IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სტალინის წმინდანად შერაცხვის შესახებ, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ალაპარაკდა
ვეშაპო
პოსტი Nov 26 2008, 05:53 PM
პოსტი #1


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



სტალინის წმინდანად შერაცხვის შესახებ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ალაპარაკდა

რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხშირად ისმის მოწოდებები, რომ იოსებ სტალინი წმინდანების რიცხვს უნდა მიაკუთვნონ, რადგან ის იყო ღრმად მორწმუნე, უბიწო და სამართლიანი ადამიანი, - წერს დღეს გაზეთი ~ნოვიე იზვესტია~.
ლენინგრადის ოლქის ქალაქ სტრელნაში წმინდა ოლგას სახელობის ტაძრის წინამძღვარმა ტაძარში სათაყვანებლად ხატი დააბრძანა, რომელზეც იოსებ სტალინი ნატურალურ ზომებშია გამოსახული.
~შეშფოთებული მრევლის თხოვნით, მოძღვარმა ხატი თვალისთვის მიუწვდომელ ადგილზე გადაიტანა, მაგრამ ტაძრიდან არ გაუტანია~, - აღნიშნავს გამოცემა.
იმის შესახებ, რომ სტალინი მართლაც მორწმუნე იყო, მის სინდისზე არანაირი ეკლესიური დევნა არ დევს აწ გარდაცვლილი დეკანოზი დიმიტრი დუდკო საუბრობდა. ერთ სტატიაში კი დაწერა - ~ძალიან გვინდა, ბოლოს და ბოლოს შეგევედროთ - ~წმინდა სამართლიანო იოსებ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის~.
დეკანოზმა დიმიტრი დუდკომ სიცოცხლის დიდი ნაწილი სტალინის ბანაკებში გაატარა და მოულოდნელად, სიბერეში ~ბელადის და მასწავლებლის~ სიყვარულით განიმსჭვალა.

http://www.ipn.ge/ge/index.php?news=6509&hd_line=1

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 26 2008, 05:55 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვეთანხმები სიცილაკს biggrin.gif

ციტატა
წმინდა სამართლიანო იოსებ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის~


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
დიმიტრი დუდკომ სიცოცხლის დიდი ნაწილი სტალინის ბანაკებში გაატარა

ციოდა ეტყობა ძალიან biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 26 2008, 06:10 PM
პოსტი #3


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ვეშაპო
ციტატა
წმინდა სამართლიანო იოსებ

ვინ უპატრონომ თარგმნა Святый Праведный Иосиф ასე? fiqri.gif

IPB-ს სურათი

გიხაროდენ, ხალხთა განსაწმენდად მათი გულაგებსა შინა შთამგდებელო,
გიხაროდენ, ხალხთა გარდამსახლებელო,
გიხაროდენ, რომელმან სამართლიანობის დაცვისათვის იფქლისა იგი მპარავი ქალი დახურიტე,
გიხაროდენ, რომელმან მხედართა განძლიერებისათვის სოფლისა მოხუცნი ფაშისტთა სახელით დააღრჩე,
გიხაროდენ, რომელსა ოდენ ერთი გაქუნდა კიტელი იგი,
გიხაროდენ, რომელმან ბომბი იგი ატომური მოჰპარე დასავლეთსა,
გიხაროდენ, სახეო ყოვლისა რუსეთისა მმართველთაო,
გიხაროდენ, იოსებ მართალო.


mellow.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 26 2008, 06:11 PM
პოსტი #4


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ვეშაპო
ციტატა
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხშირად ისმის მოწოდებები, რომ იოსებ სტალინი წმინდანების რიცხვს უნდა მიაკუთვნონ, რადგან ის იყო ღრმად მორწმუნე, უბიწო და სამართლიანი ადამიანი, - წერს დღეს გაზეთი ~ნოვიე იზვესტია~.



ივანუშკა დურაჩოკი და კანიოკ გარბუნიკიც შერაცხონ ბარემ წმინდანად და ცვენც დავისვენებთ და მაგათაც ამოწურული ექნებათ სია.

ციტატა
გიხაროდენ, ხალხთა განსაწმენდად მათი გულაგებსა შინა შთამგდებელო,
გიხაროდენ, ხალხთა გარდამსახლებელო,
გიხაროდენ, რომელმან სამართლიანობის დაცვისათვის იფქლისა იგი მპარავი ქალი დახურიტე,
გიხაროდენ, რომელსა მხედართა განძლიერებისათვის სოფლისა მოხუცნი ფაშისტთა სახელით დააღრჩე,
გიხაროდენ, რომელსა ოდენ ერთი გაქუნდა კიტელი იგი,
გიხაროდენ, რომელმან ბომბი იგი ატომური მოჰპარე დასავლეთსა,
გიხაროდენ, სახეო ყოვლისა რუსეთისა მმართველთაო,
გიხაროდენ, იოსებ სამართლიანო.


თან მეცინება და ტან რა საშიბელებაა, ღმერთო ჩემო, იმედია ხუმრობაა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Nov 26 2008, 06:18 PM
პოსტი #5


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



მამა მიააა huh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ana*
პოსტი Nov 26 2008, 06:22 PM
პოსტი #6


Gothic, it's inside
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,163
რეგისტრ.: 10-October 08
მდებარ.: in your nightmare
წევრი № 5,793



huh.gif
ნამდვილად მართალია? blink.gif

ციტატა
გიხაროდენ, ხალხთა განსაწმენდად მათი გულაგებსა შინა შთამგდებელო,
გიხაროდენ, ხალხთა გარდამსახლებელო,
გიხაროდენ, რომელმან სამართლიანობის დაცვისათვის იფქლისა იგი მპარავი ქალი დახურიტე,
გიხაროდენ, რომელსა მხედართა განძლიერებისათვის სოფლისა მოხუცნი ფაშისტთა სახელით დააღრჩე,
გიხაროდენ, რომელსა ოდენ ერთი გაქუნდა კიტელი იგი,
გიხაროდენ, რომელმან ბომბი იგი ატომური მოჰპარე დასავლეთსა,
გიხაროდენ, სახეო ყოვლისა რუსეთისა მმართველთაო,
გიხაროდენ, იოსებ სამართლიანო.



huh.gif huh.gif huh.gif huh.gif huh.gif



--------------------
Metal power
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 26 2008, 06:24 PM
პოსტი #7


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



წმინდანად შერაცხვისთვის რა არის საჭირო?
ყველა მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის აზრი, თუ მხოლოდ ერთის?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 26 2008, 06:25 PM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



"სამართლიანო" "მართალო"-დ ჩავასწორე

ჩემი დაწერილია ეგ, არ შეგეშინდეთ ! laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 26 2008, 06:28 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



რუსეთის ეკლესია არ ალაპარაკებულა ...

ეს კონკრეტულად მისი აზრია ასე რომ ნუ აზვიადებ ვეშაპო biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MARDUK
პოსტი Nov 26 2008, 06:53 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 30-September 08
წევრი № 5,750



აუ მაგრად ვიცინე biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 26 2008, 06:57 PM
პოსტი #11


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა
დეკანოზმა დიმიტრი დუდკომ სიცოცხლის დიდი ნაწილი სტალინის ბანაკებში გაატარა და მოულოდნელად, სიბერეში ~ბელადის და მასწავლებლის~ სიყვარულით განიმსჭვალა.



სერყეულა ადამიანი... ეჰ,


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Nov 26 2008, 07:17 PM
პოსტი #12


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



მდა........


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Nov 26 2008, 08:14 PM
პოსტი #13


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



კანონისტი
ციტატა
ჩემი დაწერილია ეგ, არ შეგეშინდეთ !

შენი დაწერილი რომაა კი მივხვდი მაგას და კიტელიც მომეწონა ნამეტანი biggrin.gif

ისე ჰიტლერზეც რომ იფიქრონ დროა უკვე, სადაც სტალინი იქ ჰიტლერიც, რავა მაგას არ უნდა წმინდანობა თუ უარი გამოაცხადა? tongue.gif

კანონ, აბა ჰიტლერზეც შემოგვთავაზე რამე კაი ლოცვა, ისეთი, გულს რომ მალამოდ მოედოს biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 26 2008, 09:08 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ვეშაპო
ციტატა
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხშირად ისმის მოწოდებები, რომ იოსებ სტალინი წმინდანების რიცხვს უნდა მიაკუთვნონ

ნამეტანი მიკერძოებულია შენი განცხადება, რადგან ისინი თუ ამბობენ, ჩვენი სასულიერო პირები და უფრო მეტიც - მაღალიერარქები არაპირდაპპირ თუ პირდაპირ კვერს უკრავენ.
მაგალითად მეუფე იოანე (გამრეკელი), რომელიც ამას წინათ საპატრიარქოს რადიოში საუბრობდა იმ "სასწაულზე", რომელმაც გადაარჩინა მოსკოვი ბლოკადისას...სასწაული კი მდგომარეობდა იმაში, რომ იმ ლეგენდის თანახმად - სადაც სტალინი ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა და ინიციატორია სასწაულისა - ერთმა მიტროპოლიტმა იხილა გამოცხადება, შემდეგ ეს ამცნო გენსეკს,მან კი აღასრულა მიტროპოლიტის რჩევა.

მოკლედ ეს ყოველივე მარაზმია და ის არის როგორც რუსეთში, ასევე აქაც.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 26 2008, 09:30 PM
პოსტი #15


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



გოსპაძი..


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Nov 26 2008, 10:08 PM
პოსტი #16


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



კანუდოსელი
ციტატა
რუსეთის ეკლესია არ ალაპარაკებულა ...

ეს კონკრეტულად მისი აზრია ასე რომ ნუ აზვიადებ ვეშაპო

კანუდოსელი
ციტატა
ნამეტანი მიკერძოებულია შენი განცხადება

no.gif
ჩემი განცხადება არაა ეგ.

ამათია: http://www.ipn.ge/ge/index.php?news=6509&hd_line=1

ჩემი ესაა: IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 26 2008, 10:33 PM
პოსტი #17


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,901
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491





კანუდოსელი
ციტატა
ის არის როგორც რუსეთში, ასევე აქაც.

კი, ორივეგან არის, მაგრამ მასშტაბებია განსხვავებული. yes.gif

იოსებ სტალინის კანონიზაციაზე ლაპარაკი რუსეთში ბევრად უფრო დიდი დოზით მიმდინარეობს. ე.წ. "სტალინის ხატის" ესკიზებიც რუსეთშია შექმნილი. შენს მიერ მოყვანილი მაგალითი მეუფე იოანე გამრეკელის მიერ იმ "სასწაულის" გახსენებისა (მოსკოვის ბლოკადა, 1941წ.), ჯერ კიდევ არ ნიშნავს ღიად კანონიზაციაზე ლაპარაკს, რუსეთში კი ამგვარებიც ხდება და თვითონ ამ ფსევდოსასწაულის შეთხვზა და შემდეგ გაპოპულარულება პირდაპირ მოდის რუსეთიდან და მცირედი დოზით საქართველოშიც აირეკლება.

საერთოდ ადგილობრივი ეკლესიის შიგნით წარმოშობილი იდეები და მთლიანად ერის მენტალიტეტი მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია ერთმანეთთან, რუსეთმა კი ამ მიმართულებით ყველანაირ მარაზმს გადააჭარბა. არ მინდა, რომ მთელს ერს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ რუსეთში ნორმალური დამოკიდებულების პოვნა სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება, რუსი ერის დიდი ნაწილი მზადაა სტალინის წმინდანად მისაღებად, რუსეთის როგორც ანტი-ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლი (ზოგი ცნობით დამმარცხებელიც yes.gif) ჭეშმარიტი იმპერიის სტატუსის მისაღებად და ა.შ. FSB-ს მიერ შეთხზულ და "შეკვეთილ" წინასწარმეტყველებებამდეც მივდივართ, რომელიც სხვადასხვა პოპულარობით სარგებლობს აღმოსავლეთ ევროპის ქრისტეანულ სახელმწიფოებში (უკრაინა, ბულგარეთი სერბეთი და ა.შ.) და საქართველოშიც, ცხადია ეს ყველაფერი ამ უკანასკნელი სახელმწიფოების "მინუსიც" არის, მაგრამ ამ მარაზმის სათავე რუსეთია.

რუსეთი იმდენად შეპყრობილია იმპერიალისტური სულისკვეთებით, რომ ამან საფუძველი შეუქმნა მარაზმთა მარაზმს, რასაც ნეოკომუნისტური ქრისტეანობა ჰქვია. ამ იდეოლოგიით საზრდოობს რუსი მრევლის და სამღვდელოების ძალიან დიდი ნაწილი. ეს იდეოლოგია სხვადასხვა დონეზე გულისხმობს: რუსი ტირანი დიქტატორების კანონიზაციას, რუსული იმპერიალიზმის მართლმადიდებლობის ნიღბით გავრცელებას, ყოფილი სსრკ-ს და სოც. ბანაკის მართლმადიდებლური სახელმწიფოების რელიგიურ-იდეოლოგიურ კონტროლს და ბოლოს წინასწარმეტყველებების მთელს ბურუსს, რომელთა მოტივი ერთია: "ძლევამოსილი რუსეთი დაიცავს მთელს საქრისტეანოს ანტი-ქრისტეს დევნის პერიოდში."



მთელი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ამ ყველაფრით უკვე საშინლად მოიწამლა მთელი რუსეთი და ამის მიზეზი არის ის რომ საკმაოდ მეთოდური და მიზანმიმართული პროპაგანდა მიმდინარეობს ასეთი დამოკიდებულების. 4-5 წლის წინ იყო პერიოდი რომ ამის მეც მჯეროდა, რადგან ყველაფერი კასკადურად აქვთ აწყობილი: ფილმები, ე.წ. "წინასწარმეტყველებები", მოგონილი "სასწაულები" და ათასგვარი კონკრეტული "ფაქტბი" "წმინდა რუსეთის" გაუტეხელეობის შესახებ. ადამიანი ყველაფერს ვერ გადაამოწმებ და გადასინჯავ, ამიტომ ძნელია სიმართლის გარკვევა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ამ მარაზმის დაჯერება შენთვის სასურველია (ა/შ რუსებისათვის) და რუსეთიც ჩაფლობილია ამ ჭაობში. yes.gif

საბედნიეროდ ამგვარ მარაზმამდე ჩვენ ჯერ არ დავშვებულვართ ki.gif

P.S. ისე შანსი ჩვენც გვაქვს...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iber
პოსტი Nov 27 2008, 12:26 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-November 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 5,968



საინტერესო საკითხია და უფრო საინტერესო-თქვენი რეაქცია მასზე
ბევრი რამ მიამბეთ თქვენს შესახებ
ახლა მე მომისმინეთ

სტალინი მართლაც საოცარი პიროვნება იყო
მას ბევრი ემადლიანება და ნამდვილად სიამაყით და მადლიერებით შეჰყურებს
მან რუსი შარიკოვები ფეხზე დააყენა -ლენინის წუმპეში ჩაყრილილები-
დაბანა და გამოაფხიზლა.

რა თქმა უნდა მას დფირამბებს ქართველები არ უნდა უმღეროდნენ -და ეს ასეც არის.
სტალინი რუსეთის აღმავლობაცაა და დანარცხებაც
აღმავლობა და სიდიდე უკვე იყო
დანარცხებაც აააცააალეეეეთ biggrin.gif
სტალინზე სერიოზულად ხმის ამოღების შემდეგ მთელი ევროპა პირს შეაქცევს რუსეთს საბოლოოდ და კარგახნით .

როდესაც მოუტრიალდებიან -რუსეთიდან ურალს იქით და ვოლგოგრადს ქვევით აღარაფერი დარჩება და ამიტომ მერწმუნეთ -სტალინი მართლაც ქართულ საქმეს აკეტებს -ეს ჩვენი ატომია

და ის ნამდვილად წმინდანია
და განა ეს ჩვენ არ ვიცით,მაგრამ რუსეთს არ გაუხილოთ


--------------------
კავკასია–ევრაზიის ოქროს კვეთაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 27 2008, 03:50 AM
პოსტი #19


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მას ბევრი ემადლიანება და ნამდვილად სიამაყით და მადლიერებით შეჰყურებს

ohmy.gif
ციტატა
და ის ნამდვილად წმინდანია

ohmy.gif ohmy.gif
ციტატა
ბევრი რამ მიამბეთ თქვენს შესახებ

მაინც რა გიამბეთ? იბერ... უფრორე შენმა პოსტამ უფრო სამწუხარო რაღაცეები გვიამბო... სტალინიზმი ისევე დასაგმობია, როგორც ნებისმიერი სისხლიანი დიქტატურია, ლენინიზმი იქნება ეს თუ ფაშიზმი !
რეებს წერ კაცო? ვინაა წმიდანი? კაციჭამია ტირანი? მილიონობით ადამიანის ცოდვის დამდები? ან ვინ შეყურებს "მადლიერებით"? საქართველოს ანექსორს? ჩვენი ინტელიგენციის დამხვრეტს, გადამასახლებელს, გამაჩანაგებელს?
გიპასუხებენ აქ უფრო მწარედ, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა ამ "ღადავში" ვინმე მსგავს პოსსტ დაწერდა მით უმეტეს შენ sad.gif



აბა უერთდები იბერ ამ "სტალინიადას"?
ციტატა
გიხაროდენ, ხალხთა განსაწმენდად მათი გულაგებსა შინა შთამგდებელო,
გიხაროდენ, ხალხთა გარდამსახლებელო,
გიხაროდენ, რომელმან სამართლიანობის დაცვისათვის იფქლისა იგი მპარავი ქალი დახურიტე,
გიხაროდენ, რომელსა მხედართა განძლიერებისათვის სოფლისა მოხუცნი ფაშისტთა სახელით დააღრჩე,
გიხაროდენ, რომელსა ოდენ ერთი გაქუნდა კიტელი იგი,
გიხაროდენ, რომელმან ბომბი იგი ატომური მოჰპარე დასავლეთსა,
გიხაროდენ, სახეო ყოვლისა რუსეთისა მმართველთაო,
გიხაროდენ, იოსებ სამართლიანო.

რას არ გაიგენობ კაცი ამ ფორუმში sad.gif
ისე პროსტალინისტი გვყოლია, ფაშისტა ადოლფა ხო იყო და იყო, ლენინისტი ვინ ხართ ახლა ბარემ ესეც გაამხილეთ biggrin.gif
როგორც იტყვიან. " გოსპოძი" biggrin.gif
ეეეჰ-ით;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 27 2008, 04:02 AM
პოსტი #20


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



აგერ ა "დატკბით"
სტალინური დახვრეტების სიები:

ერთი ფრანგმენტი:

http://stalin.memo.ru/images/intro.htm

ГРУЗИНСКАЯ С.С.Р.




СПИСОК
ЛИЦ, ПОДЛЕЖАЩИХ СУДУ ВОЕННОЙ КОЛЛЕГИИ ВЕРХОВНОГО СУДА СОЮЗА С.С.Р.


31 мая 1937 года


За Сталин, Молотов

АП РФ, оп.24, дело 409, лист 148

დახვრეტილთა მხოლდო ერთ სიაში და ერთ აქმეში მოხვედრილი საქართველოს მოქალექეები ხელს აწერს სტალინი:



1-я категория

1. АГНИАШВИЛИ Леван Семенович
2. АГНИАШВИЛИ Петр Семенович
3. АЛАНИЯ Михаил Спиридонович
4. АЛЛАВЕРДОВА Евгения Карапетовна
5. АЛЛАВЕРДОВА Лейла Александровна
6. АЛЕШИН Иван Васильевич
7. АМБАРДАНОВ Николай Георгиевич
8. АМИРАГОВ Михаил Саркисович
9. АРУТЮНЯН Сисак Айрапетович
10. АСЛАНИШВИЛИ Леван Захарович
11. АСЛАНИКАШВИЛИ Николай Захарович
12. АХМЕТЕЛИ Александр Васильевич
13. БАБУНАШВИЛИ Александр Самсонович
14. БАГРАМОВ Христофор Григорьевич
15. БАРБАКАДЗЕ Михаил Соломонович
16. БАСИЛАЯ Владимир Петрович
17. БАХТАДЗЕ Ипполит Лукич
18. БЕНЧИН Иван Николаевич
19. БЕРДЗЕНИШВИЛИ Гавриил Лазаревич
20. БИБИНЕШВИЛИ Барон (Варфоломей) Ефимович
21. БИБИНЕШВИЛИ Валериан Баранович
22. БУРДЖАНАДЗЕ Михаил Иванович
23. ВАРНАЗОВ Георгий Иванович
24. ВАРНАЗОВ Сергей Иванович
25. ВАШАДЗЕ Галактион Сачинович

АП РФ, оп.24, дело 409, лист 150


26. ВАШАХМАДЗЕ Иван Алексеевич
27. ГАСВИАНИ Лидия Ларионовна
28. ГАЙ Михаил Францевич
29. ГАДИЕВ Николай Юрьевич
30. ГАЛЬНАЗАРОВ Георгий Иванович
31. ГАЛУСТЯН Николай Мушегович
32. ГОЛОККЕР Михаил Бенцианович
33. ГОНИЕВ Иван Григорьевич
34. ГОРДЕЛАДЗЕ Константин (Коте) Георгиевич
35. ГУЛАГАШВИЛИ Николай Григорьевич
36. ГУРУЛИШВИЛИ Василий Захарович
37. ДАНДУРОВ Гурген Цхалобович
38. ДЕМУРОВ Гарегин Цхалобович
39. ДЕНЯГА Артем Тимофеевич
40. ДЖАЛАГАНИЯ Аграфена Ефремовна
41. ДЖАЛАГАНИЯ Петр Алексеевич
42. ДЖАРКАВА Исаак Дмитриевич
43. ДЖАРКАВА Кондратий Дмитриевич
44. ДЖИКИЯ Владимир Гаврилович
45. ДЗАГАНИЯ Михаил Петрович
46. ДИДИДЗЕ Нина Григорьевна
47. ДОЛИДЗЕ Иван Лаваресович
48. ЕНШ Эдуард Осипович
49. ЕСАЯН Леван Аркадьевич
50. ЗАСЛАВСКИЙ Валериан Евгеньевич
51. КАВТЕЛАДЗЕ Михаил Егорович
52. КАЛАДЗЕ Рожден Фомич
53. КАЛАНДАДЗЕ Бено Евсеевич

АП РФ, оп.24, дело 409, лист 151

54. КАЛАНДАДЗЕ Варден Васильевич
55. КАЛАНДАДЗЕ Емельян Филиппович
56. КАНДЕЛАКИ Константин Нестерович
57. КАНТАРИЯ Иа Николаевич
58. КАПЛАН Макс Францевич
59. КАРЦИВАДЗЕ Николай Иотамович
60. КАЧЕНОВСКИЙ Виктор Петрович
61. КВИРКЕЛИЯ Виссарион Меликседекович
62. КВЛИДЗЕ Шалва Иванович
63. КЕБАДЗЕ Александр Спиридонович
64. КЕКЕЛИДЗЕ Прокофий Кишвардович
65. КИКНАДЗЕ Николай Ростомович
66. КИКНАДЗЕ Гиго Ростомович
67. КИКНАДЗЕ Михаил Ростомович
68. КИРАКОСЯН Нахапед Мкртычевич
69. КОБАЛАДЗЕ Александр Филиппович
70. КОБАХИДЗЕ Акакий Виссарионович
71. КОПАДЗЕ Георгий Михайлович
72. КОПАЛЕЙШВИЛИ Николай Сергеевич
73. КОРИШЕЛИ План Евгеньевич
74. КОХРЕИДЗЕ Акакий Михайлович
75. КУПРАШВИЛИ Бачуа
(он же Самуил)
76. КУХАЙЛЕШВИЛИ Григорий Филиппович
77. КУРДАДЗЕ Василий Егорович
78. КЮРКЧИБАШЕВ Хачатур Аветович
79. ЛАГИДЗЕ Иван Васильевич
80. ЛИДСКИЙ Харитон Лазаревич

АП РФ, оп.24, дело 409, лист 152

81. ЛЕЖАВА Виталий Захарович
82. ЛЕЖАВА Григорий Габриелович
83. ЛОРДКИПАНИДЗЕ Давид Ефимович
84. ЛОРДКИПАНИДЗЕ Элгудже Гедеванович
85. МАЙСУРАДЗЕ Иван Алексеевич
86. МАТИТАЙШВИЛИ Герман Георгиевич
87. МАХАРАДЗЕ Давид Асалович
88. МДИВАНИ Буду Георгиевич
89. МДИВАНИ Георгий Будуевич
90. МДИВАНИ Давид Будуевич
91. МДИВАНИ Иван Будуевич
92. МДИВАНИ Николай Варламович
93. МЕЛАДЗЕ Павел Григорьевич
94. МАМИНАЙШВИЛИ Сергей Николаевич
95. МИНАСЯН Григорий Оганезович
96. МОДЕВАДЗЕ Карп Спиридонович
97. МОРОЗОВ Алексей (Петр) Степанович
98. МУДРЫЙ Михаил Андреевич
99. НАДИРАДЗЕ Александр Федорович
100. НУЦУБИДЗЕ Акакий Михайлович
101. ОДИЛАВАДЗЕ Кирилл Нестерович
102. ОДИЛАВАДЗЕ Шалва Нестерович
103. ОГАНЕЗОВ Александр Яковлевич
104. ОКРОМЧЕДЛИШВИЛИ Георгий Павлович
105. ОКУАШВИЛИ Аракел Григорьевич
106. ОКУДЖАВА Михаил Степанович
107. ПАПАВА Шалва Максимович
108. ПАПУАШВИЛИ Кита Алексеевич

АП РФ, оп.24, дело 409, лист 153

136. ШУГАРОВ Герасим (Горо) Аркадьевич
137. ШУСТЕР Эдуард Яковлевич
138. ЭЛЬБАКИДЗЕ Иван Георгиевич
139. ЯКИМЕНКО Антон Терентьевич

АП РФ, оп.24, дело 409, лист 155


კარგით რა, რეებს მაწერინებთ sad.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2018 - 05:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი