IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ
lasha_k
პოსტი Feb 7 2013, 02:02 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



დამლოცეთ მამაო..

როგორც ვიცით როდესაც ადამიანი ინათლება, აუცილებელი პირობააა მას უნდა ყავდეს ნათლია ....ნათლია პირობას დევს უფალთან რომ განაგდებს სატანას და შეუდგება ქრისტეს ...ასევე ნათლია პასუხისმგებელი იქნება თავის სულიერ შვილზე, მისი მოვალეობააა აღზარდოს ქრისტიანად და დააყენოს სულიერ გზაზე .......

სრულიად მისაღებია ის სწავლა რომ ნათლიამ უნდა იზრუნოს ბავშვზე და მას აუცილებლად ჭირდება ნათლია ....მაგრამ როცა ზრდასრული ადამიანი ინათლება (დავუშვათ 30 წლის) მაინტერესებს რა საჭიროა ნათლია? 30 წლის კაცს რომელიც გათვითცნობიერებული აქვს ყველაფერი , აზროვნებს, და დამოუკიდებლადაც შეუძლია რომ წარმართოს თავისი ცხოვრება ...მაგ დროს ნათლიას ხომ გაუჭირდება მისი სულიერ გზაზე დაყენება? .....30 წლის კაცს სრულიად შესაძლებელია ნათლიას არც დაემორჩილოს (რაზეც ვერ ვიტყვით ბავშვზე) .......ან რაღა დამორჩილებაზეა საუბარი? ...30 წლის კაცმა უკვე თვითონ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება ......ჩემის აზრით მასეთ შემთხვევაში ნათლიას საპასუხისმგებლო მდგომარეობაშიც ვაყენებთ ......საინტერესოა I საუკუნეში მოციქულები როცა ნათლავდნენ ზრდასრულ ადამიანებს თუ ითხოვდნენ ნათლია?

მომიტევეთ მამაო, ცოტა კრიტიკული კითხვა დავსვი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე ეკლესიის პასუხი .....

წინასწარ დიდი მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Jul 21 2013, 12:28 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ratinwt
ციტატა

არა მე ჯვრისწერაზე არ მითქვავს არაფერი უბრალოდ. მე სადმე ვთქვი რომ ნათლობა უნდა გაუქმდეს? მე ვამბობ რომ ეს არსებული ფორმა არასწორია.

ისევ სხვაგან მიდიხარ. არ დამზარდება და კვლავ გავიმეორებ.
ამბობ , რომ ნათლისღების არსებული ფომა არასწორია და ამის გასასამართლებელ საბუთად მოგაქვს ის , რომ მის შესახებ არაფერი წერია სახარებაში.
მე გეკითხები , ჯვრისწერის არსებული ფორმის შესახებ სად გვაქვს დასტური სახარებაში?
ციტატა
ერთი მხრივ არის ტრადიცია , მაგრამ იესო ამ გადაწყვეტილებასაც დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად იღებს. ჩამოყალიბებულია, ანუ მას შემდეგ როცა თავად აზროვნებს. და არ აურჩევია ეს მისთვის მშობელს.

აქაც მოიცა...
შე დასვი კითხვა-რატომ მოინათლა იესო 30 წლის ასაკშიო , მე კი გითხარი რომ ეს ებრაული ტრადიცია იყო . იესო იქამდეც იყო ჩამოყალიბებული და იქამდეც არ აძალებდნენ მშობლები მონათვლას.
ანუ რა მინდა ახლა . უნდა შევთანხმდეთ , რომ იესოს 30 წლის ასაკში მონათვლა (რასაც შენ ხაზი გაუსვი) , იყო ებრაული ტრადიციის მიხედვით და არა მიტომ რომ 30 წლის ასაკში ჩამოყალიბდა პიროვნებად და ,,მშობლების მარწუხებიდან განთავისუფლდა'' შევთანხმდით?
ციტატა
7. ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ჩემს შემდგომ ჩემზე უძლიერესი, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ დავიხარო და გავხსნა მისი ხამლის საკვრელი.
8. მე თქვენ მოგნათლეთ წყლით, ხოლო ის მოგნათლავთ სული წმიდით.

სულიწმინით ნათლობაა უმნიშვნელოვანესი ,ანუ ადამიანი სულიერად მზად უნდა იყოს ამისთვის. ეს არ ხდება ასე იოლად წყლით ნათვლით, წყლით ნათლობა ბოლო ფორმალური ნაწილია.
რა წყალს აქვს განსაკუთრებული შემადგენლობა რაც ადამიანს აქრისტიანებს? ეს უბრალოდ დიდი პროცესის - ადამიანის სულიერად ახლიდან დაბადების ბოლო ნაწილია .
წყალი - წყალია მარტო წყლის დასხმა საკუთარი სურვილისა და მომზადების გარეშე არის არაფრის მქმნელი რიტუალი.

ისევ სხვაგან მიდიხარ , მაგრამ არ დავზარდები და შევეცდები მოტრიალებას.
რა შუაშია წყალი ? (როგორც ცალკეული ნივთიერება) , ეკლესია ნათლავს-მიწითაც , ქვიშითაც , სისხლითაც და.ა.შ. ანუ აქ მნიშვნელობა იმას კი არ აქვს რა ნივთიერებით სრულდება , არამედ იმას თუ როგორ და ვის მიერ სრულდება . თავის მხრივ წყალი , რა თქმა უნდა არაფერია , მარამ როდესაც მასზე სრულდება ,, აიაზმის '' საიდუმლო , იგი უკვე ფორმობრივად იგივე თუმცა თვისობრივად ახალი ,ნივთიერება'' ხდება.(რისი დასტურიცაა , რომ იგი არ ფუჭედება , თუ პატრონი ,ჭკვიანად იქცევა.'')
აქვე დავძენ , ეტყობა არ იცი თუ რა სახით სრულდება ნათლობის ფორმულირება , არც ამის შეხსენება დამეზარება . წყალში შთაფვლის ან მისი დასხმის დროს ღვთისმსახური (თუ იგი არაა , მაშინ ერისკაცი) წარმოთქვამს : ,,ნათელს იღებს ...X , სახელითა მამისათა ამინ!
და ძისათა ამინ!
და სულისა წმინდისათა ამინ!

დავაკვირდეთ, სული წმინდის მიერო , და არა ჩემ მიერ , წყლის მიერ და.ა.შ
შევთანხმდით?
ციტატა

სულიწმინდით ნათლობის გარეშე არანაირი აზრი არ აქვს!!

კიდევ გვინდა ამაზე ლაპარაკი?



ციტატა

აი კონკრეტულად ვნახე ის რაზეც ვამბობდი.

ხო....
ვერ წარმოიდგენ რამდენი შეცდომა დაუშვი , მაგის დაწერისას .
არ დავზარდები და შეგისწორებ :

1-
ციტატა

აი კონკრეტულად ვნახე ის რაზეც ვამბობდი.

ამას ემყარება შენი აზრი , როდესაც საკითხის ქრონოლოგიის შესახებ ვსაუბრობთ? ანუ შენი აზრით, მხოლოდ ამ კრების შემდეგ დაიწყო ეკლესიაში ჩვილთა ნათლობა ? თუ იქამდეც იყო? (მხოლოდ წყაროებით მიპასუხე , თუ შეიძლება)
ციტატა
კანონი 1: ვინც ამბობს, რომ ადამი შეიქმნა მოკვდავი და მოკვდებოდა იმის მიუხედავად, შეჭამდა თუ არა აკრძალულ ნაყოფს - წყეულიმც იყოს!

ამას ეწნააღმდეგბი?
ციტატა
კანონი 2: ვინც ამბობს, რომ ბავშვების ნათლობა აუცილებელი არაა, ან რომ მათი ნათლობისას წარმოთქმული სიტყვა "ცოდვათა მისატევებლად" გადატანითი მნიშვნელობითაა ნათქვამი და არა ადამის ცოდვის გამო - წყეულიმც იყოს!


კანონი 3-1: ვინც ამბობს, რომ მოუნათლავი ჩვილებისთვის რაიმე შუა ადგილია სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, ან რომ ისინი არ წარწყმდებიან, იმის მიუხედავად რომ შეუძლებელია ცხონდეს ადამიანი ნათლობის გარეშე - წყეულიმც იყოს
ყველაზე დიდი შეცდომა .
1-ეკლესიის მამები ცალსახად ამბობენ , რომ უნათლავი ჩვილები (ვთქვა აბორტით მოწყვეტილები) ჯოჯოხეთშ არ მიდიან
http://seminarieli.wordpress.com/2012/12/2...83%A5%E1%83%A1/
(დამატებით ცნობებს შეგიძლია გაეცნო ჩემ ბლოგზე , რომელიც ფორუმიდან გადავიტანე თუ კარგად მახსოვს)
2-სერიოზული შეცდომა - ავგუსტინე სიცოცხლის განმავლობაში ხშირად იცვლიდა პოზიციებს , მას უამრავი სწავლება აქვს . ამ დროს , მეცნიერებაში მიღებულია , რომ მას იღებენ ჭეშმარიტად , რომელიც უფრო მოგვიანებით წარმოითქვა . სიცოცხლის ბოლოს კი , ნეტარი ავგუსტინე შემდეგს აცხადებდა : ,, ჩვილების შესახებ ეს მხოლოდ მე მგონია ასე , მაგრამ ღმერთი რას იზავს არ ვიცი.'')
ანუ მისი პირადი აზრიდან გამომდინარეობს ეს , და თუ ვინმე მას მიემხრო მხოლოდ იმიტომ რომ ავგუსტინეს აზრი გაითვალისწინეს და არა იმიტომ , რომ ეს იყო ეკლესიის სწავლება .
შევთანხმდით ხომ მგონი?


ციტატა
მართლმადიდებლური ლოგიკით ჩვილებიც ჯოჯოხეთში უნდა მოხვდნენ

რასაც შენ ამბობ ეს შეცდომაა და გთხოვ აღარ დაუშვა.
ამ საკითხის ისტორია ცხადყოფს რომ არცერთ მართლმადიდებელ ავტორიტეტს მსგავსი სისულელე არ განუცდხადებია . (პირიქით)ერთადერთი ვინც ამბობდა ამას იყო ავგუსტინე და მანაც ბოლოს ,გადათქვა.'' ხოლო თუკი ვინმე დღეს ფიქრობს ასე , ეს ნიშნავს იმას რომ მხოლოდ პირადი აზრია და თუ ამ პირად აზრზს , ეკლესიის სწავლებად ასაღებს , ის ცდება.
შევთანხმდით?
ციტატა
ერ ასწრებს ნათლობას და ისე კვდება . ანუ ვერ შედის სასუფეველში

,,ჭეშმარიტად გეუბნევი შენ , დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა.''
ეს სიტყვები იესომ უთხრა ავაზაკს .
ავაზაკი როდის და ვის მიერ მოინათლა ?
ციტატა
იქიდან გამომდინარე ის ღმერთი რომელიც მე მწამს უსამართლო არაა, ეს მიდგომა ცალსახად მიუღებელია.

ზემოთჩამოთვლილ რაღაცეებზე რომ შევთანხმდებით , მერე ამაზე გავაგრზელოთ საუბარი . იქამდე კი მხოლოდ ამას გეტყვი და გაითვალისწინე :
რამდენიმე თვის წინ , პროტოდაკონ მირიან სხირტლაძესგან მოვისმინე ეს აზრი , რომელიც ძალიან მომეწონა და შემოგთავაზებ :
,,ეკლესია მკაფიოდ ამბობს ( და ამას რა თქმა უნდა ვეთანხმები) , რომ ერთადერთი მაცხოვნებელი რელიგია მართლმადიდებლობაა , მაგრამ ვის აცხოვნებს ღმერთი და ვის არა არ ვიცი . მე არ ვიცი რომ მართლმადიდებელი სამოთხეში წავა და არც ის რომ სხვა ჯოჯოხეთში .
რჯული გვჭირდება ჩვენ და არა ღმერთს!''


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
lasha_k   ნათლობის შესახებ   Feb 7 2013, 02:02 PM
A.V.M   lasha_k შენი პოსტი უფრო ...   Mar 5 2013, 02:30 AM
puskuu   lasha_k მომიტევეთ რომ ვ...   Mar 5 2013, 02:30 PM
tereza   გამარჯობა. შეიძლებ...   May 11 2013, 09:46 PM
A.V.M   tereza მივიღე მესიჯი დ...   May 12 2013, 02:13 AM
ratinwt   puskuu მერე სადმე ბიბლ...   Jul 19 2013, 11:18 AM
A.V.M   ratinwt გამახსენე ბიბლ...   Jul 19 2013, 02:15 PM
ratinwt   A.V.M ჯვრისწერაზე მგ...   Jul 19 2013, 05:12 PM
A.V.M   ratinwt ბავშვის ნათლობ...   Jul 19 2013, 07:32 PM
ratinwt   A.V.M არა მე ჯვრისწერ...   Jul 20 2013, 10:49 PM
A.V.M   ratinwt ისევ სხვაგან მი...   Jul 21 2013, 12:28 AM
ratinwt   მე ამას იმიტომ ვამ...   Jul 22 2013, 12:01 PM
A.V.M   უშუალოდ ჩვილთა ნა...   Jul 22 2013, 11:52 PM
A.V.M   არა ჩემო კარგო... რა...   Jul 23 2013, 12:08 AM
ratinwt   ახლა არ წერია რომ ...   Jul 23 2013, 10:54 AM
A.V.M   ratinwt საპასუხებელი გ...   Jul 23 2013, 03:07 PM
ratinwt   A.V.M ეგ რომ მოვაშორო...   Jul 26 2013, 11:57 AM
A.V.M   ratinwt რას ქვია აზრი ე...   Jul 27 2013, 11:44 PM
ratinwt   A.V.M მერეეე..... :) ანუ ...   Aug 3 2013, 09:48 PM
sopo...   ადრეულ ასაკში ნათლ...   Aug 4 2013, 04:33 AM
A.V.M   ratinwt ძალიან ფართო ცნ...   Aug 4 2013, 04:51 PM
ratinwt   A.V.M არა ვერცერთმა ვ...   Aug 6 2013, 10:36 AM
sopo...   [b]A.V.M ქრისტეს პოვნა ...   Aug 15 2013, 04:02 AM
A.V.M   ეს სხვა თემაა და არ...   Aug 11 2013, 07:06 PM
G_saxva   როცა შენს შვილს ზა...   Aug 15 2013, 09:24 AM
ratinwt   ასე შეიძლება ბევრ...   Sep 5 2013, 11:58 AM
G_saxva   მართლმადიდებლობა ...   Sep 5 2013, 01:00 PM
nibiru   ნათლობის ფენომენა...   Sep 5 2013, 03:37 PM
G_saxva   ნატობის ფენომენამ...   Sep 5 2013, 03:45 PM
nibiru   G_saxva ეგ გასაგებია და ...   Sep 5 2013, 04:21 PM
G_saxva   G_saxva ეგ გასაგებია და...   Sep 5 2013, 04:41 PM
nibiru   1. კი ბატონო განუსაზ...   Sep 5 2013, 06:03 PM
†სერგი†   მათი "ტანჯვა" თ...   Sep 5 2013, 07:36 PM
nibiru   არააა :-) კარგი სტუმ...   Sep 5 2013, 08:51 PM
G_saxva   არააა :-) კარგი სტუმ...   Sep 5 2013, 10:48 PM
nibiru   ესეიგი გამოდის რომ...   Sep 5 2013, 11:12 PM
G_saxva   ესეიგი გამოდის რო...   Sep 6 2013, 09:20 AM
†სერგი†   შედარებითი ფორმი...   Sep 6 2013, 08:29 AM
nibiru   G_saxva მაშინაც იყვნენ ...   Sep 6 2013, 09:54 AM
G_saxva   G_saxva მაშინაც იყვნენ ...   Sep 6 2013, 10:41 AM
A.V.M   უჩემოდ კამათობთ თქ...   Sep 6 2013, 10:04 AM
nibiru   A.V.M აბაა ისე კი მიკვ...   Sep 6 2013, 10:19 AM
A.V.M   nibiru ფორუმელებმა იც...   Sep 6 2013, 10:30 AM
nibiru   რა ვქნა მაგას ვერ ვ...   Sep 6 2013, 12:03 PM
G_saxva   რა ვქნა მაგას ვერ ვ...   Sep 6 2013, 12:08 PM
†სერგი†   ან გაგება არ გინდა...   Sep 6 2013, 12:11 PM
damiane80   უფრო გასაგები რომ ...   Sep 6 2013, 01:31 PM
damiane80   როცა საუბარია საიქ...   Sep 6 2013, 01:45 PM
lasha_k   puskuu აბსოლიტურად სხ...   Sep 12 2013, 02:54 AM
G_saxva   მე არ ვამბობ რომ ეს...   Sep 12 2013, 09:38 AM
damiane80   ვფიქრობ ნათლიის მ...   Sep 12 2013, 05:42 PM
ratinwt   მიუგო იესომ და უთხ...   Oct 20 2013, 09:31 PM
sopo...   მიუგო იესომ და უთხ...   Oct 23 2013, 08:41 PM
A.V.M   ratinwt გელოდებოდი...:D ამ...   Oct 21 2013, 12:23 AM
ratinwt   :) აბა კიდევ რამდენ...   Oct 23 2013, 07:53 PM
A.V.M   ratinwt ირონიის აკრძალ...   Oct 23 2013, 10:21 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2024 - 08:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი