IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
gugua
პოსტი Nov 20 2008, 08:21 PM
პოსტი #201


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



33. არ მინდა რაიმე კომენტარი გავაკეთო "სამ საქართველოზე", საჭირო სიტყვები ძნელად თუ მოიძებნება და ამიტომ... ბატონო გიორგი, შესაძლებელია, რომ მსგავსი ექსპედიციები ან თუნდაც ექსკურსიები ახალგაზრდებისთვისაც მოეწყოს? ანტალიაში ანდა პარიზში წასვლას ეს მირჩევნია და დარწმუნებული ვარ ბევრ სხვა ქართველსაც. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია? ნიუ-იორკი. აშშ.


34. გუგუა გამარჯობათ! სულმოუთქმელად გადავიკითხე თქვენი წერილები. ბარაქალა, თქვენს ეროვნულ საქმეს და თქვენს დაუღალავ რუდუნებას. ახლა შემიძლია უფრო მეტი რამ გავიგო ჩვენს ფერეიდნელ ძმებზე და დებზე, ჩვენს შვილებზე და ჩვენს ღირსეულ ფერეიდნელ წინაპრებზე, რობლებმაც ქართული სული, ქართული გული, ქართული ენა და ქართული ეროვნული ღირსებები დღემდე შემოინახეს.
ჩემი დიდი სურვილია, რომ ფერეიდანში, დანარჩენი ქართველების ხმა მისწვდეთ. არცერთმა ქართველმა დედამიწაზე თავი უსამშობლოდ და მივიწყებულად არ უნდა იგრძნოს. რა ბევრნი ჩვენა ვართ?! რაც შეეხება იმ ქართულს, რომლითაც ფერეიდანში ლაპარაკობენ, მე ძალიან მეამაყება. მე ხევსური ვარ, და როდესაც ხევსურები ლაპარაკობენ ნახევარსაც ვერ ვიგებ... ან კიდევ ფშაური, მოხევური და ა.შ. რომ აღარაფერი ვთქვათ სვანურზე და მეგრულზე. მთავარია, რომ ჩვენ ყველა ქართველები ვართ და ერთადერთი სალოცავი — საქართველო გვაქვს. სულ ერთია როგორი ქართულით ვილოცებთ: ქართლულით, კახურით, მეგრულით, ფერეიდნულით, სვანურით თუ მესხურით.
სამშობლოდან იძულებით გადახვეწილო, ჩვენო ოჯახის წევრებო! არ გეგონოთ, რომ თქვენ მანდ მარტონი იყავით, რომ სამშობლომ თქვენ ერთი წუთითაც კი დაგივიწყათ. ასე გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა: ბებიამ და ბაბუამ დედას და მამას მოუთხრო, დედა და მამა ჩვენ გვიყვებოდნენ, ჩვენ კიდევ ჩვენ შვილებს გადავცემთ იმ სიყვარულს, რასაც ჩვენი ფერეიდნელი სისხლის და ხორცის, ჩვენი სულის და გულის სიყვარული ჰქვია. სადაც კი ირანელს გადავეყრები, ყველას თქვენზე ვეკითხები. ერთი ირანელი ქალი, სახელად მარია ბევრს მომიყვა თქვენს შესახებ. მითხრა: "ამდენს რომ მეკითხები, შენ თვითონ წამოდი ამ ზაფხულს და გაიცანი შენი გურჯებიო. მითხრა: ჩემს სახლში გეპატიჟები, ეს იმიტომ, რომ ვიცი რა კარგი ერის შვილი ხარო." ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ამის მოსმენისას... ირანელი ოჯახი, ირანში, სახლში მეპატიჟება იმიტომ, რომ თქვენ ისეთი კარგები ხართ, რომ დარწმუნებულები არიან, რომ მეც კარგი ვიქნები... გმადლობთ, რომ ასეთი ძვირფასები ხართ. გავიცნოთ ზოგმა პირადად, ზოგმა წერილებით. უფრო შევიყვაროთ ერთმანეთი, შევქმნათ ნაღდი ქართული ოჯახები და ვილოცოთ ჩვენი ჯიშისა და საქართველოსთვის... გფარავდეთ უფალი. ნანა ფიცხელაური. გერმანია.

www.fereidani.ge — “შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები” — ”ქართული დიასპორა”.

ქალბატონო ნანა! ძალიან მომეწონა თქვენი წერილები, განსაკუთრებით ირანელი ქალბატონის სიტყვები მომეწონა! მჯერა რომ წრფელი გულით გეუბნებათ... რაც იმ აძაღლებულმა შაჰ-აბასმა ქართველებს გაუკეთა (მით უმეტეს რომ მასშიც ქართული სისხლი ჩქეფდა) ამ ტრაგედიაში ჩვეულებრივი სპარსელი ხალხი არაფერ შუაშია, პირიქით - ჩემი აზრია, რომ მათზე რაც შეიძლება ბევრი კარგი დავწეროთ. ჩემს საიტს ირანში ათასი კატეგორიის ხალხი ”გამადიდებელი ლუპით” უყურებს... სასიამოვნოა ასეთი სახის ინფორმაციების განთავსება, რადგან უფრო კეთილად მოეპყრობიან ჩვენებს, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სპარსეთში მცხოვრები ქართველები ახლაც კი მგლის ხახაში ჩატოვებული კრავებივით გვყავს... მაპატიეთ, რომ თქვენს წერილებს მცირეოდენი კორექტირება გავუკეთე და ისე ავტვირთე...
P.S. ნანა, თუ ე-მაილზე შემეხმიანებით, ფერეიდანში ჩაწერილ ინტერვიუებს გამოგიგზავნით, ჩვენს ქართულში თუ რუსული ჟარგონი სჭარბობს, მათ ქართულში კი სპარსულ სიტყვებსაც გაიგონებთ, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, თუ ოჯახში გყავთ პატარები, შემიძლია ფერეიდნული დიალექტით გახმოვანებული მულტფილმებიც გამოგიგზავნოთ.
პატივისცემით, გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი.

თუ მომაწვდით სხვა ფოტოებსაც და ტექსტებსაც, საიტში ცალკე ქვეთავს გავაკეთებ, შემეხმიანეთ ე-მაილზე ან დამირეკეთ მობილურზე თუ თბილისში იმყოფებით.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sara
პოსტი Nov 20 2008, 10:40 PM
პოსტი #202


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 153
რეგისტრ.: 21-January 08
წევრი № 3,703



QUOTE(bycha @ Nov 20 2008, 07:46 PM) *

IPB Image
IPB Imageმე და ჩემი მეგობრები..ფერეიდანის მარტყოფი

IPB Image
IPB Imageმე,ჩემი ნათლული და მისი საბიძაშვილო..ისფაჰანში

IPB Image
IPB Imageამ საფლავთან ალბად,ნებისბისმიერი ქართველი ბევრჯერ დაფიქრდება და შეეცდება ცოტა ხნით მაინც წარმოიდგინოს,რუ რამხელა ადამიანის,პოლიტიკოსის სამარესთან იმყოფება.ეს აბას-1-ის სამარეა....ჩვენი ქვეყნის ამომგდების......

რა საინტერესოა,კიდევ დადე რა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bycha
პოსტი Nov 21 2008, 07:04 PM
პოსტი #203


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 18-November 08
წევრი № 5,964



IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი-შირაზი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bycha
პოსტი Nov 21 2008, 07:17 PM
პოსტი #204


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 18-November 08
წევრი № 5,964



IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი-ქერიმ ხანი და ევროპის ელჩობა-თავისივე სასახლეში.საინტერესო დარბაზია,იმ დროინდელი კოსტუმები აცვიათ”თოჯინებს”.სტუმარი ქედს იხრის ხანის წინაშე.ეს ის ხანია,რომელმაც ჯერ გენოციდი მოუწყო ფერეიდანში ჩასახლებულებს,ხოლო შემდეგ კი საბოლოოდ,გაამუსულმანა.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bycha
პოსტი Nov 21 2008, 07:47 PM
პოსტი #205


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 18-November 08
წევრი № 5,964



IPB-ს სურათი
IPB-ს სურათიშირაზი,უძველესი,დიდი წარსულის მქონე დასპარსული პოეზიის კერა, იდუმალი...დავდიოდი მის ქუჩებში და არ მშორდებოდა დედოფალ ქეთევანზე ფიქრები....384 წელი გავიდა მისი წამების შემდეგ. მაშინდელი სასახლეების კვალი საკმაოდ წაუშლია დროს და ისტორიას...მთელი ჩემი იქ ყოფნის მანძილზე-ერთი აზრი მიტრიალებდა,არა,უფრო გრძნობა იმ შეუჩვეველი სიმძიმისა,რომელთაც ადგილობრივი ხალხის მზერის,ირანის ცხელი მზის და იმ მიწის სიუცხოვის...მათი რელიგიის და ირანის მძიმე კანონების შედეგად ,რომ ვგრძნობდი და ვფიქრობდი, ალბად(ალბად კი არა სწორედაც!!!!!)ის ჩემზე ათასჯერ დამძიმებული იყო შირაზში ყოფნით...როგორ უნდა ახსნას კაცის ენამ და გონებამ თუ როგორ იტანჯებოდა თავის საქართველოს მონატრებული?
დავიჯერო განა ბევრია ისეთი ქვეყნები,რომლებსაც ასეთი შვილები ეზრდებოდათ??არამგონია...

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი-პერსეპოლისი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bycha
პოსტი Nov 21 2008, 08:12 PM
პოსტი #206


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 18-November 08
წევრი № 5,964



IPB-ს სურათი
IPB-ს სურათიისფაჰანი,ორმოც სვეტიანი სასახლე,შაჰ აბასი ხვდება თურქისტანის გამგებელს,ვალი მუჰამედ ხანს,აბასის გვერდზე ალავერდი ხანი ზის-უნდილაძე.სასახლეში მითხრეს გიდებმა,რომ სურათზე სომეხი და ქართველი ქალები ცეკვავენ.

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათივქეიფობთ მარტყოფელები bye1.gif bye1.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 21 2008, 09:15 PM
პოსტი #207


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



bycha-ს!
ჩემს წინა წერილის ბოლოში მიწერილი სიტყვები თქვენთვის იყო გამიზნული... დიდი სურვილი მაქვს შეგხვდეთ. თუ მოხვდებით სპორტის სასახლესთან აუცილებლად შემეხმიანეთ 893-95-84-77 ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში 4 საათის შემდეგ, შაბათს კი 3-4 საათამდე, სასურველია ეს შეხვედრა ხვალაც მოხდეს...

თუ მომაწვდით სხვა ფოტოებსაც და ტექსტებსაც, საიტში ცალკე ქვეთავს გავაკეთებ, შემეხმიანეთ ე-მაილზე ან დამირეკეთ მობილურზე თუ თბილისში იმყოფებით.


ვეხმარებით საქართველოს
გთხოვთ გაავრცელოთ

ბატონებო და ქალბატონებო,
მადლობას ვუხდი ყველას ვინც გამოიჩინა გულისხმიერება (ჩემი ბოლო წერილის შემდეგ), კერძოდ კი რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას.
ამჟამად თანხა ავიდა 21 097 კრონამდე.
27 ნოემბერს გადის ორი სატვირთო ავტომანქანა, დატვირთული მობილური კლინიკით და სხვა მასალით. ჩეხი კოორდინატორები მიფრინავენ 2 დეკემბერს.
ასე რომ გთხოვთ ყველას, ვისაც გადაწყვეტილი აქვს თანხის გადმორიცხვა, იჩქაროთ. ანგარიში ნახეთ http://www.samshoblo.net/page.php?11
პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი.

ასევე:
27.11. 2008-დან ჩეხეთის კინოთეატრებში გადის ქართველი რეჟისორის ოთარ იოსელიანის ფილმი, სატირა "Podzimní zahrady". დამატებითი იმფორმაცია ნახეთ www.acfk.cz
სურათების გამოფენა, შესანიშნავი აქცია, რომელიც ჩეხებმა და სომხებმა მოაწყვეს. ნახეთ http://www.veronikasouralova.cz/academic-v...-10-12-2008.htm
28 ნოემბერს 9.00 საათზე ტარდება კონფერენცია "უნდა გვეშინოდეს თუ არა რუსეთის"?. ორგანიზატორია "სამოქალაქო ინსტიტუტი". მონაწილეობას იღებენ Mr. John O´Sullivan, former advisor to Margareth Tchatcher and Mr. Tomas Pojar, Deputy Minister of Foreign Affairs, will be among the speakers. The conference will be held in English.
მისამართი: Cerninsky Palace in Prague.
ვინც ინგლისური იცით და რაც მთავარია გაქვთ რაიმე სათქმელი შემატყობინეთ, რადგანაც მე მათ უნდა წინასწარ შევატყობინო .
ადამიანის უფლებებს მიძღვნილი კვირეული, გაიმართება ქალაქ ბრნოში. აქციას აფინანსებს ქალაქ ბრნოს მერია. საქართველოზე მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება 9 დეკემბერს 19.30. სავარაუდოდ, რამდენადაც კარგად ვიცნობ ორგანიზატორებს, მოსალოდნელია ანტი-ქართული განწყობილება, განსაკუთრებით ყურადღება დაეთმობა ქართული ჯარის ე.წ "აგრესიას" ჩეხური იარაღის გამოყენებით.... სხვა თემებიც.
ნახეთ:
19:30 Válka na jižním Kavkazu, centrum Celsuz, tř. Kpt. Jaroše 9
O současném dění v oblasti jižního Kavkazu, o srpnové válce v Gruzii, o problematice regionů Abcházie či jižní Osetie, o vývozech zbraní na Kavkaz a o mezinárodních souvislostech budou besedovat: Jimi Dabrundashvili představitel gruzínské komunity „Samshoblo" v ČR a Karel Dolejší, nezávislý zbraňový expert.
ბოლოს:
სამწუხაროა რომ დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებთ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებზე მონაწილეობას, განსაკუთრებით სავალალოდ გამოიყურება ჩვენი პოზიციების დაფიქსირება ჩეხეთის მას-მედიაში. ახლოვდება ჩეხეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობა ევროკავშირში. ათეულობით მილიონი კრონი მიდის საქართველოს დასახმარებლად, თუმცა არც ერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ამ დახმარების მიღების პროცესს არ იცნობს....და ა.შ.

www.fereidani.ge
ქვეთავი 87 — საერთაშორისო აქცია «ვიმღეროთ საქართველოსათვის»


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 22 2008, 07:01 PM
პოსტი #208


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გილოცავთ ჭეშმარიტად ქრისტიანულ დღესასწაულს - გიორგობას!

35. ამერიკაში, ამ გადაკარგულ ქვეყანაში, პირველი სამსახური ირანელთან ვიპოვე, სარეკლამო ფირმა ჰქონდა. უფრო სწორედ, სარეკლამო ნეონის აბრებს ამზადებდა. მერე ფირმებს და კომპანიებს ფასადებზე უმონტაჟებდა. გაიგო თუ არა, რომ "გურჯი" ვიყავი, მაშინვე ამიყვანა სამუშაოზე, არ დაგავიწყდეთ, მე მაშინ ინგლისურის ბევრი არაფერი არ გამეგებოდა. დაახლოებით 6 თვე ვიმუშავე იმ კაცთან, ბევრ თავისი თანამემამულესთან ჰქონდა კავშირი, როცა მოსდიოდნენ, ეუბნებოდა, ნამდვილი გურჯი უნდა გაჩვენოთო. მე, ვიცი, რასაც ვწერ ეხლა − ამ ადამიანების თვალებში და ქცევაში ვხედავდი უდიდეს პატივისცემას ჩემი ერის წინაშე. "გურჯები", მაგრები და ლამაზები ხართო. ყოველთვის ამას იმეორებდნენ: ინგლისური სიტყვა GORGEOUS (გურჯეს), თქვენგან წარმოსდგებაო. (GORGEOUS − ნიშნავს, სრულყოფილს, ყველა სიამით შემკობილს). “elchi”. ა.შ.შ.

36. გამარჯობა “elchi”! გამარჯობა გუგუა! “ელჩი”, ძალიან გამახარა შენმა მონათხრობმა. მეც ძალიან ბევრი შემთხვევები მქონია გერმანიაში, როდესაც ირანელებს ქართველები წინა პლანზე დაუყენებიათ, როდესაც გაუგიათ, რომ გურჯები იყვნენ. ჩემი ვაჟი გერმანიაში რომ ჩამოვიდა, მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობდა. ირანელი ეძებდა ერთ კაცს სამუშაოზე. რადგანაც აქ სამუშაოები ძალიან ჭირს, ექვსი გამოცხადდა ერთ ადგილზე. ირანელმა მარტო განცხადებები გადაიკითხა (აქ წერია ეროვნება) და თქვა ჩემი შვილის გვარი, ამას ავიყვანო. (მე, როგორც თარჯიმანი თან ვახლდი.) ვკითხე: "დასაწყისში ალბათ ინგლისურად გაართმევთ საქმეს თავს მეთქი?" მიპასუხა:" მე ისე ვიცი ინგლისური, როგორც ამან გერმანულიო." თქმით რას ვეტყოდი, მადლობის მეტს, მაგრამ სახეზე ალბათ დიდი გაკვირვება გამომეხატა; რადგან ასე მითხრა:" იცით რა, მე ირანელი ვარ (ჩვენ მაშინ არ ვიცოდით სადაური იყო) და ჩემთვის ირანში ირანელი და გურჯი აბსოლუტურად ერთი და იგივეა. მე ერთი უბედური შემთხვევა მქონდა, ჩემს სამშობლოში და ერთ გურჯს რომ არ გადავერჩინე, ახლა დაახლოებით ათი წლის მკვდარი უნდა ვიყოო. ასე, რომ სამადლობელი მე მაქვს-ო". მას შემდეგ რამდენიმე წელმა გაიარა. იგი ჩემს შვილს ყოველთვის "გურჯო"-თი მიმართავდა. ერთხელ ერთ თანამშრომელს უკითსავს: "რა არის "გურჯო", ეგ ხომ არც სახელია მისი და არც გვარი?"-ო "ეგ ჩვენს ენაზე "შვილოს, ძმაოს, მეგობაროს, ნიშნავს"-ო, უპასუხია ირანელს. ჩემმა შვილმა, რომ ეს მომიყვა, გავოცდი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თურმე შეიძლება დაივიწყო წარსული ბედის უკუღმართობა და უძმო, უმეგობრო და შეიყვარო ის ერი, რომელთანაც პურს, წყალს და ჰაერს იყოფ. ჩემთვის ეს ერთი ირანელი, მთელი ირანელი ხალხის სახეა, რომლებმაც გულში ჩაიკრეს, ჩემი ლამაზი და ერთგული, სამშობლოდან გადახვეწილი ქართველები და ჭირი და ლხინი ერთად გაიზიარეს. დიდი ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ნანა ფიცხელაური. გერმანია.

www.fereidani.ge
”შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები” – ”ქართული დიასპორა.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 24 2008, 08:14 PM
პოსტი #209


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



თუშური ჯვარული

პირველად ღმერთი ვადიდოთ, მით უფრო დიდებულია,
მემრე ვადიდოთ კვირაე, კვირაე კარამ ღვთისია;
მემრე ვადიდოთ კოპალე, კოპალე კარატისია;
მემრე ვადიდოთ გიორგი, გიორგი ხახმატისია;
მემრე ვადიდოთ ფიწალე, ფიწალე დოჭუმთისია;
მემრე ვადიდოთ მარიამ, მარიამ დედა ღვთისია;
მემრე ვადიდოთ თევდორე, თევდორე შავგვრემალია;
მემრე ვადიდოთ გიორგი, გიორგი გომაწრისია;
მემრე ვადიდოთ ისრიელ, ისრიელ ბიქურთისია;
მემრე ვადიდოთ სანება, სანება სახარისია;
მემრე ვადიდოთ გიორგი, გიორგი მუხროვნისია;
მემრე ვადიდოთ ჭიხალე, ჭიხალე ბისოს მთისია;
მემრე ვადიდოთ მიქაელ, მიქაელ ხვავგორისია;
მემრე ვადიდოთ გიორგი, გიორგი ლაშარისია.
დიდნიმც ხართ, დიდებულნიმც ხართ,
ახსენებულნო ხვთისშვილნო!

დიდება მაღაწლის წმინდა გიორგის სალოცავში

”შენამც იდიდები, ღმერთო მაღალო, შენამც იდიდები, ღმერთო მართალო! შენამც იდიდები, იესო ქრისტეო, ცა და ჴმელეთის ბადალო!
შენამც იდიდები, დედაო ღვთისშობელო, ხვთის პირის მეღვინეო, ჩვენო ძუძუს მამწუებელო!
შენამც იდიდები, კვირავ ცხოველო, ხვთის კართ მიმსვლელო, პასუხის მიმტანელო-მამტანელო, ჩვენი სამართლის გამამტანელო!
შენამც იდიდები, ჴელმწიფეო ლაშარის ჯვარო, ჴმელ გორზე დაბრძანებულო, ლაშქართ მოარულო!
შენამც იდიდები, დიდებულო თამარ-ნეფეო, ღელეს აქიმ-დედოფალო, ჩიქილაზინზილიანო, მკურნათლად წამალთა გამამწერელო!
შენამც იდიდები, ლაღო იაჴსარო, ლახტიან-მათრაჴიანო, დევ-კერპთად მეომერო!
შენამც იდიდები, აჴადს დაბრძანებულო პირქუშო, ოსტატო ყაწიმიანო, თავის ყმათა მშველელო!
შენამც იდიდები, მთაწმინდის მთავარანგელოზო, ყმათა მცველო, მფარველო!
შენამც იდიდები, ქმოდის გორის წმინდაო გიორგიო, დიდო მთავარმოწამეო!
შენამც იდიდები, მუქუს ხვთისმშობელო, ადგილის მცველ-მფარველო ანგელოზო!
შენამც იდიდები, ჭიჩოს პირცეცხლის წმინდაო გიორგიო, ცეცხლით მოარულო!
შენამც იდიდები, კოტიას წმინდაო გიორგიო, წითელაურთა სალოცავო!
შენამც იდიდები, მათურის მთავარანგელოზო, თავის მეზღვნეთა მშველელო!
შენამც იდიდები, წყაროსთაველის წმინდა გიორგიო, არაგვის ხეობის დამყურებო, დევთა გამბასრაო!
თქვენამც იდიდებით ხახაბო-არდოტს შაშვენებულო ანგელოზებო!
შენამც იდიდები, დიდო ლომისაო, ღუდას ყოვლადწმინდაო, ქვის წულად მქცეველო!
შენამც იდიდები, პირიმზე-ფუძის ანგელოზო, რჯულიან ურჯულოთა სალოცავო!
შენამც იდიდები, მგზავრო ჴაჴმატის ჯვარო, ქაჯუეთის გამტეხო, ქაჯუეთის გამგლეჯო, იქით ოქროს თასის გამამტანელო!
შენამც იდიდებით, მთისა მომთენო, ბარისა მობაღდადენო!
თქვენამც იდიდები, მაღაწლის წმინდა გიორგი, გომეწრის დამცველო, დამხედავო, დამფარავო! შამამჴდარან შენს კარზედა მლოცავნი: ქუდოსანნი, მანდილოსანნი; შამაუწირავ ბუთაური, წულის წყალობას გეთხოვებიან, შენ შენს წყალობას ნუ დააკლებ, დალოცვილო! ამრავლე, ერთი ათასად გაუჴადე, ამყოფენ გამხვივნებულნი ე ტყის წვერთავითა! შენ ყუდრო-კარს შამამჴდარან, ბევრჯელამც შამააჴდენ, დიდებულო, თეთრი წვერით დაბერებულებსა! შენთვის ფურთნათავარი არ დაუკლავ, გაუმრავლე ფურებიცა, ჴარებიცა! ჯვარი დაუწერე ნაწველსა, ნადღვებსა, ჴარით ნაჴნავსა, ალალი მუშის ნამუშევარსა! მტრის ენა-პირი აირიდე, სასიკეთოდ გადმაჰხედნე, გამარჯვებულო! არიდე სასჯელი, სატანჯველი. ვინც იყვნენ ბუღაურთა, თას-განძისა, თეთრეულის ჴელუკუღმ გამტან-გამტაცებელნი, იმათზედვე გადაიტანე მორწმუნეზე დაღირებული ზიანი საქმე! მოსულთ წყალობა დაახვედრე, წასულებს წყალობა გააყოლე, გამარჯვებულო!
მლოცავნო, ქარავანნო, ქუდოსანნო, მანდილოსანნო, გწყალობდესთ მაღაწლის წმინდა გიორგი!”

გილოცავთ გიორგობას! გფარავდეთ და გწყალობდეთ წმინდა დიდმოწამე გიორგი! მისი მეოხებით გაძლიერდით. მრავალს დაგასწროთ უფალმა, იხარეთ და იდღეგრძელეთ!

გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 29 2008, 05:59 PM
პოსტი #210


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მეგობრებო, გაცნობებთ რომ საიტს 92-ე ქვეთავში დაემატა თემურ სულხანიშვილის ნამუშევრები, გარდა ამისა დაემატა ახალი ქვეთავები 95 – ”გიორგობა საგარეჯოში” და 96 – ”ირანის ისლამური რესპუბლიკა”

ირანის ისლამური რესპუბლიკა

სახელითა უზენაესითა

ჩემთვის დიდი პატივია მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე ირანის ხალხისა და ქვეყნის სახელით, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია კაცობრიობის ცივილიზაციას, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების ოცდამეცხრე წლისთავთან დაკავშირებით, მივესალმო სპეციალური გამოშვების მკითხველს.
ირანისა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობიდან გამომდინარე, ქართველი ხალხი კარგად იცნობს ირანის ხალხსა და მის კულტურას. თუმცა ბოლო საუკუნეში პოლიტიკურ პროცესებს თან ახლდა ირან-საქართველოს ურთიერთობის წყვეტა. ვფიქრობ, პატივცემული მკითხველისათვის თანამედროვე ირანის მოკლე დახასიათება საინტერესო იქნება.
ირანი ახლო აღმოსავლეთის ცენტრალურ ნაწილში - სპარსეთის ყურესა და კასპიის ზღვას შორის მდებარეობს. ირანის მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობების გამო შესაძლებელია ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ერთდროულად წელიწადის ოთხუი დროს ნახვა. ირანის ზეგანი აზიასა და მთელ მსოფლიოში ანტიკური ცივილიზაციების უძველესი ცენტრია. ქრისტეშობამდე მეორე ათასწლეულში დაიწყო არიული ტომების მიგრაცია ჩრდილოეთიდან ირანის ზეგანის მიმართულებით. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 330 წელს აქმენიდების დინასტიამ საფუძველი ჩაუყარა ირანის იმპერიის შექმნას. მას შემდეგ ამ ქვეყანას სხვადასხვა დინასტიები მართავდნენ. 1357 წლის (1979) ბაჰმანის თვეში (იანვარ-თებერვალი) ირანელმა ხალხმა იმამ ხომეინის მეთაურობით დაამხო ორიათას ხუთას წლოვანი მონარქიული მმართველობა და მოსახლეობის 99,8 პროცენტის მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ისლამური რესპუბლიკა.
ირანის ისლამური რესპუბლიკა მისი არსებობის მანძილზე მრავალ დაბრკოლებას წააწყდა, ამასთან, ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატებებიც. გარეშე და შიდა საფრთხეების პირობებში ისლამური რევოლუციის მონაპოვართა დაცვა, 8-წლიან ომში ირანელი ხალხის ღირსეული გამარჯვება, ომის ნანგრევების აღდგენა, ხალხისა და ხელისუფლების თანამშრომლობის გაღრმავება ყველა დონეზე და სისტემის საფუძვლების გამყარება, ირანის ისლამური რესპუბლიკის რეგიონალური და მსოფლიო როლის ამაღლება რეგიონულ და საერთაშორისო ასპარეზზე, ამ მიღწევათა ნათელი დადასტურებაა.
ამჟამად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს ეროვნული თანხმობის სამ ძირითად ლოზუნგს. გარდა ამისა, ირანული საზოგადოება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანონის უზენაესობის დაცვას, კანონიერი უფლებების ფარგლებში დიალოგის, პლურალიზმის, სამართლიანობის, შემწყნარებლობის, თანხმობისა და სამოქალაქო საზოგადოების დინამიური და სტაბილური კურსის განვითარებას. ირანის ბოლო წლების სოციალურ-პოლიტიკური მოვლენები გარკვეულწილად მის საგარეო პოლიტიკაშია ასახული. ისეთი ცნებები, როგორიცაა დაძაბულობის განმუხტვა, დიალოგი და თანამშრომლობა, წარმოადგენს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ახალ მიმართულებებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ რამდენიმე წლის წინათ ქვეყნის განვითარების 20-წლიანი პროგრამა შეიმუშავა, რომელიც დაყოფილია 5-წლიან ეტაპებად. ჰიჯრის კალენდრით 1404 (2025) წლისთვის ამ პროგრამის განხორციელების შედეგად, ირანი გადაიქცევა განვითარებულ სამრეწველო, ეკონომიკურ და სამეცნიერო შესაძლებლობების მქონე ქვეყნად.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური კურსი ითვალისწინებს რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე მეზობლებსა და სხვა ქვეყნებთან კეთილმეზობლური, ორმხრივი ურთიერთობების დამყარებას. ამ კუთხით, საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
ბირთვული ენერგიის საკითხი დღეისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. იმ დროს, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა ბირთვული ენერგიის მშვიდობიან გამოყენებას მიიჩნევს ყველა ერის უპირობო უფლებად, ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს ბირთვული ტექნოლოგიების გამოყენება საკუთარ პრიორიტეტად გამოაცხადოს. სწორედ ამის გამო, თეირანი გეგმავს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზედამხედველობით ბირთვული ენერგიის მშვიდობიან გამოყენებას.
თეირანის დადანაშაულება, ვითომ მალულად ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში, ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან ხდება იმ დროს, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკის რელიგიური საფუძვლები ძირეულად ეწინააღმდეგება ისეთ ცნებებს, როგორიცაა მასობრივი მკვლელობა და გენოციდი.
მოხარული ვართ, რომ ირანის საგარეო პოლიტიკის ახალი ხედვა, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის ბირთვული პროგრამის საკითხის მოგვარბის მიზნით დაწყებული კონსტრქციული დიალოგის გაგრძელება, ხელს უწყობს რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე თანხმობის, თანამშრომლობისა და მშვიდობის განმტკიცებას. მისი აღმატებულება დოქტორ აჰმადინეჟადის მიერ შემოთავაზებული წინდადება მშვიდობისა და სამართლიანობის მსოპლიო ფრონტის შექმნის შესახებ, რომელსაც მხარს უჭერენ 21-ე საუკუნის თავისუფლებისმოყვარე ერები, წარმოადგენს მსაფლიო პოლიტიკაში ირანის ხედვის აღიარების მკაფიო მაგალითს. გასული წლების განმავლობაში ასეთი პოლიტიკის შედეგად ირანის ურთიერთობის განვითარება ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით კი კავკასიის რეგიონთან შესამჩნევი გახდა. ირანის ისლამური რესპუბლიკა კვლავინდებურად, მისი დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, საქართვლოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის აცხადებს მზადყოფნას.
დასასრულ, ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის განვითარების გზაზე მაღალ ღმერთს შევთხოვ ირანისა და საქართველოს სახელმწიფოების და ერების კეთილდღეობასა და წარმატებას.

მოჯთაბა დამირჩილუ
ირანის ისლამური რესპუბლიკის სრულუფლებიანი
და საგანგებო ელჩი საქართველოში


სტატისტიკური მონაცემები ირანის
ისლამური რესპუბლიკის შესახებ

ისტორია

ირანის ზეგანი აზიის უძველესი ცივილიზაციების აკვანია. ჩვენ უტყუარი ფაქტები გვაქვს იმისა, რომ ამ ზეგანზე უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა სხვადასხვა ხალხები, თუმცა ზუსტი თარიღი მათი დაფუძნებისა ჯერაც არაა ცნობილი. ირანის ზეგანის არიელებით დასახლება ქ. წ. მეორე ათასწლეულიდან დაიწყო, ხოლო ქ. წ. 550 წელს აქემენიდთა დინასტიამ პირველი დიდი ირანული იმპერია დააარსა. მას შემდეგ ირანს სხვადასხვა დინასტიები, მათ შორის სელევკიდები, პართელები, სასანელები, ომაელები, აბასელები, საფარიდები, სამანიდები, ბუიდები, ღაზნელები, სელჯუკები, ხორეზმშაჰები, ილხანები, მოზაფარიდები, თემურიდები, თურქმენები, სეფიანები, ავშარები, ყაჯარები და ფეჰლევიანები მართავდნენ. 1357 (1979) წლის ბაჰმანის თვეში, აიათოლა (იმამ) ხომეინის ხელმძღვანელობით განხორციელებული ისლამური რევოლუციის შედეგად დაემხო ირანის 2500 წლოვანი მონარქიული წყობა და ჩამოყალიბდა ირანის ისლამური რესპუბლიკა.

გეოგრაფიული მონაცემები

ირანი აღმოსავლეთ აზიის შუაგულში მდებარეობს და კასპიის ზღვას სპარსეთის ყურესთან აერთებს, ხოლო აზიის აღმოსავლეთს მის დასავლეთთან. ირანში მრავალფეროვანი კლიმატია, სუბტროპიკულიდან სუბპოლარულამდე და ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში ოთხივე სეზონს შეიძლება შეესწროთ.
• ფართობი: 1648195 კმ2 (მსოფლიოში მე-17)
• კლიმატი: ნახევრად მშრალი. ნალექის რაოდენობა საშუალოდ 250 მმ წელიწადში.
• ადგილმდებარეობა: შუა აღმოსავლეთი, დასავლეთ აზია.
• მეზობელი ქვეყნები: თურქმენეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი (კასპიის ზღვის სანაპიროს მხრიდან), ომანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი (სპარსეთისა და ომანის ყურის მხრიდან), სომხეთი, თურქეთი, ერაყი, კუვეიტი, პაკისტანი და ავღანეთი.
• ოლქების რაოდენობა: 30
• ქალაქები: 982
• სოფლები: 68122
• მეზობელ ქვეყნებთან არსებული საზღვრის სიგრძე: 8731 კმ
• სანაპირო ზოლის სიგრძე: 2700 კმ

მოსახლეობა და ადამიანური რესურსები

ცნობილია, რომ ახალგაზრდობა ირანში მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს და მათ პრობლემებზე ზრუნვა, მათი ნიჭის სხვადასხვა სფეროში აქტიური გამოყენებისათვის ნიადაგის მომზადება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა გახლავთ.
• მოსახლეობა სულ: 67.47 მლნ
• ქალაქის მოსახლეობა: 44.77 მლნ
• სოფლის მოსახლეობა: 22.70 მლნ
• მოსახლეობის სიმჭიდროვე: 41.6 %
• მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი: 1.4 %
• უმუშევრობის მაჩვენებელი: 12.6 %
• აქტიური მოსახლეობა: 21.6 მლნ
• სახელმწიფო მოხელეთა რაოდენობა: 2.293 მლნ
• ძირითადი ოფიციალური რელიგია: შიიტური ისლამი (ისნა-აშარი) (მოსახლეობის დაახლოებით 99.56 %-ის რელიგია)
• მთავრობის მიერ ოფიციალურად აღიარებული სხვა რელიგიები: ზოროასტრიზმი, იუდეველობა, ქრისტიანობა
• ოფიციალური ენა: სპარსული
• დამწერლობა: სპარსული ანბანი შედგება 32 ასოსაგან
• კალენდარი: მუჰამედ წინასწარმეტყველის (მშვიდობა მიანიჭოს უფალმა მის სულს) ჰიჯრა (იმიგრაცია), რომელიც იანგარიშება მზის კალენდრის მიხედვით.

მთავრობა

1357 წლის ბაჰმანში (1979 თებერვალი) ფეჰლევიანთა დამხობის შემდეგ ირანის მოსახლეობამ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით გამართულ რეფერენდუმზე ერთსულოვნად (99.8 %) მისცა ხმა ირანის ისლამური რესპუბლიკის გამოცხადებას.
• მმართველობის ფორმა: ისლამური რესპუბლიკა
• ირანის ისლამური რესპუბლიკის დაარსების თარიღი: 1357 წლის 22 ბაჰმანი (1979 წლის თებერვალი)
• სტრუქტურა: უმაღლესი ლიდერი დგას სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სათავეში, ხოლო პრეზიდენტი მეთაურობს ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს. უნდა აღინიშნოს, რომ სამივე ხელისუფლება-სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია და მას ირჩევენ პირდაპირი სახალხო არჩევნების გზით 4 წლის ვადით. აღმასრულებელი ხელისუფლება წარმოდგენილია 21 მინისტრითა და იმ ორგანიზაციებისა თუ დაწესებულებათა მეთაურებით, რომელთაც უშუალოდ პრეზიდენტის მოადგილეები ხელმძღვანელობენ.
• საკანონმდებლო ხელისუფლება: ერთპალატიანი ისლამური საბჭოს კრება – პარლამენტი, ანუ მაჯლესე შურაიე ესლამი შედგება 290 დეპუტატისაგან, რომლებსაც ირჩევენ საყოველთაო არჩევნების ვადით, ასამბლეის სპიკერს ირჩევენ დეპუტატები ერთი წლის ვადით. სასამართლო ხელისუფლება: სასამართლო ხელისუფლების მეთაურს ნიშნავს უმაღლესი ლიდერი ხუთი წლის ვადით.
• რეგლამენტაციის საბჭო: შედგება 34 წევრისაგან, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრისაგან.
• სამეთვალყურეო საბჭო: იგი შედგება 12 წევრისაგან (6 კომპეტენტური იურისტი, რომელთაც ნიშნავს უმაღლესი ლიდერი და 6 იურისტი, რომელთაც სასამართლო ხელისუფლების მეთაური პარლამენტის წევრთაგან ირჩევს)

ეკონომიკური მაჩვენებლები

• ვალუტა: რიალი
• წლიური ბიუჯეტი: 968000 მილიარდი რიალი
• ლიკვიდურობა: 418000 მილიარდი რიალი
• სამრეწველო პროდუქციის ზრდის წილი: 7.4 %
• იმპორტი: 28.795 მილიონი აშშ დოლარი
• იმპორტი – ძირითადი მიმართულებები: მძიმე ტექნიკა (მანქანები), საკვები და მეცხოველეობის პროდუქტები, ქიმიური პროდუქტები, ასევე ელექტრონული და ელექტრო ნაწარმი.
• ექსპორტი: 33.788 მილიონი აშშ დოლარი
• ექსპორტი: – ძირითადი მიმართულებები: ნავთობი, გაზი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ხალიჩები, ხიზილალა, ფისტა, რკინა, ფოლადი, საინჟინრო და ტექნიკური დანადგარები და ასევე მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება მომსახურების სექტორში.
• შემოსავალი ერთ სულზე: 12335000 რიალი (დაახლოებით 1600 აშშ დოლარი)
• ძირითადი სავაჭრო პარტნიორები: ემირატები, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, თურქეთი და ინდოეთი.
• ექსპორტის მწარმოებელი ორგანიზაციები: 6300
• საგარეო ვალი: 12 მილიარდი აშშ დოლარი
• საგარეო მიმოცვლის მარაგი: 9.527 მილიარდი აშშ დოლარი
• ინფლაციის დონე: 14 %

სასოფლო-სამეურნეო სექტორის მაჩვენებლები

• სახნავი მიწები: 14.4 მილიონი ჰექტარი
• სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველეობის პროდუქტი:
• ხორბალი: 13,5 მილიონ ტონაზე მეტი
• ჭვავი: 3.085 მილიონი ტონა
• ბრინჯი: 2.888 მილიონი ტონა
• სიმინდი: 2 მილიონი ტონა
• ხორცი: 785000 ტონა
• შინაური ფრინველი: 1500000 ტონა
• რძე: 6.720 მილიონი ტონა
• შაქარი: 1350000 მილიონი ტონა
• მწვანე საფარი: 14.22 მილიონი ჰექტარი
• საძოვრები: 90 მილიონი ჰექტარი

მრეწველობა და სასარგებლო წიაღისეული

• ამ სექტორის წილი მშპ-ში: 11 %
• ძირითადი მრეწველობა: ნავთობი და გაზი, ნავთობპროდუქტები, ფოლადი, ტექსტილი და ავტომობილების წარმოება
• ძირითადი ხელოსნური ნაწარმი: ხალიჩები, ფარდაგები, მექოთნეობა, მოზაიკური სამუშაოები
• დასაქმებულთა რაოდენობა: 55560
• საავტომობილო ქარხნების წარმადობა: 837195
• ცემენტის წარმოება: 29.299 მილიონი ტონა
• მნიშვნელოვანი წიაღისეული: ქვანახშირი, მეტალები, მარილი, მინერალები, ქვები
• მოპოვებული წიაღისეულის დამატებითი ღირებულება: 4618050 მილიონი რიალი
• ექსპლოატაციაში მყოფი საბადოების რაოდენობა: 2886
• სახელმწიფო სექტორში არსებუი საბადოების რაოდენობა: 343
• კერძოდ საკუთრებაში არსებული საბადოების რაოდენობა: 2543

ენერგეტიკა

ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნისათვის პროგრესისა და განვითარებისათვის მთავარი ფაქტორია, ამის გათვალისწინებით ისლამური რესპუბლიკის მთავრობა ყველა ძალას ხმარობს ამ სექტორის წარმატებული მუშაობისათვის.
ელექტროენერგია ყველა ქვეყანაში ინფრასტრუქტურის ის სასიცოცხლო სფეროა, რომელიც აუცილებელია მრეწველობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებისათვის. ამ დარგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროგრესისა და ეკონომიკური განვითარებისათვის და განიხილება, როგორც ეკონომიკის სექტორში განვითარებისა და ინფრასტრუქტურის აქტივობის ზრდის მთავარი იმპულსი.
• ნავთობისა და გაზის საერთო მარაგი: 130.80 ბილიონი ბარელი
• ნავთობპროდუქტების წარმოება: 1.533 მილიარდი ბარელი წელიწადში
• ნედლი ნავთობის ექსპორტი: 932 მილიონი ბარელი წელიწადში
• ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების რაოდენობა: 9
• ირანული გაზის მარაგი: 26.75 ტრილიონი კუბური მეტრი
• თხევადი გაზის წარმოება: 139.6 მილიონი კუბური მეტრი დღეში
• ნავთობისა და გაზის ექსპორტი: 26.573 მილიარდი აშშ დოლარი წელიწადში
• გაზმომარაგების ქსელში ჩართულ მომხმარებელთა რაოდენობა: 5.7 მილიონი
• გაზსადენით უზრუნველყოფილი ქალაქების რაოდენობა: 614
• გაზმომარაგების საქალაქო ქსელის სიგრძე: 79000 კმ
• ნავთობპროდუქტების წარმოება: 13.1 მილიონი ტონა წელიწადში
• ელექტროენერგიის წარმოება: 164.5 მილიონი კვტ/სთ
• სოფლების რიცხვი, რომლებიც სარგებლობენ ელექტროენერგიით: 49000
• ელექტროენერგიის მომხმარებელთა რაოდენობა: 18.8 მილიონი
• კაშხლების რაოდენობა (გრუნტი და ბეტონი): 157 (13 რევოლუციამდე, 144 რევოლუციის შემდეგ)
• მშენებარე კაშხლების რიცხვი: 84
• პოზიცია კაშხლის მშენებლობის მიხედვით: მესამე ადგილი ჩინეთისა და თურქეთის შემდეგ
• წყალსადენის მომხმარებელთა რიცხვი: 9.240 მილიონი
• წყალსადენით უზრუნველყოფილი ქალაქების რაოდენობა: 760

კომერციული სექტორი

• მთლიანი სავაჭრო ბრუნვა: 209000 მილიონი რიალი
• იმპორტი: 26.151 მილიარდი აშშ დოლარი
• არასანავთობო ექსპორტი: 5.5 მილიარდი აშშ დოლარი
• თავისუფალი სავაჭრო და სამრეწველო ზონების რაოდენობა: 6
• განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების რაოდენობა: 16
• ადგილობრივი ინვესტიციები თავისუფალ ზონებში: 4634 მილიარდი რიალი
• ინვესტირების მატების საშუალო დონე: 31 %
• საზღვარგარეთული ინვესტიციებით განხორციელებული პროექტების რიცხვი: 159
• უცხოური ინვესტიციების ოდენობა რევოლუციის გამარჯვების შემდეგ: 8.223.755.000 აშშ დოლარი

ფოსტა და ტელეკომუნიკაციები

• ფიქსირებული სატელეფონო ხაზების რიცხვი: 21 მილიონზე მეტი
• ფიჭური სატელეფონო ხაზები: 5.08 მილიონი
• სოფლები, რომლებიც სარგებლობენ სატელეფონო ხაზებით: 43800
• ქალაქები, რომლებიც სარგებლობენ ფიჭური ტელეფონების ქსელით: 771
• საფოსტო გადარიცხვები: 414 მილიონი წელიწადში
• ინტერნეტის მომხმარებელი: 5.5 მილიონი

გზები და ტრანსპორტი

• გზების სიგრძე: 80720 კმ
– გზატკეცილების სიგრძე: 26579 კმ
– რკინიგზები: 7584 კმ
– ძირითადი გზები: 25863 კმ
– შემოვლითი გზები: 37363 კმ
• რკინიგზის მგზავრთა რიცხვი: 17.397 მილიონი წელიწადში
• ავიახაზების მგზავრთა რაოდენობა: 11.891 მილიონი წელიწადში
• საავტომობილო ტრანსპორტის მგზავრთა რაოდენობა: 217.7 მილიონი წელიწადში
• აეროპორტების რაოდენობა: 53

კულტურული და საგანმანათლებლო სფეროს მონაცემები

• მოსწავლეთა საერთო რაოდენობა: 15.335 მილიონი
• პირველი საფეხურის მოსწავლეთა რაოდენობა: 6.29 მილიონი
• მეორე საფეხურის სტუდენტთა რაოდენობა: 4.371 მილიონი
• უმაღლესი სკოლების სტუდენტთა რაოდენობა: 4.772 მილიონი
• განსაკუთრებული უნარის მქონე სტუდენტთა რაოდენობა: 72000
• კერძო სკოლების რაოდენობა: 9414
• უნივერსიტეტების სტუდენტთა საერთო რაოდენობა: 2117000
• სახალხო უნივერსიტეტების სტუდენტთა რაოდენობა: 888889
• თავისუფალი უნივერსიტეტების (აზად) სტუდენტთა რაოდენობა: 1022018
• წინა საბაკალავრო დონის სტუდენტთა რაოდენობა: 487800
• ბაკალავრის დონის სტუდენტთა რაოდენობა: 1322869
• მაგისტრის დონის სტუდენტთა რაოდენობა: 76588
• სადოქტორო (Phd) და უფრო მაღალი დონის სტუდენტთა რაოდენობა: 58674
• წერა-კითხვის ცოდნის დონე 6 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობაში: 85.81%

პრესა

• ბეჭდვითი პრესის საერთო რაოდენობა: 2871
• ლიცენზირებული გაზეთების რაოდენობა: 196
• ბეჭდვითი გაზეთების რაოდენობა: 119
• ადგილობრივი ბეჭდვითი გაზეთების რაოდენობა: 17
• ინგლისურენოვანი გაზეთების რაოდენობა: 4
• არაბულენოვანი გაზეთების რაოდენობა: 2
• სომხურენოვანი გაზეთების რაოდენობა: 1
• უსინათლოთათვის განკუთვნილი გაზეთების რაოდენობა: 1

სხვა სტატისტიკური მონაცემები

• სატელევიზიო მაუწყებლობების საერთო რაოდენობა: 42
• რეგიონული სატელევიზიო მაუწყებლობები: 30
• საერთო-ეროვნული სატელევიზიო მაუწყებლობები: 6
• საერთაშორისო სატელევიზიო მაუწყებლობები: 4
• რადიო მაუწყებლობები: 8
• მოქმედი კინოთეატრების რაოდენობა: 268
• კინო: მაყურებელთა რაოდენობა: 17.809 მილიონი
• წარმოებული კინოფილმების თემატიკის რაოდენობა: 64
• საჯარო ბიბლიოთეკების რაოდენობა: 1.580
• გამოცემული წიგნების თემატიკის რაოდენობა: 40.930
• გამოცემული წიგნების ცირკულაცია: 153.753.000
• უცხოური პრესის საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლობათა რაოდენობა ირანში: 80
• უცხოელ ტურისტთა რაოდენობა: 1.585.000
• სოციალური დაზღვევით მქონე პირთა რაოდენობა: 7.16 მილიონი
• ჯანმრთელობის დაზღვევის მქონე პირთა რაოდენობა: 32800000
• დაზღვეულთა პროცენტული მაჩვენებელი: 90 %

ქალთა საქმიანობა

• ქალთა რაოდენობა: 33 მილიონი
• ქალთა პროპორციული წილი დასაქმებულთა შორის: 49 %
• ქალ მასწავლებელთა წილი მასწავლებელთა საერთო რიცხვში: 50.5 %
• ქალ სტუდენტთა წილი სტუდენტთა საერთო რიცხვში: 50 %
• უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტქალთა პროპორციული წილი: 64 %
• სტუდენტ ქალთა საერთო რაოდენობა უნივერსიტეტებში: 435635
• საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალთა რაოდენობა: 710233 (22 %)
• საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალთა პროპორციული რაოდენობა: 9.4 %
• ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები: 139
• ქალ დეპუტატთა რაოდენობა პარლამენტში: 12
• პარლამენტის წევრთა შორის ქალთა პროპორციული წილი: 4 %
• ქალთა სპორტულ ორგანიზაციებში გაერთიანებულ სპორტსმენ ქალთა რაოდენობა: დაახლოებით 1 მილიონი

ჯანმრთელობა და მკურნალობა

• საავადმყოფოთა რაოდენობა: 738
• საწოლების რაოდენობა საავადმყოფოებში: 203000
• საავადმყოფოს საწოლების პროპორციული მაჩვენებელი: 1 საწოლი 592 კაცზე
• ჯანმრთელობისა და სამკურნალო ცენტრების რაოდენობა: 7345
• ჯანმრთელობის სახლთა რაოდენობა: 16023
• სასწრაფო დახმარების ცენტრები: 438
• მედიკამენტების მწარმოებელ საწარმოთა რაოდენობა: 122
• სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა: 70 წელი

გამოქვეყნდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

1. ქართველი ირანელები, ისპაჰანი, 1979 (ფერეიდნელი ავტორი მოჰამად სეფიანი).
2. ქართული ზღაპრები, თეირანი 1979 (მთარგმნელი აბოლფაზლ აზმუდე).
3. ქართველები, თეირანი, 1984 (ავტორი დეივიდ მარშალ ლენგი, მთარგმნელი ქ-ნი როყიე ბეჰზადი).
4. საქართველო (ეძღვნება ივ. ჯავახიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავს), თეირანი, 1996 (ავტორი-როინ მეტრეველი, მთარგმნელი ბაჰრამ ამირაჰმადიანი, რედაქტორი ჯემშიდ გიუნაშვილი, საქართველოს საელჩოს გამოცემა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომით).
5. ვეფხისტყაოსანი შოთა რუსთაველის შედევრი, თეირანი, 1998 (გამოკვლევა და თარგმანი ფარშიდ დელშადისა, რედაქტორი ჯემშიდ გიუნაშვილი, საქართველო-ირანის სამეცნირო-კულტურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის საზოგადოების გამოცემა ირანში საქართველოს საელჩოს თანადგომით).
6. საქართველოს გეოგრაფია (სპარსულ ენაზე), თეირანი, 1998 (ავტორი ბაჰრამ ამირაჰმადიანი).
7. საქართველო (ცნობარი სპარსულ ენაზე), თეირანი, 1999 (ავტორი ქ-ნი ფარვინ მოაზამი, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოცემა).
8. ვეფხისტყაოსანი, რაშთი, 2000 (მთარგმნელი მოჰამადქაზემ იუსეფფური, რედაქტორი მაგალი თოდუა, გილანის უნივერსიტეტის გამოცემა).
9. ირანის ქართველები, ისპაჰანი, 2000 (ფერეიდნელი ავტორი მალექ მოჰამედ რაჰიმი).
10. ქართველების ადგილი ირანის ისტორიაში, კულტურასა და ცივილიზაციაში, ისპაჰანი, 2000 (ფერეიდნელი ავტორი საიდ მულიანი).
11. ირან-საქართველოს ისტორიულ-კულტურული ურთიერთგავლენა, თეირანი, 2001 (”მრგვალი მაგიდის” მასალები, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოცემა).
12. ქომეილის ლოცვები, ისპაჰანი, 2001 (არაბულ-სპარსულ-ქართული ტექსტები, თარგმნა ფერეიდნელმა სასულიერო პირმა მოჰსენ ხუციანმა).
13. ათასერთი ქართული ანდაზა (ქართუკლ-სპარსული ტექსტები), თეირანი, 2002 (თარგმანი თეა შურღაიასი და ფარშიდ დელშადის, რედაქტორი ჯემშიდ გიუნაშვილი, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოშვება).
14. საქართველოს გეოგრაფია, ისპაჰანი, 2002 (ფერეიდნელი ავტორის იმამყული ბათოვანის მიერ შედგენილი საკითხავი წიგნი დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის).
15. სპარსული ლიტერატურის ენციკლოპედია, მეხუთე ტომი, თეირანი, 2003 (სამხრეთ კავკასიისა და დაღესტნის ირანისტების ბიო-ბიბლიოგრაფიული ცნობარი - ტომის ერთი მესამედი (200 გვერდამდე) ეძღვნება ქართველ ავტორებს).
16. ქართული ენა სპარსულენოვანთათვის, გილანის უნივერსიტეტის გამოცემა, რაშითი, 2004 (ავტორი ლეილა გეგუჩაძე, მთარგმნელი ფარდინ ქომაი, რედაქტორი ჯემშიდ გიუნაშვილი).
17. თბილისის კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის სპარსულ ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. პირველი, თეირანი, 2004 (შემდგენელი სეიფოლა მოდაბერ-ჩაჰარბორჯი, ირანის საგარეო სქმეთა სამინისტროს გამოცემა).
18. საქართველო ისტორიის შარაზე, თეირანი, 2004 (ავტორი ბაჰრამ ამირაჰმადიანი, ცივილიზაციათა დიალოგის საერთაშორისო ცენტრის გამოცემა).

გამოყენებული ლიტერატურა

1. გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” 2008 წლის 12 თებერვლის სპეციალური ჩანართი.
2. სტატისტიკური მონაცემები ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ. (ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო. თბილისი. თებერვალი, 2006)

გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 4 2008, 07:34 PM
პოსტი #211


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გთხოვთ მოინახულოთ www.fereidani.ge სადაც დაემატა ახალი ქვეთავი 97 – ბუჭა ზაზუნიშვილი – ”ფიქრი და მოგონება ფერეიდანზე”.
გარდა ამისა:
1. 84-ე ქვეთავში დაემატა აღმოსავლეთმცოდნე ნოდარ კოჭლაშვილის სტატია: ”როგორ ვრცელდებოდა დედაენა ფერეიდნელ ქართველთა შორის”;
2. 95-ე ქვეთავში დაემატა: ”ეკა ბასილაშვილი და თამთა კიკვიძე”;

გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 8 2008, 11:10 PM
პოსტი #212


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გია თორაძე ვარ გიორგი! შენი საიტი ჩემმა შვილმა დათომ შემთხვევით ”იპოვა”. რამდენიმე დღის წინ მორიგი მივლინებიდან დავბრუნდი, დაღლილი ვიყავი და დასვენებას ვაპირებდი. სახლში რომ მივედი დათო ინტერნეტში რაღაც საიტებს ეცნობოდა. ჩემი ყურადღება ჯერ არაჩვეულებრივად გულდასათუთქმა ქართულმა სიმღერებმა მიიპყრო, მონიტორს რომ შევხედე, მაშინვე გიცანი... ჯერ ერთად გადავხედეთ საიტს ზოგადად, მერე კი რამდენიმე ქვეთავს ჩავუღრმავდი... ბევრი ისეთი რამ ვიპოვე, გულს რომ დაგიწვავს, ბევრი ისეთიც – გულს რომ გაგიხარებს... ფერეიდნელ ქართველებზე და საერთოდ, ირანში მცხოვრებ ქართველებზე ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ ბევრიც ჩემთვის ნამდვილად სიახლე იყო.
გიორგი, სამხედრო აკადემიასთან დაკავშირებული ჩანართები ჩემთვის საინტერესო სიურპრიზი იყო, განსაკუთრებით გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილთან გადაღებული სურათი მომეწონა. მეც გამიჩნდა სურვილი პატარა წვლილი შევიტანო შენს კეთილშობილურ საიტში. ამიტომ გიგზავნი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ნამსახურებ ქართველი სარდლების და გენერლების სიას:
1. ასლანი (დარჩიაშვილი) მანუჩარი — ირანის შეიარაღებული ძალების თვალსაჩინო მხედართმთავარი. 1972-დან ირანის ავიაციის სამხედრო ვერტმფრენების ნაწილების უფროსი. თადარიგშია 1992-დან. ავიაციის გენერალი (თიმსარი) – 1980. დაბადებული 16.09.1938 ფერეიდანში (ზემო მარტყოფი), ირანი.
2. ბაგრატიონი თეიმურაზ გიორგის ძე — გამოჩენილი სარდალი და მეცნიერი. პირველი ქართველი აკადემიკოსი: 1937. არ დაემორჩილა რუსებს და 1803 გაიქცა სპარსეთში თავის ბიძასთან. 1810. ჩამოვიდა საქართველოში. შემდგომ კი ცხოვრობდა რუსეთში. მარი ბროსე მას თავის მასწავლებლად სთვლიდა. მეფე გიორგი XII-ის ვაჟი. სპარსეთის არტილერიის სარდალი (თოფშიბაში) 1803-1810. რუსეთის იმპერიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი: 1837 კოპენჰაგენის ანტიკვარული საზოგადოების და საფრანგეთის თავისუფალი ხელოვნების აკადემიკოსი. დაბადებული 1782 წელს, თელავში. გარდაიცვალა 1746 წელს, სანკტ-პეტერბურგში, რუსეთი.
3. ბაგრატიონი ქაიხოსრო ლევანის ძე — ”ვალი გურჯისტანისა” – ქართლის მეფე, მთავარსარდალი ირანისა და ბეგლარბეგი თავრიზისა და ბარდის. ევროპაში მას უწოდებდნენ ”სპარსეთის ჯარის გენერალისიმუსს”, ყანდაგარის გმირი. სპარსეთის ჯარის მთავარსარდალი. 1710. დაბადებული 1670 წელს, საქართველოში. გარდაიცვალა 27.09.1711 (დაიღუპა ომში).
4. რაჰიმი (ონიკაშვილი) ალი რუსტამის ძე — ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის უფროსი. გენერალი (თიმსარი) 1980-იან წლებში. დაბადებული 1950 წელს ფერეიდანში, ირანი. გარდაიცვალა 1990-ის შემდეგ ირანში.
5. რაჰიმი (ხარატიშვილი) მუჰამედი — ირანის შაჰის მუჰამედ რეზა ფეხლევის არმიის თიმსარი. ავიაციის გენერალი (თიმსარი) 1976 დაახლ. დაბადებული 1935 წელს ფერეიდანში ირანი. გარდაიცვალა 1980 წელს (დაპატიმრებული იყო 1978. დახვრეტილია ისლამური რევოლუციის დროს).

“შთაბეჭდილებები” – ”საქართველო”


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 9 2008, 10:21 PM
პოსტი #213


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გამარჯობათ გიორგი, დღეს პირველად გავხსენი ეს ვებ-გვერდი და გული ისე ცუდად გამიხდა, ერთი კი ვიფიქრე ნეტავ არ გამეხსნა-მეთქი, მაგრამ მერე ჩემი თავის შემრცხვა ასეთი აზრის გამო. დავათვალიერე თქვენი საიტი და მართალი გითხრათ, გული ამევსო სიხარულითაც და ტკივილითაც. მართლაც რომ კარგი და სუფთა მამულიშვილური საიტია. ხშირი სტუმარი ვიქნები თქვენი, რომ კიდევ უფრო კარგად გავიგო ის გაჭირვება რაც ჩვენს ჩაგრულ ხალხს აქვს ისედაც ამ გაჭირვებულ დროში. ძალიან მტკივნეულია, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით. გუგუა შენ გაიხარე და გამრავლდი ასეთი გულანთებული ქართველობისთვის. მედეა პავლიაშვილი. აშშ. მყავს 2 შვილი და 1 შვილიშვილი და ალბათ უკვე ახლო მომავალში დავბრუნდები ჩემს სამშობლოში.
“შთაბეჭდილებები” – ”ქართული დიასპორა”


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iber
პოსტი Dec 10 2008, 12:51 AM
პოსტი #214


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-November 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 5,968



არიან ხოსროშვილი ხალხური ნაწარმის გამოფენაზე –დღეს მოხდა გახსნა

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია iber: Dec 16 2008, 04:40 AM


--------------------
კავკასია–ევრაზიის ოქროს კვეთაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 11 2008, 08:15 PM
პოსტი #215


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გამარჯობა იბერ! მიხარია რომ არია გაგიცვნია! რისთვისაც არის ჩამოსული იმ საქმეს რამე შედეგი უჩანს? სხვა მასალები ან ფოტოები ხომ არ გაქვს კიდევ?

ახლა კი:

გთხოვთ მოინახულოთ www.fereidani.ge სადაც დაემატა ორი ახალი ქვეთავი:
1. ქვეთავი 98 – ”ბუბა კუდავას ფოტოები - ტაო-კლარჯეთი”
2. ქვეთავი 99 – ”ნოდარ კოჭლაშვილი - ფერეიდნული ხელნაწერები”.
პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iber
პოსტი Dec 16 2008, 04:51 AM
პოსტი #216


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-November 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 5,968



ციტატა(gugua @ Dec 11 2008, 08:15 PM) *

გამარჯობა იბერ! მიხარია რომ არია გაგიცვნია! რისთვისაც არის ჩამოსული იმ საქმეს რამე შედეგი უჩანს? სხვა მასალები ან ფოტოები ხომ არ გაქვს კიდევ?



გამარჯობათ კი სურათები ბევრი მაქვს -თანდათან გამოვაქვეყნებ
რაც შეეხება საქმეს - არ მოუჩანს კარგი არაფერი sad.gif

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
კავკასია–ევრაზიის ოქროს კვეთაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 16 2008, 07:40 PM
პოსტი #217


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



იბერ! თუ გინდა ჩემს საიტში ცალკე ქვეთავი გავაკეთოთ! შემეხმიანე...


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 18 2008, 07:29 PM
პოსტი #218


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ნახეთ აუცილებლად!

საპატრიარქო, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ფერეიდნელები

http://allvideos.ge/video.php?uid=MRSQMWNTUS


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iber
პოსტი Dec 29 2008, 09:13 PM
პოსტი #219


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-November 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 5,968



არია ხოსროშვილი ამჟამად ჩემთანაა და გილოცავთ ყველას დამდეგ
შობა–ახალ წელს !
–ქართველებს ერთმანეთი გვიყვარდეთ
ეს არის ჩვენი გადარჩენის გზა
სიყვარული,მშვიდობა, გაბრწყინება
ქართველებო!


--------------------
კავკასია–ევრაზიის ოქროს კვეთაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Dec 29 2008, 09:22 PM
პოსტი #220


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(iber @ Dec 16 2008, 04:51 AM) *

გამარჯობათ კი სურათები ბევრი მაქვს -თანდათან გამოვაქვეყნებ
რაც შეეხება საქმეს - არ მოუჩანს კარგი არაფერი sad.gif

IPB-ს სურათი

აუ, ბატონი ოტია მაგარი კაცია!

iber
ციტატა
ქართველებს ერთმანეთი გვიყვარდეთ
ეს არის ჩვენი გადარჩენის გზა
სიყვარული,მშვიდობა, გაბრწყინება
ქართველებო!

გაიხარე!


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th January 2021 - 03:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი