IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

26 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვისწავლოთ მედავითნეობა, ...
გიორგიი
პოსტი Jun 6 2007, 06:42 PM
პოსტი #21


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 5-June 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,109



ხო ვნახე საინტერესო საიტია.

კანონისტი შენ დიდიხანია რაც მედავითნე ხარ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 6 2007, 09:58 PM
პოსტი #22


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



კვირიაკეებად დაყოფაზე თქვი რა რამე კანონისტ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 6 2007, 10:40 PM
პოსტი #23


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი, საიმისოდ რომ მედავითნე გახდეს?
სად უნდა ისწავლოს?



--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 7 2007, 11:24 AM
პოსტი #24


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგიი
ციტატა
კანონისტი შენ დიდიხანია რაც მედავითნე ხარ?

3 წელზე მეტია, რაც უშუალოდ ვმსახურობ. ისე 5 წელია რაც მეტ-ნაკლებად ვიცი ტიპიკონი

დათიკო
ციტატა
კვირიაკეებად დაყოფაზე თქვი რა რამე კანონისტ

მოდი ჯერ საღვთისმსახურო წიგნებზე ვთქვათ

საღვთისმსახურო წიგნები იყოფა სამ ჯგუფად:
ა) წლის ციკლის
ბ) კვირის ციკლის
გ) დღის ციკლის

ა) წლის ციკლის წიგნებია:

თვენი - წმინდანთა საკითხავების წიგნი. ყოველ კალენდარულ დღეს უწევს შესაბამისი წმინდანის საკითხავი. თვენი ამჟამად ხელნაწერის სახით არსებობს მხოლოდ, გამოცემულია რამდენიმე თვე და ფართოდ არ არის ჩვენში მსახურებებისას გამოყენებული

საზოგადო თვენი - წმინდანთა საზოგადო საკითხავების წიგნი. იყოფა მართლმადიდებელ ეკლესიაში ცნობილ წმინდანთა დასებად და მოცემულია მათი საზოგადო (ანუ ყველასთვის საერთო) საკითხავები: მოციქულთა, წინასწარმეტყველთა, მოწამეთა, ღირსთა დ ა.შ. დღევანდელ დღეს საზოგადო თვენი ცვლის ჩვეულებრივ თვენს

სადღესასწაულო - გამოკრებილი თვენი, ანუ წლის განმავლობაში ეკლესიის დიდი დღესასწაულების საკითხავთა წიგნი. აქ მოცემულია აგრეთვე მაღალი რანგის წმინდანთა მსახურებებიც

ბ) კვირის ციკლის წიგნებია:

პარაკლიტონი (ანუ რვახმათა) - მწუხრისა და ცისკრის გალობების წიგნი. პარაკლიტონი იყოფა რვა ხმად, ხოლო თითო ხმა - შვიდ დღედ. პარაკლიტონის კითხვა იწყება ყოველთა წმინდათა კვირიდან და სრულდება მეზვერისა და ფარისევლის კვირას

მარხვანი (ანუ ტრიოდიონი) - დიდმარხვის საკითხავი წიგნი. იწყება მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან და სრულდება დიდი შაბათის შუაღამიანით

ზატიკი - ერგასის (ანუ აღდგომის სადღესასწაულო დღეების) საკითხავი წიგნი

გ) დღის ციკლის წიგნია:

ჟამნი - ჟამნში მოცემულია დღის 9 ჟამის განმავლობაში წასაკითხი ლოცვები და მსახურების ტექსტები. აგრეთვე წმინდანთა ტროპრები და კონდაკები

სამივე ციკლის წიგნები მსახურებისას გამოიყენება ერთდროულად. მედავითნის მთავარი ფუნქციაა დააზუსტოს მსახურების დაწყების წინ, რა როდის და როგორ იკითხება და ისე შეასრულოს მსახურება, მოძღვრის კურთხევით და განწესის შესაბამისად

ამათ გარდა მსახურებისას გამოიყენება საღვთისმსახურო სახარება (ე.წ. ტრაპეზის სახარება) და სამოციქულო. ისინი იყოფა ე.წ. დასაწყისებად


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგიი
პოსტი Jun 7 2007, 03:48 PM
პოსტი #25


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 5-June 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,109



მერე სამოციქულოს გამორჩევაც იქნებ აგვიხსნა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 7 2007, 03:59 PM
პოსტი #26


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგიი
ახლავე smile.gif

სამოციქულოს გამორჩევისათვის უნდა ვიცოდეთ რიცხვების ძველქართული შესატყვისები

სამოციქულო შედგება მოციქულთა საქმეებისაგან, კათოლიკე ეპისტოლეებისაგან და პავლე მოციქულის ეპისტოლეებისაგან

მთელი სამოციქულო უწყვეტად არის გადანომრილი და ამ ნომერს ეწოდება "დასაწყისი" (შემოკლებით - დას.)

გამოსარჩევად უნდა გადავფურცლოთ კალენდარი (თუმცა სამოციქულოს ბოლოშიცაა) და ვნახოთ, რა საკითხავებია ამ დღეს

აი, მაგალითად დღევანდელ დღეს:
ცისკ. - ლუკა 31 დას. VII, 17-30. ლიტ. - საქმ. 47 დას. XXIII, 1-11. ინ. 54 დას. XVI, 15-23. ნათლისმც: 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 40 დას. XI, 2-15.

მწვანე ფერში არის ცისკრის საკითხავი სახარება (მედავითნეს არ ეხება)

ლურჯ ფერში არის დღის სამოციქულო და წმიდის სამოციქულო

პირველი იკითხება 47-ე დასაწყისი, ანუ ესაა მოციქულთა საქმეების 23-ე თავის 1-ლიდან 11 მუხლამდე
მეორე არის 176-ე დასაწყისი, რაც იქნება კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლის მე-4 თავის მე-6-დან მე-15 მუხლამდე საკითხავი

შესაბამისად, მოძღვრის ასამაღლებელზე - სიბრძნით
ჩვენ ვუპასუხებთ საქმეთაგან მოციქულთა და კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლისაგან წმიდისა პავლე მოციქულისა, საკითხავნი....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგიი
პოსტი Jun 7 2007, 04:37 PM
პოსტი #27


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 5-June 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,109



სამოციქულო სხვანაირ ინტონაციაში უნდა წაიკითხო და უფრო ნელა ხო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 7 2007, 04:38 PM
პოსტი #28


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგიი
ციტატა
სამოციქულო სხვანაირ ინტონაციაში უნდა წაიკითხო და უფრო ნელა ხო?

სამოციქულოს წესით დიაკონი უნდა კითხულობდეს. შესაბამისად წაკითხვის სტილიც სხვანაირია


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 7 2007, 05:01 PM
პოსტი #29


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



კანონისტი
ციტატა
ისინი იყოფა ე.წ. დასაწყისებად

რა ნიშნით გამოიღჩევა დასაწყისების მუხლების რაოდენობა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგიი
პოსტი Jun 7 2007, 05:54 PM
პოსტი #30


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 5-June 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,109



ციტატა
სამოციქულოს წესით დიაკონი უნდა კითხულობდეს. შესაბამისად წაკითხვის სტილიც სხვანაირია


და მე სადაც ვნახე ყველგან მედავითნე კითხულობდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 7 2007, 06:05 PM
პოსტი #31


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



დათიკო
ციტატა
რა ნიშნით გამოიღჩევა დასაწყისების მუხლების რაოდენობა?

შინაარსობრივად (როგორც ვიცი)

გიორგიი
ციტატა
და მე სადაც ვნახე ყველგან მედავითნე კითხულობდა

დიაკვნები არ არიან საკმარისი და იმიტომ

აბა, დიდ სამებაში ნახე smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
babykido1
პოსტი Jun 7 2007, 09:14 PM
პოსტი #32


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 784



კანონისტი
შეიძლება რომ სამოციქულო ქალმა მედავითნემაც წაიკითხოს? და თუ არის ამის შესახებ სადმე დაფიქსირებული, თუ უბრალოდ ტრადიციაა რომ მამაკაცი კითხულობს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგიი
პოსტი Jun 7 2007, 09:27 PM
პოსტი #33


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 5-June 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,109



babykido1

ისე ერთხელ მე ქალიც მინახი და ალბათ ეს წინამძღვრის კურთხევაზე არის დამოკიდებულია არა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
babykido1
პოსტი Jun 7 2007, 09:33 PM
პოსტი #34


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 784



გიორგიი
მეც მინახია, არ ვიცი ალბათ მასეა. პრინციპში პრობლემა არაა ჩემი აზრით, საწინასწარმეტყველოებს ყველა ქალი მედავითნე კითხულობს მაგრამ სამოციქულოზე ერთი მომენტია მანდ - ქალი რო დაიწყებს "ძმანოო..." biggrin.gif

დაველოდოთ აბა კომპეტენტურ პიროვნებას smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 8 2007, 10:54 AM
პოსტი #35


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



babykido1
ციტატა
შეიძლება რომ სამოციქულო ქალმა მედავითნემაც წაიკითხოს? და თუ არის ამის შესახებ სადმე დაფიქსირებული, თუ უბრალოდ ტრადიციაა რომ მამაკაცი კითხულობს?


ტრადიციაა

ლოგიკურად, თუკი ქალს მედავითნეობის კურთხევა აქვს, შესაბამისად მან ყველა ის საკითხავი უნდა წაიკითხოს, რაც მედავითნეს ეკუთვნის, ანუ დიაკვნის არყოფნის დროს - სამოციქულოც

babykido1
ციტატა
სამოციქულოზე ერთი მომენტია მანდ - ქალი რო დაიწყებს "ძმანოო..."

რა მოხდა მერე? განა მრევლი მისი ძმები არ არიან? wink.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 8 2007, 01:03 PM
პოსტი #36


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ანა ხატია არის მედავითნე. ჩვენი თანაფორუმელია და ის გვიპასუხებს ასეთ კითხვებზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგიი
პოსტი Jun 8 2007, 07:24 PM
პოსტი #37


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 5-June 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,109



კანონისტი
შენ ვაკის სამებაში ხარ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 11 2007, 05:19 AM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანონისტი @ Jun 7 2007, 04:38 PM) *

სამოციქულოს წესით დიაკონი უნდა კითხულობდეს.


ეგ სად წაიკითხე? სამოციქულოს რომ წიგნისმკითხველი კითხულობს, ეგ არათუ თანამედროვე ქართულ, ბერძნულ და სლავურ ლიტურგიკულ წიგნებში წერია, ასევეა ხელნაწერებშიც.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 11 2007, 09:57 AM
პოსტი #39


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგიი
ციტატა
შენ ვაკის სამებაში ხარ?

კი

Sotiris
ციტატა
ეგ სად წაიკითხე? სამოციქულოს რომ წიგნისმკითხველი კითხულობს, ეგ არათუ თანამედროვე ქართულ, ბერძნულ და სლავურ ლიტურგიკულ წიგნებში წერია, ასევეა ხელნაწერებშიც.


საქმე ისაა, რომ სამოციქულო (მსგავსად სახარებისა) არ წარმოადგენს ლოცვას, მისი წაკითხვის ფუნქციაა მრევლის სწავლება და დამოძღვრა და შესაბამისად ერისკაცის მიერ მისი ამოკითხვა საზოგადო მსახურებისას არ ეგების

კონკრეტულად არსად არ ამომიკითხავს. პრაქტიკულად მაქვს ნანახი სხვადასხვა ენოვანი ლიტურგიების ჩანაწერების ყურებისას


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგიი
პოსტი Jun 11 2007, 11:50 AM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 5-June 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,109



ვინმეს ხომ არ გაქვთ ბერძნული ლიტუგიის ჩანაწერი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

26 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი