ფილიპელთა 2;6 როგორ გავიგოთ??? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფილიპელთა 2;6 როგორ გავიგოთ??? |
esre ars cheshmariteba |
Sep 30 2012, 10:14 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
პავლე მოციქულის ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ 2თავის 6 მუხლი შეცდომით ითარგმნება დღევანდელ ბიბლიებში და ისეთი წარმოდგენა იქმნება რომ ქრისტე ღმერთის თანასწორია, მაგრამ სინამდვილეში რისი თქმა სურს პავლეს? მოდი ზედმიწევნით განვიხილოთ ეს მუხლი. ὃς ἐν μορφῇ θεοῦ ὑπάρχων
οὐχ ἁρπαγμὸν ἡγήσατο τὸ εἶναι ἴσα θεῷ, ოს ენ მორფე თეუ უპარხონ ოუქს არპაგმონ ეგესატო ტო ეინაი ისა თეო. ესეიგი ის ვინც ღმერთის ხატებაში არსებობდა არც კი უფიქრია მიტაცებაზე _ ღვთის თანასწორად ყოფნაზე. ვინაიდან ოუქს არის უარყოფის გაძლიერებული ფორმა ამიტომ ლოგიკურია რომ ის ანუ ქრისტე არამც და არამც ანუ არავიტარ შემთხვევაში მიიტაცებდა ღმერთთან თანასწორობას რადგან ეს გამოიწვევდა ისაიას 46 : 5 მუხლის დარღვევას სადაც ღმერთი ბრძანებს რომ ვის შემადარებთ რომ გამიტოლოთ? ნუთუ პავლე იესოს გაუტოლებს ღმერთს და ტექსტს დაარღვევს? არამც და არამც! ტო ეინაი ისა თეო _ ანუ ღმრთის სწორად ყოFნა იესოსთვის არის საშინელი მტაცებლობა_ ბერძნულად _არპაგმონ_ პავლეს აქ სურს იმის დადასტურება რომ იესო სატანისგან განსხვავებით , არ ფიქრობს რომ ღმერთს თავი გაუტოლოს , რადგან ის თავმდაბალია და სამაგალითოა ყოველი ქრისტიანისტვის , რომელთაც საკუთარი თავი ერთიმეორეზე დაბლა უნდა დააყენონ და ერთი მეორეზე მეტად უნდა შერაცხონ ერთმანეთი! თუ ფილიპელთა 2 თავის 1 მუხლიდან 6 მდე წაიკითხავ დაინახავ რომ პავლე ქრისტიანებს თავმდაბლობისკენ უბიძგებს და ქრისტე მოყავს თვალსაჩინო ნიმუშად, რომელიც რადიკალურად განსხვავებული და თავმდაბალია და არც კი ფიქრობს ღმერთთან თანასწორობაზე! ისმის კითხვა_ რაში სჭირდება პავლეს არპაგმონის გამოყენება რომელიც ნიშნავს ძალით წაგლეჯვას ან მიტაცებას? აქ ტექსტში დგას სიტყვა ეგესატო რომელიც ნიშნავს_ ჩათვლას , ვარაუდს , ფიქრს. ეს სიტყვა რომ არ იდგეს მაშინ არპაგმონი მიიღებდა _ მფლობელობაში ქონის მნიშვნელობას, მაგრამ საბედნიეროდ ეგესატო დგას ტექსტში! თუ პავლეს სურს რომ დაადასტუროს ქრისტეს ღმერთობა და მისი თანასწორობა ღმერთთან , მაშინ მას ასე უნდა დაეწერა_ ის არც კი ფიქრობდა რომ საკუთარი თავი , ღმერთზე მაღლა დაეყენებინა. ამ შემტხვევაში იესო ღვთის სწორი გამოვიდოდა, მაგრამ საქმე გვაქვს ერთი საფეხურით ქვემდგომ შედარებასთან__ ანუ თანასწორობასთან_ რასაც იესო არც კი ფლობს თუ სხვანაირად გავიგებტ პავლეს სიტყვებს მაშინ ეს გამოიწვევს ტექსტის დარღვევას! იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ბოლო ჟამის ეკლესია! |
A.V.M |
Sep 30 2012, 10:15 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
esre ars cheshmariteba
ბერძნული სად და როდის ისწავლე? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
esre ars cheshmariteba |
Sep 30 2012, 10:18 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
|
A.V.M |
Sep 30 2012, 10:24 PM
პოსტი
#4
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა სულიწმიდა რომელიც ყოველ მორწმუნე ქრისტიანშია , მას ძალუძს ენების ცოდნა კაი გაჩერდი ახლა... რა თქმა უნდა ნებისმიერი ენის (და არა მარტო) შესწალა სულიწმინდის მადლით ხდება , მაგრამ ამას სხვა რაღაცეებიც ემატება. მაგალითად ჩვენ არ ვართ ქრისტეს მოციქულები , რომლებმაც 50-ე დღეს მიიღეს ცეცხლისენების სახით გარკვეული ,,ნიჭები''. ჩვენ უნდა ვხარჯოთ დრო,ვიქექოთ წიგნებში,ვიაროთ რეპეტიტორებთან და.ა.შ. რომ ვისწავლოთ რამე.(მათ შორის ენა) და შენ როგორ და როდის ისწავლე? (თუ თხოვე ღმერთს დაიძინე და მეორე დღეს ძველბერძნულ ენაზე ამეტყველდი?) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
esre ars cheshmariteba |
Sep 30 2012, 10:30 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
კაი გაჩერდი ახლა... რა თქმა უნდა ნებისმიერი ენის (და არა მარტო) შესწალა სულიწმინდის მადლით ხდება , მაგრამ ამას სხვა რაღაცეებიც ემატება. მაგალითად ჩვენ არ ვართ ქრისტეს მოციქულები , რომლებმაც 50-ე დღეს მიიღეს ცეცხლისენების სახით გარკვეული ,,ნიჭები''. ჩვენ უნდა ვხარჯოთ დრო,ვიქექოთ წიგნებში,ვიაროთ რეპეტიტორებთან და.ა.შ. რომ ვისწავლოთ რამე.(მათ შორის ენა) და შენ როგორ და როდის ისწავლე? (თუ თხოვე ღმერთს დაიძინე და მეორე დღეს ძველბერძნულ ენაზე ამეტყველდი?) |
A.V.M |
Sep 30 2012, 10:34 PM
პოსტი
#6
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა თუ შენ გინდა გახდე ქრისტიანი მაშინ წესად უნდა დაიდო ბიბლიის კვლევა. მე კიდევ გამოვიკვლევ და უკიდურესად დავამძიმებ არგუმენტაციებს! უჰ... წმ.სამების დოგმატზე როდესაც გელაპარაკებოდით შენი ყველა არგუმენტი ჰაერში გაიფანტა. (მეე იმას გვეუნებოდი უკვე რომ აფხაზის უკან მღვდლები დგანან და ისინი კარნახობე თორემ არ ეცოდინებოდა ამდენიო) მიდი კაცო.იკლიე ბიბლია.უნდა იკვლიო აბა რა. მაგრამ მართლმადიდებლობა შენ კი არა მთელმა მსოფლიომ ვერ გააბათილა და ცოტა აზრიანად თუ შეხედავ ყველაფერს გაიგებ. ახლა მეორე. ადრეც გითხარით რომ წმ.სამების დოგმატზე საუბარს აღარ ვაპირებთ შენთან.რაც ვილაპარაკეთ საკმარისია და ვიმედოვნებ მამა იაკობთანაც ისაუბრებ ამაზე. და ბლო-ჩვენ შენს მეცნიერულ მიღწევებზე კი არ ვსაუბრობდით ძმაო. მე ბერძნული ენის ცოდნაზე გელაპარაკებოდი... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
esre ars cheshmariteba |
Sep 30 2012, 10:39 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
უჰ... წმ.სამების დოგმატზე როდესაც გელაპარაკებოდით შენი ყველა არგუმენტი ჰაერში გაიფანტა. (მეე იმას გვეუნებოდი უკვე რომ აფხაზის უკან მღვდლები დგანან და ისინი კარნახობე თორემ არ ეცოდინებოდა ამდენიო) მიდი კაცო.იკლიე ბიბლია.უნდა იკვლიო აბა რა. მაგრამ მართლმადიდებლობა შენ კი არა მთელმა მსოფლიომ ვერ გააბათილა და ცოტა აზრიანად თუ შეხედავ ყველაფერს გაიგებ. ახლა მეორე. ადრეც გითხარით რომ წმ.სამების დოგმატზე საუბარს აღარ ვაპირებთ შენთან.რაც ვილაპარაკეთ საკმარისია და ვიმედოვნებ მამა იაკობთანაც ისაუბრებ ამაზე. და ბლო-ჩვენ შენს მეცნიერულ მიღწევებზე კი არ ვსაუბრობდით ძმაო. მე ბერძნული ენის ცოდნაზე გელაპარაკებოდი... მამა იაკობთან უკვე ვისაუბრე და აგერ გიორგი ლელუაშვილი გეტყვის რა შთაბეჭდილებაც დარჩა . იქ ერთმა მღვდელმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზეც და გიოზეც. და მას შემდეგ კიდევ უფრო დავშორდი მარტლმადიდებლობას |
A.V.M |
Sep 30 2012, 11:08 PM
პოსტი
#8
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
esre ars cheshmariteba
გიორგამ მითხრა როცა ვახე ყველაფერი... უფრო იმიტომ დაშორდი რომ ,,ჩაწერი'' მამაიაკობი ალბათ ხო> ნუ ამაზე არ გელაპარაკები.შენი საქმისა შენ იცი. ბერძნულის ცოდნაზე მითხარი... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
აკაკი |
Oct 1 2012, 08:14 AM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ვაკოპირებ.
" ეს მუხლი კიდევ ერთი ადგილია წმ. წერილში იმ უამრავ ადგილთაგან, რომელიც არსაწორად თარგმნა საგუშაგო კოშკმა და და ისე გადააკეთ-გადმოაკეთა, რომ თავისი სწავლებებისთვის მოერგო განსაკუთრებით სწორედ მე-6 მუხლი. განვიხილოთ ეს მუხლები ძვ ბერძნულთან შესაბამისობაში. მარტო მე-6 მუხლს განვიხილავ ესეც საკმარისი უნდა იყოს ზემოთ დაწერილის დასადასტურებლად. ბერძნული: ος εν μορφη θεου υπαρχων ουχ αρπαγμον ηγησατο το ειναι ισα θεω გიორგი მთაწმინდელი: რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, ბაჩანა ბრეგაძე:რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. ორივე ტექსტიდან ადვილი მისახვედრია თუ რაზეა საუბარი ხოლო წმ. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი კიდევ იმითაცაა ღირსშესანიშნავი, რომ სიტყვების თანმიმდევრობაც სწორედ ისე მიყვება როგორც ბერძნულშია. ეხლა განვიხილოთ საგუშაგო კოშკის მიერ ქართულად თარგმნილი ფილიპელთა 2,6 მუხლი რომელშიც შინაარსი 360 გრადუსით, ანუ სრულებით საწინაღმდეგოდაა შეცვლილი. ეს მუხლი: საგუშაგო კოშკი:თუმცა ის ისე არსებობდა, როგორც ღმერთი, ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა. პირველ რიგში სიტყვა μορφη-მორფის (ხატი) შესაბამისი სიტყვა არ არის წინადადებაში. ხოლო სიტყვები "მოსვლია" და "ანუ" რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ აზრის უკუღმართად გამოთქმაში. მათი შესაბამისი სიტყვები არ არის ბერძნულში. ასევე წინადადების ნაწილი "ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება ანუ", რომელიც მთავარ როლს ასრულებს წინადადების აზრის უკუღმა გამოთქმაში, არასწორი თანმიმდევრობით უწერიათ ბერძნულთან მიმართებაში, სადაც არის პირიქითი თანმიმდიევრობა (როგორც მთაწმინდელთან) ουχ-არა (არ) αρπαγμον-ნატაცებად (ნაძარცვად) ηγησατο-შეირაცხა (შეურაცხავს)-(ფიქრადაც მოწმეების თარგმანი ამ სიტყვისა). ანუ საბოლოო ჯამში სიტყვის ამოგდება (მორფი), ზედმეტი სიტყვების ჩამატება ("ანუ", "მოსვლია"), რაც ბერძნულში არ არის, ასევე სიტყვების არასწორი თანმიმდევრობა ბერძნულთან მიმართებაში, სიტყვებზე: "ფიქრზე" და "ტაცებაზე" წინსართების და ბოლოსართების ("მი" და ა.შ.) არასწორი მიმატება და სხვა, ეს ყოველივე გამოყენებული იქნა, რათა გვქონოდა ისეთი თარგმანი, რომელიც საგუშაგო კოშკის სწავლებებს მოერგებოდა. ესეც ამ მუხლის ძვ. ბერძნული ლექსიკონი და ინგლისური თარგმანები, სადაც ისევეა ეს მუხლი თარგმნილი, როგორც სწორია და როგორც არის მთაწმინდელთან. http://biblelexicon.org/philippians/2-6.htm" ციტატა დამთავრდა. ახალი ციტატა: ციტატა თავმდაბლობა სწორედ ისაა, რომ ღმერთი ადამიანი გახდა, ადამიანად მოვიდა და "მონის სახე" მიიღო, რისთვის წერია მონა? ხაზგასმაა იმაზე, თუ ღმერთმა როგორი მიუწვდომელი თავმდაბლობის მაგალითი გვიჩვენა და მოიმოქმედა ჩვენი ხსნისთვის. უფლის განკაცება და მისი ცხოვრება, ჯვარცმა და ამაღლება, ესაა მიუწვდომელი თავმდაბლობის მაგალითი, რომელსაც ბოლომდე ვერ მიხვდება ადამიანის გონება და ამ თავმდაბლობის მაგალითისკენ მოუწოდა პავლემ ფილიპელებს. როგორც სხვაგან ესეც ასეთივე მოწოდებაა ადამიანისადმი: "იყავით სრულ, ვითარცა მამათქვენი ზეცათაი სრულ არს" , მოწოდება უსასრულო სიწმინდისკენ. დამთავრდა ციტატა. |
George Leluashvili |
Oct 6 2012, 01:05 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
esre ars cheshmariteba
ციტატა იქ ერთმა მღვდელმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზეც და გიოზეც. მამა დავითი რა შუაში იყო, მამა იაკობთან საუბარმა როგორ იმოქმედა შენზე? ციტატა და მას შემდეგ კიდევ უფრო დავშორდი მარტლმადიდებლობას მამა იაკობმა ხომ სულ სხვანაირი შთაბეჭდილება დატოვა შენზე? თავადც აღნიშნე მისი მრავალი ქრისტიანული თვისება. ჰოდა, თუ მამა დავითის ერთი-ორი არასწორი სიტყვით დაშორდი მართლმადიდებლობას, მამა იაკობთან 3 საათიანი საუბრითა და მასში დადებითი თვისებების დანახვით, განა უფრო არ უნდა დაუახლოვდე მართლმადიდებლობას? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Oct 6 2012, 04:00 PM
პოსტი
#11
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
George Leluashvili
დაახლოებით იგივეს ვეუბნებოდი.... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
esre ars cheshmariteba |
Oct 7 2012, 10:19 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
esre ars cheshmariteba მამა დავითი რა შუაში იყო, მამა იაკობთან საუბარმა როგორ იმოქმედა შენზე? მამა იაკობმა ხომ სულ სხვანაირი შთაბეჭდილება დატოვა შენზე? თავადც აღნიშნე მისი მრავალი ქრისტიანული თვისება. ჰოდა, თუ მამა დავითის ერთი-ორი არასწორი სიტყვით დაშორდი მართლმადიდებლობას, მამა იაკობთან 3 საათიანი საუბრითა და მასში დადებითი თვისებების დანახვით, განა უფრო არ უნდა დაუახლოვდე მართლმადიდებლობას? ერთი ადამიანით არ განისაზღვრება ქრისტიანობის არსი და ჭეშმარიტება! იესო ადამიანთა ჯგუფზე საუბრობს, რომ მათი თავგანწირული სიყვარულით ვიცნობთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს! მამა იაკობი კარგი პიროვნებაა და ავღნიშნავ რომ ის გულწრფელია თავის რელიგიაში. მაგრამ პავლეც გულწრფელი იყო Fარისევლობაში და როცა ქრისტიანებს დევნიდა ეგონა რომ სწორად იქცეოდა ! აი შემდგომში უფალმა შეცვალა მისი ცხოვრების კურსი და ჭეშმარიტ ქრისტეს მსახურად იქცა. |
puskuu |
Oct 7 2012, 11:05 PM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 88 რეგისტრ.: 6-September 10 წევრი № 9,417 |
esre ars cheshmariteba
ციტატა მაგრამ პავლეც გულწრფელი იყო Fარისევლობაში და როცა ქრისტიანებს დევნიდა ეგონა რომ სწორად იქცეოდა ! აი შემდგომში უფალმა შეცვალა მისი ცხოვრების კურსი და ჭეშმარიტ ქრისტეს მსახურად იქცა. ამ სიტყვებში მამა იაკობსაც ხო არ გულისხმობ? |
A.V.M |
Oct 8 2012, 02:34 AM
პოსტი
#14
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ამ სიტყვებში მამა იაკობსაც ხო არ გულისხმობ? ,,საც'' კი არა მაგას გულისხმობს.... ოხ ლელუაშვილი.... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Oct 8 2012, 02:26 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
esre ars cheshmariteba
ციტატა ერთი ადამიანით არ განისაზღვრება ქრისტიანობის არსი და ჭეშმარიტება! მერე მით-უმეტეს. მამა დავითით რატომ საღვრავ მართლმადიდებლობას? ხომ იცი, რომ ხარისხები ყველგან არსებობს. ზოგი ცუდია, ზოგი - კარგი, ზოგი - ძალიან კარგი და ზოგიც - საუკეთესო. ესენი კი ერთმანეთისგან უნდა განასხვავო. ციტატა მაგრამ პავლეც გულწრფელი იყო Fარისევლობაში და როცა ქრისტიანებს დევნიდა ეგონა რომ სწორად იქცეოდა ! აი შემდგომში უფალმა შეცვალა მისი ცხოვრების კურსი და ჭეშმარიტ ქრისტეს მსახურად იქცა. ამას მართლა მამა იაკობზე ამბობ? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
esre ars cheshmariteba |
Oct 8 2012, 10:42 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
esre ars cheshmariteba მერე მით-უმეტეს. მამა დავითით რატომ საღვრავ მართლმადიდებლობას? ხომ იცი, რომ ხარისხები ყველგან არსებობს. ზოგი ცუდია, ზოგი - კარგი, ზოგი - ძალიან კარგი და ზოგიც - საუკეთესო. ესენი კი ერთმანეთისგან უნდა განასხვავო. ამას მართლა მამა იაკობზე ამბობ? არა უბრალოდ შედარება მოვიყვანე! არავისაც არ ვგულისხმობ! მე იმას ვამბობ რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ცდებოდეს_ მეც შენც და სხვა ნებისმიერიც. მხოლოი ღმერთი არს ჭეშმარიტი |
George Leluashvili |
Oct 8 2012, 11:22 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
esre ars cheshmariteba
ციტატა არა უბრალოდ შედარება მოვიყვანე! არავისაც არ ვგულისხმობ! მე იმას ვამბობ რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ცდებოდეს_ მეც შენც და სხვა ნებისმიერიც. მხოლოი ღმერთი არს ჭეშმარიტი კარგი, ცოტა დავმშვიდდი -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
sopo... |
Oct 9 2012, 01:18 AM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
მე კიდევ გამოვიკვლევ და უკიდურესად დავამძიმებ არგუმენტაციებს! ძალიან ღრმა საიდუმლოებას ვფლობ რითაც მთლიანად ვაბათილებ მართლმადიდებლობას პრინციპში ის 1914 წელი უკვე სერიოზული დარტყმა იყო მართლმადიდებლობისთვის ისე ამდენ კვლევას ერთხელ მოვდივართ, და ცოტა მარტივად რომ შევხედოთ ყველაფერს, გვიყვარდეს ღმერთი მთელი არსებით და ერთმანეთი საკუთარი თავივით .. მეტს კი არაფერს ითხოვს ღმერთი ჩვენგან.. შეიძლება გამოტოვო ცხოვრება .. |
■გიორგი■ |
Oct 26 2012, 11:12 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
ციტატა პირველ რიგში სიტყვა μορφη-მორფის (ხატი) შესაბამისი სიტყვა არ არის წინადადებაში. აკაკიამ სიტყვებით დაამტკიცე რომ არათუ წარმოდგენა არ გაქვს ძველბერძნული ენის, არამედ ზედაპირულადაც კი არ გადაგიხედავს მაგ მუხლში ჩაწერილი სიტყვების მნიშვნელობებისთვის. სიტყვა ხატი, ითარგმნება ბერძნული სიტყვიდან: εἰκών (ქართ. აიკონ) და ნიშნავს: რაიმეს მსგავსებას, ანარეკლს, ხატებას. ეს სიტყვა 1 კორინთ. 11:7-შიც გამოიყენება და მთაწმინდელს ასე გადმოაქვს ძველქართულზე: "მამაკაცისაჲ უკუე არა ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს.". ხოლო μορφῇ არ ნიშნავს ხატს ან ხატებას. ასე რომ არასწორს ამბობ ზემოთ რასაც ამბობ. ახლა მითხარი: გყავთ ამ ფორუმზე ძველი ბერძნული ენის სპეციალისტი? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
A.V.M |
Oct 27 2012, 02:05 AM
პოსტი
#20
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
■გიორგი■
ციტატა გყავთ ამ ფორუმზე ძველი ბერძნული ენის სპეციალისტი? ჯერ შენ გვითხარი საქართველოში რამდენი სპეციალისტი გყავს ძველბერძნულის? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი