თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფოლკლორი _ რაჭული კულტურა..

პოსტის ავტორი: გიორგუნა_1888 თარიღი: Mar 21 2008, 11:11 AM

რას ფიქრობთ რაჭულ კულტურაზე და საერთოდ მათ ფოლკლორულ მონაცემებზე??

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Mar 21 2008, 01:30 PM

გიორგუნა_1888
დიდად ჩახედული არ ვარ მაგ საკითხში,მაგრამ მაგრად მომწონს რაჭული ხალხური სიმღერები. ბევრ სიმღერაში ძალიან მარტივი,მაგრამ ძალიან ლამაზი მელოდიები აქვთ. განსაკუთრებით მომეწონა ამ ბოლოს მოსმენილი სიმღერა "ჯამათა", ბასიანის შესრულებით

პოსტის ავტორი: გიორგუნა_1888 თარიღი: Mar 21 2008, 03:09 PM

qarcivadze

ძალიან მიყვარს რაჭული კულტურა და რაჭული ფოლკლორი თუ შეგიძლია ეგ სიმღერა რამენაირად მომაწოდოო? smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Mar 21 2008, 03:12 PM

უძლიერესი თემაააbiggrin.gif
ძლივს კაცო ვიღაცამ რაჭველებზე ხმა ამოიღოsmile.gif
მე ვფიქრობ რაჭველებს სხვა კუთხეებთან შედარებით მოკრძალებული კულტურა აქვს,სიმცირეს განიცდის მაგრამ რაც არის საკმაოდ ლამაზი.
(სიმღერებს ვგულისხმობ).

პოსტის ავტორი: გიორგუნა_1888 თარიღი: Mar 21 2008, 03:16 PM

yipiani gio
მართალი ხარ გეთანხმები .. wink.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 21 2008, 03:18 PM

გიორგუნა_1888

ციტატა
ძალიან მიყვარს რაჭული კულტურა და რაჭული ფოლკლორი თუ შეგიძლია ეგ სიმღერა რამენაირად მომაწოდოო?


http://files.ge/file/191625/19---Jamatha-mp3.html - ასრ. ონის რ-ის კულტ. სახლთან არსებული თვითმოქმ. ანსამბლი ჟორა მაისურაძის ხელ-ობით (ჩაწ. 4.11.1959წ.)

პოსტის ავტორი: გიორგუნა_1888 თარიღი: Mar 21 2008, 03:27 PM

ვეშაპო

დიდი მადლობა.. ძაან მაგარი საიტია ყოჩააააღ..

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Mar 21 2008, 03:28 PM

გიორგუნა_1888
რომელი სოფლიდან ხარ?

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 21 2008, 03:29 PM

გიორგუნა_1888

ციტატა
ძაან მაგარი საიტია

ვერ გავიგე. IPB-ს სურათი

რომელია მაგარი საიტი, ეს ფორუმი, თუ რომელზეც სიმღერა ავტვირთე? IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Mar 21 2008, 03:31 PM

გიორგუნა_1888
yipiani gio

ციტატა
სიმცირეს განიცდის

ანზორ ერქომაიშვილმა მიაკლია 30 რაჭულ სიმღერას თუ არ ვცდები ლენინგრადში, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მათი ჩამოტანა(როგორც მე ვიცი,ან შეიძლება ჩამოიტანა კიდეც უკვეsmile.gif )

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Mar 21 2008, 03:32 PM

qarcivadze
ვაა ეგ არ ვიცოდი,ძალიან საინტერესოა,

პოსტის ავტორი: cash თარიღი: Mar 21 2008, 03:50 PM

"გააკეთეთ ექვსი ვაჟი,
და, ის, სამი ქალიც კმარა,
მეტი კი არ გააკეთოთ
ტყვილა თქვენს მოგივათ ძალად..."

მიყვარს რაჭული ფოლკლორი rolleyes.gif



პ.ს. "160-მა ანგელოზმა, ყოველთვის თქვენთვის სწირაო" yes.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Mar 21 2008, 03:55 PM

cash
ეს ზემორაჭაში მოვისმინე.ოღონდ ასეთი პატარა არ იყო,პირიქით ეს დასასრულია

http://files.ge/file/191683/17---Lertsamisa-khesao-mp3.html
ლერწამისა ხესაო


პოსტის ავტორი: გიორგუნა_1888 თარიღი: Mar 21 2008, 04:01 PM

yipiani gio
საღოლ ძაან მაგარია.. შენ ხარ ხო ალაზანის ადმინისტრატორი?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Mar 21 2008, 04:06 PM

გიორგუნა_1888
კი ერთ ერთი,მთავარი სხვა არი.ისიც არი ფორუმზე.

პოსტის ავტორი: cash თარიღი: Mar 21 2008, 04:14 PM

ციტატა(yipiani gio @ Mar 21 2008, 03:55 PM) *

cash
ეს ზემორაჭაში მოვისმინე.ოღონდ ასეთი პატარა არ იყო,პირიქით ეს დასასრულია


ვიცი... უბრალოდ, ზეპირად არ მახსოვს მთლიანი ტექსტი..... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Mar 21 2008, 04:22 PM

cash
არც მე მახსოვსsad.gif

პოსტის ავტორი: გიორგუნა_1888 თარიღი: Mar 21 2008, 04:26 PM

შეგვეწიოს ყოვლად წმინდა
ხოტევი და ნიკორწმინდა
აგარა და უყეშიო
ღმერთმა მოგცეთ ნუგეშიო...
.....................
..................
........................
.......................


შეგიძლიათ ვინმეს ამ ლექსის სრული ვარიანტი მომწეროოთ?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Mar 21 2008, 04:34 PM

სრული ვარიანტი ძალიან დიდია ბოლოში ნამეტანი გრძელდება მაგრამ თავიდან გეტყვი.
შეგვეწიოს ყოვლადწმიდა
ხოტევი და ნიკორწმინდა
ზემო ბარი ქვემო ბარი
ქოლოსი და მრავალძალი
კრიხულა და შქმერის მადლი
ბარაკონი სევის კარის
ეკლესია ცხრაჯვარი.
ფარახეთის და ჭიბრევის
ანგელოზნი ცად მფრენნი.
აგარა და უყეში
ღმერთმა მოგცეთ ნუგეში.

პოსტის ავტორი: გიორგუნა_1888 თარიღი: Mar 21 2008, 04:37 PM

yipiani gio
გაიხარე ჯიგარი ხარ..

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Mar 21 2008, 05:16 PM

მშვენიერი თემაა wink.gif რაჭულ ფოლკლორში დიდად ვერ ვერკვევი , თუმცა ბევრი კარგი სიმღერა გაქვთ რაჭველებო wink.gif

პოსტის ავტორი: amashukeli თარიღი: Mar 21 2008, 08:23 PM

რაჭა ძაან მაგარიააააააsmile.gifდა რაჭული სიმღერებიsmile.gif
მე ნახევრად რაჭველი ვარ და მეამაყება wink.gif

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Mar 22 2008, 12:49 AM

დადეთ რა რაჭული სიმღერები, თუ წერეთელმა რო დაგვიბარა იმაზე მატი სიმღერა არ მოგვეპოვება? : laugh.gif

p.s. მეც რაჭველი ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Mar 22 2008, 01:01 AM


http://files.ge/file/192707/25---Alilo-mp3.html
ალილო რაჭული



http://files.ge/file/192711/rachuli-alilo--mp3.html

"შავნაბადა"ალილო რაჭული

პოსტის ავტორი: xatuna თარიღი: Mar 22 2008, 01:09 AM

გაუმარჯოს რაჭველებს smile.gif მეც რაჭველი ვარ smile.gif ძალიან მიყვარს რჭა და რაჭველები. ეს ჩემგან რაჭველებს smile.gif უყურეთ და ისიამოვნეთ. რაჭის ლამაზი ხედებია და ლამაზი რაჭული სიმღერის ფონზე smile.gif სიმღერებიც ტკბილი გვაქვს და ცეკვაც ულამაზესი smile.gif

http://www.files.ge/file/192725/RAJIS-MSHVENIEREBA-3gp.html

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Mar 22 2008, 01:17 AM

xatuna
ცეკვის რა მოგახსენო,მე არ მომწონს .ჯერ ერთი იმიტომ რომ გათანამედროვებულია(სულ რამოდენიმე წლის წინ არის დადგმული დათო სხირტლაძის მიერ),მერე მეორე მე რომ ქორეოგრაფი ვიყო ბევრად უფრო უკეთესს დავდგამდი.რავიცი ზოგს შეიძლება სხვაშეხედულება აქვს.აი სიმღერებზე კი ამას ვერ ვიტყვი

პოსტის ავტორი: xatuna თარიღი: Mar 22 2008, 01:48 AM

ციტატა(yipiani gio @ Mar 22 2008, 01:17 AM) *

xatuna
ცეკვის რა მოგახსენო,მე არ მომწონს .ჯერ ერთი იმიტომ რომ გათანამედროვებულია(სულ რამოდენიმე წლის წინ არის დადგმული დათო სხირტლაძის მიერ),მერე მეორე მე რომ ქორეოგრაფი ვიყო ბევრად უფრო უკეთესს დავდგამდი.რავიცი ზოგს შეიძლება სხვაშეხედულება აქვს.აი სიმღერებზე კი ამას ვერ ვიტყვი




მე ისე მიყვარს რაჭა და ყველაფერი რაჭული რომ ცეკვაც ძალიან მომწონს. სხვათა შორის ამ ცეკვას რაჭაში ოღრო-ჩოღროს ეძახიან smile.gif მოხუცებისგან გამიგია და ისე საყვარლად ცეკვავენ არ არსებობს არ შეგიყვარდეს smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Mar 22 2008, 01:52 AM

xatuna
კი ვიცი რო ეძახიან და ნანახიც მაქვს 1000 ჯერ მაგრამ...

პოსტის ავტორი: xatuna თარიღი: Mar 22 2008, 01:54 AM

ხო ნუ ვიდავებთ ამაზე smile.gif ვის მოწონს და ვის არა smile.gif

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Mar 22 2008, 08:45 PM

yipiani gio

ციტატა
http://files.ge/file/192707/25---Alilo-mp3.html ალილო რაჭული

ეს ვარიანტი შეასრულა დიდგორმა კონსერვატორიაში

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Mar 22 2008, 08:47 PM

qarcivadze
მაგრად მომწონს ეს ვარიანტი

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Mar 22 2008, 08:58 PM

yipiani gio

ციტატა
მაგრად მომწონს ეს ვარიანტი

მაგარი ვარიანტია და საერთოდ მაგარი ალილოები აქვთ რაჭველებს

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Mar 22 2008, 09:09 PM

qarcivadze
მართალი ხარ ალილოებში მაგრები ვართ.ისედაც ბევრ რამეში.smile.gif
ეს გურულები თუ ტრაბახობთ რაჭველებმა რა დავაშავეთbiggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგუნა_1888 თარიღი: Mar 23 2008, 10:35 AM

ულამაზესია რაჭა მეტი რა უნდა ვთქვა თავისი მაცხოვრებლითაც თავისი ბუნებითაც და საერთოდ შემოქმედებით ცეკვაც მიყვარს რაჭული და სიმღერაც..

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Mar 24 2008, 10:22 PM

რუსთავი უბადლოდ ასრულებს რაჭულ ცეკვას. smile.gif თუ გინდა ლინკსაც მოგცემ

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Mar 24 2008, 10:35 PM

takuna

ციტატა
რუსთავი უნადლოდ ასრულებს რაჭულ ცეკვას. ტუ გინდა ლინკსაც მოგცემ

მინდა.. გეხვეწები დადევი smile.gif

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Mar 24 2008, 10:48 PM

ketino
http://files.ge/file/196364/Rachuli-wmv.html

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Mar 24 2008, 11:11 PM

takuna
მადლობააა.. ვუყურე.. კაია.. უცებ ცეკვა მომინდა... მომინდა რაჭაში იმართებოდეს სახალხო დღეობები ცეკვით... user.gif

ასე იცის ქართულმა.. laugh.gif

პოსტის ავტორი: shoka თარიღი: Mar 26 2008, 02:08 PM

მიქაელ,რომელ რაჭველებთან ხარ მაგრად?smile.gif))))მიყვარხარ ძალიან!
რაჭაში წაგიყვან აუცილებლადsmile.gifგანახებ რა ლამაზი ბუნების წიაღში ვცხოვრობთ რაჭველებიsmile.gif)

რაჭული ცეკვა მართალია ახალი "აღმოჩენილია",მაგრამ ძალიან სახასიათო
და ლამაზი სანახავია.ამ ცეკვას რაჭველივით ვერავინ შეასრულებს,გენებში უნდა გქონდეს ის მუხტი,რაც ამ ცეკვის შესრულებას სჭირდება.შეიძლება ვირტუოზი სულაც არ იყო,მაგრამ თუ რაჭველი ხარ...
სეპარატიზმში ნუ ჩამომართმევთsmile.gif

ყიფიან გიოსთან მაქვს შეკითხვაsmile.gif
მგალობელი ხარ?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Mar 26 2008, 10:19 PM

shoka
კი გახლავართ,ვიცნობთ ერთმანეთს?

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 24 2008, 03:49 PM

რაჭული იავნანა ხო არ გაააქვთ? დადეთ რაააააააააააააააააააა.. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: გუდმუნდი თარიღი: Sep 21 2008, 06:18 PM

რაჭულ კულტურაზე არაფერი მსმენია. რაას არ გაიგებ.!

პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Sep 21 2008, 11:15 PM

და რაჭული სიმღერა როგორია? tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: rachuka თარიღი: Nov 24 2008, 04:52 PM

პატარა გეორგიკა - რაჭული

http://www.link.ge/file/151954/Patara-Georgika---Rachuli.flv.html

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Nov 24 2008, 05:45 PM

ბარაკონი ულამაზესია, ნიკორწმინდაც დიდებულია, შორეულ სოფლებში თუ ახვალთ მაგალითად ჟოშხაში კალმახებია ბევრი smile.gif
რაჭა ძალიან ლამაზია.

მე ამბროლაურში გუდასტვირზე სიმღერას მოვუსმინე, ძალიან ლამაზი შესრულებით.

კულტურას აქცევენ მეტ-ნაკლებ ყურადღებას რაჭველებიa075.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Nov 26 2008, 06:13 PM

http://www.youtube.com/watch?v=iGVmo-IrQMw

ძალიან კარგიაა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Qorsatevela თარიღი: May 16 2009, 11:24 AM

იქნებ დამეხმაროთ? smile.gif სასწრაფორ მჭირდება რაჭული სიმღერის ტექსტი და თუ ვინმეს შეგიძლიათ იქნებ დამეხმაროთ და ტექსტი მომაწოდოთ smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: rachuka თარიღი: May 16 2009, 12:52 PM

რომელი რაჭული სიმღერის ტექსტი?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 12 2009, 11:07 AM

Qorsatevela

ციტატა
სასწრაფორ მჭირდება რაჭული სიმღერის ტექსტი

რომელი სიმღერის ტექსტი გინდა?

,,წერეთელმა დაგვიბარა''? biggrin.gif

პოსტის ავტორი: irakli_89 თარიღი: Sep 4 2010, 10:18 AM

გამარჯობათ, ძალიან კარგი თემაა, მეც რაჭველი გახლავართ smile.gif

ბარაკონი
http://pix.ge/

http://pix.ge/

ბარაკონის კანკელი

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 17 2010, 01:07 PM

irakli_89
სალამი smile.gif ძალიან ლამაზი ფოტოები დადე, მგრამ მინდა გითხრა, რომ ეს თემა რაჭულ ფოლკლორზე სასაუბროდაა გახსნილი smile.gif რაჭის ხედების დასადებად შეგიძლია შეხვიდე განყოფილება გალერეაში შესაბამის თემაში smile.gif იმედია არ მიწყენ smile.gif

პოსტის ავტორი: irakli_89 თარიღი: Sep 17 2010, 06:46 PM

ციტატა(ნანინა @ Sep 17 2010, 01:07 PM) *

irakli_89
სალამი smile.gif ძალიან ლამაზი ფოტოები დადე, მგრამ მინდა გითხრა, რომ ეს თემა რაჭულ ფოლკლორზე სასაუბროდაა გახსნილი smile.gif რაჭის ხედების დასადებად შეგიძლია შეხვიდე განყოფილება გალერეაში შესაბამის თემაში smile.gif იმედია არ მიწყენ smile.gif



გამარჯობა... წყენით რათქმაუნდა არ მეწყინება... ეტყობა რაღაც ამერია

პოსტის ავტორი: maare თარიღი: Oct 9 2010, 03:17 PM

ვაახ ბეჩაა... მიეცი იმ ბიჭს რაა რაჭული სიმღერის ტექსტი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 12 2010, 04:30 PM

maare

ეს ვის ეხებოდა? smile.gif
მე არ მაქვს ტექსტი და თუ ვინმეს აქვს ალბათ დადებს rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2022, 09:53 PM

+

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)