IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> რატომ არის ცოდვა სვირინგის გაკეთება?
Liol
პოსტი Feb 7 2009, 08:57 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 6-September 08
წევრი № 5,602



იცის ვინმემ? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Feb 7 2009, 09:47 PM
პოსტი #2


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



მე როგორც ვიცი, ეგ არის უბრალოდ სხეულის დამახინჯება და საერთოდ სვირინგი სულს აზიენბს.
გამოდის რომ შენი სხეულით რაც უფალმა გიბოძა, უკმაყოფილოხარ და ცდილობ მის "გალამაზებას"... sad.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Feb 8 2009, 06:31 PM
პოსტი #3


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ჩემი სუბიექტური მოსაზრება და არა ვინმესგან ნასწავლი

სვირინგს არ ვიხატავთ სილამაზისთვის, არამედ იმ გამოსახულებას, რომელსაც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაგალითად სიტყვა "დედა". მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამით დედის პატივისცემას უფრო მეტად გამოხატავენ.

ავიღოთ მაგალითად რომელიმე პოპ-ვარსკვლავის სახელი, ან ჯგუფის ლოგო. ეს უკვე იმდენად დიდი ფანატობაა, რომ ღმერთზე წინ აყენებენ ამ მომღერალს. ეს რომ უთხრა მათ დაგცინებენ და გეტყვიან, ცოტა ლოგიკა ჩადე საუბარშიო, რეებს გვაკადრებო, მაგრამ აბა დაფიქრდი: ადამიანი რომ ამდენს აკეთებს იმ მომღერლის სიყვარულის გამო და ბევრად ნაკლებს (ან საერთოდ არაფერს) აკეთებს ღმერთის სიყვარულის გამო (არ ლოცულობს და ა.შ.) ეს არ არის ღმერთის დავიწყება და მომღერლის წინ დაყენება? საერთოდ ფანატობა მაგარი სისულელეა, რადგანაც უფალმა ყველა ადამიანს მიანიჭა რაღაც, რისთვისაც თიოეული მათგანი უნიკალურია და არ არის არცერთი პოპ-ვარსკვლავი თუ ფეხბურთელი ჩვენზე არაფრით მეტი (და არც ჩვენ ვართ სხვაზე მეტი). ყველა ადამიანი ცოდვილია და არ შეიძლება ადამიანის ფანატობა. ეს გაკერპებას გავს.

ავიღოთ რაიმე საკრალური მნიშვნელობის ფიგურა. თუნდაც ჯვარი. ვიცით, რომ არც წმინდანების ქანდაკებებია აღიარებული მართლმადიდებლობაში, არამც თუ სვირინგად გამოსახული სიწმინდე ან წმინდანი. ჩვენ, მართლმადიდებლებს გვაქვს მხოლოდ ხატები, მედალიონები, ჯვარი და ა.შ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წარმართულ რელიგიას მიეკუთვნება სვირინგის ფიგურა, მაშინ ლაპარაკი აღარ არის, რომ ეს ცოდვაა.

თუ სვირინგს იკეთებს ადამიანი არა ამ მიზნებით (რაც ზემოთ დავწერე) და სხვა ამდაგვარი მიზნებით და მხოლოდ სხვის თვალში "მაგარ როჟად" გამოჩენისთვის, ან მოდისთვის ან რაიმე ამდაგვარისთვის - მაშინ ის ცოდავს, როგორც ზედმეტად გადაპრანჭვის დროს და ა.შ. ამავე დროს აქ საქმე გვაქვს სიამაყესთან. ეს რო ვუთხრათ მათ, ამაზეც მივიღებთ მკაცრ პასუხს და დაცინვას, მაგრამ აბა დაუკვირდი: თუ გინდა სხვის თვალში მაგარი გამოჩნდე ეს განა სიამაყე არ არის?! გაიგეთ ხალხო, რომ ლოცვაც კი შეიძლება ცოდვა იყოს, თუ იგი ხალხისათვის მოსაჩვენებლად არის, სხვის დასანახად. მარხვის დროს წუწუნიც, რომ სხვამ დაინახოს მარხვაზე არისო.... იესო ქრისტე გვასწავლიდა, როცა მადლს აკეთებ, შენც მარცხენას ნუ ეცოდინება რას აკეთებს შენი მარჯვენაო და ნუ გაახმაურებ შენს მიერ ჩადენილ მადლსო. რომელ მადლის ჩადენაზეა საუბარი, როცა ადამიანს არაფერი განსაკუთრებით დასაფასებელი არაფერი გაუკეთებია და სხვის თვალში საკუთარი სახელის განდიდებას ცდილობს. რომც გაეკეთებინა რაიმე განსაკუთრებით დასაფასებელი, მაინც არ ექნებოდა ამის უფლება. კაცთა თვალში კი არა უფლის თვალში ვიყოთ მაგრები (ძალიან ცუდი ტერმინოლოგიით დავწერე).


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ana*
პოსტი Feb 8 2009, 07:03 PM
პოსტი #4


Gothic, it's inside
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,163
რეგისტრ.: 10-October 08
მდებარ.: in your nightmare
წევრი № 5,793



ციტატა
ადამიანი რომ ამდენს აკეთებს იმ მომღერლის სიყვარულის გამო და ბევრად ნაკლებს (ან საერთოდ არაფერს) აკეთებს ღმერთის სიყვარულის გამო (არ ლოცულობს და ა.შ.) ეს არ არის ღმერთის დავიწყება და მომღერლის წინ დაყენება? საერთოდ ფანატობა მაგარი სისულელეა, რადგანაც უფალმა ყველა ადამიანს მიანიჭა რაღაც, რისთვისაც თიოეული მათგანი უნიკალურია და არ არის არცერთი პოპ-ვარსკვლავი თუ ფეხბურთელი ჩვენზე არაფრით მეტი (და არც ჩვენ ვართ სხვაზე მეტი). ყველა ადამიანი ცოდვილია და არ შეიძლება ადამიანის ფანატობა. ეს
გაკერპებას გავს.


sad.gif sad.gif


--------------------
Metal power
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Feb 8 2009, 07:04 PM
პოსტი #5


დაურეგისტრირებელი









ციტატა
სიტყვა "დედა".

biggrin.gif ესეთებზე მაგრა ვღადაობ biggrin.gif
ნე ზაბუდუ მაწ რადნუიუ biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Feb 8 2009, 07:49 PM
პოსტი #6


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(ქავთარაძე @ Feb 8 2009, 07:04 PM) *

biggrin.gif ესეთებზე მაგრა ვღადაობ biggrin.gif
ნე ზაბუდუ მაწ რადნუიუ biggrin.gif


biggrin.gif

P.S. ეთნოში იმ დღეს როგორ მოგეწონა, ცოტაც დაგეცადა და დავიწყებდით კონცერტს a075.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Feb 8 2009, 11:31 PM
პოსტი #7


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ჩემი აზრით არაა ცოდვა...გააჩნია რას დაიხატავ, თუ ეშმაკებს და ამგვარ რაღაცეებს რაც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას, მაშინ ცოდვაა..

მე პირადათ ვაპირებ, რომ მკლავზე საქართველოს გერბი ამოვისვირინგო..


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Feb 8 2009, 11:39 PM
პოსტი #8


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



არადა როგორ მინდა ხერხემალზე მზის ამოსვირინგება wacko.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Feb 9 2009, 12:05 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ადამიანი ტაძარი სულისა წმიდისა არის და არამგონია ამ ტაძარს სვირინგები ჭირდებოდეს


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Feb 9 2009, 12:09 AM
პოსტი #10


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ბადრი
+1


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Feb 9 2009, 12:24 AM
პოსტი #11


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



ცოდვაა კი sad.gif ეჰ....


--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Feb 9 2009, 12:54 PM
პოსტი #12


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(m16 @ Feb 8 2009, 11:31 PM) *

ჩემი აზრით არაა ცოდვა...გააჩნია რას დაიხატავ, თუ ეშმაკებს და ამგვარ რაღაცეებს რაც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას, მაშინ ცოდვაა..

მე პირადათ ვაპირებ, რომ მკლავზე საქართველოს გერბი ამოვისვირინგო..




ეხლა მისმინე ჯიგარო

ციტატა(ბადრი @ Feb 9 2009, 12:05 AM) *

ადამიანი ტაძარი სულისა წმიდისა არის და არამგონია ამ ტაძარს სვირინგები ჭირდებოდეს
ციტატა(llaasshhaa @ Feb 9 2009, 12:09 AM) *

ბადრი
+1
ციტატა(Tarzana @ Feb 9 2009, 12:24 AM) *

ცოდვაა კი sad.gif ეჰ....



ამ 3-ს + ჩემი გრძელი პოსტი = 8 biggrin.gif
4-ს ხო მაინც უდრის და "ფეჩი ხარ, ბოლი გაუშვი ახლა" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Feb 9 2009, 01:55 PM
პოსტი #13


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ციტატა
ეხლა მისმინე ჯიგარო

ახლა შენ მისმინე ჯიგარო, სხეული ჩემია და რასაც მინდა იმას მივახატავ ოკ?


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Feb 9 2009, 02:30 PM
პოსტი #14


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(m16 @ Feb 9 2009, 01:55 PM) *

ახლა შენ მისმინე ჯიგარო, სხეული ჩემია და რასაც მინდა იმას მივახატავ ოკ?


რა იყო, რა გეწყინა..... რა ჩემი საქმეა შენ რას იზამ, მე კი არ ვერევი შენს ცხოვრებაში... უბრალოდ ვსაუბრობთ აქ და თუ არგუმენტებს მოიყვან, რატომ ამართლებ, კარგი იქნება. აქ ჩემი და ბადრის არგუმენტებია ჯერ-ჯერობით. შენ კი არ მოგიყვანია არგუმენტი, გარდა იმის თქმისა, რომ სხეული ჩემია და რასაც მინდა იმას დავიხატავო. მაგ ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ, ასეც შეიძლება თქმა: "მე კაცის მოკვლა ცოდვად არ მიმაჩნია, სული ჩამია და რასაც მინდა იმას ვუზამ, მინდა წარვიწყმედ სულს, მინდა ვაცხონებო. კაცი უნდა მოვკლა, თქვენი საქმე არ არისო".... არგუმენტებს ველოდები... a075.gif

პ.ს. ნუ ბრაზდები, მე არ გეკამათები, და ნურც შენ დაიწყებ.... პროსტა არგუმენტები დაწერე და ეგა არი... ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს და ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, ისევე როგორც შენს მოსაზრებასაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არგუმენტებს მოიყვან, გამამართლებელ მსჯელობას. მცდარიც რომ იყოს შენი მსჯელობა, არაუშავს, მთავარია იყოს... მე რა სიბრძნეებს კი არ ვწერ, მეც ვუშვებ მსჯელობაში შეცდომებს და ყველა აბსოლუტურად.... a075.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Feb 9 2009, 02:44 PM
პოსტი #15


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ციტატა
რა იყო, რა გეწყინა..

არაფერი, უბრალოდ არ მსიამოვნებს "მომისმინე ჯიგარო" და ა.შ a075.gif smile.gif


ჩემი აზრით ტატუირებას გააჩნია, აი მაგალითად ხერხემალზე მზის ამოსვირინგება რა ცოდვა უნდა იყოს?
თუ ეშმაკს და დემონებს დავიხატავ მაშინ ცოდვა იქნება, მაგრამ უწყინარი მზე ხერხემალზე არამგონია ცოდვათ ითვლებოდეს...

ადამიანის სხეული თუ ტაძარია მაშინ რაღა ტატუირებას მივასკდით, სხვა უამრავი ცოდვა გვაქვს, ხოდა ყველას რომ გამოვასწორებთ მერე ვთქვათ სხეული ტაძარია და მოაშორე სვირინგებიო...


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Feb 9 2009, 03:35 PM
პოსტი #16


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(m16 @ Feb 9 2009, 02:44 PM) *

ჩემი აზრით ტატუირებას გააჩნია, აი მაგალითად ხერხემალზე მზის ამოსვირინგება რა ცოდვა უნდა იყოს?
თუ ეშმაკს და დემონებს დავიხატავ მაშინ ცოდვა იქნება, მაგრამ უწყინარი მზე ხერხემალზე არამგონია ცოდვათ ითვლებოდეს...

ადამიანის სხეული თუ ტაძარია მაშინ რაღა ტატუირებას მივასკდით, სხვა უამრავი ცოდვა გვაქვს, ხოდა ყველას რომ გამოვასწორებთ მერე ვთქვათ სხეული ტაძარია და მოაშორე სვირინგებიო...


გასაგებია, მაგრამ ხერხემალზე მზის ამოსვირინგებას რა ფუნქცია აქვს? ის, რომ გაიმარიაჟო ხომ? მარიაჟობა არ არის ცოდვა?


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Feb 9 2009, 03:56 PM
პოსტი #17


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ციტატა
ის, რომ გაიმარიაჟო ხომ? მარიაჟობა არ არის ცოდვა?

ათ მცნებაში წერია ცოდვაა მარიაჟობაო?

სხვა ბევრ დიდ ცოდვას სჩადის ადამიანი, ჯერ მათ მოვუაროთ და მერე მარიაჟობას..


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Feb 9 2009, 06:33 PM
პოსტი #18


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(m16 @ Feb 9 2009, 03:56 PM) *

ათ მცნებაში წერია ცოდვაა მარიაჟობაო?

სხვა ბევრ დიდ ცოდვას სჩადის ადამიანი, ჯერ მათ მოვუაროთ და მერე მარიაჟობას..

მარიაჟობა ჟარგონიდან რომ გადავთარგმნოთ არის სიამაყე, ამპარტავნება....

10 მცნება არის ძველი აღთქმისეული, რომელიც რა თქმა უნდა ჭეშმარიტებაა. ის ღმერთმა გამოუცხადა მოსეს სინას მთაზე და რა თქმა უნდა ღვთის სიტყვაა, ცხოვრების წესია. მაგრამ ამის შემდეგ გავიდა დრო და ხალხს მიეცა ახალი აღთქმა. მოვიდა მესია და იქადაგა იგი. მისი ერთ-ერთი პირველ ქადაგება იყო 9 ნეტარების შესახებ. არ უნდა ჩავიციკლოთ ამ 10 მცნებაზე. უნდა სახარებით ვიცხოვროთ და არ უნდა დავივიწყოთ, ქრისტეს სწავლებანი, ქადაგებები თუნდაც ჭეშმარიტების - ძველი აღთქმის და მათ შორის 10 მცნების "ხათრით". აი რა წერია 9 ნეტარებაში


ნეტარნი არიან გლახაკნი სულით, რადგან მათია სასუფეველი ცათა.
ნეტარნი არიან მგლოვიარენი გულით, რადგან იგინი ნუგეშცემულნი იქნებიან.


დამერწმუნები თუ ადამიანს უნდა იყოს სულით გლახაკი და მგლოვარე გულით, ის სვირინგებს არ გაიკეთებს. სულით გლახაკი და მგლოვარე გულით ზუსტად იმას ნიშნავს, რომ სიამაყე და ამპარტავნება უნდა დავაგდოთ, უფროსობის მოყვარეობა, თავმომწონეობა ("მარიაჟობა") და ა.შ ხომ?! თუ ჩემი არ გჯერა, უწმინდესს მაინც დაუჯერე. ჩვენს პატრიარქს უყვარს ხოლმე ხშირად თქმა ამპარტავნობა და სიამაყე არის ყველაზი დიდი ცოდვაო. არაერთხელ უთქვამს ეს.






--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Feb 9 2009, 07:25 PM
პოსტი #19


დაურეგისტრირებელი









აბე
ვჭამეთ და დავგაზეთ biggrin.gif სადღა მეცადა ეხლა biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Feb 9 2009, 08:01 PM
პოსტი #20


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



კაროჩე რააა...

ყველას შეუძლია ცოდვებზე გამოდავება...ეს უკვე რაღაც მანიად გადაიქცა, და უფრო გვიბიძგებს რომ ცოდვა ჩავიდინოთ.


უსასრულოდ შეიძლება მაგალითების მოყვანა, ძველი აღთქმა ახალი აღთქმა, ქადაგება და ა.შ.

მთავარია ბოროტება არ გააკეთო და შEნი საქციელით სხვას ხელი არ შეუშალო და თუ გინდა სვირინგი კი არა სულ ტიტველმა იარე...




--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 11:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი