IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
> რატომ იბადებიან ადამიანები სხვადასხვა სახის დეფექტებით, რისი ბრალია ეს?
sergi_glaxa
პოსტი Jan 20 2013, 09:42 PM
პოსტი #101


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(A.V.M @ Jan 20 2013, 09:06 PM) *

sergi_glaxa
ვერ გავიგე სიმართლე რომ გითხრა რა დაწერე...

სენ არ გჯერა რომ უფალი ყოვლისმცოდნეა თუ როგორ?


ახლობლის მობილურიდან დავწერე და ამერია ასოები...

მე ერთ დროს გავბრაზდი ღმერთზე, უკი ის ყოვლ;ის შემძლე იყო განა არ იცოდა, რომ ამდენი რამ მოყვებოდა ადამის შეცდომასო? მერე პასუხი ასეთი ქომნდათ- იცი ღმერთი ყოვლისმცოდნეა და უბრალოდ თავისუფალი ნება მოგვცა და ბლა ბლა ბლა...

მაგრამ ბოლოს მივედი იქამდე, რომ ღმერთი კი არის ყოვლის მცოდნე, მაგრამ ბევრი რამ ამ დედამიწაზე ჩვენი გონებისთვის ჩაუწვდომელი დარჩება, სანამ იქ არ წავალთ...

იმედია მიმიხვდი რას ვგულისხმობდი.

და იქ რომ დავწერე -დამთავრდა- ეს ნიშნისმოგებით არ დამიწერია..
მე პასუხი ვერ გავიგე და დამთავრდა..მეტი არაფერი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 20 2013, 09:53 PM
პოსტი #102


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



sergi_glaxa
ციტატა
მაგრამ ბოლოს მივედი იქამდე, რომ ღმერთი კი არის ყოვლის მცოდნე, მაგრამ ბევრი რამ ამ დედამიწაზე ჩვენი გონებისთვის ჩაუწვდომელი დარჩება, სანამ იქ არ წავალთ...

მაგაში მეც გეთანხმები და ისიც მეეწვება როცა წავალთ იქ ყველაფერი გავიგოთ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 20 2013, 10:03 PM
პოსტი #103


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ამოუცნობია გზანი უფლისანი

და შენ ამ დროს ხარ ერთი პატარა არსება, რომელიც უბარლოდ ემორჩილები და ვერაფერს ცვლი! რადგან გტკივა თუ არგტკივა, ვალდებულება გაქვს გაძლების. ეს ხომ შენთვისვე სასიკეთოა. ის არ დაუშვებს სენტვის ცუდს!

ძნელზე ძნელია ამ ყველაფრის გაგება და შეგუება!

მაგრამ, რომ გაიგებ და შეეგუები, უკვე მარტივი : )

მიწიერით ვცხოვრობთ ადამიანები, ამიტომ სასიკეთო ყველაფერი აქ გვინდა. ის ცხოვრება შორეულია, ბუნდოვანი და აუცილებლად დაკავშირებული ამასტან.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 20 2013, 10:09 PM
პოსტი #104


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



A.V.M
ციტატა
მაგაში მეც გეთანხმები და ისიც მეეწვება როცა წავალთ იქ ყველაფერი გავიგოთ...

აი სწორედ მაგას ვგულისხმობ, როცა ვამბოიბ რომ ბევრ რამეს ვერ ვიგებთ sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 20 2013, 11:26 PM
პოსტი #105


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 20 2013, 10:03 PM) *



შენ ამ დროს ხარ ერთი პატარა არსება, რომელიც უბარლოდ ემორჩილები და ვერაფერს ცვლი!



რა იგულისხმე ვერაფერში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 21 2013, 02:54 PM
პოსტი #106


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



MIRDAT
ციტატა
რა იგულისხმე ვერაფერში?



ნუ, იმაში, რმ როცა რაღაც განსაცდელი გაქვს მოვლენილი და ის შენთვის საჭიროა, მაშინ მას ვერ მოიცილებ, სანამ რაღაცასთან გამკლავეას ვერ ისწსვლი. ანუ, იმასთან, რის გამოც გაქვს მოვლენილი განსაცდდელი


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 19 2015, 06:12 PM
პოსტი #107


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...სუფთა, მყუდრო ოთახში შემიყვანეს, სადაც ქათქათა საწოლზე იწვა საშინლად დეფორუმირებული არსება, რომელსაც ძნელია, ბავშვი უწოდო. შეიძლება დედა ორსულობის დროს რაღაცას ისეთს აკეთებდა, რაც ადამიანს მადლს ართმევს ... და აი, სიყვარულის უკმარისობის დასტურად ქვეყანას მოევლინა ნაყოფი, რომელიც ჩვენგან განსაკუთრებულ სიყვარულს მოითხოვს..."

/სრული სახით წაიკითხეთ "კარიბჭე" N17, 2015, გვ.56/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 14 2018, 08:23 PM
პოსტი #108


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ავადმყოფი ბავშვები სამყაროში იმისთვის კი არ იბადებიან, რომ ჩვენ ვბრაზობდეთ და ვიტანჯებოდეთ. თითოეულ მათგანს არსებობის თავისი მიზეზი და იდუმალი ხმა აქვს. ჩვენ ერთმანეთის სიყვარულ დაგვრჩენია - მოციქულ პავლეს სიტვებისაებრ, ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ. სიმდაბლით ვაღიაროთ, რომ არც ისე ძლიერები ვართ, შევეცადოთ, შევუმსუბუქოთ ტკივილი ავადმყოფ ბავშვს და გავიგოთ მისი ნათქვამი. ასეთი ბავშვები ღვთის ენაზე ლაპარაკობენ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2019, 03:58 PM
პოსტი #109


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რა უფრო ერთმანეთის მსგავსია ადამიანთა გენეტიკა, მათში არსებული დაავადებები ძლიერდება და შთამომავლობა გამოდის ფიზიკურად ნაკლოვანი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2020, 09:24 PM
პოსტი #110


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - რატომ ავადმყოფობენ ბავშვები, რატომ იბადებიან ხეიბრები? ამ კითხვებს ხშირად სვამენ ღვთის მაძიებელი ადამიანები. მართლაც, ძნელია შეათანხმო ყოვლადსამართლიანი ღვთის არსებობა პიროვნულად უცოდველი ჩვილის ავადმყოფობასთან...

- ბავშვი თუ იბადება სნეული და ავადმყოფი, ვფიქრობ, მშობლებისთვის ეს კიდევ ერთი გამოცდაა, როგორ მოიქცევიან, ღვთის მორჩილებით აიღებენ თუ არა მათთვის გამზადებულ ამ ტვირთს.

თუ ვინმეს ეძლევა ხეიბარი შვილი, მადლობა შესწიროს ღმერთს, თავის თავს ჩაუღრმავდეს, დაფიქრდეს, რომ უფალმა საცხოვნებლად კიდევ ერთი შანსი მისცა. ამ ჯვრის ზიდვით მან ცოდვების კომპენსაცია უნდა მოახდინოს. ასეთ დროს მშობელი არ უნდა ჩავარდეს ღვთის გმობაში.

სამწუხაროდ, ხშირია, როცა მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალებისას გმობენ უფალს: რატომ, სად არის ღვთის სამართლიანობა, რატომ მოხდა ესო?! მინდა გაგახსენოთ ის 14 000 ყრმა, რომლებიც, წმინდა წერილის თანახმად, ჰეროდემ ბეთლემში ამოხოცა. მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ?!

ამ შემთხვევას წმინდა მამები შემდეგნაირად განმარტავენ: ის 14 000 ყრმა რომ გაზრდილიყო და ჰეროდეს არ ამოეხოცა ქრისტეს გულისთვის, ისინიც იდგებოდნენ სხვა ებრაელებთან ერთად მოედანზე, სადაც ისმოდა ყვირილი: "ჯვარს აცვი, ჯვარს აცვიო!" უფალმა კი ყველა სასუფეველში შეიყვანა. ამიტომ ადამიანებმა ღვთის სამართალი არ უნდა განვსაჯოთ. უფალმა უკეთ იცის, ვინ სად, როდის და როგორ აცხოვნოს"

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2020, 09:39 PM
პოსტი #111


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა პარალიზებულ ანდა ეშაკეულ ბავშვს განკურნავდა [მამა არსენი], ეპიტიმიას მის მშობლებს ადებდა, რომლებიც, მისი აზრით, ბავშვის სნეულების მიზეზნი იყვნენ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2020, 09:10 PM
პოსტი #112


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძველ აღთქმაში ავადმყოფობას პირდაპირ ცოდვის შედეგს უწოდებდნენ, ბავშვი რომ ავად გახდებოდა, აინტერესებდათ გაეგოთ, საიდან მოდიოდა ეს ავადმყოფობა, ვინ შესცოდა - მისმა მშობლებმა თუ წინაპრებმა?"

/დეკ. კონსტანტინე ლეკიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2020, 09:59 PM
პოსტი #113


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ ქალბატონს ექიმებმა ურჩიეს, შესაძლოა, ბავშვი ჯანმრთელი არ დაიბადოსო. მამა ზურაბმა [გოგიტიძე] მოუსმინა აცრემლებულ დედას და უთხრა, - თუ ბავშვი ჯანსაღი არ იქნება, მე მომიყვანეო. მისი ლოცვით, მშვენიერი გოგონა მოევლინა ქვეყანას. პატარა სულ ხატებისკენ იწევს ხოლმე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 9 2021, 09:18 PM
პოსტი #114


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხშირად მშობლები შეჭირვებულნი მოდიან მოძღვართან ბავშვის ავადმყოფობის გამო და გვთხოვენ, გამოსავალი მოვნახოთ მისი ჯანმრთელობის აღსადგენად, მეტწილად ამის მიზეზი თვით მშობლებია. მართალია, წინაპრებისა და სისხლით ნათესავების მოუნანიებელი ცოდვა ჩვილზე არ გადადის, მაგრამ როცა ხაზი გამრუდდება და ბავშვის მშობელი ან წინაპარი გადაუხვევს სწორი, ეკლესიური მიმართულებიდან, ეს ბავშვზეც აისახება, რადგან სანამ ის უმწეო და დაუცველია, თუ მშობლის გზა გამრუდდა, ის ძალაუნებურად ბავშვსაც გაიყოლებს თან, ამიტომ ცოდვა უნდა გამოსწორდეს".

/მამა ილია ჩიკვაიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2022, 09:22 PM
პოსტი #115


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნეტარი ნიფონტი, კვიპროსის ეპისკოპოსი, გვიხსნის, რომ უფალი ბავშვების მრავალრიცხოვანი და მძიმე სნეულებებით მათი მშობლების უსჯულოებათაგან განწმენდას ესწაფვის"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 11 2022, 08:46 PM
პოსტი #116


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ახლონათესაური ქორწინების შთამომავლები გენეტიკური სიმახინჯეებით, ფიზიკური და ფსიქიკური არასრულფასოვნებით იტანჯებიან"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2022, 05:48 PM
პოსტი #117


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბავშვებს პრენატალური, მძიმე ავადმყოფობის დიაგნოზებით, სხვადასხვა სიმახინჯეებითა და ანომალიებით აქვთ ისეთივე უფლება სიცოცხლისა, როგორიც ჯანმრთელებს.

პრენატალური დიაგნოზი სიმახინჯისა და ნაყოფის სხვა ანომალიის შესახებ, რომლის შედეგი აბორტია, უხეშად არღვევს ღვთის განგებულებას, რამეთუ ასეთ ბავშვებს უკარგავს ნათლობისა და სასუფეველში შესვლის შესაძლებლობას"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2022, 07:41 PM
პოსტი #118


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართალია, ძნელია ბავშვის ავადმყოფობას უყურო, მაგრამ ამაში ხშირად თავად ჩვენ ვართ დამნაშავე"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2023, 05:05 PM
პოსტი #119


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც სიამოვნებას მისდევს, უნდა იცოდეს, რომ ისინი ბანალურობაში გადავლენ, ადამიანები იწყებენ საკუთარი თავის დანახვას ისე, როგორებიც არიან, უსიყვარულოდ, კრიტიკულად, ერთმანეთიც კი შესძულდებათ. ასე ფუჭდება ცხოვრება, იშლება ქორწინება. და აი, რატომ:

აბა, დავაკვირდეთ, როდის დაქორწინდნენ ეს ადამიანები. იქნებ აკრძალულ დღეებში, იქნებ მარხვაშიც კი? და რატომ დაიბადა ეს ბავშვი მახინჯი ფეხით? რატომ დაიბადა უშნო თავით? იმიტომ, რომ ადამიანი აღარ ინახავს მარხვას, არ ლოცულობს, ადამიანები უკვე აღარ იცავენ დღესასწაულებს, კვირას, აღდგომას, უფლის ნათლისღებას და მიდიან ამ ალკოჰოლურ სამყაროში, რაც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქრისტიანობის კიდევ ერთი უბედურებაა!"

/არქიმანდრიტი იუსტინე (პირვუ)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 21 2024, 05:51 PM
პოსტი #120


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გუშინ საღამოს ღამისთევაზე რომ მივდიოდი, ერთ კუთხეში შევნიშნე მამა პატარა შვილთან ერთად, რომელიც ხეიბრის ეტლში იჯდა. მივუახლოვდი, პატარას მოვეხვიე და ვაკოცე. "იცი, რომ შენ ანგელოზი ხარ?" ვკითხე მას. მამამისს კი ვუთხარი: "შენთვის უდიდესი პატივია ანგელოზის მოვლა, გიხაროდეს, იმიტომ, რომ ორივე თქვეგანი სამოთხეში მოხვდება". მათ სიხარულით გაუბრწყინდათ სახეები, იმიტომ, რომ საღმრთო ნუგეშისცემა მიიღეს"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 07:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი