IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> არამართლმადიდებლები ცხონდებიან?, რატომაც არა? ;)
Atman
პოსტი Dec 7 2009, 04:41 PM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



სადმე იქნება ალბათ ასეთი თემა მაგრამ თავიდან გავხსნი.

ვინმემ ვინც ერკვევა მართლმადიდებლურ დოგმატიკაში, ჩამოაყალიბოს: ცხონდება თუ არა არამართლმადიდებელი? არსებობენ თუ არა გამონაკლისები და რის მიხედვით ხდება გამონაკლისების დაშვება?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 7 2009, 04:53 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Atman

თუ დაუშვებ, რომ არამართლმადიდებლები(ც) ცხონდებიან, მაშინ გამოდის, რომ
იესო ტყუილად მოინათლა, ტყუილად აზიარა მოციქულები, ტყუილად ჩამოაყალიბა ეკლესია და ა.შ.
მგონი ძალიან მარტივი საკითხია და არ სჭირდება დოგმატური წიაღსვლები.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 04:57 PM
პოსტი #3


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



protestanti

კი მაგრამ არსებობს ფორმა მართლმადიდებელი და არსებობს გული და ხასიათი "მართლმადიდებლური". რას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ფორმას თუ შინაარსს?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 7 2009, 05:07 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Dec 7 2009, 04:57 PM) *

protestanti

კი მაგრამ არსებობს ფორმა მართლმადიდებელი და არსებობს გული და ხასიათი "მართლმადიდებლური". რას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ფორმას თუ შინაარსს?

დამიკონკრეტე თუ შეიძლება ამაში რას გულისხმობ.

-------------

აქ მადლშია საქმე, რომელიც დავანებულია ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში და სხვაგან არსად
და რომლის მოხვეჭაც შეუძლიათ მხოლოდ ამ ეკლესიის წევრებს.
და მადლის გარეშე ცხონება - ნონსენსია.
გამონაკლისები ყოფილა ისტორიაში, როცა მოუნათლავი ცხონებულა,
მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა იგი, საკუთარი სისხლით მონათლულა,
ანუ მიუღია მოწამეობა ქრისტეს გულისთვის.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 7 2009, 05:11 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ღმერთი თავად წყვიტავს ამას
თქვენ დროს ნუ დაკარგავთ ამაო საუბარში biggrin.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 05:18 PM
პოსტი #6


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



protestanti

ახალ აღქმაში არის ეპიზოდი, როცა მოციქულებს შეხვდებიან აღმოსავლელი მოგვები (ან სხვანი, ზუსტად არ მახსოვს), ჰოდა ეკითხებიან იესოს, მათზეც იყო სული წმინდაო...) პასუხი არ მახსოვს მაგრამ ეს ფაქტი ზუსტად მახსოვს. ანუ შეიძლება რომ მადლი სხვებზეც გადმოდიოდეს ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის a075.gif

ციტატა
ღმერთი თავად წყვიტავს ამასთქვენ დროს ნუ დაკარგავთ ამაო საუბარში


ჰოდა მაგის დამტკიცება მინდა მეც... და ზოგიერთი დოგმის გადაჭარბებულობის დამტკიცება smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Dec 7 2009, 05:38 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ჩემი სუბიექტური აზრია რომ შესაძლებელია, უბრალოდ ძალიან რთულია! ანუ ეგ როგორ მგონია იცით, აი მთავარ სავალ გზას რომ გადაუხვიო და ბილიკებით დაიწყო სიარული მაგრამ მაინც შეძლო დანიშნულების ადგილას მისვლა! გაგიჭირდება მაგრამ შესაძლებელია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 05:39 PM
პოსტი #8


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ჩემი სუბიექტური აზრია რომ შესაძლებელია, უბრალოდ ძალიან რთულია! ანუ ეგ როგორ მგონია იცით, აი მთავარ სავალ გზას რომ გადაუხვიო და ბილიკებით დაიწყო სიარული მაგრამ მაინც შეძლო დანიშნულების ადგილას მისვლა! გაგიჭირდება მაგრამ შესაძლებელია!


მაგაზე გამახსენდა გამოთქმა, შორი გზიდან მოუარე და შინ მშვიდობით მიდიო smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Dec 7 2009, 05:51 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(Atman @ Dec 7 2009, 05:39 PM) *

მაგაზე გამახსენდა გამოთქმა, შორი გზიდან მოუარე და შინ მშვიდობით მიდიო smile.gif


მართალ რა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 05:56 PM
პოსტი #10


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Funkenstein

შორ გზაში არამართლადიდებლური გზა ვიგულისხმე a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 7 2009, 06:03 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(b-a-r-b-a-r-e @ Dec 7 2009, 05:11 PM) *

ღმერთი თავად წყვიტავს ამას
თქვენ დროს ნუ დაკარგავთ ამაო საუბარში biggrin.gif

რა თქმა უნდა, ღმერთი წყვეტს ვის აცხოვნებს და არა ჩვენ, მაგრამ ჩვენც გვაქვს ცოდნა ამ საკითხის ირგვლივ.
არამართლმადიდებლის ცხონების დაშვება, მარტივად რომ ვთქვათ - განწვალებაა.

ციტატა(Atman @ Dec 7 2009, 05:18 PM) *

protestanti

ახალ აღქმაში არის ეპიზოდი, როცა მოციქულებს შეხვდებიან აღმოსავლელი მოგვები (ან სხვანი, ზუსტად არ მახსოვს), ჰოდა ეკითხებიან იესოს, მათზეც იყო სული წმინდაო...) პასუხი არ მახსოვს მაგრამ ეს ფაქტი ზუსტად მახსოვს. ანუ შეიძლება რომ მადლი სხვებზეც გადმოდიოდეს ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის a075.gif
ჰოდა მაგის დამტკიცება მინდა მეც... და ზოგიერთი დოგმის გადაჭარბებულობის დამტკიცება smile.gif

თუ სახარებიდან მოგვყავს მაგალითი, მოვახდინოთ ზუსტი ციტირება და მოვიშველიოთ ეგზეგეტიკაც.
ჩვენ ხომ არ ვიცით რა ფრაზა რა კონტექსტით უნდა შევიმეცნოთ.

ციტატა(Funkenstein @ Dec 7 2009, 05:38 PM) *

ჩემი სუბიექტური აზრია რომ შესაძლებელია, უბრალოდ ძალიან რთულია! ანუ ეგ როგორ მგონია იცით, აი მთავარ სავალ გზას რომ გადაუხვიო და ბილიკებით დაიწყო სიარული მაგრამ მაინც შეძლო დანიშნულების ადგილას მისვლა! გაგიჭირდება მაგრამ შესაძლებელია!

მამები ამბობენ, რომ სხვა რელიგიებშიც არის ჭეშმარიტების მარცვლები, მაგრამ ეს მხოლოდ მარცვლებია
და არა სისავსე, რომელიც იესომ დაგვიტოვა.
თუ გაჭირვებით, მაგრამ მაინც ცხონდება ბუდისტი, კრიშნაიდი, მუსულმანი, მოუნათლავი, პროტესტანტიrolleyes.gif და ა.შ.
მაშინ რაღა აზრი აქვს ეკლესიას? ანუ იგი ამ დაშვების შემთხვევაში, მხოლოდ ცხონების
ხელშემწყობი და გამაადვილებელი საშუალება გამოდის.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 06:12 PM
პოსტი #12


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
თუ გაჭირვებით, მაგრამ მაინც ცხონდება ბუდისტი, კრიშნაიდი, მუსულმანი, მოუნათლავი, პროტესტანტი და ა.შ.მაშინ რაღა აზრი აქვს ეკლესიას? ანუ იგი ამ დაშვების შემთხვევაში, მხოლოდ ცხონებისხელშემწყობი და გამაადვილებელი საშუალება გამოდის.


უკიდურესობებით რატო მსჯელობ? არ შეიძლება რომ იქაც იყოს ცხონება და იქაც? გზა ერთია, სახელებია სხვადასხვა და ცოტათი დოგმატიკა, არსით კი ბევრი რელიგია ერთნაირია (ყველა არა რა თქმა უნდა)

ციტატა
არამართლმადიდებლის ცხონების დაშვება, მარტივად რომ ვთქვათ - განწვალებაა.


ამ ტერმინის სუბიექტურად ხმარებამ ბევრი უბედურება მოუტანა კაცობრიობას ასე რომ ცოტა ფრთხილად "მწვალებლობასთან", ბრუნოც "მწვალებელი" იყო და ბევრი სხვაც. ნუ რა თქმა უნდა ინკვიზიციას როგორ შეადარებს თავს მართლმადიდებლობა, მაგრამ ინკვიზიციის "ჩანასახი" და მწვალებლებზე ნადირობისკენ მიდრეკილების მარცვლები მართლმადიდებლობაშიც დევს. "მმკ" ამის ნათელი მაგალითია.

ციტატა
თუ სახარებიდან მოგვყავს მაგალითი, მოვახდინოთ ზუსტი ციტირება და მოვიშველიოთ ეგზეგეტიკაც.ჩვენ ხომ არ ვიცით რა ფრაზა რა კონტექსტით უნდა შევიმეცნოთ.


მოგვიანებით დავდებ თუ ვიპოვი.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Dec 7 2009, 06:16 PM
პოსტი #13


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831




ციტატა
ცხონდება თუ არა არამართლმადიდებელი? არსებობენ თუ არა გამონაკლისები და რის მიხედვით ხდება გამონაკლისების დაშვება?


ცხონდებიან მხოლოდ მონათლული მართმადიდებელნი და მოუნათლავი იმ შემთხვევაში ცხონდება, თუ ის ქრისტეს რჯულისთვის ეწამება და ქრისტეს გულისთვის დაღვრის სისხლს.



--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Dec 7 2009, 06:21 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



აი ის ვინ თქვა რომ არაქრისტიანეები სინდისის მიხედვით განისჯებიანო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 06:24 PM
პოსტი #15


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ცხონდებიან მხოლოდ მონათლული მართმადიდებელნი და მოუნათლავი იმ შემთხვევაში ცხონდება, თუ ის ქრისტეს რჯულისთვის ეწამება და ქრისტეს გულისთვის დაღვრის სისხლს.


ვთქვათ კაცი ებრაელია, ან მუსულმანი. გადაარჩინა მრავალი ადამიანი, მათ შორის მართლმადიდებლები, კაცთმოყვარეობის და არა ქრისტეს გულისთვის. ცხონდება თუ არა?

Funkenstein

ციტატა
აი ის ვინ თქვა რომ არაქრისტიანეები სინდისის მიხედვით განისჯებიანო?


მაგ სინდისს ინდუიზმში "პარამატმა" ქვია და ღმერთის ერთ-ერთი ასპექტია.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 06:26 PM
პოსტი #16


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
ვთქვათ კაცი ებრაელია, ან მუსულმანი. გადაარჩინა მრავალი ადამიანი, მათ შორის მართლმადიდებლები, კაცთმოყვარეობის და არა ქრისტეს გულისთვის. ცხონდება თუ არა?

ადამიანი, რომელიც ქრისტეს არ აღიარებს, და მიიჩნევს მას ერთ-ერთი იუდაური სექტის წარმომადგენლად, როგორ ვიფიქრო მე ქრისტიანმა, რომ ის ქრისტესთან მივა.

მე მახსენდება ერთ-ერთი ამერიკელი მღვდელმტავრის სიტყვები, რომ ადამიანს კეთილი საქმეები კი არა ქრისტეს რწმენა გადაარჩენს (რწმენა, რა თქმა უნდა, საქმესაც გულისხმობს).


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Dec 7 2009, 06:28 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



არა აშკარად მახსოვს რომელიღაც წმინდანს ააქვს ნათქვამი, შეიძლება პავლეს ზუსტად არ მახსოვს! მამა თეოდორემაც მოკვა ერტი ამპავი წარმარტი მეპე როგორ ცხონდა იმის გამო რომ მან თავისი არმია მოაბრუნა გზიდან იმის გამო რომ ერთი უსმართლოდ დასჯილი გარიბი ქალის საქმე "გაერჩია" .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 7 2009, 06:28 PM
პოსტი #18


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



afxazi
მე კიდე მახსენდება ღირსი სერაფიმე საროველის სიტყვები, რითიც (ჩემი აზრით) მან ყველაზე სრულყოფილად გასცა პასუხი ამ მარადიულ კითხვას:

ადამიანი ცხონდება სულიწმიდის მადლის მოხვეჭით

ეს შენზეა დამოკიდებული, როგორ მოიხვეჭ მას და სად...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 06:31 PM
პოსტი #19


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

ციტატა
ადამიანი, რომელიც ქრისტეს არ აღიარებს, და მიიჩნევს მას ერთ-ერთი იუდაური სექტის წარმომადგენლად, როგორ ვიფიქრო მე ქრისტიანმა, რომ ის ქრისტესთან მივა.მე მახსენდება ერთ-ერთი ამერიკელი მღვდელმტავრის სიტყვები, რომ ადამიანს კეთილი საქმეები კი არა ქრისტეს რწმენა გადაარჩენს (რწმენა, რა თქმა უნდა, საქმესაც გულისხმობს).


მე პირადად ვაღიარებ ქრისტეს, როგორც ღმერთს, მაგრამ არა მარტო ქრისტეს... მაქვს შანსი ცხონების? smile.gif

კანონისტი


ციტატა
ადამიანი ცხონდება სულიწმიდის მადლის მოხვეჭითეს შენზეა დამოკიდებული, როგორ მოიხვეჭ მას და სად...


გეთანხმები.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 06:31 PM
პოსტი #20


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Funkenstein
ციტატა
არა აშკარად მახსოვს რომელიღაც წმინდანს ააქვს ნათქვამი, შეიძლება პავლეს ზუსტად არ მახსოვს! მამა თეოდორემაც მოკვა ერტი ამპავი წარმარტი მეპე როგორ ცხონდა იმის გამო რომ მან თავისი არმია მოაბრუნა გზიდან იმის გამო რომ ერთი უსმართლოდ დასჯილი გარიბი ქალის საქმე "გაერჩია" .

ამას მთლიანი კონტექსტი ჭირდება.

მართლმადიდებელი ეკლესიის მიხედვით სასუფეველს მხოლოდ მონათლულები დაიმკვიდრებენ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 01:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი