IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
ნათია
პოსტი May 7 2007, 12:16 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“

შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად.

თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ.

ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ.

ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს.

ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს.

ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება.

ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა.

სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს.

თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ.

„...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად!

ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ!

ვილოცოთ...


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
76 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 39)
marine
პოსტი Dec 23 2014, 07:39 PM
პოსტი #21


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით, უნდა გწამდეთ და მერე უნდა ილოცოთ, ლოცვა არის შედეგი რწმენისა, თუ რწმენა მტკიცე არ არის, ლოცვაც უძლური და სუსტი იქნება, როცა ლოცვა აქედან ადის, იქიდან მადლი გადმოდის, აქედან ვედრება ადის, იქიდან ლოცვა-კურთხევა გადმოდის, ასეთი კავშირი ძლიერია".

/ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 4 2015, 09:26 PM
პოსტი #22


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ ლოცვას ყოველთვის დადებითი შედეგი მოაქვს? ანუ უარყოფითი არ შეიძლება იყოს რაიმე ლოცვაში და მის შემდეგ?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2015, 08:02 PM
პოსტი #23


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვის მიზანი - ეს შეხამებაა გულისა იესო ქრისტეს სახელთან. თუკი ადამიანმა უწყვეტ ლოცვას ამქვეყნიურ ცხოვრებაში ვერ მიაღწია, მაგრამ გამუდმებით ცდილობდა ამას, უფალი სიკვდილის ჟამს ფრთების მსგავს ლოცვას მიჰმადლის, რომლითაც სული ცად აიჭრება, საერთოდ კი უწყვეტი გულისმიერი ლოცვა სწორედ ის დიადი განძია, რომელიც დიდი შრომით მოიპოვება".


"გარეგნულს არ ძალუძს მისცეს ადამიანს ბედნიერება, თუკი მის სულში აყროლებული ორმოა, გულში აღსრულებული ლოცვა კი პირიქით, ღატაკ ქოხს სასახლედ აქცევს".

"თვალი ვადევნოთ საკუთარ გულს. გამოჩენისთანავე განვაგდოთ ზრახვები როგორც კეთილი, ასევე ბოროტი და გონება ლოცვის სიტყვებში ჩავრთოთ".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2015, 08:40 PM
პოსტი #24


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი სპეცაპარატურის მეშვეობით და გამოიკვლიეს ადამიანის ელექტრომაგნიტური გარსი ლოცვამდე და ლოცვის შემდეგ. აღმოჩნდა სრულიად ფანტასტიკური შედეგი, ადამიანის სხეულის გარსი, უფრო გამთლიანებული აღმოჩნდა ლოცვის შემდეგ".

/"ქვაკუთხედი" N1-2, 2015/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2015, 06:31 PM
პოსტი #25


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცხოვრების მთავარ საქმედ ლოცვის მიჩვევაა აუცილებელი, დანარჩენისა კი თანასაქმედ"


"დაწოლისას - ადამიანი ლოცვით უნდა იძინებდეს, ღამით გამოღვიძებული, ლოცვისთვის უნდა წამოდგეს; თუ იგი დღეს ლოცვას მიუძღვნის, ის ღამით, ძილშიაც ეწვევა; თუ ღამით გარკვეულ ხანს ილოცებს, მაშინ მთელი დღე სხვანაირი იქნება მისთვის.

სახარებაში მოთხრობილია ბრძენ ვაჭარზე, რომელმაც ძვირფასი მარგალიტის საყიდლად მთელი მამული გაყიდა (მთ. 13,45). ადამიანმაც უნდა გაყიდოს თავისი გონებრივი მამული - ამქვეყნიური ცოდნა, ზრახვები, მიწიერი სილამაზის სახეები, ოცნებები - მთელი ინტელექტუალური ქონება, რომელშიც მიეჩვია ცხოვრებას, როგორც საგვარეულო მამულში, უარი თქვას ყველაფერზე, რათა შეიძინოს ერთი მარგალიტი, რომელიც მთელ ქვეყნიერებაზე მეტად ძვირფასია; ეს მარგალიტი - იესო ქრისტეს სახელია; ცათა სასუფეველი ამ მარგალიტით მოიპოვება".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2015, 06:50 PM
პოსტი #26


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, სკვნილი ჯოჯოხეთში ჩაკიდული კიბეა... ის ჩვენი სულის მძიმე და ბნელი ლაბირინთების მანათობელი შუქურაა, რომელიც მარადჟამს უნათებს სინდისს, ჭეშმარიტ გზას"

/დეკ. შიო პაიჭაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 12 2015, 10:35 AM
პოსტი #27


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



ვინმეს შეუძლია ამიხსნას ერთად ლოცვას რა ძალა აქვს? ზოგმა აკუსტიკაო და რადიოტალღებიო უკეთ გაედინება კოსმოსშიო თუ რაღაცა და ერესში რო არ გადავვარდე რატომ ესმის ღმერთს უფრო უკეთ როცა ბევრი ლოცულობს და ნაკლებად როცა ერთი ან რამდენიმე?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 12 2015, 10:51 AM
პოსტი #28


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
ვინმეს შეუძლია ამიხსნას ერთად ლოცვას რა ძალა აქვს? ზოგმა აკუსტიკაო და რადიოტალღებიო უკეთ გაედინება კოსმოსშიო თუ რაღაცა და ერესში რო არ გადავვარდე რატომ ესმის ღმერთს უფრო უკეთ როცა ბევრი ლოცულობს და ნაკლებად როცა ერთი ან რამდენიმე?

რამდენად სწორედ ავხსნი არ ვიცი მაგრამ ჩემ აზრს შემოგთავაზებ. პირველ რიგში აკუსტიკასა და ენერგიებს რომლებიც კოსმოსში გადის მოეშვი, ეგ რაღაც ახალი მიმდინარეობა ყალიბდება მგონი საქართველოში ეზოთერული მართლმადიდელბობა.
ერთად ლოცვის დროს უმეტეს შემთხვევაში მღვდელი კითხულობს ლოცვას რომელშიც უშვალოდ უფლისგან ხელდასხმულია და სულიწმინდის მატარებელია, ჩვენთვის კიბე და გზაა უფალთან მისასვლელი. მის მიერ წარმოთქმული ლოცვა ვედრება უფალთან უფრო ახლოა ამას თუ დავუმატებთ იმსაც რომ უფლისთვის მეტად სთნოა როდესაც ხალხი მისი სახელის სადიდებლად იკრიბება, ასე თუ ისე წარმოდგენა შეგვექმნება ერთად ლოცვას რა დადებითი აქვს.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 12 2015, 11:01 AM
პოსტი #29


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
ღმერთს უნდა რომ ერთმანეთი გვიყვარდეს და სწორედ ამიტომ უფრო უკეთ ისმენს ერთად ლოცვას? და შვიდგზის ლოცვები როა ეგ რა აუცილებელია? ერთმა მეგობარმა ასე ამიხსნა მაგალითად 6 საათზე ვინც გაიღვიძებს სხვებიც ხო გაიღვიძებენო და სხვადასხვა ადგილებში შეიკრება ჯაჭვი და ერთად რო ვილოცებთ ღმერთი უკეთ გაიგებსო, რაღაც არამგონია შეკრება გასაგებია ერთანეთს ვუზიარებთ სიყვარულს და ლოცვას, მაგრამ სხვადასხვა ადგილებში მასეთი რამე აღარ ვიცი რატომ ესმის ღმერთს უკეთ ვიდრე ჩვეულებრივ


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 12 2015, 01:15 PM
პოსტი #30


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
ღმერთს უნდა რომ ერთმანეთი გვიყვარდეს და სწორედ ამიტომ უფრო უკეთ ისმენს ერთად ლოცვას? და შვიდგზის ლოცვები როა ეგ რა აუცილებელია? ერთმა მეგობარმა ასე ამიხსნა მაგალითად 6 საათზე ვინც გაიღვიძებს სხვებიც ხო გაიღვიძებენო და სხვადასხვა ადგილებში შეიკრება ჯაჭვი და ერთად რო ვილოცებთ ღმერთი უკეთ გაიგებსო, რაღაც არამგონია შეკრება გასაგებია ერთანეთს ვუზიარებთ სიყვარულს და ლოცვას, მაგრამ სხვადასხვა ადგილებში მასეთი რამე აღარ ვიცი რატომ ესმის ღმერთს უკეთ ვიდრე ჩვეულებრივ

არ ვიცი შენმა მეგობარმა რა თქვა მაგრამ პატრიარქს აქვს ნათქვამი ამ დროს მთელი საქართველო ერთიანდება ლოცვაშიო. რაც შეეხება ამ კითხვას?
ციტატა
და შვიდგზის ლოცვები როა ეგ რა აუცილებელია?

ეგ ნებისმიერ ლოცვაზე შეიძლება თქვა რა საჭიროა.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 12 2015, 01:24 PM
პოსტი #31


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
საინტერესოა ეგ ერთიანობა რისი მომტანია? (თანაც არ დაგავიწყდეს ერეტიკოსთან ერთად ლოცვა არ შეიძლება და ეშმაკი მარტივად შთააგონებს ურწმუნოს მაგ ლოცვას და მერე გამოგივა მთელი საქართველო ქრისტიანია არა ქრისტიანია ყველა ერთად მლოცველი) ღმერთს ვუმარტივებთ საქმეს რომ ყველამ ერთი და იგივე ვილაპარაკოთ და უკეთ გაიგოს თუ რის მიღწევას ვცდილობთ ამით? სხვადასხვა ლოცვები და სხვადასხვა დროს წარმოთქმული ლოცვები ეკარგება ღმეერთს და აღარ ესმის? ძალიან ცუდი ტენდეციაა პატრიარქმა თქვა მორჩა გადაწყვეტილია ეგრე უნდა იყოს? იქნება შენ სულს სხვა მოთხოვნილება აქვს? ღმერთმა მრავალფეროვნება შექმნა და მოეწონება შენი აზრით ყველა იდგეს და ერთი და იგივეს ევედრებოდეს?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 12 2015, 01:43 PM
პოსტი #32


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
საინტერესოა ეგ ერთიანობა რისი მომტანია? (თანაც არ დაგავიწყდეს ერეტიკოსთან ერთად ლოცვა არ შეიძლება და ეშმაკი მარტივად შთააგონებს ურწმუნოს მაგ ლოცვას და მერე გამოგივა მთელი საქართველო ქრისტიანია არა ქრისტიანია ყველა ერთად მლოცველი)

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეს მაგარი რაღაც იყო.
რა შუაშია ერტიკოსი პატრიარქის მოწოდება მხოლოდ მრევლზე ვრცელდება ანუ იმ ხალხზე ვინც მართლმადიდებლობის წიაღშია. აამას თავი დავანებოთ ერეტიკოსი და ურწმუნო თუ დღეში 7ჯერ ფსალუმის კითხხვას დაიწყებს მე მოხარულ ივიქნები პირადად.
ციტატა
ღმერთს ვუმარტივებთ საქმეს რომ ყველამ ერთი და იგივე ვილაპარაკოთ და უკეთ გაიგოს თუ რის მიღწევას ვცდილობთ ამით? სხვადასხვა ლოცვები და სხვადასხვა დროს წარმოთქმული ლოცვები ეკარგება ღმეერთს და აღარ ესმის? ძალიან ცუდი ტენდეციაა პატრიარქმა თქვა მორჩა გადაწყვეტილია ეგრე უნდა იყოს? იქნება შენ სულს სხვა მოთხოვნილება აქვს? ღმერთმა მრავალფეროვნება შექმნა და მოეწონება შენი აზრით ყველა იდგეს და ერთი და იგივეს ევედრებოდეს?

მოდი დავსვავ კითხვას ეკლესიასIშ ერთხმად რატომ გალობენ და არა ვის როცა მოუნდება მაში წამოიგალობებს. ან ანგელოზთა დასი ე რ თ ხ მ ა დ რატომ ადიდებს და უგალობს? რატომ იყო პატარა ბავშმა ერხმად გაიგონა ანგელოზთა გალობა ყოვლად ძლიერო ყოვლად წმინაოს?
შენი საუბარი ბნელ ოთახში კატის ჭერას გავს როდესაც კატა ოთახში საერთოდ არაა.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 12 2015, 01:49 PM
პოსტი #33


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
ციტატა
ეს მაგარი რაღაც იყო.
რა შუაშია ერტიკოსი პატრიარქის მოწოდება მხოლოდ მრევლზე ვრცელდება ანუ იმ ხალხზე ვინც მართლმადიდებლობის წიაღშია. აამას თავი დავანებოთ ერეტიკოსი და ურწმუნო თუ დღეში 7ჯერ ფსალუმის კითხხვას დაიწყებს მე მოხარულ ივიქნები პირადად.

ფსალმუნები კათოლიკეებსაც აქვთ, მაგრამ ვინც მათთან ილოცებს მოციქულთა კანონები უზიარებლობას აკისრებს ან საერთოდ განკვეთას ეკლესიასთან მიდი ახლა და ილოცე აბა მათთან ერთად თუ არ დაისჯები ღმერთს გამოაპარებ მაგას? მაგრამ ხო ხვდები რომ ეს კანონები და ყველაფერი ადამიანის მოგონილია ის კათოლიკეებიც ჩვენნაერი ხალხია და ქრისტე სწამთ და ევედრებიან დიდი ამბავი მათთან ილოცებ თუ ცალკე განსხვავება 0
ციტატა
მოდი დავსვავ კითხვას ეკლესიასIშ ერთხმად რატომ გალობენ და არა ვის როცა მოუნდება მაში წამოიგალობებს. ან ანგელოზთა დასი ე რ თ ხ მ ა დ რატომ ადიდებს და უგალობს? რატომ იყო პატარა ბავშმა ერხმად გაიგონა ანგელოზთა გალობა ყოვლად ძლიერო ყოვლად წმინაოს?
შენი საუბარი ბნელ ოთახში კატის ჭერას გავს როდესაც კატა ოთახში საერთოდ არაა.

ანგელოზები ძალიან მეცოდებიან, ამდენი გალობით არ იღლებიან? საერთოდ იქითა სამყარო ძალიან საინტერესოა რას დაგვავალებს ღმერთი და რას მოითხოვს ჩვენგან, მე გამიგია რომ ეკლესია მიწიერი სამოთხეაო და რო გადავალთ იქ უნდა ვიდგეთ და ყველა და ვილოცოთ ისევ და ვიგალობოთ? უბრალოდ მეგობრულად რომ ვესაუბროთ ღმერთს და ისიც გველაპარაკოს არ შეიძლება?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 12 2015, 01:56 PM
პოსტი #34


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
ფსალმუნები კათოლიკეებსაც აქვთ

არა მარტო მათ მუსლიმანებსაც და ბევრ დენომინაციას ქრისატნულს ფსალმუნები აქვთ რადგან ძველ აღთქმას ეგეც შეადგენს.
ციტატა
მაგრამ ვინც მათთან ილოცებს მოციქულთა კანონები უზიარებლობას აკისრებს ან საერთოდ განკვეთას ეკლესიასთან მიდი ახლა და ილოცე აბა მათთან ერთად თუ არ დაისჯები ღმერთს გამოაპარებ მაგას?

მათთან ერთად ლოცვა სხვაა და მსხურებაში მონაწილეობა სხვა. ბოლოდროინდელ მოვნელებს გადახედე. ბართლოემეოსის და რომის პაპის ურთიერთობას.
ციტატა
მაგრამ ხო ხვდები რომ ეს კანონები და ყველაფერი ადამიანის მოგონილია

ადმიანის დაწერილია ბიბლიაც smile.gif
ციტატა
ის კათოლიკეებიც ჩვენნაერი ხალხია და ქრისტე სწამთ და ევედრებიან დიდი ამბავი მათთან ილოცებ თუ ცალკე განსხვავება 0

უკვე სხვაგან გადადიხარ და ცდები. განსხვავება ძალიან დიდია, ის რომ შენ თუნდაც კათოლიკესთან ერთად მსახურებაზე ხარ გამოდის ემსახურები (სიტყვა მსახურება) ღემრთს მათი გაგებით როელიც ჩვენი რელიგური მრწამსიდან გამომდინარე სამების დოგმატის დარღვევითაა განდიდებული. გამოდის შენ იმ ღმერთს აქებ და ადიდებ რომელიც არასწორია და სხვაა. არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა.
ციტატა
ანგელოზები ძალიან მეცოდებიან, ამდენი გალობით არ იღლებიან?

biggrin.gif რითი უნდა დაიღალონ ? მოდი ამ თემაზე მერე ვისაუბროთ როცა ბევრს წაიკითხავ და ასეთი აზრები აღარ გექნება,


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 12 2015, 02:06 PM
პოსტი #35


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
ბიბლიაც ადამიანის დაწერილია ღმერთის დახმარებით და ამასთანავე იოანე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეში პირდაპირ ამბობს რაც მიხილავს და გამომიცდია მხოლოდ იმას გეტყვითო მას კი ქრისტე პირადად ყავდა ნანახი და არა მარტო მას და ის ასწავლიდა და ეს კანონები კიდე ძალიან ცუდად ჟღერს ჯერ მარტო კანონი რატო უნდა გქონდეს ღმერთთან როცა იცი რომ მაინც ვერ გადარჩები იმიტომ რომ კაცთთათვის ეს შეუძლებელია და მხოლოდ ღმერთს შეუძლია სინანულის ხარჯზე გაგიყვანოს მშვიდობიან ველზე.

ანუ ახლა ყველანი ერთად რომ ვლოცულობთ რა გასხვავებაა ღმერთისთვის მაინც ვერ ვხვდები, მაგ ლოგიკით შენ რაც თქვი მთელი საქართველო კი არა მთელი მსოფლიო ერთიანდება და ვინ რას ადიდებს გულში ღმერთმა იცის, ახლა მითხარი რა მნიშვნელობა აქვს 6 საათზე წავიკითხავ მაგ ლოცვებს თუ შუადღის 4ზე? მაინც არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ერთად ლოცვას როცა სხვაგან ვართ. და თუ აქვს გამოდის რომ ჩვენ კათოლიკეებთანაც ვლოცულობთ, მუსლიმანებთანც და რავიცი კიდევ და ვექვემდებარებით უზიარებლობას

ციტატა
რითი უნდა დაიღალონ ? მოდი ამ თემაზე მერე ვისაუბროთ როცა ბევრს წაიკითხავ და ასეთი აზრები აღარ გექნება,

რამე მითხარი იმ სამყაროზე მე ძირითადად ამ ქვეყნიურ ინფორმაციებს ვეცნობი ხოლმე და იმ სამყაროში რა მელოდება ძალიან მაინტერესებს მომაბეზრებელი არაა სულ ერთი და იგივე სულებისთვის უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 12 2015, 02:14 PM
პოსტი #36


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
ბიბლიაც ადამიანის დაწერილია ღმერთის დახმარებით და ამასთანავე იოანე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეში პირდაპირ ამბობს რაც მიხილავს და გამომიცდია მხოლოდ იმას გეტყვითო მას კი ქრისტე პირადად ყავდა ნანახი და არა მარტო მას და ის ასწავლიდა და ეს კანონები კიდე ძალიან ცუდად ჟღერს ჯერ მარტო კანონი რატო უნდა გქონდეს ღმერთთან როცა იცი რომ მაინც ვერ გადარჩები იმიტომ რომ კაცთთათვის ეს შეუძლებელია და მხოლოდ ღმერთს შეუძლია სინანულის ხარჯზე გაგიყვანოს მშვიდობიან ველზე.

ეპისტოლეები სადიანაც ბევრ რამეს ვიგებთ ვისი დაწერილია? რატომ წერს პავლე მოციქული ცოლქმრის ურთიერთობაზე თუნდაც? ეს რა "კანონი" არის? თუ ადამიანის მიერ არ არის დაწერილი? ბასილი დიდი გრიგოლი ღვთისმეტყველი ან იოანე ოქროპირი ადამიენბი არ იყვნენ არნ იმ კანონებს რომ აყალიბებდნენ ქრისტე პირადად ქონდათ ნაანხი? წმ ნიკოლოზი რატომ იცავდა კანონებს 1 მსოფლიო კრებაზე? ადამიანი არ იყო წმინდანად არ შერაცხეს?
ციტატა
ანუ ახლა ყველანი ერთად რომ ვლოცულობთ რა გასხვავებაა ღმერთისთვის მაინც ვერ ვხვდები, მაგ ლოგიკით შენ რაც თქვი მთელი საქართველო კი არა მთელი მსოფლიო ერთიანდება და ვინ რას ადიდებს გულში ღმერთმა იცის, ახლა მითხარი რა მნიშვნელობა აქვს 6 საათზე წავიკითხავ მაგ ლოცვებს თუ შუადღის 4ზე? მაინც არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ერთად ლოცვას როცა სხვაგან ვართ. და თუ აქვს გამოდის რომ ჩვენ კათოლიკეებთანაც ვლოცულობთ, მუსლიმანებთანც და რავიცი კიდევ და ვექვემდებარებით უზიარებლობას

ამაზე ემრე გიპასუხებ ახლა სიმართლე ვთქვა მეზარეა უკვე.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 12 2015, 02:35 PM
პოსტი #37


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



ციტატა
ეპისტოლეები სადიანაც ბევრ რამეს ვიგებთ ვისი დაწერილია? რატომ წერს პავლე მოციქული ცოლქმრის ურთიერთობაზე თუნდაც? ეს რა "კანონი" არის? თუ ადამიანის მიერ არ არის დაწერილი? ბასილი დიდი გრიგოლი ღვთისმეტყველი ან იოანე ოქროპირი ადამიენბი არ იყვნენ არნ იმ კანონებს რომ აყალიბებდნენ ქრისტე პირადად ქონდათ ნაანხი? წმ ნიკოლოზი რატომ იცავდა კანონებს 1 მსოფლიო კრებაზე? ადამიანი არ იყო წმინდანად არ შერაცხეს?

იესოს არ ეცალა უბრალოდ მაგის დასაწერად წიგნებში. მან უკეთესად დაწერა სადაც საჭირო იყო, მერედა თუ არ დაემთხვა შენს გულში და გონებაში დაწერილს რათ გინდა მასეთი კანონები? ეტყობა ემთხვევა ზოგი და ამიტომაცაა რომ რაღაცა ახალს როცა ვიგებთ მარტივად ვითვისებთ რადგან ის ისედაც ვიცოდით უბრალოდ ამის დასტური არ გვქონდა. ეგ კანონები არ ილოცო სხვებთან ერთადო მარტივად დაარღვია დავით აღმაშენებელმა(მეჩეთში როცა შევიდა) თურმე გამონაკლისები ყოფილა მეფეებისთვის და ჩვენთვოს არაა? ძალიან მეეჭვება მერე რომელიმე ეკლესიაში მისულიყო დავითი და არ შეეშვათ ან არ ეზიარებინათ.
ციტატა
ამაზე ემრე გიპასუხებ ახლა სიმართლე ვთქვა მეზარეა უკვე.

კარგი


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 13 2015, 08:53 PM
პოსტი #38


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
იმედია არ დაგავიწყდება პასუხის გაცემა


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 14 2015, 11:56 PM
პოსტი #39


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

ანგელოზები ძალიან მეცოდებიან, ამდენი გალობით არ იღლებიან?

იმედია ამგვარ რაღაცეებს აღარ დაწერ ხოლმე და შენთვის შეინახავ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 15 2015, 01:53 PM
პოსტი #40


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
კარგი


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

76 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 01:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი