მართლმადიდებლობა და კიბერ სივრცე, თემა, რომელიც ძალიან მაინტერესებს. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებლობა და კიბერ სივრცე, თემა, რომელიც ძალიან მაინტერესებს. |
xokaido |
Nov 1 2009, 09:48 PM
პოსტი
#1
|
რ ა ჭ ვ ე ლ ი ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 5-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,733 |
მოგესალმებით ყველას...
მე ამ ვირტუალური სამყაროს ერთ-ერთი ტყვე ვარ... ტყვე ვარ იმ გაგებით, რომ კომპიუტერთან ცხოვრება (კომპიუტერში ცხოვრება უფრო სწორი იქნება) ჩემი ცხოვრების მთავარი ხაზი გახდა... არ ვუყურებ პორნოგრაფიულ ფილმებს, არ ვუყურებ ფილმებს საერთოდ, არ ვუსმენ კლასიკური მუსიკის გარდა თითქმის არანაირი მუსიკას (გალობა თუ მუსიკაა მაშინ ვარღვევ ამ უკანასკნელს)... არ ვერთობი ისეთი კლასიკური ტიპის გასართობებით როგორიც არის თამაშები ულტრათანამედროვე, ან "ჩეტაობა" ოდნოკლასსნიკიზე, ან თუნდაც facebook, myspace და მისთანა საშუალებებზე... მოკლედ, არ ვაკეთებ იმას, რითიც უმეტესობა არის დატყვევებული ამ ჯადოქარი სამყაროთი.. ჩემი კომპიუტერთან ცხოვრება ძირითადად დაკავსირებულია კომპიუტერულ მეცნიერებებთან... ძალიან ხშირად მომიწია კიბერ დანაშაულთან ზიარებაც... ვეზიარე და დავეუფლე უამრავ პროგრამირების ენას... უამრავ შინგეულ დეტალს ჩავწვდი კომპიუტერის მუშაობისას... მოკლედ, თემა ძალიან მეწელება, მარტივად და მოკლედ მინდა ვიკითხო მცოდნეთაგან: დანაშაული (კიბერ დანაშაულზეა საუბარი) ანტი მართლმადიდებლურია თუ არა როცა ის რაიმე სახით მართლმადიდებლობას იცავს?.. ვგულისხმობ იმას, რომ კაცის კვლაც ცოდვა და დანაშაულია, მაგრამ ის შეიძლება გამართლებული იყოს მტრის მოგერიებისას... მე მაინტერესებს მცოდნე და საკითხში გარკვეული ადამიანისაგან გავიგო არის თუ არა მსგავსი დაშვებული კიბერ სამყაროში?... და საერთოდ, რა დამოკიდებულება არსებობს რელიგიასა და კიბერ სამყაროს შორის, და თუ რაიმე ნაშრომი არსებობს ამის შესახებ ძალიან გთხოვთ იქნებ მიმითითოთ რაიმე და წავიკითხავ მეც... უღრმესი მადლობა, რომ არ დაიზარეთ და ჩემი ამხელა პოსტი წაიკითხეთ... -------------------- იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ! |
llaasshhaa |
Nov 1 2009, 09:51 PM
პოსტი
#2
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
საინტერესოა
-------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
ქევანა |
Nov 1 2009, 09:55 PM
პოსტი
#3
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა არ ვუყურებ ფილმებს საერთოდ, როგორ ძლებ? ციტატა და საერთოდ, რა დამოკიდებულება არსებობს რელიგიასა და კიბერ სამყაროს შორის, და თუ რაიმე ნაშრომი არსებობს ამის შესახებ ძალიან გთხოვთ იქნებ მიმითითოთ რაიმე და წავიკითხავ მეც... მსგავსი მე არ მახსენდება ჩვენების, მაგრამ აი ანდრეი კურაევს კი ნაღდად ექნება :სერიოზულად: -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
terra |
Nov 1 2009, 11:07 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
-------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
აკაკი |
Nov 1 2009, 11:19 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
მოდი ჩემს აზრს ვიტყვი:
ჩემის აზრით მნიშნველობ აარ აქვს ეს უბრალო დანაშაული იქნება თუ "კიბერ დანაშაული" არაფერი იცვლება... რადგან დღევანდელ ცხოვრებაშI კომპიუტერი უკვე მაქსიმალურად ჩვენი ცხოვრების "ნაწილია" ამიტომ მე მართLმადიდებელი კომპიუტერშიც ვაკეთებ კარგ საქმეებს ვეხმარები სხვებს ვავრცელებ კარგ ინფომაციებს ვაკეთებ საიტებს მოკლედ იგივე რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაშI უბრალოდ ეს ყველაფერი კომპიუტერში ვირტუალურად . . . მაგრამ ეს ვირტუალურად გავრცელებული სასიკეთო მასალა რეალურ ცხოვრებაში გვაძლევს საზრდოს... ვინმემ თუ გააფუჭა ის რაც მე მართლმადიდებელმა გავაკეთე გინდაც ვებ გვერდი ან ის მასალა წაშალა რაზეც მე ამდენი ვიწვალე ვფიქრობ დანაშაული იქნება . . . მესმის ვარვცელებდე რაღაც საზიზღრობას... < აი ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძLება უკვრე რეაგირებაა მოსახდენი და უნდა მოიკვეთOს ეასეთI რამ. .. მაგრამ რაც სიკეთეს ემსახურება იმის გაფუჭება არ ღIრს დამეთანხმებით... გინდა რეალუბაშI იყოს და გინდა კიბერ სივრცეში... ხოკაიდო ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს არართI საქმე გაგვიკეთებია ერთად კიბერ სივრცეში. .. მაგრამ რახან მე რეალურ ცხოვრებაშI ავირჩიე ეკლესია და მთავარ მიზნად "ღმერთი" დავისახე ეს უკვე ჩემს კიბერ ცხოვრებასაც დაეტყო და ისევე ვცდილობ ცუდი საქმე არ ჩავიდინო როგორც რეალურ ცხოვრებაში.. მადლობა! |
terra |
Nov 1 2009, 11:32 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
და რაზეა საერთოდ ლაპარაკი, როცა ათონზე, ბერები სარგებლობენ კომპით და ინეტით. უბრალოდ, სჭირდებათ და მორჩა. პრობლემას ვერ ვხედავ. მიიღე და გაეცი სულისა და ხორცისთვის სასარგებლო ინფორმაცია. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
აბე |
Nov 2 2009, 04:06 PM
პოსტი
#7
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ათონზე ბერები მხოლოდ მაშინ იყენებენ კომპიუტერს, როცა ამისი დრო აქვთ... ეს სხვა საკითხია.
მე მიმაჩნია, რომ კომპიუტერს აქვს ერთი ასეთი თვისება: მისი მომხმარებლის მსწრაფლ-დამოკიდებულების, ანუ მსწრაფლ-დამონების თვისება. ხშირად კომპიუტერის გამო წირვა-ლოცვა გამიცდენია. ხშირად, კეთილ საქმეს ვაკეთებდი კომპიუტერით და ისე დავღლილვარ ლოცვა ვეღარ წამიკითხავს ძილის წინ. ასეთ მაგალითს მოვიყვან: კარგია მაგალითად ქველმოქმედება და დავუშვათ გვაქვს ამის ფინანსური საშუალება. ჩვენი ქველმოქმედების გამო წირვა-ლოცვებზე არ ვიაროთ, ლოცვები არ ვიკითხოთ და ა.შ. არასწორი იქნება ხომ?! მე ვიცნობ ადამიანს რომელიც პროგრამისტია, მან დაიწყო ეკლესიურობა, მაგრამ ნელ-ნელა მოუიშვიათა ეკლესიაში სიარულს... ალბათ აღსარებებსაც აღარ ამბობს, თავისთავად წმიდა ზიარებასაც მოწყვეტილია.... კი ლოცულობს სახლში, მაგრამ მისთვისაც ძალიან ცოტა დროს იტოვებს კომპიუტერის გამო... არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს მე ამ ყოველივეს იდეალურად ვასრულებ... პირიქით, ლოცვებსაც ვუკლებ, ეკლესიაშიც უკვე 3 კვირაა არ ვყოფილვარ.... თუმცა ამას არა აქვს კიბერნეტიკული მიზეზი.... მიუხედავად ამისა, უკვე ვგრძნობ, რომ წმიდა ზიარების უდიდეს მადლს განშორებული ვკვდები და ჩემი ცხოვრებაც უფერულდება... ეს ყოველივე კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ ადამიანის ცხოვრების მიზანი ღმერთი უნდა იყოს და არა რაიმე ან ვინმე სხვა! -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მხევალი ნინო |
Nov 2 2009, 04:17 PM
პოსტი
#8
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
გილიოტინაც კი არ შექმნილა იმ დანიშნულებით, როთაც მას ადამიანები იყენებდნენ.
ანუ, Mტავარია, ნივთს რა დანიშნულებით გამოიყნებენ. არჩევანი დანიშნულების გამოყენებაზე კი შენია. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
აბე |
Nov 2 2009, 04:21 PM
პოსტი
#9
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
რაც შეეხება დანაშაულს... შეიძლება დანაშაული არ არის, როცა საქმეს აკეთებ კომპიუტერში, მუშაობ... მაგრამ ადამიანმა განა მხოლოდ დანაშაულზე უნდა თქვას უარი? არამედ ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველივე იმაზე, რაც ხელს უშლის ღმერთთან მისასვლელად. თუ ხვდები, რომ ხელს გიშლის ღვთისაკენ სვლაში რაიმე, უნდა დათმო, მიუხედავად იმისა, არის თუ არა დანაშაული....
ეხლა ასეთი საკითხი: ეს ზემოაღნიშნული წესია, მცნებაა, მოწოდებაა თუ რა არის? ამ კითხვაზე ასეთ პასუხს გავცემდი მე: არც მცნებაა, არც წესი, არც მოწოდება. ეს არის აქსიომა - ღმერთი არის სიყვარულის, სიხარულისა და ბედნიერების ერთად-ერთი წყარო და მხოლოდ მასთან მყოფობით გრძნობ შვებას, სიხარულს... არჩევანი თითოეულ ჩვენთაგანს აქვს: ან აირჩევს ღმერთთან მყოფობას, ან არა. ღმერთთან არ-ყოფნა შეიძლება დანაშაული არ იყოს, მაგრამ გვინდა ეს ჩვენ?! ხოლო რაც შეეხება რაღაცეების დათმობის საკითხს: მიმაჩნია, რომ ამაზე არცერთ ადამიანს არა აქვს საუბრის უფლება, რომელსაც თავად არ უარ-უყვია თავი თვისი, აღუღია ჯუარი თვისი და შედგომია ქრისტეს. ჩემგან და ჩემნაირებისგან, მოწოდება იმის შესახებ, რომ დათმეთ ყველაფერი, რაც გაბრკოლებთ უფლისაკენ სვლაში, იქნება უბრალოდ სასაცილო. თითოეული ჩვენთაგანი ამას მეტ-ნაკლებად ვცდილობთ და უნდა უფრო მეტად შევეცადოთ ალბათ... ასეა, ძალიან რთულია და დიდი საიდუმლოებაა, თუ როგორ უნდა უარყო თავი თვისი, როგორ უნდა წარიწყმიდო თავი თვისი. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
xokaido |
Nov 2 2009, 04:36 PM
პოსტი
#10
|
რ ა ჭ ვ ე ლ ი ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 5-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,733 |
გმადლობ გამოხმაურებისთვის...
მაგრამ ვშიშომ - თემა იქით მიდის საითაც არ ქონდა გეზი აღებული... მომიტევეთ, ძალიან საინტერესო რამეებს ვკითხულობ ამ ფორუმზე და ოდნავ მოგვიანებით კიდევ ერთხელ შევეცდები მიმართულება მივცე ამ თემას... -------------------- იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ! |
lingvo |
Nov 2 2009, 04:38 PM
პოსტი
#11
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ალბათ მეტ-ნაკლებად ყველას გვაწუხებს ვირტუალურ სივრცესთან მიჯაჭვულობის პრობლემა. გამოსავალი ზომიერებაშია, რაც ძნელია და თავის იძულებას ითხოვს. ძალიან კარგი საშუალებაა დღის დაგეგმარება. უმეტესი დრო რეალურ სამყაროში ყოფნას უნდა დაუთმოს ადამიანმა (სულიერი ცხოვრება, შრომა, ადამიანებთან ურთიერთობა). კომპიუტერი და ვირტუალური სივრცე კი გარკვეულ დროს გამოიყენოს შესაბამისი დროით. ვთქვათ 2-3 საათი დღეში. პირადად მე დიდ დროს ვკარგავ კომპიუტერთან, რაც ფაქტიურად გართობაა. თანაც დიდხანს კომპიუტერთან ჯდომა ვნებს ჯანმრთელობას. ფიზიკურსაც (ხერხემალი, კისერი, მხედველობა, თავის ტკივილი) და ფსიქიკურსაც.
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
xokaido |
Nov 2 2009, 05:45 PM
პოსტი
#12
|
რ ა ჭ ვ ე ლ ი ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 5-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,733 |
მოდი რა, ბევრი რომ არ გავაგრძელო სათქმელი ასე მარტივად ვიტყვი:
ამ ბოლო დროს დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი თეა თუთბერიძესთან დაკავსირებით... როგორ მიგაჩნიათ თქვენ, სწორი იყო ის საქციელი facebook-ის ანგარიში რო გაუტეხეს?... ანუ, სწორია თუ არა "კანონდარღვევით" აღვუდგეთ წინ მტრებს?.. -------------------- იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ! |
აბე |
Nov 2 2009, 06:43 PM
პოსტი
#13
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
მოდი რა, ბევრი რომ არ გავაგრძელო სათქმელი ასე მარტივად ვიტყვი: ამ ბოლო დროს დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი თეა თუთბერიძესთან დაკავსირებით... როგორ მიგაჩნიათ თქვენ, სწორი იყო ის საქციელი facebook-ის ანგარიში რო გაუტეხეს?... ანუ, სწორია თუ არა "კანონდარღვევით" აღვუდგეთ წინ მტრებს?.. საქმე საქმეზე რომ მიდგება ყველა კომპიუტერიდანაა მაგარი მხოლოდ... ამიტომ არ ვარგა ვირტუალურობა. მიმაჩნია, რომ თეა თუთბერიძის შემთხვევაშიც ასე მოხდა... youtube.com-ზე ყველა აგინებდა თუთბერიძეს იმ ვიდეოს გაკეთების გამო (სხვა საკითხია ეს ფორმა შეილებოდა თუ არა), მაგრამ დღეს თეა თუთბერიძე ამაყობს, რომ გაუვიდა ის რაც გააკეთა და ხალხის აგრესია კომპიუტერის კლავიატურაზე დამთავრდა... ყველას მოგეხსენებათ, რომ აგრესია უზნეობის, უღმერთობის წინააღმდეგ ყველას უნდა ჰქონდეს. სად არის ეს აგრესია? რატომ არ ცდება ხშირ შემთხვევაში იგი კიბერ სივრცეს? facebook-ის გატეხვაც სიმხდალის გამოხატულებად მიმაჩნია... მხდალია ის ადამიანი, რომელიც მას კომპიუტერიდან ებრძვის და ვერ ბედავს რეალობაში გაილააშქროს... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
neo |
Nov 7 2009, 02:17 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა მოდი რა, ბევრი რომ არ გავაგრძელო სათქმელი ასე მარტივად ვიტყვი:ამ ბოლო დროს დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი თეა თუთბერიძესთან დაკავსირებით...როგორ მიგაჩნიათ თქვენ, სწორი იყო ის საქციელი facebook-ის ანგარიში რო გაუტეხეს?...ანუ, სწორია თუ არა "კანონდარღვევით" აღვუდგეთ წინ მტრებს?.. ცოდვა მადლი მოტივით განისაზღვრება... მათ შორის მკვლელობაც და ქურდპბაც. თუმცა ეს მოტივი ძალიან ღრმაა და ზოგჯერ თვით ადამიანიც ვერ ხვდება ეს მართმადიდებლობისთვის გააკეთა თუ ტავისი სიამაყის ან სხვა მიზნების გამო... მაგრამ არსი ერთია, გააჩნია რა არის მოქმედების რეალური წყარო, - სიყვარული თუ ეგოცენტრიზმი... ჩვენი მტრები არ არიან ბოროტად განწყობილი ადამიანიები, არამედ ეშმაკები რომლებიც ამ ადამიანებში ცხოვრობენ... ესაა ხოლმე ძალიან ძნელი დასანახი და ხანდახან ისე ვექცევით მტერს გვავიწყდება რომ უნდა გვიყვარდეს... გარეგნული მოქმედება არასდროს არაფრის მთქმელი არ არის. თუმცა პირადად მე მაგ მოქმედებას გავამართლებდი. -------------------- www.cordesign.ge
|
xokaido |
Nov 7 2009, 03:12 PM
პოსტი
#15
|
რ ა ჭ ვ ე ლ ი ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 5-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,733 |
neo
ძალიან ღრმა და ზუსტია შენი შეფასება.. ზუსტიათქო რომ ვამბობ იმას ვგულისხმობ - რაც კითხვა მქონდა სწორედ იმას ეხმიანება.. ეს მეორე პოსტია შენი, რომელიც მე მეხებოდა და რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე, გმადლობ გულითადად... -------------------- იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ! |
აბე |
Nov 8 2009, 08:44 PM
პოსტი
#16
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
neo
თუთბერიძის ექაუნთის გატეხვას რა კეთილი მოტივი უნდა ჰქონოდა? შენი პოსტიდან გამომდინარე, თითქოს ხალხმა თუთბერიძე მიიჩნია მტრად და ამაში გეთანხმები... ზოგმა ადამიანმა მართლაც ასე მიიჩნია... მაგრამ თეა თუთბერიძის სიყვარულით ნამდვილად არ გატეხილა ეგ.... სიყვარულით რომ გაუკეთო შემცდარ ადამიანს რაღაცა, ესე იგი უნდა გინდოდეს რომ გონება გაუნათოს უფალმა და განეშოროს ბოროტს იგი. აი ამ მიზნით ჩადენილს ნამდვილად არ გავს თუთბერიძის ექაუნთის გატეხვა. პირიქით... ეს სწორედ იმ ადამიანმა გააკეთა, რომელმაც მტრად მიიჩნია იგი. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
კანუდოსელი |
Nov 8 2009, 11:05 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
დეფაქტო სქიზმატს მოეშვით თუ შეიძლება -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
terra |
Nov 8 2009, 11:43 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
კანუდოსელი
ბატონო? -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
კანუდოსელი |
Nov 9 2009, 09:41 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი ბატონო? ფაქტიურ სქიზმატს მოეშვითთქო ეგ კაცი (რაფაელ კარელინი) ჩვენი ეკლესიის ფარგლებში ბოლო დროის რამდენიმე შფოთში იდეოლოგიურ მამად გვევლინება... ამიტომ გაიტანეთ კარელინი პ.ს. ვისაც მოხვდება გულზე, მიყევით მას -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
Nov 9 2009, 09:44 PM
პოსტი
#20
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანუდოსელი
ციტატა ვისაც მოხვდება გულზე, მიყევით მას რა დროს იყო კარელინისა და კურაევის გამო, ამ ფორუმზე ძმათამკვლელი ომები რომ მიდინარეობდა მე მგონი სოტირისი გიჟდებოდა კარელინზე და შენ და კაიროსი კურაევზე -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 11:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი