IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> დღევანდელობის შავი ჭირი ,,კ ა ზ ი ნ ო"., ვისაც არ გამოუცდია, არ გამოცადოთ, მძიმე სენია.
აბე
პოსტი Aug 15 2010, 09:53 PM
პოსტი #41


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



lingvo

იმის გამო, რომ დანით პურის დაჭრის გარდა კაცის მოკვლაც შესაძლებელია, დანა არავის აუკრძალავს. ლომბარდი შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა არა კაზინოში წაგებული ფულის სასესხებლად, არამედ სხვა საქმისთვის. ამიტომ ლომბარდის აკრძალვა არაა სწორი და არც არავინ გააუქმებს მათ.

არც გადატანაა გამოსავალი: ლომბარდები რომც გადაიტანონ კაზინოებისა და ტოტალიზატორებისაგან მოშორებით, თქვენი აზრით შორს ვერ წავა ლომბარდში ფულის სასესხებლად ადამიანი, კაზინოში წაგებული ვალი რომ გადაიხადოს?

თვითონ ადამიანს უნდა ჰქონდეს ტვინი, რომ გონივრულად იცხოვროს, ლომბარდი არაფერ შუაში არაა... ხოლო თუ ლომბარდის მეპატრონეებს სხვის უბედურებაზე საკუთარი წარმატება ახარებთ და ზრუნავენ კიდეც ამისთვის, ეს მათი პირადი სულიერი პრობლემაა. მათ შეუძლიათ არ მისცენ სესხი კაზინოდან და ტოტალიზატორიდან გამოსულებს, რომლებსაც დარწმუნებული ვარ სახეზეც ცნობენ... მოკლედ ამ ადამიანების სულიერება თავიანთი საქმეა და თქვენ არავინ გეკითხებათ... შენ თუ გაქ ჭკუა ნუ გაიხდი საქმეს წაგებულის ლომბარდით დასაფინანსებლად...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Aug 15 2010, 10:11 PM
პოსტი #42


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



Atman

ციტატა(Atman @ Aug 15 2010, 10:15 PM) *

აბე
ბიზნესზე და ვაჭრობაზე დამყარებული ურთიერთსარგებელი ბუნებრივი და ჯანსაღი პროდუქტით ვაჭრობაზე უნდა იყოს დამყარებული


სრულიად ჯანსაღი პროდუქტია და არაფერი შენი დასაწუნი არ სჭირს ფინანსური კეთილდღეობის მომავლიდან მიმდინარე პერიოდში გადმოტანას (ანუ დღეს იზრდი კეთილდღეობას და მომავალში ამცირებ, როდესაც ფრავ სესხს).

ასევე ჯანსაღი პროდუქტია ბანკების პროდუქტები. რომ არა თუნდაც განვადებები, მსოფლიოს ეკონომიკა ასეთი არ იქნებოდა დღეს, წარმოების განვითარების ტემპი გაცილებით ნაკლები იქნებოდა და არც ტექნოლოგიები იქნებოდა განვითარებული ისე დღეს რომაა განვითარებული... მეტსაც გეტყვი, მთელი მსოფლიოს ეკონომიკა განვადებებზე დგას. ყველასთვის სარგებლის მომტანია განვადება: არც მაღაზიებს ულპებათ და უჟანგდებათ პროდუქტები დახლებზე (ყიდიან რა უფრო სწრაფად); პროდუქტების მწარმოებლებსაც არა აქვთ სადარდებელი ჩაწოლილი საქონელი და იწყებენ ახალი მოდელების შექმნას/ძველის დახვეწას; მომხმარებლებსაც არ უწევთ წლობით ფულის დაგროვება და შედარებით იოლად ყიდულობენ სასურველ პროდუქტს. მწარმოებელი კმაყოფილია, მომხმარებელი კმაყოფილია, მაღაზია კმაყოფილია... სამივე კმაყოფილია... რატომ არის ვითომ ეს პროდუქტი არაჯანსაღი?!

ხელოვნების, მედიცინის, ეკონომიკის, სამართლის, პოლიტიკის, წარმოების, მშენებლობის, დიზაინის, კომპიუტერული ტექნოლოგიების, საგანმანათლებლო სისტემებისა და სხვა დანარჩენი ყველა დარგის ერთდროულად პროფესორებო და ექსპერტებო, ყველა დარგში კომპეტენტურებო, ხანდახან დაფიქრდით ხოლმე სისულელეებს რომ წერთ. ისე მაინც დაწერეთ, მე არ მომწონს ესა და ეს ამისა და ამის გამოვო, პირდაპირ რომ ეშმაკეულობას წამებთ ყველაფერს ბრძენნო ამა სოფლისანო!

მაშინ ავკრძალოთ დანები, რდგანაც მისით შეიძლება კაცის მოკვლა. ეშმაკეული ყოფილა ყველა ვისაც დანასთან აქვს შეხება...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Aug 15 2010, 10:23 PM
პოსტი #43


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



პ.ს. თბილისში აღარ ვიქნები სამი კვირა და ვერ გიპასუხებთ.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 16 2010, 04:23 AM
პოსტი #44


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
მეტსაც გეტყვი, მთელი მსოფლიოს ეკონომიკა განვადებებზე დგას. ყველასთვის სარგებლის მომტანია განვადება: არც მაღაზიებს ულპებათ და უჟანგდებათ პროდუქტები დახლებზე (ყიდიან რა უფრო სწრაფად); პროდუქტების მწარმოებლებსაც არა აქვთ სადარდებელი ჩაწოლილი საქონელი და იწყებენ ახალი მოდელების შექმნას/ძველის დახვეწას; მომხმარებლებსაც არ უწევთ წლობით ფულის დაგროვება და შედარებით იოლად ყიდულობენ სასურველ პროდუქტს. მწარმოებელი კმაყოფილია, მომხმარებელი კმაყოფილია, მაღაზია კმაყოფილია... სამივე კმაყოფილია... რატომ არის ვითომ ეს პროდუქტი არაჯანსაღი?!


თავად ფაქტი, რომ ფინანსურ ვალში ხარ და ისე მუშაობ, არაჯანსაღია. თავისუფლებას უკარგავს ადამიანს. იმიტომაცაა მთელი ამერიკა და დასავლეთი (და უკვე საქართველოს დიდი ნაწილიც) დამონებული. გამოაქვთ სესხად ყველაფერი, ხარახურის ჩათვლით და მერე მთელი ცხოვრება ამ ვალების დაფარვაზე მუშაობენ.

ეს სისტემა მასონების წისქვილზე ასხამს წყალს. და საბანკო სისტემამ განაპირობა ელექტრონული ფულის შექმნა. ჯერ ისე ფული ხო პირობითობაა და ელექტრონული საერთოდ ილუზიაა.

ამას მომავალი გვიჩვენებს.

ციტატა
მაშინ ავკრძალოთ დანები, რდგანაც მისით შეიძლება კაცის მოკვლა. ეშმაკეული ყოფილა ყველა ვისაც დანასთან აქვს შეხება...


დანასაც გააჩნია. არსებობს დანები, რომლებიც შექმნის დღიდანვე კვლაზეა გათვლილი...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kent5
პოსტი Aug 17 2010, 09:34 AM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 166
რეგისტრ.: 3-February 08
წევრი № 3,836



მე ლას-ვეგასი ვახსენე ამას წინათ იქ მოგების ალბათობა არის. ჩვენთან კი ეს თითქმის არ არსებობს, მთელ ინგლისში 57 სათამაშო დაწესებულებაა,თავის სლოტ კლუბებიანად 57 ჩვენთან მარტო პეკინზეა. კაზინოში შესულ ადამიანს შვეიცარიდან დაწყებული კრუპიემდე გიყურებენ როგორც ,,ლუკმას” ეს სხვაგან არ ხდება. აქ ფიქსირებულს იხდის კაზინო და კაცი არ არის მისი პატრონი, აი ,,თბილ ქვეყნებში” კი სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს ყველა დეტალს.


--------------------
დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Aug 17 2010, 12:07 PM
პოსტი #46


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა
თავად ფაქტი, რომ ფინანსურ ვალში ხარ და ისე მუშაობ, არაჯანსაღია. თავისუფლებას უკარგავს ადამიანს. იმიტომაცაა მთელი ამერიკა და დასავლეთი (და უკვე საქართველოს დიდი ნაწილიც) დამონებული. გამოაქვთ სესხად ყველაფერი, ხარახურის ჩათვლით და მერე მთელი ცხოვრება ამ ვალების დაფარვაზე მუშაობენ.

გეთანხმები. რა საშინელებაა თუნდაც მხოლოდ ფსიქოლოგიურად როდესაც მუდმივ ვალში ხარ... გირჩევნია დააგროვო ნელ-ნელა და მერე შეიძინო.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Aug 17 2010, 05:37 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ნეტა ახლა ვინმე ერთ მილიონს მასესხებდეს და ვიყო მუდმივ ვალში, ნო პრობლემ. ოღონდ იპოთეკა არ მომთხოვოს... biggrin.gif


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Aug 17 2010, 08:06 PM
პოსტი #48


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(neo @ Aug 17 2010, 06:37 PM) *

ნეტა ახლა ვინმე ერთ მილიონს მასესხებდეს და ვიყო მუდმივ ვალში, ნო პრობლემ. ოღონდ იპოთეკა არ მომთხოვოს... biggrin.gif

სესხით ვერ იქნები მშვიდად. რომ გეთქვა მაჩუქოსო კიდევ ხო biggrin.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Aug 17 2010, 08:49 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
სესხით ვერ იქნები მშვიდად. რომ გეთქვა მაჩუქოსო კიდევ ხო


შენ მასესხე და ნახე როგორი მშვიდად ვიქნები biggrin.gif


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2017, 01:08 PM
პოსტი #50


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონტე კარლოს ეფექტი - წინასწარმეტყველების და გამოცნობის მცდელობა - არასწორი დასკვნები, მოგების ალბათობის გადაფასება მაშინ, როცა 98% თამაშის მცდელობებისა, წამგებიანია".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2017, 10:25 PM
პოსტი #51


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აზარტულმა თამაშებმა ლუდომანია (ლათინურად Ludus - თამაში) წარმოშვა. თამაშომანია, როგორც მასობრივი მოვლენა, XX საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა "ჩინური სინდრომის" სახელწოდებით. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელები და ჩინელები აზარტული თამაშებით გატაცების წინაშე დაუცველნი აღმოჩნდნენ. ავადმყოფობა იმდენად სერიოზული გამოდგა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "ფსიქიკური დარღვევების" კლასიფიკაციაში "პათოლოგიური გეიმბლინგიც" (ინგლ. game - თამაში) კი გამოყო. თამაშომანია ალკოჰოლიზმის, ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის ჯგუფს მიეკუთვნება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2017, 10:38 PM
პოსტი #52


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაწილეობა თამაშში - არ აქვს მნიშვნელობა, ვიგებთ თუ ვაგებთ - გამოხატულებაა სურვილისა, უშრომლად მოვიპოვოთ ამქვეყნიური სიკეთე. თუ გვსურს, თამაშს თავი დავაღწიოთ, მოგებისას გავიხსენოთ, რომ ათასმა ადამიანმა წააგო, რადგან ვერ სძლია ცდუნებას, წააგო უკანასკნელი ლუკმაპური, და სწორედ მათ მიერ წაგებულს გვაძლევენ ჩვენ, რომ შემდგომში ჩვენით სხვა აცდუნონ. წაგებისას კი მიმოვიხედოთ, რამდენი გაჭირვებულია ჩვენს ირგვლივ და ეს თანხა გონივრულად რომ დაგვეხარჯა, რამდენ უპოვარს გავუხარებდით გულს მოწყალების გაღებით, ჩვენ კი სიკეთის ქმნით ზეციურ საუნჯეს დავაგროვებდით. ამასთან, ნებისმიერ თამაშში ვლინდება აზარტი, რომელიც გრძნობების მონობაა და ასუსტებს გონივრული მოქმედების უნარს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 26 2017, 08:50 PM
პოსტი #53


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კაზინოთი გამდიდრებული კაცი არ არსებობს, გარდა მეპატრონისა, თუმცა ისიც საკითხავია, ის მეპატრონეც იხვეჭს თუ არა ამ სიმდიდრის წყალობით თუნდაც მიწიერ ბედნიერებას. ასეთი გზით მოპოვებულ ფულს აუცილებლად მოჰყვება დიდი პრობლემები. ბოროტი სული კეთილად არავის არაფერს აძლევს, სანაცვლოდ ყოველთვის რაღაცას ითხოვს, თანაც ძალიან ბევრს."

"ბანქო მართლმადიდებლობის მოძულეთა მიერ არის მოგონილი. ეს მისტიკური თამაშია. ქრისტიანს არა თუ თამაში, ბანქოს ხელში აღებაც კი ცოდვად ეთვლება, რადგან მასზე ქრისტეს ჯვარცმის ელემენტებია ასახული. ჯვარი იმ ჯვარს ნიშნავს, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს; აგური - სამჭვალებს, რომლითაც იესო ქრისტე ჯვარზე მიამსჭვალეს; გული შუბის წვერია, ჯვარცმულ უფალს რომ უგმირეს გვერდში და სისხლით შეიღება, ამიტომაც არის გული წითელი ფერის; ყვავი შუბზე წამოცმულ ღრუბელს აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარს წყლის ნაცვლად ძმარში გაჟღენთილი მიაწოდეს. ამის ნიშნად არის ყვავი შავი ფერის. ვალეტები წმინდა მოწამეები "არიან", დამები - წმინდა დედები, კაროლები - ეპისკოპოსები. მათ ხელში კვერთხი და ჯვრიანი სფეროები უჭირავთ (ძველ რუსულ ბანქოზე პირდაპირ ჩანს, რომ მასზე წმინდანები არიან გამოსახულნი). ტუზი "ტაფუს" - ქრისტეს საფლავს ნიშნავს. იერუსალიმში უფლის საფლავის მცველ ღვთისმსახურთ შესამოსელზე უკანა მხრიდან "ტაფუს" აწერიათ. ჯოკერი ეშმაკია. წარმოიდგინეთ, რამხელა ცოდვაში ვარდება ადამიანი, როცა ბანქოს თამაშს იწყებს და ქრისტეს ჯვარცმის ელემენტებს ერთმანეთს ურტყამს! ამით უფლის ჯვარცმას შეურაცხყოფს. მეტსაც გეტყვით: გინდა ბანქო გითამაშია და გინდა ჯვრები და სხვა ქრისტიანული სიწმინდეები შეგიმუსრავს და შეურაცხგიყვია! აშკარაა, რომ იგი ქრისტეს მოწინააღმდეგეთა მოგონილია. სამწუხაროდ, მოახერხეს და ბანქო ქრისტიანებშიც გაავრცელეს."

/მამა დავით ქვლივიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 27 2017, 11:17 AM
პოსტი #54


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კაზინო ეშმაკის სახლია"

/მამა დავით ქვლივიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 27 2017, 11:47 AM
პოსტი #55


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოთამაშეები ექიმებს ემუდარებიან: "დაგვეხმარეთ, ამდენი რომ არ წავაგოთო!.." ნარკომანები კი იხვეწებიან: "ორი გრამი პრეპარატი ძვირია, დოზა შეგვიმცირეთო!.." ცხადია, ეს მკურნალობის მცდარი მოტივაციაა. ადამიანი მოვალეა, ჭეშმარიტ მოტივაციამდე მივიდეს: "არ მინდა, სიცოცხლე წავაგო!"

მაგრამ ეს სამედიცინო კი არა, უპირველეს ყოვლისა, სულიერი პრობლემაა. ეს არის აზარტით სულის დასნეულება იმ იმედით, რომ შესაძლებელია, ზღაპრული თანხა მოიგო. მაგრამ ეშმაკი ცრუა და სიცრუის მამაა. ეს სულიერი დაავადება, რომლის სახელწოდებაც ვნებაა, მრავალი საუკუნის წინ ზედმიწევნით აღწერეს მართლმადიდებელმა წმინდანებმა. მათვე მოგვცეს განკურნების რეცეპტი: ვნება თავისთავად ანდა ადამიანური ძალისხმევით არ ითრგუნება, ის ღვთის წყალობით იძლევა. ამისათვის კი საჭიროა: ცოდვების შეგნება, გონებით ჩაწვდომა, რომ ადამიანი დემონის ბადეშია გახვეული, და გულწრფელი მონანიება. შეწევნა კი უფლის წყალობაა, რომელსაც აღსარებით, ზიარებითა და ლოცვით ვიღებთ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 28 2017, 01:41 PM
პოსტი #56


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1655 წელს ფრანგმა მათემატიკოსმა, ფიზიკოსმა, ფილოსოფოსმა და მწერალმა ბლეზ პასკალმა გამოიგონა მბრუნავცილინდრიანი ბორბალი ციფრების კომბინაციების ზუსტი რიგით. დიდი მეცნიერის ტრაგედია ისაა, რომ იგი ხედავდა, ყოფიერების საიდუმლოს ჩაწვდომა და სასოწარკვეთილებისგან ადამიანის ხსნის გზა მხოლოდ ქრისტიანობაში იყო, მაგრამ თავისდა უნებურად (ეს ხელსაწყო პასკალმა ალბათობის თეორიის ასახსნელად შექმნა) კაცობრიობას საშინელი ბიწიერების ბორბალი დაუტოვა.
რულეტკა (ფრანგულიდან roulette - ბორბალი) ფულის კეთების ოსტატებმა აიტაცეს. "წარმატების ბორბლის" გაუმჯობესების იდეა საზოგადოებას დომინიკელმა ბერებმა მიუგდეს. თუმცა ახლახან ჯადოსანმა იური ლონგომ აღიარა: "ის ეშმაკმა მოიგონა და თავისი ბნელი საქმე სხვის მხრებზე გადაიტანა".
სხვათა შორის, "ბედის ბორბლის" ყველა ციფრის (0-დან 36-მდე) ჯამი 666-ს შეადგენს!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 29 2017, 12:50 PM
პოსტი #57


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არის აზარტი, საღმრთო აზარტი ანუ სურვილი კაცთა მოქცევისა. ასეთი აზარტული კაცი გახლდათ მაქსიმე შარაძე. ხალხში ისე ლმობიერად კითხულობდა ქადაგებას, სახარებას და წმინდანთა ცხოვრებას, რომ ცრემლს ვერ იმაგრებდა. იმის მხილველთ გულში ღვთის შიში და სიყვარული ენერგებოდათ.
ერთხელ მაქსიმე ბილიარდის მოთამაშეებთან შევიდა და უთხრა: - აბა, ძმებო, გთხოვთ ყური დამიგდოთ, ერთი რამ კაი ამბავი უნდა წაგიკითხოთო.
მოთამაშეები შეჩერდნენ. მაქსიმემ დაიწყო წმინდა გიორგის ცხოვრების კითხვა... ისეთ ლმობიერებაში შევიდნენ მოთამაშენი, რომ ყველამ ტირილი დაიწყო, ჯოხები დაყარეს და მაქსიმეს აღარ მოშორდნენ, თან გაჰყვნენ, ბინა ისწავლეს და სხვებთან ერთად ისინიც საღამოობით მასთან იკრიბებოდნენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2017, 11:43 AM
პოსტი #58


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაწილეობა თამაშში - არ აქვს მნიშვნელობა, ვიგებთ თუ ვაგებთ - გამოხატულებაა სურვილისა, უშრომლად მოვიპოვოთ ამქვეყნიური სიკეთე. თუ გვსურს, თამაშს თავი დავაღწიოთ, მოგებისას გავიხსენოთ, რომ ათასმა ადამიანმა წააგო, რადგან ვერ სძლია ცდუნებას, წააგო უკანასკნელი ლუკმაპური, და სწორედ მათ მიერ წაგებულს გვაძლევენ ჩვენ, რომ შემდგომში ჩვენით სხვა აცდუნონ. წაგებისას კი მიმოვიხედოთ, რამდენი გაჭირვებულია ჩვენს ირგვლივ და ეს თანხა გონივრულად რომ დაგვეხარჯა, რამდენ უპოვარს გავუხარებდით გულს მოწყალების გაღებით, ჩვენ კი სიკეთის ქმნით ზეციურ საუნჯეს დავაგროვებდით."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 1 2017, 09:54 PM
პოსტი #59


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სპეციალისტების აზრით, თამაშზე დამოკიდებულება უფრო ძნელად იკურნება, ვიდრე ნარკომანია".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2017, 01:22 PM
პოსტი #60


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აზარტული თამაშებით გატაცება გახლავთ "ნარკომანია ნარკოტიკების გარეშე". საკუთარ ემოციებზე ზემოქმედება შესაძლებელია არა მარტო ქიმიური გზით, არამედ კომპიუტერით, ტელევიზორით, გემრიელი საკვებით და აზარტული თამაშებითაც. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, არის ნარკოტიკი "ფართო გაგებით". მძიმე შემთხვევებში აზარტული თამაშები იქცევა ძლიერი ემოციების ერთადერთ წყაროდ და ადამიანი მიჰყავს ისეთსავე დეგრადაციამდე, როგორსაც ალკოჰოლიზმი და ნარკომანია იწვევს.
აზარტი, რომელსაც ადამიანი თამაშისას განიცდის, ძალიან ძლიერია და მუდმივ განმტკიცებას მოითხოვს ახალი მსხვერპლით. თუ მოთამაშე არ ზრდის რისკს, ფსონს, ისე თამაშს აღარ მოაქვს სიამოვნება, ამასობაში ახლობლებისთვის შესამჩნევი ხდება პიროვნების ცვლილებები - საკუთარ ქცევაზე კონტროლის დაკარგვა; რაც თამაშთან არ არის დაკავშირებული, მისადმი ინტერესის დაკარგვა; თამაშის გარდა ყველა სხვა მოთხოვნილების უგულებელყოფა. მაგრამ ამ მდგომარეობაშიც კი გამოჯანმრთელებაზე ზრუნვას არავინ ჩქარობს.
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სჯერათ საკუთარი ძალებით პრობლემასთან გამკლავების შესაძლებლობისა, მეორეც, წარმოდგენა არა აქვთ, ვის მიმართონ დასახმარებლად. უნდა აღინიშნოს: თამაშზე დამოკიდებულება არ განიკურნება ნამუსზე შეგდებით, ყვედრებით, მუქარით, ყვირილით. აქ პროფესიონალის ჩარევაა საჭირო. ყველა ახლობელს უნდა განემარტოს, რომ თამაშზე დამოკიდებულება დაავადებაა და გამოჯანმრთელების საწყის ეტაპზე აუცილებელია თამაშზე დამოკიდებული ადამიანის ფინანსურად შეზღუდვა. არ არის გამართლებული მათი ვალების გადახდა."

"მოთამაშის მიერ კაზინოს გაკოტრების მაცდური კადრები, რომელთაც ხშირად ვხედავთ ჰოლივუდის ფილმებში, რეალობისგან ძალიან შორს არის."

/ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 06:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი