი დედა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშაა. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ცოცხალია ჭეშმარიტი რწმენა.
ადრე ამ რწმენის წასართმევად ხმლითა და ზარბაზნებით მოდიოდნენ, ახლა აგიტაცია-პროპაგანდით. დღევანდელი იარაღი გაცილებით უფრო ძლიერია, რადიოთი და, განსაკუთრებით, ტელევიზიით ყოველ სახლში აღწევს ეს გამრყვნელი ზემოქმედება. სიბილწის პროპაგანდა სახელმწიფო იდეოლოგიის ფორმებს იძენს!
ყველას, ისაც ჯერ კიდევ შერჩენი სინდისი, გთხოვთ წინააღმდეგობა გაუწიოთ ამ ღვთისმგმობ, აღვირახსნილდა წამლეკავ იდეოლოგიას.
ყველგან, სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში, პარტიებში, ორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის სასუალებებში, სამართალდამცავ ორგანოებში, სასამართლოებში, სასწავლო დაწესებულებებში, ყველგან, სადაც ხართ პატიოსანი ადამიანები, ჩვენი ერის ერთგული მამულიშვილები, ჭეშმარიტი ღმერთის ერთგული აღმსარებლები, წინ აღუდეგით ერის თვითმკვლელობას! თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენი მომავლის წინაშე, ღიად გამოხატეთ თქვენი სარწმუნოება, გაერტიანდით ღვთის გულისათვის!
სამშობლო საფრთხეშია!
ქართველ ხალხს შეუწყნარებლობას აბრალებენ. ეს სიცრუეა! ქართველმა ყოველთვის იცოდა და ახლაც იცის უცხო ეროვნებისა და სხვა სარწმუნოების ადამიანთა შეწყნარება. საქართველოში ოდითგანვე იყო და ახლაც შენარჩუნებულია სხვადასხვა აზროვნების ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ეს არ არის ლიბერალიზმის მონაპოვარი!
ეს ჩვენი მართლმადიდებლური რწმენის მონაპოვარია!
მაგრამ ქართველმა ყოველთვის იცოდა თავისი ღირსების, თავისი სარწმუნოების, თავისი მამულის, თავისი ენის დაცვა! არც დღეს დაუკარგავს ქართველებს ეს თვისებები. სამწუხაროდ, ცვენ გვატყუებენ, სულში გვაფურთხებენ და თან ტაშს გვაკვრევინებენ.
დროა გამოვფხიზლდეთ!
აღვირახსნილობა თავისუფლება არ არის!
ჭეშმარიტება სიცრუე არ არის!
ეშმაკი ღმერთი არაა!
არც მრუშობაა სიყვარული!
დროა დავიცვათ ჩვენი მომავალი!
დროა დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება!
ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს!..
...თავისუფლება ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე – თვითნებობაა. თუ ცოდვის მონობიდან არ გათავისუფლდი, რამდენიც გინდა იძახე თავისუფალი ვარო, “თსვისუფლების ინსტიტუტები” შეჰქმენი, შენს თავს “თავისუფალი მედია” დაარქვი, იბრძოლე “სიყვარულის თავისუფლებისათვის”, “აზრის თავისუფლებისათვის”, დაიდგი კერპად “თავისუფლების” ქანდაკება – მაინც მონა ხარ, ეშმაკის მონა. ცრუღმერთებით გაბრუებული, ცნობიერება გაუკუღმართებული, თავ-გზა აბნეული ადამიანი საცოდავია.
ამიტომ ჭეშმარიტი ღმერთის ეკლესიის ვალია ეცადოს სიყვარულით დააბრუნოს ღმერთთან გზააბნეული შვილები. სწორედ ესაა ღვთის ეკლესიის მთავარი დანიშნულება.
თანამედროვე მსოფლიოს დამოკიდებულება მართლმადიდებელ ქრისტიანობისადმი და მისი როლის დაკნინების მცდელობები
თანამედროვე მსოფლიო ახალი ფასეულობებით ცდილობს ცხოვრებას. მას აღიზიანებს მართლმადიდებელი ეკლესიის “კონსერვატიზმი”. თანამედროვე მსოფლიომ ქრისტიანობის უტილიზაცია მოახერხა. მას აღარ სჭირდება ქრისტე როგორც “გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე”. მას არ უნდა ათი მცნების გაგონება, არ სურს ცოდვა-მადლზე ლაპარაკი. თანამედროვე მსოფლიოს ფილოსოფიებს “თავისუფლება” უნდათ, ღვთისაგან თავისუფლება, მაგრამ ღმერთის სახელით. რომელ “ღმერთებს” არ სურთ ჭეშმარიტი ღმერთის მეუფება? ვის ინტერესებში შედის კაცობრიობის მორალური ნორმების შეცვლა? ჭეშმარიტების ფარდობითობის ცრუსწავლების შემოტანით მორალის ფარდობითობის შესაძლებლობა მიეცათ. დღეს ამორალურად შეიძლება ბერ-მონაზვნობა გამოაცხადონ, საროსკიპოები კი ნორმალურ ადამიანურ მოვლენად.
მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტებისადმი ერთგულება არ აწყობს ამა ქვეყნის ცბიერ სულს, ამიტომ მას უპირისპირებს ცრუქრისტიანულ აღმსარებლობებს, სხვადასხვა სექტებს, რელიგიებს, ფილოსოფიებს, ცრუ-ეკლესიებს, განდგომილობებს. აღმსარებლობის თავისუფლების ეგიდით იგი ცდილობს, გაათანაბროს ჭეშმარიტი სარწმუნოება ცრუაღმსარებლობებთან. ამ მიზნით იქმნება ცრუეკლესიათა სხვადასხვა სახის გაერთიანებები, რომლებიც ცდილობენ ურთიერთგამომრიცხავ სწავლებათა მექანიკურ გაერთიანებას. ქმნიან ამა სოფლის ახალ რელიგიას – სარწმუნოების ჭეშმარიტების გარეშე. მთავარ მიზნად ცხადდება ერთობა, ერთიანობა, ურთიერთშემწყნარებლობა ნებისმიერი ხერხითა და მეთოდით.
...თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, სულ უფრო მეტად ამჟღავნებენ თავის ნამდვილ მიზანს, ეს მიზანი რელიგიური ხასიათისაა – ანტიქრისტეს გაბატონებისათვის მზადდება საჭირო სამართლებრივი და იდეოლოგიური ფონი. სიცრუის გაბატონება, ცნებათა გაყალბება, ფასეულობათა გადაფასება გადამწყვეტ ფაზაში შედის.
ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა – “ოჯახის დაგეგმარებით”, უმწეო ბავშვთა მკვლელობის დაკანონებით, უწესო სქესობრივი კავშირების თავისუფალ სიყვარულად გამოცხადებით მიმდინარეობს. ფემინისტური მოძრაობა ამარცხებს დედობას.
სექსუალურ უმცირესობათა უფლებებისათვის ბრძოლა – აღვირახსნილ ავხორცობასა და მანიაკურ ვნებებს – ნორმალურ ზნეობრივად გამართლებულ მოვლენად ამკვიდრებს.
რელიგიურ უმცირესობათა უფლებებისათვის ბრძოლა გულისხმობს ცრურწმენათა, ღვთის მგმობ აღმსარებლობათა და ცრუეკლესიათა გათანაბრებას ღვთის ჭეშმარიტ ეკლესიასთან.
მართლმადიდებელი ეკლესია – როგორც ქრისტეს მიერ დაფუძნებული ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია, ვერასოდეს ჩათვლის ვერც კათოლიკეებს, ვერც პროტესტანტებს, ვერც სხვადასხვა სექტებსა და ფილოსოფიებს, ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელ ორგანიზაციებად. ამის გამო მართლმადიდებლობას დღეს უკვე ექმნება ამა ქვეყნის სულით შეპყრობილ ადამიანთა მიერ ჩამოყალიბებულ “უფლებადაცვით” ორგანიზაციებთან და სხვა ე.წ. “დემოკრატიულ” ინსტიტუტებთან “გარკვეული” პრობლემები. მართლმადიდებელთა დისკრედიტაციისათვის იგივე ინსტიტუტები ფარულად ქმნიან და ყოველმხრივ ასაზრდოებენ ფსევდომართლმადიდებლურ ცრუეკლესიებს – სხვადასხვა სახის განდგომილ პიროვნებათა მიერ ჩამოყალიბებულ სქიზმატურ დაჯგუფებებს. ამის კლასიკური მაგალითია საქართველოში ბასილ მკალავიშვილის სქიზმატური დაჯგუფება, რომელიც “მართლმადიდებელთა” სახელით დასდევს სექტანტებს. მართლმადიდებელი ეკლესიის დაშლისა და დანაწევრების მიზნით, მთელს მსოფლიოში იქმნება და ფინანსურად ძლიერდება სქიზმატური დაჯგუფებები. საქართველოში დღეისათვის მოქმედებს და გარკვეული წრეების ფარული თუ ღია მხარდაჭერით სარგებლობს ე.წ. რუსეთის კატაკომბური ეკლესია, რომელსაც მიტაცებული ჰქონდა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასულიერო ცენტრი – ზარზმის მონასტერი. აქვე უნდა აღინიშნოს, ბოსტონელ “ავქსენტიანელთა” სქიზმატური დაჯგუფება და სხვ.

ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაჯეიშვილი)

ბროშურიდან “მართლმადიდებელი ქრისტიანობა თანამედროვე მსოფლიოში”

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია
2005 წელი


მეუფე სტეფანს მივმართავ.


აქ გიწერიათ რომ უცხო ქვეყნიდან იმართება ანტი ქრისტიანული ქმედებები საქართველოში. მაშინ მე გეკითხებით რატომ ფინანსდება და ფინანსდებოდა ეკლესია რუსული სპეცსამსახურების მიერ. რატომ იყვნენ მიტროპოლიტ ეპისკოპოსები KGB-ს გავლენის აგენტები? როგორ ხდებოდა, რომ KGB-ს მიერ შემოგზავნილი ხალხი სულ რაღაც 5 წელიწიდაში ხდებოდნენ მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები? რა თქმა უნდა ეკლესიაში არსებული სხვა გავლენის აგენტების დახმარებით. ეკლესიის "თვალსაჩინო" წარმომადგენელი მამა იოანე გივიშვილი ჩემთან საუბარში აღნიშნავს რომ რუსეთი არის ჩვენი პატრონი რადგან მართლმადიდებლები არიან და ერთი სული აქვს როდის შეურთდება საქართველო რუსეთს. ხშირად ხდება რომ რუსეთის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან წარჩინებული სტუდენტები. რის შემდეგადაც ბრუნდებიან რუსული სპეცსამსახურის გავლენის აგენტები ან აგენტ იფნორმატორები ანაფორას და ეკლესიას ამოფარებულნი. მოდით ამ საკითხს მიხედეთ და მერე ილაპარაკეთ ბოკერიაზე და სხვებზე. ყველაფერს მთავრობას ნუ აბრალებთ. ეკლესიაში არის გამეფებული კორუფცია და განუკითხაობა როგორც არასდროს.

მე როგორც საქართველოს მოქალაქეს და ქრისტიანს ძალიან შემტკივა გული.


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 22 2007, 02:28 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მეუფე სტეფანს მივმართავ.

მეუფე სტეფანე ამ თემას ათვალიერებს, ამიტომ შენს მიმართავასაც აუცილებლად ნახავს wink.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 22 2007, 02:33 PM
პოსტი #23


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



პატრიოტი
ხოლო სანამ ნახავდეს და მე კიდევ მოვიცლიდე გამართული პასუხის დასაწერად, მინდა გითხრა, რომ ეკლესიას უშიშროების სამსახური არ ჰყავს, რომ აგენტები გამოავლინოს და აიყვანოს, ამასთან, ეკლესიაზე, რომელმაც გადაიტანა უსაშინლესი ბოლშევიკური დევნა და ჰქონდა პერიოდი, როცა სინოდის ყველა წევრი პატრიარქიანად ციხეში იყო დაპატიმრებული, ქირქილით და თითის ჩვენებით, რომ აგენტები არიან იქ (თუკი არიან საერთოდ) რბილად რომ ვთქვათ, არავაჟკაცური საქციელია

ეკლესია ძლიერი იყო დავითის დროს, რომლის უშიშროება ცალკე ზრუნავდა ეკლესიაზე, ბიზანტიელი მსტოვრებისგან დასაცავად. ხოლო თუ ყველაფერი ისეა როგორც შენ წერ, ეს უსერიოზულესი ჩავარდნაა უშიშროების სამსახურის. ამიტომ არ მჯერა რასაც წერ....

ეს ცნობისთვის. პასუხს კი მოგვიანებით დავწერ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jun 22 2007, 02:37 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



ციტატა(მნათე @ Jun 22 2007, 02:28 PM) *

მეუფე სტეფანე ამ თემას ათვალიერებს, ამიტომ შენს მიმართავასაც აუცილებლად ნახავს wink.gif

ძალიან კარგი. იმედია ზუსტად გაიგებს რაც მინდოდა მეთქვა


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jun 22 2007, 02:38 PM
პოსტი #25


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



რატომ სთხოვ პატრიოტ ამ ფორუმზე მეუფეს პასუხს , როცა ის ამ ფორუმის წევრი არ არის, როცა გაწევრიანდება მაშინ კითხე, ანარადა მიდი და პირადად ესაუბრე.
რა დროს რუსული კაგებეა , დაიშალა, ის დრო წავიდა და თუ ვინმე იყო ეკლესიაში ეგეთი დარჩნენ კენტად .
ესეთი მიმართვები 70 იან 80 იან წლებში შეიძლებოდა , მაგრამ მაშინ მოგიგრიხავდენ უცბათ კისერს.
ეხლა კი ანაქრონიზმი და უაზრობაა რა ვერ ხვდები?


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jun 22 2007, 02:41 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



ციტატა(კანონისტი @ Jun 22 2007, 02:33 PM) *

პატრიოტი
ხოლო სანამ ნახავდეს და მე კიდევ მოვიცლიდე გამართული პასუხის დასაწერად, მინდა გითხრა, რომ ეკლესიას უშიშროების სამსახური არ ჰყავს, რომ აგენტები გამოავლინოს და აიყვანოს, ამასთან, ეკლესიაზე, რომელმაც გადაიტანა უსაშინლესი ბოლშევიკური დევნა და ჰქონდა პერიოდი, როცა სინოდის ყველა წევრი პატრიარქიანად ციხეში იყო დაპატიმრებული, ქირქილით და თითის ჩვენებით, რომ აგენტები არიან იქ (თუკი არიან საერთოდ) რბილად რომ ვთქვათ, არავაჟკაცური საქციელია

ეკლესია ძლიერი იყო დავითის დროს, რომლის უშიშროება ცალკე ზრუნავდა ეკლესიაზე, ბიზანტიელი მსტოვრებისგან დასაცავად. ხოლო თუ ყველაფერი ისეა როგორც შენ წერ, ეს უსერიოზულესი ჩავარდნაა უშიშროების სამსახურის. ამიტომ არ მჯერა რასაც წერ....

ეს ცნობისთვის. პასუხს კი მოგვიანებით დავწერ

მაპატიე მაგრამ როცა ყოფილა მცდელობა კონტრდაზვერვითი საქმიანობისს განსახორციელებლად მაშინვე დაფდაფეფს შემოჰკრეს ხელი აი ეკელსიას შლის სპეცსამსახურიო. გახსოვს ცხონებული შარაძის გამოსვლა ვითომ პატრიარქის მოწამვლა სურდა მავანს რათა შეეცვალათ შემდგომ. საზოგადოება ძალზედ ახშფოთდა მაშინ. გავრცელდა ათასი საშინელი ჭორი. ეხლა შარაძეს ვინ ალაპარაკებდა კი იცით თქვენ. რატომ? იმიტომ რომ საზოგადოებისთვის დაენახებინათ ვითომ სახელმწიფო ეკლესიის მტერია. ამიტომაც სახელმწიფო დღეს დღეისობით პრაქტიკულად არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში.
ლეონტი
ციტატა
რატომ სთხოვ პატრიოტ ამ ფორუმზე მეუფეს პასუხს , როცა ის ამ ფორუმის წევრი არ არის, როცა გაწევრიანდება მაშინ კითხე, ანარადა მიდი და პირადად ესაუბრე.
რა დროს რუსული კაგებეა , დაიშალა, ის დრო წავიდა და თუ ვინმე იყო ეკლესიაში ეგეთი დარჩნენ კენტად .
ესეთი მიმართვები 70 იან 80 იან წლებში შეიძლებოდა , მაგრამ მაშინ მოგიგრიხავდენ უცბათ კისერს.
ეხლა კი ანაქრონიზმი და უაზრობაა რა ვერ ხვდები?

არა მეუფესთან ემ ნამდვილად არ მივალ სასაუბრო და არც პასუხს ვთხოვ. ამას შეიძლება მრავალი კუდი მოაბან და არ მინდა ასე მოხდეს. ვინმეს ეგონება რომ მე ქრისტიანი არ ვარ და ეკლესიის მტერი ვარ. შეიძლება მერე მეუფეს მიმართვაში ჩემი გვარიც გამოჩნდეს რაც ნამდვილად არ მინდა. კდიე არ შემიძლია დიდი აღშფოთება არ გამოვახატო მეუფე ზენონის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან გააკეთა კრიმინალს ზერეკიძის საქმესთან დაკავშირებით. ეკლესიას დიდი გავლენა აქვს ხალხს. არა მარტო მორწმუნე ქრისტიანებზე არამედ ჩემნაირ არამორწმუნეებზეც. ამიტომ ასეთი განცხადება არ უნდა გაკეთდეს


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 22 2007, 02:44 PM
პოსტი #27


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



პატრიოტი
თანამშრომლობა სხვანაირად ხდება და ძალის გამოყენება სხვანაირად. ლეონტიმ მართებულად შენიშნა, რაღა დროს KGB-ა? ზოგიერთს რუსეთი საითაა ალბათ ისიც აღარ ახსოვს....

სასწავლებლად კი როგორც ვიცი, რამდენიმე წელია რუსეთში არავინ გაუგზავნიათ. ძირითადად - უკრაინა, რუმინეთი და საბერძნეთი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jun 22 2007, 02:50 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



კანონისტი
ციტატა
სასწავლებლად კი როგორც ვიცი, რამდენიმე წელია რუსეთში არავინ გაუგზავნიათ. ძირითადად - უკრაინა, რუმინეთი და საბერძნეთი

მამა იოანე გივიშვილიმა მითხრა რომ თავი უფროსი ვაჟი რუსეთში გაგზავნა სასწავლებლად და როგორც მითხრა "სამებაში გავუჩალიჩე" ადგილიო. ეხლა პატარა შვილიც მიმყავს იქ სასწავლებლადო. აბა აქ რა უნდაო.
ციტატა
ლეონტიმ მართებულად შენიშნა, რაღა დროს KGB-ა? ზოგიერთს რუსეთი საითაა ალბათ ისიც აღარ ახსოვს....

დავით არ ხარ მიამიტი და მეტიც ძალიან ჭკვიანი ხარ. მიკვირს შენი შეკითხვა. განა KGB-ს მემკვიდრე FSB არ არის? რა მნიშვნელობა აქვს სახელი რა ერქმევა? FSB, KGB, GRU.


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 22 2007, 02:53 PM
პოსტი #29


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



პატრიოტი
ციტატა
მამა იოანე გივიშვილიმა მითხრა რომ თავი უფროსი ვაჟი რუსეთში გაგზავნა სასწავლებლად და როგორც მითხრა "სამებაში გავუჩალიჩე" ადგილიო. ეხლა პატარა შვილიც მიმყავს იქ სასწავლებლადო. აბა აქ რა უნდაო

ასე თუ ისე, ეკლესიასთან დაახლოებული ვარ და მამა იოანე გივიშვილი პირველად მესმის.... სადაა ეგ მოძღვარი? რომელ ეკლესიაში?

ციტატა
დავით არ ხარ მიამიტი და მეტიც ძალიან ჭკვიანი ხარ. მიკვირს შენი შეკითხვა. განა KGB-ს მემკვიდრე FSB არ არის? რა მნიშვნელობა აქვს სახელი რა ერქმევა? FSB, KGB, GRU.

ჰოოო....

გასაგებია. მესმის ყველაფერი. მაგრამ ამაზე აქ ასე საუბარი ხვდები ალბათ, რომ ლამაზი არ არის


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jun 23 2007, 02:47 PM
პოსტი #30


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ლიბერალიზმი ჩემთვის მისაღები არაა იმ მხრივ რომ ისიც საზღვრებს მნიშვნელობას აღარ აქცევს ყურადღებას. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას მსოფლიო პროლეტარიატის შექმნით მეტყვიან თუ მსოფლიო ლიბერალური ერთობით.
როგორც ასეთი, ლიბერალური იდეოლოგია ნამდილად არაა ცუდი. განსხვავება მასშიცაა. კლასიკური ლიბერალობა ჩემთვის მიუღებელია თასანწორობისა და თავისუფლების გაგების მხრივ. თანამედროვე ლიბერალიზმი, განსაკუთრებით თანასწორობის გაგებაში კარგია. (როუზი) თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოში ის კარგი ფორმაა. მაგრამ არის ერთი ფაქტორიც: ლიბერალობა , ჩვენნაირი გარდამავალი ქვეყნისთვის კარგი არ იქნება. ეგ ემსგავსება მწყურვალი კაცის შემთვხევას, რომელიც წაყალს ნახავს. აქ ამკვიდრებენ ამ ლიბერალობას არა იმიტომ რომ ის კარგია, არამედ იმიტომ რომ ამან იქ , დასავლეთში გაამართლა.
ლოკი წერდა რომ კანონები იმდენად უნდა იყოს ადგილობრივ გარემოსთან , წესებთან თავსებადი რომ ძენლად თუ გამოიყენებო მას სხვაგან. ეს ავიწყდებათ.
რაც შეეხება იმას, დასავლეთში რატოა ასეთი ზნეობა და ასე შემდეგ. ლიბერალობა არაფერ შუაშია. ჩვენთან ეკლესია იყო მოწოდების სიმაღლეზე და მან კარგად იტვირთა ეს აღმზრდელობითი ფუნქცია. იქ კი კათოლიკური ეკლესიის საქცილემა განაპირობა ეკლესიისკენ ეჭვის თავლი შეხედვა. ინგლისში კათოლიკობას ებრძოდნენ, რადგან მასში საფრანგეთი და ყოველივე არაბრიტანული ერთიანდებოდა. ამ მხრივ ჩვენ არ უარგვიყვია მართლმადიდებლობა რუსების ასეთი ღალატის მიუხედავად.
მეორეც, სამღვდელოება დასავლეთში კომუნისტების დროინდელი "მჩაგვრელი ბატონის" განსახიერება იყო და საეკლესიო თანამდებობებზე აყვანა როგორც ხდებოდა იცით. ხალხის გარყვნა არასდროს არ იწყება ხალხიდან. თავის დროზე ლიბერალები ებრძოდნენ მეფის ხელისუფლებას და რადგანაც მეფეს სამღვდელოება უჭერდა მხარს, მასაც. ასევე იყო რუსეთში რევოლუციის დროს.
ყველა ქვეყანას თავის ნიადაგისთვის შეუხამებია ეს ლიბერალობა და გამოუყვანია კიდეც კარგად. ეს გზა უკეთესია.
არც ერთი იდეოლოგია არაა ისეთი რომ კატეგორიულად უარყო.

P.S. მეუფის სიტყვები წავიკითხე. tongue.gif


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariammi
პოსტი Jun 24 2007, 01:43 AM
პოსტი #31


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,277



bavshvta sakrebulos deputati var da meupestan gvqonda shexvedra da visaubret da dagvloca :-) dzalian shemiyvarda martla :-)


--------------------
"gonebit nateli unda iyo, zneobit-wminda, pizikurad-paqizi."
a.chexovi
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jun 25 2007, 10:04 AM
პოსტი #32


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



საზღვრებს არც მართლმადიდებლობა აქცევს დიდი ყურადღებას. ისე, ეგეც სტერეოტიპია
განსხვავებზე მართებული შენიშვნა იყო. არ შეიძლება ერთიანობაში განიხილო ჯონ ლოკი, რობერ ნეფი და წმ ილია მართალი (ყველა ლიბერალი იყო)
ყველაზე მეტად უნდა მოვერიდოთ პოლიტიკური იდეოლოგიების დახასიათებას ზნეობრივ ჭრილში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jun 25 2007, 08:14 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



მეუფის მიერ გაკეთებული მიმართვა არის პოლიტიკური წერილი პრესისტვის biggrin.gif აშკარად ასეა


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kiki
პოსტი Jun 25 2007, 09:49 PM
პოსტი #34


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 196
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,773



პ ა ტ რ ი ო ტ ი
გირჩევ დაფიქრდე რას ლაპარაკობ და გეშინოდეს ღმერთის....... მეუფე არ არის ის ადამიანი ვისზეც უნდა ლაპარაკობდე ასე თამამად. ცხოვრებას დაუფიქრდი და გახსოვდეს სასულიერო პირების განკითხვა დიდი ცოდვაა. კარგია რომ ფიქრობsmile.gif მაგრამ ეხლა ეს ფიქრი არასწორია ....... მეუფეს არ სჭირდება ამ სახით მიმარტვა მითუმეტეს პრესისთვის. ღმერთს ებარებოდე!

მადლობა ღმერთს, მე ბედნიერი ვარ რომ ვიცნობ მეუფე სტეფანეს. საოცარი ადამიანია და ვეტყვი რომ ძალიან მიყვარს.
მე ვფიქრობ დადგა დრო სასულიერო პირებმა ხმა აიმაღლოს ქვეყანაში ა რსებულ მდგომარეობაზე , რადგან მათ უბრალო (მათთვის) მოწოდებების არ ესმითsad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Jun 25 2007, 10:15 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



პატრიოტი
ლევან smile.gif ნუ მესმის შენი დამოკიდებულება, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია რადგან არ იცნობ ადამიანს და ამბობ რომ ვითომ იგი უპირისპირდება ამ გამოსვლით სახელმწიფოს რაც ცოტა უცნაურია, რადგან მეუფე სტეფანეს ვიცნობ და შენ ისეთ არარეალურ რაღაცას ამბობ რომ რავი რა, ამიტომ გირჩევ სანამ რამეს დაწერდე ადამიანი შეაფასე და მასეთი მკვეთრი გამოსვლები მერე გააკეთე smile.gif ასევე რაც შეეხება იმას რომ ვითომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში KGB_შნიკი მღვდლები არიან და მღვდელმთავარნი ნუ ამაზე ნორმალურ ადამიანს გაეცინება აშკარად თორემ სერიოზულად შენს მიმართ დაწერილს ვერ მიიღებს იმიტომ რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და სიმართლეს არანაირ შემთხვევაში არ შეესაბამება საბედნიეროდ smile.gif კი 70_იან ან 80_იან წლებში ეს ყოფილიყო სიმართლე, მაგრამ ეხლა? კარგი რა smile.gif ასევე მერწუმნე მე პირადად არ ვიცნობ ისეთ მღვდელს რომელიც მკვეთრი ოპოზიციონერი იყოს და რომელიმე უცხო ქვეყნის სადაზვერვო ან უშიშროების სტრუქტურებთან იყოს შეკრული ეს იმიტომ რომ იცი? 70_იანი წლები აღარ არის 2007 წელია და მასეთი შემთხვევები აღარ არის smile.gif ამიტომ დაფიქრდი სანამ რამეს დაწერდე smile.gif და რასაც ეხლა დავწერ არ გეგონოს განგიკითხავდე უბრალოდ რჩევაა და ეს რჩევა გინდ მიიღე გინდ არა, შენ თქვი რომ ვარ ქრისტიანიო კი რა თქმა უნდა ესეც უნდა იყოს, მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ მართმადიდებელი ქრისტიანის ვალია რომ პატივი სცეს და კრძალვით ისაუბროს მღვდელმთავარზე რაც შენს ნაწერში ეს ვერ დავინახე სამწუხაროდ sad.gif და გაკვირვების გარდა სხვა ემოციას ვერ გამოვხატავ რადგან ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდში ერთმანეთზე უკეთესი მღვდელმთავრები არიან და შენი გამოსვლა საფუძველმოკლებულია მე თუ მკითხავ smile.gif აი სულ ეს მინდოდა დამეწერა და იმედია აქ რამეს საწყენს არ დაინახავ არ გასაბრაზებელს და თუ მაინც რამეს აღმოაჩენ გთხოვ მომიტევე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jun 25 2007, 10:17 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



ბექა.შუხოშვილი†
არა საწყენი არაფერია.


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Jun 25 2007, 10:19 PM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა(პატრიოტი @ Jun 25 2007, 11:17 PM) *

ბექა.შუხოშვილი†
არა საწყენი არაფერია.

კაი ძალიან მაშინ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 25 2007, 10:26 PM
პოსტი #38


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



უბრალოდ ასეთი რამეებით ჯერ კიდევ აბრკოლებენ ხალხს, ტაძარში რომ არ მივიდეს და პატრიოტი ისეთი არაა ამას რომ ვერ მიხვდეს, ასე რომ მოვრიგდით 2kiss.gif

მორჩა, აღარ ვდავობთsmile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 25 2007, 10:27 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გთავაზობთ სტატიის იმ ნაწილს რომელიც religion.ge-ს ადმინისტრაციამ 'მეორეხარისხოვნად' მიიჩნია, შემდეგ მეორესაც შემოგთავაზებთ:



...დავხუჭოთ თვალები და არ დავინახოთ, რომ ლიბერალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი - ჯონ ლოკი (1632-1704) მატერიალისტური სენსუალიზმის მიმდევარი იყო?

არ გვეყო განათლება და განმარტევისთვის "ფილოსოფიურ ლექსიკონს" მივმართეთ:

სენსუალიზმი (ლათ. სენსუს - გრძნობა, შეგრძნება) მოძღვრება გნოსეოლოგიაში, რომელსაც შეგრძნება შემეცნების ერთადერთ წყაროდ მიაჩნია. თუ შეგრძნებას განვიხილავთ, როგორც ობიექტური რეალობის ასახვას, მაშინ თანმიმდევრულ სენსუალიზმს მატერიალიზმამდე მივყავართ."

როგორ უყურებს ჯ. ლოკი სიკეთესა და ბოროტებას?

"სიკეთე და ბოროტება მხოლოდ სიამოვნებასა და ტანჯვასთან შეფარდებით განიხილება. სიკეთეს ვუწოდებთ იმას, რასაც შეუძლია გამოიწვიოს და გააძლიეროს ჩვენი სიამოვნება... ბოროტება იმას, რასაც შეუძლია მოგვაყენოს და გააძლიეროს რაიმე ტანჯვა"

ქრისტეს რომელ მცნებად ჩავთვალოთ ზემოთ მოყვანილი განმატებები ბატონო დ. ზურაბიშვილო?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Jun 25 2007, 10:28 PM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა(kato_Bato @ Jun 25 2007, 11:26 PM) *

უბრალოდ ასეთი რამეებით ჯერ კიდევ აბრკოლებენ ხალხს, ტაძარში რომ არ მივიდეს და პატრიოტი ისეთი არაა ამას რომ ვერ მიხვდეს, ასე რომ მოვრიგდით 2kiss.gif

მორჩა, აღარ ვდავობთsmile.gif

არც ვდაობდით 2kiss.gif შევეცდები ფორუმს გავუფრთხილდე ამის მერე ჭკუა ვისწავლე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 09:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი