IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> საინტერესო საგაზეთო სტატიები, საეკლესიო და სხვადასხვა საინტერესო თემებზე
G_saxva
პოსტი Nov 25 2013, 02:21 PM
პოსტი #41


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(qetevano @ Nov 25 2013, 02:15 PM) *

G_saxva
ის არ მიყვარს კიდე რაღაც ჩანაწერი რომაა მხოლოდ საქართველოშიო და ათასი სისულელე რომ წერია.
ხოოო ისეთი კარგები ვართ, მშურს კიდეც საკუთარი თავის biggrin.gif

რომელია არასწორი დედის გინებაზე სხვას რომ ცემ და საკუთარ დედას თავად იგინები? biggrin.gif
თუ ჯამრთელობის სადღიგრძელოს სიკარედის კვამლში გახვეული რომ ამბობ?
ან ის ზანგებს შენს ჭკუაში რომ ეღადავები და აგინებ? (მთვრალი რომ ხარ მაგას არ ვამბობ)


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Nov 25 2013, 02:25 PM
პოსტი #42


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



G_saxva
მერე მანდ ისეა გამოყვანილი თითქოს მთელი საქართველო მასე იქცევა. ერთეულები თუ აკეთებენ დანარცენების რა ბრალია


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 25 2013, 03:37 PM
პოსტი #43


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



qetevano
ვაი რომ არა მარტო ერთეულები sad.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 27 2013, 04:00 PM
პოსტი #44


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ულტურული პრობლემა! ტრადიციების შეურაცხყოფა, მათ შეუსრულებლობაზე მეტად, მათი ფორმალური დაცვაა... ტაძარში დაჯდომაზე ფიქრს მირჩევნია, სახლში ფანჯრებთან ვილოცო... სამწუხაროდ, ეს დღევანდელი დღეა...

ვდგავარ ადგილზე, რომელსაც ბავშვობიდან ვენდობი და ვეღარ გამიგია, ზეთისცხებაა თუ - პურის რიგი.

დღესასწაულები ჩვენში აღარ პასუხობენ სახელს, ამბიონიდან წივილ-კივილით აღებული წყალი გზაში კარგავს ღვთაებრიობას! "აბგონით" აღებული სეფისკვერიც ჩვეულებრივი პურია...

აღსარება - როგორც "პატაკი", გადასწრებით მიღებული ზიარება, ხმაურის გამო შეწყვეტილი სახარება და სხვ. ეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის "მრევლია", მთელი თავისი დეკადანსით... კვირის წირვაზე სიარული მასისთვის პერმანენტულობად ქცეულა და "მორწმუნეს" სახელიც ერთგვარი პრესტიჟია.

... მე ვიდექი შობის ღამეს და მრცხვენოდა, რომ ლიტურგიაზე უკეთ ხალხის საუბარი და ერთმანეთის მიმოკითხვები მესმოდა. წირვა ჰგავდა საპარლამენტო სხდომის ჩოჩქოლს და ზეთისცხების რიტუალი - 90-იანი წლების პურის რიგს! მწუხრს, მოძღვრის მიერ უფლის დიდების პარალელურად, "ამკობდა" რეპლიკები: "ჩუმად, წირვაა..." "ნუ საუბრობთ!" "მოუსმინეთ მამაოს" და სხვა...



მოგვიანებით ყველაზე პატარა ტაძრებშიც კი საჭირო გახდა გაძლიერებული დინამიკების დაყენება და "პეტლიჩკები" ანაფორაზე, მაგრამ მაინც ხშირად ისმოდა "სუ..."

ბევრჯერ შევსწრებივარ სეფისკვერის ასაღებად რამდენიმეჯერ გაწვდილ ერთსა და იმავე ხელს. პატარაობისას მეგონა, თუ ორ ლექსს ვიტყოდი, თოვლის ბაბუა ორ საჩუქარს მომცემდა... ...და ტაძარი ხალხით მართლაც ემსგავსება ერთ დიდ საბავშვო ბაღს, ჩვენ - უდიერ და ურჩ ბავშვებს, რომლებსაც ურთიერთსიყვარულზე ქადაგება სახლამდე ვეღარ მიჰყვებათ და გზაში ეკარგებათ ქრისტე.

ვიღაცა ჩამომართმევს სათქმელს განკითხვად; ვიღაც მიხვდება, რომ ეს პამფლეტი დეკადენტობა კი არა, დაღლილი მხილებაა, უკეთესობისაკენ შეცვლის მქრქალი იმედი და დაჭყეტილი თვალებიდან გამოჟონილი სიბრაზე. მოწიწება? ეს ის უმთავრესი კომპონენტია, რომელიც წარსულში დარჩა და ალბათ ამიტომ ხდება საჭირო, ჯვარზე მთხვევის რიგის სტიქაროსნებით გამაგრება.

ასე რომ, ხშირია სტიქარიანი "სექიურითის" გაოცებულ-განერვიულებული სახე.
გამარჯობა! მე მორწმუნე ვარ, ზიარების მერე სიგარეტს ვეწევი და სამარხვო ყველს ვჭამ!..
ერთხელ ჩემი უბნის ეკლესიაში ხატებს არიგებდნენ, მაგრამ ეს უფრო აქციას ჰგავდა ან გრანდიოზული ფასდაკლების პირველ დღეს. მასის მოწოლილმა ინერციამ გოგო წააქცია. მიშველება კი არა, ემპათიური გამომეტყველებით ლამის ზედ გადააბიჯეს.



კიდევ ორს გული შეუწუხდა. ხმაური სახლამდე აღწევდა. "მრევლს" დაავიწყდა მიზეზი, რისთვისაც იყო მისული. მაინტერესებს, სად და რატომ დაკიდებენ გაწევ-გამოწევაში, კოლონიალურად "წართმეულ" ხატებს. ამ დაბღვერილ სახეებს ერქვა "გიყვარდეს მოყვასი შენი"?..

ნუთუ ისე გეჩქარებათ "მადლის" აღება, რომ ფიზიკურ ზეწოლამდე ცოტა გაკლიათ? ნუთუ ისე "გიყვართ" ღმერთი, რომ ზიარებისას ბარძიმს ეტაკებით ლამის... ირგვლივ ვიყურები და მეშინია, ვინმე მავანმა ეს ყველაფერი არ გადაიღოს... ისედაც მიზანში ამოღებულ დედა ეკლესიას კიდევ ერთხელ არ დაარტყან "გარეშეებმა", თუმცა ვინ ვართ ჩვენ, "შიგნითურები"?

ტაძრის კედლებში ჭიდაობამ ფრესკები გაცრიცა და მე, ისედაც უძლურმორწმუნეს, მეზარება კვირას ადრე ადგომა, ფიზიკური ძალაც არ მაქვს, მრევლს რიტუალის პარალელურად ვეჭიდავო და უფრო გაღიზიანებული გამოვიდე, ვიდრე შესვლამდე ვიყავი. შეიძლება ლაჩრობაა, თავს რომ იმით ვიმშვიდებ, გარეთ სახარება არ ისმის და შიგნით დგომა გაუსაძლისია-მეთქი, მაგრამ უკულტურობასთან სპარინგი ძლიერი მორწმუნეებისთვის დამითმია.

ადრე ვცდილობდი, თვალდახუჭული ჩავწვდომოდი ლოცვის არსს, ორმხრივი მოძრაობა ერთი წუთითაც არ წყდებოდა და მე გაუხეშებული გავდიოდი ტაძრიდან. გნებავთ, დავაბრალოთ უნებისყოფობას (თუ ეს გაამართლებს "მძიმე არტილერიის" საქციელს)...

როცა ბავშვი ვიყავი, ხშირად ვიღებდი ჩემი მოძღვრისგან შენიშვნებს ტაძარში ქცევასთან დაკავშირებით. მერე გავიზარდე და მადლობას ვიხდი ერთგვარი რელიგიური ეგზისტენციალიზმისთვის. ტაძრის გარეთ არაორდინარულობა ხშირად მიშლიდა ხელს, ჩავმჯდარიყავი მრევლის სტანდარტებში. ამიტომ არასდროს მითქვამს, რომ მორწმუნე ვარ, თავს არ ვთვლიდი ამ სტატუსის ღირსად. ახლა კი, მრცხვენია ვთქვა - მე ვარ "მრევლი".

არ მესმის, რას გულისხმობენ თანამედროვე ქართველები, როდესაც ტურისტებში ეროვნული ფასეულობებით და კულტურით იკვეხნიან. ეს ყველაფერი უკვე მითად ქცეული წარსულია. XXI საუკუნეში ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიამაყოთ X საუკუნეში მოკვეთილი სხვისი მარჯვენით და ისტორიის ფურცლებზე დარჩენილი არაგველებით (რომელთა შთამომავლობაც ნაკლებად კი არა, საერთოდ არ გვეტყობა!).

დღევანდელი საქართველო, რომელსაც ჩვენ ვქმნით, საამაყოდან ცოტაზე შორსაა. ნაბადიც აღარ იკემსვის და დახეულ ჯინსებშორის გაპარულ ზნეს, ეჭვი მაქვს, დავეწიოთ. ის ხალხი კი, რომელიც ჯერჯერობით ავსებს ტაძარს, დღევანდელი საქართველოა.

წყალმა წვეთ-წვეთად დენით ქვა გახვრიტაო. გარედან დაწყებულმა დეგრადირებამ ჩემს, ჩვენს შიგნით შეაღწია...

...მერე ტაძრებში... და "ცოტა არა უშავს" პრინციპით ბევრს რაღა ვუყოთ ნეტა... ჩვენი კულტურა, "ჭამა-სმა დიდად შესარგი", საცივში ჩადებული თავია. მერე ისევ ის თავი ბევრი თავია, კვირას რომ გროვდება წირვაზე და დღეს ქართული მრევლის სრულიად ასიმილაციური პორტრეტი ყველანაირად არღვევს იმაგინატიურობას, გამონაკლისი სეგმენტები კი მასაში ისრისებიან.

მირჩევნია, თვალები ლოცვისას დავხუჭო, ვიდრე - რეალობის წინაშე. ამიტომ არ ვეცდები ჩემი შფოთის მონორიზებას და: Dexi et animem levavi* (ლათ: მე ვთქვი და შვება მივეცი სულს*)

თეკლა ლაზი
ნაკადული: ჟურნალი "და ქალი"

ვაიმე რა მშვენიერად წერს ვეთანხმები 90% ყველაფერში. გაიხრე კარგო ქართველო ადამიანი... მგონი ეს ცალკე თემასაც მოითხოვს.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Nov 27 2013, 04:31 PM
პოსტი #45


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ნამდვილად არის ეს პრობლემა. განსაკუტრებით 11ის ნახევარზე რომ დაიწყებენ ხოლმე ბავშვებით მოსვლას, აი მაშინ მართლა კოშმარია...


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 27 2013, 04:36 PM
პოსტი #46


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



qetevano
biggrin.gif კოშმარი კარგი იყო


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Nov 27 2013, 05:01 PM
პოსტი #47


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



აი ეს მართლა კოშმარია


დედის მიერ ნაცემი, კომაში მყოფი 15 თვის ბიჭუნა რეანიმაციაში მე-18 დღეს გარდაიცვალა

ეს საზარელი შემთხვევა როსტოვის ოლქის პატარა ქალაქ შახტაში მოხდა: დედის მიერ სასტიკად ნაცემი 15 თვის ბიჭუნა როსტოვის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს. ექიმები მის გადასარჩენად 18 დღის განმავლობაში იბრძოდნენ.

ამ ხნის მანძილზე ჩვილს არაერთი ოპერაცია ჩაუტარეს, მათ შორის, ნეიროქირურგიულიც, თუმცა, ამაოდ: 4 მარტს პატარა სერიოჟა ბესედინი რეანიმაციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ის დღემდე არ არის დაკრძალული: ექსპერტები ოჯახს ცხედრის დაკრძალვის უფლებას არ აძლევენ.

სერიოჟა რვა თვის იყო, როცა დედამ პირველად სასტიკად სცემა და საავადმყოფოში მოხვდა. მანამდე დედამ შვილი კიდევ ერთხელ სცემა - მაშინ სახლში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და ჩვილის საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა. დედა, სვეტლანა ბესედინა დაკავებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ბავშვს დაბადებიდან ერთი კვირის შემდეგ უკვე სასტიკად სცემდა, როცა ჩვილი გაბმით ტირილს იწყებდა და მის გაჩუმებას ვერ ახერხებდა.

მოწმის სტატუსით დაკითხული გარდაცვლილი ბავშვის მამა, შესაძლოა, ეჭვმიტანილის რანგშიც დაკითხონ, რადგან გამოძიებამ დაადგინა, რომ დედა ბავშვს მამის თანდასწრებითაც სცემდა, მამას კი ამის შესახებ არავისთან განუცხადებია. ერთ-ერთი ვერსიით, დედამ ბოლოსაც მამის თვალწინ სცემა სერიოჟა, თუმცა, მშობელმა მისი მიშველება ვერ გაბედა. მიზეზი ბანალური და რუსული ყოფისთვის დამახასიათებელია: მეზობლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ სვეტლანა არამარტო შვილს, ქმარსაც სცემდა.

საგამოძიებო ორგანოებს პრეტენზია ადგილობრივ პოლიციელებთანაც აქვთ. გაირკვა, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე ჩარევის დროს ექიმებმა ბავშვის სავარაუდო ცემის შესახებ პოლიციის განყოფილებაში შეტყობინება გაგზავნეს, მაგრამ ამ ფაქტით არავინ დაინტერესებულა - ახსნა განმარტებისთვის და სიტუაციის ადგილზე შესასწავლად ბესედინებთან ოჯახში არავინ მისულა.

როგორც „ექსპრეს-გაზეტა“-ს ჟურნალისტი წერს, რვა თვის ასაკში სერიოჟას ცემის შემდეგ, საავადმყოფოში მისულს, მას მიეცა საშუალება, დედას გასაუბრებოდა: „მან გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, მითხრა, რომ ბავშვი მამამ სცემა, თუმცა, მალევე აღიარა, რომ ეს თვითონ ჩაიდინა. მერე ატირდა კიდეც და ინანიებდა, აწი ბავშვზე ხელს არ აღვმართავო და, მართალი გითხრათ, მე დავიჯერე, რომ ასეც მოიქცეოდა. სერიოჟას ეს ფოტოები მაშინ მე გადავუღე - როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელად“.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, როსტოვსა და როსტოვის ოლქში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მშობლები და მეურვეები ბავშვებს სასტიკად ექცევიან. გასული წლის ოქტომბერში ისევ შახტაში სამი წლის ბიჭი მამინაცვალმა სასტიკად სცემა და გააუპატიურა. გაუპატიურების ფაქტზე ჟურნალისტებს ექიმებმა უამბეს, რომლებმაც ბავშვს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა, მოწმის არარსებობის (!) გამო მამინაცვალი მხოლოდ ბავშვის ცემისთვის გაასამართლეს. ამ ფაქტიდან ერთი თვის შემდეგ კი იმავე ქალაქში მამინაცვალმა 5 წლის გოგონა სასტიკად სცემა. ექიმებმა რეანიმაციაში მოხვედრილი ბავშვი გადაარჩინეს, მაგრამ მან დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი დაკარგა და უნარშეზღუდულთა ეტლს მიეჯაჭვა...

რაც შეეხება გარდაცვლილი სერიოჟას საკითხს, შესაძლოა, მალე მამამისიც დააკავონ და ის პოლიციელებიც ზედ მიაყოლონ, ვისაც უბანში მსგავსი ინციდენტების პრევენცია თუ არა, მათზე რეაგირება მაინც ევალებათ, მაგრამ ამით 15 წლის ჩვილს, რომელმაც მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება ტანჯვაში და ალბათ, ძრწოლაშიც გაატარა, ვერაფერს უშველიან...


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 27 2013, 05:19 PM
პოსტი #48


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



qetevano
სათაურის მერე დამეკარგა სურვილი რაიმე წამეკითხა ასე რომ ასეთებს ნუ დადებ, ამ თემის სათაური საინტერესო საგაზეთო სტატიებია და არა კრიმინალური პოლიციის არქივის ჩანაწერები tongue.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Dec 17 2013, 07:22 AM
პოსტი #49


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



ციტატა(ალექსანდრე @ Oct 4 2006, 05:58 AM) *

მოკლედ უკვე რამოდენიმე წელია რაც დავინტერესდი და ვაგროვებ სხვადასხვა გაზეთსა თუ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიებსა თუ ინტერვიუებს რელიგიურ და სხვადასხვა საინტერესო თემებზე, მინდა თქვენც ნელ ნელა შემოგთავაზოთ და გაგაცნოთ ჩემი მონაპოვარი smile.gif

ახლა რასაც შემოგთავაზებთ შეიძლება ბევრს ზღაპრადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ნება თქვენია გინდ დაიჯერეთ გინდა არა smile.gif მაშ ასე smile.gif

გაზეთი კვირის პალიტრა 22-28 მაისი, 2000 წელი

მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ბევრს წერენ მათზე. სატანის თაყვანისმცემელთა ჯგუფები თურმე სექტის მაგვარ გაერთიანებას ქმნიან და მიმდევრები საქართველოშიც ჰყოლიათ. ჩვენი რესპოდენტი სწორედ მათ შესახებ მოგვითხრობს. თავად იგი ჩვეულებრივი ადამიანი იმიტომ არ არის, რომ ჰომოსექსუალისტია და ზეცოდვილი. პირადი უსაფრთხოების მიზნით, მან ინკოგნიტოდ დარჩენა ირჩია, - სატანისტები ერთმანეთს არ ინდობენ და თუ ჩემი საუბრის შესახებ გაიგებენ, სასტიკად გამისწორდებიანო. რაც მან გვიამბო, შემაძრწუნებელი და საგულისხმოა იმ მხრივ, რომ უდიდესი სიფრთხილე გვმართებს.
_ ჩემთან უამრავი ადამიანი მოდის, ყველა მათგანმა იცის, რომ მე ''ცისფერი'' ვარ. არავის არ განვსჯი, ამიტომ ჩემთან თავს ყველა თავისუფლად გრძნობს და თავის ამბებსაც დაუფარავად ჰყვებიან. სატანისტების შესახებ ერთი ჩემი მეგობრისაგან გავიგე.
ჩემს მეგობარს სოფელი აქვს გურიაში. ერთხელ მდინარის ნაპირზე მიმავალს უცნაური ხმა მოესმა და თავზე ადამიანის მსგავსმა არსებამ გადაუფრინა. გონს რომ მოეგო, მის წინ შავი კატა იჯდა და შესცქეროდა, თითქოს თვალებით ნუსხავდა. ფეხი მისკენ წადგა, კატა გაიქცა. ისიც დაედევნა, თითქოს რაღაც ძალა ეწეოდა კატისკენ. კატა ეკალბარდებში გაუჩინარდა. ჩემი მეგობარიც მიჰყვა და ის არსება იხილა, მდინარის პირას თავზე რომ გადაუფრინა - ქალი იყო, მანტიამოსხმული. რაღაცას ხარშავდა ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში. ირგვლივ ბურუსი და მყრალი სუნი იდგა.
- იქნებ ეს ყოველივე მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო? რასაც შენ ჰყვები, დაუჯერებელია, შენ როგორ დაიჯერე?
- ბავშვობიდან მიზიდავდა იდუმალება და მისტიკა... ჩემი მეგობარი, როგორც ჩანს, ჰიპნოზის ქვეშ მოექცა. ქალმა ადუღებული სითხე დაალევინა. ჯერ ემწარა, მერე სასიამოვნო გემო დარჩა პირში. ქალმა უთხრა - ამიერიდან სატანის თანაზიარი ხარ. თავად განიშნებს, როდის მიხვიდე მასთან. გზას ეს კატა გასწავლისო.
შინ დაბრუნებული ჩემი მეგობარი სახტად დარჩა - 3 დღე და ღამე იყო, რაც მის გაუჩინარებას ვგლოვობდით. მას კი ეგონა, ეზოდან ეს-ესაა გავედიო. შემდეგ შეხვდა სექტის წევრებსა და მაგისტრს, რომელსაც უთქვამს, -14 წელი გელოდიო...
- ეს რას ნიშნავს? თუ ყოვლისშემძლენი არიან და ელოდნენ რატომ არ მოიძიეს?
-ამდენი არ ვიცი. ჩემთვის მათი ნაამბობი არასოდეს ყოფილა დაუჯერებელი და ასე არ ჩავძიებივარ. ის კი ვიცი, რომ სატანისტები საწესებულ დღეებში იკრიბებიან და სატანის სადიდებელ რიტუალებს ატარებენ. მაგისტრს სახელად გიორგი ჰქვია. სახეზე მუდამ ნიღაბი აქვს აფარებული. შეუძლია ნებისმიერ ცოცხალ არსებად იქცეს. ლოცვისა და თავბრუსდამხვევი ტრიალის დროს საშინელი გრგვინვით გადმოდის ცეცხლის სვეტი. მის ადგილას ჩნდება შავი კატა ან რომელიმე სხვა ცხოველი. თვით სექტანტებსაც კი, ამ დროს შიშით ძარღვებში სისხლი ეყინებათ. ჩემს მეგობარს რომ კატა მისცეს, ჩვეულებრივი არ არის. შვილებს გაჩენისთანავე ჭამს..
- შენ გინახავს ის კატა?
-კატა კი ვნახე, მაგრამ კნუტებს როგორ ჭამს, ეგ აღარ მინახავს
-რაიმე განმასხვავებელი ნიშანი თუ აქვთ სატანისტებს და როგორ ხდებიან ამ სექტის წევრები?
-სატანის ნიშნით აღბეჭდილნი თავად პოულობენ ერთმანეთს. ზოგს ჩვეულებრივი ადამიანის გარეგნობა აქვს, ზოგსაც ამაზრზენი, ბოროტი. ისე, ამ სექტაში ის ხალხი მიდის, რომელსაც სხვის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედება უყვარს, ვინც ვიღაცის მართვით ერთობა. ერთი რამ მახსენდება, რაც ხალხმა უსათუოდ უნდა იცოდეს: უშვილო ცოლ ქმარი მყავს მეზობლად. ქალი დედაჩემთან იჯდა და უყვებოდა, რომ ვიღაც ექიმთან მკურნალობდა, მაგრამ შვილი მაინც არ უჩნდებოდა. ამ საუბარს მე და ჩემი სატანისტი მეგობარი უნებურად მეორე ოთახიდან ვუგდებდით ყურს. მეგობარმა ჩაიცინა და მითხრა, - კახეთში რომ მკურნალობს ქალი უშვილოებს, ჩვენიანია და სატანის დავალებას ასრულებს. მისი ჯადოთი დაორსულებული ყველა ქალი ანტიქრისტეს მიმდევარს შობს. ასწავლე შენს მეზობელს, მასთან წავიდეს. ''მკურნალ'' ქალს გეგმა აქვს შესასრულებელიო. რაღაც ციფრი დამისახელა, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ეს ყველაფერი 2000 წლამდე უნდა მომხდარიყო.
ვკითხე, ჩვეულებრივი ბავშვები გაჩნდებიან მეთქი? მიპასუხა: სატანას სრულყოფილი ადამიანი სჭირდება და ამიტომ ყველა მისი მიმდევარი ჯანმრთელი იბადებაო. თუმცა რამდენიმე ქალს მახინჯი და უუნარო ბავშვი გასჩენია, რადგან კახეთში მკურნალობით დაორსულებულები ეკლესიაში დადიოდნენ და ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობდნენ თურმე. ალბათ ღვთის სასწაულმა დააუძლურა ეშმაკის სურვილით ჩასახულები. სწორედ ამან შემირყია სატანის ძლიერებისადმი რწმენა.
- ან შენ ან მათ ღმერთის არ გეშინიათ?
-მე მეშინია, მათ კი ღმერთის ხსენებაც არ უნდათ. ერთხელ ჩემთან ვიღაცას საფულე დარჩა. შინ არ ვიყავი და ვერ გავიგე, ვისი იყო. გადავწყვიტე, სატანისტებთან გამერკვია უცნობის ვინაობა. მათ შეუძლიათ სანთლის ალზე, კვამლზე დაინახონ, რაც სურთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საფულეში ხატი იდო. სანამ არ ამოვიღე, ჩემმა მეგობარმა ხელი არ ახლო. მერე დიდხანს ყნოსავდა საფულეს.
-ჩვეულებრივ სანთლებს ხმარობენ?
-არა, საეკლესიო სანთლებს ვერ ეკარებიან. უცნაური სუნის მქონე შავი ფერის სანთლებია, საზრვარგარეთიდან ჩამოაქვთ, მგონი ვიღაც გზავნის.
-სად იყრიან თავს?
ცენტრი თბილისში აქვთ. თუმცა ყველა ქალაქში ჰყავთ წევრები. თუკი ვინმე მივა და სთხოვს დახმარებას, დაეხმარებიან. ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა ვინმეს ავნონ, მაგრამ ეს აღარ ადარდებთ. გასამრჯელოსაც იღებენ, მაგრამ ჩემგან არ აუღიათ.
-როგორ, შენც სთხოვე დახმარება?
-(პაუზა კარგა ხანს გაგრძელდა) კი. კაცი, რომელიც მიყვარს, მათი მეშვეობით დავიმორჩილე, ჯადო გავუკეთეთ. მანამდე ვეზიზღებოდი, მამცირებდა. სატანისტებმა მითხრეს, - მისი თმა მოიტანე. თმა ტვინთან ახლოს არის და მისი ფსიქიკის შეცვლა არ გაგვიჭირდებაო (საერთოდ, ამგვარი საქმიანობისთვის მათ თმა, ფრჩხილები და სისხლი სჭირდებათ). ძლივს მოვახერხე საპარიკმახეროდან თმის მოპარვა. მალე ის თვითონ მოვიდა ჩემთან . ცოლს გასცილდა.
-ცოდვის შეგრძნება სულ არა გაქვს?
-კი. ამიტომაც ვწყევლი ჩემი არათუ გაჩენის, არამედ ჩასახვის დღესაც კი. ეკლესიაშიც დავდივარ.
-ეკლესიაში რადგან დადიხარ, ესეიგი გინდა მოგეტევოს ცოდვები, გინდა სიხარული იგრძნო?
-დახმარება მჭირდება. დღეს ყველა ცოდვილია. ბევრისთვის საკუთარი ცოდვის აღიარება ძნელია - ურჩევნია სხვა განიკითხოს. მე ... ალბათ ჭეშმარიტი მოძღვარი თუ მიხსნის ამ განსაცდელისაგან.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2020, 07:43 PM
პოსტი #50


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქვის კვალი მანქანის კარებზე

"ახალგაზრდა მამაკაცი გაზიმზიმებული "იაგუარით" მიდიოდა. უეცრად, გზისპირზე ბავშვებს მოჰკრა თვალი. ფრთხილად გაიარა გზის ეს მონაკვეთი და ის იყო, სიჩქარე უნდა მოემატებინა, რომ მჭახე ხმამ მიახვედრა - მანქანას ქვა მოხვდა.

გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და ქეჩოში სწვდა პატარა ბიჭს - აჯანჯღარებდა და უყვიროდა:

- რა ოხრობამ გასროლინა ქვა, იცი, რა ღირს ეს მანქანა?

- მაპატიეთ, ბატონო, - ალუღლუღდა ბიჭი, - სულ არ მდომებია თქვენი მანქანის დაზიანება. ახლავე აგიხსნით: მე ძმა მყავს ინვალიდი, ეტლიდან გადმომივარდა და ვერ ვაყენებ - მძიმეა. რამდენიმე საათია, ყველას ვეხვეწებით, მაგრამ არც ერთი მანქანა არ გვიჩერებს; სხვა გზა არ მქონდა - ქვა რომ არ მესროლა, არც თქვენ გამიჩერებდით!

ახალგაზრდა დაეხმარა ბიჭს ინვალიდი ძმის ეტლში ჩასმაში, თან ცრემლებს ძლივს იმაგრებდა და ყელშიც დიდი გორგალი ჰქონდა მობჯენილი.

როცა მანქანასთან დაბრუნდა, მერეღა შეამჩნია კარებზე ქვისგან დარჩენილი ნაჭყლეტი.

მრავალი წლის მანძილზე დადიოდა ის ამ მანქანით და ყოველ ჯერზე უარს ეუბნებოდა ხელოსნებს, როდესაც ისინი სთავაზობდნენ ამ ნაჭყლეტის ამოვსებას, რათა მუდამ ხსომებოდა ის მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც ღაღადებს: თუ ჩურჩულს ვერ შეისმენ, ქვა მოგეწევა უცილობლად!"

/"კარიბჭე" N6, 2020, გვ.21/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2020, 08:00 PM
პოსტი #51


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



კარგი თუ ცუდი? ვინ იცის?

"უძველესი იგავი მოგვითხრობს ერთ ჩინელ გლეხზე, რომელსაც ერთი ასაკოვანი ცხენი ჰყავდა. მისი საშუალებით გლეხი მიწებს ხნავდა და მოსავალი მოჰყავდა. ერთ დღეს გლეხს ფერმიდან გაექცა. მეზობლები თანაუგრძნობდნენ მას, რომ ასეთი ცუდი ამბავი შეემთხვა. ცუდი? კარგი? ვინ იცის? -ასე პასუხობდა გლეხი მათ.
ერთი კვირაც არ გასულა და გლეხის ცხენი უკან დაბრუნდა. თუმცა იგი მარტო არ იყო. მას თან ველური ცხენების ჯოგი მოჰყვა. მეზობლებმა ამ კარგი ამბავით გაიხარეს და გლეხს ულოცავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ძალიან კარგი ბედი ჰქონდა. კარგი თუ ცუდი? ვინ იცის? – პასუხობდა გლეხი.
ამის შემდეგ გლეხის შვილი, რომელიც ცხენებს ათვინიერებდა ცხენიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. ექიმებმა თქვეს, რომ რამოდენიმე თვე მაინც დასჭირდებოდა მის გამოჯანრმთელებას. მეზობლებმა თანაუგრძნეს გლეხს, რომ ასეთი ცუდი ამბავი შეემთხვა მის ოჯახს. ცუდი თუ კარგი? ვინ იცის? – კვლავ ასე უპასუხა გლეხმა მათ. ქვეყანაში სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ამ ინციდენტის შემდეგ რამოდენიმე კვირაში სოფელში მემარჯვენე ძალების არმიამ ჩამოიარა და ყველა ახალგაზრდა საბრძოლველად გაიწვია. როდესაც გლეხთან მივიდნენ მისი შვილი ფეხმოტეხილი დახვდათ და ამის გამო, იგი ბრძოლაში არ წაუყვანიათ. ბრძოლაში გაწვეულ ახალგაზრდათაგან ცოტა, თუ დაუბრუნდა ცოცხალი თავის მშობლიურ სოფელს . . .
ცუდი? თუ კარგი? არავინ იცის . . ."

/ჟურნალი "კარიბჭე"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2020, 10:40 PM
პოსტი #52


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



პლასიდო დომინგოს და ხოსე კარერასის სამაგალითო ისტორია

"მსოფლიოში ცნობილი ოპერის მომღერლები ხოსე კარერასი და პლასიდო დომინგო სამაგალითო ისტორიით არიან ცნობილი.

ორივე ესპანელია: პლასიდო დომინგო – მადრიდელია, ხოსე კარერასი – კატალონიელი.

1984 წლიდან მსოფლიოს ორი უდიდესი ტენორი ერთმანეთს ერიდებოდა არა კონკურენციის გამო, არამედ პოლიტიკური შეხედულებების გამო. ურთიერთობა ხელოვანებს იმდენად დაეძაბათ, რომ ორივე მომღერალმა კონტრაქტში აუცილებელ მოთხოვნად ჩაწერა: მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც არ უნდა გამართულიყო კონცერტი, ისინი სცენაზე ერთად არასოდეს დადგებოდნენ.

მოულოდნელად ხოსე კარერასს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. კარერასის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა, მუშაობა აღარ შეეძლო, მკურნალობა კი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.

მძიმე სენთან მებრძოლმა კარერასმა გაიგო, რომ მადრიდში არსებობდა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ლეიკემიით დაავადებულებს ეხმარებოდა. ფონდის დახმარებით მომღერალმა ლეიკემია დაამარცხა, სცენას დაუბრუნდა და ფინანსური მდგომარეობაც ნელ-ნელა გაუუმჯობესდა.

ხოსე კარერესმა ფონდის მუშაობაში თავისი წვლილის შეტანა გადაწყვიტა და სწორედ მაშინ შეიტყო, რომ მისი დამაარსებელი და ხელმძღვანელი პლასიდო დომინგო იყო. ფონდში მისულმა კი გაარკვია, რომ დომინგომ ეს გადაწყვეტილება კარერასის ავადმყოფობის გამო მიიღო. პლასმიდო დომინგომ ანონიმურობა არჩია, მას არ სურდა, შეურაცხყოფა მიეყენებინა კარერასის გრძნობებისათვის, რომელიც არასოდეს დათანხმდებოდა დასახმარებლად მისთვის მიემართა.

ორი ბუმბერაზი ვარსკვლავის შეხვედრა მადრიდში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე შედგა. ხოსე კარერასმა სცენაზე სიმღერა შეწყვიტა, დაიჩოქა და პლასიდო დომინგოს ათასობით მსმენელის წინაშე პატიება სთხოვა. დომინგომ კარესასი ფეხზე წამოაყენა და ჩაიხუტა. ასე დაიწყო ორი უდიდესი ტენორის მეგობრობა.

როდესაც ჟურნალისტმა დომინგოს ჰკითხა, რატომ შექმნა ფონდი, მომღერალმა უპასუხა: “იმიტომ, რომ ასეთი ხმის დაკარგვის უფლება ჩვენ არ გვაქვს!”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 07:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი