პიროს ბრეთელი, 13 ასურელი მამა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პიროს ბრეთელი, 13 ასურელი მამა |
nin-iko |
Apr 22 2009, 10:54 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 80 რეგისტრ.: 21-April 07 წევრი № 1,709 |
თუ იცით ვინმემ, რაიმე პიროს ბრეთელის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ იქნებ მითხრათ, ან იქნებ ლიტერატურა მიითითოდ, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი იყო.....
|
შევრდომილი |
Apr 22 2009, 11:32 PM
პოსტი
#2
|
მ ა გ დ ა ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 |
დიდი ცნობები არ არის მგონი მის შესახებ.
წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, ღირსი მამა პიროსი შიდა ქართლში, მდინარე ფრონეს მარცხენა სანაპიროზე დამკვიდრდა და სოფელ ბრეთის ახლოს მონასტერი ააგო. იქვე იღწვოდა, ქადაგებდა ქრისტიანობას და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. პიროს ბრეთელის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. დღეს წმინდა პიროსის მიერ აშენებული ეკლესია გადაკეთებულია, VIII-IX საუკუნეებში აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთანაა დაკავშირებული და მინაშენის შთაბეჭდილებას ტოვებს. ღირსი მამა თავის მიერ აშენებულ მონასტერშია დასაფლავებული. -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
nin-iko |
May 10 2009, 12:31 AM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 80 რეგისტრ.: 21-April 07 წევრი № 1,709 |
შევრდომილი
მადლობა |
lch |
May 10 2009, 07:22 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ციტატა დღეს წმინდა პიროსის მიერ აშენებული ეკლესია გადაკეთებულია, VIII-IX საუკუნეებში აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთანაა დაკავშირებული და მინაშენის შთაბეჭდილებას ტოვებს. ღირსი მამა თავის მიერ აშენებულ მონასტერშია დასაფლავებული. ბრეთში სამონასტრო ცხოვრება ისევ აღორძინდა და დღეს აქ დედათა მონასტერი ფუნქციონირებს... გარდა ამისა წმინდა სინოდმა 2005 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დააწესა წმ. პიროს ბრეთელის ხსენების დღე - 15 მაისი (ძვ.სტ.), 28 მაისი (ახ.სტ.)... (და დიდი ზეიმით აღინიშნება ხოლმე ეს დღე ბრეთში...) -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
Bivrili |
May 27 2009, 11:39 PM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 29-April 09 წევრი № 6,917 |
-------------------- უფალო შეგვიწყალენ...
|
marine |
Sep 5 2019, 09:41 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,044 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ბრეთი წმინდა პიროსმა აირჩია სამოღვაწეოდ
პიროს ბრეთელი იოანე ზედაზნელის მიერ მამათა "განტევების" შემდეგ ბრეთი ერთ-ერთმა ცამეტ ასურელ მამათაგანმა წმინდა პიროსმა აირჩია სამოღვაწეოდ. მცირე ეკლესიის აგებაც მისი ღვაწლის ნაწილია. ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ "დვანის წყლის აღმოსავლეთით არს ბრეთის მონასტერი, უგუნბათო, რომელ ქმნა პიროს იგ (13) მამათაგანმა და დაფლულ არს იგიცა მუნვე. არს აწ ხუცის ამარ". დიდი მამისადმი სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად ხალხი საყდარს მამა პიროსის ეკლესიას უწოდებს. მამა პიროსმა ბრეთი ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო ცენტრად აქცია. სწორედ ბერებისა და მონასტრის არსებობას უკავშირდება სოფლის სახელწოდება - ბერეთი-ბრეთი. სოფლის ცენტრში, პიროსის ეკლესიის გვერდით, დგას VIII-IX ს.ს-ის წმინდა გიორგის სახელობის საყდარი. მის მახლობლად მიკვლეულია ნასოფლარი. ცნობილია ბრეთის XI ს-ის ვერცხლის საომარი ჯვარი და XIII ს-ში ტყავზე შესრულებული სახარება. ტაძრის დიდი სიწმინდეა წმინდა პიროსის საფლავი. ტოპონიმი ბრეთი აქ მონასტრის დაარსების შემდეგდროინდელია. ბრეთი ბერეთიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ეს კი, თავისთავად, მონასტრის სიდიდეზე, ბერთა სიმრავლეზე მიგვანიშნებს. თუმცა ეკლესიის ირგვლივ დღეს სხვა სამონასტრო ნაშთების კვალი არსად ჩანს, მაგრამ ადრე აქ "საძმო სამარხები" ყოფილა. დღეს არსებული ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია VIII-IX ს.ს-ისაა. თუმცა იგი ერთბაშად არ აუგიათ. მისი ჩრდილო მინაშენი თავდაპირველად მამა პიროსის ეკლესიას (ეკვდერს) წარმოადგენდა. სწორედ ის უნდა ყოფილიყო პიროსის დროინდელი. ეს მცირე ზომის ერთნავიანი ნაგებობა ადრევე დანგრეულა, მაგრამ მისი ნაშთები მაინც შეუნარჩუნებიათ, შეუკეთებიათ და დაუკავშირებიათ ძველისთვის. ბრეთის სავანემ კომუნისტური რეჟიმის დროს შეწყვიტა ფუნქციონირება. ტაძარი სურსათის საწყობად გადააქციეს. XX ს-ის ბოლოს წმინდა პიროსის ეკლესიის სახურავი ჩამოიქცა, ინტერიერი მიწითა და ქვით ამოივსო. ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის იობის ლოცვა-კურთხევით, 1997 წელს ბრეთის წინამძღვრად არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი) დაინიშნა. მამა ზაბულონის ძალისხმევით, სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა - გაიწმინდა და მოეწყო ტაძრის ეზო. ეკლესიის გარშემო შემოიჭრა მიწა და ფართო გარშემოსავლელი გაკეთდა. მონასტერი დამშვენდა რიყის ქვის გალავნით, ჩაიდგა კრამიტის სახურავიანი ძველქართული ჭიშკარი, აშენდა სამრეკლო. გაიწმინდა ტაძრის შიდა სივრცე, აღდგა ჩაქცეული კამარები და დარღვეული კედლის წყობა, იატაკი ფილებით დაიფარა, ძვირფასი ქვით მოპირკეთდა წმინდა პიროსის საფლავი. ტაძარი მოიხატა კიდეც. 1998 წელს გაიხსნა დიდი ტაძარი. ამ ტაძრისთვის საგანგებოდ დაიწერა წმინდა გიორგის ხატი, რომელშიც დიდმოწამის მუხლის ძვლის ნაწილია ჩაბრძანებული. განახლდა ასევე წმინდა პიროსის ეკლესიის ტრაპეზი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th May 2024 - 05:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი