IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ღვთისმსახურების სიმბოლოები, ნახეთ
ნათია
პოსტი Jun 18 2007, 12:27 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224




საეკლესიო ღვთისმსახურების წესები ქრისტიანისთვის მადლისმიერი განწმედისა და ცხონების საშუალებებია


მართლმადიდებელ ეკლესიაში, საზოგადო ღვთისმსახურებაზე მორწმუნეები ხედავენ, რომ ღვთისმსახურის - მღვდლისა თუ დიაკვნის ყოველი ქმედება გარკვეულ კანონზიმიერებას ემორჩილება: მღვდელმოქმედებები მეორდება, ასევე კანონზომიერად ებმის ერთმანეთს საკითხავები და გალობა. ასე, რომ მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი ქრისტიანი ეკლესიური ცხოვრების გარკვეულ გამოცდილებას დააგროვებს, ცდილობს, გაერკვეს, თუ რა კანონზომიერებას, რა წესრიგს, რა განაწესს, რა ტიპიკონს (ტერმინი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან და წესს, სახეს აღნიშნავს, ამგვარად მოიხსენება საეკლესიო წესების თავამიმდევრობა და სამონასტრო ცხოვრების დადგენილი განრიგი) ემორჩილება ეკლესიაში ღვთისმსახურის მიერ აღსრულებული მღვდელმოქმედებები. მლოცველის ეს მცდელობა სრულიად ბუნებრივია, რამდენადაც მართლმადიდებლობა თავისი არსით მიმდევრებისაგან გააზრებულ ან გონიერ რწმენას მოითხოვს, მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველივე შინაარსით არის დატვირთული, აქ ყველაფერს ახსნა მოეძებნება და ეკლესია თვითონვე მოითხოვს, რომ მისმა წევრებმა გაიაზრონ და გააცნობიერონ ყოველი გარეგნული ქმედება, რომელიც მლოცველის სულიერ მოძრაობას უნდა უკავშირდებოდეს. ღვთისმსახურთა ქმედებებიდან ზოგი აღესრულება იმისათვის, რომ ლოცველებს გადაეცეთ მადლი სულისა წმიდისა, ანდა - მათი სარწმუნოებაში განსამტკიცებლად; არსებობს ქმედებები, რომლებიც სრულდება როგორც სასულიერო, ასევე ერისკაცების მიერ, ქრისტიანული ზრახვებისა და გრძნობების გამოსახატავად. ამათგან ერთს შეიძლება, ეწოდოს საკუთრივ საღვთისმსახურო, მეორეს კი - ლოცვითი.


საღვთისმსახურო წესებს განეკუთვნება:


ღვთისმსახურის მიერ ჯვრის გადასახვა მლოცველთათვის. ამ დროს ღვთისმსახურის მარჯვენა ხელი ისეა შემართული, რომ გამოსახავს იესო ქრისტეს სახელის პირველ ასოებს. მღვდელი მხოლოდ მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მღვდელმთავარი (ეპისკოპოსი) იესო ქრისტეს მსგავსად, ორივე ხელით სახავს ჯვარს. "აღიპყრნა ხელნი თვისნი და აკურთხა იგინი" (ლუკ. 24, 50).

ხელდასხმა - თავზე ხელის დადება, რომელიც სათავეს იღებს იაკონ მამამთავარისგან, როდესაც მან თავის ძის - იოსების ვაჟებს ჯვრის სახედ დაასხა ხელი, შემდეგ კი ამ წესს მოციქულებთან მიმართებაში ვხვდებით. დღეს ეს წესი სასულიერო პირების კურთხევისას აღესრულება ამასთან, ნათლობისა და სინანულის წესში მღვდელი თავზე ხელს ადებს ადამიანს, რომელზედაც საიდუმლო აღესრულება. გარდა ამისა, მღვდელი ხელის გარდა თავზე ადებს ოლარს, ხოლო მღვდელმთავარი ომოფორს.

კურთხევა (ჯვრის გადასახვა) ჯვრით, სახარებით, სანთლით, ხატით. - ეს წესებიც კურთხევის (დალოცვის) მიმნიჭებელი ქმედებებია. იერარქის მიერ ჯვრის გამოსახვა ტრიკირით და დიკირით მოასწავებს ყოვლადწმიდა სამებას (სამი სანთელი) და იესო ქრისტეს, როგორც ღმერთკაცის მოვლინებას (ორი სანთელი ორ ბუნებოვნობის ნიშნად).

შებერვა - ესეც იესო ქრისტეს მაგალითიდან არის აღებული "შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სულიწმიდა" (იოან. 20, 22). ის გამოიყენება განსხმის წესში, როგორც ბოროტი სულების განდევნის სიმბოლო.

ხელთბანა - ძველი აღთქმის ეკლესიიდან არის აღებული და სულიერი სიწმიდის შენარჩუნებას მოასწავებს. მიუნიშნებს იესო ქრისტეს მიერ მოციქულისათვის ფეხების დაბანვას და ასევე პილატეს ხელების დაბანვას მაცხოვრისათვის სასიკვდილო მსჯავრის გამოტანის წინ.

თმების მოკვეცა ძველი აღთქმის ეკლესიის წესი იყო, რომელსაც ამ ეკლესიაში მყოფი ნაზარეველებზე აღასრულებდნენ (მსაჯ 13, 5; საქმ. 18,18). ის ქრისტესადმი მონური მსახურის სიმბოლოა.

კმევა არის სიმბოლო დემონების განმდევნელი მადლისა (ტობ. 8, 2-3). ის ღვთის დიდებასაც აღნიშნავს (3 მეფ. 8, 10) და ჩვენი ლოცვების ღვთისადმი ამაღლებასაც (ფს 140, 2).

სამეუფეო კარისა და კრეტსაბმელის გაღება ნიშნავს საღმრთო საიდუმლოთა განცხადებას და კაცთა წინაშე იესო ქრისტეს მოვლინებას.

ურთიერთამბორი ლიტურგიის დროს ესაა უძველესი ტრადიცია, რომელიც დღეს მხოლოდ ღვთისმსახურთა შორის შემორჩა, ძველად კი მსახურებაში მონაწილე ყველა ქრისტიანი აღასრულებდა. ის ქრისტიანული უერთიერთსიყვარულის ნიშანია.



ლოცვის წესებს განეკუთვნება:


ჯვრის გამოსახვა - ამ დროს მლოცველის შეერთებული სამი თითი მოასწავებს ყოვლადწმიდა სამებას, ხოლო - დანარჩენი ორი - ხელისგულს რომ ებჯინება, არის ქრისტეს ორი ბუნების - კაცობრიობისა და ადამიანურის ნიშანი, ასევე ეს აღნიშნავს ქრისტეს გარდამოსვლას მიწაზე. პირჯვრის წერისას ხელის მოძრაობა: შუბლიდან მკერდამდე და მარჯვენა მხრიდან მარცხენამდე ნიშნავს გონების და გულის განწმედას და ხორციელ განტკიცებას.

თაყვანისცემა - თუ მეტანიას აღვასრულებთ მაშინ, როდესაც ღვთისმსახური ჯვრით ან სახარებით გვაკურთხებს, ეს აღნიშნავს მადლიერებას, თუ მეტანიები ლოცვის თანამდევია, სავედრებლად აღესრულება:

მუხლის მოედრეკა სინანულის, სიმდაბლისა და ღვთისადმი მორჩილების ნიშანია.

მიწაზე დამხობა საკუთარი თავის მიწის მტვრად აღიარებას ნიშნავს.

თავის მოდრეკა - სახარების კითხვისას გამოხატავს უკიდურეს ყურადღებას , წმიდა ძღვენის გამობრძანებისას - ღვთისმოსაობას და მოკრძალებას, ხოლო ლოცვის დროს - ღვთის ნების მორჩილებას.

სანთლის დანთება ნიშნავს ლოცვის მხურვალებას, გულის სიწმიდეს, სულიერ სინათლესა და სიხარულს, ასევე ის ჩვენი მხრიდან ღვთისადმი შეწირულ მსხვერპლსაც წარმოადგენს.

ყოველი ქრისტიანი მონათვლის დღიდან ვიდრე სიკვდილამდე უნდა ატარებდეს სამკერდე ჯვარს.

ლიტანიები, ანუ სადღესასწაულო მსვლელობები ჯვრით, სახარებით და წმიდა ხატებით - ღვთისმსახურთა და მრევლის თანხლებით აღესრულება ან ტაძრის გარშემო, ანდა, რომელიმე გამორჩეულ ადგილას, - ღვთისადმი სავედრებელი ან სამადლობელი ლოცვების აღსავლენად.

ამგვარია საღვთისმსახურო და ლოცვითი წესები, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია აღასრულებს.





--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 4 2007, 03:05 AM
პოსტი #2


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



ურთიერთამბორზე მინდა შესწორება შევიტანო smile.gif

დღესაც ხდება და არა მარტო მღვდლებს შორის სტიქაროსნებიც ვამბობთ ქრისტე არს ჩვენს შორის თქო და გადავკოცნით ერთმანეთს სმაგზის მხრებზე smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 4 2007, 10:11 AM
პოსტი #3


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(stch @ Jul 4 2007, 03:05 AM) *

ურთიერთამბორზე მინდა შესწორება შევიტანო smile.gif

დღესაც ხდება და არა მარტო მღვდლებს შორის სტიქაროსნებიც ვამბობთ ქრისტე არს ჩვენს შორის თქო და გადავკოცნით ერთმანეთს სმაგზის მხრებზე smile.gif



კი შემინიშნავს smile.gif


მადლობა


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 4 2007, 10:21 AM
პოსტი #4


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



აუ მაგარი მომენტია ისე ეგ მე თუ მკითხავთ მაგარი გახარებული ვარ ხოლმე მაგ დროს და ვცდილობ ყველა სტიქაროსანი გადავკოცნო smile.gif კაი რამეა სიყვარული smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონი
პოსტი Jan 14 2008, 01:29 PM
პოსტი #5


ლეონი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 2-January 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,527



ციტატა
ურთიერთამბორზე მინდა შესწორება შევიტანო

დღესაც ხდება და არა მარტო მღვდლებს შორის სტიქაროსნებიც ვამბობთ ქრისტე არს ჩვენს შორის თქო და გადავკოცნით ერთმანეთს სმაგზის მხრებზე

რა თქმა უნდა ურთიერთამბორი შენარჩუნებულია მღვდლებში, მონასტრის მსახურებში და სტიქაროსნებშიც, ისინი როდესაც მღვდელი წარმოთქვამს
,, ვიყვარებდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ", ამის შემდეგ კი მგალობლები იტყვიან ,, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა" მაშინ უპირატესი მწირველი ემთხვევა წმიდა ძღვენს (ბარძიმ-ფეშხუმს) და იტყვის ქრისტე არს ჩვენს შორის, ამის შემდეგ კი მლოცველები ერთმანეთს მხარზე ემთხვევიან და ამბობენ ,,ქრისტე არს ჩვენს შორის", ხოლო მეორე კი ეუბნება ,,არს და იყოს"


--------------------
აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ugirsi
პოსტი Jan 21 2008, 06:27 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 18-January 08
წევრი № 3,675



magari momentia ragac zalit vivsebi mec momcons
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Apr 10 2008, 07:52 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



სად არის აქ საუბარი ღვთისმსახურების სიმბოლოებზე??? mellow.gif dry.gif smile.gif

sorry, წეღან ბოლომდე არ გახსნა sad.gif


--------------------
შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 16 2014, 12:19 AM
პოსტი #8


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



შესავალი
ვაგრძელებთ , ლიტურგიკის შესახებ , წერილების გამოქვეყნებას, რომელთა მიზანია , არათუ სამეცნიერო ნაშრომების შექმნა , არამედ ძირითადი ლიტურგიკული მსახურებებისა თუ ელემენტების შესახებ მოკლე , ლაკონიური და გასაგები ენით , საზოგადოების ფართო მასებისათვის ინფორმაციის მიწოდება . პირველი წერილი ეხებოდა , სასულიერო პირთა შესამოსელს , მომდევნო - წმიდა პეტრეს ლიტურღიას , ხოლო წინამდებარე კი იქნება ნათლისღებისა და ქორწინების საიდუმლოთა ლიტურგიკული ელემენტების , ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობების შესახებ .
ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე , ხშირად ვესწრებით ხსენებულ საიდუმლოებებს , ან სხვადასხვა ფორმით ვიღებთ მასში მონაწილეობას და გულისტკივილით გვინდა აღვნიშნოთ , რომ არათუ მათი სიმბოლური მნიშვნელობების , არამედ , მართლმადიდებლური ელემენტარული ცოდნის , ნასახსაც ვერ ავლენენ არაიშვიათად , მასში მონაწილე პირები . თუნდაც ის ფაქტი რად ღირს , რომ ნათლიებსა და ნათლულებს , ხშირად უჭირთ მრწამსის წაკითხვაც კი . (არათუ ზეპირად წარმოთქმა) . რაც იმის ნიშანია , რომ ჩვენ ამ საიდუმლოებებს შიშით და რწმენით კი არა , მექანიკური მოვალეობების გამო უფრო ხშირად მივეახლებით , რაც ყოვლადდაუშვებელია . ამ პრობლემებზე ალბათ ცალკეა სასაუბრო , ჩვენ საკითხს დავუბრუნდებით და შევეცდებით , საკუთარი მცირე წვლილი შევიტანოთ პრობლემის მოგვარებაში .
ნათლისღების საიდუმლო
დასაწყისშივე აღვნიშნავთ , რომ როგორც ერთი , ისე მეორე საიდუმლო , ძველ საღვთისმსახურო პრაქტიკაში , რამდენიმე დღის პერიოდის მანძილზე სრულდებოდა , თანამედროვე ყოფაში კი 1 საათის განმავლობაში სრულად ტარდება . სწორედ ამითაა გამოწვეული ის , რომ სხვადასხვა კომპონენტები ,რომელთა შემადგენლობითაც სრულდებოდა აღნიშნული წესები , ახლა ერთ მთლიანობაშა თავმოყრილი . პირველი მათგანია - ,,ლოცვა დადგრომასა ზედა კათაკმეველთასა’’ რომელიც ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებას უძღვის წინ .იგი შემდეგნაირად იწყება : ,, მღვდელმან შემოჰხსნას სარტყელი , რომელსა ენებოს ნათლისღება და დაადგინოს აღმოსავალით კერძო . მხოლოდ პერანგითა ოდენ , თავშიშველი , ფეხშიშველი და უსარტყლო , ხოლო ხელი ჰქონდეს დაბლად ჩაშუებით . ‘’
მოსანათლის ამგვრ მდგომარეობაში ყოფნა გამოხატავს იმას , რომ იგი ადრე , ცოდვის მონა იყო , მონები კი შეუმოსავები და ფეხშიშველნი დადიოდნენ ძირითადად.
ამის შემდეგ : ,, მღვდელმან შეჰბეროს ყრმასა მას სამგზის , და გამოსახოს მას ზედა სახეი ჯუარისა ,პირველად შუბლსა და მკერდსა სამგზის.’’ აღნიშნული ქმედება , სვიმეონ თესალონიკელის აზრით , სამოთხეში ღმერთის მიერ , ადამიანისთვის შთაბერვილი სულის , სიმბოლური სახეა .
მას მოჰყვება 3-გზის შეფუცება მღვდლის მიერ , თითოეულს წინ უძღვის - ,,უფლისა მიმართ ვილოცოთ . ‘’ რისი დასრულების შემდეგაც , 3-გზის შეჰბერავს მღვდელი მოსანათლის - პირს , შუბლს , მკერდს და მოუწოდებს მასში დაბუდებულ ბოროტ თუ არაწმინდა სულებს , გარეთ გამოსვლას . რის შემდეგაც - ,, მღვდელმან დაადგინოს დასავალით კერძო ყრმაი იგი ფეხშიშუელი და უსარტყელო , ხელაღპყრობით და ჰსთქუას 3 გზის : ვიჯმნი ეშმაკისაგან , და ყოველთა საქმეთა მისთაგან , და ყოველთა მსახურთა მისთაგან და ყოველთა ანგელოსთა მისთაგან , და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან . ‘’ რაზეც მოსანათთლი და მისი ნათლია პასუხობენ - ,,ვიჯმნი.’’ (ან - ,,განვეშორები’’).
დასავლეთისკენ შედგომა და ,,განშორება’’ ნიშნავს , რომ მოსანათლი განუდგება ბოროტ ძალებს , ყველა მათი არაწმინდებით , რომლებიც ბნელში მკვიდრობენ . (შეგახსენებთ , რომ სიმბოლურად , დასავლეთის მხარე , ჩამავალი მზის ,ბოროტების და სიბნელის სიმბოლოა ) .
ამის შემდეგ , კათაკმეველი და მისი ნათლია დებენ პირობას , რომ განაგდებენ სატანას, 3-გზის უარყოფენ მას (ფრაზით - ,,თფუი ეშმაკს’’) , და ბრუნდებიან აღმოსავლეთით , რაც სიმბოლურად ნიშნავს იმას , რომ ბოროტის საუფლოდან ტრიალდება კათაკმეველი ამომავალი მზის , ე.ი. ქრისტეს მხარეს . კათაკმეველი და მისი ნათლია , პირობას დებენ , რომ ისინი , შეუდგებიან ქრისტეს და დაუმატებენ - ,,მრწამს იგი , ვითარცა მეუფე და ღმერთი . ‘’ რასაც მოსდევს , სარწმუნოების სიმბოლოს - მრწამსის წარმოთქმა : ,,მრწამს ერთი ღმერთი , მამა ყოვლისა მპყრობელი...’’ სრულიად .) ,რომლის დასრულების შემდეგაც ამბობს რომ იგი , შედგომილია ქრისტეს და დაუმატებს - ,,თაყვანს ვცემ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა , სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა.’’ მისი დასრულების შემდეგაც მღვდელი კითხულობს მცირე ლოცვებს და იწყება , უშუალოდ ნათლისღების საიდუმლო , რომლის დაწყების წინაც სასურველია , სასულიერო პირი თუ შეიმოსება ნათელი ფერის შესამოსელში . იგი უკმევს ემბაზს და ნათლია-ნათლულს მიაწოდებს ანთებულ სანთლებს . წმ. სვმეონ თესალონიკელის აზრით : ,,კმევა , სულიწმინდის კეთილსურნელებას და სიწმინდეს გამოხატავს , ხოლო ანთებული სანთლები კი , მოსანათლად გამზადებული ადამიანების სულიერი წყვდიადიდან საღმრთო ნათელში გადასვლას . ‘’
საიდუმლო იწყება ასამაღლებლით : ,,კურთხეულ არს მეუფება , მამისა და ძისა და წმიდისა სულისა , აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე , ‘’ რაც ჩვეულებრივ , საღვთო ლიტურგიის დაწყების წინ ითქმის ხოლმე , ეს არ უნდა გაგვიკვირდეს , რადგან ადრე , როგორც ნათლისღების , ისევე ქორწინების საიდუმლო , საღვთო ლიტურგიის შემადგენელი კომპონენტი იყო ( ისევე როგოც დღესაა , მღვდლად კურთხევის საიდუმლო , მასში ჩართული .) და არა ცალკეული ლიტურგიკული მსახურება . ასამაღლებელს მოჰყვება მშვიდობიანი კვერექსი - ,,მშვიდობით , უფლისა მიმართ ვილოცოთ ... ‘’ რასაც მოსდევს წყლის კურთხევის ლოცვა : ,, დიდხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი , და ვერვინ შემძლებელარს მადლის მიცემად საკვირუელებათა შენთა. (3 გზის) ‘’ , რასაც თან სდევს ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის აღწერა , ბოლოს კი იკითხება : ,, შენ უკუე , კაცთმოყვარეო მეუფეო , მოვედ აწცა დანერგვითა წმიდისა სულისა შენისათა , და განწმიდე წყალი ესე.(3გზის)’’ , რა დროსაც გამოსახავს მღვდელი ჯვარს წყალში და აგრძელებს ,, და მოეც მადლი გამოხსნისა და კურთხევა...’’
წყლის კურთხევის შემდეგ , აღესრულება ზეთისცხება , რომელიც სინათლის , სიხარულის და ქველმოქმედების წყაროა . აგრეთვე სულიწმინდის სიმბოლოც : ,, სამართლიანად ეწოდება სულიწმინდას ზეთი სიხარულისა , რამეთუ ერთი ნაყოფთაგანი , რომლითაც ის ჩვენს სულს ანიჭებს , არის სიხარული.’’ აღნიშნავს ბასილი დიდი . ამ დროს , მღვდელი მოსანათლს ჯვრის სახით ცხებს ზეთს შუბლზე , მკერდზე , ყურებზე , ხელებზე და ფეხებზე , რა დროსაც ,სასულიერო პირი ამბობს ლოცვას : ,, იცხებს მონა ესე ღუთისა (ანუ მხევალი) ზეთსა სიხარულისასა , სახელითა მამისათა , და ძისათა , და წმიდისა სულისათა , აწ და მარადის , და უკუნითი უკუნისამდე . ამინ . ‘’
აუცილებლად უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა , ნათლისღების სახეების შესახებ , რომლის შესახებაც არაერთი დავა წარმოქმნილა სხვადასხვა დროს , მათზე არ შევჩერდებით , უბრალოდ ვიტყვით , რომ არსებობს როგორ შთაფვლით , ასევე-პკურებით ნათლობაც , ორივე სახის კანონიკურობის შესახებ დასტურს , ჩვენ ვხვდებით უძველეს და ძალიან ავტორიტეტულ , ლიტერატურულ ძეგლში - ,,დიდაქე’’ : ,, VII. 1. ნათლისღებისათვის
ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სული წმინდისა მდინარი წყლით ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19).
2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე.
3. თუ არცერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა (შდრ. მათე 28,19)
4. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე.’’
მირონცხების საიდუმლო
II-III ს-დან , ახალნათელღებულებს თეთრი სამოსით მოსავდნენ . ამბროსი მედიოლანელის თქმით იგი განასახიერებს: ,, ქრისტეს ბრწყინვალე სამოსს , რომელიც მას ჰქონდა ფერისცვალების დროს , თაბორზე.’’ რასაც მოჰყვებოდა მირონცხების საიდუმლო . აქვე აღვნიშნავთ , რომ სიმბოლურად , ნათლისღება არის აღდგომის სახე , ხოლო მირონცხება კი სულთმოფენობის . როგორც ფსევდო დიონისე არეოპაგელი წერს , ეს ყოველივე მოსანათლს - ,, ღმერთის შობის უწმიდეს აღსრულებას , ღმერთის შემოქმედი სულის გამოცხადებას ანიჭებს . ‘’
მირონცხებაზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ , საიდუმლოს დოგმატური გააზრება და გავმიჯნოთ ერთმანეთისგან , სულიწმინდის ნიჭები , სულიწმინდის იმ ბეჭდისგან , რომელიც მირონცხებისას ენიჭება პიროვნებას . რადგან პირველი მათგანი (ნიჭები) , სამებისათვის საერთო მადლს გულისხმობს , ხოლო მეორე მათგანი (ბეჭედი) , წმ.სამების მესამე პირს - სულიწმინდას განეკუთვნება . ამის გასაანალიზებლად უნდა გავიხსენოთ , რომ მირონცხება , სულთმოფენობის სიმბოლური სახეა . სულთმოფენობის დროს , კი როგორც ეპისკოპოსი ნიკოლოზ მეთონელი ამბობს - ,,არა მამა და ძე , არამედ თავად სულიწმინდა ღმერთი ჩანდა განყოფილი ცეცხლოვანი ენების სახით . ‘’
რაც შეეხება , თავად ,,ბეჭდის’’ მნიშვნელობას . ამაზე პასუხს გვცემს , წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი : ,, თუკი ბეჭდით შემოიზღუდავ თავს , მომავალს საუკეთესო და ჭეშმარიტი შემწეობით უზრუნველყოფ , აღბეჭდავ რა სულსა და ხორცს სულიწმიდითა და მირონის ცხებით , მათ ისევე დაიცავ , როგორც ძველი ისრაელი იცავდა პირმშოებს ღამით სისხლითა და ცხებით , მაშ , რაღა შეიძლება , რომ შეგემთხვეს ?’’
მირონცხებისას მღვდელი ჯვრის სახით ცხებს წმიდა სითხეს მოსანათლს - შუბლზე , თვალებზე , ნიკაპზე , პირზე , მკერდზე , ხელებზე ,ფეხებზე და ამბობს სიტყვებს : ,, ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა . ამინ.’’
მირონცხების შემდეგ კი იგალობება : ,,რაოდენთა ქრისტეს მიერ , ნათელ გვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია...’’ რომელსაც , ოდნავ ვრცლად შევეხებით .
მოგეხსენებათ , რომ სულთმოფენობის , ქრისტეშობის , ღვთისგანცხადების და აღდგომის დღესასწაულების დროს , სამოციქულოს კითხვის წინ , წმიდაო-ღმერთოს მაგივრად იგალობება - ,, რაოდენთა ქრისტეს მიერ...’’ ამ ფაქტს , საინტერესო წარსული აქვს. საქმე იმაში მდგომარეობს , რომ ძველად , ნათლობის რიტუალი ძირითადად სრულდებოდა სადღესასწაულო დღეებში , სპეციალურ შენობებში ,რომლებსაც ბაპტისტერიუმები ერქვა . საიდანაც ნათლია-ნათლულები , ანთებული სანთლებით მიემართებოდნენ ტაძრებში , რათა იქ მიეღოთ წმიდა ევქარისტია . ტაძარში შესულებს ელოდათ გახარებული მრევლი , რომლებიც ზემოთხსენებული საგალობლის გალობით , ხვდებოდნენ მათ . ხოლო დღეს , როდესაც ნათლობა სრულდება ტაძრებში განთავსებულ ემბაზებში , პრაქტიკული მოსაზრებების გამო , აღარსად წასვლა აღარაა საჭირო . ამიტომ , ამ საგალობლის გალობა და ემბაზის გარშემო სამგზის შემოვლა , გახსენებაა იმ ლიტურგიკული ტრადიციისა , რომელსაც ასრულებდნენ ჩვენი წინაპრები .
ამ ელემენტს მოსდევს , სამოციქულოსა და სახარების წაკითხვა , რის შემდეგაც მღვდელი , სპეციალური ღრუბლით მოაშორებს წმიდა მირონს ,მონათლულს , რომლის დროსაც სასულიერო პირი ამბობს : ,,ნათელღებულხარ , განათლებულხარ , მირონცხებულხარ , განწმენდილხარ , განბანილხარ-სახელითა მამისათა , და ძისათა და სულისა წმიდისათა , აწ და მარადის , და უკუნითი უკუნისამდე , ამინ.’’ თუკი საკითხის ისტორიას გადავხედავთ , ვნახავთ რომ , ნათელღებულებს მირონი ეცხოთ რვა დღის მანძილზე . რასაც სიმბოლურად , რამდენიმე სახის განმარტება შეიძება მოვუნახოთ , საეკლესიო წიაღში . ჩვენ ერთს შემოგთავაზებთ , რომლის მიხედვითაც შვიდი დღე , განასახიერებს ამქვეყნიურ ყოფას , ხოლო მერვე დღე კი , ახალი ქვეყნიერებისას . ქრისტიანები არა მიწიერი , არამედ ზეციური მოქალაქეები არიან და ახალ ქვეყნიერებას მიეკუთვნებიან.
ამ ყოველივეს დასასრულს , მღვდელი , თმებს მოჰკვეცს მოსანათლს ჯვრის სახით და იტყვის : ,, მოიკუეცს მონა (ანუ მხევალი) ღუთისა , სახელითა მამისათა , და ძისათა , და წმიდისა სულისათა , აწ და მარადის , და უკუნითი უკუნისამდე.’’ ეს ქმედება , სიმბოლურად გამოხატავს , მონათლულის ცოდვილი ნების მოკვეთას და ღმრთის ნების მიღებას .
ამის შემდეგ , თუკი მონათლული ბიჭია , სასულიერო პირი შეიყვანს მას საკურთხეველში , ხოლო თუკი გოგოა , მიიყვანს ამბიონთან და ამთხვევინებს ხატებს . ამ დროს ითქმის შემდეგი ლოცვა - ,,ეკლესიად მოვალს მონა ღუთისა (ანუ მხევალი) ... , სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა ამინ.’’
ქორწინების საიდუმლო
ქორწინების წესს , წინ უძღვის წინდობის რიტუალი , რომლის დროსაც , წყვილი დგას , სტოის მარჯვენა და მარცხენა მხარეს . მღვდელი გამოართმევს მათ ბეჭდებს (ძველი ტრადიციის მიხედვით ,ქმრის ბეჭედი იყო ოქროს , ხოლო ცოლისა კი ვერცხლის) და დადებს მათ , ტრაპეზის განაპირა მხარეებში . (ოქროსას მარჯვნივ , ვერცხლისას მარცხნივ) , აკურთხებს მათ , მიიტანს წყვილთან , დააყენებს მათ სტოის შუაში და მისცემს ანთებულ სანთლებს , რომლებიც იმ უმანკო ქალწულობის ბრწყინვალებას გამოხატავენ , რომლითაც სიძე-პატარძალმა , ქორწინებაში შედგა ფეხი .
მღვდელი , იწყებს მსახურებას , შემდეგი ასამაღლებლით - ,,კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი , ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე , ’’ რასაც მოჰყვება , მშვიიდობიანი კვერექსი . მცირელოცვის წაკითხვის შემდეგ მღვდელი მიდის წყვილთან და გაუკეთებს მათ ბეჭდებს , ნათლიებს კი დაავალებს , მათ სამგზის შეცვლას . ქრისტიანული რელიგიის სწავლების მიხედვით , ქორწინების ნათლიები ( მეჯვარეები) , არიან ნეფე-პატარძლის მშობლების სრულუფლებიანი წარმომადგენლები , რომლებიც გამოხატავენ მათ აბსოლუტურ თანხმობას , აღნიშნული საიდუმლოს შესრულებისადმი .
ხსენებული მოქმედების აღსრულების შემდეგ , მღვდელს წყვილი მიჰყავს ტაძრის შუა ნაწილში , სადაც ანალოგიაზე დასვენებულია , ჯვარი და სახარება . რის შემდეგაც იწყება 127-ე ფსალმუნის კითხვა ჩასართავით - ,,დიდება შენდა ღმერთო ჩუენო , დიდება შენდა.’’ რასაც მოჰყვება მშვიდობიანი კვერექსი და რამდენიმე მცირე ლოცვა ,რომელთა შემდეგაც მღვდელი , გვირგვინებით შეამკობს წყვილს . ამ დროს იგი ამბობს შემდეგ ლოცვას : ,, გვირგვინოსან იქმნების მონა ესე ღუთისა და მხევალი ღმრთისა , სახელითა მამისათა , და ძისათა , და სულისა წმიდისათა , აწ და მარადის , და უკუნითი უკუნისამდე . ამინ. ‘’
თუკი საკითხის ისტორიას გადავხედავთ , ნათელი იქნება რომ თავიდან ,ძირითადად , გვირგვინები იყო , ყვავილებისგან დაწნული , ძვირფასი მეტალისგან დამზადებულებს კი უფრო მეტად , მოგვიანო პერიოდში ვხვდებით . სიმბოლურად , ისინი გამოხატავენ , ადამიანის ცოდვის დაცემის შედეგად დაკარგული სამეფო ღირსების ქორწინებით აღდგენას , მოწამეობრივ ღვაწლს და პატივს .
ყოველივეს მოსდევს სამოციქულოსა და სახარების წაკითხვა .ამ უკანასკნელში აღწერილია კანას და გალილეაში , იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის პერიპეტიები , როდესაც მან წყალი ღვინოდ გადააქცია . საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს ამ საკითხის შესახებ , ეპისკოპოსი თეოდორე ტეკუჩევი : ,, ქორწინებამდე სიძე და პატარძალი წყალი არიან , ქორწინების შემდეგ კი ღვინო . ‘’
თავშივე ვახსენეთ , რომ ქორწინების საიდუმლოც , ევქარისტიულ ლიტურგიაში იყო ჩასმული , რომელზეც ცხადყოფს , თუნდაც შემდგომი ეპიზოდი . ,,მამაო ჩუენოს’’ დასრულების შემდეგ , მღვდელი ტაკუკით მისცემს წყვილს ღვინოს . ადრეულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში , ამ დროს ხდებოდა ახალშეუღლებულთა ზიარება , ხოლო ტაკუკით ღვინის შესმა , (ისევე როგორც ნათლობისას , ემბაზის გარშემოვლა) , სწორედ ხსენებული , ძველი წესის გახსენებაა . სიმბოლურად , ერთი სასმისიდან ღვინის დალევა გამოხატავს , ცხოვრებისეული იმ სიძნელეების თანაბრად გადანაწილებას , რომლებიც მეუღლეებს შეხვდებათ , სიცოცხლის მანძილზე .
სასმისის მიღების შემდეგ , სასულიერო პირი შეაერთებს წყვილის ხელებს ,გადააფარებს მათ ოლარს , დაადებს ზემოდან ხელს და სამჯერ შემოუვლიან წრიულად , ანალოღიას . ეს ქმედება სიმბოლურად გამოხატავს იმას , რომ ეკლესია სამარადისოდ აუღლებს წყვილს . წრე , მარადიულობის ალეგორიული სახეა , ხოლო სამგზის შემოვლა კი , ყოვლადწმიდა სამების მიერ ნაკურთხი კავშირის .
ეს ყოველივე სრულდება ლოცვით , რომელიც კურთხევანში ჩაწერილია როგორც - ,,გახსნისა გვირგვინისასა დღესა მერვესა . ‘’ საქმე იმაში მდგომარეობს , რომ ჯვრისწერის დასრულების შემდეგ , ადრეულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში , არ ხსნიდნენ წყვილებს გვირგვინს . მერვე დღეს , მიდიოდა მღვდელი მათ სახლში , ხელახლა ლოცავდა მეუღლეებს და გვირგვინები მოჰქონდა ტაძარში . ამ მომენტშიც , რვა დღის სიმბოლურ გააზრებას , სწორედ იგივე დანიშნულება აქვს , რაც ნათლობის საიდუმლოს შესახებ საუბრისას ვახსენეთ.
მსახურების დასასრულს , მღვდელს აჰყავს წყვილი ამბიონზე ,მიულოცავს მათ ამ დღეს და იქ მყოფ ხალხსაც მოუწოდებს , მათი სიხარულის გაზიარებისკენ . (თუკი ქალისათვის ესმეორე ჯვრისწერაა , როგორც წესი , იგი ამბიონზე არ აჰყავთ ) .
რაც შეეხება ხელმეორედ ქორწინებას . ესაა გვირგვინობის შემოკლებული წესი , რომელშიც უფრო მეტად სჭარბობს სინანულის განწყობა , ვიდრე ლიტურგიის შემადგენელი სიმბოლური ელემენტები . აქედან გამომდინარე , მასზე საუბრისგან თავს შევიკავებთ .

დასკვნა
ეს იყო უმოკლესად , იმ ვრცელი საკითხის შესახებ , რასაც ეწოდება - ,, ნათლისღებისა და ქორწინების საიდუმლოთა ლიტურგიკული ელემენტების , ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობები’’ , როგორც წინა წერილებში ვახსენეთ , აქაც შევეცდებით რომ გავითვალისწინოთ , თქვენს მიერ მოწოდებული შენიშვნები , რათა ერთად შევძლოთ თუნდაც მცირე წვლილის შეტანა , იმ საერთო პრობლემის მოგვარებაში , რომელიც გულისხმობს , მრევლში , ლიტურგიკის ელემენტარული საკითხების უცოდინარობას .

გურამ ლურსმანაშვილი

გამოყენებული წყაროები :

1- ბლიაძე რომან ; ათორმეტი საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულის ღვთისმსახურება;თბილისი 2012 წელი .

2- ხაჩიძე არჩილ ; ,,მართლმადიდებლური ეკლესიის საიდმლოებანი ; თბილისი .

3- გამოკრებილი კურთხევანი ; (დაიბეჭდა ვანისა და ბაღდადის ეპისკოპოსის ანტონის ლოცვა-კურთხევით ; თბილისი ;2009 წელი .


4- http://library.church.ge



http://seminarieli.wordpress.com/2014/08/1...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 18 2014, 10:33 AM
პოსტი #9


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
გაიხარე გურამიკო მშვენიერი დაწერილი იყო kiss1.gif
ყველაზე მეტად ეს ადგილი მ,ომეწონა biggrin.gif
ციტატა
ძველი ტრადიციის მიხედვით ,ქმრის ბეჭედი იყო ოქროს , ხოლო ცოლისა კი ვერცხლის



--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 18 2014, 11:22 AM
პოსტი #10


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
ბევრი არ დამიწერია , თორემ მაგარი ღადაობები იყო ძველად .
აი ნიშნობიდან რომ ჯვრისწერაზე მიდიოდნენ , ანალოღიასთან ეფინა ხოლმე წითელი ხალიჩა და ვინც პირველი დაადგმს ფეხსო , ის იქნებაო ოჯახში ,,წამყვანიო'' და თავ-პირის მტვრევით მირბოდნენ ხოლმე ნეფე-პატარძალი . როგორც წესი , დედოფალს კაბაზე დაედგმებოდა ფეხი და სახით დაეცემოდა ხოლმე , ხოლო ნეფე მიასწრებდა ხალიჩამდე . და.ა.შ.
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 18 2014, 11:22 AM
პოსტი #11


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
ბევრი არ დამიწერია , თორემ მაგარი ღადაობები იყო ძველად .
აი ნიშნობიდან რომ ჯვრისწერაზე მიდიოდნენ , ანალოღიასთან ეფინა ხოლმე წითელი ხალიჩა და ვინც პირველი დაადგმს ფეხსო , ის იქნებაო ოჯახში ,,წამყვანიო'' და თავ-პირის მტვრევით მირბოდნენ ხოლმე ნეფე-პატარძალი . როგორც წესი , დედოფალს კაბაზე დაედგმებოდა ფეხი და სახით დაეცემოდა ხოლმე , ხოლო ნეფე მიასწრებდა ხალიჩამდე . და.ა.შ.
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 18 2014, 02:06 PM
პოსტი #12


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
ციტატა
აი ნიშნობიდან რომ ჯვრისწერაზე მიდიოდნენ , ანალოღიასთან ეფინა ხოლმე წითელი ხალიჩა და ვინც პირველი დაადგმს ფეხსო , ის იქნებაო ოჯახში ,,წამყვანიო'' და თავ-პირის მტვრევით მირბოდნენ ხოლმე ნეფე-პატარძალი . როგორც წესი , დედოფალს კაბაზე დაედგმებოდა ფეხი და სახით დაეცემოდა ხოლმე , ხოლო ნეფე მიასწრებდა ხალიჩამდე . და.ა.შ.

ან ფეხს გამოუდებდი თუ დაინახავდი რომ გასწრებდა და ეგ იქნეობდა biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2015, 11:23 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,146
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სხეულის ყოველი ნაწილის მირონცხებას განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს. ასე, მირონცხება -
ა) შუბლზე მირონი. "განანათლებს გონებას და აზრებს";
ბ) თითებზე - "განანათლებს გულს და სურვილებს";
გ) თვალებზე, ყურებსა და ბაგეებზე - "განანათლებს გრძნობებს";
დ) ხელებსა და ფეხებზე - "განანათლებს ადამიანის საქციელს".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 29 2015, 10:37 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,146
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიდი ყურადღებით მოექეცი მას, როგორც წმინდა ჭურჭელს, რომელიც ღვთისმსახურებისთვის გამოიყენება"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2018 - 01:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი